Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ იუმორი, თამაშები, გართობა :) _ თამაში...

Posted by: Zet Oct 29 2008, 12:57 PM

ადნაკლასნიკებში გავჩითე რაღაც თამაშები და ერთერთი არის ეს:
ვინც აქ შემოვა უნდა უპასუხოს წინა მპოსტველის კითხვას და დაწეროთ თავისი კითხვა კითხვა..
კითხვა შეიძლება იყოს ნებისმიერი, პახოდუ რახან ეზოტერიული ფორუმია ეზოთერიული კითხვებიც გაურიოთ...)
პირველი კითხვა:

......
გეშინია თუ არა ქუჩის ძაღლების.. sticktongue.gif

Posted by: ირმა Oct 29 2008, 11:57 PM

ურაა! ეს თამაში მომწონს, მაგრამ ზეტ ეს შეკითხვა არ მომწონს unsure.gif რატომ არ მომწონს და იმიტომ რომ მეშინია. ძაღლები მიყვარს, მაგრამ ქუჩის ძაღლების მეშინია. ვიცი, ვიცი მეტყვით ყველა ერთად, რომ ძაღლმა არ უნდა შეგამჩნიოს, რომ გეშინია, თორემ უარესიაო, ხო მეშინია, ვაღიარებ დანაშაულს, არ დამხვრიტოთ worthy.gif

( გავართვი თავი პირველ შეკითხვას, უუჰ clap2.gif )


მეორე შეკითხვა:

......
როგორ ფიქრობ, არსებობს თუ არა ამ ფორუმის აურა.

Posted by: Alpha Oct 30 2008, 07:10 PM

ალბათ კი
რადგან ისევე როგორც ეგრეგორი, რადგან ბევრი ხალხი აღიქვამთ ამ ტექსტებს როგორ რაღაც "ეზოთერულ ფორუმს"


შემდეგი შეკითხვა, ხშირად იტყუებით თუ არა? secret.gif

Posted by: SUNDELIX Oct 30 2008, 09:50 PM

უწყინარ კითხვებს ველოდი და დაკითხვა აღმოჩნდა =D

ხშირად არა
მარა ხშირად ვისთვის რამდენია ჩემთვის რამდენი, რაც არ უნდა იყოს უბოროტოდ :]


ხოდა აბა ჩემი კითხვა ასე ჟღერს - რა არი ბედნიერება თქვენეულად?

Posted by: Alpha Nov 1 2008, 11:44 PM

QUOTE
ხოდა აბა ჩემი კითხვა ასე ჟღერს - რა არი ბედნიერება თქვენეულად?

ბევრი ფული და მაგარი ნაშ..
ხო კაი ხოო რას მიყურებთ biggrin.gif,
ეზოთერული პასუხი:
სამყაროსთან ჰარმონია. მიიღწევა პირველწყაროსადმი მინდობით..

შემდეგი შეკითხვა: ზოოპარკში ბოლოს როდის იყავით?

Posted by: ირმა Nov 2 2008, 10:57 PM

ზოოპარკში?! მგონი 15 წლის წინ თუ უფრო მეტი. არც კი მახსოვს. ohmy.gif


შემდეგი შეკითხვა:

გიყვართ თუ არა თეატრი?

Posted by: TeO Nov 5 2008, 02:04 PM

თეატრი მიყვარს ირმა, მაგრამ ამ სეზონზე ჯერ არ ვყოფილვარ! sad.gif

სად დაიკარგა აპაჩი?? მომენატრააა ძალიან!!! yes.gif

Posted by: Zet Nov 7 2008, 03:51 PM

QUOTE(TeO @ Nov 5 2008, 02:04 PM) *
სად დაიკარგა აპაჩი?? მომენატრააა ძალიან!!! yes.gif


Teo, es kitxvaa xo? biggrin.gif mashin gpasuxob ar vici smile.gif))))))

...........................................

romel saatze idzineb xolme?

Posted by: TeO Nov 7 2008, 05:19 PM

10–11ზე biggrin.gif


რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასი?? unsure.gif

Posted by: Sophia Nov 7 2008, 10:10 PM

დრო, რომელსაც სულ ვფლანგავ sad.gif
და
სიყვარულის განცდა, ზოგადად.
მის გარეშე, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი და არასაინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრება და საერთოდ ცხოვრება rolleyes.gif

წამო ყავა ან ჩაი დავლიოთ, არ გინდა?


Posted by: Sophia Nov 7 2008, 10:11 PM

lol.gif მე მინდააააააა

Posted by: ირმა Nov 8 2008, 12:01 AM

მინდააა. მინდა სოფია, ყავა გინდა თუ ჩაი, თუნდაც ერთი ჭიქა წყალი, მინდა... მაგრამ ყველაზე მეტად წამო მინდა, რუსთაველზე... რუსთაველზე იყო ერთი ლამაზი, ძალიან ლამაზი კაფე sad.gif არა! არა! პირობას გაძლევთ მალე ჩამოვალ და სადაც გინდათ იქ წავიდეთ სადაც გინდათ. რუსთაველზე კი, აუცილებლად ჩავივლი, აუცილებლად, ძალიან მინდა და მენატრება ის ძველი, მშვიდი დრო...
(ახ სოფო, სოფო, შენი შეკითხვით ცრემლი ჩამომივიდა, მადლობა სოფო ამ ცრემლისათვის...)


შემდეგი შეკითხვა:

რწმენა, იმედი, სიყვარული ანუ ვერა, ნადეჟდა, ლიუბოვ,– ამ სახელთაგან რომელი სახელი მოგწონთ?

Posted by: SUNDELIX Nov 8 2008, 12:26 AM

QUOTE
რწმენა, იმედი, სიყვარული
სამივე თავისებურად rolleyes.gif

QUOTE
ვერა, ნადეჟდა, ლიუბოვ
აქედან კი ნადეჟდა
ნადეჟდა ჩაიცვი მე რო მიყვარს ის ადეჟდა :დ


როგორ იუმორზე უფრო გეცინებათ? (ნებისმიერი მაგალითი)

Posted by: sky Nov 8 2008, 02:34 AM

ციტატა(SUNDELIX @ Nov 8 2008, 01:26 AM) *
როგორ იუმორზე უფრო გეცინებათ? (ნებისმიერი მაგალითი)


magaliTad :

mazoxisti : - damartyiiii!!!!!!!!!!!!!
sadisti : -arrrrrrrrrrrrrrrrrrrrra!!!!!!!!!!!!!!!!!!!


argue2.gif


p.s.
sasaciloa?? huh.gif

Posted by: SUNDELIX Nov 8 2008, 03:03 AM

კი - მარა ვიცოდი ეგ :დ



თუ აკეთებთ ფიზიკურ ვარჯიშებს და კერძოდ რას|რომლებს?

Posted by: Alpha Nov 8 2008, 09:52 PM

საერთოდ არ ვვარჯიშობ. wacko.gif

რა შეკითხვა დავსვაა? biggrin.gif

Posted by: Sophia Nov 9 2008, 03:30 AM

QUOTE(Alpha @ Nov 8 2008, 10:52 PM) *
საერთოდ არ ვვარჯიშობ. wacko.gif

რა შეკითხვა დავსვაა? biggrin.gif



unda dasva shemdegi kitxva:
tkveni azrit vin arian es kacebi, ra undaT cxovrebashi da ra misiiT arian mosulni ???
(im kacebs vgulisxmob, shen rom gkavs aq, qvemot, rom zunzuleben, tu cekvaven sashinlad)
da me gipasuxeb: ar vici chemo alfa, magram ashkarad zalian gadagvekidnen da autanlebi arian da gtxoooov, moashoreeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee dash2.gif sticktongue.gif

Posted by: Zet Nov 9 2008, 03:58 AM

ოფტოპიკის გარეშე არაფერი არ გამოდის ხო??????

Posted by: sky Nov 9 2008, 07:06 PM

ციტატა(Zet @ Nov 9 2008, 04:58 AM) *
ოფტოპიკის გარეშე არაფერი არ გამოდის ხო??????



rogor ar gamodis, margarm arc ise sainteresoa whistling.gif



marTali var? biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 9 2008, 10:23 PM

არვიცი. მგონი უკეთესი იქნებოდა გაგვეგრძელებინა თამაში...


შეკითხვა:

გიყვართ თუ არა მოგზაურობა და თუ გიყვართ, რა წარმოგიდგათ პირველი, სად ისურვებდით ახლა წასვლას არანაირი შეზღუდვა რომ არ იყოს?

Posted by: SUNDELIX Nov 10 2008, 07:39 PM

ცალსახადიახ - რა და მწვანე ტყე წარმოვიდგინე :] შეზღუდვა რო არ იყოს ნაშუაღამევს მწვადებს შევათამაშებდი სადმე შორეულ კოსმოსში :დ

დღეს როგორი დღე გქონდათ?

Posted by: TeO Nov 10 2008, 10:23 PM

დღე -მოლოდინი და ფინალში ინტერნეტი დამიდგეს wink.gif ასე რომ ახლა ფორუმზე ხშირად ვიქნებიიი smile.gif


მზიანი ამინდი როდის იქნებაა?


Posted by: ირმა Nov 11 2008, 10:38 PM

არვიცი, მაგრამ ერთს ვიტყვი მიყვარს მზიანი ამინდები. წვიმაც მიყვარს, თოვლიც, მაგრამ ყველაფერი მბეზრდება, არვიცი ინგლისში როგორ ძლებენ, ალბათ ერთ თვეზე მეტს ვერ გავძლებდი.


