Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ისტორია, ცივილიზაციები, რასები _ ხვამლის მთის საიდუმლოება

Posted by: Emigranti Dec 9 2009, 07:40 AM

ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge

იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია.



მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს:
1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F630F1011&setlang=en
2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11

ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი. laugh.gif

იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ.

თუ თქვენც რამე საინტერესო ნახოთ, დადეთ.

Posted by: Emigranti Dec 9 2009, 07:46 AM

საინტერესო ინტერვიუ ვიპოვე, ამ ექსპედიციის ხელმძღვანელთან, გურამ გაბიძაშვილთან (ჟურნალიდან „თბილისელები“):


რომელი ისტორიულ-მითოლოგიური წყაროებით დასტურდება, რომ ხვამლის კლდეზე იყო მიჯაჭვული პრომეთე და რა დავალებით გააგზავნა იქ სტალინმა ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე
2009-09-01

შექმნა სამყარო ღმერთმა და კვლავ თავის საუფლოს დაუბრუნდა. გზად მიმავალი კავკასიონის ქედზე წაბორძიკდა და მთელი ის მშვენიერება, რაც თავის ნახელავიდან გამოარჩია და თან მიჰქონდა, იქვე დაებნა. ასე გაიფანტა კავკასიონის ქედს მიღმა ბუნების სასწაული... შეუძლებელია, საქართველო ერთხელ მაინც იხილო და ამ ლეგენდის არ ირწმუნო. ერთ-ერთ ასეთ საოცრებაა ხვამლის მთა – ზემოდან რომ დახედავ, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს, სრულიად რომ მოწყვეტილა დანარჩენ სამყაროს... „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“... რას ნიშნავს ეს და რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხვამლის მთა, ამის საკვლევად ამჟამად იქ ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას გრანტი რუსთაველის საზოგადოებამ გამოუყო. თუმცა, კვლევები იმავე ჯგუფმა, შედარებით მცირე შემადგენლობით, 2007 წლიდან დაიწყო. ახალი ექსპედიციის სამწლიანი პროგრამით მთის ამ მასივის შესწავლაზე კომპეტენტური ჯგუფი მუშაობს – მეცნიერების, ალპინისტებისა და გეოლოგების შემადგენლობით. ჯგუფს აქტიურად ეხმარება და მეგზურობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობაც. ყოველივე ამის შესახებ გვესაუბრება ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი:

– ხომლის, ანუ იგივე ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. უხვი მღვიმეებითა და მიწისქვეშა წყალსატევებით მთლიანად კარსტულ მასივს ქმნის. ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“ ხომლს სულხან-საბაც განმარტავს როგორც ვარსკვლავთკრებულს.

– ციტატაში „ქართლის ცხოვრებიდან“ ნათქვამია: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“. აღმოაჩინა თქვენმა ექსპედიციამ ეს საშუალება? მით უმეტეს, რომ ქვეყანას ახლა მართლაც რომ, სჭირდება შველა.

– ჟამთააღმწერელი „ქართლის ცხოვრებაში“ წერს მეცამეტე საუკუნის საქართველოს შესახებ, როცა ჯალალ ედ-დინის შემოსევით ძალადაკარგული ქვეყანა ახალ დამპყრობლებს – მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა... „მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად... ტფილისი ორად, ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელ ედვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს. ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა.“ ამ ციტატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხვამლის კლდეში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა.

– და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ განძის საძიებლად ექსპედიცია, სტალინის დავალებით, ჯერ კიდევ ომის პერიოდში მოეწყო.

– ეს ექსპედიცია 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თერთმეტკაციანმა ჯგუფმა განახორციელა. ქვაბულში მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს, ვერაფერი ნახეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო. საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე, ჯერ კიდევ 1939 წელს, იმავე მიზნით, ალიოშა ჯაფარიძე იქ 2 მუშასთან ერთად ავიდა და ამბობენ, ის სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდაო. თუმცა, ოფიციალურად ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ არსებობს.

– ცნობილია, ასევე მეორე ექსპედიცია, რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით...

– ჯგუფი „ხომლი“ რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით, 1984 წელს ავიდა გამოქვაბულში. ექსპედიციის მიზანი იყო ძეგლის დათვალიერება და მისი ფირზე აღბეჭდვა, რაც შეასრულეს კიდეც და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დანატოვარი წერილი.

– მესამედ თქვენ შეაღწიეთ ამ ქვაბულში... ამოხსენით ხვამლის კლდის საიდუმლო?

– პირველი ლაშქრობა სწორედ ამ ქვაბულზე მოვაწყვეთ. კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა შეუძლებელია ალპინისტური აღჭურვილობითაც კი. ამიტომ ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. მათი დახმარებით მოვახერხეთ ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა.

– და რა დაგხვდათ იქ?

– ქვედა ბაქანი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც 7 ოთახია და კედლებზე, წითელი საღებავით გამოხატული ფიგურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვაბული არქაულ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრების რეალობას უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური ქვის კარნიზი. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შევდივართ. ეს არის მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. იგი სანახევროდ სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვებით და მისი გაწმენდა უამრავ დროსა და მუშახელს მოითხოვდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნდა.

– ანუ, იქ განძი არ იყო და არც ყოფილა?

– ჩვენი ვარაუდით, ამ ციხე-ქვაბულში განძი არ უნდა ყოფილიყო, რადგან, მართალია, მიუვალი ადგილია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფასადი ამოშენებული ჰქონდა, ვიზუალურად კლდეზე ის მაინც შეიმჩნევა. ამიტომ, არ მგონია, სახელმწიფო ხაზინის აღმოჩენის, თუნდაც რაიმე ალბათობა მაინც დაეშვათ ჩვენს მეფეებს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ განძთსაცავი სხვაგან იყოს. ხვამლის კლდე ხომ მთლიანად დახრამულია. მარტო გარედან 19 გამოქვაბული ფიქსირდება, ხოლო შიგნით რა ხდება, კაცმა არ იცის. ჩვენ იმხელა კულტურა გვაქვს მიწისქვეშა ქალაქების შენებისა, მარტო ვარძია რად ღირს?! ისიც ხომ ცნობილია, რომ ვარძიის ახლანდელი სახე უკანა ნაწილია. მიწისძვრამ ჩამოანგრია ამოშენებული ფასადი, რომელიც ისე ფარავდა ქალაქს, ამვლელ-ჩამვლელი ვერაფერს ამჩნევდა. და, რა გასაკვირია, რომ ხვამლის მთის ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად და ამისთვის ყველაზე დაფარული და მიუვალი ადგილი შეერჩიათ. ჟამთააღმწერლის ზემოხსენებული ჩანაწერი კი დაშიფრული კოდი უნდა იყოს, რომლის მსგავსი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსანშიც“ აქვს რუსთაველს აღწერილი. „ქართლის ცხოვრების“ ციტატებიდან რას უნდა ნიშნავდეს: „ჯაჭვი სალმასური“ და „გვრდემლი“? რუსთაველს უწერია: როდესაც ტარიელი და ავთანდილი შეიყარნენ და ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებოდნენ, ტარიელი ამბობს: „მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები“. მართლაც შევიდნენ იქ და დახვდათ 40 ოთახი: „პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა“. „ქართლის ცხოვრებაში“ კი ნახსენებია: „მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის სადა უხილავს“. ნახეს ასევე „ზარდახანა“, სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და იქვე იდგა კიდობანი დაბეჭდილი. ზედ ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო.“ ჩემი აზრით, ეს არის ახსანა ჯაჭვისა „სალმასარისა“ – ალმასისებრ მჭრელი ხმალი, ანუ მტკიცე რკინა. ამით აიხსნება „პატივცემული გვრდემლის“ მნიშვნელობაც, რაც იგივე რკინის გამოსაკვერი იარაღი ანუ გრდემლია. მას სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება ცოდნას, რომელიც რკინის დამუშავების საიდუმლოზე უნდა მიანიშნებდეს. შემდეგ წარწერა კიდობანზე ასე გრძელდება: „თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო.“ შემდეგ, ეს აბჯრები ჩაიცვეს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებმა და ხმალიც გამოსცადეს. მან მართლაც გაჭრა მათი კუთვნილი იარაღი. ტარიელმა და ავთანდილმა წამოიღეს ეს აღჭურვილობა „ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები“ და რაც მთავარია, „გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები“. ეს ხსნის ჟამთააღმწერლის ცნობას, რომ ძნელბედობის ჟამს გამოიტანეს ქვაბულიდან მცირედი განძი და ის დავით ნარინს შეხვდა, ხოლო უმეტესი იქვე „დაუტევეს“. ანუ, ეს ეპიზოდი მთლიანად, ერთგვარი კოდია განსჯისთვის...

– ესე იგი, განძთან ერთად, რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიის საიდუმლოც უკავშირდება ხვამლს?

– რკინის იარაღი, ანუ ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ ეპოქაში ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. თუ გადავხედავთ მითოლოგიას, ტროას ომი მართლა ელენეს გამო ხომ არ მომხდარა?! რკინის წარმოების საიდუმლო ცოდნას ფლობდნენ ტროელები და ამიტომაც იყვნენ მუდმივი თავდასხმის ობიექტი. მით უმეტეს, რომ იმ ეპოქაში რკინას გაცილებით მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს ნავთობს მსოფლიოში. ხვამლის ძირში კი, არის ერთი ადგილი „გონა“ და რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. გონა ანუ გონი სულხან-საბას განმარტებული აქვს – „კერპი აღმართებული“ და ცნობილია, რომ ის იყო უმთავრესი კერპი წარმართულ საქართველოში. ეტიმოლოგიურად კი ეს სიტყვა გონებას ანუ ცოდნას უნდა უკავშირდებოდეს. რაჭის გონის მთაზე იყო მაღაროები. ძველად იქ ბილიკებით ადიოდნენ და მადნის ძარღვს მიჰყვებოდნენ, ამტვრევდნენ, გამოჰქონდათ და იქვე ამუშავებდნენ, ყალიბებში ასხამდნენ. იყო ერთი ძალიან საინტერესო მეცნიერი, თემურ მუჯირი. მან ასეთი ექსპერიმენტიც კი ჩაატარა: რამდენიმე ადგილობრივი, რაჭველი, ჯანიანი ახალგაზრდა შეაიარაღა უროებით და უძველესი მეთოდით გონის მაღაროდან რკინის მადნის მოპოვება განიზრახა. ორი კვირა იმუშავეს და მხოლოდ 2 სანტიმეტრის ჩამომტვრევა შეძლეს. აქედან ჩანს, რომ ძველად ქართველებს ისეთი იარაღი ჰქონდათ, რომლითაც რკინას ჭრიდნენ, ანუ ფოლადის დამზადების საიდუმლოს ფლობდნენ. გამოდის, რომ გონი ცოდნაა, რომელიც რკინის მოპოვებასა და მის დამუშავებას მოიცავს. ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა ხვამლის გონის მიდამოები გაგვეთხარა. ჩავატარეთ ზედაპირული გათხრები და მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ვარაუდი. წიდები და მადნის ზოდები, ფაქტობრივად, მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ამ ადგილებში დაფიქსირდა განვითარებული მეტალურგიის კერა. ეს ყველაფერი მოიცავს კოლხური კულტურის პერიოდს და გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ეს დღეს ჩვენთვის არის ცნობილი.

– ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, რომ დროდადრო, ციხექვაბულის ქვეშ, შუადღის გარკვეულ მონაკვეთში, ჩნდება ბერ-მონაზვნის ლანდები და ისახება ჯვარი.

