IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> შიში შეიქმს სიყვარულსა, ვეფხისტყაოსანი სტროფი 1054
David Monny
post Jan 16 2019, 01:33 PM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 15th January 2019 - 09:25 PM) *
ჯერჯერობით უპირატესობას დემოკრატიულ წყობას ვანიჭებ

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი მოდელია, ამაზე კარგი ჯერ-ჯერობით არ აქვს კაცობრიობას შემუშავებული.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jan 16 2019, 01:35 PM
Post #22


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამავდროულად, სწორედ დემიკრატიულ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება "შიში შეიქმს სიყვარულსა". ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის კონცეფციას;
ეწინააღმდეგება ლოგიკას;
ეწინააღმდეგება ფილოსოფიურ დუალიზმს და არის მხოლოდ სტოქჰოლმის სინდრომის გამომწვევი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Apr 24 2019, 10:35 PM
Post #23


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny


რომ დავუკვირდეთ, რუსთაველის მასშტაბის მოაზროვნემ ცოტა საეჭვოა რომ ამგვარი ფრაზა დაწეროს მისი პირდაპირი მნიშვნელობით. მე მგონია რომ "შიში შეიქმს სიყვარულსა"-ს ქვეშ იგულისხმება ადამიანის სულიერი განვითარების ძირეული პრინციპი. ანუ შიში, იგივე ცრუ ეგოა, რომელიც ყველაზე დიდი ბერკეტი და მასწავლებელია სულიერი განვითარებისთვის. მისი საბოლოო წერტილი კი აბსოლუტური სიყვარულია. ანუ ტვინის ეჭვების და ტურბულენტურობის გავლით მიიღწევა ჭეშმარიტი სიყვარული.


შტაინტერსაც დაახლოებით იგივე უწერია "სულიერი თვალის" გაღვიძებასთან დაკავშირებით: Это чувство, которое сначала, может быть, совсем ничего не видит из того, о чем ему говорят, оно и есть тот волшебник, что раскрывает "око духа". Это чувство поднимается во тьме.. სიბნელიდან იზრდება, ანუ აზრონების ბურუსიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post May 7 2019, 07:47 PM
Post #24


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამაზე ბევრი თეორია მაქვს მოსმენილი. მაკიაველისა და სოთა რუსთაველის გადაკვეთის წერტილს გავს.
აქ პირველ რიგში ვფიქრობ უნდა გავითვალისწინოთ მეთორმეტე საუკუნის გაგება და აღქმა, სულხან საბას ლექსიკონს ჩახედეთ, "შიში" რიდის სინონიმად იხმარებოდა წარსულში და არა იმ გაგებით როგორც დღეს გვესმის. ერთია რიდი და პატივისცემა და მეორეა შიში და სიძულვილი. ბანდიტს ეშინია კანონის მუშაკის მაგრამ არა იმიტომ რომ პატივს სცემს, რიდი აქვს და მითუნეტეს არა იმიტომ რონ უყვარს. ეს ფრაზა დღევანდელი გაგებით უბრალოდ ნონსენსად ჟღერს და საღი აზრისგან შორს მგონია რომ რუსთაველს ესეთი ნონსენსი გაპარვოდა თავის ტექსტში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
White Devil
post May 25 2019, 04:11 PM
Post #25


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 3-October 18
Member No.: 7,781

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამაზე მეც ვფიქრობ,მეორედ რომ წავიკითხავ ვეფხისტყაოსანს იმედია "დავიჭერ" რა იგულისხმა და ჩემს აზრს დავწერ
Go to the top of the page
 
+Quote Post
meghhank
post Nov 9 2019, 11:49 PM
Post #26


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 9-November 19
Member No.: 7,849

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Dec 28 2018, 08:30 AM) *
შოთა რუთაველი წერს:

"კარგად იტყვის მოციქული: 'შიში შექიმს სიყვარულსა'".

