IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ჩემი რომანი ”უცხო კაცი”, ნაწყვეტები რომანიდან
ანანდა...
post Aug 1 2011, 11:47 AM
Post #21


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ეს შეცდომები წერის პროცესში მიმდინარე ამბებია... .

ეს რომანი დაწერილია დიდი ხნის წინ. არც მიცდია ვინმესთვის მეჩვენებინა, (არ ვთვლიდი იმ დონედ რომ იგი ლიტერატურულ ნამუშევრად ჩამეთვალა) მაშინ მე ერთ–ერთ გაზეთში ვმუშაობდი ჟურნალისტად და "უცხო კაცი" ამ პერიოდის პროდუქტია.

სწრაფად წერას ვიყავი მიჩვეული და ძალიან ცუდი კალიგრაფია მქონდა, ტექსტი სულ ხელნაწერია და კომპიუტერზე აკრეფა რომ დავიწყე ჩემდა გასაკვირად საკუთარი ნაწერის გარჩევა გამიჭირდა..ასეც ხდება

აქ რაც დავდე ამ რომანიდან ამოღებული ფრაგმენტებია. . ძალიან ბევრი უხარისხო მომენტებია (ჩემი აზრით) და მომიტევეთ!

რაც შეეხება სახელებში არეულობას, ეს ზოგიერთი "გოგონა კორექტორის" ვინც ვითომ ასწორებდა ტექსტს შეტანილი "შესწორებებია" თითქოს სახელში იყოს პრობლემა.

მეც ეს გაკორექტირებული ტექსტი მექანიკურად გადავხატე.


Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 1 2011, 05:23 PM
Post #22


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
ამ ნაწარმოების ლიტერატურული ღირებულება ნაკლებად მაინტერესებს, შინაარსმა კი დამაინტერესა. თუ არ დაგეზარება, დადე რა გაგრძელება. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 2 2011, 02:13 PM
Post #23


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



. . . . . .

სანდრო გვიან გამოვიდა სახლიდან, რატომღაც არაფრის და არავის ნახვის სურვილი არ ჰქონდა, პარკისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა ნაცნობ "სკამეიკას" მიაგნო და ჩამოჯდა. თავს მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობდა. გაახსენდა თუ როგორ გაურბოდა ამ გრძნობას და როგორ აფარებდა თავს ათასნაირ გამონაგონს,

უცბად ყურში თავისი სახელი ჩაესმა: სანდრო, სანდრო არ გესმის ბიჭო –სანდრომ აიხედა მის წინ ყოფილი კლასელები კობა და გოჩა იდგნენ.

–შენ რა "ატშელნიკური" გიჭირავს გაეხუმრა გოჩა და მხარზე ხელი დაჰკრა
–ვერ გავიგე, რა მიჭირავს? მხრები აიჩეჩა სანდრომ
–მოკლედ სულ გადაგვარდი, ჩვენი ენა აღარ გესმის, გაეღიმა კობას–ასე მარტოდმარტო ასე გვიან აქ რა გინდა?
–ისე რა, გამოვიარე....არ დაამთავრა სანდრომ
–პაპიროსი არა გაქვს იქნება მოგვაწევინო.
–აღარ ვეწევი! თავი გადააქნია სანდრომ
–როდის აქეთ? გაუკვირდათ ბიჭებს, შენ ეტყობა ჯანმრთელი გინდა მოკვდე!
– თქვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? თქვა სანდრომ და წამოდგა
–რა მოხდა ბიჭო რა გეწყინა, მგონი ჩვენი დანახვა არ გაგეხარდა, თუ ასეა ჩვენ წავალთ–თქვა კობამ
–არა არაფერი არ მწყენია, პირიქით გამეხარდა თქვენი დანახვა ჩაილაპარაკა სანდრომ, კარგად იყავით ოდნავ გასაგონად თითქოს თავისთვის ჩაილაპარკა სანდრომ და ბიჭები მიატოვა.
–ნეტა რა დაემართა ამ კაცს თქვა კობამ, მას შემდეგ რაც სანდრო თვალს მიეფარა.
–ხო ისე მაგარი შეცვლილია. მეც კი გამიკვირდა ჩაილაპარაკა დანანებით გოჩამ
–ისე შენ ხო უფრო ახლოს იყავი მაგასთან და რას ატყობ, რა უნდა დამართოდა? ჩაეკითხა კობა მეგობარს
–რა ვიცი რა გითხრა ისე რაღაც უცნაურობები სკოლის პერიოდშიც შევნიშნე, თქვა გოჩამ და სკამეიკაზე ჩამოჯდა– საუბარში რატომღაც სულ აფიქსირებდა თავის ობლობას, მაშინაც კი როცა მშობლებთან ერთად ცხოვრობდა; გახსოვს სამხედრო კომისარიატში რომ წაგვიყვანეს შემოწმებაზე?
–ხო მერე რა? კითხვაზე კითხვით უპასუხა კობამ მეგობარს
–რაღაც უცნაურად იქცეოდა.
–რა გააკეთა რო?
–სამხედრო კომისარიატიდან მისი გამოკვლევა მოითხოვეს, სანდროს რამდენჯერმე გადატანილი ბოტკინის გამო გადავადება ეხებოდა მაგრამ კომისარმა გამოსაკვლევად მაინც საავადმყოფოში დაწოლა მოსთხოვა.
–მერე და მაგაში რა არის უცნაური, გაეცინა კობას.
–უცნაური ის იყო როცა კითხეს დედ– მამა სად მუშაობს შენიო, სანდრომ უპასუხა:არც დედა მყავს, არც მამაო
–მერე?
–რა მერე, მე მეგონა "შაყირობს" მეთქი, ის კი ისე საუბრობდა თითქოს სრულ სიმართლეს ამბობსო
–ეტყობა მაშინ ცოტა ვერ იყო არა–ჩაიხითხითა კობამ და საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიტანა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 2 2011, 02:50 PM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამას რომ ვკითხულობ ჩემი მოთხრობა მახსენდება. წერის მონათესავე მანერაა smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 2 2011, 04:08 PM
Post #25