წელიწადის რომელი დრო მოგწონს და რატომ?

Posted by: TeO Nov 11 2008, 10:44 PM

მე ის დრო მიყვარს, რომელშიც ვარ ხოლმე! ანუ შემოდგომაზე -შემოდგომა, ზამთარში ზამთარი wink.gif იმიტომ, რომ კარგიაა smile.gif)

გიყვარს ზღვა?

Posted by: ირმა Nov 11 2008, 11:04 PM

მიყვარს. მე და ჩემს ქმარს სახლი გვაქვს ათენს გარეთ ზღვასთან ახლოს, ხოდა „პენსიაში“რომ გავალთ იქ გადავალთ საცხოვრებლად clap2.gif ვცდილოფთ ნაადრევად პენსიაში გასვლას.

ყველაზე კარგად როდის გამოგდის მედიტაცია?

Posted by: Zet Nov 13 2008, 02:55 PM

საერთოდ არ გამომდის..

.....

რამდენი წლისახარ?)

Posted by: TeO Nov 13 2008, 03:19 PM

ციტატა(Zet @ Nov 13 2008, 03:55 PM) *
საერთოდ არ გამომდის..

.....

რამდენი წლისახარ?)

ხან რამდენის ხან.. სიტუაციას გააჩნია! smile.gif

შენ?

Posted by: ირმა Nov 13 2008, 09:59 PM

მეც ხან ბებერი ვარ, ხან ახალგაზრდა, ხან პატარა ბავშვი. ჩემი ქმარი 13 წლისას მეუბნებაhilarioustu8.gif ხო ასაკი რაც მაქვს ბუნებრივი, ნამდვილად ვერ ვგრძნობ და მართლა უფრო ხშირად ცამეტი წლის მგონია მართლა თავი lol.gif

როდის დადგამ ნაძვისხეს?

Posted by: Zet Nov 14 2008, 02:25 AM

არასდროს ალბათ)))))


ამ წელს იქნება თოვლი?

Posted by: Sophia Nov 14 2008, 02:50 AM

იქნება, აუცილებლად. აუცილებლად იქნება. ახალი წელი დადგება თუ არა, მეორე დილას ფაფუკი თოვლი დაგვხვდება. ისე აბა რა ფასი აქვს ან ზამთარს, ან ახალ წელს l_sunny.gif

რომელ ქვეყანაში ან ქალაქში ისურვებდი მოგზაურობას და რატომ?



Posted by: ირმა Nov 14 2008, 10:16 PM

საქართველოში, კერძოდ თბილისში და დიდი სიამოვნებით წავიდოდი რაიონებშიც. იმიტომ რომ მენატრება.


რამდენი წლისამ იგრძენი პირველი სიყვარული(ან ასე ვთქვათ პლატონური სიყვარული, იმიტომ რომ პირველი სიყვარული უმთავრესად პლატონურია)

Posted by: TeO Nov 14 2008, 10:31 PM

ხოო მაშინ 6 წლისა ვიყავიი wub.gif


ანგელოზი რა ფერისაა? rolleyes.gif

Posted by: ირმა Nov 15 2008, 01:49 AM

რთული შეკითხვა დამისვი თეო, ანგელოზი არ მინახავს, მაგრამ ეს ფოტო ძალიან მომწონს.


http://img407.imageshack.us/my.php?image=dsc5017lnz4.jpg
[URL=http://g.imageshack.us/img407/dsc5017lnz4.jpg/1/][IMG]http://img407.imageshack.us/img407/dsc5017lnz4.jpg


შემდეგი შეკითხვა:
გიყვართ თუ არა ბავშვები და რატომ?

Posted by: TeO Nov 15 2008, 09:43 AM

რა კარგი კითხვაა! l_daisy.gif
მე ძალიან მიყვარს!!! kiss1.gif wub.gif და იმიტომ რომ არ სიყვარული შეუძლებელია!..მათ სიახლოვეს ყოფნა უკვე ბედნიერებაა და დადებითი ემოციებით მავსებს blush.gif (რომ გავაგრძელო ძალიან დიდი პოსტი გამოვა wink.gif ......


მზე უფრო მოგწონს თუ მთვარე?

Posted by: Alpha Nov 15 2008, 01:59 PM

მზე

ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი?

Posted by: TeO Nov 15 2008, 02:08 PM

ჰმ! whistling.gif მოუნდა რა პასუხი smile.gif


შენ როგორ ფიქრობ?

Posted by: Alpha Nov 15 2008, 02:20 PM

გენეტიკოსებმა გამოიკვლიეს რომ ეჯრ კვერცხი.
ანუ რაღაც სხვა არსებად დადოო კვერცხიო, რომლისგანაც გამოიჩეკა ქათამი smile.gif

შემდეგი კითხვა, რამდენათ ხშირად იყენებთ ეზოთერულ პრიომებს რეალურ ცხოვრებაში? superstition.gif

Posted by: Zet Nov 15 2008, 03:10 PM

ar viyeneb mara vitvalistsineb zogjer))))


................

ratoa aq dasasmeli kitxvis mopiqreba dzneli?

Posted by: TeO Nov 15 2008, 04:42 PM

ისე, ჩვენ იმ კითხვას ვსმამთ, რომელზეც თავად გვინდა პასუხის გაცემა! (ყოველ შემტხვევაში მე ასე გამომდის biggrin.gif )



რა განსხვავებაა ქალსა და მამაკაცს შორის არამატერიალურ პლანზე? blink.gif

Posted by: Sophia Nov 16 2008, 05:14 PM

არამატერიალური თვისებების თვალსაზრისით?
კითხვა კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ჩემი აზრით, ქალებში საწყისი არის ემოცია. გრძნობა არის პირველადი, მერე აზრი. მამაკაცებში სხვაგვარად არის - ჯერ კონკრეტულად - ვნება, მერე აზრი და ბოლოს გრძნობა. თუ საერთოდ გაუჩნდათ გრძნობები tongue.gif wink.gif

შეცვლიდი რამეს შენს ხასიათში და საერთოდ შენს ცხოვრებაში?








Posted by: TeO Nov 16 2008, 05:54 PM

(კითხვა აბსტრაქტული მქონდა,.. პასუხით კმაყოფილი ვარ!

მე ჩემ ხასიათს ვცლი,. ცხოვრება მომწონს, რომელიც ავტომატურად იცვლება. ქვეყნად არაფერია უცვლელი smile.gif



კითხვა: ბედნიერი ხარ?

Posted by: old_man Nov 16 2008, 06:01 PM

QUOTE
კითხვა: ბედნიერი ხარ?

ხანდახან smile.gif

კითხვა: შეიძლება სულ ბედნიერი იყო?

Posted by: TeO Nov 16 2008, 06:10 PM

ალბათ კი! blush.gif


ბიჭო, ბიჭო, ბიჭოოო!" -საიდანაა ეს ფრაზა? lol.gif

Posted by: Sophia Nov 16 2008, 06:29 PM

wink.gif სხვათაშორის ეგ ტატიშვილი ჩემი მეგობრის მეგობარია და კარგი ექიმიაო ამბობენ. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ რომ დამჭირდეს მისი თავი, ალბათ ვერ ვენდობი... rolleyes.gif - ეს პასუხი იყო rolleyes.gif


ვინმეს ბაძავდი ბავშვობაში? ვისა?




Posted by: TeO Nov 16 2008, 08:52 PM

ვბაძავდი, კი, ოღონდ ეს გაუცნობიერებლად ხდებოდა! (ხარი ხართან რომ დავაბათ-ის პრინციპით) უახლოესი დაქალებისგან გადმომქონდა ქცევები, ჟესტები, სიტყვები..
და თუ კითხვა კუმირს ეხება -მაშინ იდეალი და კუმირი არა მყოლია! wink.gif


laugh.gif ცოტა იუმორში :
რა ზომის ფეხი გაქვს?

Posted by: Alpha Nov 16 2008, 09:44 PM

QUOTE
სხვათაშორის ეგ ტატიშვილი ჩემი მეგობრის მეგობარია და კარგი ექიმიაო ამბობენ. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ რომ დამჭირდეს მისი თავი, ალბათ ვერ ვენდობი... rolleyes.gif - ეს პასუხი იყო rolleyes.gif
დაიცა, ეგ მართლა ექიმია? blink.gif


QUOTE
რა ზომის ფეხი გაქვს?

აუ ეგ არ ვიცი.. biggrin.gif
მაღაზიაში, ფეხსაცმელს რომ ვყიდულობ სულ მეკითხებიან და მე ვპასუხობ: 'ააი, ამას მოვიზომავ ჯერ და ვნახოთ' თქო ))

რომელი ფერი მოგწონთ?



