IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> მანდალა
tikoroma
post Apr 5 2013, 11:46 PM
Post #21


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა










--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 6 2013, 01:28 PM
Post #22


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სხვადასხვა სულიერ ტრადიციაში, მანდალები გამოიყენება სასწავლო იარაღად ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. დევიდ ფონტანას მიხედვით, მის სიმბოლურ ბუნებას შეუძლია დაეხმაროს ქვეცნობიერის ძლიერ ღრმა დონეების მიღწევაში, სრულად ეხმარება მედიტატორს, გამოცადოს სრული ერთობის გრძნობა კოსმოსთან მის მრავალფეროვან ფორმებთან ერთად - თურმე.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 6 2013, 05:41 PM
Post #23


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მანდალას შექმნა ყველას შეუძლია. ეს არა მხოლოდ ამშვიდებს, არამეტ ხსნის ადამიანს, ათავისუფლებს...აწონასწორებს.

თუ გადაწყვიტეთ მანდალას შექმნა, პირველ რიგში გასათვალისწინებელია , რომ ის აუცილებლად უნდა იყოს მრგვალი ფორმის. ცენტრიც ასევე აუცილებელია. შიგნით შეგიძლიათ სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების და ფერების გამოყენება. მანდალა შეიძლება პრაქტიკული დანიშნულებითაც გამოვიყენოთ, ვთაქვათ რაიმე პრობლემის გადასაწყვეტად (გავიხსენოთ ფილმი სეკრეტი და ასევე ჩვენი ფორუმელი ზაზას ლექცია, ვინც დაესწრო...biggrin.gifbiggrin.gif) ან რაიმე სურვილის შესასრულებლად. მაგრამ არ იჩქაროთ, ჯერ ჩმოყალიბდით რა გინდათsmile.gif ასევე მნიშვნელოვანია ფერების და ფორმების გათვალისწინებაც. მათ სიმბოლური დატვირთვა აქვთ. თუ დაღლილი ხართ ჯობია არ დაიწყოთ მანდალის გაკეთEბა. დაისვენეთ, დამშვიდდით, მოდუნდით, მცირე სუნთქვითი ვარჯიში ამაში დაგეხმარებათ. შემდეგ უკვე შეგიძლიათ შეუდგეთ საქმეს. თუ იგრძნობთ რომ მეტი აღარ გეხატინებათ არც გააგრძელოთ, შინაგან შეგრძნებებს მიჰყევით და აუცილებლად იგრძნობთ როდის უნდა გაჩერდეთ. smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ჯი-ნია-ნი...
post Apr 6 2013, 06:38 PM
Post #24


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 186
Joined: 26-October 11
From: tbilisi
Member No.: 6,596

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მანდალა სურვილის შესასრულებლად? ეგ როგორ?
ზაზას ლექციას არ დავსწრებივარ :/


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 6 2013, 07:22 PM
Post #25


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯი-ნია-ნი
ზაზას მანდალაზე არ უსაუბრია, მან ისაუბრა იმაზე, რომ გახსნა ახალი ვარიანტი -ფილმი სეკრეტი ხო იცი, იმის მსგავსი რაღAც.. ნუ ეს თემას არეხება.
მანდალა კი ძლიერი ენერგეტიკული აკუმულატორია. მას სამყაროს მაკეტსაც უწოდებენ. მოკლედ რომ წარმოიდგინო რომ მანდალა სამყაროა, მტლაიან ყველაფერიანად, კოსმოსით და ყველაფრით და ცენტრში დგახარ შენ. მანდალის ცენტრი ითვლება ღმერთად, ანუ სამყაროს ცენტრად, ეს წერტილი არს ის ვინც შექმნა ყველაფერი მის გარშემო. თუ შენ წარმოიდგენ რომ ხარ შEმოქმედის ნაწილი, ან ხარ ის და შენ გარშემო სამყაროა, გამოდის რომ შენ ქმნი მას თავად. ხოდა ჯერ უნდა ჩამოყალიბდე რა გინდა და რატომ. რისი შეცვლა გინდა. თუ რამე სურვბილი გაქვს უნდა ჩAმოაყალიბო კონკრეტულად. უბრალოდ მინდა ბევრი ფული , ან მინდა ჯანმრთელობა, ან მინდა სახლი , ან მინდა მშვიდობა არ გამოვა. smile.gif ხოდა დაკონკრეტდი. თან კიდევ ერთი რამე. შენი სურვილი არ უნდა ვნებდეს ვინმეს-თუ ასეა ის არ ასრულდება. მოკლედ სურვილების ჩათქმა მთEლი ფილოსოფიაა! biggrin.gif ხოდა როდესაც ამას გაარკვევ შეგიძლია შEქმნა მანდალა და ამ პროცესის დროს იმეორო შენი სურვილი, გინდა დაწერე და წაიკითხე თAნ ხატე. თAნ უნდა ჩAდო ეს სურვილი მანდალაში შენი შეგრძნებებით. როდესაც იგრძნობ , რომ დაასრულე გაჩერდი. შეგიძლია ეს მანდალა თან ატარო, ან სადმე დაკიდო და რომ შეხედავ გაიხსენო რაც ჩAუთქვი. ის გაუკეთებს ამ სურვილს გენერირებას და ის აუცილებლად ახდება! smile.gif