– ხმები მისტიკური ჩვენებების შესახებ უამრავია. ჩვენი ექსპედიციის დროსაც ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვითხრეს რას აფეთქებდით, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო. მაგრამ, ახლა მოარულ ხმებსა და ხილვებზე, არ მინდა ვისაუბრო. მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და საკრალური მინიშნებებით ხსნის მათ.

– რა წყაროებზე საუბრობთ?

– მაგალითად, მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე, იოს დავალებით, უნდა აუყვეს ფასის (ფაზისი, დღევანდელი რიონი) მდინარეს, მარცხენა მხარეს, მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს. ჩვენ გავიკითხეთ და იქაურებმა დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი წყლის გამოსავალი არსებობს. მივედით, გაზაფხული იყო, მაისის ბოლო და ქვაბულიდან წყლის ნაკადი ისე მოქუხდა, რიონს თითქმის კეტავდა. როგორც ჩვენმა მეგზურებმა გვითხრეს, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლის ხეობისკენ მიდის, ხან – რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს: თურმე, იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზსო. შემოდგომით შეიძლება გამოქვაბულში შესვლა. ჩვენც შევედით, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ სიფონს (მიწისქვეშა წყალსატევი) გადავაწყდით და შევჩერდით. იქ შემდგომი კვლევის გაგრძელებას მხოლოდ სპელეოლოგები შეძლებენ სპეციალური აღჭურვილობით.

– გამოდის, რომ პრომეთე ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული?

– უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან საინტერესოა, რომ ამ გამოქვაბულს, „ვერძისთავა“ ჰქვია, რაც დაკავშირებული უნდა იყოს არგონავტებთან და ოქროს საწმისთან. აპოლონ როდოსელი „არგონავტიკაში“ წერს – „კუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან... ფაზისი მოაგორებს თავის ფართე ნაკადს... ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქი ქუტაისი.“ სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა. დღეს კავკასია ზოგადი სახელია მთათა მასივისა, ძველ დროში კი კავკასია, როგორც ჩანს, რომელიღაც კონკრეტულ მთას ან კლდეს ერქვა, სადაც გამოქვაბულში პრომეთე იყო მიჯაჭვული. მეორე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა ფილოსოფოსმა არიანემ და ისიც წერს, რომ კავკასიაში ერთი მთაა, რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით, პრომეთეა მიჯაჭვული. ყველაზე ადრე კი სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და კოლხ იბერთა გმირს (ნაგულისხმევია ამირანი), რომელიც ერთი და იგივე უნდა იყოსო. ყველაზე უცნაურია ის, რომ ხვამლის კლდე პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად მოხსენიებული აქვს მწერალ ფანტასტ ჟიულ ვერნს სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ და ასე აღწერს იმ ადგილს: „სწორედ აქ, ამ მთებში, ჰორიზონტზე რომ აღმართულა ხომლის კლდე, რომელიც თანამედროვე ქალაქ ქუთაისს გადაჰყურებს.“ წარმოუდგენელია, საიდან უნდა სცოდნოდა ჟიულ ვერნს ასე ზუსტად ხვამლის მდებარეობის შესახებ, როცა, როგორც ცნობილია, თვითონ პარიზს არასდოს გასცილებია. ასე რომ, მრავალი წყაროს თანახმად, პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზე ყოფილა მიჯაჭვული, ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი გარკვეულ ცოდნასთან ასოცირდება, რომელმაც კაცობრიობა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. და, ეს ცოდნა, როგორც ჩანს, უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას. ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს ოქროს საწმისსაც. ბერძნები აქ მართლა ტყავის წასაღებად ხომ არ მოვიდნენ?! ჩვენი აზრით, ესეც რკინის წარმოების საიდუმლოსთან უნდა იყოს კავშირში.

– გამოდის, ყველაფერი სიმბოლური და იდუმალია, რაც კი ხვამლის მთას უკავშირდება. ალბათ, ასეთივე დატვირთვა აქვს მის ვიზუალურ მხარესა და სახელს. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ხვამლი ანუ ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს...

– როგორც ცნობილია, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება მის სახელს, რომელიც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები და ისინი ამბობდნენ, ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე აისახება ცაზე და პირიქით. იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან. გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი ზის. ჰიდრას ქვემოთ „არგოს“ თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია – ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ ჰერაკლეს უკორტნის გულ-ღვიძლს. დავუბრუნდეთ ახლა ხვამლის ქვაბულის კედელზე გამოსახულ ფიგურებს...

– თქვენ გაშიფრეთ რა ინფორმაციას შეიძლება, გვაწვდიდეს ეს პიქტოგრამული ნიშნები?

– აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება. ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ და ესენია: „მერწყული“, „თხის რქა“, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, „მშვილდოსანი“, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმიდა სიმბოლოს ჰგავს. სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღვადგინეთ ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. საოცარია, მაგრამ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამათა სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი კი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელი წარღვნის თარიღს – 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერების და ასევე ქართველების წელთაღრიცხვის საწყისი დასაბამიდან აქამომდე, ანუ ქრისტეს დაბადებამდე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული. თუმცა, ექსპედიციის მუშაობის პროცესი ძალიან კარგად არის ასახული ფილმში, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა.

– მე ვნახე ეს ფილმი, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია და მახსენდება ერთი ეპიზოდი, სადაც გერმანელი მეცნიერი ამბობს, ეს არის განუმეორებელი პანორამა და ღამით ხვამლის თავზე, რომელსაც ვარსკვლავთკრებულის სახელი ჰქვია, ზოდიაქოები ერთმანეთის მიყოლებით გადადიანო...

– ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. პრომეთეს ძმაა ატლანტი, რომელიც ასევე დასაჯა ზევსმა და ცის თაღი დააჭერინა ხელში. ატლანტის შვილები კი არიან პლეადები, რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს და ხომლიც ვარსკვლავთკრებულია. ასე რომ, ყველა გზა რომისკენ კი არა, ამ შემთხვევაში, ხვამლისკენ მიდის: აქ იყო მეფეთა განძთსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე. აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ. აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები. აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმიურ სამყაროსთან არის კავშირში. მთლიანობაში კი, ბუნების ნამდვილი სასწაულია. და, თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას, ნუთუ იმის ღირსი არ არის ჩვენც მივხედოთ და მოვუაროთ, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ?!

– ამჟამად რა სტადიაშია თქვენი ექსპედიციის საძიებო სამუშაოები და კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

– როგორც იცით, სამწლიანი სამუშაო პროგრამა გვაქვს. გეგმა ასეთია: უნდა შევიდეთ ყველა გამოქვაბულში, რომელშიც კი შეღწევა შეიძლება და გამოვიკვლიოთ; განვაახლებთ არქეოლოგიურ გათხრებს ხვამლის გონის ტერიტორიაზე. აქ უზარმაზარი დასახლება უნდა იყოს, რადგან უკვე აღმოჩენილია, ნასახლარიც, სამაროვანიც და სალოცავიც. ეს ხომ საოცარი ადგილია, ნამდვილი ოაზისი ტყეში, ოთხივ მხრივ დაცული პირადად მე, ვვარაუდობ, რომ თვით ხვამლის კლდეში არის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც დღემდე არავის უხილავს და სახე სრულად აქვს შენარჩუნებული... . აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო, ტყე ზოგან გაუვალ ჯუნგლებს მოგაგონებს და უცებ შენს თვალწინ აღმართულ კლდეს უცნაური გამოსახულება აქვს. აქ უხვად მიმობნეული პატარა ქვებიც კი არაა უბრალო. მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს, ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან, როცა აქაურობა ზღვის ფსკერი იყო...

– ალბათ, ახალ ფილმსაც გადაიღებთ?

– უკვე დაწყებულია მუშაობა მასზე, სადაც ჩანს, რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალს ეგვიპტემდე მივყავართ და ეს ყველაფერი უკავშირდება ხვამლს. თუმცა, ამაზე შემდეგ, როცა მუშაობას დავასრულებთ და გპირდებით, რომ ექსკლუზიურად თქვენს ჟურნალს გავანდობ საიდუმლო დეტალებს... მანამდე კი იმით დავკმაყოფილდეთ, რასაც მითები გვიამბობენ: პრომეთეს ერთგული ძაღლი ლოკვით ცდილობს ჯაჭვის განლევას, მაგრამ ყოველწლიურად, ვნების ხუთშაბათს ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემებით, შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება... რეალურად კი – ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი, მათი ძველი ფენები, ქვედა შრეები ძალიან არქაულია. ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს, რომ იგი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით ადრეულ საუკუნეებშია ნაგები. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი სათქმელია, რას იცავდნენ ეს უძველესი ციხეები – რა იყო მნიშვნელოვანი, რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?!

ნანა კვატაშიძე

Posted by: tikoroma Dec 9 2009, 05:20 PM

Emigranti
სასწაულია...
ახლა ფილმსაც ვნახავ

Posted by: tikoroma Dec 9 2009, 05:44 PM

მინდა ექსპედიციებში მონაწილეობა smile.gif

Posted by: tikoroma Dec 9 2009, 05:46 PM

აუ აქ როგორ ადიოდნენ ძველად და როგორ მუშაობდნენ..
არწივები ეხმარებოდნენ? laugh.gif

Posted by: shumer Dec 9 2009, 11:15 PM

Emigranti
გაიხარე დიდი მადლობა ინფოსთვის ეხლა ვიწერ და აუცილებლად ვუყურებsmile.gif ძალიან მომწონს და გამიხარდა ეს ფორუმჯი რომ ვნახე smile.gif

Posted by: TeO Dec 10 2009, 01:51 PM

ახლა მოვრჩი ფილმის ყურებას. wink.gif
კომენტი? რა ვიცი.. განა, სხვა მთები საქართველოში თავისი იდუმალებით ნაკლები გვაქვს? თუნდაც მყინვარი ან ბორბალო?

Posted by: Emigranti Dec 10 2009, 08:11 PM

ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ მიწაზე, ნებისმიერ კვადრატულ მეტრში ბარი რომ ჩაასო, მსოფლიო სენსაციას ამოთხრი. ყოველი ადგილის უკან, რაღაც დიდი საიდუმლოაბა ინახება არქაული ეპოქებიდან.

ჩემი აზრით, მაგალითად, ეს ხვამლის კლდე, ძველი მისტერია იყო, ანუ საიდუმლო სკოლა, რომელიც დაფარულ ცოდნას ინახავდა. ალბათ ჰქონდათ განძიც. მაგრამ დარწმუნებული ვარ ის არ იყო ერთადერთი. თანამედროვე ისტორიამ სამწუხაროს საერთოდ არაფერი იცის იმ ეპოქებშის შესახებ. რაღაც ნისლით მოცული ვარაუდები აქვთ მხოლოდ.

ადრე, კომუნისტების დროს, ამ ყველაფრის კვლევა არ სურდათ. სხვა მიზეზებს იძახდნენ, მაგრამ სინამდვილეში აშკარად არ უნდოდად. მათ შემდეგ კი, მართალია თავისუფალი აზრი უფრო დასაშვები გახდა, მაგრამ არ იყო სახსრები. ეხლა კი, არქეოლოგებს ზოგჯერ გაუმართლებთ ხოლმე, რაღაც თანხას გამონახავენ და პატარა აღმოჩენებს წააწყდებიან. მაგრამ ისინი დიდი ნაღმებივით ფეთქდება ხალხის ცნობიერებაში. ყველა ხვდება, რომ ამის უკან ფარული და აქამდე სრულიად უცნობი ისტორია დგას.

