IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> საიტელთა ლიტერატურული გვერდი. პროზა + პოეზია, პროზა + პოეზია
თამარი...
post Jul 16 2011, 03:46 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პროზა რატომღაც ყველა საიტზე მეორე პლანზეა-ხოლმე გადაწეული...
ამიტომ მინდა, პროზაული ნაწარმოებები აქ განვათავსო, ცალკე გვერდზე!
და თუ ვინმეს პოეზიის აქ დადებაც მოუნდება, - მობრძანდეს, მათაც მივიღებთ! smile.gif


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Jul 16 2011, 03:50 AM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კალეიდოსკოპი


სული კალეიდოსკოპივით არის...

გინახავთ კალეიდოსკოპი?... დაშლილიც?... - სამი სარკისგან შექმნილ სივრცეში ფერადი შუშის ნამსხვრევებია ჩაყრილი...

სამი სარკე, - წარსული, აწმყო და მომავალი!...
ფერადი შუშის ნამსხვრევები, - ჩვენი სულის შემადგენელი უფაქიზესი და უმცირესი ნაწილები... და ამ ერთი და იმავე ნამსხვრევებით უამრავი საოცარი სურათის შექმნა შეიძლება: არც არაფერი ემატება, არც არაფერი აკლდება და მაინც, ყველა სურათი სრულიად განსხვავებული, განუმეორებელი და ლამაზია!!!

სული კალეიდოსკოპივით არის, - ხელის ოდნავი შეხებითაც კი იცვლება სულის სურათი.
კარგია, თუ ამ ცვლილების დროს კიდევ უფრო გალამაზდება, - მაშინ მის ნახვას, მის აღქმასა და შეგრძნებას არაფერი სჯობს!... მაგრამ თუ უხეში ხელით შეეხებიან, კალეიდოსკოპი იმსხვრევა, სულიც ნაწილებად იშლება და... „მხოლოდ ფერადი შუშის ნატეხები შეგრჩება ხელში“...
წარსული, აწმყო და მომავალი - კალეიდოსკოპის სამი სხვადასხვა სარკეა და ერთიც რომ გამოაკლდეს, სულის სურათი აღარ გამოჩნდება...

„წარსულიდან“ „მომავალში“ გადასასვლელად „აწმყოში“ უნდა ააგო, ააწყო შენი სულის განუმეორებელი სურათი, მაგრამ, რამდენჯერაც უნდა დადგეს ახალი „აწმყო“, ძველ სურათს ვეღარ გაიმეორებ...

და მაინც, ნებისმიერი „აწმყოს “ დასანახად „წარსულისა“ და „მომავლის“ სარკეების მოშველიებაა საჭირო!!!

წარსული, აწმყო და მომავალი - აი, ყოველი სულის არსი, სულის სამი ნაწილი, ერთ სულში თავმოყრილი და გაერთსულებული!!!

და ნეტა შეგვეძლოს სულის ამ ნაწილების ისე შენახვა, რომ მის არცერთ ნაწილაკს არ დაედოს მტვერი, მტვერი დავიწყებისა!!!

ან მეც ისევე მქონდეს დავიწყებული სულის ნაწილაკებით დახატული ყოველი სურათი, როგორც სხვებს აქვთ დავიწყებული?!!!!!






--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Jul 16 2011, 03:55 AM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მგელი

მე თავისუფალი ვარ!
ვიყავი ,ვარ და ვიქნები თავისუფალი, მიუხედავად იმისა, რომ... დიდი ხანია რაც ვოლიერში ვარ გამომწყვდეული!

ჰო, მე ერთდროულად ვარ „პატიმარიც“ და „თავისუფალიც“...

როგორ?
სულ უბრალოდ, – მე მგელი ვარ!... და თუ ხორცი ჩემი ამ რკინის გისოსების ტყვე არის, სული ჩემი თავისუფალია! მას ვერავინ დაიმორჩილებს! ვერავინ წამართმევს სულის თავისუფალებას!!!

