IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ფრიდრიხ ნიცშე - ანტიქრისტე
giorgi.milani
post May 17 2013, 09:47 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





თავი პირველიშევხედოთ ერთმანეთს! ჩვენ ჰიპერბორეელები ვართ და კარგად ვიცით, სად არის ჩვენი ადგილი. “ვერც ხმელეთით, ვერც ზღვით, ვერ მიაგნებთ ჰიპერბორეელთ” - ეს თვის დროზე პინდარმაც კი იცოდა ჩვენ შესახებ. ჩრდილოეთს, ყინულსა და სიკვდილს მიღმაა ჩვენი ცხოვრება, იქაა ჩვენი ბედნიერება. ჩვენ ვიპოვეთ გზა ამ ბედნიერებისკენ. ამ ცოდნას ათასწლეულების ლაბირინთში ვაგროვებდით. ვის აქვს ეს ცოდნა ჩვენ გარდა? დღევანდელ ადამიანს? “არ შემიძლია გამოსავლის პოვნა” - სულ ესაა, რისი თქმაც შეუძლია დღევანდელ ადამიანს. თანამედროვე ცხოვრების სტილმა ადამიანები დააავადმყოფა, მიაჩვია ობმოდებულ მშვიდობასა და მშიშრულ დათმობებს. ტოლერანტობა, რომელსაც გულმოწყალეები იჩენენ ყველაფრის მიმართ, ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ცხელი ქარია. ჯობია იცხოვრო მარტომ, ყინულებით გარშემორტყმულმა, ვიდრე სისულელეებით ნასაზრდოები თანამედროვე კაცობრიობის გვერდით. ჩვენ საკმარისად მამაცები აღმოვჩნდით, არ დავინანეთ არც ჩვენი თავი, არც სხვები, დიდხანს ვეძებდით, საით მიგვემართა ჩვენი სიმამაცე. დავითრგუნეთ, და ფატალიზმი დაგვწამეს. ჩვენი ბედი - მუდმივი დაძაბულობა და თავის გაძლიერებაზე ზრუნვა იყო, გვწყუროდა საგმირო საქმეები, რაც შეიძლება შორს ვიდექით უსუსურების “ბედნიერებისგან”, ვერიდებოდით მათსავით დამდაბლებას. ჩვენი ცა ნელ-ნელა იღრუბლებოდა, რადგან გზას ვერ ვპოულობდით, თუმცა, საბოლოოდ მაინც ვიპოვეთ.





თავი მეორერა არის კარგი? - ყველაფერი რაც ზრდის ძალას და სურვილს, იყო ძლიერი.რა არის ცუდი? - ყველაფერი, რასაც სისუსტე წარმოშობს.რა არის ბედნიერება? - იმის შეგრძნება, რომ ძალა მატულობს და წინაარმდეგობები დაძლეულია.მეტი ძლიერება. და არა თვითკმაყოფილება. ომი, და არა - მშვიდობანებისმიერ ფასად. სუსტი და უვარგისი უნდა განადგურდეს - ეს ჩვენი პირველი პრინციპია. მათ ჩვენ უნდა დავეხმაროთ დაღუპვაში.რა არის ყველა ნაკლზე უარესი? - სიმპათია, რომელსაც სუსტებისა და უვარგისებისადმი იჩენენ - ქრისტიანობა



თავი მესამემე არ ვკითხულობ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს დღევანდელი კაცობრიობა. ჩემთვის მთავარი საკითხია, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი - მიზანდასახული, ძლიერი, სიცოცხლის ღირსი, მომავლის შექმნაზე ორიენტირებული.წარსულში ასეთი ადამიანები არცთუ იშვიათად გვხვდებოდნენ, თუმცა, როგორც წესი, მათი არსებობა იღბლიანი შემთხვევა იყო, გამონაკლისი და არა - სურვილის შედეგი. მათი ყოველთვის ეშინოდათ. და ამ შიშმა შექმნა მეორე ტიპის ადამიანი - ავადმყოფი შინაური ცხოველი - ქრისტიანი.