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მიდიოდა სანდრო ქუჩაში ფიქრობდა: “სად მივდივარ, რა მინდა? რატომ წამოვედი? ღირდა კი მათთან საუბარი? იფიქრებენ რომ გიჟი ვარ! ყველა ცდილობს ცხოვრება მოიწყოს, რას არ აკეთებენ რომ ფული იშოვონ, მე კი ასე უგზოუკვლოდ დავეხეტები. ხან უაზროდ ვზივარ პარკში ხან კი ვიღაც მათხოვრებს ვესაუბრები, აბა, ეს ნორმალური ქცევაა? ალბათ, მთელ ჩემს უბანში არავინ მოიძებნება ჩემნაირი ტიპი. მაინც რამ გამომიყვანა ამ საღამოს? მართლა არაფერი მაინტერესებს, თუ დავიღალე, ხომ არ მომბეზრდა ეს უაზრო, ქაოსური, მოსაწყენი ცხოვრება? როგორ იქცევა ჩემნაირი ახალგაზრდა ხალხი? რა თქმა უნდა აკეთებს იმას რაც უყვარს,. . მე რა ვქნა თუ არაფერი არ მომწონს, თუ საქმე საერთოდ არა მაქვს, თუ არაფრისადმი ინტერესი აღარ მაქვს. . არა არა ასეთი ფიქრები მტანჯავს! გადააქნია თავი, სანდრომ თითქოს ამით ცუდი აზრების მოცილებას ლამობსო.
მოდი სტიოპასთან გავივლი შეიძლება იქ გავერთო , შეიძლება სტიოპამ რამე საინტერესო მითხრას.
კოჯრის ქუჩაზე ასულ სანდროს სტიოპა ხის ქვეშ, სკამზე მჯდომი დაუხვდა.
სანდრო მიესალმა, ქაღალდის შეკვრა იქვე სკამზე დადო და უთხრა:
-აი ეს ხელს გამოვაყოლე, ვიფიქრე, იქნებ აღარ ააქვს-მეთქი.
-„ხოროშო“ ჩაილაპარაკ რუსულად სტიოპამ, შენ ეტყობა სიკეთის კეთება გყვარებია.
–სანდროს ესიამოვნა პასუხი, გაეღიმა და თქვა: -ვფიქრობდი, რა წამომეღო და მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. ჩაი, სიგარეტი და შაქარია.
–სტიოპამ გახსნა შეკვრა, და ჰკითხა:
-ჩაი გიყვარს?
-არა, არც ისე. სუფრასთან როცა ვარ ძირითადათ ღვინოს ვსვამ, მაგრამ ბევრს არა. ვიცოდი რომ თქვენ გიყვართ ჩაის დალევა და წავუღებ-მეთქი.
–საიდან, იცოდი?
– აი ნუგზარისგან!
- ხოო, წამო სახლში შევიდეთ, მოშიებული იქნები, ცოტა წავიხემსოთ თქვა სტიოპამ და წამოდგა.
-არა, არ მშია .ხელები გაასავსავა სანდრომ.
-კარგი. მოგვიანებით ვისადილოთ. აბა რას იტყვი ახალს? ნუგზარი როგორ არის? დიდი ხანია აქ არ ყოფილა...
- ახალი რა უნდა ვთქვა. ისეთი არაფერია. ხო მართლა, ცოლი მოიყვანა ორი თვის წინ. მე შემთხვევით შევესწარი ამ ფაქტს და სახლში ჩემთან დავპატიჟე. ისე მე რომ არ მენახა მათი ქორწილი, შესაძლოა მერე არც კი გამეგო.
- რატომ?
-შემთხვევით მოვხვდი იმ... რესტორანში, ნუგზარმა ვერც კი მიცნო
-დასანანია...
-რა თქმა უნდა, დასანანია. ისედაც იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს და. .თავი გადააქნია სანდრომ
-რაო რა თქვა ნუგზრმა მე ხომ არ მახსენა?
–კი, მაგრამ თქვენ რატომ უნდა ეხსენებინეთ?-გაუკვირდა სანდროს სტიოპას ასეთი პასუხი.
– ცოლის შერთვა მაგას კარგი ჰგონია!? ისე რა უნდა ვუსაყვედურო, ნუგზარმა თვითონ აირჩია თავისი ცხოვრება. ვგონებ შეგნებულად იქცევა ასე და მზად არის ოჯახს უპატრონოს. თუმცა ვფიქრობ რომ მის მცდელობას შედეგი არაფერი ექნება.
-უცნაურად მსჯელობთ, თითქოს მართალიც არის, მაგრამ მე თქვენი მხრიდან ამის აღნიშვნა მაინც არ მომწონს.
-რა არ მოგწონს? დღეს ისეთი მდგომარებაა. .
–რა მდგომარეობაა? გაუკვირდა სანდროს.
–კაცობრიობა მძიმე ფაზაშია!
–რაო რა ბრძანეთ? ჩაეკითხა სანდრო
–ადამიანთა მოდგმა იღუპება. მისი უდიდესი ნაწილი სულიერად გახრწნილი და დაავადებულია. ძალიან ცოტანი დარჩნენ ისეთნი ვინც ამას გადაურჩა.
– კი მაგრამ, ეს თქვენ საიდან იცით? გულუბრყვილოდ აღმოხდა სანდროს, მას ასეთ თემებზე არსოდეს არ ულაპარაკია და მსგავსი სიტყვები ყურში უხეშად მოხვდა. და რა უნდა გააკეთონ მათ?
–რა უნდა გააკეთონ და ამ პროცესს ხელი უნდა შეუშალონ ეს მათი მოვალეობაა. ვისაც ეს ხელეწიფება და გრძნობს ამას, უნდა აკეთებდეს თავის გასაკეთებელს.
–ეს ხომ ძალიან ძნელია!
–რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია და სახიფათოც, ბოროტ ძალასთან ბრძოლა, და მისი მოსპობა ან გაკეთილშობილება გმირობაა. . .
სანდრომ უცბად იგრძნო რომ აქამდე უცნობ და განსხვავებული კანონებით მართულ უხილავ სამყაროში შეაბიჯა, ვერ გაეგო რა ემართებოდა , უყურებდა სტიოპას ხედავდა თუ როგორ აღებდა იგი პირს; მაგრამ რატომღაც სტიოპას ხმა აღარ ესმოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 2 2011, 04:09 PM
Post #26


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




–რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელია და სახიფათოც, ბოროტ ძალასთან ბრძოლა, და მისი მოსპობა ან გაკეთილშობილება გმირობაა. . .
სანდრომ უცბად იგრძნო რომ აქამდე უცნობ და განსხვავებული კანონებით მართულ უხილავ სამყაროში შეაბიჯა, ვერ გაეგო რა ემართებოდა , უყურებდა სტიოპას ხედავდა თუ როგორ აღებდა იგი პირს; მაგრამ რატომღაც სტიოპას ხმა აღარ ესმოდა, რა მჭირს რა რუსულად რომ მესაუბრება იმიტომ თუ რა პრობლემაა ვერ გაეგო სანდროს მის თავს რა ხდებოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 2 2011, 04:25 PM
Post #27


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანდრო მალე გამოერკვია– იცით სტიოპა რამდენიმე წუთი თქვენი ხმა არ მესმოდა!
მართალა? ხო ეს იცის ხოლმე მეც მქონია ახალგაზრდობაში, აი როცა ლექსებს ვწერდი მაშინ!
–თქვენ ლექსებს წერდით, აღტაცებულმა შესძახა სანდრომ
–დიახ ოღონდაც რუსულად
–რატომ?
–რა რატომ?
–რატომ რუსულად, იკითხა სანდრომ
–მე რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და უმაღლესიც რუსეთში დავამთავრე. უთხრა ალერსიანად სტიოპამ. საერთოდ იქ ვცხოვრობდი კაი ხანს–პეტერბურგში.
–კარგით მაშინ რომელიმე წამიკითხეთ თუნდაც რუსულად
–არა უხერხულია დაირცხვინა სტიოპამ.
–გთხოვთ არ ეშვებოდა სანდრო

–კარგი გეთაყვა თქვა სტიოპამ, ხელები გულზე დაიწყო და შთაგონებით გამოთქვა

В ночи, когда уснет тревога,
И город скроется во мгле —
О, сколько музыки у бога,
Какие звуки на земле!

Что буря жизни, если розы
Твои цветут мне и горят!
Что человеческие слезы,
Когда румянится закат!

