IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ლადო გუდიაშვილი
ირმა
post Jul 30 2009, 09:02 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლე ბიოგრაფია:

ლადო გუდიაშვილი დაიბადა 1896 წლის 18 მარტს თბილისში.
1910 წლის აგვისტოში ლადო კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების, ფერწერისა და ქანდაკების წამახალისებელ სკოლაში ჩაირიცხა, რომელიც 1914 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით და მხატვარ-პედაგოგის წოდებით. 1914-19 წლებში მუშაობდა ხატვის მასწავლებლად თბილისის მეორე გიმნაზიაში. 1919 წელს, დავით კაკაბაძესთან ერთად, საფრანგეთს გაემგზავრა. 1926-32 წლებში ლადო გუდიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა მონუმ.-დეკორ. მხატვრობას.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1979 წელს. გარდაიცვალა 1980 წლის ივლისში. დაკრძალულია მწერალთა და სზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.




ეს თემა როგორც მიხვდით ჩვენს დიდ მხატვარს ეძღვნება. smile.gif)))

http://burusi.wordpress.com/%e1%83%9b%e1%8...%9a%e1%83%98-2/


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 30 2009, 09:06 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტკბილი სიზმარი smile.gif



--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 30 2009, 09:07 AM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირისპირ smile.gif



--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 30 2009, 09:51 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფიროსმანი...


ეს ძალიან მომეწონა და დავაკოპირე:

იმპერიალისტური ომი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა პირველად შევხვდი ფიროსმანს. კარგად მახსოვს მხატვართა საზოგადოების კრებაზე მოვიყვანეთ. გულხელდაკრეფილი იჯდა და გარინდებული და გაქვავებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. სახე ფარულ სიხარულსა და გაკვირვებას გამოხატავდა. ასე იჯდა მთელი სხდომის განმავლობაში და ხმა არ ამოუღია. სხდომის გათავების შემდეგ შემოეხვივნენ მხატვრები და დაუწყეს გამოკითხვა. პასუხს იძლეოდა მოკლედ, ლაპარაკობდა ცოტას. დაინტერესდა ორატორებით. “ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? – თქვა მან, – …უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ.”
შემდეგ სხდომაზე ფიროსმანიშვილი არ გამოცხადებულა. ცხოვრობდა, როგორც გაგვეგო, სადღაც დიდუბეში, მაგრამ ვერავინ იპოვა. გაიარა წელიწადმა. ფიროსმანიშვილი გაქრა და მის შესახებ არაფერი ისმოდა.

მხატვართა საზოგადოების ერთ–ერთ კრებაზე გამოტანილ იქნა დადგენილება – აღმოეჩინათ ხელვიწრო წევრებისათვის მატერიალური დახმარება: გადაწყდა, ნიკო ფიროსმანიშვილისათვის მიეცათ დახმარება 200 მანეთის ოდენობით. ფულის გადაცემა მე მომანდეს. ეს იყო ფიროსმანის ცხოვრების უკანასკნელი წლები. მივიღე ფული და დავიწყე ფიროსმანიშვილის ძებნა. დაახლოებით ვიცოდი სად ცხოვრობდა. ბევრი ვიარე, ბევრ ეზოში შევყავი თავი და გამოვიკითხე, მაგრამ სულ ამაოდ.

დაღონებული ვბრუნდებოდი, რომ ერთი ეზოდან მომესმა საშინელი ყვირილი (ლანძღვა), ხმაური და ბავშვების ჟივილ–ხივილი. დაინტერესებული ამ გარემოებით გადავედი მეორე მხარეს და მივადექი იმ ალაყაფის კარებს, საიდანაც ხმაური მომესმა. წინ ბნელი იყო და იქით კი მზით სავსე ეზო მოჩანდა. სანახაობა იყო მეტად შესაბრალისი. ეზოს ბავშვები – ასე ათამდე – ქვებს უშენდნენ ერთი ოთახის კარებს, სადაც ცხოვრობდა აბუჩად აგდებული კაცი. ეს კაცი, საშინლად გაჯავრებული, გამოხტა ოთახიდან, გამოუდგა ბავშვებს, სწრაფადვე გაბრუნდა გაჯავრებული ლანძღვა-გინებით და ჩაკეტა კარები. დაფიქრებულმა ამ ამბით გადავწყვიტე, რომ ნიკო უნდა ყოფილიყო ეს ცხოვრებით დაჩაგრული და ბავშვების მიერ აბუჩად აგდებული კაცი. ერთ ბავშვს ვკითხე მისი ვინაობა და მან მიპასუხა – ეს “შალაპაი პიანიცა, ჟივოპისცა” არისო. მე გამეხარდა, რადგან მივაგენ იმას, ვისაც ვეძებდი. თან შემაწუხა მისმა ასეთმა ყოფამ. დავაკაკუნე. გამოჩნდა ნიკო.
ნიკო ფიროსმანი იყო მაღალი ტანისა, შეჭაღარავებული და უკან გადავარცხნილი თმით. საშუალო წვერი და ქვევით დაშვებული ულვაშები ჰქონდა, ფერმკრთალსა და მოტეხილ სახეს კულტურული კაცის სირბილისა და სიწყნარის იერი ეფინა. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და ჭუჭყიანი, საღებავებით მოთხუპნული შარვალი. ერთი სიტყვით, ჩემ წინ იდგა ,,ბოსიაკური“ და ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უღარიბესი უბნის მცხოვრები.