Posted by: blanca Nov 16 2008, 09:53 PM

შინდისფერი მუქი იასამნისფერი ყვითელი წითელი ლურჯი biggrin.gif
ყველა ფერი მომწონს მაგრამ ყველაფერი არ მომწონს laugh.gif

რატომ არარის ისე ყველაფერი როგორც მე მინდა biggrin.gif

Posted by: TeO Nov 16 2008, 09:55 PM

რა რთული კითხვა დამისვია biggrin.gif
ნარინჯისფერიიი (ამ ეტაპზე}



კატა უფრო მოგწონს თუ ბუ? (ჩემი პასუხია -კატაბუა! wub.gif )

Posted by: blanca Nov 16 2008, 09:56 PM

კნატაკნუტები ძალიან მიყვარს smile.gif

Posted by: blanca Nov 16 2008, 09:57 PM

ბავშვობაში ორი პაწაწა ბუც გვყავდა სახლში. მერე ერთი მოგვიკვდა და მოვკვდით ტირილით. დავასაფლავეთ საწყალი

უკაცრავად კითხვები არ მაქვს biggrin.gif

Posted by: TeO Nov 16 2008, 10:03 PM

ციტატა(Sophia @ Nov 16 2008, 06:29 PM) *
wink.gif სხვათაშორის ეგ ტატიშვილი ჩემი მეგობრის მეგობარია და კარგი ექიმიაო ამბობენ. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ რომ დამჭირდეს მისი თავი, ალბათ ვერ ვენდობი... rolleyes.gif - ეს პასუხი იყო rolleyes.gif
ვინმეს ბაძავდი ბავშვობაში? ვისა?

შუა ქალაქში დაიწყოო! ფანებო აბა დროზეე Laie_61.gif მე წავედიი l_sunny.gif

Posted by: ირმა Nov 16 2008, 11:02 PM

შეკითხვა არ არის–პასუხიც არ იქნება.

შემდეგი კითხვა:

შეგიძლიათ თუ არა აღიაროთ თქვენი უარყოფითი თვისება?

Posted by: Sophia Nov 16 2008, 11:19 PM

არც კატა მიყვარს და არც ბუ,
მაგრამ კატაბუა მიყვარს და მეტარება. rolleyes.gif
ტატიშვილი ექიმია ნამდვილად ! კიდევ რადიო "სინდიკატზე" მიყავს გადაცემა ჯაზზე. უნივერსალ ტიპი გამოდის wink.gif

აბსოლუტურად ყველა ფერი მიყვარს, მაგრამ ყვითელ ტანსაცმელს საერთოდ არ ვიცმევ, იშვიათად ვეკარები აგრეთვე ე.წ. მალინისფერს. ამ ფერების ტანსაცმელი უბრალოდ და უხეშად მეჩვენება. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სტილი და სილუეტი უბრალოვდება.
ვინ არ რა გენატრება ამ წუთას ყველაზე მეტად?






Posted by: TeO Nov 16 2008, 11:21 PM

რომ დავფიქრდი, მე ახლა არაფერი/არავინ მენატრება! smile.gif


? (ანუ თავისუფალი კითხვაა)

Posted by: Sophia Nov 16 2008, 11:30 PM

QUOTE(ირმა @ Nov 16 2008, 11:02 PM) *
შეკითხვა არ არის–პასუხიც არ იქნება.

შემდეგი კითხვა:

შეგიძლიათ თუ არა აღიაროთ თქვენი უარყოფითი თვისება?


SemiZlia. gindaT aqve vaRiaro? ai magalitad

feTqebadi var - am tvisebas vebrZvi da imedi makvs vajobeb l_sunny.gif
uazro kompromisebze mivdivar roca sachiro araa - es sisustea albat
zilisguda var
sxvebis kritika ashkarad mexerxeba unsure.gif
dges kitvebi agar makvs
sorry



Posted by: TeO Nov 16 2008, 11:34 PM

ნო კომენტს! Laie_61.gif

Posted by: FEBRUARY Nov 16 2008, 11:58 PM

ავტოსტოპით მინდა მოგზაურობა, ვინმე წამომყვებით?

Posted by: blanca Nov 17 2008, 02:45 AM

ავტოსტოპი არ ვიცი რაარის

უარყოფითი თვისება?

ძალიან ბევრს ვფიქრობ

Posted by: blanca Nov 17 2008, 02:46 AM

კითხვის დასმა დამავიწყდა:

ყველამ იცით რაარის ამ ცხოვრებაში თქვენი მისია? biggrin.gif

მე არ ვიცი ჩემი რაარის smile.gif

Posted by: TeO Nov 17 2008, 12:14 PM

ყველასი არ ვიცი და აი ჩემ მისიას თითქოს ვეძებ რაა... rolleyes.gif



ბოლოს ზღვაზე როდის იყავი? მე აღარც კი მახსოვს sad.gif

Posted by: Sophia Nov 17 2008, 06:25 PM

წელს არა, შარშან ვიყავი. ეს წელიწადი რომ ჩავაგდე, ალბათ ამიტომ მენატრება ზღვა და მზე...

არსებობს ადგილი სადაც თავს იმაზე უკეთ გრძნობ ვიდრე შინ? რა ადგილია ეს?








Posted by: TeO Nov 17 2008, 06:30 PM

ყველაზე კარგად სახლში ვგრძნობ თავს! wink.gif არი მსგავსი ადგილებიც..



რა აზრი მოგივიდა ახლა თავში?

Posted by: Sophia Nov 17 2008, 09:39 PM

აზრად მომივიდა, რომ ცვლილებები მჭირდება rolleyes.gif , მაგრამ ჯერ უნდა კარგად დავფიქრდე რა მოვიმოქმედო, რამე სისუსლელე რომ არ ჩავიდინო sticktongue.gif კიდევ აზრად მომივიდა რომ რაღაცეები მომბეზრდა. სულ ერთი და იგივე აღარ მინდა ყოველ დღე...
კითხვა:
როცა ფორუმზე არ ხარ, სკაიპში არ ლაპარაკობ, სამსახურში არ ზიხარ , ან არ მუშაობ, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

Posted by: TeO Nov 17 2008, 09:52 PM

მე ვიტრუნები, ვყუჩდები smile.gif


შენ?

Posted by: blanca Nov 17 2008, 10:56 PM

მე მომბეზრდა გაყუჩება გატრუნვა და რამე სა სარგებლო საქმე უნდა მოვნახო.
კათედრალში volunteer-ად მინდა biggrin.gif
ვნახოთ თუ საინტერესო იქნება დავრჩები smile.gif

კიდევ საყვარელი ადამიანისთვის სადილის მომზადება მიყვარს smile.gif ))

სოფია კარგი კითხვაა, სხვებმაც უპასუხონ რას აკეთებენ დიდი სიამოვნებით და თუ მოგვეწონება ჩვენც გავაკეთებთ smile.gif

Posted by: Alpha Nov 17 2008, 11:56 PM

ვთამაშობ smile.gif
მარა მიჩვევა იცის dash2.gif

Posted by: Sophia Nov 20 2008, 02:27 PM

ვაჰ, თამაში გართულდა კითხვა არ არის.
უნდა მოვიფიქრო რამე unsure.gif
მოვიფიქრეეეეე:
აბა ვინ მეტყვის,
რა მოვუხერხოთ მოჩხუბარ და უხასიათო მამიკოებს? lol.gif Just_Cuz_01.gif

Posted by: Sophia Nov 20 2008, 02:46 PM

ხო, და დამავიწყდა დამემატებინა, რომ ამ კითხვას სხვებტან ერთად აუცილებლად უნდა უპასუხოს ბატონმა ZET-მა worthy.gif wink.gif

Posted by: Katabua Nov 20 2008, 03:45 PM

uxasiato mamikoebs mouvlian uxasiato dedikoebi.

isaa..
tvit ganvitarebis dasachqareblad ra xerxebs mivmartooooo...?
(uahahahaaaa.. tvitganviterebis dasazkebadaaa..!)

Posted by: ირმა Nov 21 2008, 09:19 PM

რაიო, რაიო??? ააა, თვითგანვითარებისოო? ხო მიმართე თვითგანვითარების სავარჯიშოებს lol.gif


გუშინ რა ჭამე?

Posted by: Sophia Nov 23 2008, 12:41 PM

რაღაცეები. მაგრამ დამამახსოვრდა ნამდვილ ლავაშში შეხვეული ქართული ყველი, მგონი ცხვირს ყველი იყო biggrin.gif და ამასთან ერთად ცხელი და გემრიელი ყავა. bf_nonew.gif

მომეწონა ეს კომბინაცია. sticktongue.gif
რა პროფესიის გინდოდა ყოფილიყავი ბავშვობაში?

Posted by: ირმა Nov 23 2008, 05:06 PM

ბავშვობაში მინდოდა მასწავლებლობა, რომელიც გადავიფიქრე მეორე კლასში, რადგან მასწავლებელმა დიდ დასვენებაზე დამავალა ერთი ჩამორჩენილი მოსწავლისათვის რაღაცეების სწავლება მათემატიკაში, მოვიკალი თავი, მაგრამ იმას ვერაფერი გავაგებინე hilarioustu8.gif , მაშინ გადავიფიქრე მასწავლებლობა, lol.gif თუმცა ბოლოს მაინც გავხდი მასწავლებელი.

რა სახის მუსიკას უსმენთ?

Posted by: Sophia Nov 23 2008, 06:30 PM

კლასიკას ვუსმენდი თიტქმის მტელი ცხოვრება - სიმფონიურს და ოპერასაც.
ახლა ცოტა გული ავიყარე, შეიძლება დროებითია, შეიძლება დავიღალე (კლასიკა კონცენტრაციას და ემოციებს საჭიროებს ჩემგან) შეიძLება მეგობრებს "ავყევი"
მოკელდ ამ ბოლო დროს ელექტრონულს უფრო ვუსმენ. რა სერიოზულიგადასვლაა არა? biggrin.gif

Posted by: Sophia Nov 23 2008, 07:22 PM

კიტხვა: უი, jawdrop.gifკენგურუმ გაირბინა, საით მიდიოდა ხომ არ იცით? lol.gif

Posted by: TeO Nov 23 2008, 08:22 PM

აქ თუ გაირინა ე.ი. თავის გუნდს ჩამორჩა და ახლა მთელი ძალით ავსტრალიისკენ გარბის!.. biggrin.gif Just_Cuz_01.gif


ამ წელს მოთოვს ნეტა საქართველოში?

