Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ კორონა ვირუსი | როგორ დავიცვათ თავი

Posted by: Zet Oct 20 2020, 08:38 PM

ეს ვიდეო ძალიან ლოგიკური მომეჩვენა, უბრალოდ ცოტა გაწელილია თუმცა ყურება ნამდვილად ღირს ვინც რუსული იცით.

https://www.facebook.com/TelecolaRishon/posts/146587056941642


Posted by: td......... Oct 21 2020, 11:41 PM

Zet
მეც ლოგიკურად მომეჩვენა.

Posted by: tikoroma Oct 22 2020, 11:17 AM

როგორ დავიცვათო, რაო

Posted by: Zet Oct 31 2020, 05:23 PM

QUOTE(tikoroma @ 22nd October 2020 - 11:17 AM) *
როგორ დავიცვათო, რაო
ლიმონი ჩაიწვეთე ცხვირში და ყელში ცოტცოტა, სამდღეში ერთხელ და დაივიწყე კორონას არსებობა wink.gif
ოღონდ სანამ ინკუბაციის პერიოდი აქვს, ანუ სანამ ყელშია ის ბაცილია ახალი მოხვედრილი და იქ რჩება 5 დღემდე და მერე უკვე იწყებს გამრავლებას, როცა გამრავლდება გინდა ჩაიცვეთე და გინდა ვენაში გაიკეტე უკვე აღარაფერი უშველის.

Posted by: elli Nov 1 2020, 01:28 AM

მოკლედ, ჩემ ძმიშვილს დაუდასტურდა დღეს, 12 წლისაა, დედ-მამა საზღვარგარეთაა და ჩემთან ცხოვრობს. სავარაუდოდ მეც მაქვს, ყოველშემთხვევაში სიმტომები ამას ამბობენ, ხვალ მეც უნდა დავიტესტო. სულ მეგონა, რომ ახლოს არ იყო და აგერ გვერდში არ მყოლია?

Posted by: ano Nov 1 2020, 01:04 PM

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ.

ესეიგი საქართველოში მართლა არის ეს ვირუსი, იმედია მალე გამოჯანმრთელდებით.
გუშინ ერთი ვიდეო ვნახე იქ ამბობდნენ ყველაზე ცუდი ისაა რომ ხალხი უფრო მეტად ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს რადგან მეტად არიან შეშინებულიო, რეალურად ვირუსი ინკურნება და არსებობს რეკომენდაციები.

სამწუხაროდ ამ დაპანიკებით და ჩაკეტვით ფსიქოლოგიურად დიდ დარტყმას აყენებენ ხალხს, და რა თქმა უნდა ფინანსურადაც ერთი მეორეს ემატება.

თურქეთში პირველი ტალღის დროს უფრო მეტი იყო, მეორე ტალღა ნაკლებად, როგორც ჩანს საერთო იმუნიტეტი გამომუშავდა,
ნიღბებს რაც შეეხება მაინც არ მომწონს რომ გვაიძულებენ მგონია რომ ღია ცის ქვეშ სადაც ჩემთვის მივდივარ საჭირო არ არის, ვერ ვსუნთქავ, ეს უჰაერობა მახრჩობს, და უფრო მრავლდება ნიღაბში ვირუსები და ბაქტერიები, ტუჩებზე გამომაყარა თუ დასიცხულივით რაღაც გამიჩნდა, მეორე ის რომ ფილტვებს ჟანგბადი არ მიეწოდება, მოკლედ მე არ მომწონს ეს ზედმეტი პანიკური მიდგომა და ხალხის დასტრესვის პოლიტიკა

Posted by: elli Nov 1 2020, 08:44 PM

ano
დღეს მეც დამიდასტურდა, სიცხე მაქვს 37,5 მაქვს ქვედა კიდურების ტკივილი და მსუბუქი სურდო. უცნაური ტკივილი მაქვს წელის არეში, ჯერ-ჯერობით მამაჩემი მყარად დგას ფეხზე, 83 წლისაა, კი მანერვიულებს ძალიან, მაგრამ რას შევცვლი.
მოკლედ თუ ვინმეს დასჭირდება რეკომენდაციები, სვით ბევრი წყალი, სუფთა ონკანის წყალი, არანაირი ტკბილი კომპოტი, მურაბები. ასევე ვსვამ ნივრიან წყალს, რომელსაც ვამზადებ ასე: ნახევარ ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში ვაგდებ ერთ მოზრდილ კბილ ნიორს, დასერილს. ამას ვამაზადებ დილით და საღამოთი ვასვამ მეც და ოჯახის დანარჩენი წევრები. დ ვიტამინი აუცილებლად, ასევე ვსვამ სოლგარის თუთიას და მამაჩემს დამატებით ვასმევ ომეგა3-ს. მოკლედ იმედი მაქვს მშვიდად გავისტუმრებთ, ფსიქოლოგიური მხარე მნიშვნელოვანია

