Posted by: teepurple Mar 26 2013, 08:58 PM
25-ე კადრის ეფექტი დიდი ხანია არსებობს და მისი გამოყენება ''აკრძალულია''
მისი ეფექტურობაც რა თქმა უნდა დადასტურებულია და ერთ-ერთი 1-ელი ექსპერიმენტი, კოკაკოლაზე ჩაატარეს. რაღაც ფილმის ჩვენება იყო და ყოველი 25-ე კადრში ჩანდა კოკაკოლა, ოღონდ ადამიანის თვალს მისი აღქმა არ შეეძლო რა თქმა უნდა და შევენებაზე მაყურებლების 90%-მა კოკაკოლა იყიდა ^^
Posted by: giorgi.milani Mar 26 2013, 09:04 PM
იხდის თუ არა ფულს პეპსი «რესპუბლიკა ბანკი»–ს რეკლამაში?
„ჯეობარის“ სპონსორების რეკლამაში „პეპსის“ და „ჯორჯია ონლაინის“ რეკლამებს შორის ძალიან სწრაფად, თვალისათვის თითქმის შეუმჩნევლად იელვებს წარწერა «ბანკი რესპუბლიკა». რომლის ხანგრძლივობაც 1/1000 წამია.
შეგიძლიათ, ეს ფარული რეკლამა საკუთარი თვალით იხილოთ თანდართულ ფაილში. თუ ჩვეულებრივი მსვლელობით ყურებისას ვერ შეამჩნევთ ამ კადრს, მიმდინარე ფაილი შეაჩერეთ მეთოთხმეტე წამზე, სადაც ნათლად დააფიქსირებთ წარწერას «ბანკი რესპუბლიკა».
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს უბრალოდ შემთხვევით გაპარული შეცდომაა და არა წინასწარ დაგეგმილი ფარული რეკლამა, რადგან „ბანკმა რესპუბლიკამ“ შეცვალა ლოგო და საეჭვოა, ძველი ლოგოთი გადიოდეს მისი თუნდაც ფარული რეკლამა. თუმცა იმ მაყურებელს, რომელმაც არ იცის ბანკში განხორციელებული სიახლეების შესახებ და აქვს ძალიან დაკვირვებული თვალი, შეიძლება, ნეგატიური ეჭვი გაუჩინოს ამ ელვისებურმა, სენსაციურად ხანმოკლე რეკლამამ.
გავიხსენოთ ცოტა რამ 25-ე კადრის შესახებ:
25-ე კადრი, იგივე სუბლიმინალური (ქვეცნობიერი) რეკლამა, არის ადამიანის ქვეცნობიერზე მოქმედი რეკლამის მეთოდი. ის კადრებს შორის ჩადგმული ფარული რეკლამაა.
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვეულებრივ ადამიანს წამის განმავლობაში 24 კადრის აღქმის უნარი აქვს, ამიტომ კადრი, რომელსაც ოცდამეხუთე კადრად აჩვენებენ და რომელიც მხოლოდ 1/24 წამს მოიცავს, აღქმის ზღურბლს ქვემოთ არის და შესაბამისად, შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება.
რეალურად, ეს კადრი არ არის ფარული, ის არსებულია, მაგრამ მხედველობის ინერტულობის გამო ადამიანი ვერ გამოჰყოფს მას.
ბევრ ქვეყანაში 25-ე კადრი აკრძალულია, რადგან ითვლება, რომ ის მკვეთრად მოქმედებს ადამიანის ქვეცნობიერზე და შესაბამისად, ფსიქიკაზე. ამავე მიზეზის გამო ასეთი რეკლამა განსაკუთრებით ეფექტურად და მოქმედად ითვლება ერთ-ერთი მოსაზრების გამო.
პირველად ამ სახის რეკლამა 1957 წელს ჯეიმს ვაიკერიმ გამოიყენა. ნიუ ჯერსის კინოთეატრში ფილმის მსვლელობისას კადრებს შორის დამატებითი პროექტორის საშუალებით დემონსტრირებული იყო „კოკა-კოლას“ და პოპკორნის სარეკლამო 25-ე კადრი. ფილმს აჩვენებდნენ მთელი ზაფხულის განმავლობაში და მონაცემების მიხედვით „კოკა–კოლის“ გაყიდვის მოცულობა კინოთეატრის ბუფეტში 17%-ით გაიზარდა, ხოლო პოპკორნისა – 50%-ით. ამის შემდეგ ჯეიმს ვაიკერიმ დააპატენტა ეს ტექნოლოგია და სუბლიმინარული რეკლამის კომპანია გახსნა.
თუმცა ამ ექპერიმენტმა გამოიწვია უამრავი ჭორი და მითი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მითი რომელიც გავრცელდა იყო, რომ 1962 წელს თავად ვაიკერიმ აღიარა, რომ 57 წლის ექპერიმენტი თავის გაყიდვების სტატისტიკის ჩათვლით იყო ხელოვნურად გაკეთებული.
არსებობს მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ 25-ე კადრი მუშაობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ავრცელებენ მორიგ სიახლეს «ქვეცნობიერზე მასიურად მოქმედების» შესახებ, ამ მომენტიდან დაწყებული 25-ე კადრის შინაარსს აჩვენებენ გახსნილად, კანონის დაურღვევლად, თუმცა ასეთი «რეკლამა» არ არის ყველასათვის ხელმისაწვდომი.
საქართველოში 25-ე კადრთან დაკავშირებით ვერ მოვიძიეთ იურიდიული ინფორმაცია საკანონმდებლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.