Posted by: Alpha Nov 23 2008, 09:32 PM

QUOTE(Tea @ 23rd November 2008 - 09:22 PM) *
ამ წელს მოთოვს ნეტა საქართველოში?

yes.gif

რა ფილმს ვუყუროოოო?

Posted by: TeO Nov 23 2008, 09:34 PM

ანგელა ნანახი გაქვს? თუ არა მაშინ უყურე და თემაშიც გამოთქვი აზრი


ოკ?

Posted by: Sophia Nov 23 2008, 11:30 PM

ოკ. მაგრამ სად არის ეგ ფილმი?

Posted by: TeO Nov 23 2008, 11:43 PM

ვიდეოთეკაში მაქვს გახსვილი თემა wink.gif


როდის დაიძინებ? biggrin.gif

Posted by: Zet Nov 24 2008, 08:44 PM

ეს კითხვა ჩემთვის ძალიან აკტუალური გახდა, იმიტომრომ ბოლო დღეები ქაუნტერს ვთამაშობ ონლაინში tongue.gif და რამის ღამეებს ვათენებ და მეორე დღეს 3 საათზე ვდგები კაკ მინიმუმ biggrin.gif იმედია მალე გადამივლის...

სად მუშაობ?

Posted by: blanca Nov 24 2008, 08:59 PM

არ გადა გივლის თავისით. შეეჩვევი. ეს გამოიწვევს მხედველობის დაქვეითებას და შიდა ქალის წნევას + ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას კომპიუტერზე/ვირტუალურ სივრცეზე. სულ გენდომება რომ 'მიერთებული' იყო biggrin.gif

მესამე სართულზე ვმუშაობ biggrin.gif

ციფრების დამთხვევა მოხდა უცნაური. მე-3-ზე ვმუშაობ, მე-3-ზე ვცხოვრობ 310 303 3130 (არ დარეკოთ, ტელეფონის ნომერი არარის biggrin.gif

ნიშნების გჯერათ?



Posted by: ირმა Nov 24 2008, 11:42 PM

ნიშნების მჯერა.



გაქვთ თუ არა წინათგრძნობა?

Posted by: Sophia Nov 25 2008, 04:55 PM

სიზმრებს ვხედავ რომლებშიც რაღაცეებს მეუბნებიან და მაფრთხილებენ. ისე სხვანაირი განცდები არ მაქვს.

ახალი წლის აღნიშვნას როგორ აპირებ?

Posted by: Shou Nov 26 2008, 11:16 AM



ციფრების დამთხვევა მოხდა უცნაური. მე-3-ზე ვმუშაობ, მე-3-ზე ვცხოვრობ 310 303 3130 (არ დარეკოთ, ტელეფონის ნომერი არარის biggrin.gif

ააა, ანგარიშის ნომერია ალბათbiggrin.gif რომელ ბანკში?biggrin.gif

ისე რიცხვებს მეც ვაქცევ ყურადღებას. ოთახის ნომერს, ტელეფონს, სართულს, ბარათის კოდს. ადრე სულ ისეთი ბარათის კოდები მხვდებოდა რომელსაც სულ ერთნაირი ციფრები ჰქონდა, ისიც კი ვიკითხე რა თქვენთან სულ ასეათქო? ეხლა კი შემიცვალეს და ყველა ბარათზე დისკომფორტი შემექმნა, ვეღარ ვიმახსოვრებ ამ სხვადასხვა ციფრებს, მგონია რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ შვიდიანები და ჰა, ჰა რვიანები უნდა იყოს (შიგადაშიგ ხუთიანებიც)biggrin.gif

Posted by: blanca Nov 26 2008, 06:43 PM

კი, ტუ გინდა date of expiration-საც მოგცემ laugh.gif

Posted by: ირმა Nov 27 2008, 01:06 AM

QUOTE(Sophia @ 25th November 2008 - 05:55 PM) *
ახალი წლის აღნიშვნას როგორ აპირებ?

ახალ წელიწადს მშვიდედ ვაპირებ შევხვდე სახლში, თუ ვინმემ გეგმები არ ჩამიშალა. laugh.gif

გახსოვს (ან გგონია რომ გახსოვს) თუ არა რომელიმე წინა ცხოვრება?

Posted by: Sophia Nov 27 2008, 02:02 AM

არა, არ მახსოვს.

რისთვის ვარსებობს? რისთვის ვიბადებით და თანაც ამდენჯერ?

Posted by: Shou Nov 27 2008, 10:06 AM

იქნებ მოგვწონს სოფ?! ამ დილას ვინატრე ისე, ნეტავ იმ მომენტში მოვკვდე როცა ძააალიააან მენდომებათქო ცხოვრებაbiggrin.gif იქნებ რაღაც გვრჩება დასამთავრებელი, განსაცდელი, იქნებ ყველგან და ყველაფერში გვინდა თავი მოვსინჯოთ, რატომაც არა?!

Posted by: TeO Nov 27 2008, 05:54 PM

გეთანხმები! რომ არ გვინდოდეს არც მოვიდოდით..ეტყობა ცხოვრებას ააქვს თავისი მუღამი smile.gif


გიყვართ ზღარბი?

Posted by: Shou Nov 27 2008, 06:12 PM

ძალიან საყვარელია.

Posted by: ირმა Nov 27 2008, 11:56 PM

და შემდეგი კითხვა რა არის და ვინ დასვამს? იქნებ ამოგეწურათ შეკითხვები? biggrin.gif

Posted by: Sophia Nov 28 2008, 01:13 AM

მონანიება უკეთეს ადამიანებად გვაქცევს მართლა?

Posted by: blanca Nov 28 2008, 09:49 AM

QUOTE(Sophia @ Nov 28 2008, 02:13 AM) *
მონანიება უკეთეს ადამიანებად გვაქცევს მართლა?


მონანიებით ამპარტავნებას ამარცხებ. ნაკლებად ამპარტავანი ადამიანი უკეთესი ადამიანია.

Posted by: Sophia Nov 28 2008, 01:50 PM

ბლანკა, კითხვა სადაა? sad.gif
ოკ. ისევ მე მაშინ :
"ჯანმრთელი ამბიცია" - არსებობს ასეთი რამე?

Posted by: Shou Nov 28 2008, 05:47 PM

უი ეგ ”ზიუგმაა” ან ”ოგზიმერონი”biggrin.gif რა თქმა უნდა არსებობს თუ საზოგადოება არის თავად იმდენად ”არაჯანსაღი” რომ კონკურენციის გარეშე არსებობა არ შეუძლიაbiggrin.gif

რა არის ჩვენი დროის და საზოგადოების ყველაზე დიდი დეფიციტი?

Posted by: Alpha Nov 28 2008, 09:08 PM

რწმენა

როდის დამყარდება პირველი ოფიციალური კონტაქტი ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის?

Posted by: ირმა Nov 28 2008, 11:14 PM

ვინ იცის და იქნებ უკვე დამყარებულია ph34r.gif


გჯერა უცხოპლანეტელების არსებობის?

Posted by: Sophia Nov 28 2008, 11:44 PM

ბავშვობაში მჯეროდა, მერე აღარც ვიცი, აღაც მიფიქრია. ერთი ვიცი, მინდა არსებობდნენ. რაც უფრო ბევრგან იქნება და რაც უფრო "ვრცელი" იქნება სიცოცხლე, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება და არ დასრულდება rolleyes.gif biggrin.gif

რა ფერისაა სიყვარული? თანაგრძნობა? ნდობა?


Posted by: ირმა Nov 28 2008, 11:46 PM

წითელი, მწვანე, ყვითელი...


რა ფერი გიყვარს ყველაზე მეტად?

Posted by: Sophia Nov 29 2008, 01:37 AM

თეთრი - თეთრში ყველა ფერია.

როცა ამბობ - 10 წლის წინ... - რა გაგონდება პირველი ?

Posted by: ირმა Nov 29 2008, 01:50 AM

ჩემი ქორწილი, ზუსტად 10 წლის წინ იყო biggrin.gif


შენ?

Posted by: TeO Nov 30 2008, 01:22 PM

ბულგარეთი, პირველად ჩავედი...


მიხარია? smile.gif

Posted by: sky Nov 30 2008, 10:18 PM

TeO

გიხარია!!!!
აბა რაააა biggrin.gifbiggrin.gif:D l_sunny.gif

და არსებობს "გვიან?" (ანუ გვიანიაო huh.gif )

Posted by: Sophia Nov 30 2008, 10:44 PM

არსებობს. ურთიერთობებში განსაკუთრებით. დროზე თუ არ თქვი სათქმელი და არ გააკეთე გასაკეთებელი, მერე გვიანი იქნება sad.gif unsure.gif

რა გვაკლია დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად?


Posted by: FEBRUARY Nov 30 2008, 11:04 PM

რეალითი ურთიერთობები biggrin.gif

ამ საღამოს რას აკეთებ? biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 30 2008, 11:58 PM

პიცას ვჭამ laugh.gif

გიყვარს თუ არა ზამთარი და რატომ?