Прими, Владычица вселенной,
Сквозь кровь, сквозь муки, сквозь гроба
Последней страсти кубок пенный
От недостойного раба!
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 3 2011, 11:27 PM
Post #28


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
მადლობთ, რომ აგრძელებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 3 2011, 11:28 PM
Post #29


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
შენი მოთხრობა სადაა, არ წაგვაკითხებ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 10 2011, 12:12 PM
Post #30


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



–ძალიან კარგია! აღტაცებით შესძახა სანდრომ თქვენი დაწერილია?
–არა, ალექსანდრე ბლოკის.
–ვისიც არ უნდა იყოს ძალიან კარგია. თქვენს შესახებ რამოდენიმე სიტყვით ვიცი ნუგზარისგან და იქნებ უფო მეტი მითხრათ თქვა სანდრომ.
–უხერხული. შეიშმუშნა სტიოპა. მიჭირს ჩემს თავზე საუბარი.
–გთხოვთ რა ! არ ეშვებოდა სანდრო.
"ნუ ხოროშო" ჩაილაპარაკა სტიოპამ, ხელები გულზე დაილაგა და დაწყობილი სახით ალაპარაკდა:–ჩემი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც მინდოდა. დასახულ მიზანთაგან ვერც ერთს ვერ მივაღწიე. ჯერ მინდოდა მუსიკოსი გამოვსულიყავი, მერე მეცნიერი, ერთხანს მხატვრობაც ვცადე, მერე ხელოვნების მათემატიკური კანონზომიერებებისა და კრიტერიუმის დადგენას ვცდილობდი, მაგრამ რა? არაფერიც არ გამომივიდა. ახლა აღარ ვიცი, ხელმოცარული ვარ თუ არა.
–რატომ არაფერს არ გაყევით? თუ ცხოვრებაში არ გაგიმართლათ?
– რა ვიცი. . რა ვიცი. ისიც კი ძნელი დასადგენია ადამიანის ცხოვრება მის ხელთაა თუ ბედისწერა განაგებს ყველაფერს. ეგება მიზნებს იმიტომ ვერ მივაღწიე, რომ ამპარტავნებაში არ ჩავვარდნილიყავი, ახალგაზრდობაში ყველა კითხვაზე მქონდა პასუხი. რაც დრო გადის, უპასუხო კითხვები გამრავლდა და ტვირთად დააწვა ჩემს სულს. გაცემული პასუხებიც გაუფერულდა და გაქრა.
–ისე ვინმეს თუ გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები? ჩაეკითხა სანდრო
–ვისთვის უნდა გამეზიარებინა!? ჩვენი ინტელიგენციისთვის? გაუკვირდა სტიოპას.
–რატომაც არა! არ მოგწონთ ქართული ინტელიგენცია?
–არა, ისე მათი და ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი თანხვდენილია, ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. თბილისური ინტელიგენცია ძალიან მიყვარს, რადგან მეც ერთი იმათგანი ვარ. ეს ხალხი შრომობდნენ, ირჯებოდნენ, ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, მაგრამ მაშინაც ვხვდებოდი, რომ მათ რაღაც მთავარი აკლდათ.
–მაინც რა? სანდრო ხვდებოდა რომ სტიოპას საუბარი თანდათან უფრო საინტერესო ხდებოდა
– რაა? ძნელი სათქმელია. . . თითქოს გონებაც ჰქონდათ და ცოდნაც, მაგრამ უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე საქმეს აკეთებდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ დრო იყო განსჯისა და არა ქმედებისა. სხვა იდეოლოგია იყო და. . აღარ დაამთავრა სტიოპამ
–ამ სიტყვაში რას გულისხმობთ?
–რომელში..ააა, იდეოლოგიაში? ეს იდეათა სისტემაა რომელიც ადამიანის ცხოვრებას ხსნის, მაშინ კომუნისტური იდეოლოგია იყო წარმმართველი–ათეისტური.
–მერე ეს რაში გიშლიდათ ხელს? გულუბრყვილოდ იკითხა სანდრომ
–რაში? ულვაშებში ჩაიცინა სტიოპამ. ამ სისტემამ მძიმედ იმოქმედა ჩვენს გენომზე, ბევრი მათგანი ან დახვრიტეს ანდა გადაასახლეს, ინტელიგენცია შინაგანად იყო გატეხილი, ამას თან ერთვოდა ქართველების სიზარმაცე. შედეგიც სახეზე იყო: ეს ხალხი თითქოსდა რაღაცას წარმოადგენდნენ და თან არც წარმოადგენდნენ, რაღაც იცოდნენ, მაგრამ ბოლომდე არა. . .
–მძიმედ ყოფილა საქმე. . გააჭიანურა სანდრომ
– მიუხედავად ყველაფრისა, და იმ მძიმე პირობებისა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა პატიოსანი ადამიანი იყო. . .ეეჰ
სტიოპა შეჩერდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდაო, მოიცა შენ აქ დამიცადე თქვა მან და მეზობელ ოთახში გავიდა.
სანდრომ სტეფანეს ბინის კედლებს შეხედა, ძველი გახუნებული შპალერით დაფარულ კედლებზე ფოტოები ეკიდა, აქ იყო პუშკინის, ლერმონტოვის, ბეთხოვენის, შუბერტის და ამავე დროს იესოს და უცნობი ფილოსოფოსის ( შტაინერის) ფოტო. თუმაცა მათ შორის ყველაზე უცნაური იყო ხნში შესული ქალის ფოტო რომელიც ერთი შეხედვით ინდოელ პოლიტიკოსს ინდირა განდის წააგავდა. .
–აა ხომ არ მოიწყინე სტიოპას ხმამ სანდროს შეახსენა რომ მარტო არ იყო.აი ცოტა სასმელი მქონდა შენახული საპატიო სტუმრისთვის და. . თქვა მან და მაგიდაზე ბოთლი კონიაკი და პატარა ნათალი ჭიქები დაალაგა.
–არა გმადლობთ მე წავალ იუარა სანდრომ დ წასასვლელად წამოიწია.
სტიოპას თითქოს არც გაეგონა მისი სიტყვები ჭიქები სასმელით შეავსო. მერე ერთი ასწია და თქვა:
- ამ სასმისით ადამიანისათვის ყველა ფასეულობათა შორის ფასეულს - სიკეთეს გაუმარჯოს. სტეფანემ სანდროსკენ გადაიწია და სასმისი მიუჭახუნა.
–კარგით ამ სადღეგრძელოზე უარის თქმა არ შეილება თქვა სანდრომ , ყავისფერი სითხით სავსე ჭიქას ხელი მოავლო და უცბად გადაჰკრა. სასმელმა კარგ გუნებაზე დააყენა, ოდნავ შეთამამდა და სტიოპას მიმართა
–სიცოცხლის სადღეგრძელოზე რას იტყვით, ხმაში ოდნავი ირონია შეურია სანდრომ.
სტიოპამ თავი ასწია , ერთხანს სივრცეში უაზროდ იცქირებოდა, თითქოს იქ რამეს კითხულობსო, შემდეგ სანდროს შეხედა თვალებში და დაბალი ხმით გააგრძელა:– ამ ხნის კაცი ვარ, რა არ გამოვიარე ცხოვრებაში, რეპრესიები, გადასახლება, ლაგერები, მაგრამ ერთი რამ ვერაფრით გავიგე, რისთვის მოვედი ამქვეყნად.. თუ მოვედი, მაშინ რატომ უნდა მოვკვდე და სამუდამო სიბნელეში რად უნდა წავიდე?
– მეც ბევრჯერ დავფიქრებულვარ სიცოცხლის რაობაზე და ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო! შეაწყვეტინა სანდრომ
–შენ? შენ რა უნდა გაფიქრებდეს, ჯერ ამისთვის ახალგაზრდა ხარ, გაუკვირდა სტიოპას..
–აბა თქვენთან ეს თემა როდის აქეთ გახდა მნიშვნელოვანი? იკითხა სანდრომ
–ეჰ! ამოიოხრა სტიოპამ, იგი ცოტა ხნით ჩაფიქრებული იჯდა და ხმას არ იღებდა. . .მერე ისევ კონიაკის ბოთლს წაატანა ხელი ჭიქა შეივსო და ისე რომ არაფერი არ უთქვამს სულმოუთქმელად გადაჰკრა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 10 2011, 06:26 PM
Post #31