კიდევ ასეთი მაგალითი. საფრანგეთში, ლასკოს გამოქვაბულში (http://ru.wikipedia.org/wiki/Пещера_Ласко), ჭერზე აღმოჩნდა ცხოველთა უძველესი გამოსახულებები. მეცნიერებმა ეს აღწერეს, როგორც პრეისტორიული მხატვრობის ნიმუში. ამ ცხოველებზე ნადირობდენნო და ალბათ იმიტომ დახატესო. მოგვიანებით კი გამოჩნდა ნათელი გონების და ძლიერი ინტუიციის ხალხი, ვინც ამ სურათებში თანავარსკვლავედთა გამოსახულებები ამოიცნო , რადგან მათი განლაგებაც ემთხვეოდა (ანუ ისევე როგორც ხვამლის ექსპედიციამ). ე.ი. მეცნიერთა აქამდელი წარმოდგენა, რომ წარსულში დედამიწაზე ხალხი მხოლოდ ნადირობაზე ფიქრობდა და პრიმიტიულად ცხოვრობდა, რაღაც არ გამოდის ბოლომდე სწორი.

ამიტომაა ჩემი აზრით ეს აღმოჩენები მნიშვნელოვანი.

Posted by: TeO Dec 10 2009, 08:38 PM

QUOTE(Emigranti @ 10th December 2009 - 08:11 PM) *
ამიტომაა ჩემი აზრით ეს აღმოჩენები მნიშვნელოვანი.

მართალია!

აქამდე იმიტომ იყო მიჩქმალული, რომ ეს აღმოჩენები ასე ვთქვათ საშიშია იმ სისტემისთვის, რომელიც აშენებულია წარსულის დამახინჯება/დამალვასა და ამით მისი რეიტინგისს დაწევაზე (ანუ ადამიანი პირველყოფი იყო და ტრალალა), რომ ამით თავის უპირატესობას წარმოაჩინოს.. secret.gif
და სინამდვილეში კიდევ, რომ გადახედოთ კულტურულ ძეგლებს და სხვა, რეალურად ჩანს თუ როგორი დაუნები და ტყემალზე მსხდომნი ვართ იმ ჩვენი "პირველყოფილი ტყეში ქვის უროებით" მორბენალი წინაპრებისგან sad.gif სატირლად გვაქვს საქმე! მარტო ერთი პირამიდა რად ღირს?! მისი საოცარი სტრუქტურა განლაგება და მილიმეტრ ნიუანსამედ ყველაფერი გათვლილი ქონდათ...
worthy.gif
ახლა კი ნელ-ნელა ჩნდება სიმართლის წყაროები და ხალხიც აზრზე მოდის იმ გამაბრუებელი ჯადოს სურნელისგან ერკვევა/იღვიძებს wacko.gif ვნახოთ რას ვიზამთ girl_witch.gif

Posted by: tikoroma Dec 14 2009, 05:36 PM

ვნახე ეს ხმლის მთები შორიდან... ქუთაისს დაჰყურებს თავზე... მართლა გველეშაპივითაა smile.gif

მშვენიერია smile.gif

Posted by: Kaspar Hausser Dec 21 2009, 10:31 PM

წელს ვიყავით ასული მე და ჩემი ძმაკაცები.. პროსტა საცავებში ბუნებრივია ვერ ჩავედით.. ალპინიტის აღჭურვილობა იყო საჭირო.. smile.gif smile.gif

არ გადამიკითხავს ზემოთ დაწერილი რაღაცეები და მაინც ვიკითხავ ედელვაისზე წერია რამე?. smile.gif და მათ ექსპედიციაზე ხვამლზე?. საიდუმლო მისიით გადმოსხეს, მაგრამ უმეტესობა სვანმა მზვერავებმა ჩახოცეს.. რამდენიმე ჩავიდა და მგონი ერთის გარდა არც არავინ ამოსულა ზემოთ.. smile.gif

Posted by: tikoroma Dec 22 2009, 02:43 PM

Kaspar Hausser
კი, ფილმშიცაა ედელვაისი ნახსენები... სტალინის დავალებითაც იკვლევდნენ თურმე მაგ ქვაბულებს

Posted by: centurioni Jan 1 2010, 11:16 PM

საინტერესოა თემაა ძალიან. ისე მანდ რომ მოეწყოს მასობრივი არქეოლოგიური გათხრები უეჭველად აღმოჩნდება ბევრი საინტერესო რამე.აი სპელეოლეგები თუ დროზე გამოიკვლევენ მიწისQვეშეთს ნამდვილად დრუილი სდა კარგი საქმე იქნება.

Posted by: tikoroma Jan 2 2010, 10:30 AM

centurioni

ციტატა(centurioni @ 1st January 2010 - 11:16 PM) *
საინტერესოა თემაა ძალიან. ისე მანდ რომ მოეწყოს მასობრივი არქეოლოგიური გათხრები უეჭველად აღმოჩნდება ბევრი საინტერესო რამე.აი სპელეოლეგები თუ დროზე გამოიკვლევენ მიწისQვეშეთს ნამდვილად დრუილი სდა კარგი საქმე იქნება.

კარგი იქნება, მაგრამ საქართველოში მაგის დამფინანსებელი ბიზნესმენი არ მეგულება. მთავრობა კი არ დააფინანსებს მაგხელა პროექტს. წარმოიდგინე იმსიმაღლეზე ტექნიკას ვერ აიტან და ვერაფერი. ხელით იქნება ყველა სამუშაო ჩასატარებელი და ძალიან ძვირიც დაჯდება, ალბათ...
ფილმში თუ ნახე, ის მთავარი ოთახი რომ გაიწმინდოს ქვებიდან, ვინ იცის ქვეშ მართლაც მიწისქვეშა ქალაქი აღმოჩნდეს... rolleyes.gif

Posted by: nutsa Jan 2 2010, 02:04 PM

ტყუილა არ დაყურებს ქუთაისს smile.gif და კიდევ ეგ ჩვენი პირამიდაა...რამდენი პირამიდებია კიდევ აგმოსაჩენი.?!..ბევრი ბევრი... l_sunny.gif l_sunny.gif

Posted by: Emigranti Jan 3 2010, 02:59 AM

ვინმეს ამირანის მითი ხომ არ გაქვთ კომპიუტერში? ან ხომ არ იცით ინტერნეტში რომ იდოს სადმე? მთელი გუგლი გადავატრიალე და ვერსად ვიპოვე huh.gif

Posted by: Emigranti Feb 23 2010, 11:04 PM

ჰო თავიდან იმის თქმა დამავიწყდა მგონი, რომ სულხან-საბას ლექსიკონის თანახნმად "ხომლი" ასეთი თანავარსკვლავედი თუ ვარსკვლავთა ჯგუფია . ევროპელები მას პლეიადების თანავარსკვლავედს უწოდებენ. პლეადების თანავარსკლავედში შვიდი კაშკაშა ვარსვკლავია (რეალურად კი ბევრად მეტია ტელესკოპში) და ხომლის მთასაც შვიდი წვერი აქვს...



პლეიადების ვარსკვლავთა ჯგუფი კუროს თანავარსკვლავედის მარჯვენა ნაწილშია კონცენტრირებული



პლეიადები როგორც ჩანს მრავალ ძველ კულტურაში იყო დიდი ყურადღების ობიექტი. ისინი უამრავ მითში თუ თქმულებაშია ნახსენები.

პლეიადების 7 ვარსკვლავი ასევე გამოსახულია, ცენტრალურ ევროპაში გაკეთებულ ერთერთ ყველაზე საინტერესო არქეოლოგიურ აღმოჩენაზე ე.წ. ნებრას დისკზე http://ru.wikipedia.org/wiki/Диск_из_Небры




Posted by: Emigranti Feb 23 2010, 11:22 PM

აი კიდევ ეს საინტერესო მასალები (სამწუხაროდ შიგ ბევრი ბეჭდვითი შეცდომა იყო) ვიპოვე ლეჩხუმისადმი მიძღვნილ ვებგვერდზე http://www.lechxumi.piczo.com/?cr=2

ხვამლის მთა
ლეჩხუმი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, ცხენისწყლისა და რიონის შუა წელზე მდებარეობს.XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსის- ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, ,, გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არს ხეობა ლეჩხუმისა.”

ლეჩხუმის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აღმართულია ხვამლის მთა, რომელიც გადაჭიმულია 10-15კმ მანძილზე, ქ. ქუთაისიდან ჩრდილო მხარეზე 20-25 კილომეტრის დაცილებით.ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ,,მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორობით.”
ხვამლიმთის თხემიდან იშლება ზღაპრული სნახაობა.აღმოსავლეთით მოჩანს ნაქერალას ქედი,რაჭისა დატყიბულის შემოგარენი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით- ლიხისა და აჭარა- იმერეთის მთები.

ხვამლის მთის სიმაღლე ზღვის დონიდან ორი ათას მეტრს აღემატება.1700 მეტრის სიმაღლეზე არის ,,ბოგა საყინულე,” სადაც ზაფხულის პაპანაქქება სიცხეში ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურაა,შიგ ყინულის ლოლოები და ყინულის ,,ზოდებია.”

შეიძლება ითქვას, რომ ხვამლის მთA თვით არის ბუნებრივი ,,ციხესიმაგრე.” ამ მთის მასივში გამოვლინებულია ექვსი გამოქვაბული. მათ შესწავლის მიზნით რამდენჯერმე მოეწყო ექსპედიცია ცნობილი მთასვლელის ალოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.

დადასტურდა, რომ ხვამლის გამოქვაბულსი გარკვეულ პერიოდსი ადამიანებ უცხოვრიათ, რომლებსაც ეს ბუნებრივი სადგომები სპეციალური დანიშნულებითაც გამოუყენებიათ.ამას ამტკიცებს ქვაბულთა აღწერილობანი.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: რიონის დასავლეთით, მთის ძირას არის ხომლის კლდე.ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი,მტრისაგან სეუვალი, მეფეტა საგანძურთ სადები.”

ხვამლის მთაზ იყო დიდად განთქმული ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია.1886 წელს ჟურნალ ,,მწყემსში” მრდელი იოანე თაგვაძე წერდა: ,,ამ თვალუწვდენელი კლდის თავზე არის ნანგრევი ეკლესიისა....”

,,წმინდა გიორგის ხომლისა ტაძარს” სწირავდნენ ჯვარ-ხატებს, გლეხებს, გადასახადებს,ადგილ-მამულებს.რამდენი რამ თქმულა ,,ხვამლის” ძალაზე: თუ ხვამლი გწყალობს, ნიავი არ მოგაკლდებაო,” ლეჩხუმელი ჯკცი გახედავს ხვამლის სერს და იტყვის- გაწვიმდება თუ დარი იქნება,ხვამლი თუ ისურვებს, გაავდრდება,თუ არა-არა. ,,ვისაც ხვამლი წყალობს, მისი ბეღელი არ დაიცლებაო.” კიდევ მეტი- ,,ქვეყანა თუ დაიმშას ხვამლმა არჩინოსო.”

გაზაფხულზე მარტის ტვეში თუ პირველად ხვამლის მხრიდან ისმის ქუხილი,ლეჩხუმელი გლეხი შვებით ამოისუნთქავს დაიტყვის, ,,კარგი მოსავლიანი წელი იქნებაო,” დიასახლისები კი უცებ გობ-საცრით ფქვილის გაცრას დაიწყებენ და გაბმულად წარმოთქვამენ: ,,გობ-საცერი, გობ-საცერი ღმერთო მომეც გასაცერი.”

ყოველივე ეს და ბუნების საოცარი სილამაზე რომანტიკულობას მატებდა ხვამლის მთას. ამიტომ საზოგადოების თAყვანისცემის ობიექტი იგი ძველთაგანვე გახდა.ლეჩხუმელებმა დააწესეს ხვამლის დღესასწაული, იგი ფართო მასშტაბით აღინიშნება აღდგომიდან ორმოცდამეცხრე დღეს, სულის შაბათს, დიდი ხატობის დღეს, შაბათს სულთაობას.