Posted by: TeO Dec 1 2008, 12:03 AM

მიყვარს! იმიტომ რომ მანდ დავიბადე! wink.gif


ბამბის ნაყინი რა ხილია? biggrin.gif

Posted by: sky Dec 1 2008, 11:44 AM

ბამბის ნაყინის ისხილია, რომელიც მაცივარში არ უნდა შეინახო rolleyes.gif

კუმ ფეხი გამოყო? laugh.gif

Posted by: Sophia Dec 1 2008, 02:17 PM

ვერა,ვერ გამოყო. გუშინ უვარჯიშია და კუნთები სტკივა. sad.gif


Posted by: TeO Dec 1 2008, 06:33 PM

ხოოო, მესმის! smile.gif


33 დეკემბერს ვინ არის დაბადებული? biggrin.gif

Posted by: Shou Dec 2 2008, 12:57 PM

ის ვისაც ახალ წელს დააგვიანდაbiggrin.gif

იყიდება თუ არა თავისუფლება?

Posted by: TeO Dec 2 2008, 01:08 PM

თან კი, თან არა და შეიძლება ორივე ერთადაც! wink.gif


რატომ ანა? (კითხვის აზრი თავად არ მესმის, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ პასუხი გასცეს?)

Posted by: Shou Dec 2 2008, 03:15 PM

იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სახელია.

თოვლი რომ თეთრი არ ყოფილიყო, რა ფერი იქნებოდა?

Posted by: Sophia Dec 2 2008, 03:24 PM

იისფერი. და კი არ იქნებოდა, ხანდახან არის კიდეც. გააჩნია როგორი თავლებით ვუყურებთ.

პოეზია პაუზაა?

Posted by: Shou Dec 2 2008, 04:18 PM

პოეზია გარინდებაა.

როდის ბერდება ადამიანი?

Posted by: TeO Dec 2 2008, 04:29 PM

ამას ალბათ თავად წყვეტს wink.gif


ოქროსფერი ფოთლები ლურჯი ზეცის ფონზე - მოგწონს?

Posted by: Shou Dec 2 2008, 04:39 PM

ძალიან, განსაკუთრებით შემოდგომის მზეში, როცა ცაზე ერთი ღრუბელიც არ არის.

ჩანჩქერში ჯობს ბანაობა თუ ზღვაში?


Posted by: TeO Dec 2 2008, 04:55 PM

გააჩნია,..ახლა არც ერთში wink.gif biggrin.gif


კითხვა?

Posted by: Shou Dec 2 2008, 05:03 PM

რა ვიცი აბა, ეს დღეებია რაღაც კითხვას გულს ვერ ვუდებbiggrin.gif

რომელი სპორტის სახეობაში შეიძლება გახდეს ადამიანი მსოფლიო ჩემპიონი თუ ვარჯიში 33 წლის ასაკში დაიწყო?

Posted by: Sophia Dec 3 2008, 02:00 AM

ალბათ ჭადრაკში. რატომაც არა!

სიყვარულს მალვა უნდა მართლა? ქალს მოკრზალება მართებს ამთვალსაზრისით? ვითომ? tongue.gif wub.gif

Posted by: ირმა Dec 3 2008, 02:16 AM

არა სიყვარულს მალვა არ უნდა! ქალი და კაცი ჩემთვის თანასწორია, ზოგჯერ საჭიროა ქალმა გადადგას პირველი ნაბიჯი. მთავარია უშიშრობა. თუ გიყვარს, რატომ უნდა დამალო. არ დამალო, შეიძლება ისე დაშორდე რომ ვერ გაიგოს. სიყვარული სიხარულია, ბედნიერებაა. თუ დამალე და დაფარე შეიძლება გეტკინოს. მეტყვით ალბათ თუ გაამჟღავნე და მაინც გეტკინა,– მაშინ არ ყოფილა შენი სიყვარულის ღირსი .


ეწევი თუ არა სიგარეტს?


Posted by: Shou Dec 3 2008, 10:28 AM

პარასკეობით, მთელ კოლოფს, სანამ გული არ ამერევაbiggrin.gif

როგორ ებრძვით მავნე ჩვევებს?

Posted by: TeO Dec 3 2008, 11:29 AM

მე წინა წელს აქტიურად! - ახლა პასიურად! biggrin.gif

რა მეშველება?

Posted by: Sophia Dec 3 2008, 09:14 PM

პასიურად ეწევი, თუ პასიურად ებრძვი მავნე ჩვევებს?

რა უნდა გეშველოს. დრამატიზირებას მოეშვი და უბრალოდ be Happy l_daisy.gif whistling.gif


დღე თუ ღამე? მზე თუ მთავრე?
(კითხვები გამოთავდაააა biggrin.gif )

Posted by: SUNDELIX Dec 3 2008, 09:19 PM

მზე (მიუხედავად იმისა რო კირჩხიბი ვარ მუჰაჰს)

როგორ ფიქრობ იპოვე შენი პროფესია? და რა არი ის?

Posted by: TeO Dec 3 2008, 09:41 PM

QUOTE(Sophia @ 3rd December 2008 - 09:14 PM) *
პასიურად ეწევი, თუ პასიურად ებრძვი მავნე ჩვევებს?

რა უნდა გეშველოს. დრამატიზირებას მოეშვი და უბრალოდ be Happy

პასიურად მაწევინებენ & პასიურად ვებრძვი ჩემ მავნე ჩვევებს!!! biggrin.gif
და რადგან ვთამაშობთ ამ ცხოვრებაში, ამიტომ ზოგჯერ მცირე დოზით დრამატიზმიც სასიამოვნოა biggrin.gif yes.gif
სულ მეცხრე ცაზე ყოფნაც ტეხავს lol.gif

QUOTE(SUNDELIX @ 3rd December 2008 - 09:19 PM) *
როგორ ფიქრობ იპოვე შენი პროფესია? და რა არი ის?


არა, პროფესიას, რომ დავეუფლე- ახლა მივხვდი, რომ თურმე ჩემი არ ყოფილა! biggrin.gif არადა მთელი ცხოვრება მისკენ ვიღწვოდი! shok.gif

რა არის ის? unsure.gif blink.gif

Posted by: blanca Dec 3 2008, 11:16 PM

ცხოვრება biggrin.gif

თქვენი სამსახური თქვენი საყვარელი საქმეა?

Posted by: ირმა Dec 3 2008, 11:39 PM

ამჯერად არც საყვარელია და არც საძულველი. 50–50 biggrin.gif



გიყვარს თუ არა შენი დაბადების დღე? როდის არის?

Posted by: SUNDELIX Dec 4 2008, 02:34 AM

რათქმაუნდა და ძლიერ :] მზემ სულ სხვანაირად გაანათა 1986 წლის 4 ივლისს l_sunny.gif


რემბო უფრო მაგარია თუ ვანდამი?
თუ ორივეს ერთად სულ ვავას აძახებინებს შვარცნეგერი და დესარტად კიდე ჯეკი ჩანს მიაყოლებს?

Posted by: TeO Dec 4 2008, 08:50 AM

worthy.gif
hilarioustu8.gif Just_Cuz_01.gif

l_training.gif ყველაზე ძლიერი მაინც ეს სმაილია და შვარცნეგერსაც დაამარცხებს crazy.gif


მზე მაინც სულ სხვა! l_sunny.gif (?)

Posted by: Shou Dec 4 2008, 12:22 PM

სულ სხვადასხვაbiggrin.gif მზე რომელიც წვავს, მზე რომელიც ყინავს, მზე რომელიც ათბობს და მზე რომელიც გიყვარსbiggrin.gif


როგორ უნდა გაიგო რომ ჩაგეძინა?

Posted by: ირმა Dec 4 2008, 09:26 PM

ხვრინვა ამოუშვა Just_Cuz_01.gif


რა რწმენისა ხარ?

Posted by: sky Dec 4 2008, 10:02 PM

biggrin.gif
როგორ შეიძლება რამე რწმენის ვიყო? (ამჯერად)

არსებობენ ცუდი ადამიანები? biggrin.gif

Posted by: Alpha Dec 4 2008, 10:04 PM

არაა, მხოლოდ მავნე ჩვევები smile.gif

რომელ სათზე იღვიძებთ?

Posted by: sky Dec 4 2008, 10:06 PM

Alpha

ნებისმიერ საათზე biggrin.gif

"სიგნატურეს" biggrin.gif შეცვლა არ გინდა? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Shou Dec 5 2008, 11:31 AM

ეს კითხვა მე არ მეხება მაგრამ გავკადნიერდები და ვუპასუხებsmile.gif რას უწუნებ, მშვენიერია. მე მახალისებსsmile.gif

რა გჭირდებათ სრული ბედნიერებისათვის?biggrin.gif

Posted by: TeO Dec 5 2008, 12:38 PM

სრული ბედნიერება! biggrin.gif -კითხვა შეიცავს პაუხს wink.gif


შენ?

Posted by: Sophia Dec 5 2008, 02:28 PM

ჩემთვის ბედნიერება რაღაც წამებია და წამების განმარტება რთულია. ასეთი წამები მქონია და სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ისინი სხვადასხვა რაღაცეებით ყოფილან გამოწვეულნი. სრული და აბსოლუტური ამ მიწაზე არაფერია.
მაგრამ, ბანალურად და ყოფითის დონეზე თუ შევხედავ ბედნიერებას, მოცემულ მომენტში, აი, ამ მომენტში ის ძალაიან მარტივად გამოიყურება ჩემთვის. ბევრი არაფერი მინდა,
სულ ორი ადამიანი მჭირდება სიახლოვეს. მათგან ის, რომელიც უკვე ჩემთან არის, მინდა კარგად იყოს და დიდხანს...
აი, ის, რომელიც მოშორებით დგას, მინდა ახლოს მყავდეს, ძალიან ახლოს და ესეც მინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს. biggrin.gif და მე ბედნიერი ვიქნები... wub.gif სხვა რაღაც წვრილმანებს აზრი არ აქვს.