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE(kate @ 3rd August 2011 - 11:28 PM) *
Atman
შენი მოთხრობა სადაა, არ წაგვაკითხებ?


ახლა ვნახე ეს პოსტი.

თუ ვინმეს უნდა პმ-ში მომწეროს და გავუგზავნი.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 11 2011, 03:55 PM
Post #32


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.
სტიოპამ ჯიბიდან "პრიმას" გაცვეთილი კოლოფი ამოირო , სიგარეტი ფრთხილად მოსრისა ხელში, მერე მოუკიდა და ხარბად გააბოლა
– ოცდაათი წელიწადია, რაც ამ მაგიდას ვუზივარ და ყოველდღე ერთიდაიგივე - პასუხგაუცემელ აზრები მეძალება
–და მერე, რა ჰქენით? იკითხა სანდრომ
– რა ვქენი? ფიქრობ ადამიანი, ცდილობ გაარკვიო რაღაც, გაინტერესებს, დაიწყებ წინსვლას, მაგრამ ბოლოს აუცილებლად მიადგები გადაუჭრელ დილემას და... მერე აღარ იცი რა ქნა. . კარებზე ბრახუნმა სტიოპას სათქმელი არ დაამთავრებინა..
–მოიცა ეხლავე კარებს გავაღებ და მოვალ მორიდებით ჩაილაპარაკა სტიოპამ და კარების გასაღებად გასწია. ნეტა ვინ დადის ამ ღამიანად სტიოპასთან ალბათ მეზობელი იქნება! თავისთვის გაიფიქრა სანდრომ. –გამარჯობა კეთილო კაცო სადა ხარ რო არ გამოჩნდი მოესმა სტიოპას დაბალი ხმა, რაზედაც ოდნავ ხრინწიანი პასუხი გაისმა, რა ვქნა მეგობარო ძალიან დაკავებული ვარ და ვერ ვახერხებ ხოლმე. .
–მოდი ერთი ახალგაზრდა უნდა გაგაცნო–სტიოპა სტუმარს ოთახისკენ შემოუძღვა. ეს იყო მაღალი უცნაურად ჩაცმული, ჯმუხი აგებულების შავგვრემანი მამაკაცი, სანდრო დაიბნა არ იცოდა რა ექნა ვერც ფეხზე წამოდგა და ვერც ხელი გაუწოდა სალმის ნიშნად.
–ეს დავითია. უცხო მამაკაცის ნაცვლად თქვა სტიოპამ
–სასიამოვნოა. სანდროს ხმა თითქმის არ ისმოდა.
–აი რაღაც საჭმელები წამოგიღე თქვა დავითმა და მაგიდაზე პური და რამდენიმე შეკვრა დადო. სანდრომ მექანიკურად მაგიდას შეხედა, აქამდე არც კი შეუმჩნევია, რომ მაგიდა საშინლად არეული და უსუფთაო ჭურჭლით იყო სავსე . .რა უცნაურ ხალხში მოვხვდი გაიფიქრა თავისთვის და ანგარიშმიუცემლად ფეხზე წამოდგა.
–რა მოხდა რაშია საქმე? იკითხა სტიოპამ
–მე წავალ, უკვე გვიანია და, მოიბოდიშა სანდრომ და უხერხულად გადაატრიალა ხელები.
–რა ჩემი მოსვლა, ხომ არ გეწყინა შეეკითხა უცხო.
–არა როგორ გეკადრებათ, ხელები გაასავსავა ბიჭმა და ისევ დაჯდა.
–რა მქვიაო, წეღან ვერ გავიგონე? ჩაეკითხა ისევ უცხო
–სანდრო
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 12 2011, 02:33 PM
Post #33


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



–მერე სად გეჩქარება? იკითხა უცხომ.
სანდრომ საათს დახედა. 12 საათი დიდი ხნის დაწყებული ყოფილა.
–კარგით ცოტა ხანს დავრჩები თქვა, ფეხზე წამოდგა და ფანჯარაში დაიწყო ცქერა. გარეთ დანახულმა სიბნელემ თავისი მეზობელი მხატვარი გაახსენა, თეოფილე ბიძია დინჯი და კეთილი ადამიანი იყო. გაახსენდა როგორ შეხვდა ერთ ზამთრის საღამოს ქუჩაში . . თოვა ახლი დაწყებული იყო, როცა სანდრო პირველ თოვლზე გამოვიდა გარეთ. აუჩქარებლად მიაბიჯებდა ქუჩაში. უცბად კაცის ლანდს მოჰკრა თვალი, სადღაც რომ მიიჩქაროდა. სანდრომ იცნო მეზობელი. ისინი ერთმანეთს მიესალმნენ.
–როგორ ხარ სანდრო? გამოეპასუხა თეოფილე, აღარ ხატავ?– ისე რა– გამოეპასუხა ბიჭი.
–აი ეხლა ამ ამინდში რას დახატავდი?
-თბილ ბუხარს, და გემრიელ საჭმელს არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა სანდრომ.
–ისე მართალი ხარ შენ ჩაიცინა თეოფილემ. სანდროს ხმა არ გაუცია იქაურობამ დაატყვევა. მთელი ქუჩა გადათეთრებულიყო. ბარდნიდა. თოვლის ფანტელების სიუხვემ იქაურობა ცოტა ჩამოაბნელა. კორპუსები საერთოდ აღარ ჩანდა. სახლისწინ მდგარი ძველი რუსული ეკლესიის გუმბათი საოცარ განწყობილებას ბადებდა მასში, იქვე მდებარე პანთეონი კი უჩვეულო რძისფერ ნისლში ჩანთქმულიყო. თეოფილეც გაჩუმდა. ორივე უხმოდ შეჰყურებდნენ ამ ლამაზ სურათს.
სანდროს მაშინ საოცარი განცდა დაეუფლა, თითქოს რაღაც წმინდას შეეხო მისი ცნობიერება. . აქაც კოჯრის ქუჩაზე ამოსვლამ და უცხო კაცის ხილვამ ისევ ეს ძველი შთაბეჭდილებები გააღვიძა მის სულში
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 16 2011, 01:05 PM
Post #34