Posted by: georgius-asmoday Feb 24 2010, 02:52 PM

QUOTE(Kaspar Hausser @ Dec 21 2009, 10:31 PM) *
წელს ვიყავით ასული მე და ჩემი ძმაკაცები.. პროსტა საცავებში ბუნებრივია ვერ ჩავედით.. ალპინიტის აღჭურვილობა იყო საჭირო.. smile.gif smile.gif

არ გადამიკითხავს ზემოთ დაწერილი რაღაცეები და მაინც ვიკითხავ ედელვაისზე წერია რამე?. smile.gif და მათ ექსპედიციაზე ხვამლზე?. საიდუმლო მისიით გადმოსხეს, მაგრამ უმეტესობა სვანმა მზვერავებმა ჩახოცეს.. რამდენიმე ჩავიდა და მგონი ერთის გარდა არც არავინ ამოსულა ზემოთ.. smile.gif



მაგ მთით ბევრია დაინტერესებული wink.gif ავძვრეთ ერთხელ tongue.gif

Posted by: Fuhrer Feb 27 2010, 12:00 AM

QUOTE(Kaspar Hausser @ 21st December 2009 - 10:31 PM) *
მაგრამ უმეტესობა სვანმა მზვერავებმა ჩახოცეს.. რამდენიმე ჩავიდა და მგონი ერთის გარდა არც არავინ ამოსულა ზემოთ..


ჰოოდა ძალიან კარგი თუ ჩახოცეს რა მიარბენინებდათ, რას ჩადიოდნენ?!

Posted by: Simulated Feb 27 2010, 01:26 AM

ვნახე ფილმი ძალიან საინტერესოა არა მარტო ეს ადგილი ბევრია ამისდამაგვარი.გამოუკვლეველი და ხელშეუხებელი მიწა გვაქვს რაღაც მხრივ ეს მსიამოვნებს იმიტომ რომ ყოველი აღმოჩენის და სენსაციის გამომწვევ ადგილზე შენდება რაღაც შენობა ან მინი კომპლექსი სადაც აჰყავთ ტურისტები ხდება ხალხისთვის გზახსნილი,იწყება მერე ტერიტორიის დანაგვიანება რადგან ჩვენში ეს კულტურა კიდევ არ არსებობს რომ არ დაანაგვიანო!!! 70%-ს მაინც შეიძლება სულაც არ აინტერესებდეს ესა თუ ის ძეგლი ადის უბრალოდ იმისთვის რომ ნახოს და მერე თქვას რო იცი მე იქ ვიყავი )))


მოკლედ ჯობია ისევ ესე იყოს.და ვისაც ძალიან უნდა ლაშქრობით ან სპეც ექსპედიციებით მიაღწიოს დანიშნულების ადგილს ))))

Posted by: Kaspar Hausser Feb 27 2010, 01:16 PM

Fuhrer

გენიალურ დასკვნებს აკეთებთ მისტერ. smile.gif

Posted by: moonbayer Feb 27 2010, 03:00 PM

Kaspar Hausser

QUOTE(Kaspar Hausser @ 27th February 2010 - 01:16 PM) *
გენიალურ დასკვნებს აკეთებთ მისტერ.

რას შეიძლება ეძებდნენ ატლანტებს?

Posted by: Kaspar Hausser Feb 27 2010, 10:41 PM

ციტატა(moonbayer @ 27th February 2010 - 04:00 PM) *
რას შეიძლება ეძებდნენ ატლანტებს?


არ ვიცი... wink.gif

Posted by: Fuhrer Feb 28 2010, 12:01 AM

Kaspar Hausser

QUOTE
მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი...

ყოჩაღ შენ! smile.gif

Posted by: Kaspar Hausser Feb 28 2010, 03:17 PM

Fuhrer

ოჰო.. smile.gif იუმორის გრძნობასაც ფლობთ.. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Shou Mar 1 2010, 07:03 PM

QUOTE(Emigranti @ Feb 23 2010, 11:04 PM) *
ჰო თავიდან იმის თქმა დამავიწყდა მგონი, რომ სულხან-საბას ლექსიკონის თანახნმად "ხომლი" ასეთი თანავარსკვლავედი თუ ვარსკვლავთა ჯგუფია . ევროპელები მას პლეიადების თანავარსკვლავედს უწოდებენ. პლეადების თანავარსკლავედში შვიდი კაშკაშა ვარსვკლავია (რეალურად კი ბევრად მეტია ტელესკოპში) და ხომლის მთასაც შვიდი წვერი აქვს...



პლეიადების ვარსკვლავთა ჯგუფი კუროს თანავარსკვლავედის მარჯვენა ნაწილშია კონცენტრირებული



პლეიადები როგორც ჩანს მრავალ ძველ კულტურაში იყო დიდი ყურადღების ობიექტი. ისინი უამრავ მითში თუ თქმულებაშია ნახსენები.

პლეიადების 7 ვარსკვლავი ასევე გამოსახულია, ცენტრალურ ევროპაში გაკეთებულ ერთერთ ყველაზე საინტერესო არქეოლოგიურ აღმოჩენაზე ე.წ. ნებრას დისკზე http://ru.wikipedia.org/wiki/Диск_из_Небры



ეს ინფორმაცია და ფოტო ჩემთვის პირადად ფრიად საინტეერსო იყო. აუცილებალდ ჩავიხედავ სულხან-საბასთან.

Posted by: Zet Mar 3 2010, 03:40 PM

სხვათაშორის, ჩვენი ფორუმელი Shou პლეადებიდან არის wink.gif (არ ვხუმრობ)




როგორც ვიცი ეს ვარსვკლავების სისტემა ჩვენ თანავარსკვლავედთან უახლოესია სხვებთან შედარებით რომელიც დღესდღეობით ცნობილია..

Posted by: Emigranti Mar 3 2010, 04:12 PM

QUOTE(Zet @ Mar 3 2010, 12:40 PM) *
სხვათაშორის, ჩვენი ფორუმელი Shou პლეადებიდან არის wink.gif (არ ვხუმრობ)
ჰოო? ისე საკმაოდ კარგად ლაპარაკობს ქართულად...

Posted by: Zet Mar 3 2010, 11:01 PM

QUOTE(Emigranti @ 3rd March 2010 - 04:12 PM) *
ჰოო? ისე საკმაოდ კარგად ლაპარაკობს ქართულად...

biggrin.gif გუშინ და გუშინწინ კი არა ბევრი ცხოვრებების წინ ვამბობ.. ანუ მაგის სული წარმოშობით პლეადიდან არის.. smile.gif

Posted by: moonbayer Mar 4 2010, 01:57 AM

Zet
da rogor gaigo saidan aris? mainteresebs mec tongue.gif

Posted by: Shou Mar 4 2010, 09:52 AM

QUOTE(Emigranti @ 3rd March 2010 - 04:12 PM) *
QUOTE(Zet @ Mar 3 2010, 12:40 PM)
სხვათაშორის, ჩვენი ფორუმელი Shou პლეადებიდან არის (არ ვხუმრობ)
ჰოო? ისე საკმაოდ კარგად ლაპარაკობს ქართულად...


შემოგზავნილი ვარ და ენა კარგად მასწავლესwink.gif ნუ უსმენთ Zet -ს, ხუმრობს.

Posted by: moonbayer Mar 4 2010, 08:15 PM

ხშირად ვფიქრობ რომ მამა გიორგი ხვამლის მთას დარაჯობს

Posted by: irma Mar 4 2010, 08:27 PM

Shou

ციტატა(Shou @ 4th March 2010 - 09:52 AM) *
შემოგზავნილი ვარ და ენა კარგად მასწავლეს ნუ უსმენთ Zet -ს, ხუმრობს

კარგი ეხლა გამოტყდი და აღიარე...თუ ფიცი გაქვს დადებული? Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif

Posted by: steward Mar 10 2010, 07:02 PM

http://image.geotorrents.com/



http://image.geotorrents.com/


ესეც წყალქვეშა პირამიდები რომლებიც ზუსტად იმეორებენ პლეიადების სტრუქტურას, დამჯერეთ ეს ვარსკვლავები გაცილებით მეტ კავშირშია კაცობრიობათან, და არამარტო სიმბოლური დატვირთვა აქვთ

Posted by: Zet Mar 10 2010, 08:38 PM

QUOTE(steward @ 10th March 2010 - 07:02 PM) *
ესეც წყალქვეშა პირამიდები რომლებიც ზუსტად იმეორებენ პლეიადების სტრუქტურას, დამჯერეთ ეს ვარსკვლავები გაცილებით მეტ კავშირშია კაცობრიობათან, და არამარტო სიმბოლური დატვირთვა აქვთ

ნამდვილად, დედამიწის და მის მოსახლეობის შექმნაში ყველაზე დიდი წვლილი პლეადელებს მიუძღვით, სხვა კოსმიური ოჯახებთან შედარებით მაგათგან წამოსული სულებიც ყველაზე მეტნი იქნებიან დღეს დედამიწაზე ალბათ, და პირამიდებს რაც შეეხებათ თავის დროზე შენდებოდაა და იყენებდნენ კავშირის დასამყარებლად, და ეტყობა ამ პირამიდებს იყენებდნენ შესაბამის პლანეტებთან და მზის სისტემებთან დასაკავშირებლად

Posted by: Emigranti Mar 10 2010, 09:47 PM

ციტატა(steward @ Mar 10 2010, 04:02 PM) *
http://image.geotorrents.com/
http://image.geotorrents.com/
ესეც წყალქვეშა პირამიდები რომლებიც ზუსტად იმეორებენ პლეიადების სტრუქტურას, დამჯერეთ ეს ვარსკვლავები გაცილებით მეტ კავშირშია კაცობრიობათან, და არამარტო სიმბოლური დატვირთვა აქვთ
საინტერესოა. სადაა ეს პირამიდები?

Posted by: steward Mar 10 2010, 09:57 PM

ეს ზუსტად არ ვიცი მარა, ვიცი რომ ასეთი პირამიდების კომპლექსები ნაპოვნია იაპონიასთან და კუბასთან, ეს იაპონიასთან მგონია...

ტან ყველას აგების ტექნიკა ერთნაირია, ამას შეიძლება იმ ეპოქასთან მივყავდეთ როცა ერთი კონტინენტი არსებობდა სახელად პანგეა, და მისი დაყოფის მერე და ახალი კონტინენტების აღმოცენების დროს ზოგი წყალქვეშ მოყვა, ზოგიც მიწის ქვეშ, ზოგი კი მთაშია, ბევრი პირამიდა ჯერაც არ აღმოუჩენიათ

Posted by: tikoroma Apr 25 2010, 08:13 PM

დავით გოგუაძის ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა კულტურა, სპორტი

11-04-2010, 01:17

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორ დავით გოგუაძის დოკუმენტური ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა.

როგორც ფილმის ავტორმა და რეჟისორმა დავით გოგუაძემ ჩვენთან საუბარში განაცხდა, სურათზე მომუშავე ჯგუფმა 2009 წელს მოიპოვა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კვლევების გრანტი და მთელი წლის განმავლობაში აწყობდა ექსპედიციებს ფილმის მეორე ნაწილის გადასაღებად.

"შარშანდელი ექსპედიციების დროს საინტერესო მასალას მივაკვლიეთ. ფილმის მეორე ნაწილი, ძირითადად, კოლხებისა და ეგვიპტელების ურთიერთობას ეხება. არქეოლოგ მალხაზ ბარამიძის დახმარებით, მივაკვლიეთ მუზეუმებში დაცულ მასალას, რომელიც 1952 წელს რაჭაში ჩატარებული გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი. ესაა ეგვიპტური ნაკეთობები, რომელიც ბრილის განძის სახელითაა ცნობილი", _ განაცხადა გოგუაძემ ჩვენთან საუბარში.