რამდენჯერ ყოფილა, ვოლიერის კუთხეში მიწოლილსა და თვალებმილულულს შემომირბენია მთა და ბარი, ტყე-ტყე მიხეტიალია ხან ჩემს მეგობრებთან ერთად, ხან – მარტოს... მინადირია კიდეც!... ჩუმად, მიპარვით კი არა, ჯიქურ, პირდაპირ მივსულვარ, როგორც ეს ჩვენ, მგლებს შეგვეფერება!...

და ვისთან ერთად არ მითამაშია და მიკოტრიალია ხელისგულისხელა, მზით გამთბარ კორდზე, რომელიც ყოველი მხრიდან ასწლოვანი ხეებით არის შემოჯარული!...

ნეტა თუ მართლა სჯერათ, რომ ჩვენი გაწვრთნა და მოთვინიერება შეიძლება?!... მე მგელი ვარ!... ვარ ისეთი, როგორიც შემქმნა დედა-ბუნებამ და ვერავინ ვერასოდეს გამომცვლის!...

მოთვინიერება?!...
რას ნიშნავს ეს?! იმას, რომ ვიღაცას შეუძლია მაიძულოს, გავაკეთო რაღაც ისეთი, რისი გაკეთებაც თავად არ მინდა?...
ნუთუ ჰგონიათ, იმ ერთი ნაჭერი აქოთებული ხორცისთვის საკუთარ სულს გავყიდი?!...
ნეტარ არიან მორწმუნენი!!!!

მე მგელი ვარ!...
ვერავინ შესძლებს, მაცეკვოს უკანა თათებზე შემდგარი, ბუქნით მატაროს მის გარშემო, საკუთარი ნაბიჯები მათვლევინოს და მაზომინოს!...

მე არ ვემორჩილები „ადამიანურ“ კანონებს! ჩემთვის მხოლოდ ერთი კანონი კანონობს, – ჯუნგლის კანონი: სუსტი – მარცხდება, ძლიერი – იმარჯვებს! სამართლიანობა და ურთიერთგატანა!!! – აი, რაც განსაზღვრავს ჩემი ცხოვრების სტილს და რაც ყველაფერზე მთავარი მგონია!...
და დღეს თუ ჩემი არსებობა და „ცხოვრების წესი“ ამ ვოლიერის კედლებით შემოისაზღვრება, არ ნიშნავს, რომ ეს ყოველთვის ასე იყო და ან მუდმივად ასე იქნება!...
ღმერთო ჩემო, რამდენი ცნობისმოყვარე თვალი მომჩერებია!... ყველას აინტერესებს „მოთვინიერებული“ მგლის ნახვა! ჰგონიათ, მაჯობეს, რადგან ამ რკინის ციხეში დამამწყვდიეს!... ჰგონიათ, ხელების ლოკვას დავუწყებ საჭმლის მოლოდინში!... ჰგონიათ, მორჩილად გავუწვები ფერხთით და მათ გარშემო ცოცვას დავიწყებ!...

ვერ ეღირსებიან!... ვერასოდეს!!!

მე მგელი ვარ!...
თავისუფალი მოდგმის თავისუფალი შვილი!!!
მე შემიძლია, ვიყო ძალიან კეთილი, ძალიან სათუთი და ალერსიანი მათთან, ვინც მიყვარს, მაგრამ შემიძლია ვიყო დაუნდობელიც მათთან, ვინც ვერაგი და დაუნდობელია სხვათა მიმართ!... მე მიყვარს ის, ვინც მინდა რომ მიყვარდეს და მძულს ის, ვინც უნდა მძულდეს!... და ვერავინ მაიძულებს, ძალით „შემაყვაროს“ ან „შემაძულოს“ ვინმე!... ჩემი გრძნობები სხვების სურვილებს არ ემორჩილება!!!

ნურავინ ეცდება, ფინია დაინახოს ჩემში, –მე მგელი ვარ!... თავისუფალი სულის მქონე... ვოლიერში დამწყვდეული მგელი!!!



--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Jul 25 2011, 01:26 AM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



„მოგენატრები კი ოდესმე?...“

„მოგენატრები კი ოდესმე?...“
ნესტან კვეიძე


მე - თ ა ი ა ვარ!
და მე გეკითხები შ ე ნ :
მოგენატრები კი ოდესმე?