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



- ეჰ, ახლა მეც სტიოპასავით იმაზე დავიწყებ ფიქრს, შეცნობადია თუ არა ეს სამყარო, ? ცხოვრებაში რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ადამიანის ცხოვრებაც ხომ კითხვაზე პასუხის გაცემაა და სხვა არაფერი. . .ფიქრობდასანდრო მალე ფიქრები ისევ გაექცა და გაახსენდა როგორ დატოვა მარტო თოფილე და როგორ ჩაუყვა ქუჩას, მისი თვალი მხოლოდ ადამიანებისა და გაშიშვლებული ხეების სილუეტებს არჩევდა. აუჩქარებელი ნაბიჯით დაეშვა წერეთლის პროსპექტისაკენ. მაღაზიები და კაფეები ჩახჩახებდა. ვიტრინები დაორთქლილიყო, მის შიგნით მკრთალად ჩანდნენ ადამიანები, გარეთ არც ციოდა და არც თბილოდა, . ხალხი უჩუმრად, ზლაზვნით მოძრაობდა. მალე ცხრა საათი შესრულდებოდა ..
. . .იმისდა მიხედვით, თუ რა პასუხს სცემ ცხოვრების მიერ დასმულ შეკითხვებს, ისა ხარ!
ჩაესმა ყურში უცხო კაცის ხმა. . .სანდრო არ შემობრუნებულა ფანჯარაში იცქირებოდა და უცხო კაცის და სტიოპას საუბარს ყურს უგდებდა..
–და ეს პასუხები საიდან მოდის ციდან ხომ არ ჩამოფრინდება? კითხვა დაუბრუნა სტიოპამ უცხო კაცს
–პასუხები გამომდინარეობს ადამიანის აღზრდიდან, ცოდნიდან და რწმენიდან. დაუზუსტა უცხომ
–კი ბატონო, მასე გასცე პასუხს ამ კითხვებს, მაგრამ ეს პასუხები არ იქნება სრული.
–რატომ?
–იმიტომ რომ ყველა იფიქრებს თავისი გადმისახედიდან თავისი თვალსაზრისიდან. ჩაეცინა სტიოპას. ეს ხომ არასაკმარისია!. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, პასუხი აგვიანებდა. სანდრომ შემობრუნდა. უცხო კაცი დივანზე გააწოლილიყო თავი უკან გადაეგდო ისეთი პოზა ჰქონდა გეგონება თვლემსო. უეცრად იგი წამოდგა და ოთახში გაიარ გამოიარა, –ჰმ, ე.ი. არა ხარ დარწმუნებული სხვისი აზრების სისწორეში არა?
–ხო ვერ გაიგებ მართალს ამბობოს ადამიანი თუ არა. სტიოპას სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, მას უხაროდა უცხო კაცტან დიკუსიაში რომ შევიდა.
– ისე ზოგადად რომ ვთქვათ ნებისმიერი პასუხი ან იდეოლოგიიდან მოდის, ანდა რწმენიდან. ან კიდევ ქვეცნობიერიდან. ასეა?ჩაილაპარაკა უცხომ, ისე თითქოს თავის თავს ესაუბრებაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 18 2011, 04:16 PM
Post #35


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანდრომ უხერხულად იგრძნო თავი. არ იცოდა რა ექნა ეთქვა რამე წასულიყო, თუ აქ ამ უცნაურ ხალხთან დარჩენილიყო. ძალიან ეუხერხულებოდა ასე განმარტოებული დგომა, ეს უცხო კაცი თან იზიდავდა და თან აშინებდა, ვერ გაეგო რა ემართებოდა, ბოლოს როგორც იქნა გაბედა ჩუმად მივიდა მაგიდასთან და სკამზე ჩამოჯდა.
–ჰა რას იტყვი სანდროზე, როგორი ყმაწვილია? იკითხა სტოპამ და უცხოს გადახედა. სტუმარი გამოერკვა–კარგი ადამიანი ჩანს, ნუგზარიც რომ იყოს აქ კარგი იქნებოდა ასეთ ახალგაზრდებს უნდა შევუწყოთ ხელი, და მათი იმედი უნდა გვქონდეს დააბოლვა დავითმა სათქმელი. ამ სიტყვებმა სანდრო გაამხნევა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან! შეიძლება!
რამდენიც გინდა! გაეღიმა სტიოპას და სხარულისგან ხელები მოიფშვნიტა.
- აი თქვენ რომ საუბრობთ რაღაც კანონზე. . .გააჭიანურა სანდრომ, მინდა გავიგო სინამდვილეში რომელი კანონის ზემოქმედების ქვეშ ვარ? რა კანონი მაიძულებს ასე ვიმოქმედო და არა სხვანაირად. ვერ გამიგია ჩემი თვითშენახვის ინსტინქტის ტყვე ვარ, თუ საზოგადოების მიერ დადგენილი წესების. . .სანდრო გაჩუმდა მიხვდა რომ ის რაც თქვა საკმაოდ გრძელი კითხვა იყო. სიჩუმე ჩამოვარდა.
– რომელმა გავცეთ პასუხი იკითხა უცხომ და სტიოპას გადახედა. სტიოპამ ეშმაკურად მოჭუტა თვალები, ხელი მისკენ გამოსწია და მაღალფარდოვნად წარმოთქვა –"ტოლკო პოსლე ვას სუდარ"
–მოკლედ შენი კითხვა ასე გავიგე: რატომ მოქმედებს ადამიანზე სხვადასხვა კანონი, ეს გარემოს, აღზრდის, განათლებისა და სხვათა ბრალია, თუ ადამიანი თავიდანვე მიდრეკილია უამრავი გადახრებისაკენ . . .სწორედ გავიგე? ჩაეკითხა უცხო სანდროს
– კი მასეა თავი დააქნია სანდრომ.– და კიდევ ისაც მაინტერესებს – არსებობს თუ არა ბედისწერა?
უცხო კაცმა ის–ის იყო პასუხის გასაცემად პირი გააღო, რომ საუბარში რატომღაც სტიოპა ჩაერთო–იცი სანდრო სანამ დავითი კითხვაზე პასუხს გაგცემს დიდი დრო გავა, ეს კაცი პასუხებს მსგავს კითხვებზე პირდაპირ არ იძლევა!. ..
სანდროს გაუკვირდა სტიოპას ასეთი გამოსვლა და დაბნეულმა უცხოს გადახედა. საპასუხოდ მას მხოლოდ გაეღიმა და დაბალი ხმით ჰკითხა– რომელ კითხვაზე არ გაგეცი პასუხი?
–რამდენიც გინდა! გაწიწმატდა სტიოპა, ამდენი ხანია გიცნობ და ვერ გათქმევინე, შენი შეხედულებები. .
–მაინც რაზე გაქვს პრეტენზია?
–თუნდაც იმაზე ამას წინათ რომ ვსაუბრობდით, ადამიანის სიცოცხლის საზრისზე. ..
–და მე არაფერი არ გითხარი? გაუკვირდა უცხოს
–ხო, აი ამ წუთას სანდროს თანდასწრებით თავიდან გაგიმეორებ კითხვას! სტიოპა წამოდგა სიგარეტს მოუკიდა და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. მისი საქციელი იმდენად უცნაური და თან კომიკური იყო, რომ სანდროს გაეღიმა. იგი ოთახში ბოლთის ცემას აგრძელებდა და თან შეკითხვის მაგივრად თავისთვის საუბრობდა
– ხალხო რამდენჯერ დავფიქრებულვარ სიცოცხლის რაობაზე . .ახალგაზრდობაში, როცა ლაგერში ვიყავი და მერეც სვაბოდაზე და ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო.. .თქვა მან. მერე უეცრად გაჩერდა სტუმრებს გადახედა და ისევ თავისი განაგრძო – უფრო სწორად, სიცოცხლის აზრს, მის დანიშნულებას ვერ მივაგენი.. . .
–კარგი სტიოპა! გიჯობს დაჯდე, არ გინდა პასუხი მოისმინო! საყვედურის კილოთი შეაწყვეტინა უცხომ – მივხვდი ადამიანის სიცოცხლის საზრისი რა არის ვერ გაგიგია.
–დიაახ! გააგრძელა სტიოპამ, დაგიზუსტებ, არა მარტო ადამიანის სიცოცხლე მაინტერესებს, არამედ საერთოდ რა არის სიცოცხლე, რა ფენომენია? ეს ერთი და მეორე რა არის სიცოცხლის ფუნქცია თუ დანიშნულება?... თუ სიცოცხლეს აზრი არა აქვს და ის უმიზნოა? სწორედ ამის გაგება მინდა ჩემო კარგებო იმისთვის, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება უკეთ გავაგრძელო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 18 2011, 04:47 PM
Post #36