ჩემი აზრით, შიშ შექიმს სიყვარულსა, არის აბსოლუტური ნონსენსი. ჯერ ერთი, რომელი მოციქული ამბობს ამას? თუ ვინმემ იცით, დასერჩეთ და დააციტირეთ სახარება, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ვთქვათ თქვა, მაგრამ იდოტობა რომაა რა ვუყოთ? ეს არის ადამიანური გრძნობადი აღქმების, ანუ ცნობიერების მონისტური ფილოსოფიის მიმართულებით განვითარების უსუსური მცდელობა. აქ, ორი დამოუკიდებელი ფენომენი, შიში და სიყვარული, შერწყმულია და მეტიც, თუ ფუნდამენტალიზმის ჭრილში განვიხილავთ, პირველი, გვევლინებამ მეორის ფუნდამენტალურ დონედ. ჩემი აზრით, სიყვარული, უანგაროა და ჰგავს მზეს, რომელიც ანათებს. შიში გავს ქაოსს და წყლის ერთ-ერთ აგრეგატულ მდგომარეობას, მყარს, როდესაც წყალი იყინება. შიში, ბევრნაირია, მაგრამ ყველა შიშ შიშია. ამ ლოგიკით, შიში, არის ხე, რომლის ერთი ტოტი, მოზრდილი ტოტი, სიყვარულია. ეს აბსურდია, ეს იდიოტობაა.
რას ფიქრობთ თქვენ? მეთანხმებით, თუ არ მეთანხმებით?
'შიში, შეიქმს შიშს' მაქსიმუმ, რაც შიშს შეუძლია შექნას, სტოქჰოლმის სინდრომია. ის რომ, შიშ შეიქმს სიყვარულს, იმდენად უკიდეგანო იდიოტობაა, რომ ბიბლიასაც კი ეწინააღმდეგება, ანუ იმას, საიდანაც თვითონ ამოიზარდა როგორც იდეა. ბიბლიაში წერია, რომ ყველაფერი შეიქმნა ტავთავისი გვარისდა მიხედვით და თავთავისი თესლისდამიხედვით. ჰოდა, მაშინ რა საჭირო იყო ორი სათაური? თუ სიყვარულსაც შიში შეიქმს, რა ჯანდაბად გვინდოდა ორი სათაური? უვიცობა, უგუნურება და დისკრიმინაცია. აი რა არის ეს წინადადება.

Go to the top of the page
 
+Quote Post
meghhank
post Nov 9 2019, 11:52 PM
Post #27


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 9-November 19
Member No.: 7,849

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ამას ბრძ�”ნი ისო ზირაქი ამბობს “შიში �“აა�“გ�”ნს გზათა ზ�”�“ა სიყვარულისათა” (I, 13) , ძვ�”ლი აღთქმაშია
Go to the top of the page
 
+Quote Post
meghhank
post Nov 10 2019, 12:15 AM
Post #28


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 9-November 19
Member No.: 7,849

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



,
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 26 2019, 09:44 PM
Post #29


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეგრედწოდებული სტოკჰოლმის სინდრომი ხსნის ამ მოვლენას.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Nov 27 2019, 07:25 PM
Post #30


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1044
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.
1045
გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.
ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: "ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!"
არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
მართლად იტყვის მოციქული: "შიში შეიქმს სიყვარულსა".

დავძებნე ინტერნეტში, არ მახსოვდა ზუსტად სად ეწერა შოთა რუსთაველს ეს ფრაზა და ჩავიკითხე, რადგან მართლაც დამაინტერესა, რას გულისხმობდა შოთა „მოციქულთა“ პირით ნათქვამ ამ სიტყვებში. რადგან თვითონ კი არ ამბობს, „შიში შეიქმს სიყვარულსაო“, არამედ მოციქულნი.
ზედა სტროფს თუ წაიკითხავთ, 8 კაცი 9-ს შემორტყოცა და ცხრა 8-ს. ასეთი რამ ჯერ არცერთ ჰოლივუდის ფილმში არ გადაუღიათ ალბათ. biggrin.gif ალბათ ესაა კიდევ ერთი საკითხი. რას გულისხმობდა ამ სიტყვებში. ამ ყველაფერში სადაა სინამდვილე. როგორ უნდა გავიგეთ ეს ყველაფერი. იქნებ 8 თუ 9 საუკუნე იმდენად შორეულია, სინამდვილეში ჩვენ ვერც მივცემთ ამ ყველაფერს ახსნას?


ჩემი აზრით შეუძლებელია შიშით სიყვარული წარმოიშვას. შიში ნეგატიური გრძნობაა, ამ გრძნობის დაძლევა უნდა ვისწავლოთ და უნდა შევძლოთ ის გადავლახოთ.
რუსთაველი უდიდესი გენიოსი იყო. მე ვფიქრობ ამ ყველაფერს მართლაც განსხვავებული ახსნა აქვს, როგორც ზემოთ აღნიშნა jarmen -მაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 3 2020, 05:43 PM
Post #31


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოძალადე გენიოსი იყო laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:45 PM