IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ალექსა ჩიღვინაძე, ყაყაჩოები ლოცულობენ ცისა
ჯი-ნია-ნი...
post Jan 4 2012, 01:35 AM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 186
Joined: 26-October 11
From: tbilisi
Member No.: 6,596

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანამ,თემა გავუხსნათ ალექსასო და..

ალექსა,უთბილესი,უნიჭიერესი ადამიანია,რაც მისი ლექსებიდან,ესეებიდან ჩანს და იგრძნობა..
აი ისიც

სათნოება, დავიწყებული სიტყვაა
და ჰგავს სხვაგანმყოფ საავადმყოფოებს,
ვარდისფერ პალატებში მწოლიარე სევდიანი პაციენტებით.

სასწრაფო მანქანებით დაჰქრიან პოეტები.
მიდიან ერთი ყვავილიდან მეორესთან,
ერთი ვარსკვლავიდან მეორესთან,
ერთი ნიჟარიდან მეორესთან,
და ტოვებენ მათთან თითო წვეთ სისხლს.
უკან დაბრუნებულები ეჯახებიან სიტყვებს,
უეცრად ამოსულებს, მოლივლივე ფიქრების ტბიდან.

წერდე იმაზე ვისაც არ ესმის,
რაც ესმით, იმაშიც ვერ ხედავენ
მწვანე ველს, სადაც ცხოვრობენ თითები,
ბალახის ღეროებზე წამოცმული მარწყვები,
ჭიამაიები, პეპლები, ფერიები, ფისოები,
თავიდანვე დაბნეულობისთვის,
ტირილისთვის განწირულნი.

ყაყაჩოები ლოცულობენ ცისარტყელებზე
და მიიწევენ ჰაერის სვეტებზე,
ნამზევარი ცისკენ.

ლოცვა - ცოცვაა ღმერთისკენ.
ღმერთი კი შეშლილი კოსმონავტია,
რომელიც დიდიხნის წინათ გაფრინდა კოსმოსში.

განთიადისას ნამის პატარა
წვეთები
ენას უყოფენ მინდვრის ყვავილებს
და ახლადგაღვიძებულ ჭიანჭველებს.

შეშინებული სინაზე სწავლობს ფრენას
და ზევიდან დიდი ადამიანებიც
ბავშვებად ეჩვენება.

ვარდისფერი ველოსიპედებით, ავტობუსებით, საჰაერო ბურთებით
პოეტები მიდიან ერთი გულიდან მეორესთან
ერთი თვალიდან მეორესთან
ერთი ყურიდან მეორესთან
და უტოვებენ ლექსებს...

ჩვენ ყველანი წმინდანები ვართ!


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th May 2024 - 09:40 PM