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანდრო უხმოდ იჯდა სკამზე და უცხო კაცს გაკვირვებით შეჰყურებდა, მისი სახე თანდათან ეცნაურა, წვერებში და მუქ შავ ქუდში წარმოიდგინა და გაახსენდა რომ ეს ადამიანი კაი ხნის წინ შემთხვევით შეხვდა, გაახსენდა ძველი ქალაქის უბნის მიყრუებული სასადილო და უცნობ მამაკაცთან დიალოგი . . აი რატომ მეშინოდა მისი, გაიფიქრა სანდრომ და თითქოს ვიღაცამ მდუღარე გადასხაო ფეხზე წამოხტა,
–რა იყო რა მოხდა შეეშინდა სტიოპას, რა დაგემართა?
–არაფერია რაღაცა გამახსენდა ჩაილაპარაკა სანდრომ და თითქოს აბეზარი ფიქრების თავიდან მოშორებას ცდილობსო ხელი ჰაერში გაიქნია.
ამ აღმოჩენამ ისე დააბნია იგი რომ აღარც კი ესმოდა რა პასუხს იძლეოდა უცხო. . .მისი სიტყვები ჰაერში იშლებოდა და სადღაც უსასრულო სივრცეში იკარგებოდა. . .ადამიანმა არ უნდა დაკარგოს არც ერთი წუთი. ყოველი წამი უნდა შეიგრძნოს მთლიანად და სრულად, რადგან სიცოცხლე საბოლოო ჯამში შეგრძნებათა ერთობლიობაა. . . ..და ეს ყველაფერი. . . . . ყველაფერი გადადის მოგონებებში.. . .. სიცოცხლე კი . .ხან წარსული მოგონებაა. . .ხან იდეა, ხან ფიქრი, ხან სიყვარული... წარსულის მოგონებანი განსაზღვრავენ იმას, რამდენად სრულად იცხოვრა ადამიანმა ამ ქვეყანაზე. .. .ბოლოს ამ სიტყვებს ღა მოჰკრა სანდრომ ყური .. .
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 19 2011, 12:11 PM
Post #37


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანდრო ისევ უცხოს დააკვირდა , ამ ადამიანს ძალიან მეტყველი და მრავლისმტქმელი მიმკა ჰქონდა მუქი ოდნავ წვრილი და გამჭოლი მზერით იგი ადამიანს სულში აღწევდა, როცა იგი მისკენ გამმოიხედავდა სანდროს გული უჩქარდებოდა და თავს დაბლა ხრიდა, მოკლედ უცნაურად გრძნობდა თავს, მან ისევ საათზე დაიხედა – არა რა მაგრად დამაგვიანდა წამოიძახა მან ფეხზე წამოიჭრა და მოიბოდიშა უნდა წავიდე აუცილებლად ბებიაჩემი ალბათ ყველგან დამეძებს საბოდიშოდ ესღა ტქვა სანდრომ დასამშვიდობებლად ორივე ხელი აწია მაღლა და ჩქარი ნაბიჯით კარებისკენ გაეშურა. სტიოპა წამოხტა გამოსაცილებლად უცხო კაცი კი ადგილიდან არ დაძრულა, მხოლოდ თვალი გააყოლა წინაკარში გამავალ ბიჭს.
სანდრო გარეთ გამოვიდა და კარი მიხურა, საკეტის ჩაკეტვის ხმამ იგი მდგომარეობიდან გამოიყვანა, სიბნელეში ძლივს გაარჩია ეზოდან გასასვლელი რკინის ჭიშკარი და ალაყაფისაკენ გაეშურა. ხელის ცეცებით როგორც იქნა მოძებნა ჭიშკრის სახელური და გადატრიალა , მაგრამ მისდა გასაოცრად კარები არ გაიღო. ბიჭი დაფრთხა, თავში უამურმა აზრებმა გაუელვა, კიდევ ერთხელ სცადა მაგრამ ამაოდ, კარი საკმაოდ დიდი კლიტით მაგრად იყო ჩაკეტილი. რა ვქნა ეხლა ჩაფიქრდა სანდრო , იგი ამას რათქმაუნდა არ ელოდა. უკან შეგრუნება არ უნდოდა ერიდებოდა სხვისთვის თავისი გასაჭირის გამხელა. იქნებ ვინმემ დამინახოს და გამიღოს ჭიშკარი გაიფიქრა სანდრომ და ძველ ხის აივნებს გადაავლო თვალი. . .უკვე შუაღამე იყო და ყველას ეძინა არცერთი ბინიდან ჩამი–ჩუმი არ ისმოდა. . .