ხო რაც შეეხება ფერებს და ფორმებს. არ უნდა დახატო ტეხილი, უხეში ხაზები... წრე სრულყოფილებაა-სამყაროა. შუაში ცენტრი წერტილი შენ ხარ -შემოქმედი. ოვალი ცოდნის, ასევე წყლის სტიქიის სიმბოლოა. კვადრატი სტაბილურობაა, სიმყარე, ძალა, სიხარული. სამკუთხედი წვეტით გარეთ-მამაკაცური ენერგიის მატარებელია, სამკუთხედი შიგნით ქალურის. ზოგადად სამკუთხედი ოჯახის სიმბოლოცაა, დროის , ჰარმონიის სიმბოლოც. ბედნიერების ისმბოლო შეიძლება გამოვიყენოთ გული, ან ხუტფურცლიანი ყვავილი. სპირალები რომელიც იხსნება საათის მიმართულებით განვითარებას აღნიშნავს, რომელიც საათის მიმართულებით იხვევა შიგნით, თვითჩAღრმავებას და თვითშემეცნებას ნიშნავს. ფერები კი პირველ რიგში შენ როგორც გესმის ისე გამოიყენე, თუმცა მათაც დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად.

თეთრი-ღვთიური ფერია, ასევე სიწმუნდის, სინათლის, სიკეტის სიმბოლოა.
ყვითელი სიხარული, წარმატება, ბედნიერება.
წითელი სექსუალური ენერგია, წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა
მწვანე-განვითარება, ზრდა, სიმშვიდე, სიკეთე
ყავისფერი -მიწა, მშვიდობა, უსაფრთხოება(სახლი)
ნაცრისფერი-შემეცნება, შრომისმოყვარეობა
შავი-სექსუალური ენერგია, დაფარული ინფორმაცია, საიდუმლო ცოდნა.
ლურჯი-გონიერება, ცოდნა
ცისფერი -იმედი, განვითAრება, წინსწრაფვა
იისფერი-სიბრძნე, შემოქმედება
ნარინჯისფერი-სიხარული, სასიცოცხლო ენერგიი სსიმბოლო

მოკლედ შეიძელაბ თქვანი ინტერპრეტაციითAც დახატოთ და სხვადასხვა სიმბოლოებიც დაურთოთ. ცხოველებიც, მცენარეებიც და ასე შემდეგ! smile.gif
შAვი


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 6 2013, 09:07 PM
Post #26


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,134
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
მადლობა საინტერესოა, ხატვა მომინდა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 6 2013, 09:31 PM
Post #27


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თდ
ეს ყველაფერი არ ვიცოდი და ძალიან საინტერესოა. მე ის მომეწონა, რომ მანდალას შექმნა პრაქტიკაა ერთგვარი - გონების და ყურადღების ფოკუსირება ხდება ერთ წერტილზე და მედიტაციას აიოლებს, ვიზუალიზაციას აძლიერებს და ა.შ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 6 2013, 09:34 PM
Post #28


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
რათქმაუნდა..smile.gif მითუმეტეს თუ მას შენთვითონ დააპროგრამებ კიდევ უფრო გაგიადვილებს მიზნების მიღწევას..smile.gif სურვილი ხომ სხვადასხვგავარი შეიძლება იყოს, როგორც მატერიალური ისე სხვა სახისაც..smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 6 2013, 09:41 PM
Post #29