თავი მეოთხეკაცობრიობა ნამდვილად არ მიისწრაფის უფრო მაღალი განვითარების დონისკენ. ის, რასაც დღეს “პროგრესს” უწოდებენ, სრული სიყალბეა , რადგან დღევანდელი ევროპელი გაცილებით დაბლა დგას, ვიდრე თუნდაც რენესანსისდროინდელი ევროპელი იდგა. ეს “წინსვლა” სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ძლიერდებიან და ვითარდებიან.ისიც მართალია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა კულტურის წიაღში ჩნდება უფრო მაღალგანვითარებული ადამიანი, რომელიც დანარჩენებთან შედარებით, მართლაც რომ ზეკაცია. ეს ყოველთვის ხდებოდა და მოხდება კიდეც. შესაძლებელია,მხოლოდ ინდივიდი კი არა, მთელი რასა, ერი ან ტომი იყოს მაღალგანვითარებული.

თავი მეხუთექრისტიანობამ წამოიწყო სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა ადამიანთა წინააღმდეგ, მათი ყველა ინსტინქტი ცოდვად მონათლა და მათ დათრგუნვაზე დაიწყო ზრუნვა. ქრისტიანობამ შექმნა „ბოროტების“ ცნება ამ ინსტინქტებისგან. ძლიერი ადამიანი კი, რომელიც ამ ინსტინქტებით მოქმედებს, ბოროტების განსახიერებად მიიჩნია. ქრისტიანობა მხარს უჭერს სუსტებს, მდაბიოებსა და არასრულფასოვნებს. მისი იდეალი – სასიცოცხლოდ აუცილებელ ინსტინქტებს დაპირისპირებული ადამიანია. ქრისტიანობამ იერიში გონებრივად განვითარებულებზეც მიიტანა, როდესაც ინტელექტუალურ ღირებულებებს დაუპირისპირდა და ისინი ცოდვის,ცდუნების წყაროდ გამოაცხადა.



თავი მეექვსეჩემს წინ ტრაგიკული და მტკივნეული სურათია - მე გამოვააშკარავე ადამიანთა ნაკლოვანება. ჩემი ეს სიტყვები სულაც არაა მორალის კითხვა. ვამბობ ყოველგვარი მორალური დატვირთვის გარეშე: ნაკლოვანება, რომელზეც მე ვსაუბრობ, ყველაზე ნათლად სწორედ იქ ვლინდება, სადაც ყველაზე დიდი მიდრეკილება აქვთ სათნოებისკენ. ალბათ ხვდებით, რომ ნაკლოვანებაში- დეგრადირებულობას ვგულისხმობ. მიმაჩნია, რომ ყველა ღირებულება, რომელსაც კაცობრიობა ემყარება, სწორედ რომ დეგრადირებულია.მე დეგრადირებულად მიმაჩნია ყველა, ვინც კარგავს თავის ინსტინქტებს, ვინც ირჩევს იმ გზას, რომელიც ზიანს მოუტანს. “მაღალი გრძნობები”, “კაცობრიობის იდეალები” - სწორედ ის ცნებებია, რომლებმაც ადამიანის დეგრადაცია გამოიწვია. სიცოცხლე - გაზრდას, განვითარებას, გადარჩენისთვის ბრძოლას, ძალის მოკრებას, ძლიერებას გულისხმობს. ის, ვინც კარგავს ძლიერების სურვილს, იღუპება. ადამიანთა ეს “უმაღლესი იდეალები” კი სწორედ ამ ძლიერების სურვილსაა მოკლებული, სამაგიეროდ დღეს გაიდეალებულია დეგრადირებულობა და ნიჰილიზმი.



