IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჩვენი საკუთარი გზა, ყველაფრისგან და ყველასგა
ichi
post Jun 25 2015, 11:47 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბავშობიდან დიდი უმრავლესობა მთელს პლანეტაზე ექცევა ვიღაცის გავლენის ქვეშ და ემორჩილება ამას.
როგორც წესი ეს ავტორიტეტი არის მშობელი, ანუ დაიბადე ინდოეთში? შესაბამისად მშობელი გეუბნება რომ ბუდიზმია სწორი, დაიბადე საქართველოში?მშობელი გეუბნება რომ ერთადერთი სწორი გზა მართლმადედიბლობაა. უფრო ღრმად რომ გავყვეთ ამ ხაზს და მივიდეთ ამ პრაკტიკის აბსურდამდე, მაგალითად ეგვიპტეში ფარაონი სახალხოდ მასტურბირებდა და ეს იყო რიტუალი საყოველთაო, ძველ რომში ოჯახებით მიდიოდნენ გლადიატორების სისხლისღვრის საყურებლად და ამით სიამოვნებასაც იღებდა ბევრი, ასევე გილიოტინაზე ადამიანის დასჯის დროს ხალხი ერთობოდა...რისი აღარ სჯეროდა ადამიანს, კერპების, ქვების, ბუნების ცალკეული ძალების. საუბარი იქით მიმყავს რომ კაცობრიობის არსებობის მანძილზე ადამიანი თითქმის ყოველთვის ემორჩილებოდა გარემოს, ავტორიტეტს ეს ფაქტია. რამდენად სწორია ან არასწორი ვიმსჯელოთ ამაზე, უნდა გადავცეთ თუარა ბავშვს ჩვენი რელიგია თუ მივცეთ საშუალება თავად გამონახოს ჭეშმარიტება.
ეს თემა ეხება ადამიანს რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უჯერებს, შეიძლება გავეცნო უამრავ რელიგიას და პრაქტიკას მაგრამ მჯერა ჩემი ცნობიერების, ვაკვირდები საკუთარ თავს და გამომაქვს დასკვნები, ნათქვამია-შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამყაროს, სამყაროში კი ყველაფერი შედის.. რელიგიები ამბობენ რომ ჭეშმარიტება არის ჩვენში და საჭიროა ამის დანახვა, დაჭერა.
დაიბადე ამაზონში და კაციშვილმა არ იცის არც ქრისტიანობა არც ბუდიზმი არც ისლამი, მაშინ რა ხდება ვიღუპებით ავტომატურად? თუ არსებობს განთავისუფლების და სიყვარულის აღმოჩენის საშუალება? მე ვფიქრობ არ უნდა ვუღალატოთ შინაგან ხმას და არ დავუჯეროთ არანაირ ავტორიტეტებს, მაგალითად იესოს სიტყვების იმდენად მჯერა რამდენადაც მის იგავებს ცხოვრებაში ვხედავ და ამოვდივარ საკუთარი თავიდან. ანუ მე მისი არ მჯერა იმიტომ რომ აქ დავიბადე არამედ იმიტომ რომ მართლაც მხოლოდ სიყვარულში და თავისუფლებაში არის ერთადერთი ვიწრო გზა, სხვაგან ხდება წრეზე ტრიალი და თუ გინდათ ვთქვათ რეინკარნაციაც, მე ამას ვგრძნობ და არანაირი მღვდელი, პადრე, გურუ არ მჭირდება ამისთვის. ანუ გამოვყოფ 2 შემთხვევას 1)ადამიანი იბადება და ავტომატურად სჯერა რასაც ასწავლიან 2) ადამიანი იბადება და მხოლოდ საკუთარი თავიდან გამომდინარე სწამს და სჯერა. სამწუხაროდ დღეს საქართველოში დიდი უმრავლესობა ავტომატურ რეჟიმზეა ჩემი დაკვირვებით. რას ფიქრობთ ამ თემაზე? რამდენადაა მართლმადიდებლობა ან სხვა ნებისმიერი რელიგია ერთადერთი გზა ჭეშმარიტებისკენ?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ichi   ჩვენი საკუთარი გზა   Jun 25 2015, 11:47 AM
tikoroma   მე საერთოდ ისე ვუყ...   Jun 25 2015, 12:34 PM
ichi   ეკლესიურად ცხოვრე...   Jun 25 2015, 12:57 PM
ანნა   სანამ ყველაფერს არ...   Jun 25 2015, 02:46 PM
tikoroma   ichi თავისუფლებამ რო...   Jun 25 2015, 04:09 PM
tty_   იქიდან დავიწყოთ, რ...   Jun 25 2015, 04:13 PM
tikoroma   სახელი აღარ ყოფნით...   Jun 25 2015, 04:15 PM
ანნა   რამიეს ძებნა დედამ...   Jun 25 2015, 04:27 PM
tty_   tikoroma ჩიპიანი პასპორ...   Jun 25 2015, 04:32 PM
ichi   გააკეთე ის რაც გინ...   Jun 25 2015, 04:47 PM
tty_   . ისინი არ აკეთებენ ...   Jun 25 2015, 04:53 PM
ichi   ირჩევ თუარა თავად ...   Jun 25 2015, 05:12 PM
tty_   შენც საკუთარი თავი...   Jun 25 2015, 05:25 PM
tikoroma   და სხვაზე უნდა იყო ...   Jun 25 2015, 06:05 PM
ichi   არ მითქვამს, რომ უნ...   Jun 25 2015, 09:51 PM
mata   მშობლებს უნდა დავუ...   Jun 26 2015, 12:27 AM
ichi   მშობლებს უნდა დავუ...   Jun 26 2015, 11:51 AM
ანნა   არა მარტო მშობელბს...   Jun 26 2015, 01:07 PM
mata   დიახაც უნდა დაუჯერ...   Jun 26 2015, 04:50 PM
FERRE   https://www.youtube.com/watch?v=vZh_en_qkEo კ...   Jun 28 2015, 06:27 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 09:58 AM