იქვე ხის სკამეიკაზე ჩამოჯდა. . .სიმარტოვემ და გამოუვალმა მდგომარეობამ შეაწუხა. . . სკამეიკამ და მთვარის შუქმა რატომღაც თეოფილეს მონაყოლი გაახსენა ნიკალაზე. .. ეჰ საწყალი ნიკალა, ბევრს სვამდა, ყველა ამბობდა რომ სმა გადაიყოლებს მაგასო, ზოგისთვის იგი მხოლოდ გამოუსწორებელი ლოთი იყო , ზოგისთვის კი მხატვარი, ხალხი ამართლებდა მის ლოთობას– ცხოვრების უსამართლობამ გაალოთაო, ზოგიც კიცხავდა– ლოთის დახატუული რა უნდა იყოსო. . .სუსტი ბუნების კაცი იყოო, სმამ გადაიყოლაო, ბევრჯერ უნახიათ იგი თბილისის ძველ უბნებში სკამეიკაზე წამოწოლილი . უხმაუროდ იწვა და მთვარეს უცქერდაო. . . სანდრო სკამზე გადაწვა და ცას შეხედა, მთვარე მქრქალად ანათებდა სოლოლაკის ძველ იტალიურ ეზოს, ნეტა რას ფიქრობს ეხლა ბებია, ალბათ ძალიან ნერვიულობს, მე კიდე აქ მოვიწყე მოსასვენებელი. . .უცებ კარის გაღების ხმა მოესმა სანდრო წამოიწია და დაინახა სტიოპას ბინიდან როგორ გამოვიდა უცხო კაცი. მამაკაცის ლანდი მისი მიმართულებით წამოვიდა. . .სანდრო ფეხზე წამოხტა და უცხოს შესახვედრად გაემართა.
–ბატონო დავით ხომ არ გეწყინათ ჩემი ასე წამოსვლა?
–აა, სანდრო შენ აქა ხარ მეგონა უკვე წახვედი?
–არა.
–რაშია საქმე, ხომ არაფერი გიჭირს? ჩაეკითხა უცხო
–მე მგონი კი, თან ეხლა უკვე ორივეს! სანდროს გაეხარდა ამ ადამიანის ისევ დანახვა.
–რა პრობლემაა, ხმა გაუმკაცრდა უცხოს.
–გაგეცინებათ და ორივე სტიოპას ეზოში ვართ გამომწყვედულები, ირონიულად ჩაილაპარაკა სანდრომ
–აა, მივხვდი ჭიშკარია დაკეტილი, თავი გადააქნია უცხომ–ეს ხომ აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, მიკვირს სტიოპამ რატომ არ გითხრა რომ 12 საათის მერე გასასვლელს კეტავენ.
–ეხლა რა უნდა ვქნათ? პირდაპირ სახეში შეხედა სანდრომ დავითს–აქ ხომ არ დავრჩებით ეზოში!
–ნუ გეშინია, გამომყევი! თქვა უცხომ და ეზოს ერთი კუთხისკენ გაემართა, სიბნელეში იგი კარგად ორიენტირებდა, ისე მოძრაობდა თითქოს ხედავსო. სანდრო ანგარიშმიუცემლად აედევნა.
–აჰა! მოდი აქ, დაუძახა დაბალი ხმით უცხომ. სანდრო ხმის მიმართულებით წავიდა..ბრმასავით მოძრაობდა, დიდი წვალებით, ბოლოს როგორც იქნა მიაღწია იქამდე.
–აი აქ ადი!უთხრა უცხომ და ხელით აგურის კედელზე დამაგრებული გათბობის მილებზე მიანიშნა. სანდრომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კედლისკენ, წაიფორხილა და დავითი რომ არა იქვე ძირს გაიშოტებოდა. დავითმა ხელი სტაცა ბიჭს, პატარა ბავშვივით აიტაცა და მილებზე შესვა.
–სანდრომ უხერხულობისგან ხმა ვერ ამოიღო, შერცხვა თავისი მოუხერხებლობის და ღამის სიბნელე რომ არა დავითი დაინახავდა ყურებამდე გაწითლებულ ბიჭს რომელიც მოუქნელად ირწეოდა აგურის კედელზე.
–უუფ! ესღა გამოქვა სანდრომ. ეხლა რა ვქნა? ჩამოსძახა მილებზე ჩიტივით ჩამომჯდარმა სანდრომ
ეხლა მეორე მხარეს გადადი იქაც იგივე მილებია იმაზე დადგები, მერე ჩახტი და ეგაა! დაარიგა უცხომ
–სანდრო, ნელა მოძრაობდა, ეშინოდა რამე არ შეშლოდა და არ დაშავებულიყო. ხელები უკანკალებდა, ბოლოს როგორც იქნა მოახერხა ღობის მეორე მხარეს გადასვლა, მილებს ჩაეჭიდა და. . . ჩახტომის მაგივრად ძირს ჩავარდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 25 2011, 12:27 PM
Post #38


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანდრო უხერხულად დაეცა. ტკენით არაფერი არ უტკენია. ხელზე რაღაც თბილი და სველი შეიგრძნო, ხელის მტევანი სახესთან ახლოს მიიტანა და მთვარის შუქზე ზედ მუქი ლაქები დაინახა, ალბათ ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. . გაიფიქრა მან და ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო. სახე მოიწმინდა და გაყუჩდა. მალე მის ახლოს მუქი ლანდი ჩამოეშვა კედლიდან.
–რა ქენი ხომ არაფერი დაიშავე? მოესმა უცხოს ხმა,
–არა არაფერი! იცრუა სანდრომ და სახიდან ცხვირსახოცი მოიშორა.
უცხომ შეხედა მაგრამ არაფერი არ უთქვამს. ერთად გაუყვნენ ქუჩას. სანდრო ჩუმად იყო ხმას არ იღებდა, არც უცხო აპირებდა საუბრის წამოწყებას. მოედანზე მეტროს წინ გაჩერდნენ .
მე ზევით უნდა ავიდე მთაწმინდაზე შენ საით გაგიწევია?იკითხა უცხომ
–ასე ფეხით ჩაუყვები და როგორმე სახლამდე მივალ. ყრუდ ჩაილაპარაკა სანდრომ და თავი ჩაღუნა. მეტრო მაინც არ მუშაობს და. .
–კარგი, აბა მშვიდობით. თქვა უცხომ და გზა გააგრძელა.
–მშვიდობით, დაუბრუნა სანდრომ და ქუჩას გაუყვა.
სანდრო ნელ–ნელა მიაბიჯებდა ქვაფენილზე. ქუჩაში თითქმის არავინ არ იყო, მანქანებიც აღარ მოძრაობდნენ მხოლოდ რამდენიმე თუ ჩაიქროლებდა დიდი სიჩქარით. სანდრო შეჩერდა და მდუმარედ ცას ახედა, ნეტა რომელი საათია? იმწუთას პირველად ინანა რომ საათს არ ატარებდა. ალბათ მალე გათენდება, ხვალ ახალი დღე დადგება ახალი საზრუნავით, გაჩნდება ათასი წვრილმანი, დილით ადგომა, სანოვაგის საყიდლად მაღაზიაში სიარული, მეგობრების ზარები, ამ ელემენტარული პრობლემებისა და სურვილების ფონზე, იმ თემებზე ფიქრი რაზეც ამ ღამეს რამდენიმე წუთის წინ ფიქრობდა სადღაც დაიკარგება. დღისით ხომ თითქმის არავინ ფიქრობს ასეთ თემებზე მათზე ფიქრისთვის ადამიანს ღამე აქვს. დღისით ადამიანი ხომ ფუტკარივით შრომობს, ამ დროს მაღალ მატერიებზე ნაკლებად ან სულაც არ ფიქრობენ .. . დღე ჰიპნოტურად მოქმედებს ადამიანზე ათას საზრუნვს უჩენს და ამ საზრუნავით უქმნის ცხოვრების მიზანს, ეს მარტივი ყოველდღიურობა ახარებს ადამიანებს.. რაში სჭირდებათ ამათ იდეები? მათი გულის მოგება ადვილია, ბრუნდებიან სამსახურიდან უყურებენ ფეხბურთს, კითხულობენ გაზეთებს, ლაყბობენ თამაშობენ დომინოს და ნარდს. . ესაა ჩვენი ცხოვრება. როგორც ჩემს ისე მათ ამ ყოველდღიურ ფუსფუსს, მარტივ სიხარულს, ტელევიზორის ყურებას, ჯოკერში მოგებულ პარტიას, წამიერ აღმასვლას, ზოგჯერ ტანჯვას, ნეტა რაიმე მნიშვნელობა თუ აქვს ვინმესთვის !? გადის დრო ენაცვლება დღე ღამეს და ღამე დღეს. . . .ერთი კია რომ არავინ იცის, რა იქნება ბოლოს და . . . ყველას ეშინია სიკვდილის.. .. . მეგობარო, მოესმა ხმა, სანდრო ფიქრებიდან გამოეკვა მის წინ ძონძებში ჩაცმული წვერგაბურძგნული მაწანწალა იდგა. მის დანახვაზე სანდრო შეკრთა.–მეგობარო ისევ გაუმეორა ჩახლეჩილი ხმით მაწანწალამ–ცოტა საჭმლის ფული ხომ არ გექნება!
სანდროს ამ კაცის ხმა და მისი სახის დანახვა არ ესიამოვნა და ინსტიქტურად უკან დაიხია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Oct 25 2011, 03:11 PM
Post #39