და შენ რა გჭირდება ამ ე.წ. სრული ბედნიერებისთვის?

Posted by: Shou Dec 5 2008, 06:48 PM

მე არ მიველტვი სრულ ბედნიერებას და საერთოდ არ მესმის ეგ რა არის. ანუ რაღაც მომენტში ”სრულიად ბედნიერი” შეიძლება გამხადოს თუნდაც ერთმა ჭიქა რძემ და სხვა დროს მთელი კასრიც რომ დამანახო არც კი შევტოკდებიbiggrin.gif ზოგადად ალბათ ეს ეგრეთ წოდებული ”სრული ბედნიერება” ჰარმონიაა შენსა და გარე სამყაროს შორის და როგორც ჩანს ეს ერთი შეხედვით ასე მარტივი ”ჰარმონია” არც თუ ისეთი მარტივი მისაღწევია მუდმივ ქაოსში.


როგორი შოკოლადი გიყვართ (თეთრი, შავი, ქიშმიშიანი, კარამელიანი, რძიანი, ცხელი თუ....)?

Posted by: TeO Dec 5 2008, 07:39 PM

ცხელზეც არ ვიტყოდი ახლა უარს biggrin.gif მხოლოდ კალაბრიიდან უნდა მომიტანოთ wink.gif biggrin.gif
ისე რძიანი და ქიშმიშიან-თხილიანს ვჭამ ამ ბოლო დროს და საერთოდ ყველანაერი მიყვაარს!!! blush.gif
მოკლედ შოკოლადის ფანი გამოვდივარ l_sunny.gif


ხატვა გიყვარს? rolleyes.gif

Posted by: FEBRUARY Dec 5 2008, 10:22 PM

კი, მაგრამ არ ვხატავ, თუმცა მჯერა რომ მოვხუცდები აუცილებლად დავუბრუნდები laugh.gif

სამსახურს თავი დავანებო?

Posted by: TeO Dec 5 2008, 10:30 PM

...


ეგ კითხვა შენ თავს დაუსვი?? biggrin.gif

Posted by: ირმა Dec 5 2008, 10:56 PM

მე კითხვა არ დამისვამს. ჩემი კითხვაა:




ამ ფორუმზე რომელი განყოფილება მოგწონს?

Posted by: Sophia Dec 7 2008, 03:43 PM

მე ასეთ მარტივ რაღაცეებზე არჩევანს ვერასდროს ვაკეთებ. ანუ მნიშვნელოვანს ცხოვრებაში იოლად ვირჩევ, რაღაც დეტალებზე კი პასუხი არ მაქვს.
ზოგადად ეს ფორუმი მიყვარს. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა.

რას ისურვებდი მომავალ წელს საჩუკრად?

Posted by: Zet Dec 7 2008, 06:26 PM

nissan 350Z !!!!!!!! worthy.gif birthday.gif

რაარი ამ ცხოვრებაში შენი მთავარი მიხწევა შენი აზრით

Posted by: ირმა Dec 7 2008, 10:30 PM

მთავრისთვის არ მიმიღწევია ჩემის აზრით.


პირველ შეხედვაზე სიყვარულის გჯერა თუ არა?

Posted by: blanca Dec 7 2008, 11:58 PM

მჯერა

რატომ მიჭირს აქ კითხვის დასმა? ნუთუ საკითხავი აღარაფერი დამრჩა და ყველაფრის პასუხი ვიცი biggrin.gif

Posted by: Sophia Dec 8 2008, 07:45 PM

ბლანკა, რას ვუპაზუხო ახლა? sad.gif უუუფ, სულა სე მეკცევით რა. სად არის კითხვა? rolleyes.gif
მაშინ წინა კითხვებს ვუპასუხებ aikido.gif
რაარი ამ ცხოვრებაში შენი მთავარი მიხწევა შენი აზრით ? - გამომუშავებული მოთმინება (საერთოდ არ მქონდა) და ასევე სულ ცოტა სიმშვიდე (ჯერ ამ საკითხზე ვმუშოაბ), შრომის უნარი, მე ხომ სინამდვილეში ძალიან ზარმაცი ვარ, sticktongue.gif კიდევ ის, რომ ამ ცხოვრებაში სხვა , ბევრად ნამდვილი და კარგი ცხოვრების მჯერა.
ისე კი ამქვეყნიურ მთავარ მიღწევებს, ამ ცხოვრების ბოლოს მივხვდებით, ახლა ვერა.

პირველ შეხედვაზე სიყვარულის გჯერა თუ არა? - არ მჯერა, ერთი შეხედვით შეიძლება მოვიხიბლო ნივთით, ხელოვნების ნიმუშით, - ნახატით, მაგრამ არა ადამიანით. ადამიანი სიღრმეებისგან შედგება და ის ბრტყელი არაა, რომ ერტი თვალის შევლებით შემიყვარდეს. შესაძლოა ასე ხდება ხოლმე, მაგრამ არა ჩემს შემთხვევაში. ერთი შეხედვით ალბათ შეიძლება ვიგრძნო რომ მიზიდავს. ანუ შეიძლება მივხვდე რომ შესაძლებელია შემიყვარდეს და ამისი ალბატობა არის - 50/50. მაგრამ ნამდვილი სიყვარული ურთიერთობაში მოდის და კონკრეტულად რომელი მომენტიდან ხშირად გაუგებარია. მე ასე მგონია Laie_61.gif l_sunny.gif



girl_witch.gif

Posted by: blanca Dec 8 2008, 11:17 PM

შეგეძლო გეპასუხა ჩემს კითხვაზე smile.gif

კითხვის დასმა დაგავიწყდა. ამიტომ მეც წინა კითხვებს ვუპასუხებ:

რაარი ამ ცხოვრებაში შენი მთავარი მიხწევა შენი აზრით : ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი მიღწევა აქვს. მათ შორის უმეტესი და უმცირესი არ არსებობს. მიღწევა ყველა მთავარია. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფრისთვის მიმიღწევია sad.gif

პირველ შეხედვაზე სიყვარულის გჯერა თუ არა?: სოფიას ვპასუხობ: ვფიქრობ თვალს არ უყვარდება. უყვარდება სულს.
სულის სულთან შეხება, ნაცნობი სულის პოვნა ვფიქრობ შეიძლება წამის მეასედში და უფრო მცირე -ასედში. biggrin.gif smile.gif
მე არ შემყვარებია ერთი ნახვით, მაგრამ მჯერა.

შესაძლებლობების ველზე ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს wink.gif smile.gif

რას ისურვებდი მომავალ წელს საჩუკრად შეინ

რომელი უფრო გიყვარს, რომ ჩუქნი თუ რომ გჩუქნიან .............................................. laugh.gif (ბავშობა გამახსენდა biggrin.gif )

Posted by: Sophia Dec 9 2008, 01:01 AM

საჩუქრად ვისურვებდი ნახატს, თუნდაც პატარა ჩანახატს ოღონდაც იმ მეგობრისგან, რომელიც ვერაფრით ვაიძულე ხატვას დაუბრუნდეს worthy.gif :l_sunny
მიყვარს როცა მჩუქნიან, მაგრამ უფრო მსიამოვნებს როცა ვჩუქნი.
ბლანკა, არ მითქვამს რომ თვალს უყვარდება, პირიქით, ვამბობ, რომ ურთიერთობაში მოდის სიყვარული, ნამდვილი სიყვარული, რომელიც ვნების გარდა თანაგრძნობას, ერთმანეთის გაგებას და ერთმანეთის საჭიროებასაც გულისხმობს. ერთი დანახვით სიყვარულის არ მჯერა მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი რამ არ გამომიცდია და არ მიგრძვნია. ერთხელ მეგონა რომ ასე მომივიდა და რომ გავიცანი ახლოს... superstition.gif

კითხვა: რატომ არის დედამიწა მრგვალი? და რატომ ბრუნავს? lol.gif Just_Cuz_01.gif




girl_witch.gif

Posted by: Zet Dec 9 2008, 01:40 AM

იმიტომრომ ჩემი ავატარიდან გადააკატავეს (გადაიხატეს)


ცოცხით პრენა ვის შეუძლია??

Posted by: Sophia Dec 9 2008, 01:56 AM

აუფ, ისე დასვა კითხვა, გეგონება ჯერ არ გვეფრინოს ეზოთერიკებს ღამ-ღამობით ცოცხით girl_witch.gif girl_witch.gif girl_witch.gif girl_witch.gif

31 დეკემბერს რას გადავუფრინოთ?

P.S. არ დაგავიწყდეთ, ახალ წელს ახალი ცოცხები გვჭირდება, ზამთარში კარგად რომ ვიფრინოთ და მთელი წელი რომ გაგვიძლოს !!!