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მანდალას ცქერაც იწვევს თურმე რაღაც-რაღაც გრძნობებს ადამიანში smile.gif ანუ მედიტაცია მანდალასთან ერთად, უბრალოდ ცქერა - არა. გავიგებ მალე ზუსტად და გამოვცდი biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 6 2013, 09:51 PM
Post #30


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
smile.gif საინტერესოა.. შენ რასაც ამბობ ეგ არის მანდალას ტრადიციული , კლასიკური გამოყენება.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ჯი-ნია-ნი...
post Apr 7 2013, 12:27 AM
Post #31


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 186
Joined: 26-October 11
From: tbilisi
Member No.: 6,596

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
ძალიან საინტერესო იყო, გმადლობ..
ადრე იუთუბზე ვუყურე მანდალას დამზადებას, თუმცა იქ თვითონ იღებდა ფორმებს, საღებავს ასხავდნენ და.. ძალიან ლამაზი კი იყო..
ახლა ვცდი ისე,შენ როგორც თქვი, ხატვა კი არ მეხერხება მაგრამ გულით გავაკეთებ..
მთავარია ჯერ ჩამოვყალიბდე რა მინდა


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 7 2013, 12:43 AM
Post #32


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუ რა კარგი თემაა, მანდალაზე ვიცოდი რომ მედიტაციაში გამოიყენება, ასევე საკუთარი თავის შეცნობაში,

აქ დავდებ: საქართველოში აღმოჩენილ დისკოებზე კოსმოსის საიდუმლო ინახება
ქართველ ქურუმ ქალებს სხვა განზომილებაში გასვლა შეეძლოთ

გასული საუკუნის 70–იან წლებში ქართველმა არქეოლოგებმა ბორჯომის ხეობაში, კვირაცხოვლის სამაროვანში, ქურუმ ქალთა სამარხები აღმოაჩინეს. ყველა ემბრიონის პოზაში იყო დამარხული და გულზე დისკო ეკიდათ. სულ 25 დისკოა აღმოჩენილი. მათი დიამეტრი 21–23 სმ–ია და ზედ სხვადასხვა ორნამენტია გამოსახული. დისკოებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, მეცნიერები დღემდე სწავლობენ.
გასული საუკუნის 70–იან წლებში ქართველმა არქეოლოგებმა ბორჯომის ხეობაში, კვირაცხოვლის სამაროვანში, ქურუმ ქალთა სამარხები აღმოაჩინეს. ყველა ემბრიონის პოზაში იყო დამარხული და გულზე დისკო ეკიდათ. სულ 25 დისკოა აღმოჩენილი. მათი დიამეტრი 21–23 სმ–ია და ზედ სხვადასხვა ორნამენტია გამოსახული. დისკოებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, მეცნიერები დღემდე სწავლობენ. ჯერჯერობით მათ შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან მათი სრულყოფილი შესწავლა არ მომხდარა.
მეტაფიზიკოსი ნაზი ხანიაშვილი თვლის, რომ დისკოები ქურუმ ქალთა სარიტუალო ნივთი იყო და მათი საშუალებით ქურუმები სხვა განზომილებაში, ასტრალში გადადიოდნენ, ზეციურ ძალებს უკავშირდებოდნენ. მეცნიერის აზრით, საქართველოში აღმოჩენილ დისკოებზე სამყაროს შესახებ უზარმაზარი ინფორმაცია ინახება. იგი გვიამბობს, რა დასკვნებია გაკეთებული ამ უძველესი ნივთების შესწავლის შედეგად.