Posted by: tikoroma Nov 1 2020, 09:58 PM

elli
მალე გამოჯანმრთელდი ელი l_daisy.gif

Posted by: elli Nov 1 2020, 10:37 PM

ციტატა(tikoroma @ 1st November 2020 - 09:58 PM) *

ამ გურულ ქალს რაფერ დამეწია კი მაინტერესებს ისე

Posted by: old_man Nov 1 2020, 10:40 PM

ohmy.gif

Posted by: ano Nov 12 2020, 01:06 AM

მე გუშინ და დღეს გაცივებული ვარ, სისველე ცხვირში და ცემინება, ყოველ შემოდგომაზე ვცივდები, დავლიე ასპირინი, და მგონი 4_5 ლიტრი წყალი, იმედია გადავლახავ, როგორც წესი მირთულდება ხოლმე.
შარშან ამ დროს სანამ გადასხმა არ გავიკეთე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან.

Posted by: elli Nov 13 2020, 02:19 PM

მართლა არაა მარტივი, არც ადვილად გადის, მეცამეტე დღეა დღეს და ისევ 37 მაქვს სიცხე, ისევ მტკივა სახსრები, ისევ მაქვს ზურგის ტკივილი, ისევ არ მაქვს ყნოსვა და გემო, მაგრამ კარგად ვარ, სამსახურში გავედი

Posted by: ano Nov 13 2020, 05:02 PM

ჩემი აზრით არ იმუშავო, არ გადაიღალო თავი, რომ არ გაგირთულდეს,
მე როგორც კი ვიგრძენი გრიპის ნიშნები ყელში და ცხვირში პერეკისიანი წყალი 1/1 ზე შეზავებული შესხურება დავიწყე, თუ რამე ვირუსია კლავს და ცემინება იცის.
ყოველ წელს მემართება გრიპი და თუ ყურადღება არ მივაქციე მირთულდება, წელს სახლიდან არსად გავედი არც სასეირნოდ, რომ არ გადავიღალო ორგანიზმი, დღეს უკვე კარგად ვარ, ექიმთან წასვლას გადავრჩი რომ წავსულიყავი კოვიდი გაქვსო მეტყოდნენ,
ჩემი აზრით უმჯობესია ვირუსის დროს სხეულმა ზედმეტად არ გადაიღალოს და სტრესს მოერიდოს. ასევე რეკომენდირებული, პრეპარატები, ბევრი წყალი და მცენარეული ჩაი, ლიმონი, თაფლი, რძე..

Posted by: earth Dec 26 2020, 09:08 PM

QUOTE(Zet @ Oct 20 2020, 09:38 PM) *
ეს ვიდეო ძალიან ლოგიკური მომეჩვენა, უბრალოდ ცოტა გაწელილია თუმცა ყურება ნამდვილად ღირს ვინც რუსული იცით.

https://www.facebook.com/TelecolaRishon/posts/146587056941642

მგონი კარგი ვიდეოა მართლა...

Posted by: earth Sep 3 2021, 09:34 PM

მემგონია ეს მეთოდი კარგად მუშაობს. ისეთ ადგილას ვმუშაობ, ასიანი ხშირი შეხება მქონია დავირუსებულებთან. მაგრამ მუდმივად ვცდილობ სამ დღეში ერთხელ გავაკეთო ეს პროცედურა და ამით ჯერ არაფერი შემხვედრია...

Posted by: earth Sep 3 2021, 09:38 PM

რაც შეეხება ვაქცინას სხვა გზა არა მაქვს ისედაც, მეც გავიკეთებ, თუმცა ამის საჭიროებას ჩემზე საერთოდ ვერ ვხედავ, მაგრამ თავისუფლებას რომ მიკვეთავენ ვერ ვიტან. ამას სიკვდილიც კი ჯობია. biggrin.gif
ისე ის ვიცი, თუ გადაწყვეტთ აცრას უბრალოდ ყოველგვარი შიშის გარეშე ჯობია. მთავარია შიში მოიშორეთ ყველაფრისა. რაც გეშინიათ ის გაჯობებთ.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)