არც იმის თქმა შეგვიძლია დაზუსტებით რამდენად მკვეთრად მოქმედებს 25-ე კადრი ადამიანის ფსიქიკაზე, რადგან არსებობს სრულიად ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
http://ipm.ge/images/stories/BR.avi
Posted by: earth Mar 27 2013, 12:14 AM
აი, სწორედ მაგიტომ ნელა-ნელა ტელევიზორები ნაგვის ყუთში მოვისროლოთ. ჩვენთვის ყველაზე მავნე და გამოუსადეგარი ნივთი სახლში.
Posted by: Dakaray Mar 29 2013, 04:33 AM
ადამიანის ქვეცნობიერზე ვერც 25-ე კადრი ახდენს ზემოქმედებას, ვერც 30-ე და ვერც 90-ე. ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს დაჯერება იმისა რომ 25-ე კადრი ახდენს მის ქვეცნობიერზე ზემოქმედებას, იგივე ეხება ჰიპნოზს, შუაზე გაიხა ესპანეთში ერთ ერთი სახელგანთქმული და "ყოვლისშემძლე" ჰიპნოზიორი მაგრამ ვერ შეძლო ჩემი დაჰიპნოზება, მრავალგზის ცდის შემდგომ დაღლილმა მკითხა, შენ ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ, ვერაფერს გავხდი შენთან, რაში მდგომარეობს შენი საიდუმლო? მე გამეღიმა და ვუპასუხე: ძალიან მარტივში, შენ აჰიპნოზებ იმათ ვისაც ჯერათ რომ დააჰიპნოზებ, ხოლო იმათ ვისაც არ ჯერათ რომ დააჰიპნოზებ ვერ დააჰიპნოზებ რამდენიც არ უნდა ეცადო და რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენო.
პ.ს იგივე ეხება ილუზიას. "თქვენ გჯერათ რომ ეს ილუზია რეალობაა და ამიტომაც არის ეს თქვენი რეალობა, თქვენ თუ არ დაიჯერებთ, რომ ეს რეალობაა დაინახავთ სინამდვილეში ობიექტურ რეალობას".
Posted by: elli Mar 29 2013, 05:41 AM
Dakaray
ციტატა
შუაზე გაიხა ესპანეთში ერთ ერთი სახელგანთქმული და "ყოვლისშემძლე" ჰიპნოზიორი მაგრამ ვერ შეძლო ჩემი დაჰიპნოზება, მრავალგზის ცდის შემდგომ დაღლილმა მკითხა, შენ ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ, ვერაფერს გავხდი შენთან, რაში მდგომარეობს შენი საიდუმლო? მე გამეღიმა და ვუპასუხე: ძალიან მარტივში, შენ აჰიპნოზებ იმათ ვისაც ჯერათ რომ დააჰიპნოზებ, ხოლო იმათ ვისაც არ ჯერათ რომ დააჰიპნოზებ ვერ დააჰიპნოზებ რამდენიც არ უნდა ეცადო და რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენო.
არ ვიცი რამდენად ძლიერი ჰიპნოზიორია თუ ილუზიონისტია კოი, მაგრამ მეც ვერ დამაძინა. დიდი ხნის წინ იყო ბავშვობაში....
Posted by: tikoroma Mar 29 2013, 09:59 AM
Dakaray
ციტატა
იგივე ეხება ილუზიას. "თქვენ გჯერათ რომ ეს ილუზია რეალობაა და ამიტომაც არის ეს თქვენი რეალობა, თქვენ თუ არ დაიჯერებთ, რომ ეს რეალობაა დაინახავთ სინამდვილეში ობიექტურ რეალობას".
ეს სიმართლეა
Posted by: ასფალტი Oct 22 2021, 11:11 PM
კი მჯერა რომ არსებობს ასეთი მავნე რამეები
ხალხი დადებილებული დადის
Posted by: Zet Oct 23 2021, 12:49 AM
პუტინის რუსეთი და ივანიშვილის ოცნება ამ სისტემას ალბათ მარტო იმიტომომ არ იყენებს რომ ადვილად შეიძლება ამის გამოაშკარავება, პაუზას რომ დააჭერ ტვ-ში შეიძლება იმ 25 კადრს დაემთხვას. თორე არც რუსეთი არც ოცნება ესეთ სიბინძურეზე უარს არ იტყოდა. ჯერ ბოტების ქარხანა რად ღირს. დღეს ალბათ სხვა ხერხებს იყენებენ უფრო დახვეწილს რომ არჩევნები მოიგონ და სააკაშვილისადმი ზიზღი დათესონ. და ეს მეთოდები აშკარად კარგად მუშაობს.
სხვათაშორის ადრე იყვენენ ჩამოსულები ყოფილი რუსეთის სპეც სამსახურების თანამშრომლები, ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის სპეციალისტები იყვნენ და ლექციებს ატარებდნენ სადაც ძირითადათ სარეკლამო აგენტები დადიოდნენ და სწავლობდნენ როგორ გაეყიდათ საქონელი.
Posted by: chemikerin Oct 23 2021, 01:51 PM
QUOTE(ZipCode @ 23rd October 2021 - 12:49 AM)
უფრო დახვეწილს
კარტოფილის დარიგება?
Posted by: Zet Oct 23 2021, 06:06 PM
QUOTE(chemikerin101 @ 23rd October 2021 - 01:51 PM)
კარტოფილის დარიგება?
ვახ, ძალიან გამაცინე
Posted by: td......... Oct 25 2021, 11:13 AM
chemikerin
ციტატა(chemikerin101 @ 23rd October 2021 - 01:51 PM)
უფრო დახვეწილს
კარტოფილის დარიგება?