– ქალბატონო ნაზი, დისკოებს ყველა ქურუმი ატარებდა?
– დისკოები უმაღლეს ქურუმებს, იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომთ ჰქონდათ. მათ დისკოს ქმედებაში მოყვანა შეეძლოთ.
– ემბრიონის პოზაში რატომ მარხავდნენ?
– არქეოლოგიური მასალები მიგვითითებს, რომ ძველ დროში ყველას ემბრიონის პოზაში მარხავდნენ. მაშინდელი კოსმიური აზროვნებით, ყველა ადამიანი დედაში, ანუ საწყისში უნდა დაბრუნებულიყო. საწყისში დაბრუნება კი მხოლოდ ემბრიონის პოზაში შეიძლებოდა. ქალებს მარცხნივ გადაბრუნებულს კრძალავდნენ, კაცებს – მარჯვნივ. დისკოები მზის წნულთან აქვთ დადებული. ქურუმი ქალები სამყაროს შესახებ უზარმაზარ ცოდნას ფლობდნენ. ეს ცოდნა დისკოებსაც ეტყობა. ჩემი აზრით, ეს დისკოები იგივე მანდალაა.
– მანდალა რა არის?
– მანდალა ბუდისტურ მითოლოგიაში საკრალური სიმბოლო, სარიტუალო საგანია. მისი საშუალებით ქურუმები უზენაესს უკავშირდებოდნენ და მის ნებას იგებდნენ. მანდალათი სხვა განზომილებაში რიტუალურ გადასვლას ასრულებდნენ. მსოფლიო მითოლოგიაში მანდალა ღმერთთა სამლოცველოა. ღვთაებები ციდან მანდალას ცენტრში, ლოტოსის ადგილზე ეშვებიან და ნაყოფიერების, წარმატების, სიუხვის აქტს განახორციელებენ. რიტუალის წარმმართველი მანდალას ცენტრში დგება და ელოდება ღვთაებრივ სულს, რომელიც მასზე უნდა გადავიდეს. მანადალა განსაკუთრებულ ენერგიას ანიჭებს მის ცენტრში მყოფ მლოცველს და მასთან კავშირს ამყარებს.
წარმართობის პერიოდის სალოცავებს თითქმის ყველა ქვეყანაში მანდალას ფორმა ჰქონდა. ტიბეტის, ინდოეთის ბევრი საკულტო ნაგებობა მანდალას პრინციპზეა აგებული. ჩინეთის იმპერატორის სასახლეშიც უზარმაზარი მანდალაა გამოსახული. ჩემი აზრით, მთლიანად სამყარო არის დიდი მანდალა, ე. წ. შავი ხვრელი კი – მანდალას ცენტრი, სადაც ციური სხეულები სხვა განზომილებაში გადაადგილდებიან. ინდოეთში მანდალების შესახებ უზარმაზარ ცოდნას ფლობენ. ენციკლოპედიებშიც ამომწურავი ინფორმაციები არსებობს. ბორჯომის სამარხებში აღმოჩენილი დისკოების და მანდალას აგების პრინციპი ერთმანეთს ემთხვევა.
– შავი ხვრელის შესახებ მეცნიერები ბევრს ბჭობენ. დაზუსტებით არავინ იცის, მის მიღმა რა ხდება. თქვენ დასკვნა რის საფუძველზე გააკეთეთ?
– ამ თემაზე ორი წლის წინ ცნობილმა ფიზიკოსმა გია დვალმა საქართველოში ძალიან საინტერესო ლექცია წაიკითხა. ის ამერიკის წამყვან ფიზიკოსებთან ერთად კოსმოსის, კერძოდ კი, შავი ხვრელის მიმართულებით მუშაობს. მეცნიერთა აზრით, სამყარო მთლიანობაში არის მბრუნავი კონუსი, რომელშიც სპირალურად მბრუნავი კოსმიური ენერგია ციურ სხეულებს შავი ხვრელის მიმართულებით გადააადგილებს, სადაც ისინი შთაინთქმებიან. უცნობია, რა ხდება შავ ხვრელში და მის იქით, როგორ იტევს შავი ხვრელი იმ მოცულობის მატერიას. ბატონი გიას ლექციას მეც ვესწრებოდი. სწორედ იქ გამოვთქვი აზრი, რომ შავი ხვრელი მანდალას ცენტრია. მანდალა არის კოსმოსური მოწყობილობა, ერთგვარი სარკმელი, რომლის საშუალებითაც სამყაროს სხვა განზომილებაში გასვლაა შესაძლებელი.
სხვათა შორის, მთა–თუშეთში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც ძალიან საინტერესო გამოსახულებებია. მასზე ზეციური ნავი და შავი ხვრელია გამოსახული.