ვიცი, ვიცი, რომ მოგენატრები, მაგრამ შორს იქნება სული ჩემი... შორს, სადღაც, ვარსკვლავებს შორის... იმდენად შორს, რომ იქნებ ვერც კი დაინახო ჩემი ვარსკვლავის ჩუმი ციალი.

და მაინც...

თუ ოდესმე იგრძნობ, რომ მოგაკლდა ჩემი სითბო და სიყვარული, რომ შენ მე გჭირდები შენს გვერდით, მინატრე...მინატრე ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მდგარმა...
ცას ამოხედე!
ხედავ, როგორ გაბრწყინდა ერთ-ერთი ვარსკვლავი? ეს მე ვარ!
გავიგებ, ვიგრძნობ, რომ მიხმე და მეც მაშინვე შენთან გავჩნდები, მაგრამ... შენ ვერ დამინახავ მე! ვერ დამინახავ ისეთს, როგორიც გახსოვდი!...
შენ უნდა შემიგრძნო...

და თუ შენიშნავ, რომ შენი ბაღის ერთ-ერთი ყვავილი შენ გიყურებს და თავისთან გიხმობს, იცოდე, იმ ყვავილში ვარ!...

თუ გაიგებ, რომ ღამის სიმყუდროვეში შენი ბაღის ერთ-ერთი ხე აშრიალდა, იცოდე, იმ ხის შრიალით გესაუბრები...

იასამნის ყვავილებიც ყოველთვის გაგახსენებს ჩემს სიყვარულს. და თუ იასამნის ყვავილთა გულში ნამის წვეთებს შენიშნავ, იცოდე, ეს ჩემი ცრემლებია, შენთან განშორების ცრემლები!...

ზღვის ტალღებს მიუგდე ყური, როცა ზღვის ნაპირას აღმოჩნდები. იქ გაიგონებ ჩურჩულით წარმოთქმულ სახელს შენსას!... ეს მე გეძახი!!!...
მაგრა, ყოველთვის ხომ არ ხარ ზღვის ნაპირას?!

მაშინ...
როცა მწყურვალი წყაროს წყალს დაეწაფები, დააკვირდი, – წყურვილს ერთ-ერთი ყლუპი მოგიკლავს!... ეს მე ვიქნები!... სული ჩემი შენს სულს დაარწყულებს და ამით მიცნობ...

თუ ცივ ზამთარში თოვლის ფიფქები ტუჩებზე დაგადნება და წამწამებიდან ცრემლებად ჩამოგადნება, იცოდე, მე გეამბორე და იმ „ცრემლებშიც“ მე ვიყავი ჩამდნარი...

თუ დილით მზის ათინათი, ცელქი „მზის ბაჭია“ სახეზე დაგასკუპდა, ნუ განდევნი, ფარდას ნუ ჩამოაფარებ... ეს ჩემი თითები გეფერებოდა და ჩუმად გაღვიძებდა... ჰო, მინდოდა, თვალი გაგეხილა, რომ შენს თვალებში ჩავღვრილიყავი!

შენს ფანჯარაში „შემთხვევით“ შემოფრენილი ჩიტი არ დააფრთხო მოქნეული ხელით, – ეს ხომ მე ვარ, შენთან და შენთვის მოფრენილი!..

გცივა? – მიხმე და მოვალ! ჩუმი, უხილავი სითბო გარს შემოგეხვევა და სულს გაგითბობს... გათბი? ნუ გეშინია, ჯერ არ მიგატოვებ, რადგან ვიცი, რომ ჯერ გჭირდემი!...

გტკივა? – მიხმე და მოვალ! თვალი დახუჭე და წარმომიდგინე შენს გვერდით მდგარი!... ახლა ჩემი მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანე და წარბებს შორის, „მესამე თვალზე“ დაიდე... მოგირჩა? ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ!!!

მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები!!!
თუ სული მატკინე, თუ ჩვენი სულების შემაერთებელი სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე, მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას!!!

და თუ მაინც მიხვდები, რომ აღარ გჭირდები, უბრალოდ, ნუღარ დამიძახებ!!! მაგრამ...
მაგრამ, ვიცი, რომ მოგენატრები!!!



