IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> იესო ქრისტე, ყველაფერი რაც ვიცით თუ არ
ano
post Feb 28 2014, 09:45 PM
Post #41


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვარ მონათლული არცერთ რელიგიას არ ვეკუთვნი. ვცდილობ ქვეცნობიერი მიუკერძოებელი მქონდეს, არ მაქვს სურვილი რაიმეს ვეკუთვნოდე, არ მინდა რაიმეზე დამოკიდებულება, მინდა თავისუფალი ვიყო.

ადამიანი ძალიან რთული მოწყობილობაა და მისი დაპროგრამება ხდება ინფორმაციით, მოკლედ ძალიან იოლად შეიძლება გადავიდეთ ფანატიზმში, იკარგება თავისუფალი აზროვნება, ხდები მიკერძოებული, იწყებ სხვა სარწმუნოების ხალხთან დაპირისპირებას იმის გამო, რომ რაღაცაში ერთმანეთს არ ეთანხმებით მრწამსის გამო, იწყება კამათი ბოლოს ორივე მხარე ისევ საკუთარ აზრზე რჩება და ორივე ფიქრობს რომ კამათში თვითონ გაიმარჯვა, საკუთარი თავი უფრო აღმატებული ჰგონიათ სხვა რელიგიის ხალხთან შედარებით, უბრალოდ მათი სწავლება არის ასეთი რომ ყველა "სხვა" დანარჩენი დაიღუპება, ჯოჯოხეთში მოხვდება... მე კი ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი თანასწორია არავინ არავიზე უკეტესი არ არის, გარემოებების გამო ვართ უკეთეს ან უარეს მდგომარეობაში, ყველა მართალია თავისი გარემოებიდან გამომდინარე.
ადამიანები ზოგჯერ ვიღაცას განვიკითხავთ (ვჭორავთ) ხოლმე მაგრამ იმ სიტუაციაში ჩვენც ზუსტად ისე მოვიქცეოდით ვისაც ვაკრიტიკებთ მოცემულ მომენტში..

rolleyes.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
nmmhnmm
post Feb 28 2014, 10:32 PM
Post #42


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 34
Joined: 19-May 13
Member No.: 7,095

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

არ წამიკითხავს მონათლული იყო ტუ არა.

Lashapoli

საკუთარ თავს რამდენი კითხვაც გინდა იმდენი დაუსვი, ბევრ პასუხს ვერ მიიღებ.

შეგიძლია დასვა რამე შეკითხვა ახლავე, და გაეცი შენებურად პასუხი, ტუნდაც ახსენი, მეც დავწერ ჩემს აზრზ სემდეგ შენს კითხვაზე.

ano

რელიგიური დაპირისპირებები ახასიათებთ ბავშვურად მოაზროვნე ადამიანებს. მათ აკლიატ რაღაც ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია რომ გაიგონ. მერე აღარ იქნება რელიგიურ დაპირისპირებები.


ნათქვამია ვინც მართლმადიდებელი ქრისტიანი არაა, ყველა ჯოჯოხეთსი მოხვდება. არ ვიცი ამაზე პასუხს ვერ გაგცემ მაგრამ მეც ეგრე მწამს, როგორც მასწავლეს.
შენ თქვი რომ ყველა თანასწორი ვართ. რა არის იცი? წარმოიდგინე ენ რომ იესო ყოფილიყავი და ესე ეწამებინე ვინმეს, სისხლი დაგეღვარა ხალხისთვის, განა შენ დაუსჯელს ამყოფებ ადამიანს რომელიც ენს ნათქვამს და სწავლებებს არ გაჰყვა?
ეს ძალიან რთული საკითხია.

მე გირჩევ ანო, არ იყო დეისტი, შეისწავლე და ნახავ რომ ჯობია აირციო რელიგია, და იმედია ეს ქრისტიანობა იქნება, რათა მისი გაგება გაცილებით ძნელია.


Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Feb 28 2014, 11:31 PM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რელიგია არის მახე, რომელიც შეგიტყუებს და გაებმები მის ეგრეგორში სამუდამოდ. თავი დავანებოთ იმ ხალხს, ვისაც შთააგონებენ რაღაც დოგმატებს და ეგრევე ზომბებად იქცევიან. მე ვამბობ ცოტა პრადვინუტ ადამიანზე, რომელიც მაგალითად დაიწყებს რაღაც რელიგიურ პრაქტიკას, და მართლაც შევა ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში, ექსტაზში (რაც იმ რელიგიურ პრაქტიკას ახასიათებს, ან რაღაც უბედურება შეემთხვევა-ხშირად საყვარელი ადამიანის სიკვდილი და ის რელიგია ტკივილს დაუამებს), იგრძნობს ბედნიერებას, ნეტარებას და იმის შემდეგ დაიჯერებს, რომ შეიცნო უმაღლესი ჭეშმარიტება და ეს რელიგია არის ღმერთის ერთადერთი გზა. შემდეგ ჯდება იმ რელიგიის ეგრეგორში ღრმად, იწყებს რიტუალების შესრულებას, იჯერებს ყველაფერს რასაც ეუბნებიან ღვთიმსახურნი, შეიძლება სულიერად მასზე დაბალგანვითარბულნიც კი - ეს კიდევ უარესი.... და მორჩა ის ადამიანი დაკარგულია....როგორც ასწავლეს ისე სწამს... მას აღარ აქვს დამოუკიდებლად ძიების, შეფასების უნარი.
ამის საპირისპიროდ შეიძლება დარჩენა ისე, რომ არ გაჰყვე არცერთ რელიგიას, გწამდეს უმაღლესი ჭეშარიტების, ღმერთს დაარქმევ, ერთად კონცეტრირებულ ენერგიას თუ კოსმიურ გონს რა მნიშვნელობა აქვს. არ აქცევ მას კერპად, არ ჩათვლი შენს თავს სხვაზე აღმატებულად იმიტომ რომ შენ სხვანაირად გწამს, არ შეეცდები ვიღაც შენს რწმენაზე მოაქციო და მიჰყვები რომელ რელიგიურ პრაქტიკასაც გინდა, რომელიც უფრო ახლოს იქნება შენთან, იქნება ეს აღმოსავლური მედიტაციები, გინდ ქრისტიანული ლოცვა და ასკეზები თუ სხვა რამ. ათი მცნება იქნება შენი სახელმძღვანელო თუ იოგის მორალურ-ეთიკური პრინციპები-იამა და ნიამა რომ დაფიქრდე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს
ასეთი ხედვის ადამიანებთან რომ ვსაუბრობ არ ვაწყდები იმ დოგმატურ სიბნელეს რაც სხვებთან. თითქოს ისინი უფრო შემწყნარებლები, კაცთმოყვარენი არიან, ღია, არ ამტკიცებენ რაღაცას, ყოველთვის მზად არიან ახლის მოსასმენად იტაკდალეე......)))


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Mar 1 2014, 03:09 PM
Post #44


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
აფსუს რა გოგო დამკარგეთ biggrin.gif biggrin.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 1 2014, 11:01 PM
Post #45


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხნო, დედამიწაზე ამ სისტემასში ყველაფერი მახეა.. რელიგიას გაექცევი, რაიმე ფილოსოფიური სწავლება ჩაგიტრევს, ან ტუნდაც ის მრწამსი, რომ ყველა რელიგია მახეა! ანუ არ აქვს მნიშვნელობა რომელ მახეში ხარ, მნიშვნელობა აქვს გულწრფელობას და უპირობო სიყვარულს, სამყაროსთან ერთიანობის განცდას და საბოლოოდ ამ უსასრულობაში ბოლომდე განზავებას... როგორც ჩაიში შაქარი, ან რავიცი წვიმის წვეთი ოკეანეში...რასაც გინდათ შეადარეთ, მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა! biggrin.gif სადაც გონებაა იქ აუცილებლად იქნება მახე, რადგან გონება ხატავს მოცემულობას, ჩარჩოს, ქცევის წესს და მიმართულებას. ამიტომ დავა ესაა სწორი თუ ის სრული აბსურდია! ყველამ თავის ნათელა მამიდას მიხედოს! smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 1 2014, 11:27 PM
Post #46


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano

რელიგიური დაპირისპირებები ახასიათებთ ბავშვურად მოაზროვნე ადამიანებს. მათ აკლიატ რაღაც ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია რომ გაიგონ. მერე აღარ იქნება რელიგიურ დაპირისპირებები.
ნათქვამია ვინც მართლმადიდებელი ქრისტიანი არაა, ყველა ჯოჯოხეთსი მოხვდება. არ ვიცი ამაზე პასუხს ვერ გაგცემ მაგრამ მეც ეგრე მწამს, როგორც მასწავლეს.
შენ თქვი რომ ყველა თანასწორი ვართ. რა არის იცი? წარმოიდგინე ენ რომ იესო ყოფილიყავი და ესე ეწამებინე ვინმეს, სისხლი დაგეღვარა ხალხისთვის, განა შენ დაუსჯელს ამყოფებ ადამიანს რომელიც ენს ნათქვამს და სწავლებებს არ გაჰყვა?
ეს ძალიან რთული საკითხია.

მე გირჩევ ანო, არ იყო დეისტი, შეისწავლე და ნახავ რომ ჯობია აირციო რელიგია, და იმედია ეს ქრისტიანობა იქნება, რათა მისი გაგება გაცილებით ძნელია.
[/quote]

რელიგიური დაპირისპირებები დაკამათი რომ არსებობს ფაქტია, სხვათაშორის მუსულმანები აღიარებენ ბიბლიას, ქრისტეს და თუ დაოჯახების სურვილი აქვთ მათი რელიგია არ კრძალავს რელიგიურ სხვაობას ამ მხრინ გაცილებით ტოლერანტულები არიან...
ქრისტიანობა ასწავლის ტოლერანტობას მაგრამ ისტერიკები ემართებათ მუსულმანებზე.
ჯოჯოხეთის თემითაც არ ვარ მოხიბლული, შიშის გამო თავის მოტყუება არ მინდა
კიდევ ბევრი მიზეზების დაწერა შემიძლია რაც მაბრკოლებს რომ რაიმე ნაბიჯი გადავდგა

დასჯასთან დაკავშირებით ქრისტე ასწავლიდა გიყვარდეთ თქვენი მტრები, ხოლო მოყვასის სიყვარული ნებისმიერს შეუძლია თვენს მტრებსაც კიო, იესომ გააუქმა შურისძიების კანონი "კბილი კბილის წილ" და გვასწავლა მიუტევეთ და მოგეტევებათ.