– საქართველოში აღმოჩენილ დისკოებზე რა არის გამოსახული?
– ქართულ დისკოებზე რუნებია გამოსახულია. რუნები არის დაშიფრული ანბანი. მეცნიერებმა ჯერჯერობით მხოლოდ 25–მდე რუნი ამოიცნეს, დანარჩენი კი უცნობია. რუნების ბოლომდე გაშიფრვა ვერც ერთმა მეცნიერმა შეძლო. ქართული დისკოები იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ მათზე ის რუნებია გამოსახული, რაც მსოფლიო მეცნიერებისთვის უცნობია. აქამდე უცნობი რუნები მთა–თუშეთში აღმოჩენილ ქვაზეც არის გამოსახული. რუნებში სამყაროზე, ღმერთსა და ადამიანზე დიდი ცოდნაა ჩადებული. უზარმაზარი ინფორმაცია კი ანბანით არის დაშიფრული. მე რამდენიმე დისკო გამოვიკვლიე და თითოეულზე სხვადასხვა, მეცნიერთათვის აქამდე უცნობი რუნებია გამოყენებული.
– თქვენი აზრით, ყველა დისკოზე სხვადასხვა ინფორმაცია ინახება?
– ჩემი აზრით, დისკო საგანგებოდ იმ ქურუმისთვის დგებოდა, რომელსაც უნდა ეტარებინა. სხვა იმ დისკოს ვერ გამოიყენებდა. საკრალური მნიშვნელობა და დატვირთვა მხოლოდ პატრონის ხელში ენიჭებოდა. ამ დისკოების კვლევისას თავს უცნაური რამ გადამხდა – მე ერთ–ერთი დისკოში შესვლა მოვახერხე.
– რას გულისხმობთ?
– კატალოგს ვათვალიერებდი და ჩემი ყურადღება ერთმა დისკომ მიიპყრო. მან ისე მიმიზიდა, რომ თვალი ვერ მოვწყვიტე, სხვა ფურცელი ვეღარ გადავშალე. მეტაფიზიკური გამოცდილებით ვიცი, რომ ასეთ დროს გარკვეულ ინფორმაციას ვიღებ. უცნობმა ძალამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ თვალები დამეხუჭა და ხელი დისკოზე დამედო. სწორედ ასე მოვიქეცი. ეს გავაკეთე თუ არა, ჩემ თვალწინ ეს დისკო გაჩნდა. მასზე გამოსახულმა ყველა ორნამენტმა წრიული მოძრაობა დაიწყო. ჯერ ნელა მოძრაობდა, მერე კი – დიდი სისწრაფით. ერთიანობაში რაღაც ქარბორბალას მსგავსი კონუსი წარმოიქმნა, რომელიც სპირალურად, დიდი სისწრაფით, წინ გადაადგილდებოდა და გვირაბს ქმნიდა. მე კი ცენტრში განთავსებულ პატარა წრესთან ვიყავი. მასთან ერთად მეც გადავაადგილდებოდი. ბოლოს ისევ მომეწოდა ინფორმაცია, რომ თვალი გამეხილა და უკან დავბრუნებულიყავი. მივხვდი, რომ იქ იყო ზღვარი, რომლის მიღმაც არ უნდა გადავსულიყავი, თორემ ჩემი ცხოვრება დამთავრდებოდა.
– უცნობ ძალას რისი მინიშნება უნდოდა?
– მიმახვედრა, დისკოს სინამდვილეში რა დანიშნულება ჰქონდა. მისი დახმარებით ქურუმი ქალები სხვა განზომილებაში გადადიოდნენ. რელიგიური რიტუალის დროს დისკო მთავარ როლს ასრულებდა. სხვათა შორის, შესვლა მხოლოდ ერთ დისკოზე მოვახერხე. იმავე მეთოდით სხვა დისკოებზეც ვცადე შესვლა, მაგრამ უშედეგოდ. მერე ისევ იმ დისკოზე ვცადე და იგივე განმეორდა.
– ესე იგი, თქვენ ასტრალში გახვედით?
– ბოლომდე ვერ ავხსნი იმას, რასაც იმ წუთებში განვიცდიდი.
– ქურუმები ღვთაებებს კითხვებით მიმართავდნენ და მათგან პასუხებს ითხოვდნენ. დისკოს ამ დანიშნულებით გამოყენება თქვენც შეგიძლიათ?
– არა, რადგან ეს უკვე მაგიასთან მიდის და ასეთი რამის გაკეთება გამორიცხულია. მე იმას ვაკეთებ და იმაზე ვსაუბრობ, რისი უფლებაც მაქვს. ასეთ საკითხებთან მიახლოებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს ზღვარი უნდა დაიცვა.