თავი მეშვიდექრისტიანობა - სინანულის რელიგიაა. სინანული კი ეწინააღმდეგება ყველა იმ გრძნობას, რომელიც სიცოცხლის ხალისს გვაძლევს. ადამიანი, რომელიც რაღაცას ნანობს - ძალას კარგავს. სინანული წარმოშობს ტანჯვას, თვითგვემის სურვილს, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მიგვიყვანოს სიცოცხლის, საციცოცხლო ენერგიის მსხვერპლად გაღებამდე (ნაზარეველის შემთხვევა). თუ გადავხედავთ სინანულით გამოწვეულ შედეგებს, უფრო ნათელი გახდება მისი დამანგრეველი ზემოქმედება. სინანულის გაიდეალება ეწინააღმდეგება ევოლუციის, ბუნებრივი გადარჩევის კანონს, სამაგიეროდ, ხელს უწყობს მათ, ვინც განადგურების ღირსნი არიან. სინანული მათ მხარესაა, ვინც ცხოვრებისგან ვერაფერი მიიღო. დღესდღეობით კაცობრიობა სინანულს უმაღლეს გრძნობად მიიჩნევს, მაშინ როდესაც ყოველი ძლიერებაზე ორიენტირებული სისტემა მას სისუსტედ თვლის. ადამიანები უფრო შორს წავიდნენ - სინანული დაუდეს საფუძვლად ყველა სხვა იდეალს. უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული და მასზე დამყარებული ღირებულებები ნიჰილისტური ფილოსოფიის “მონაპოვარია”, რომლის მიღმაც სიცოცხლის უარყოფა იმალება. შოპენჰაუერი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ სინანული - ცხოვრების უარყოფა და ნიჰილიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. კიდევ ვიმეორებ: სინანული უპირისპირდება საციცოცხლოდ აუცილებელ ინსტინქტებს. იცავს რა სუსტებსა და საცოდავებს, სინანული გვევლინება დამცირებისკენ მიმავალი გზის გამკვლევად, რომელსაც საბოლოოდ გადაშენებამდე მივყავართ. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ეს გზა “გადაშენებისკენ” მიდის - ამბობენ, რომ სინანული მიგვიყვანს “ღმერთთან”, “სამოთხეში”, “ხსნასთან” და ა.შ.. ეს თითქოსდა ჭეშმარიტება, რომელიც სინამდვილეში რელიგიური ნაგავია, მაშინ აშკარავდება, როდესაც ადამიანი თვალს გაადევნებს იმ გზას, რომლისკენაც სინანული მიგვიძღვის. შოპენჰაუერი სიცოცხლის მტერი იყო - ამიტომაც მიიჩნევდა სინანულს ღირსებად. არისტოტელე, როგორც ვიცით, სინანულს მიიჩნევდა გონების ავადმყოფურ, საშიშ მდგომარეობას, რომლის განკურნების საშუალებადაც საფაღარათო წამალს მიიჩნევდა. საციცოცხლო ინსტინქტმა უნდა გვიბიძგოს, გავანადგუროთ ყოველი ისეთი სინანულის გამოვლინება, როგორიც, მაგალითად, გვქონდა შოპენჰაუერის შემთხვევაში (და არამარტო შოპენჰაუერის - ასეთი გვხვდებოდა პეტერბურგიდან პარიზამდე, ტოლსტოიდან ვაგნერამდე). ჩვენს ავადმყოფურ დღევანდელობაში არაფერია იმაზე ავადმყოფური, ვიდრე ქრისტიანული სინანული. დღეს გამოსავლის ძებნა, დაუნდობლობა დეგრადირებულობისადმი, ჩვენი, ჰიპერბორეელების საქმეა!



თავი მერვეაუცილებელია აღვნიშნოთ, ვის მივიჩნევთ ჩვენს მოწინააღმდეგეებად - ღვთისმეტყველებს და ყველას, ვისაც მათი იდეებით აქვს გაჯერებული სისხლი. ეს საწამლავი იმაზე ძლიერია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია: მე ყოველი იდეალისტში ვხედავ ღვთისმეტყველის ქედმაღლურ თვისებებს - მათ აქვთ პრეტენზია, ამაღლდნენ რეალობაზე და ზემოდან გადმოგვხედონ ეჭვის თვალით. იდეალისტები, როგორც ყოველი ღვთისმსახური, თან ატარებენ ყოველ თავიანთ „დიად“ იდეებს, და ზიზღით უპირისპირებენ ისეთ ცნებებს, როგორებიცაა „გრძნობები“, „მეცნიერება“, „კეთილდღეობა“.. ისინი ამ ცნებებს მიიჩნევენ „სულისთვის“ მავნედ, მაცდურად, და თვლიან, რომ სული მათზე ამაღლებული უნდა იყოს. სამაგიეროდ, აიდეალებენ უმანკოებას, სიღატაკეს, თავმდაბლობას, ერთი სიტყვით „სიწმინდეს“, რომელმაც, სხვათა შორის, უფრო დიდი ზიანი მოუტანა კაცობრიობას, ვიდრე ყველა უბედურებამ ერთად. სანამ თავის დათრგუნვაში დახელოვნებულ მღვდლებს, აღიქვამენ როგორც განსაკუთრებულ, ამაღლებულ ადამიანად, შეუძლებელი იქნება პასუხი გაეცეს შეკითხვას - „რა არის სიმართლე?“ დღესდღეობით სიმართლე თავდაყირა დგას, რადგან მის მცველებად სწორედ ეს არარაობები მიაჩნიათ.