- ვინ გნებავთ? – შემეკითხა ჩაფიქრებული.

- ბატონი ფიროსმანიშვილი.

- მე ვარ, გთხოვთ, – გააღო კარები. დავიღუნე და შევედი.

უეცრად შემაჩერა და მკითხა:

- როგორ მოხველით, როგორც მტერი, თუ როგორც მოყვარე?! – და თან მიყურებდა თვალების არაჩვეულებრივი გამომეტყველებით.

“ხომ არ გაგიჟდა!” – გავიფიქრე გუნებაში, ხმამაღლა კი ვუთხარი:

- არა, თქვენც მხატვარი ხართ და მეც, რა მტერი უნდა ვიყო მე თქვენი? მე გუდიაშვილი ვარ, არ გახსოვართ?..

- დიახ, დიახ, – დაიწყო მან თითქო ცახცახით. – გთხოვთ, მობრძანდეთ, გთხოვთ, ლადო, არა?

- დიახ, ლადო.

- დაბრძანდით! ძმობილო! აი, ასე, ეს არის ჩემი ოთახი, როგორცა ხედავთ. ო! ო! რომელია თქვენი სახელი? ლადო, დიახ, ლადო! შეიძლება წყალი დალიოთ? – დაასხა ჭიქაში და მომიტანა. – ბოდიშს ვიხდი, რომ ლიმონათი არა მაქვს. – სწრაფად შევათვალიერე ოთახი. ეს იყო კიბის ქვეშ მოთავსებული, რამდენიმე ნაბიჯი სიგრძისა და სიგანის პატარა ოთახი. დგომა შეუძლებელი იყო. კუთხეში საწოლი იდგა, ზედ ჭუჭყიანი ქვეშაგები ელაგა, კედელზე პატარა კოლოფი იყო მიკრული – ეს იყო “შკაფი”. მეორე კუთხეში ეყარა სხვადასხვა ხელსაწყო მღებარისა და მხატვრისა: ვედრო, მუშამბა, საღებავები, ფუნჯები და სხვ.

- თქვენ იცნობთ ძმებს ზდანევიჩებს? – მკითხა მან უეცრად. – მათ ბევრი სურათი აქვთ ჩემი. მე ბევრს ვმუშაობდი, თბილისის სარდაფები ჩემი მოხატულია. ამით ვცხოვრობ… შეიძლება მიირთვათ რამე. იქნებ პური… აი, გთხოვთ, – და გამოიღო “შკაფიდან” ხმელი პურის ნატეხი. მე მადლობა ვუთხარი.

- ასე, ასე, ჩემო ძმობილო, ძვირფასო ლადო, როგორ გეძახიან – ლადო, არა? ჰო, ლადო!.. – გაჩერდა, ჩაფიქრდა. უეცრად ფეხზე წამოიჭრა. დაიწყო რაღაცის ძებნა. კუთხეში ნახა გაქონილი, ჭუჭყიანი ქაღალდი.

- ხედავთ? – გაშალა გაზეთი “სახალხო ფურცლის” ნომერი, სადაც მისი სურათი იყო მოთავსებული. – ჩემი პორტრეტი. მე გადამიღო ვიღაც გოგოლაშვილმა და შემდეგ გაზეთში მოათავსა.

ვუთხარი ნიკოს, რომ ეს სურათი ნანახი მქონდა.

- ეხლა რაზედ მუშაობთ? – ვკითხე შემდეგ.

- არაფერს არ ვაკეთებ. ვასრულებ მხოლოდ შენაკვეთს რესტორანში. სიღარიბეში ვცხოვრობ. ხშირად მატყუებენ და არ მაზლევენ ფულს.

ამოვიღე ფული და გადავეცი. ისიც ვუთხარი, ვისგან იყო. შეჩერდა და გაოცებული გაქვავდა, ხმა ვეღარ დაძრა. არ იცოდა როგორ გადაეხადა მადლობა.

- ცოტა არის, – ვუთხარი, – მაგრამ ამ ფულით შეიძლება პატარა ხანს ცხოვრება. იყიდეთ საღებავები.

ავდექი და მოვემზადე წამოსასვლელად. კუთხეში რაღაც შევამჩნიე.

- ეს რა არის?