ფილმის პირველი ნაწილი, "ხომლი", გვიამბობს არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებ, რომელიც 2007 წლის მაის-ოქტომბერში არქეოლოგ გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით ხვამლის კლდოვანი მასივისა და კლდეში არსებული ციხე-ქვაბულის შესასწავლად მოეწყო. ეს ციხე-ქვაბული შუა საუკუნეებში ქართველ მეფეთა განძთსაცავს წარმოადგენდა, ის "ქართლის ცხოვრებაშიც" არის მოხსენიებული. ფილმის ავტორთა აზრით, სწორედ ხვამლის კლდე არის ის ადგილი, სადაც უძველესი მითების მიხედვით პრომეთე იყო მიჯაჭვული და სადაც ოქროს საწმისი ინახებოდა.

ფილმს მიღებული აქვს ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი - "ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კინომატოგრაფიული კვლევისა და პოპულარიზაციისთვის" (2008).



Posted by: Emigranti Sep 3 2010, 07:27 PM

ვებ-გვერდზე http://www.xvamli.ge უკვე შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტური ფილმის "ხვამლი" მეორე ნაწილი. ასევე არის ორი ძალიან საინტერესო ინტერვიუ, სადაც, ასევე ისიც არის ნათქვამი, რაც ფილმში არ არის ნახსენები.

შეიხედეთ არ ინანებთ.

Posted by: FORZAROMA Jan 7 2011, 02:35 AM

ძალიან მიტაცებს მისტიური ,იდუმალებით მოცული ამბები..ავტორს მადლობას ვუხდი!

Posted by: MamuuK Jan 9 2011, 02:57 PM

საინტერესო თემაა მე მაქვს სოფელი ხვამლის ქვეშ smile.gif მაგრამ მთაზე არასდროს ვყოფილვარ ...
ალხა ფილმს ვიწერ ვგრძნობ საინტერესო იქნება : )


Posted by: Emigranti Mar 5 2011, 11:55 PM

საინტერესო სტატიას მივაგენი, რომელიც ამ ექსპედიციის ხელმძღვანელის, გურამ გაბიძაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავს ეხება:

სენსაციური აღმოჩენა ხვამლის მთაზე
Tuesday, 07 September 2010 13:45 მირიან ბოქოლიშვილი

ქართველი მკვლევარის გარდაცვალების მისტიკური დეტალები

ხვამლის მთა ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002 მეტრია. „პრაიმტაიმი“ კლდოვანი მასივის ირგვლივ არსებულ მითებსა თუ რეალობებზე, ერთხელ უკვე წერდა, თუმცა ჩვენი ხელახალი ინტერესი ერთმა ტრაგიკულმა და ამასთანავე, უცნაურმა ამბავმა გამოიწვია. ხვამლსა და მის შემოგარენში უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ტარდებოდა, როგორც ამბობენ, ზუსტად ერთი თვის წინათ, მკვლევარებმა სერიოზული აღმოჩენა გააკეთეს, თუმცა ამ სენსაციიდან მეორე დღეს, ექსპედიციის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს... ექსპედიციის მუშაობა შეფერხდა... სოციალურ ქსელში ამ ამბავს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსიები. ზოგი ამბობს, რომ გურამ გაბიძაშვილი მოწამლეს, ზოგი კი ამ ამბავს მისტიკას უკავშირებს. აი რას წერენ „თბილისის ფორუმის“ მომხმარებლები გურამ გაბიძაშვილის გარდაცვალებაზე:

– საერთოდ, მანდ ძალიან ბევრი უცნაური მისტიკური ადგილებია.

– ცუდი ამბავი მოხდა. არადა, ეგ ადამიანი ამ ექსპედიციების სულის ჩამდგმელი იყო. წელსაც იგეგმებოდა სერიოზული ამბები, შეიძლებოდა მეც წავსულიყავი დედაჩემთან ერთად ექსპედიციაში, მაგრამ აღარ გამოვიდა ამ ამბის გამო.

– როგორც მე ვიცი, ოქროს ფერფლი აღმოაჩინეს, ანუ დაადასტურეს, რომ ერთ დროს ოქრო ნამდვილად ინახებოდა მანდ!

– საინტერესოა, ექსპერტის დასკვნას თუ დადებენ, გარდაცვალების მიზეზი რა გახდა!

– გაბიძაშვილის გარდაცვალების მიზეზი რა იყო? ასე მოკვდა და დაასაფლავეს? არავის გამოუკვლევია რა მოუვიდა კაცს?

– მესამე ექსპედიციაში რომ იყო წასული, რაღაც ისეთი იპოვეს, რომ საუბარი არ აპატიესო, რომ უპოვიათ მოწამლულს ჰგავდაო, სავარაუდოდ ოქრო იპოვა.

– ხვამლის მთაზე ყოველთვის ინახებოდა საქართველოს სიმდიდრე, შემოსევების და აურზაურების დროს იქ მალავდნენ მეფეები და რამდენიმე ექსპედიცია ჩატარდა ამ სიმდიდრის აღმოსაჩენად, თუმცა ვერ მიაკვლიეს, საიდან შესულიყვნენ და როგორ ენახათ.

– გაბიძაშვილის გარდაცვალების მიზეზად სისხლის მოწამვლა სახელდება, თუმცა საეჭვო ვითარებაში...

ეს ინფორმაციები მკვლევარის გარდაცვალებისთანავე გაჩნდა სოციალურ ქსელში. გადმოცემით კი ცნობილია, რომ ხვამლის მთაზე მართლაც იყო ქართველ მეფეთა განძთსაცავი. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოსო“... გარდა ამისა, იქ ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობები, რაც ქართული და ეგვიპტური ცივილიზაციების მჭიდრო კავშირზე მიუთითებს.

და მაინც, რა სენსაციურ აღმოჩენას მიაგნო გურამ გაბიძაშვილმა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე? „პრაიმტაიმი“ ამ უცნაურ ამბავზე ექსპედიციის წევრს, დავით გოგუაძეს ესაუბრა, რომელიც ამასთანავე ხვამლის მთაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორიცაა.

– ბატონო დავით, გურამ გაბიძაშვილის გარდაცვალებამ თუ შეაფერხა ექსპედიციის მუშაობა?

– შეფერხება თავისთავად გვაქვს. ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა, რადგან მთავარი წარმმართველი ძალა იყო გურამი და მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ გავლენა იქონია, თუმცა სულ ახლახან, მაინც მოვერიეთ საკუთარ თავს და ბიჭებმა ასე თუ ისე გააგრძელეს მუშაობა. ახლა გათხრები წარმოებდა ქონაზე, ხვამლის მოპირდაპირე მხარეს, უკვე ჩამოაქვთ აღმოჩენილი მასალები. ტელეფონით ვესაუბრე ექსპედიციის წევრებს და მითხრეს, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც მოიცავს ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდს. ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთები აღმოჩნდა. გურამი ვარაუდობდა, რომ ოქროს ნივთებიც უნდა წამოსულიყო, ამას გათხრების გაგრძელება სჭირდება.

– იქნებ მოგვიყევთ, კონკრეტულად რა ვითარებაში გარდაიცვალა ბატონი გურამი... არის თუ არა ამ ამბავში რამე უცნაური?

– ორი დღით ადრე ვიყავით ტაბაწყურზე, ვნახეთ მისტიკური ადგილი. არქეოლოგმა, ზურაბ ცქვიტინიძემ, ინტერნეტით ტაბაწყურის სიახლოვეს უცნაური გამოსახულება შეამჩნია. წავედით სანახავად. მთის ზევით არის თხრილები გაკეთებული და შესამჩნევია ნაგებობების კვალი. ზოგადად, აზრად არც მოგვივიდოდა ამ მთის ზევით ავსულიყავით, რომ არა ინტერნეტის მეშვეობით ნანახი გამოსახულება. გურამი იქიდან წავიდა სოფელში, დერჩიში აქვს სახლი და მეორე დღეს გარდაცვლილი ნახეს სახლში. როგორც ჩანს, გულის შეტევით.

– ამ ადგილებს, განსაკუთრებით ხვამლის გამოქვაბულებს, უცნაური ამბები უკავშირდება...

– თავისთავად, მანდ ინახებოდა ქართველ მეფეთა განძთსაცავი. ცნობა არსებობს, როდესაც საქართველოს გაუჭირდა და გაიყო შუაზე, მაშინ გამოიღეს ამ განძის ნაწილი, მაგრამ დიდი ნაწილი იქ დატოვესო. მომდევნო წლებში არავითარი ინფორმაცია აღარ მოიპოვება, მაგრამ იმდენად მიუვალ ადგილზეა, რომ თვითონ ალპინისტებიც კი ქვემოდან ვერ ადიან. პირველად 1939 წელს ავიდა ალიოშა ჯაფარიძე, ორ ადგილობრივთან ერთად. ზედა ქვაბულში, სადაც განძთსაცავი იყო, უზარმაზარი ნაშალია. შეიძლება სადმე გასასვლელი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ცნობილი. იმდენად მიუდგომელი ადგილია, მუშაობა ძალიან რთულია და დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული.

– ამბობენ, ხვამლის მთასთან ბევრი საიდუმლოებაა დაკავშირებულიო...

– რა თქმა უნდა, ჩვენ გავყევით მითების კვალს, რომლებშიც ფარული საიდუმლო შინაარსი დევს. იგივე პრომეთეს საიდუმლოს გასაღებს ხვამლთან მივყავართ... თავისთავად მისტიკური ადგილია, რომელიც ბოლომდე არ გვიშვებს შიგნით, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ერთ უცნაურ ამბავს გეტყვით: გათხრებს აწარმოებდნენ ჩვენი ექსპედიციის წევრები. პირველი სამარხი გახსნეს და ლავიწის ძვალს წააწყდა ჩვენი მეგობარი, დავით სულხანიშვილი, ეს ძვალი უცებ ხელში გაუტყდა. ორი დღის წინ ჩამოვიდა თბილისში და სრულიად შემთხვევით წაიქცა და ზუსტად ლავიწის ძვალი გაიტეხა. საოპერაციო გახდა. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე.

– მისტიკის ვერსიას, რამდენად აქვს არსებობის უფლება...

– გააჩნია, როგორი კუთხით მივუდგებით საკითხს. სხვათა შორის, ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე გამოსახული იყო ფიგურები. ამან გვაფიქრებინა, რომ ეს არის თანავარსკვლავედი და რაღაც რიცხვია დაშიფრული. შესწავლის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ეს არის 5604 წლის აღმნიშვნელი. ესაა ქართული ქორონიკონის დასაწყისი. სიმბოლური დამწერლობაა. უცნაურია, რომ ჟიულ ვერნმა იცოდა ამ მთის შესახებ, ნაწარმოებში აქვს მოხსენიებული. საიდან? როგორ? ეს, უცნობია.

– შესაძლებელია, რომ იქ მართლაც იყოს განძი?

– არის მოსაზრება, რომ, როცა საჭიროა, ეს განძი თვითონ დაგენახება. უარმავი ლეგენდა არსებობს ადგილობრივებში. ჰყვებიან, რომ იქ იყო მაცი ხვიტიას განძიც. ეს არის წარმოუდგენლად დიდი მასივი და როგორც უკვე გითხარით, მისი მთლიანად შესწავლა ძალიან დიდ სახსრებთანაა დაკავშირებული.

– ეგვიპტურ კულტურასთან კავშირი, რამდენად რეალურია?

