IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სტიქიები სხეულში
jarmen
post Dec 11 2020, 08:16 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ორგანიზმში სტიქიური ენერგიების ბალანსი, ჯანმრთელობის და ენერგეტიკული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფიზიკური სხეული შედგება წყლისგან, სუნთქავს ჰაერს, იკვებება მიწით და ცეცხლით, იღებს ეთერულ ენერგიას. ამ სტიქიების ბალანსზე ანუ ჯანსაღ მდგომარეობაზე დამოკიდბეულია ორგანიზმის ფუნქციონირება. შესაბამისად ნებისმიერი ბუნებრივი დაავადება უნდა განვიხილოთ როგორც ბალანსის დარღვევა, რაც შეეხება არაბუნებრივ ანუ ხელოვნური ჩარევით გამოწვეულ დაავადებებს ფართო საკითხია და მხოლოდ სტიქიური ბალანსით არ შემოიფარგლება.
კლასიკურად 5 სტიქია, ეთერი(აკაშა), ცეცხლი(აგნი), წყალი(ჯალ), ჰაერი(ვაიუ), მიწა(პრიშვი). დაოიზმში არის ორი განსხვავებული სტიწია, ხე და მეტალი, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს რომ ეს სტიქიები რეალურად საბაზისო სტიქიებისგანაა ნაწარმოები, ხე, წყალი და მიწა, მეტალი ცეცხლი და მიწა. დასავლეთში გვხვდება სინათლის და წყვდიადის სტიქიები, თუმცა ესეც განიხილება ეთერის ორ სხვა და სხვა პოლუსად ანდაც თითოეული ელემენტის დესტრუქციულ და კონსტრუქციულ გამოვლინებებს.
უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, რომ მესაუბრა რაიმე სახის აქტიურ პრაქტიკებზე, თუმცა ფქვენგან ძალიან მაინტერესებს როგორ ურთიერთობთ სტიქიებთან არა მხოლოდ გარეთ არამედ სხეულში. ჩემი მხრივ რეკომენდაციას გავუწევდი, რომ მოგვესმინა ჩვენი ორგანიზმისთვის, გვესვა სუფთა და ოთახის ტემპერატურის წყალი, მიგვეღო, ბუნებრივი ცხიმი (კარაქი, ერბო), გვესუნთქა ღრმად დ მშვიდად და კვებისთვის გამოგვეყენებინა მსუბუქი ბოსტნეული და ხილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th April 2024 - 10:50 AM