- საღებავები, ჩემო ძმაო. მუშაობა ასე უნდა. თქვენ კოსტიუმებში და გალსტუკებში მუშაობთ და გოლოვინის პროსპექტზედაც დასეირნობთ, – არა, ასე არ შეიძლება, უნდა ჩაიცვა ძველი ფართუკი, აანთო ლამპა და მოაგროვო ჭვარტლი. უნდა დაფქვა ფეხით კირი და გააკეთო უმარილი, აიღო დიდი ფუნჯი და შეღებო კედლები თეთრი ან შავი ფერით, ძირიდან ჭერამდე. ძმაო ლადო! თქვენ ლადოს გეძახიან, არა? ო, ასე კარგია, ძლიერ კარგია. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა? ავაშენოთ სახლი თუ არა? ავაშენოთ და შევიკრიბოთ იქ. ვიქნებით ერთად, თორემ რა აზრი არის ეხლა? დახატავ სურათს, წაიღებ სარდაფში, გაჭმევს, დაგალევინებს მისი პატრონი ღვინოს და სურათს კი დაიტოვებს. და ასე ყოველთვის.

მერე ნიკომ მაჩვენა სურათები: “ლომი” და “თამარ დედოფალი”.

- აქ ბავშვები მიშლიან ხელს, ყვირიან და ქვებს ისვრიან ფანჯრებში, მაწვალებენ უღმერთოდ. მაშასადამე, თქვენ მიდიხართ? წავიდეთ… იცით რა? – თქვა მან წყნარად, – წავიდეთ სარდაფში, დავლიოთ.

მე ვუთხარი, რომ ღვინოს არა ვსვამდი.

- არა უშავს, ლიმონათს მაინც დალევთ.

კიდევ უარით ვუპასუხე. სახეზე წყენა შევნიშნე. სახლში რომ დავბრუნდი, მეტად დამაღონა ჩემმა საქციელმა, მაგრამ რაღა გაეწყობოდა.

სადგურის მოედნამდე ერთად ვიარეთ. გზაში ბევრი მელაპარაკა თავის ჭირ-ვარამზე და თანაც მაჩვენებდა სარდაფებს, სადაც სურათები იყო…

მას აქეთ დიდხანს ვეღარ შევხვდი, ვეძებდი, ვიყავი სახლში, მაგრამ შინ ვერ მივუსწარი, ვეძებე სარდაფებშიც – იქაც ვერ შევისწარი.

გავიდა ამ შეხვედრის შემდეგ თითქმის წელიწადი. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ დასდო დახმარება ღარიბ მხატვართა სასარგებლოდ. ფიროსმანიშვილისათვის გადმომცეს დაახლოებით 300 მანეთი. გავემართე ისევ მისკენ, მაგრამ თავისი ოთახიდან გადასულიყო. ახლა იქ პატარა დუქანი მოეთავსებინათ და წინანდელი მობინადრისა არაფერი იცოდნენ. რამდენიმე ბავშვმა იკისრა ფიროსმანიშვილის მოძებნა, გავყევი მათ, შემოვიარეთ დიდუბე.

- დიდი ხანია არ დაგვინახავსო, – გვპასუხობდნენ შეკითხვაზე მედუქნეები და რესტორნის პატრონები. ვერაფერი გვითხრეს სამისამართო მაგიდაშიც. მას შემდეგ ფიროსმანიშვილი სამუდამოდ დაიკარგა.

თავისი წუთისოფელი ნიკომ სადღაც, მიგდებულ სარდაფში დაასრულა 1918 წელს, მაგრამ რა დღეს მოკვდა, რა პირობებში, ვინ დამარხა, ეს გამოურკვეველი დარჩა.

sad.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Sophia
post Jul 30 2009, 09:52 PM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 455
Joined: 2-June 08
Member No.: 2,176

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეჰ, მოგონებებში ყველა მაგარია, ისე კი ვინ რა გააკეთა ფიროსმანისთვის _ კიდევ სხვა საკითხია. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 1 2009, 10:15 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან ლამაზი ნახატიაsmile.gif



--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Aug 2 2009, 04:50 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გუდიაშვილზე არ ვგიჟდები smile.gif ისე მისი მოხატული ქაშუეთი მომწონს, ორიგინალურია, კანონიკურს არ ჰგავს და საქართველოს ეკლესიებში მსგავსი ექსპერიმენტები არ მომხდარა..


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Fee
post Apr 5 2010, 03:45 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 737
Joined: 2-March 10
Member No.: 6,165

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(TeO @ Aug 2 2009, 04:50 PM) *
გუდიაშვილზე არ ვგიჟდები smile.gif ისე მისი მოხატული ქაშუეთი მომწონს, ორიგინალურია, კანონიკურს არ ჰგავს და საქართველოს ეკლესიებში მსგავსი ექსპერიმენტები არ მომხდარა..

ნამდვილად არვიცოდი მისი მოხატული თუ იყო rolleyes.gif ისე კი ყოველთვის იქცევდა ჩემს ყურადღებას´, ძალიან სხვანაირი და განსხვავებულია smile.gif
ლადო გუდიაშვილი თითქოს ჩემს ბავშობასთან ასოცირდება smile.gif დედაჩემს მისი წიგნი ქონდა, გადმოვიღებდი ხოლმე თაროდან და ვათვალიერებდი, მახსოვს მისი შვლები და განსხვავებული სახის ნაკვთები სახეებზე smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:24 PM