– 50-60-იან წლებში რაჭის ბოლოში გათხრებს აწარმოებდა გერმანე გობეჯიშვილი, მალევე გარდაიცვალა და მის მიერ მოპოვებული მასალები არ გამოქვეყნებულა. მაშინდელი ექსპედიციის ერთადერთი ცოცხალი წევრი, მალხაზ ბარამიძე ყვება, რომ ეგვიპტესთან კავშირები იქნა დადგენილი.

– მასალები, რატომ არ გამოქვეყნდა?

– რა ვიცი, რა გითრათ, შეიძლება ვინმეს არ აწყობდა, შეიძლება, უბრალოდ, ყურადღება აღარ მიაქციეს გარდაცვალების შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამდენი ხნის განმავლობაში რატომღაც დამალული იყო ეს ინფორმაცია, მანამ, სანამ ჩვენ არ ვნახეთ ეგვიპტური ნაკეთობები...

გურამ გაბიძაშვილის ოჯახს, გასაგები მიზეზების გამო, ამ თემაზე საუბარი არ სურს. მკვლევარის გარდაცვალებიდან ჯერ 40 დღეც არაა გასული. მისმა მეუღლემ, მარინა ჯიშკარიანმა, სატელეფონო საუბრისას მხოლოდ ის გვითხრა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.

Posted by: Simulated Mar 6 2011, 04:55 AM

ვაა :/ ინწერესნო

Posted by: kate Mar 7 2011, 07:02 PM

Emigranti
ძალიან, ძალიან საინტერესოა, სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის ნახვა?

Posted by: term Mar 7 2011, 07:27 PM

ადგილობრივ მოსახლეობასთან სოფელში smile.gif ექსპედიცია დუმს, მუზეუმებში კიდე არამგონია ვინმემ რამე გითხრას იმაზე მეტი რაც კადრებში ნახე, wink.gif

Posted by: Lashapoli Aug 16 2011, 11:18 AM

ვინემ ხო არ იცით, რამე ახალი ბოლო ექსპედიციის შესახებ?? ექსპედიციის ხელმძღვანელის, გურამ გაბიძაშვილის საეჭვო ვითარებაში დაღუპვის შემდეგ საერთოდ მიჩუმათდა ეს თემა, ინტერნეტშიც აღარავინ ლაპარაკობს მემგონი და საინტერესო იქნებოდა რა მოხდა და რამ შეიწირა იმ ადამიანის სიცოცხლე

Posted by: natuka Aug 16 2011, 02:49 PM

რაც დრო გადის მით ვუგებ პატრიარქს... საჭიროა სააქართველოში მონარქია!
ყველა-ყველგან ცხვირს ყოფს... დემოკრატიაა... მკვლევარია...


Posted by: Lashapoli Aug 16 2011, 06:06 PM

QUOTE(natuka @ Aug 16 2011, 03:49 PM) *
რაც დრო გადის მით ვუგებ პატრიარქს... საჭიროა სააქართველოში მონარქია!
ყველა-ყველგან ცხვირს ყოფს... დემოკრატიაა... მკვლევარია...

ანუ დემოკრატიას აბრალი ამ ექსპედიციის შეწყვეტას?? smile.gif)))

Posted by: zura2 Aug 16 2011, 06:23 PM

QUOTE(natuka @ Aug 16 2011, 02:49 PM) *
რაც დრო გადის მით ვუგებ პატრიარქს... საჭიროა სააქართველოში მონარქია!
ყველა-ყველგან ცხვირს ყოფს... დემოკრატიაა... მკვლევარია...

ტირანია ჯობია

Posted by: LUCIFER Aug 24 2011, 09:19 PM

არა და ჩვენს სანაქებო მთავრობას სად აქვს თვალები, მარტო ტანცი მანცებზე როა გადასული, მიხედოს ქართულ არქეოლოგიას, რაგა ევრობულ დიქავერს გვაყურებინებენ, ამ ჩვენს მადლიან და დალოცვილ ქვეყანაში იმდენი რამ ინახება დედამიწას სულ ეყოფა, ამხელა ისტორიის და საიდუმლოს მატარებელი ქვეყანაა, ნუთუ ეს მილიონები სად მია

Posted by: LUCIFER Aug 24 2011, 09:23 PM

მდააააა, ზძალიან საინტერესოა და ძალიან სამწუხარო, ამ ჩვენს სანაქებო მთავრობა სად აქვს თვალები რომ ტანცი მანცის გარდა სხვა არაფერი რომ არ აინტერესებს, მიხედოს ქართულ არქეოლოგიას, ჩვენი პატარა ქვეყანა ხომ იმხელა საიდუმლოებებს ინახავს რაც კაცობრიობის შექმნიდან მოყოლებული მომხდარა, არა და ამით ტურისტული იმფრასტრუქტურა ხომ 100% მოიმატებს, ამდენი ადგილებია და ამდენი იდუმალებით მოცული ძეგლები, რა ჯანდაბად მინდა ევროპული დისქავერები და ასეთი სისულელეები, ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამის აღმოჩენა შიძლება არქეოლოგების დახმარებით რომ მსოფლიოს ეყოფა, უბრალოდ ამას სერიოზული დაფინანსება ჭირდება!!!!!!!! ვინ მეთანხმება?????

Posted by: Lashapoli Aug 24 2011, 09:42 PM

QUOTE(LUCIFER @ Aug 24 2011, 09:23 PM) *
მდააააა, ზძალიან საინტერესოა და ძალიან სამწუხარო, ამ ჩვენს სანაქებო მთავრობა სად აქვს თვალები რომ ტანცი მანცის გარდა სხვა არაფერი რომ არ აინტერესებს, მიხედოს ქართულ არქეოლოგიას, ჩვენი პატარა ქვეყანა ხომ იმხელა საიდუმლოებებს ინახავს რაც კაცობრიობის შექმნიდან მოყოლებული მომხდარა, არა და ამით ტურისტული იმფრასტრუქტურა ხომ 100% მოიმატებს, ამდენი ადგილებია და ამდენი იდუმალებით მოცული ძეგლები, რა ჯანდაბად მინდა ევროპული დისქავერები და ასეთი სისულელეები, ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამის აღმოჩენა შიძლება არქეოლოგების დახმარებით რომ მსოფლიოს ეყოფა, უბრალოდ ამას სერიოზული დაფინანსება ჭირდება!!!!!!!! ვინ მეთანხმება?????

ხო მაგრამ აქ არის ერთი, ნო.. როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ ექსპედიციის ხელმძღვანელმა, აწ გარდაცვლილმა ფურამ გაბიძაშვილმა ბოლო ექსპედიციის მიმდინარეობის დროს ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ისეთი აღმეოჩEნები იქნე გაკეთებული, თანამედროვე წარმოდგენებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით თავდაყირა აყენებდა და კი დაიღუპა მეორე თU მესამე დღეს გაურკვეველ ვითარებაში. მარტო ის რად ღირს, დმანისში არის ისეთი დროის ოქროს მაღაროები აღმოჩენილი, როდესაც თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენებით მსოფლიოში ქვის ხანა იყო ხოდა ევროპელმა ექსპერტებმა განაცხადეს თUრმე იმ დროის ადამიანები ქვიის პრიმიტიული იარაღებით მოიპოვებდნენ ოქროს sticktongue.gif ეგეთი რაღაც იქნება იმ მთაშიც და ვის უნდა ეხლა რო ეს გამოჩნდეს.. მითუმეტეს გული არ უნდა დაგწყდეს ამ მთავრობაზე ტაკიმასხარები არიან და ტაკიმასხარობენ, არ უნდა გეწყინოს და არც უნდა გაგიკვირდეს მაგათგან. ჩვენ თავებზე უფრო უნდა ვბრაზდებოდეთ, მაგრამ მე როგორც გამოუსცორებელ ოპტიმისტი ვთვლი, რომ მოვალთ ოდესმე გონზე smile.gif

Posted by: LUCIFER Aug 24 2011, 10:04 PM

QUOTE(Lashapoli @ Aug 24 2011, 09:42 PM) *
ხო მაგრამ აქ არის ერთი, ნო.. როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ ექსპედიციის ხელმძღვანელმა, აწ გარდაცვლილმა ფურამ გაბიძაშვილმა ბოლო ექსპედიციის მიმდინარეობის დროს ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ისეთი აღმეოჩEნები იქნე გაკეთებული, თანამედროვე წარმოდგენებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით თავდაყირა აყენებდა და კი დაიღუპა მეორე თU მესამე დღეს გაურკვეველ ვითარებაში. მარტო ის რად ღირს, დმანისში არის ისეთი დროის ოქროს მაღაროები აღმოჩენილი, როდესაც თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენებით მსოფლიოში ქვის ხანა იყო ხოდა ევროპელმა ექსპერტებმა განაცხადეს თUრმე იმ დროის ადამიანები ქვიის პრიმიტიული იარაღებით მოიპოვებდნენ ოქროს sticktongue.gif ეგეთი რაღაც იქნება იმ მთაშიც და ვის უნდა ეხლა რო ეს გამოჩნდეს.. მითუმეტეს გული არ უნდა დაგწყდეს ამ მთავრობაზე ტაკიმასხარები არიან და ტაკიმასხარობენ, არ უნდა გეწყინოს და არც უნდა გაგიკვირდეს მაგათგან. ჩვენ თავებზე უფრო უნდა ვბრაზდებოდეთ, მაგრამ მე როგორც გამოუსცორებელ ოპტიმისტი ვთვლი, რომ მოვალთ ოდესმე გონზე smile.gif



ოდესმე???? )))))))) ამ მასონების მიერ თავზე მოხვეული ზღაპრებიდან როცა გამოვფხიზლდებით უკვე ძალიან გვიან იქნება და მერე ძალიან გაგვიჭირდება რაიმეს შეცვლა!!!!

Posted by: Lashapoli Aug 24 2011, 10:09 PM

QUOTE(LUCIFER @ Aug 24 2011, 10:04 PM) *
ოდესმე???? )))))))) ამ მასონების მიერ თავზე მოხვეული ზღაპრებიდან როცა გამოვფხიზლდებით უკვე ძალიან გვიან იქნება და მერე ძალიან გაგვიჭირდება რაიმეს შეცვლა!!!!

ოდესმეში არ მიგულისხმია, რომ მე და შენ რო ვხედავთ ამ ყველაფერს გულზე ხელი დავიკრიფოთ და დაველოდოთ უკეთეს დროებას. ყველა ადამიანი თავის წილ რეალობას ქმნის მე ასე მგონია და მასონებზე მინდა გკითხო შენი აზრით იმათ ვინ შთააგონა ის რაც მასონებმა ჩვენ შთავგაგონეს??

Posted by: LUCIFER Aug 24 2011, 10:17 PM

ეს თვითონ მათ კითხე, თბილისი გაივსო ფრანკ მასონებით, ილუმინატებით და რუსეთის დიადი ლოჯის ცევრებით, მათ მაგივრად პასუხს მე ვერ გაგცემ!!!! დააკვირდი მათ აქსესუარებს და მათ სამკერდე ნიშნებს

Posted by: free man Jan 6 2012, 03:12 PM

ედელვაისის დესანტი არაფერ შუაშია ხვამლის მთასთან , სხვაგან მიდიოდნენ____

Posted by: ანა Jan 6 2012, 03:56 PM

ასჯერ გაგონისლ ერთხელ ნანახი სჯობიაო.. წასვლა მინდა ხვამლში smile.gif

Posted by: free man Jan 6 2012, 03:58 PM

მე კიდე ექსპედიცია smile.gif

Posted by: ანა Jan 6 2012, 04:18 PM

წასვლა და ექსპედიცია სხვადასხვა რამეა? smile.gif))))))))

Posted by: free man Jan 6 2012, 04:21 PM

რავიცი მე ეგრე მგონია და lol.gif

Posted by: Lashapoli Jan 6 2012, 07:56 PM

QUOTE(free man @ Jan 6 2012, 04:12 PM) *
ედელვაისის დესანტი არაფერ შუაშია ხვამლის მთასთან , სხვაგან მიდიოდნენ____

სად??