Posted by: blanca Dec 9 2008, 04:46 AM

აუ რამდენი ხანია ცოცხი არ მინახავს და გუშინ ვნახე მაღაზიაში სურნელოვანი დეკორატიული ცოცხი,ძველებური ჩვენებური ფორმის laugh.gif

სოფია, არ გედავები. უბრალოდ მჯერა რომ ერთი ნახვითაც შეიძლება შეყვარება, მიუხედავად იმისა რომ მე არ შემყვარებია. რატომ მჯერა> არ ვიცი, არააქვს რაციონალური ახსნა, ისევე როგორც სიყვარულს.

შენს მოსაზრებასაც ვიზიარებ რომ სიყვარული ურთიერთობაში მოდის. რა თქმა უნდა. რაც უფრო ეურტიერთები მით უფრო გივყარდება და ერთდროს უცნობი ადამიანი ახლობელი ხდება.

მაგრამ ვერ დავყოფ ესე რომ ერთი ნახვით შეყვარება არარის ნამდვილი და ურთიერთობაში მოსული სიყვარული ნამდვილია
სართოდ არ მომწონს გამოთქმა 'ნამდვილი სიყვარული' იმიტომ რომ სიყვარულს თუ უწოდებ ის უკვე ნამდვილია


Posted by: ირმა Dec 9 2008, 09:54 PM

კი სიყვარული ურთიერთობაში მოდის, მაგრამ არსებობს ერთი ნახვით სიყვარული, ხო ესეთი სიყვარული არსებობს ეზოთერიკებში wink.gif , ხომ იცით გრძნობა, რაღაც შინაგანი ხმა, თუნდაც ხმა იმ ადამიანის. არსებობს ერთი ნახვით სიყვარული, მაგრამ ის ძალიან იშვიათი მოვლენაა. სიყვარული არ არის მხოლოდ გარეგნული. რა თქმა უნდა მე პირადად ერთი ნახვით სიყვარულში ადამიანის სურათის ნახვას არ ვგულისხმობ. ეს არის ადამიანის გაცნომა და მასთან პირველი გასაუბრება, კი ასე არსებობს ერთი ნახვით სიყვარული. wub.gif

და რადგან დროა დავსვათ შემდეგი შეკითხვა, გეკითხებით:

აი ახლა ამ წუთში ხართ თუ არა შეყვარებული?

Posted by: blanca Dec 9 2008, 10:06 PM

მეც ამის გარკვევა მინდა ვარ თუ არა, მაგრამ ვიცი რა მინდა : მინდა რომ ვიყო biggrin.gif
ანონომუშკასავით აღარასდროს შემიყვარდება ალბათ sad.gif

რატომ არის პირველი სიყვარული სხვანაირი?

Posted by: TeO Dec 9 2008, 10:09 PM

ციტატა(ირინი @ 9th December 2008 - 09:54 PM) *
აი ახლა ამ წუთში ხართ თუ არა შეყვარებული?


ალბათ, მაგრამ არა კონკრეტულ ადამიანში biggrin.gif უფრო ზოგადად wink.gif

რატომ არის პირველი სიყვარული სხვანაირი?

Posted by: ირმა Dec 9 2008, 10:10 PM

QUOTE(Tea @ 9th December 2008 - 11:09 PM) *
ალბათ, მაგრამ არა კონკრეტულ ადამიანში უფრო ზოგადად

ეს სიყვარულის უმაღლესი ფორმაა მგონი wink.gif

Posted by: ირმა Dec 9 2008, 10:11 PM

QUOTE(blanca @ 9th December 2008 - 11:06 PM) *
ანონომუშკასავით აღარასდროს შემიყვარდება ალბათ

არასოდეს თქვა არასოდეს wink.gif

Posted by: ირმა Dec 9 2008, 10:15 PM

QUOTE(blanca @ 9th December 2008 - 11:06 PM) *
რატომ არის პირველი სიყვარული სხვანაირი?

პირველი ყველაფერი სხვანაირია, უცხოა. პირველი სიყვარული, პირველი კოცნა... რა სიყვარულობანა აგვიტყდა ამ საღამოს bigarmhug.gif

შემდეგი შეკითხვა:

ადვილათ პატიობთ თუ არა თქვენს შეურაცხმყოფს?

Posted by: TeO Dec 9 2008, 10:21 PM

ციტატა(ირინი @ 9th December 2008 - 10:15 PM) *
ადვილათ პატიობთ თუ არა თქვენს შეურაცხმყოფს?

შეურაცხმყოფელი ვინაა? blink.gif laugh.gif ეგრევე გადამდის ხოლმე biggrin.gif


თქვენ?

Posted by: ირმა Dec 9 2008, 10:24 PM

ადვილად ვბრაზდები და ადვილად გადამივლის ხოლმე სიბრაზე.


რა თვისებას არ აპატიებდი ადამიანს?

Posted by: blanca Dec 9 2008, 10:29 PM

წინა პოსტის შესწორება მინდოდა მაგრამ არ მაძლევს საშუალებას შევასწორო blink.gif

აი შესწორებული ვარიანტი:

QUOTE(ირმა @ Dec 9 2008, 11:15 PM) *
შემდეგი შეკითხვა:

ადვილათ პატიობთ თუ არა თქვენს შეურაცხმყოფს?


პატიება შემიძლია, ხან ადვილად, ხან ძნელად. ვიფქრობ ეს ერთერთი დადებითი თვისებაა რაც მაქვს.
მთავარია აპატიო

ზნელად და ადვილად პატიებაში მე საკუთარ თავთან ბრძოლას ვგულისხმობ
რაც უფრო ძნელად გამოგდის პატიება, ჩემი აზრით უფრო ფასეულია. ესე იგი საკუთარ თავთან ბრძოლა დაგჭირდა რომ გეპატიებინა და დაამარცხე საკუთარი თავი. ეს ადვილი საქმე არარის.
ადვილად პატიება ნაკლებად დასაფასებელია ჩემი აზრით, მაგრამ დასაფასებელია ასევე.

ადვილად ბრაზდებით? მე ძაან ძნელად biggrin.gif

Posted by: blanca Dec 9 2008, 10:34 PM

QUOTE(ირმა @ Dec 9 2008, 11:24 PM) *
ადვილად ვბრაზდები და ადვილად გადამივლის ხოლმე სიბრაზე.
რა თვისებას არ აპატიებდი ადამიანს?


რთულად დასმული კითხვაა

გააჩნია ვის სად როდის რატომ როგორ ...

თუ კაცი მინისტრად მინდა არ ვაპატიებ უპასუხისმგებლობას და კიდევ ბევრ რაღაცეებს
თუ შეყვარებულს ვირჩევ არ ვაპატიებ ზერელეობა ქარაფშუტობას და კიდევ ბევრ რამეს
თუ ელჩად ვნიშნავ არ ვაპატიებ პირდაპირობას მაგრამ პირდაპირობას მოვთხოვ მეგობარს. ანუ გააჩნია სიტუაციას

თუ ზოგადადამიანურ თვისებებზე ვლაპარაკობთ მაინც გამიჭირდება დავასახელო უპატიებელი თვისება რადგან კაცნი ვართ ..

ამიტომ უფრო კონკრეტულად თუ დასვამთ კითხვას უფრო შემეძლება ვუპასუხო ვის რას არ ან ვერ ვაპატიებდი smile.gif

Posted by: blanca Dec 9 2008, 10:38 PM

ეხლა გადავხედე და გამეცინა ჩემს არპატიებებზე განსაკუთრებით შეყვარებულის მიმართ biggrin.gif
ყველაფერს ვპატიობ, სხვანაირი სიყვარული როგორია თუ არ 'აპატიე' smile.gif

არ მომწონს ეს სიტყვა როცა მე ვხმარობ: ანუ ვერ ვიტყვი: აი მე შენ გაპატიე. ძაან მედიდურად ჟღერს
ვის რა არ უნდა ვაპატიო თვითონ არსაპატიო-საპატიებელმა laugh.gif wink.gif



Posted by: blanca Dec 9 2008, 10:39 PM

QUOTE(TeO @ Dec 9 2008, 11:37 PM) *
როგორც ვიცი 3 წუთია ვადა wink.gif


მე ბევრს ვფიქრობ - სწრაფად, მაგრამ სიტყვების დაკაკუნებას ბევრი დრო უნდა smile.gif
შესწორება მუდმივად უნდა იყოს შესაძლებელი, ჩემი აზრით.

Posted by: ირმა Dec 9 2008, 10:52 PM

QUOTE(blanca @ 9th December 2008 - 11:34 PM) *
თუ ზოგადადამიანურ თვისებებზე ვლაპარაკობთ მაინც გამიჭირდება დავასახელო უპატიებელი თვისება რადგან კაცნი ვართ ..

yes.gif
QUOTE(ირინი @ 9th December 2008 - 11:24 PM) *
რა თვისებას არ აპატიებდი ადამიანს?