--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 25 2011, 12:23 PM
Post #5


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგებია ყველა, მე განსაკუთრებით
ციტატა(თამარი @ 16th July 2011 - 03:50 AM) *
კალეიდოსკოპი
მომეწონა smile.gif


ამაზე კი "მგელი" ეს ანიმაცია გამახსენდა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი smile.gif
http://my-hit.ru/film/5175
Go to the top of the page
 
+Quote Post
თაია
post Aug 5 2011, 01:45 AM
Post #6


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 154
Joined: 4-July 11
Member No.: 6,506

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თამრი... smile.gif)))))


--------------------
ყველაში ეძებე შენი სიყვარული და ყველას სიყვარული ეძებე შენში...
ხედავ რა მაღლა აფრინდა სული?

და ნუ შეეცდები, ფრთები შეკვეცო საკუთარ სულს!

სულს ფრენა უნდა!!!

თაია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Hel Loki
post Jan 4 2012, 12:04 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 4-January 12
Member No.: 6,678

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Курс органической химии от простого к сложному.
Курс неорганической химии от сложного к простому.
Курс покупки. Курс продажи. Плюс госпошлина -
процент, взимаемый с нестерпимой предсмертной истомы.
И - разложение по полочкам таблицы Менделеева.
Как я любила в детстве слова дейтерий, тритий,
из пластилина лепила атомы, свято верила,
что электрон - это крохотный шарик, снующий по круглой орбите.


Вера Павлова


--------------------
wake up
Go to the top of the page
 
+Quote Post
Hel Loki
post Jan 4 2012, 12:05 PM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 4-January 12
Member No.: 6,678

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



For You By Kim Addonizio

For you I undress down to the sheaths of my nerves.
I remove my jewelry and set it on the nightstand,
I unhook my ribs, spread my lungs flat on a chair.
I dissolve like a remedy in water, in wine.
I spill without staining, and leave without stirring the air.
I do it for love. For love, I disappear.


--------------------
wake up
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Jan 22 2012, 02:57 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოდი მეც დავდებ ერთ ჩემს ,,შედევრთაგანს"

***
როცა ჩემი სული მთელს გამოეყო,
დედამიწაზე იესოსაც არ იცნობდნენ მაშინ,
როცა ჩემმა სულმა მოგზაურობის ანაბანა ისწავლა
მაშინ არც მოსეს იცნობდნენ...
და იმის მერე...
ჟამი-ჟამ ვცდილობ უკან დაბრუნებას,
მირაჟები და ლეთარგიული ძილი თუ გამახსენებს ხოლმე
რა დამრჩა, იქ, მამის სახლში...
ვხედავ სამანს და გადაბიჯება ვერ გამიბედავს,
ასე აუცხოებს და ნიღბავს ყველაფერს მიწა?!
ხორცისა და ძვლის მტვერი...
ადამიანთა სულებს მარყუჟებით აბამს
და მთელი ცხოვრება ბრძოლააა თავისუფლებისთვის!!
!თავისუფლება კი მირაჟია,
ზუსტად ისეთი როგორც ცხოვრება და სიკვდილი!!!
არადა ცხოვრება ცხვრად ყოფნაა,
ცხვრები სჭირდებათ მიწაზე,
რომ თავი მეფედ იგრძნონერთეულმა უსულოებმა!
და როცა ამ ცხვრებიდან, თოლია ჯონათანამდე გზას გადიხარ
,როცა იცი რომ შორეული ადგილები არ არსებობენ,
როცა იცი რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც სულშია ორივე
,როცა იცი რომ ბოროტსა და კეთილს შორის მიწიერი ზღვარი არ არსებობს
და ერთის სიკეთე მეორესთვის აუცილებლად ბოროტებაა,
და სიყვარული უსუნო, მკვდარი ვარდების თაიგულია და ორიოდე უგულო კოცნა,
და შვილი ის ფუფუნებაა, მშვიდი სიბერის გარანტიას რომ იძლევა,
და ამ ქაოსში ნაპოვნი ერთადერთი მოშინაურებული მეგობარი,
რომ მელა აღმოჩნდება,
წასვლა მოგინდება აბა რა?


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
one
post Feb 16 2012, 01:12 AM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 11
Joined: 13-January 12
Member No.: 6,689

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
ძალიან კარგია smile.gif ეტყობა შიგნიდან რომ მოდის...