Posted by: free man Jan 6 2012, 08:03 PM

წარსულის რელიკვიებს ედებდნენ... და საერთოდ იიმტომ რო მარა რეალურია, ვიგაც გერმანელმა ჯარის კაცებმა იცოდნენ სდ დაროგორ უნდა მისული ყვნენ და ცჰასულიყვენენ, ტან როგორც ვიცი 20 ული იყო , და 20 შესაბამისად ვერ დაუპირისპირდება მტელ ქვეყანას, ტან დახლოებით 80 კილომეტრია გსავლელი, ეს უფრო მცირე მოქმედების ჯგუფი იყო

Posted by: Lashapoli Jan 6 2012, 08:18 PM

QUOTE(free man @ Jan 6 2012, 09:03 PM) *
წარსულის რელიკვიებს ედებდნენ... და საერთოდ იიმტომ რო მარა რეალურია, ვიგაც გერმანელმა ჯარის კაცებმა იცოდნენ სდ დაროგორ უნდა მისული ყვნენ და ცჰასულიყვენენ, ტან როგორც ვიცი 20 ული იყო , და 20 შესაბამისად ვერ დაუპირისპირდება მტელ ქვეყანას, ტან დახლოებით 80 კილომეტრია გსავლელი, ეს უფრო მცირე მოქმედების ჯგუფი იყო

მე როგორც ვიცი რიწის ტბაზეც ჩადიოდნენ რეგულარულად და ძალიან სიღრმიდან იღებდნენ წყალს და მიქონდათ.. რათქმაუნდა ეგსაბჭOთა ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ვერ იქნებოდა

Posted by: გრიფონი Jan 6 2012, 08:24 PM

ჰიტლერმა გაიგო რომ კავკასიის ამ მთათა სისტემაზე იყო ენერგეტიკული წერტილები და ამიტომ გამოაგზავნა, ასევე ტიტქოს შეიტყო საიდუმლო საzogadoebis Sesaxeb, და მატტან შეხვედრა სურდა, ასევე იმასაც იძახიან რომ ამ დესანტში იყვნენ ტიბეტელი ლამბი

Posted by: ლილიანი Jan 7 2012, 11:22 PM

QUOTE
რაც დრო გადის მით ვუგებ პატრიარქს... საჭიროა სააქართველოში მონარქია!
ყველა-ყველგან ცხვირს ყოფს... დემოკრატიაა... მკვლევარია...

ყველა ყველგან ცხვირს რომ არ ჰყოფდეს მაშინ დეგრადირება უნდა დავიწყოთ, ხოლო მონარქიაზე საუბარიც კი არ ღირს : ))

Posted by: 537701 Oct 7 2012, 08:29 PM

მეგრულ სიტყვას გავს_ხვამილი_ხვამა-- დალოცვილი..ლოცვა..

Posted by: vano kazbegi Oct 7 2012, 09:51 PM

QUOTE(537701 @ Oct 7 2012, 08:29 PM) *
მეგრულ სიტყვას გავს_ხვამილი_ხვამა-- დალოცვილი..ლოცვა..


მეგრულ ენაში ბევრი რამ არის მართლა საინტერესო სიტყვის მნიშვნელობა. ვინ იცის რომ ბევრი რამ დაფარულია და დამარხულია ქართულ ენაში და მისი აღდგენა შეიძლებოდა და სამივე გაგვეერთიანებინა მეგრული, სვანური და ლაზური ენები იმ მეოთხე ენა ქართულ ენასთან.

Posted by: tikoroma Nov 25 2012, 02:53 PM

ემიგრანტის პოსტი http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=855&view=findpost&p=23715


ციტატა
საქართველოში აღმოჩენილ დისკოებზე კოსმოსის საიდუმლო ინახება
2009-06-10

გასული საუკუნის 70–იან წლებში ქართველმა არქეოლოგებმა ბორჯომის ხეობაში, კვირაცხოვლის სამაროვანში, ქურუმ ქალთა სამარხები აღმოაჩინეს. ყველა ემბრიონის პოზაში იყო დამარხული და გულზე დისკო ეკიდათ. სულ 25 დისკოა აღმოჩენილი. მათი დიამეტრი 21–23 სმ–ია და ზედ სხვადასხვა ორნამენტია გამოსახული. დისკოებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, მეცნიერები დღემდე სწავლობენ. ჯერჯერობით მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან მათი სრულყოფილი შესწავლა არ მომხდარა...


დღეს 1 არხზე გავიდა ამ დისკოების შესახებ ფილმი მაივიდეოზე ვერ ვპოულობ ახლა ohmy.gif



Posted by: Dondariable Nov 25 2012, 03:04 PM

აუ რა საინტერესოა...


რა საინტერესო.

Posted by: ano Nov 25 2012, 04:01 PM

QUOTE(tikoroma @ Nov 25 2012, 02:53 PM) *
ემიგრანტის პოსტი http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=855&view=findpost&p=23715
დღეს 1 არხზე გავიდა ამ დისკოების შესახებ ფილმი მაივიდეოზე ვერ ვპოულობ ახლა ohmy.gif


რუსავი ორზე იყო 12:33 ამ დროს http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2 _მზის კულტი საქართველოში

ძალიან საინტერესო იყო დისკოებიც ძალიან ორიგინალური, ქურუმები მხოლოდ ქალები იყვნენ rolleyes.gif

http://pix.ge/

Posted by: tikoroma Nov 25 2012, 04:32 PM

ჰო ეტყობა არხები ამერია, ეგ იყო laugh.gif

Posted by: earth Nov 25 2012, 05:14 PM

მე ვერ ვუყურე, წელიწადში 200 ლარიო რომ ნახო საზღვარგარეთიდანო... ან თვეში ოციო...
სასაცილოა....

Posted by: tikoroma Nov 25 2012, 05:43 PM

რა მაგარია, დისკოს ასლები იყიდება თურმე http://keke.ge/index.php?cat=33&pg=2

Posted by: td......... Nov 25 2012, 06:04 PM

tikoroma
რომ წახვიდე რაბატში, მუზეუმშია გამოფენილი ეს კოლექცია..საინტერესო ნივთებია. ასევე სხვა რაღაცეებიცაა საინტერესო.

Posted by: tikoroma May 17 2015, 09:49 PM

ამბობენ ხვამლის მიდამიოებში რაღაც ხმები ესმის მოსახლეობასო და საერთოდ, სულაც არაა მშვიდი ადგილიო.
ზუსტად არ ვიცი რა ესმით, რა ჰგონიათ, გაკვრით ახსენებენ ხოლმე ინტერვიუებში

Posted by: tikoroma May 25 2015, 02:27 PM

სადაზღვევო კომპანია ,,არდი“-ს მხარდაჭერით ლეჩხუმში, ხომლის მთაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები ივნისში დაიწყება. ამ ექსპედიციას არქეოლოგი დავით სულხანიშვილი ხემძღვანელობს.
მისი თქმით, ხომლის მთა არასდროს შესწავლილა და მასზე სამუშაოების ჩატარება, სწორედ ამის გამო გადაწყდა.

ხვამლი, იგივე ხომლი კირქვული მასივი ლეჩხუმში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, 2002 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა, რომელზედაც ზევსის ბრძანებით პრომეთე მიაჯაჭვეს .
არქეოლოგი ვარაუდობს, რომ მთაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდება და არქეოლოგიური სამუშაოები ძალიან საინტერესოდ წარიმართება.
„სამუშაოების დაწყებას გულის ფანცქალით ველოდებით. რა იქნება წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო იქნება. სამუშაოები დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება“, - აცხადებს სულხანიშვილი.

სადაზღვევო კომპანია ,,არდიში“ აცხადებენ, რომ მსგავსი ექსპედიციები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა უფრო ახლოს და დეტალურად გავიცნოთ საქართველოს ისტორია. ამიტომ ,,არდი“ ყოველთვის მზად არის მსგავსი არქეოლოგიური ექსპედიციების განხორციელებას ხელი შეუწყოს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/331380-ardi-dazghvevis-mkhardatcerith-khomlis-mthis-unikaluri-arqeologiuri-kvleva-itsyeba.html

Posted by: ano May 26 2015, 12:08 PM

არ ვიცი სად წავიკითხე შესაძლოა აქ
მაგ გამოქვაბულში ხალხი ცხოვრობსო, და ხმები გამოდისო შესვლას ვერ ახერხებენ
მანდ თუ ნუნისში ან ეგენი ერთიანია საერთოა, ნუნისი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ხვამლის მთა საერთო გვირაბები აქვთო
მეორე ვერსიით ხალხი ზის დიდი ზომის უფრო სწორად სხვადასხვა ზომის ხალხიო biggrin.gif

Posted by: tikoroma May 26 2015, 12:15 PM

ხვამლზე გამიგია, ახლო მახლო მოსახლეობას რაღაც ხმები ესმით ხოლმეო და ვისი ხმა შეიძლება იყოს, ვარაუდებსაც არ შევხვედრივარ

Posted by: tikoroma Aug 23 2018, 02:15 AM

მოგესალმებით ყველას

ხვამლის მიდებარედ იგეგმება ორი ჰესის მშენებლობა 2019 წელს- . "ტვიშჰესის" და "ნამახვანჰესის"; მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ.
ეს მშენებლობები, გარდა იმისა რომ იმერეთის 16 სოფლის დატბორვას ითვალისწინებს, ხვამლის მიდებარე მღვიმეების ბეტონით ამოსვებას და მდინარეების კალაპოტის შეცვლასაც ითვალისწინებს. მათ შორის, მდ.ვერძისთავას, რომელიც ხვამლზე ფილმებშია ნახსენები. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ, შეუძლებელი გახდება ხვამლის გამოკვლევა, მასთან მიახლოება.
ხოლო რას არგებლობას მოუტანს ჰესები ქვეყანას, ბუნდოვანია.
არსებობს კომუნისტობის დროინდელი კვლევები, რომლის მიხედვითაც ამ ადგილას ჰესის აგება უსაფრთხო არ არის. მაშინ ეს პროექტი შეუჩერებიათ. დღეს კი სოლიდური ინვესტიციის მოზიდვის მიზნით უსაფრთხოებას არად აგდებენ, არც ქართული სოფლების ჩაძირვას და გაჩანაგებას.
კომპანიას დაწყებული აქვს მიწების შესყიდვა ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ბევრი უწევს წინააღმდეგობას და მათ გვერდით უნდა დავუდგეთ, თუკი მართლა რაიმედ ვღირვართ.
ჩემმა მეგობრებმა შექმნეს ჯგუფი ფეისბუქზე ერთად ხვამლის გადასარჩენად https://www.facebook.com/groups/2061444030740560/
გთხოვთ შემოგვიერთდით
ეგე ერთად შევძლოთ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ პროექტებს


Posted by: jarmen Sep 21 2018, 02:41 AM

ხვამლის თემა მნიშვნელოვანია, რაღაცებზე ვიმუშავე და მაქვს შედეგები, პროსტა არ ვწნდობი იმ ხალხს ვინც ითავა ეს საქმე, არ არიან ბოლომდე მიმყვანები, საქმე ისე მიყავთ ბოლოს რომ თქვან "ყველაფერი ვეცადეთ და ეზოთერიკები არ დაგვიდგნენ გვერდში"_ო. გეფიცევი შენ თავს მაგარი ექსტრასენსი ვარ და ვგრძნობ სულით და ხორცით თან რავიცი სადაც ამდენ მილიონს დებენ ერთი მილიონით კი დაავიწყებენ ბევრს ეზოთერიკას გაუჭირდებათ თუ რა. იდეაში ვალიდან მაქვს მეტი დრო თუ გინდათ ვითანამშრომლოთ თუ არა და მარტოც მივიყვსნ ამ საქმეს...