თუ გინდა დეისტი დამიძახე rolleyes.gif ქრისტე მიმაჩნია დიდ მასწავლებლად, მან გვასწავლა რომ არა მხოლოდ საქციელი არამედ გაფირებაც ცოდვაა, გვასწავლა ლოცვა - მიზანმიმართული აზრის ძალა,
ადამიანი შედგება 90% წყლისაგან
აი როგორ ძალას ახდენს აზრი, ჩვეულებრივ წყალზე ჩატარდა მეცნიერული დაკვირვება







წყლის ჩვეულებრივი ნიმუშბი იცვლიან სტრუქტურას, ქრისტიანი ბუდისტი მუსულმანი ბერების ლოცვის მიერ მოხდა წყლის სტრუქტურის ცვლილაბა,

შემდეგ უბრალო წყალი ჩაასხეს ბოთლში რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ყოველდღე ეუბნებოდა მადლობას, მიყვარხარ, იმედი მაქვს და ა.შ რის შემდეგაც წყალი სხვადასხვა ლამაზ ფორმას იღებდა

ასევე ჩაატარეს ცდა: ბრინჯის 2 ნიმუში დაყარეს ბამბაზე დაასხეს წყალი გასაღვივებლად ერთს ყოველდღე საალერსო სიტყვებს ეუბნებოდნენ მეორეს ლანძღავდნენ, ბრინჯის პირველი ნიმუში გაღვივდა და აყვავდა მეორემ კი ლპობა დაიწყო და დაობდა...

ასე რომ მე ფრთხილად ვარ ისეთ საკითხებთან რაშიც ვერ გავერკვიე , არც თვითონ იციან და სხვებს რომ ასწავლიან, რაღაც ბუნდოვან "განმარტებებს" რომ იძლევიან..


Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Mar 2 2014, 11:40 AM
Post #47


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Mar 1 2014, 11:01 PM) *
ხალხნო, დედამიწაზე ამ სისტემასში ყველაფერი მახეა.. რელიგიას გაექცევი, რაიმე ფილოსოფიური სწავლება ჩაგიტრევს, ან ტუნდაც ის მრწამსი, რომ ყველა რელიგია მახეა! ანუ არ აქვს მნიშვნელობა რომელ მახეში ხარ, მნიშვნელობა აქვს გულწრფელობას და უპირობო სიყვარულს, სამყაროსთან ერთიანობის განცდას და საბოლოოდ ამ უსასრულობაში ბოლომდე განზავებას... როგორც ჩაიში შაქარი, ან რავიცი წვიმის წვეთი ოკეანეში...რასაც გინდათ შეადარეთ, მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა! biggrin.gif სადაც გონებაა იქ აუცილებლად იქნება მახე, რადგან გონება ხატავს მოცემულობას, ჩარჩოს, ქცევის წესს და მიმართულებას. ამიტომ დავა ესაა სწორი თუ ის სრული აბსურდია! ყველამ თავის ნათელა მამიდას მიხედოს! smile.gif

uraaa.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Mar 2 2014, 11:47 AM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(nmmhnmm @ Feb 28 2014, 10:32 PM) *
tikoroma

არ წამიკითხავს მონათლული იყო ტუ არა.

Lashapoli

საკუთარ თავს რამდენი კითხვაც გინდა იმდენი დაუსვი, ბევრ პასუხს ვერ მიიღებ.

შეგიძლია დასვა რამე შეკითხვა ახლავე, და გაეცი შენებურად პასუხი, ტუნდაც ახსენი, მეც დავწერ ჩემს აზრზ სემდეგ შენს კითხვაზე.


რანამ ადამიანი თვითონ არ მივა პასუხამდე და არ გააცნობიერებს ვინც არუნდა უთხრას, ვერ მიიღებს მაგას, მითუმეტეს მღვდლები, მოლები და ასე შემდეგ სასულიერო პირები, როლებიც ბრმების წინამდგოლთა როლს ასრულებენ დღეს, თვითონ დაბრმავებულები, მხოლოდ და მხოლოდ.. მე საწინააღმდეგოა რაფერი მაქვს, ეს სამყაროს კანნია, ყველამ თავისით უნდა გააცნობიეროს სიბრმავე...