წყარო: http://afopost.blogspot.com/2011/12/blog-post_22.html


წიგნი"


ლინკი : http://lit.ge/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%...A2%E1%83%94/970

„ანტიქრისტე“ („Der Antichrist“) - დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს ნაშრომი, სადაც ავტორი განიხილავს ქრისტიანობას, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე არასწორ და დანაშაულებრივ გამოცდილებას, ბრალს სდებს მას ჭეშმარიტების გაუფასურებასა და ადამიანური არსის, გონის წაბილწვაში. აკრიტიკებს ქრისტიანობას სხვა რელიგიებისა და ადამიანის განვითარების ჭრილში და გადარჩენის გზად, მომავალ ხსნად ყველა ფასეულობის გადაფასებას მიიჩნევს.
ნაშრომი დაიწერა 1888 წელს, ხოლო გამოქვეყნდა მოგვიანებით, 1895წ.
გერმანულ ენაში სიტყვა Der Antichrist ორგვარი კონოტაციის საშუალებას იძლევა და შესაძლოა ითარგმნოს, როგორც „ანტიქრისტე“ ან „ანტიქრისტიანი“, მით უფრო რომ ტექსტის იდეასა და ავტორის პოზიციას ანტიქრისტიანობა წარმოადგენს.



პ.ს. რავიცი ჩემი აზრი ორად იყოფა და თქვენ რას ფიქრობთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 22 2013, 01:45 AM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



giorgi.milani
ციტატა
ამ შიშმა შექმნა მეორე ტიპის ადამიანი - ავადმყოფი შინაური ცხოველი - ქრისტიანი.
არ თქვა რომ ამ იდეებს იზიარებ huh.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi.milani
post May 22 2013, 07:02 PM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ May 22 2013, 02:45 AM) *
giorgi.milani
არ თქვა რომ ამ იდეებს იზიარებ huh.gif

არ ვიზიარებ. იმიტომ , რომ მაშინ "რეინკარნაციის" თემაში რაც ვიალაპარაკე სიყალბე გამოვა, რაც სინამდვილეში ეგრე არ არის.

უბრალოდ მისი სიტყვები მართლა გულზე მომხვდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi.milani
post May 22 2013, 07:02 PM
Post #4


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაც სიმართლე დავინახე რა. ქრისტიანობა ისეა დღეს , რომ ლაჩრებივით ვართ და მტერს თავი უნდა დავუხაროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post May 23 2013, 01:57 AM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(giorgi.milani @ May 22 2013, 08:02 PM) *
რაღაც სიმართლე დავინახე რა. ქრისტიანობა ისეა დღეს , რომ ლაჩრებივით ვართ და მტერს თავი უნდა დავუხაროთ.

მტერს?


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
ketevan
post Jun 3 2013, 05:51 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 48
Joined: 7-March 13
From: Georgia
Member No.: 7,039

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით ნიცშე იყო ადამიანი, რომელსაც ძლიერ სწამდა ღმერთის არსებობის...
ის იმდენად გაკადნიერდა, რომ თავსაც კი უტოლებდა იესოს... მან ბრძოლა გამოუცხადა სარკაზმული გამონათქვამებით იესო ქრისტეს!
მან ბრძოლა გამოუცხადა ღმერთკაცს, თუმცა იცოდა, რომ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხებული იყო...

ეს ბრძოლა მას სიამოვნებასაც კი გვრიდა თითქოს, რამდენადაც იესოსთან დაპირისპირებული ნიცშე შურის ჭიას უკლავდა... მას შურდა იესოსი...
ნიცშეს რწმენა იესო ქრისტეს მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ მან დაუფარავი ბრძოლა გამოუცხადა მაცხოვარს!

ნიცშეს თითქოს აღიზიანებდა და უზომოდ დიდ ენერგიას ართმევდა გამუდმებით იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაემარცხებინა იესო...

"მაინც მაჯობე, ნაზარეველო!" - (ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები)
გენიოსი იყო ნიცშე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jun 3 2013, 10:29 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნიცშეს ზარატუსტრაზე ოშოს აქვს გენიალური კომენტარები

http://www.koob.ru/osho/zarathustra_dance_god


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Jun 3 2013, 10:36 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთ ერთ ფორუმზე ესეთ კომენტარს წავაწყდი ამ წიგნზე და 100 % ვეთანხმები

''ეს არის ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი ფილოსოფიური ნაწარმოების ზარატუსტრას გაშიფრვა''


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:02 PM