Posted by: tikoroma Sep 22 2018, 07:17 PM

jarmen

ციტატა(Jarmen @ 21st September 2018 - 02:41 AM) *
ხვამლის თემა მნიშვნელოვანია, რაღაცებზე ვიმუშავე და მაქვს შედეგები, პროსტა არ ვწნდობი იმ ხალხს ვინც ითავა ეს საქმე, არ არიან ბოლომდე მიმყვანები, საქმე ისე მიყავთ ბოლოს რომ თქვან "ყველაფერი ვეცადეთ და ეზოთერიკები არ დაგვიდგნენ გვერდში"_ო. გეფიცევი შენ თავს მაგარი ექსტრასენსი ვარ და ვგრძნობ სულით და ხორცით თან რავიცი სადაც ამდენ მილიონს დებენ ერთი მილიონით კი დაავიწყებენ ბევრს ეზოთერიკას გაუჭირდებათ თუ რა. იდეაში ვალიდან მაქვს მეტი დრო თუ გინდათ ვითანამშრომლოთ თუ არა და მარტოც მივიყვსნ ამ საქმეს...

მე ვენდობი ჩემს თავს ჟარმენ
უბრალოდ , ვფიქრობ ცოტა რამ შემიძლია
ამიტომ სხვებზე ვარ დამოკიდებული
არ შეიძლება ამ საქმის მიტოვება
არც ქვეყნისთვის, არც იდეიისთვის

Posted by: jarmen Sep 22 2018, 09:55 PM

რას აკეთებთ?
მე მაგალითად ძალიან ბევრი დრო დავხარჯე, ბევრი ადამიანი ვნახე ბევრი ინფორმაცია მოვიძიე კანონმდებლობა გადავამოწმე, მოკლედ მაქვს გარკვეული ქეისი.

Posted by: tikoroma Sep 22 2018, 10:08 PM

ჩვენ ადგილობრივ აქტივისტებს დავუკავშირდით და მათ პროტესტს შევუაერთდებით. გვირჩევნია გაერთიანება, თან ოფიციალური სტრუქტურები არ გიპასუხებენ , არ მოგაწვდიან ინფორმაციას, თუ არ ხარ უშუალოდ დაზარალებული მხარე. გეუბნებიან, სენ ვინა ხარ, რა გინდა, შენ არ გეხება... და ა.შ. გბლოკავენ ყველანაირად.

ერთი რაც გვთხოვეს იმათ, ეპტიციას რომ დავწერთ, ხელმოწერები მოგვაგროვებინეთო და ამ ტემის გაპიარებაში დაგვეხმარეთო.
დანარჩენი ინფორფმაცია ჯგუფში იკითხე

Posted by: tikoroma Sep 22 2018, 10:09 PM

მე პირადად მისტიკასთან ძალიან ცოტა კავშირი მაქვს

Posted by: jarmen Sep 22 2018, 10:14 PM

ანუ ისევ იქ ხართ სადაც იყავით ერთი თვის წინ. საქმე ესეა, პეტიციის დაწერას არაფერი არ უნდა ხვალვე დავწერ საჭირო რომ იყოს მაგრამ ეს არ არის სავალდებულო შესასრულბელი.ამიტომ მე მატერიალურ ნაწილზე ვმუშაობ რეალურ და ხელშესახებ არგუმენტებზე, ეს უკვე სხვა ეტაპია და რუპორების ნაცვლად საქმის მკეთებელი ხალხია საჭირო, კარგი ჟურნალისტები კარგი ეკონომისტები ან კარგი პიარშიკები თუ გყავთ?

Posted by: tikoroma Sep 22 2018, 10:25 PM

მეც კი დავწერ მარა თუ ერთიანობით გვინდა რომ ვიმოქმედოთ, ვინცაა საქმის ხელმძღვანელი, იმას უნდა მივყვეთ.
ის ხალხი ელოდებოდა დოკუმენტის გასაჯაროვებას. თუ არ გასაჯაროვდა და არ გაიგე დეტალები რას ითვაისწინებს ჰესის პროექტი, რას ეწინააღმდეგები აბა?
კარგი, აგროვდა 10 ათასი ხმა და დაიწყეს განხილვა პარლამენტში, რითი უნდა დაუსაბუთო?
კი, ბატონო, შეიძლება თქვა, რომ ბევრს ვერაფერს აკეთებენო, მაგრამ არ ვენდობი - ნიშნავს რომ აფერსიტები ვართ და ამას ვერ მივიღებ, ბოდიში
შენ თუ მეტს შეძლებ და გაიმარჯვებ, მაგას რა სჯობს. წარმატებებს გისურვებ. ჩვენც ეგ გვინდა, ნებისმიერი გზით შეწყდეს ეგ პროექტი.

Posted by: jarmen Sep 22 2018, 10:26 PM

ვინ არიან თქვენი ხელმძღვანელები?

Posted by: tikoroma Sep 22 2018, 10:26 PM

კიდევ ერთი საკითხია, მანგალა არ საუბრობს ღიად დეტალებზე. მე მისი იმედიც მაქვს. როცა დამიძახებს, დავეხმარები რაც შემეძლება

Posted by: jarmen Sep 22 2018, 10:29 PM

მანგალას მეც ვენდობი, მაგრამ მანგალამ სხვას აბარია საქმე და ისინი აკეთებენო და მე ვისზეც გავიგებ თუ მართლა იმათ ენდო ჩათვალე მირჩევნია მარტომ ვაკეთო ვიდრე იმბიცილებთან, რომლებიც ძალიტ ჩააგდებენ საქმეს და თუ რამეს აკათებენ მხოლოდ პიარისთვსი და გამორჩენისთვის.

Posted by: tikoroma Sep 22 2018, 10:36 PM

ჰო, ნუ მას ემეც დამიკავშირდნენ, მარა რო გავიკითხე აფერისტები იყვნენ და შევეშვი იმათ.
მე ვისზეც ვიცი,რომ ვეკონტაქტებით გაჩვენებ ფეისბუქში

Posted by: starscream Sep 23 2018, 06:21 PM

თუ რამე არის ხვამლზე სანამ დრო არ მოვა არაფერი არ გაიხსნება მე ესე ვფიქრობ და რაც შეგვიძლია ეს არის ხელი შევუშალოთ მანდ ჰესების მშენებლობას

Posted by: jarmen Sep 23 2018, 06:34 PM

starscream

კი მაგაზე ვმუშაობთ ზუსტად, რარაც ძველი წინასწარმეტყველებაა და წყევლა რომ დროზე ადრე არ უნდ აგაიხსნას მაგრამ თუ დაიტბორა არც არასდროს გაიხსნება, საერთოდ განადგურდება.

Posted by: starscream Sep 23 2018, 06:41 PM

ხვამლის მთის თემა ყოველთვის ამოდის როცა ხალხს უჭირს მაგრამ ჯერ არაა ეგ გაჭირვების დრო მოსული მერე მეორე რომც გაიხსნას და რომც აღმოჩნდეს მანდ რამე სერიოზული რაც გადის ტრადიციული მეცნიერების გარეთ ეგრევე ჩამოვლენ უცხოეთიდან გლობალური მაფიის წარმომადგენლები და დახურავენ ჩვენი ხელისუფლებაც დაემორჩილება დაჟე დაცვასაც დააყენებს ხალხში ინფორმაცია არ გამოვა რაც გამოვა ჭორები და ვარაუდები იქნება ისევ იმიტომ რომ ჩვენ ხალხს ფული არ ააქვს რომ დამოუკიდებლად ჩაატარონ კვლევა სერიოზული წამყვანი ტექნოლოგიებით რასაც ფული უნდა თავისთავად და დაფინანსება.

Posted by: jarmen Sep 23 2018, 06:45 PM

ბევრი ვარაუდია ხვამლზე მაგრამ არა მარტო ამ მიზეზების გამოა რატომაც ვცდილობთ რომ გადვარჩინოთ დატბორვას

Posted by: earth Sep 23 2018, 08:26 PM

ან ხომ შეიძლება უკვე იციან რა არის ხვამლის მთაში და მაგიტომაც უნდათ დატბორვა?

Posted by: jarmen Sep 23 2018, 11:33 PM

კი მასეც შეიძლება ვივარაუდოთ, ლაგრამ უბრალოდ ვარაუდის დონეზე.

Posted by: tikoroma Sep 25 2018, 04:14 PM

დღევანდელი ინფორმაცია

"მოსახლეობას სთავაზობენ კომპენსაციას ლარებში 4-8-12 ლარი კვმ, გააჩნია ადგილს სავარაუდოდ. ვინ იძლევა კომპენსაციას ლარებში ან ბინ თანხმდება ამას? ისევ ჩვენთან თუ მოხდება მსგავსი მარაზმი!
ფაქტია თანხმდებიან.

ასევე გაირკვა, რომ ამ კომპანიას აქვს წინა მშენებლობიდან მოყოლებული ფინანსური პრობლემები - აჭარის შუახევის ჰესის გვირაბები ჩანგრეულა და აქედან მოყოლებული ვალი აქვთ და ახალი დაფინანსება არ არისო. მაინც არ ტყდებიან თურმე...მაგრამ არ აქვთ საქმე კარგად. პლუს ამას მსოფლიო ბანკის დასკვნამაც როლი ითამაშა. წამგებიანი პროექტებია ესენი...

13 სექყემბერს იყო შეხვედრა, ადგილობრივები, კომპანიის წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე, გუბერნატორები, გამგრბლები და აშ. არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ გადაწყვეტილა, მაგრამ ფაქტია ხალხი ცდილობს.
19 სექტემბერს ოფიციალური მიმართვა მიუვკდა პარლამენტს და უახლკეს ხანში განხილვა თხოვეს.
ამ დღეებში იწყებენ მუშაობას პეტიციაზე რომ ხვამლის ტერიტორიას მიენიჭოს დაცული ადგილის სტატუსი.
ეს საქმე რომ დაიწყება, მაშინ დაგვჭირდება ყველას თანადგომა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა მოგროვდეს."

ჯგუფი ფეისბუქზე ერთად ხვამლის გადასარჩენად
https://www.facebook.com/groups/2061444030740560/?multi_permalinks=2079217338963229&notif_id=1537877157831864&notif_t=group_activity

Posted by: INVICTUS Sep 25 2018, 04:51 PM

ხელმოწერა რას მოიტანს?

Posted by: tikoroma Sep 25 2018, 04:59 PM

INVICTUS
პარლამენტი განიხილავს ხალხის მოთხოვნას

Posted by: INVICTUS Sep 25 2018, 05:07 PM

tikoroma
გასაგებია.

იმედია ხალხის სასარგებლოდ გადაწყდება, ან ამდენი ჰესები ჩვენ რად გვინდა, თუმცა გავყიდით ალბათ ჭარბ ელ.ენერგიას

Posted by: tikoroma Sep 25 2018, 05:14 PM

საქმეც მაგაშია, რომ პირველ ეტაპზე მაინც ჩვენვე ვყიდულობთ, 36 წელი მგონი, ვალდებულია სახელმწიფო მატან შეისყიდოს ელენერგია. ფასიც არ არის მდგრადი და მოსალოდნელია ზრდა, არაა გამოკვეთილი, რომ ადგილობრივები დასაქმდებიან. კვლევები ფეისბუქ ჯგუფში დევს. შეგიძლია თავად დასერჩო "მწვანე ალტერნატივა" -ს კვლევები, საიტზე უდევთ რამდენიმე სტატია ამის შესახებ

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)