მეც გამიჩნდა ჩემი ბავშვობისდროინდელი ნაბოდვარის დადების სურვილი, 16 წლის ვიყავი მგონი...

*****
ხაზებად იღვრებოდა უსასრულობის ფერები თვალებში და მეც მავსებდა... შენც ალბათ... ხომ მიყურებდი ნაცრისფერი მზერის იქით?
ნეტა თუ ხედავდი ამ ხაზების ქაოსს?
არადა მჯეროდა ეგ ყველაფერი, შენც მჯეროდი სულში.

შავ ფერებსაც კი ესმით ჩემი, სასწაულად ნაღვლიანს შემომიტევენ კიდევაც და არც კი იციან რომ ამისიც კი მჯერა!
მჯერა და თან მეხება სულთან სულ ახლოს, თვალებთანაც კი მეხება და მოდის და მოდის მღვრიედ, მღვრიე არსებიდან, შიგნიდან.ქოშინ-ქოშინით მივსდევ ჭაობიდან ამოსულ შემზარავ ხმას, მითრევს, თავისკენ მექაჩება, დაკლაკნილი ჰაერის სუნთქვასაც კი მიშლის და მესმის სულ, მესმის ის ხმა... ტუჩებს რომ მიჭრელებს და გულს რომ ვერა და ვერ დაუთმია მაინც!
ვხვდები, რომ მე უშენოდაც შემიძლია ფანჯრებში ცქერა; ცოტასაც მაცლის ალბათ უსასრულობა და მერე შემიჩვევს როგორც მოსაპარს, და არ გეწყინოს კი , რომ მე უბრალოდ ჩავკიდებ ხელს და გავიქცევი;
ამოვალ შენი თვალებიდან ხაზებად და დამიდგება თეთრი სიმშვიდის ხანგრძლივი წამი...
ტკივილში გაზრდილ ფხიზელ უჯრედებს მოვიშორებ, თითებით მოვძებნი სულში მძინარე გრძნობებს, უთუოდ გავჭრი არხებს ცის კანქვეშ
და წავალ ცის იქით...
შენც მომეცი ხელი და გავიქცეთ...
დახუჭე თვალები და ერთად გავიქცეთ...
სხვა პლანეტაზე ვიპოვით ადგილს
და იქიდან დავუტოვოთ ცხოვრებას ავტოგრაფი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Feb 16 2012, 06:39 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



one
გაიხარე დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sylvia
post Mar 6 2012, 10:23 AM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 30-January 12
Member No.: 6,708

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრემაცია
Go to the top of the page
 
+Quote Post
priad eshmak
post Mar 6 2012, 01:22 PM
Post #13


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 5-March 12
Member No.: 6,744

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ე.ი. ეს ფორუმი იყოფა პროზაიკოსებად, ლირიკოსებად და მისტიკოსებად!
Go to the top of the page
 
+Quote Post
manana
post Mar 18 2012, 12:23 AM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 82
Joined: 12-January 12
Member No.: 6,688

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(priad eshmak @ Mar 6 2012, 01:22 PM) *
ე.ი. ეს ფორუმი იყოფა პროზაიკოსებად, ლირიკოსებად და მისტიკოსებად!









მეც დავდებ რამეს



ყამარისგან

Cosmiuri Deda Manana Eloshvili-ის მიერ 2012 წლის 20 02, ორშაბათი, 7:09-ზე ·


Manana Eloshvili



ღრუბელთა ხელმწიფის შვილს ცრემლები,

ციცქნა ლექსებად დამდენია.

ზეცამ წამიღო, წიწილივით

ქორისგან წაღებული,გამთენია...

ახლა ამიღე და გადამშალე

წიგნივით.გულის ბზარზე ნაწერი მაქვს:

"ვინც წამიკითხავდეს აიტაცეთ,

ის მზის ხელისგულზე სამზერია".