QUOTE
წარმოიდგინე ენ რომ იესო ყოფილიყავი და ესე ეწამებინე ვინმეს, სისხლი დაგეღვარა ხალხისთვის, განა შენ დაუსჯელს ამყოფებ ადამიანს რომელიც ენს ნათქვამს და სწავლებებს არ გაჰყვა?
ეს ძალიან რთული საკითხია.

მე გირჩევ ანო, არ იყო დეისტი, შეისწავლე და ნახავ რომ ჯობია აირციო რელიგია, და იმედია ეს ქრისტიანობა იქნება, რათა მისი გაგება გაცილებით ძნელია.


და შურისძიება რეებზეა საერთოდ ლაპარაკი?!! რომელ შურისძიებაზე ლაპარაკობს ქრისტე? მოკლედ არანაირი სიყვარული გაგაება არ არის დღეს ქრისტიეანობაში.. ანუ ქრისტეს გაგება არაა..


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
nmmhnmm
post Mar 2 2014, 09:40 PM
Post #49


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 34
Joined: 19-May 13
Member No.: 7,095

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



----------------------






-








-
Go to the top of the page
 
+Quote Post
nmmhnmm
post Mar 2 2014, 09:44 PM
Post #50


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 34
Joined: 19-May 13
Member No.: 7,095

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არა თქვენ ვერ გამიგეთ.


არსებობს ჯოჯოხეთი, იქ ხვდება ხალხი რომელიც ურწმუნოა, სცოდავს და ასე სემდეგ. განა დაუსჯელი დარჩება ადამიანი რომელიც სხვა ადამიანს მოკლავს, ან რამე ცუდს უსურვებს?
არა რა თქმა უნდა.


მე ვამბობ, არსებობს ღმერთი და არსებობს რელიგია,

ყველა რელიგიაში თავისი სახელი ჰქვია რელიგიას.


თუმცა სიტყვა ღმერთი რარაც ზოგადია, ზოგისთვის ის დიდი აფეთქებაა, ანუ ძალა რომელმაც შექმნა სამყარო,


ანუ რეალურად ღმერთი ძალაა. რელიგია კი ცემთვის სწორი ფაქტების სწავლებაა, ანუ რა იყო რეალურად


ანუ ვიცი რომ რმერთი არის, და მაინტერესებს როგორ მოღვაწეობდა ღმერთი რეალურად.


დატუ როგორ მოღავწეობდა, მაგას რელიგია გვასწავლის.






ანო ეგ წყლის მგალითები ფაქტია იმისა რომ დიდი ზალა აქვს სიყვარულს. ადამიანებს სული აქვთ, თუნდაც ეს ეზოთერული "სასაწაულებიის" ენერგია საიდან მოდის? სულიდან რა თქმა უნდა

კარი კი გონება და გულია (მე ესე მწამს). და ეზოთერული ვარჯიშები და ასე სემდეგ არანაირ წინაარმდეგობაშია რ მოდის რელიგიასტან. ეს ადამიანმა უნდა გააცნობიეროს. განა რატომ არ სურთ მღვდლებს ასეტ ფორუმებზე დაძვრებოდეს ადამიანი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ვართ და სხვადასხვა ფსიქოლოგიის, ზოგი ადვილად დაიჯერებს ღვთის არ არსებობას, ზოგი არა.

ის რომ ვიღაც ერთ დღეს გჰაერსო ფურცელს აწევს, და ვიღაცისგან გაიგებს რომ შეხედე, ეს სასწაული არაა, ეს ნებისმიეს სეუძლია, ეს ნებისყოფაა, აქ რმერთი არაფერ სუასია.

არა სასწაული ის კი არაა რომ შენ ეს ფურცელი აწიე, სასაწაული ისაა რომ შენ ის ძალა რომელიც მისგან მიიღე, გამოიყენე.


Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 4 2014, 09:02 PM
Post #51


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მღვდლებს ალბათ მიტომ არ უნდა რომ დაძვრებოდეთ რომ ბევრი დეზინფორმაციაც არსებობს რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს, ფსიქიკაზე, მაგრამ არის მომენტები როდესაც ვერ პოულობ ახსნას ვერავინ გპასუხობს, იწყებ ძიებას, ამას ბევრი გარემოება განაპირობებს, რაღაც არ გასვენებს, რაღაც ისე არაა, ....

დასჯასთან დაკავშირებით კარმა უფრო ლოგიკური მეჩვენება, ხშირად მიგრძვნია მისი გავლენა და ამას მაგიტომ ვამბობ, გადახედეთ საინტერესო სტატიაა:


კარმის კანონი
კარმა არის იგივე ბედისწერა, ამ ორივე სიტყვას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს – ერთმანეთის სინონიმებია. სიტყვა კარმა იხმარებოდა ძველ ინდურ ანუ სანსკრიტულ ენაში და ნიშნავდა კვეთას. მასში ჩადებულია ის აზრი, რომ ადამიანი სიკეთის გაკეთებით მიიზიდავს სიკეთეს, ხოლო ბოროტების გაკეთებით – ბოროტებას. ამ ერთი სიტყვით მთლიანად განისაზღვრება ბედისწერის არსი. ის გონიერი ფილტრია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, ადამიანს თავისი დამსახურების შესაბამისად, როდის რა უნდა გაახსენოს და რა – არა; როდის უნდა გააბრუოს და როდის გონება გაუნათოს; როდის რა უნდა დაკარგოს და როდის რა უნდა იპოვოს; სად მივიდეს თავის დროზე და სად დააგვიანოს; მისი გაკეთებული საქმე და სიკეთე სად და როდის უნდა შენიშნონ – კარგად შეაფასონ ან საქმე შეუმჩნეველი დარჩეს; როდის უნდა გაუფუჭდეს საქმე მოუწადინებლობით და როდის – გადაჭარბებული მოწადინებით. და ბოლოს, სად‚ როდის, რა უნდა შეეშალოს და რა – არა. კარმის კანონის ამოქმედებამდე სულის თითოეულ თვისებას ადამიანი სრულად ავლენდა. კარმის კანონის ჩამოყალიბების პროცესის დაწყების შემდეგ, სულის თვისებებმა კორექტული ფორმით დაიწყოს გამოვლენა – უფრო ძლიერად ან დაკნინებულად. დაკნინებული გამოვლენა თავისთავად ნიშნავს დაკნინებულ სულიერ შეგნებას, ხოლო ძლიერი გამოვლენა – უფრო ძლიერ სულიერ შეგნებას. სინამდვილეში, თანამედროვე ცხოვრებაში, ზოგჯერ ადამიანი სულის ზოგიერთ თვისებას უკვე საკმაოდ შესაფერისად ამჟღავნებს. კარმას შეუძლია‚ ადამიანს ისეთი თვისებები გაუხსნას, რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში კმაყოფილი იყოს, ან პირიქით‚ შეიძლება, ისეთი თვისებები დაუხუროს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ბურუსში იყოს გახვეული. არაკარმული საქმე ისე არ მიუშვებს ადამიანს თავისთან ახლოს, როგორც მაგნიტს ერთნაირი პოლუსები. კარმით განსაზღვრული რამე კი ისე იზიდავს ადამიანს თავისთან, როგორც მაგნიტს სხვადასხვა პოლუსები.

