სულიერად განუვითარებლობა და ბოროტება, მათ შორის განსხვავება |
სულიერად განუვითარებლობა და ბოროტება, მათ შორის განსხვავება |
Jun 7 2018, 10:53 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ავიღოთ 2 შემთხვევა:
1. ადამიანი მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებაზე არის ორიენტირებული. ჭამა-სმა, დიდად შესარგი, სექსი, ფულისკენ სწრაფვა, ცოტა ტყუილი, ცოტა ღალატი. მოკლედ ასეთი ადამიანი სულიერად განუვითარებელია ან შეიძლება ითქვას სულიერად დაცემულია. 2. ადამიანი, რომელიც ცნობიერების განვითარებაზე მუშაობს. აქვს ძლიერი ენერგეტიკა და ზებუნებრივი შესაძლებლობები, მაგრამ ის ბოროტი ძალებისკენ არის გადახრილი და მისი თაყვანისმცემელია. დაახლოებით ვხვდები მათ შორის განსხვავებას. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, პირველი შემთხვევაშიც სულიერ დაცემულობასთან გვაქვს საქმე და მეორესთანაც. თუმცა ბევრი იტყვის, რომ მეორე შემთხვევა არ ნიშნავს სულიერ დაცემულობას, იმიტომ რომ სიკეთე და ბოროტება პირობითი ცნებებია და რომელსაც უნდა ადამიანი იმას აირჩევს. პირველი შემთხვევა შევთანხმდეთ რომ დაბალგანვითარებულ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მეორე შემთხვევა რას მივაწეროთ? ის ხომ მაღალგანვითარებულია, ზებუნებრივი შესაძლებლობებით? მოკლედ თქვენ რაში ხედავთ მათ შორის განსხვავებას? სულისთვის რომელი უფრო მძიმეა? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st May 2024 - 07:01 PM |