ერთმანეთს ვაზივით ვეხვეოდეთ,

სამება სარივით ერთდებოდეს,

მზის თვალნი "რ"–ს თვალთან ერთდებოდეს,

ცხრა თვალი რად გინდათ ერთს ვებმოდეთ,

"რ"–ს თვალი "რუ"–ს თავ ველით იღებოდეს,

"რ"–ს თავ ველს "რო"–ს ტევანი(ტევადი) წარმოაჩენს,

მერე დაიბნევა ქვეყანაზე

თავ–თავები და აღმოვაჩენთ,

რომ "რ" მეცნიერის არსის ხეა.

"რ"–სთან ვაიგივებთ თუკი მზესაც,

ეს ნიშნავს –ხედვას,რომლმაც გვშვა

ახალ საქართველოდ –ვაზის ქვეყნად.



ლექსი

Cosmiuri Deda Manana Eloshvili-ის მიერ 2012 წლის 07 03, ოთხშაბათი, 1:26-ზე ·


მე რომ ლექსს დავწერ არ გეგენოთ ლექსი განმსაზღვრავს, ყოველი ლექსი დიდი განცდის მხოლოდ წამია.

ზეცას ზეციურ ანგელოზთა დასი განსაზღვრავს,

ხოლო ლექსები ცის და მიწის დასაბამია.

ლექსს თუ მიჰყვებით გეგონებათ რომ პრინცესად ვარ,

რომელიც ფეხსაც არ აკარებს თითქოსდა მიწას,

ლექსს თუ მიჰყვებით ლექსი ჩემი სამალავია,

ლექსი მიწასთან შეხების დროს ტანჯვისგან მიცავს.

ლექსის გარეშე ისე ვცხოვრობ როგორც კონკია,

სამი კაკალიც კი არ მერგო– ბოლო ჟამიდან.

ლექსს თუ მიჰყვებით ლექსი ჩემი სამალავია...

ცისა და მიწის დასაბამთან მე ლექსად დამდეს.

ახლა ეს ლექსიც ისეთივე ასახსნელია,

როგორც ზესკნელი, ცის კარიბჭე ან ძის არია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jun 12 2012, 09:28 PM
Post #15


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზაალ ჩხეიძე პროტესტი ადამიანურობის წინააღმდეგ ლიტერატურაში:

http://www.youtube.com/watch?v=heRn-GL54pE

ძალიან საინტერესო ლექციაა თავისუფლების თემაზე! სულ სხვა თვალით შევხედე ავთანდილის პერსონაჟს ვეფხისტყაოსანში! smile.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
shotazi
post Jun 22 2012, 11:21 PM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ზაალ ჩხეიძე პროტესტი ადამიანურობის წინააღმდეგ ლიტერატურაში:

http://www.youtube.com/watch?v=heRn-GL54pE

ძალიან საინტერესო ლექციაა თავისუფლების თემაზე! სულ სხვა თვალით შევხედე ავთანდილის პერსონაჟს ვეფხისტყაოსანში!

მართლა ძალიან კარგი ლექციაა, ყველას გირჩევთ ნახოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 23 2012, 12:21 AM
Post #17


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Adidas
ციტატა(Adidas @ 12th June 2012 - 10:28 PM) *

მაგარია


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Jun 23 2012, 02:06 AM
Post #18


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფრიად ეშმაკო .მე შენ ისევ მომწონხარ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 18 2013, 04:11 PM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიმბოლისტ :*
biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_12
post Aug 26 2013, 10:48 PM
Post #20


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 360
Joined: 24-August 13
From: ანას საოცრებათა სამყარო
Member No.: 7,168

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემდაუნბურად დამეწერინა, არც მიფიქრია უბრალოდ მოვიდა სიტყვები და მელოდიაც. რაღაც ბლექმეტალია მგონი... biggrin.gif მინდა ვინმემ დაუკრას


Out of Hell

Million people dayng children,
From hell to hell to the dark.
Don’t listen others children
Listen God! In your heart..
Listen God! In your heart..

Life is breaking down children
Steping in dark
With the mark.

Don’t be next child!
Listen the god in your heart..

Million people dayng children,
From the hell to the hell,
With step in dark,
Each has a mark, number of dark..
They don’t see eachothers hearts
They don't see eachothers hearts,
Don’t be next child
Be the oneeeeeeeee………….
With the love!
Listen the god in your heart!


--------------------
open your heart, I'm coming home..
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:23 AM