კარმული სასჯელი
კარმა არსებობს პიროვნული, ოჯახური, ჯგუფური, რეგიონული და მრავალი სხვა. ჩვენ ვიცით, რომ არსებული აუარებელი თვისებიდან თითოეული ადამიანში ისე ზის, როგორც გარკვეული თავისებური მოთხოვნილება. თითოეული მოთხოვნილების წარმოქმნისას კი, გარკვეული ემოცია აღიძვრება. ზოგჯერ ესა თუ ის მოთხოვნილება იოლად სრულდება, ზოგჯერ ზოგიერთის შესრულებისას, საჭირო ხდება ნორმალური ცხოვრების დადგენილი წესებისა და კანონების დარღვევა, რის შესაბამისადაც უარყოფითი ემოციები აღიძვრება. თავის მხრივ, ემოციების აღძვრას თან ახლავს მათი შესაბამისი დადებითი ან უარყოფითი ენერგიების განსხვავება სივრცეში. დადებითი ენერგიების ერთობლიობა ემსახურება სასიკეთო საქმეებს, ხოლო უარყოფითი ენერგიების ერთობლიობა უარყოფითი მოვლენების წარმოქმნას. ერთი ან ორი ადამიანის მიერ გასხივებულ უარყოფით ენერგიებს არავითარი ზიანის მიტანა არ შეუძლია საზოგადოებისთვის. ამას შეუძლია, დააზიანოს მხოლოდ გამომსხივებლები. სამწუხაროდ‚ პოლიტიკური თუ სხვადასხვა კრიზისული სიტუაციის დადგომისას, როცა თითქოს მთელი საზოგადოება ხვდება უაღრესად მძიმე მდგომარეობაში, გაღიზიანებული ადამიანების მიერ მასობრივად ხდება უარყოფით ენერგიების გამოსხივება, რასაც‚ თავის მხრივ‚ მოსდევს კონკრეტული რეგიონის დაავადება. სამყაროს გონიერი ძალების მიერ აღნიშნული უარყოფითი ენერგიების გასანეიტრალებლად და რეგიონში წონასწორობის აღსადგენად, ხდება შესაბამისი ქმედებები, რომლის დროსაც თითოეული „დამნაშავე“ იმდენად დაისჯება, რა წვლილიც შეიტანა მის მიერ გამოყოფილი უარყოფითი ენერგიებით კონკრეტული რეგიონის დაავადების საქმეში. თუმცა‚ ასეთი კარმული სასჯელი ადამიანმა შეიძლება, მიიღოს ამავე ცხოვრებაში და – მომავალში, მართალია‚ კარმის ჩამოყალიბების პროცესი უდიდესი საიდუმლოებითაა მოცული, მაგრამ‚ სამაგიეროდ, მისი არსებობა არცთუ ისე ძნელი დასადგენია, რადგან ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი კარმულია. მისი დამადასტურებელი მაგალითები და ფაქტები ირგვლივ უამრავია. ზოგჯერ ცოდვაც და მისაგებელიც ისეთ ფორმებში ხდება, რომ ბედისწერის კანონის სამართლიანობა აშკარად ჩანს. ზოგჯერ კი ცოდვა არ ჩანს, რადგანაც ის ფარულადაა ჩადენილი ან შორეულ წარსულს განეკუთვნება და მეხსიერებაში აღარ იკითხება. ამდენად, თითოეული ჩვენგანი კარმას ჩვენი ცხოვრების შინაარსისა და საკუთარი შემეცნების ხარისხის შესაბამისად შევიგრძნობთ. კარმის არსებობას ყველაზე მეტად ისინი გრძნობენ, ვინც ცხოვრებაში განუწყვეტლივ და საშინელ დარტყმებს იღებს, ვისაც უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, გააჩნია გარკვეული მიზნისკენ სერიოზული მისწრაფებები, არის ძალიან მგრძნობიარე და უდიდესი მცდელობების მიუხედავად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქვს მიზნის მიუღწევლობით გამოწვეული გულისტკივილი. კარმას ასევე, კარგად გრძნობენ ის ადამიანები, რომელთაც განგების მიერ მიცემული აქვთ ძნელად შესასრულებელი დავალება, რასაც უაღრესად მწვავე განცდებით ასრულებენ. ასეთი ადამიანები თავიანთი დაკვირვების მაღალი უნარი აშკარად ამჩნევენ‚ თუ როგორ ეჭრება გზა მათკენ მიმავალ სხვადასხვა სიკეთეს და როგორ „უსაფუძვლოდ“ ჩნდება მათ პირად ცხოვრებაში ათასგვარი პრობლემა. თითოეულს ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ თითქოს ჩვენში არსებულ თვისებებს ჩვენი ნება-სურვილით ვავლენთ. თვისებების გამოვლენა ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ რომელი ისურვებდა მასში არსებული ცუდი თვისებების გამოვლინებას? პირიქით‚ ყველა მხოლოდ დადებით თვისებებს გამოვავლენდით. მართალია‚ თითოეულ თვისებას ადამიანი ავლენს, მაგრამ თვისების გამოვლენის უშუალო ინიციატორი, თვითონ თვისება და არა ადამიანია. ასეთი მომენტები სწორედ კარმის, ანუ ბედისწერის განმსაზღვრელი და საფუძველია. ასეთია მისი განმსაზღვრელი ფორმულაც: შეიქმნი ჩვევებს – შეიქმნი თვისებებს, შეიქმნი ხასიათს – შეიქმნი ბედს. მართალია‚ ყველა თვისება ერთად აღებული ბედისწერის უდიდეს ნაწილს ქმნის, მაგრამ თვისებების მთლიან სისტემაში შეიძლება, იყოს ერთი ისეთი თვისება, რომელიც აშკარად კარმულია და შესაბამისად‚ არის ადამიანის ბედის მიმართულების აშკარა დამდგენი. ადამიანები ხან კარგად ვიქცევით, ხან – ცუდად, ხან სიკეთეს ვაკეთებთ, ხან – ბოროტებას. ეს ყველაფერი კარმის ზემოქმედებით რომ არ ხდებოდეს, მაშინ ერთი და იგივე ადამიანი ყოველთვის ერთნაირად მოიქცეოდა. მისაგებლის მიღებისას ადამიანს იპყრობს აშკარა უაზრობა – როგორც ძლიერი ავადმყოფობის დროს, ისე ითიშება ნორმალური აზროვნებისგან. მას ეკარგება ყოველგვარი დასკვნების გაკეთებისა და მოქმედების უნარი, სანამ კარმა მიბრძანდება და თავის საქმეს შეასრულებს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ღმერთი რომ ადამიანს დასჯას დაუპირებს, პირველად ჭკუას წაართმევს ხოლმეო. განა ღმერთი‚ განგება და ბედი ამ შემთხვევაში ერთი და იგივე არ არის? თუ დაკვირვების უნარი ადამიანს შემეცნებაში ეხმარება, გონებაგაფანტულობა, დაბნეულობა და გათიშულობა სწორედ ის ბერკეტია, რომლითაც ძალიან იოლად ხდება კარმული აღსრულება, ანუ „ძველი ვალის გადახდა“. გონების დაკარგვა საშუალო შეგნების მქონე და ძლიერ ადამიანებს ემართებათ, რომ მათმა ძლიერმა ან მერყევმა შეგნებამ ხელი შეუშალოს ჯერ ცოდვის ჩადენაში, შემდეგ, სამაგიეროს მიღებაში. გონებრივ გათიშვასთან დაკავშირებით არის ერთი ასეთი საინტერესო მომენტი. იმისთვის, რომ კარმა აღსრულდეს, ჩვენდა სამწუხაროდ, ზოგჯერ კარგს ვერ ვამჩნევთ და ამით რაღაცას ვკარგავთ. ზოგჯერ კი‚ ჩვენდა საბედნიეროდ‚ ვერც ცუდს ვამჩნევთ და ამით რაღაც უსიამოვნებას ვიცილებთ თავიდან. კარმა სულაც არ უყურებს‚ ვის როდის რა აწუხებს. მისაგებლის მიგება ყველაზე ეფექტური და შთამბეჭდავია მაშინ, როცა მას შესანიშნავი ფონი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკეთის მიგებას ადამიანი ყველაზე უკეთ გასაჭირში ყოფნისას აღიქვამს, ხოლო ბოროტების მიგებას – ბრწყინვალედ აწყობილი ცხოვრებისას. კარმის შეგრძნება დაბალი დაკვირვების უნარის მქონე ადამიანისთვის შეუძლებელია. მას გრძნობენ, ამჩნევენ და ხედავენ როგორც ჭეშმარიტებას, მხოლოდ და მხოლოდ, მაღალი შეგნებისა და განსაკუთრებული შემეცნების უნარის მქონე ადამიანები. მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ‚ თურმე‚ მამაკაცის ჰომოსექსუალობას განაპირობებს მასში არსებული შესაბამისი ჰორმონები, რაც დედის საშოდან მომდინარეობს. მეცნიერებამ ისიც დაადგინა, რომ‚ თურმე‚ ადამიანის ორგანიზმში დაბადებისთანავე არსებობს გენი, რომელიც მას თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. არავინ იფიქროს, თითქოს მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ადამიანის მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელი მხოლოდ ეს ორი ფაქტი არსებობს. მეცნიერება აღმოაჩენს ისეთ უამრავ ფაქტს, რომელიც აშკარად იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ბედისწერა ადამიანის დაბადებამდე დგინდება.