ესეც საქართველოში აღმოჩენილი კიდევ ერთი დისკო

წყარო
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 7 2013, 12:46 AM
Post #33


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ვა ამ დისკოების ფოტოს ამაოდ ვეძებდი რამდენი ხანი, მადლობა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
violetflame
post Apr 7 2013, 03:46 AM
Post #34


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესო ინფორმაციებია - მადლობა. სხვადასხვა განზომილებასა და სივრცეში/დროში გადასვლა მანდალების დახმარების გარეშეც შეიძლება (რა თქმა უნდა ადამიანი ამისთვის უნდა იყოს მზად). ეს შესაძლებელია დღესაც სხვადასხვა პორტალების მეშვეობით, რომლებიც უხილავად ჩვენს გარშემო არსებობენ. მომავალში ეს უფრო და უფრო მეტად შესაძლებელი იქნება და უფრო მეტი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი.

ძალიან ბევრს ლაპარაკობენ საქართველოში დამარხულ რაღაც საიდუმლო ინფორმაციაზე - დღემდე ვერ გავიდე რას უკავშირდება ეს და როდის გახდება ის ცნობილი (ბოდიში თემიდან გადავუხვიე)

tikoroma - ძალიან მომეწონა მეორე მანდალის სურათი (ლურჯი ფერის ფონით და გულებით) - რა დანიშნულება აქვს მას თუ იცით?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 7 2013, 09:53 AM
Post #35


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,134
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლაც ძალიან საინტერესოა, ano იქნებ გაქვს სხვა სურათებიც დისკოების, დამაინტერესა, მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 7 2013, 09:57 AM
Post #36


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,134
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი ვნახე ერთი სურათი კიდევ:
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 7 2013, 11:07 AM
Post #37


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სხვათაშორის არის პრაქტიკა, ჰოლოტროპკის შემდეგ სპონტანურად მანდალის ხატვა.. ამ დროს ამ=ლბათ ბოლომდე თAვისუფლდება ადამიანი ბლოკებისგან და ერტი ტექნიკა მეორეს ავსებს ამგვარად.

ბორჯომში აღმოჩენილ დისკოებზე მართლაც ბევრი მსჯელობა მიდის და საერთოდ იმ მხარეში ამ მხრივ უდიდესი და ძალიან საინტერესო ინფოა დაცული. გარდა არქეოლოგიური მასალისა არის მეგალიტები. ჩემი დაკვირვებით იქ ყველა ეპოქაში ძლიერი სულიერი კერები იყო და ვიტარდებოდა სხვადასხვა გზებით, მაგრამ ეს ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ რაიმე ენერგეტიკული ცენტრებია-"მესტა სილი", როგორც რუსები ეძახიან.. ალბათ პორტალებიც არის.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 7 2013, 12:43 PM
Post #38


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სვასტიკა გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოში მას ვიცნობთ როგორც ბორჯღალოს

სვასტიკის მნიშვნელობა არაერთგვაროვანია, მაგრამ ძირითადად ის მაინც კოსმიური მოძრაობის, შემოქმედი ძალის, ნაყოფიერების, კეთილდღეობის, აღორძინებისა და მზიური სიბრძნის გამომსახველი ნიშანია.

სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია შუამდინარეთში (შუმერი) და დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება.




ქალის მედალიონი, საქართველო, ძვ. წ. II ათასწლეული.

წყარო
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 7 2013, 12:43 PM
Post #39


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.socialphy.com/posts/art/13084/T...he-Mandala.html აი იმ მანდალას ლინკი, სწრაფი ინტერნეტი არ მაქვს ახლა და მეტ ინფოს ვერ მოვძებნი ჯერ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 7 2013, 02:35 PM
Post #40


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქართული დისკოების შესახებ ფილმი ვნახე, სადაც ყვებოდნენ, რომ ჩვენში მზის კულტი იყო გავრცელებული და ამ დისკოებს რიტუალებისთვის იყენებდნენ. თითქოს ეგვიპტის ფარაონ ეხნატონს ჰყავდა კოლხი (თუ ამ დროს ვინც ცხოვრობდნენ ჩვენში) დედოფალი და მისი ზეგავლენით აღიარა ერთი ღმერთი -მზე ამონი და გაავრცელა ეგვიპტეში მისი თაყვანისცემა. ამ ლინკზეა დაწვილებიტ ეხნატონის შესახებ http://www.graf.ge/?showtopic=824


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 14th May 2024 - 09:42 PM