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



– რა მათხოვარი არ გინახავს ჩაილაპარაკა კაცმა და წასასვლელად შებრუნდა. სანდრომ ჯიბისკენ წაიღო ხელი მოწყალების მისაცემად მაგრამ იქ არაფერი დაუხვდა.
–მოიცადე მეგობარო რა გქვია შენ? შეეკითხა მაწანწალას
–რაში გაინტერესებს რა მქვია, მათხოვარს სახელს არ ეკითხებიან ჩაიცინა კაცმა და ჩამტვრეული კბილები გამოაჩინა
–გთხოვთ, არ მოეშვა სანდრო
–ვოვა მქვია, უფრო სწორად ვლადიმერი
–რა გვარი ხარ ვლადიმერ ან რატომ ხარ ამ დღეში დაინტერესდა სანდრო.
–ეტყობა მოცლილი ხარ, ჩაიბურტყუნა მათხოვარმა და გაცლა დააპირა
–არა სერიოზულად გეკითხები, თქვა სანდრომ და ხელი ძველ დაძონძილ ქურთუკში ჩაავლო.
–ვოვა გაბედავა ვარ, ვცხოვრობ ვაზისუბნის დასახლებაში, პენსიონერ დედასთან, კიდევ რა გაინტერესებს?
სანდრო დაიბნა არ ელოდა საუბრის ასე შემოტრიალებას, უფრო კარგად დააკვირდა მათხოვარს და შეამჩნია რომ მას კისერზე რაღაც ავგაროზების აცმა თუ ხატები ჰქონდა ჩამოკიდული!
–არ გინდა ჩემი სახელი იცოდე? ჰკითხა ბოლოს
–არა რაში მჭირდება შენი სახელი, მთავარია ვინ ხარ და არა ის რას გეძახიან.
–ხო მაგაში მართალი ხარ თავი დააქნია სანდრომ და ეხლა მიხვდა რომ ამაზე საერთოდ არ უფიქრია
ვოვა შეტრიალდა და ქუჩას დაუყვა, სანდრო ანგარისმიუცემლად გამოეკიდა, გვერდით მიჰყვებოდა და თან ეშინოდა ე მანდ ვინმე არ შემხვდეს ამ მაწანწალასთან ერთად ჩემზე რას იფიქრებენო.
ასე იარეს კარგა ხანს არცერთი ხმას არ იღებდა.
სანდრო დაირალა და ვოვას მორიდებით მხარზე ხელი შეახო ხომ არ შეგვესვენა?
ვოვამ მოთმინებით გაიღიმა იქვე დასხდნენ სკამეიკაზე. გრილოდა, ქუჩაში მოქუფრული და ქვასავით ცივი ჰაერის ნაკადი მოედინებოდა.
ვოვას გარეგნობა, მართლაც რომ ამაზრზენი იყო ჭუჭყიანს და პირდაუბანელს საშინელი სუნი ასდიოდა. მასთან ერთად ამ გზის გავლაც ამაზრზენი იყო სანდროსთვის. იგი ვერ ხვდებოდა რამ აიძულა ასე მოქცევა, რატომ უნდა გადაიარო ვირაც მაწანწალასთან ერთად მთელი პროსპექტი და თავდაღმა დაეშვა ვიწრო, და ბნელი მოსახვევებით!
_ საშინელი გზა იყო, - ჩაილაპარაკა ათრთოლებულმა სანდრომ.
მის გონებაში მიმქრალი ალივით ჯერ კიდევ ბჟუტავდა მძაფრი, დაუჯერებელი და სულელური ფიქრი იმაზე, რომ შესაძლებელია უკან დაბრუნება, რატომ წამოვყევი ამ კაცს? ფიქრობდა სანდრო . . ნუთუ ეს ადამიანი იქ, საიდაც მიდის, ბევრად უფრო კარგი არ არის? არა, მე არ მინდოდა წასვლა. მე არ მქონდა სურვილი, მისი მათხოვრული ხვედრი მეწვნია!
უეცრად ბიჭი სიცივემ აიტანა; აქ დიდხანს გაჩერება აღარ შეიძლებოდა.
_ მთლად გავიყინე, - უთხრა მათხოვარს, - სჯობს, გზას გავუყვეთ.
ვოვა ამ სიტყვების გაგონებაზე ადგა, ერთი წამით წელში გაიშალა და ბიჭს ღიმილით შეხედა. ამ ღიმილში არ იკითხებოდა არც დაცინვა და არც თანაგრძნობა, არც დაუნდობლობა და არც შემწყნარებლობა. მასში არაფერი იყო, თუ არა გაგება ან ცოდნა. ეს ღიმილი თითქოს ამბობდა: ,,მე შენ კარგად გიცნობ. მე ვიცი შენი შიში და ვიცი, თუ როგორია ეს წუხილი.
მე კარგად ვიცი ახლა შენს სულში დატრიალებული ეჭვშეპარული სიმხდალე!”
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 22 2011, 03:13 PM
Post #40


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანდროც წამოდგა- აბა კარგად იყავი ვოვა იმედია კიდე შევხვდებით, ჩაილაპარაკა ბიჭმა და ისე რომ მათხოვარისთვის არც კი შეუხედია. სიბნელეში შეაფარა თავი. იგი ისევ მარტო მიუყვებოდა პროსპექტს მათხოვარმა ეტყობა რა ღაც დაუძახა შორიდან მაგრამ სანდრომ სიტყვები ვერ გაარჩია. . გული ძალიან დამძიმებული ჰქონდა რატომღაც გონებაში ცნობილი ინგლისელი მომღერლის სიმღერა ამოუტივტივდა

. . .სიტყვები გარბიან სადღაც შორეთში,
ცრემლები მიქრიან როგორც წვიმის წვეთები ქარიან ღამეში
სცდებიან სივრცეს და ნელ-ნელა კვდებიან დარდის მორევში
ფიქრები მცილდება, როგორც ღრუბლები ცაზე
გადავა სივრცეში გადაკვეთს სამყაროს!
ეს არის ჩემი ბედის თამაში

..ფოთლებიც გარბიან სადღაც შორეთში,
მიჰქრიან როგორც ქარს ადევნებული წერილები
მილიონი ნათება შემყურებს სივრციდან
მოცეკვავე სინათლე ხელს მიწვდის და მითრევს
თავისკენ როგორც თეთრი ზმანება

ვერაფერი ვერ შეცვლის ჩემს უკიდეგანო გონებას
აზრებიც მცილდება, როგორც ღრუბელი გაქრება ცივ ქარში
გადავა სივრცეში გადაკვეთს სამყაროს!
ეს არის ჩემი ბედის თამაში!
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 03:38 PM