სრული ვერსია წყარო:

იწერება თუ არა ნებისმიერი ადამიანის ბედისწერა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე და რატომ ვანაგვიანებთ საკუთარ აურას
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Mar 11 2014, 01:33 PM
Post #52


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ციტატა
რელიგიური დაპირისპირებები დაკამათი რომ არსებობს ფაქტია, სხვათაშორის მუსულმანები აღიარებენ ბიბლიას, ქრისტეს და თუ დაოჯახების სურვილი აქვთ მათი რელიგია არ კრძალავს რელიგიურ სხვაობას ამ მხრინ გაცილებით ტოლერანტულები არიან...
ქრისტიანობა ასწავლის ტოლერანტობას მაგრამ ისტერიკები ემართებათ მუსულმანებზე.
ჯოჯოხეთის თემითაც არ ვარ მოხიბლული, შიშის გამო თავის მოტყუება არ მინდა
კიდევ ბევრი მიზეზების დაწერა შემიძლია რაც მაბრკოლებს რომ რაიმე ნაბიჯი გადავდგა
გეტანხმები, მუსლიმები აღიარებენ ბიბლიას, ოღონდ ახალ აღთქმას არა smile.gif მათთვის ქრისტე ღმერთი კი არა ერთ-ერთი წინასწარმეტყველია, მთელი ახალი აღთქმის სწავლება, ძე ღმერთის გაცხადებაა, საკმაოდ დიდი სხვაობაა თუნდაც ძალიან ძლიერ წინასწარმეტყველსა და სამყაროს შემოქმედ ღმერთს შორის smile.gif :*


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 14 2014, 02:09 PM
Post #53


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მთლად მაგდენად ვერ ვერკვევი ისლამში მაგრამ იესო ქრისტეზე ვფიქრობ რომ ის იყო გასხივოსნებილი, ასევე მუჰამედიც, ბუდაც...
მაგის პერსპექტივა ყველას აქვს და ამის სასწავლებლად იყო იესო დედამიწაზე სულ ცათა სასუფეველს რომ იძახდა, უბრალოდ სახელები აქვთ სხვადასხვა რელიგიებში მიზანი ყველას ერთი აქვს.
იესომ გვასწავლა რომ ცოდვების (შეცდომების) მონანიება შესაძლებელია და მოგვეტევება გვეპატიება, ანუ შესაძლებელია წინა კარმული ვალების განეიტრალება და უფრო სწრაფად მიზნამდე მისვლა .
და ყველაზე მნიშვნელოვანის დაგროვაბა რაც უკვდავია სიყვარულია

ახლა უბრალოდ ახალი აღთქმიდან დავდებ საინტერესო ციტატას რომელიც პავლეს ეკუთვნის

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ
1 კორინთელთა 13:1-8
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი .
2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6 . არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ.
10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი.

