IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ჩემი რომანი ”უცხო კაცი”, ნაწყვეტები რომანიდან
ანანდა...
post Nov 29 2011, 02:09 PM
Post #41


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არც თუ ისე მარტივია ღამე მარტოდ მარტო იარო ქუჩაში და ვინმეს არ გადაეყარო, მარტო ადამიანები- არ არსებობენ უცებ სტიოპას ნათქვამი გაახსენდა სანდროს- მიმოიხედა, მალე გათენდებოდა. ქუჩაში რამდენიმე მეეზოვის ლანდიც გაამოჩნდა. .მათმა ხილვამ, მეზობელი მეეზოვე გაახსენა. . .

ეს მეეზოვე იეზიდი იყო სახელად გივი ერქვა გვარად აჯოევი იყო:- ეჰ სანდრო ჯან მუშაობას მივეჩვიე, უმუშევრობა ვერ წარმომიდგენია, თუმცა უქმეები. გახშირდნენ ამ ბოლო დროს. ძალიან გახშირდნენ. ხალხსაც ვეღარ ვცნობ ან მე ვარ სხვა და გავუცხოვდი ზედმეტად ინ ისინი. იმასაც ვგრძნობ, რომ დღეები სხვანაირად თენდებიან, სხვანაირად ცუდად- მეც სულ მათ მოლოდინში ვარ. დადარაჯებული. ვიღვიძებ თუ არა, მაშინვე ფანჯარას ვეცემი რამე ხო არ მოხდა თქო-ვამოწმებ! ყოველ დღე ვდგები დილაადრიან ქუდს ვიხურავ და გავდივარ. ქუჩაში თითქმის არავინაა. ხალხიც და მანქანებიც კანტიკუნტად მოძრაობენ გავდივარ პროსპექტზე, მერე სანაპიროსკენ ჩავუხვევ. ვიყნოსავ ჰაერს და ვგრძნობ ყროლის სუნს. საფეხურებით მდინარისკენ ჩავდივარ და ვხედავ რომ იქაურობა გაზეთების ბინძური ნახევებით და ათასი ნაგვითაა მოფენილი, იმ ნახევებით რომელიც მე უნდა მოვაგროვო და სანაგვე მანქანას გავატანო. .

- ეჰ გივი! გივი უნებურად გაეღიმა სანდროს. .

ამ ამბის მერე მთელი თვე არ გასულა სანდრო სახლიდან. ძირითადად იწვა. არც ტელევიზორისთვის შეუხედავს არც ნახატებისთვის მოუკიდია ხელი, ან წიგნებს კითხულობდა, ან ჭერს ასცქეროდა და ფიქრობდა. ერთი-ორჯერ ამხანაგებიც მოუვიდნენ და ბედად მაინცდამაინც მაშინ, ბებიამისი აღმოჩნდა ახლოს ბებო რომ არ ი ყოფილიყო, არც შემოუშვებდა. საჭმელი და ბოთლით ღვინო მოიტანეს და თვითონაც დალიეს და მასაც დაალევინეს თან ანგლობდნენ იცინოდნენ, ხორხოცობდნენ ერთობოდნენ ანეკდოტებს ყვებოდნენ, ეგონათ რომ ამით სანდროსაც ართობდნენ. მაგრამ სანდრო იქ იყო და თანაც არ იყო . . ბიჭი უცქერდა მეგობრებს და თან ნაღვლიანად იღიმებოდა . . .
. . მალე დაიშალნენ. სანდრომ ბებიას გასძახა- ბებო მოდი ეს სუფრა აალაგე, მოხუცი ოტახში შემოვიდა და მაგიდის ალაგებას შეუდგა, როგორ არიან ბიჭები ჰქკითხა სანდროს
-არიან რა უკმეხად გასცა პასუხი
- რა გჭირის შვილო რატო აღარავის ეკარები...აღარავინ გირეკავს... ადრე სუ ტელეფონზე იყავი ჩამოკიდული..."
- ადრინდელ სულიერ ჭრილობებს ვიშუშებ გაეცინა სანდროს
-მერე ამ ბიჭებს რას ერჩი ესენი ხომ შენი მეგობრებია?
- ხო აბა რა უპასუხა სანდრომ, ბებოს მიუახლოვდა და მოფერებით თავზე ხელი გადუსვა- მეგობრებია მაგრამ ესენი სულის თავისუფლებას არ იძლევიან
-თავი დამანებე რა გააჭირე გული შენი ფილოსოფიით! - ხელი აუკრა მოხუცმა . . გამიშვი ეხლა კარტოფილი მაქვს დასათლელი, ბაბომ ხელი გააშვებინა ბიჭს და სამზარეულოში გავიდა.

სანდრო ისევ წამოწვა და ჭერზე ერთ წერტილს დაუწყო ცქერა, მალე ბებოს ძახილი შემოესმა მოდი შვილო ივახშმე!
სანდრო სამზარეულოში შევიდა და სუფრას მიუჯდა. . .ბებომ საჩქაროდ გადმოუღო კარტოფილი და შიგ ჩახარშული ღორის ხორცი
-ეს რა არის? საჭმელზე მიუთითა სანდრომ
-ეს ”ჯარკოვია” შენ რომ გიყვარს მიუალერსა ბებომ
-კარტოფილი ხო, მარა ამ ხორცს აღარ შევჭამ! თვალი თვალში გაუყარა სანდრომ
-რათა შვილო შემწვარი არაა კარგად ?მხრები აიჩეჩა ქალმა
-არა საერთოდ აღარ შევჭამ!
-კარგი რა სანდრო ეხლა ანგლობას შეეშვი და გადაიღე გაცივდება-მოხუცი ჩამოჯდა და განერვიულებულმა ჭიქა წყალი დალია
-ხორცს ვეღარ შევჭამ!" კატეგორიულად გამოაცხადა სანდრომ.
-რატო შვილო... შიმშილით გინდა მოკვდე?" - შეიცხადა ბაბომ.
-ხო სიმშილით ! - მოუჭრა სანდრომ სკამიდან ადგა თავის ოთახში შევიდა და იქ ჩაიკეტა .
Go to the top of the page
 
+Quote Post
manana
post Jan 15 2012, 12:05 AM
Post #42


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 82
Joined: 12-January 12
Member No.: 6,688

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მომწონს. კარგად ძერწავ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:20 AM