ბოლომდე აღარ დავდე rolleyes.gif




Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Mar 14 2014, 09:31 PM
Post #54


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
იესო ქრისტე ღმერთია :*


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 17 2014, 09:20 PM
Post #55


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სადაო საკითხია, მაშინ მამა ღმერთს რომ მიმართავს ხოლმე ლოცვით ეს როგორ გავიგოთ?
მაგალითად სანამ აწამებდნენ ის მთაზე იყო სისხლის ცრემლებით ტიროდა და ევედრებოდა მამა ღმერთს თუ შესაძლებელია ამარიდე ეს სასმისიო....
ვის მიმართავდა ლოცვით საკუთარ თავს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Mar 19 2014, 01:09 AM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano

სენტიმენტეს პოზიცია არის მართლმადიდებლური ეკლესიის აზრის გაჟღერება, ანუ copy paste იმ დოგმების რაც იქაა.. შენ ცდილობ ლოგიკით და მსჯელობით მიუდგე მაგ საკითხს და ეგ ორი ერთმანეთში ვერ ჯდება..

ჯერ ერთი ის რომ რაც სახარებებში წერია, ეგ არანრად არაა სანდო მთელი რიგი მიზეზების გამო და მაგის მიხედვით გამოტანილი დადგენილებები მითუმეტეს.. იმის მიგნება და გამოკვლევა თუ ვინ იყო სინამდვილეში იესო და იყო თუ არა ნამდვილად ისეთი როგორსაც მას აღწერს ეს ნაწერები, მარტო გონების გახსნით ან სავარაუდოდ არსებული, მაგრამ ჩვენგან დამალული ნაწერების გახსნით შეიძლება..სხვანაირად მარტო ვარაუდების გამოთქმა შეიძლება.. ეკლესიის პოზიცია კიდე დამაკნინებელია, ღმერთისაც და ადამიანისაც..


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 19 2014, 01:56 PM
Post #57


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ ადამიანი აზროვნებს ბიბლიის წაკითხვაც საკმარისი რომ უამრავი კითხვა დაგებადება რომელზეც პასუხს თითქმის ვერავინ გაგცემს ან გაგცემენ პასუხს რომელიც არის უბრალოდ დოგმა რომ ადამიანი მაინც ვერ მიხვდება
შედეგად ვარდები თვითგვემაში რომ ვერ ხარ გულწრფელი, რომ ღმერთის სიყვარული არ შეგიძლია, ვერანაირად ვერ ეცნობი ღმერთს სულ უფრო შორდები თითქოს
და რა მარტივია ადამიანის თავიდან მოშორება რომ შენ "ადამიანი ხარ და მაინც ვერ გაიგებ" რაღაცა ისე რომ არაა თავს როგორ უნდა იტყუებდე მაგას ვერ ვხვდები. ამ თვალებს რო ვერ ვიბრმავებ?
ამდენი წლებია სულ ერთიდა იგივე ხდება არაფერი იცვლება სულ ერთი სიტუაციაა უბრალოდ სახელები ეცვლება ხოლმე მოვლენებს,
ისევ დიდი სოციალური უთანასწორობაა მთელს დედამიწაზე, უბრალოდ ბატონყმობა აღარ ქვია ამ სიტუაციას, ყველანი გარემოებებზე დამოკიდებულები ვართ
ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების ჭიდილში...
"ნუ ვსიო ეტა ნარმალნა" როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა ხოლმე როცა ყველას ნერვები ქონდა მოშლილი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 19 2014, 02:14 PM
Post #58


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ორჯერ დამეპოსტა ერთიდა იგივე წაშალეთ რა წინა პოსტი თუ შეგიძლიათ

დავდებ ციტატებს ახალი აღთქმიდან სადაც სიყვარულზეა საუბარი

კორინთელთა 16:14
14 სიყვარულით გეკეთებინოთ ყოველი თქვენი საქმე.
კოლასელთა 3:14
14 ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
პირველი იოანესი 4:8
8 ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია.
1 პეტრეს 4:8
8 უწინარეს ყოვლისა კი, გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ფარავს ცოდვათა სიმრავლეს.



Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Mar 19 2014, 03:49 PM
Post #59


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ano @ Mar 19 2014, 01:56 PM) *
თავს როგორ უნდა იტყუებდე მაგას ვერ ვხვდები. ამ თვალებს რო ვერ ვიბრმავებ?

გეთანხმები და არც უდა დაიბრმავო და სწორად უდგები საკითხს, უბრალოდ ერთ რცევას მოგცემ, რომ მარტო სახარებას ნუ აიღებ უკვე ორიენტირად, მიუხედავად იმისა, რომ მანდ არის გასაღები, მაგის გარდა კიდე იმდენი ალიბურდრიალია დიდი ალბათობაა რო გაგისოლოს სხვა მხარეს.. სხვა მიმართულებები აიღე ეზოთერული და მერე დაუბრუნდი სახარებას და მიხვდები ის მოჩრილი ეპიზოდები რომლიც მეტნაკლებად ეზოთერულ სინამდვილეს შეესაბმება როგორ უნდა ამოკრიფო wink.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Mar 19 2014, 06:56 PM
Post #60


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
არა, სამების პირველ პირს მიმარტავდა smile.gif
Lashapoli
თქვენგან დამალული ნაწერების გახსნით კი არა გონიერი ლოცვით აიხსნება, გულში უნდა ჩახვიდე გულში wink.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th April 2024 - 07:04 PM