ვთქვი ადამიანს და არა მინისტრს, არა ელჩს და არა შეყვარებულს. აქ ყველას თავის სფეროში მეტი მოეთხოვება, მაგ ჩემის აზრით ექიმს არ ეპატიება უყურადღებობა ავადმყოფის მიმართ, აქ ექიმს არ ეპატიება და ზოგ შემთხვევაში ასეთ ექიმს დიპლომიც კი უნდა ჩამოერთვას, რის შემდეგაც ის აღარ იქნება ექიმი ... ასევე მასწავლებელს არ უნდა ეპატიოს ბავშვის სულიერი ზეწოლვა სხვადასხვა ფორმებით, როგორც ხდებოდა ჩვენთან, ყოველშემთხვევაში ჩემს ბავშვობაში. მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი ისე კიოდა, არავითარი სიყვარულის სწავლა არ შეიძლება ასეთი გესტაფო მასწავლებლისაგან. არც ეს ეპატიება მასწავლებელს, ხოლო როგორც ადამიანს ეპატიება, რადგან ვინ იცის რა გრძნობით გამოდიოდა სახლიდან, ან სასაცილო მასწავლებლის ხელფასი არ აკმაყოფილებდა, ეს პიროვნება არ მინდა მასწავლებლად, მაგრამ როგორც ადამიანი არ მძულს.
ასე რომ რა თვისებაა ზოგადად ადამიანში, რომელსაც არაფრით არ აპატიეაბდი?(მე ვიტყვი ჩემს პასუხს. ვერ ვაპატიებ,– არ ვიცი როგორ გამოვთქვა ეს ბინძური სიტყვა, – ვერ ვაპატიებ ვერანაირ შეურაცხყოფას რომელსაც ბავშვებს აყენებენ, ვერ ვაპატიებ მათ სექსუალურ შეურაცხმყოფთ, რომ შემეძლოს ასეთი ხალხის დახრჩობა დავახრჩობდი, ისე ჭიანჭველას არ დავადგამ ფეხცს)

Posted by: ირმა Dec 9 2008, 10:55 PM

QUOTE(blanca @ 9th December 2008 - 11:39 PM) *
შესწორება მუდმივად უნდა იყოს შესაძლებელი, ჩემი აზრით.

თუ მუდმივად იქნება შესაძლებელი შესწორება ზოგიერთი მუდმივად შეცვლის პოსტებს და მერე შენც უნდა ცვალო პასუხები ამ პოსტებზე. როგორც ენა რომ გამოთქვამს აღარ ბრუნდება უკან ესე უნდა იყოს პოსტები. კარგია ადმინს ან მოდერატორებს ვთხოვოთ წაგვიშალოს ესა თუ ის პოსტი.

Posted by: ირმა Dec 9 2008, 11:15 PM

ასე რომ შეკითხვაა:


რა თვისებაა ზოგადად ადამიანში, რომელსაც არაფრით არ აპატიებდი?

Posted by: blanca Dec 10 2008, 12:24 AM

ღალატს

Posted by: Shou Dec 10 2008, 12:35 PM

სიმხდალეს. თუმცა ვერ ვაპატიებდი არა, უფრო რაღაცას დავკარგავდი მის მიმართ, პატივისცემას ალბათ. პატიება და კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება ნებისმიერთან შეიძლება, ალბათ იმასთანაც კი ვინც შვილს მოგიკლავს (ძნელია, მაგრამ შესაძლებელია), უბრალოდ პატივისცემას კარგავ ან გეცოდება ეს ადამიანი და შეცოდება კი ყველაზე საძაგელი გრძნობაა იმათ შორის რასაც კი შეიძლება შენს მიმართ ვინმე გრძნობდეს.

რისი შესწავლა გინდათ ყველაზე უფრო?

Posted by: ირმა Dec 10 2008, 05:47 PM

რისი შესწავლა მინდაა?? ბევრი რამის,– ადამიანის მკურნალობის კი ყველაზე მეტად(ყველა სახის დაავადების განკურნა მაქვს მხედველობაში,– სულიერი თუ ხორციელი)


შენ?

Posted by: Shou Dec 10 2008, 05:50 PM

მე ცეკვის. ქართულ ცეკვებს ვისწავლიდი დიდი სიამოვნებით.

ახალ წლისთვის ყიდულობთ საჩუქრებს?

Posted by: ირმა Dec 10 2008, 05:57 PM

მიყვარს საჩუქრის ჩუქება და ვყიდულოოობ!

სად შეხვდები ახალ წელს?

Posted by: blanca Dec 10 2008, 08:00 PM

QUOTE(ირმა @ Dec 9 2008, 11:55 PM) *
თუ მუდმივად იქნება შესაძლებელი შესწორება ზოგიერთი მუდმივად შეცვლის პოსტებს და მერე შენც უნდა ცვალო პასუხები ამ პოსტებზე. როგორც ენა რომ გამოთქვამს აღარ ბრუნდება უკან ესე უნდა იყოს პოსტები. კარგია ადმინს ან მოდერატორებს ვთხოვოთ წაგვიშალოს ესა თუ ის პოსტი.


შენ რატომ უნდა ცვალო პოსტები? biggrin.gif
ძალიან სერიოზულად აღიქვი რაც ვთქვი.

ენა რეალში ამბობს. ეს ვირტუალური სამყაროა. მე ვერთობი
არავის არაფრის წაშლას არ ვთხოვ. არ მივიჩნევ ესე სერიოზულად აქ დაკაკუნებულს რომ ამზე ვიფიქრო სად რა მაქვს წასაშლელი
უბრალოდ გავღიზიანდი უფრო მეტი მინდოდა დამეწერა და ვერ დავწერე

Posted by: Sophia Dec 10 2008, 09:15 PM

QUOTE(ირმა @ Dec 10 2008, 05:57 PM) *
მიყვარს საჩუქრის ჩუქება და ვყიდულოოობ!

სად შეხვდები ახალ წელს?


ჯერ ალბათ სახლში, მერე მეგობრებს შევუერთდები აუცილებლად.

როცა გშივდება, პირველ რიგში რა გაგონდება? sticktongue.gif ამ წუთას ჩემთვის ყველაზე აქტუალური კითხვა ესაა, უკაცრავად blush.gif







girl_witch.gif



Posted by: blanca Dec 10 2008, 10:23 PM

რა მაგონდება და აუუუ ისევ მომშივდა მეზარება biggrin.gif

საჭმელს არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. შიმშილი დაკმაყოფილებული უნდა იქნას: ჯანმრთელად, ყოველგვარი ზედმეტი ქონებცხიმების შეწვა მოხრაკვის გარეშე biggrin.gif არც არასდროს არ მომნატრებია რამე საჭმელი. საერთოდ ცოტას ვფიქრობ.
ერთხელ მგონი ნევროზში გადამივიდა ფიქრი, თუ რატოა ჭამა საჭირო. სამი დღე არ ვჭამე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ნუ რა თქმა უნდა მხოლოდ ნევროზი არ იყო. მაინტერესებდა ახალი შეგრძნებები. ძალიან საინტერესო შეგრძნება იყო. ხორციელმა ქრობა დაიწყო. გონებამ გახსნა და საოცარი სისწრაფით აზროვნება smile.gif

კარგით, დავსვამ მოკვდავთა საყვარელ კითხვას:

თქვენი საყვარელი საჭმელი რაარის? smile.gif

ჩემი ბროწეული და ვაშლი

Posted by: Shou Dec 11 2008, 10:04 AM

ცხელი შოკოლადი.

გყავთ სახლში ცხოველები?

Posted by: anonymouska Dec 11 2008, 09:16 PM

უი, ეს თემა არც კი მინახავს. რა კარგი თემააა. კითხვები იმდენი მაქვს რომ, რამოდენიმესაც დავწერ თუ შეიძლება

პატარა ლეკვი მყავდა, ძალიან საყვარელი და ბუთხუზა. ახლა აღარ მყავს .((

ასე რატომ გვიყვარდება ადამიანი ვირტუალში, როცა ნანახიც არ გვყავს?

გჯერავთ ვირტუალური სიყვარულის? (მეგობრულს არ ვგულისხმობ)

Posted by: anonymouska Dec 11 2008, 09:28 PM

ციტატა(blanca @ Dec 9 2008, 11:06 PM) *
მეც ამის გარკვევა მინდა ვარ თუ არა, მაგრამ ვიცი რა მინდა : მინდა რომ ვიყო biggrin.gif
ანონომუშკასავით აღარასდროს შემიყვარდება ალბათ sad.gif


blanca ეგ არავინ იცის, სიყვარული შეიძლება ისე უეცრად გეწვიოს როცა არც კი ელოდები. ჩემნაირ სიყვარულს არა , მაგრამ გისურვებ ისეთ სიყვარულს, აზრი რომ აქვს "ის" გიყვარდეს.

Posted by: blanca Dec 12 2008, 01:02 AM

QUOTE(anonymouska @ Dec 11 2008, 10:16 PM) *
უი, ეს თემა არც კი მინახავს. რა კარგი თემააა. კითხვები იმდენი მაქვს რომ, რამოდენიმესაც დავწერ თუ შეიძლება

პატარა ლეკვი მყავდა, ძალიან საყვარელი და ბუთხუზა. ახლა აღარ მყავს .((

ასე რატომ გვიყვარდება ადამიანი ვირტუალში, როცა ნანახიც არ გვყავს?

გჯერავთ ვირტუალური სიყვარულის? (მეგობრულს არ ვგულისხმობ)


ლეკვები ძალიან მიყვარს. ეხლა ვათვალიერებდი სურათებს smile.gif

გიყვარდება ის სახე, რომელსაც ეს ადამიანი ქმნის შენს წარმოსახვაში.
ვირტუალურად ძალიან ადვილია ადამიანის სულს შეეხო და მისი სიმები შეარხიო.
გრძნობაც უფრო მძაფრია, იმიტომ რომ მოვლენები ძალიან დაჩქარებულია. პირდაპირ გაცნობაზე გადადიხარ და იგებ ვინ არის ეს ადამიანი. ადამიანის რეალში გასაცნობად თვეები და წლები ჭირდება. ვირტუალურში ზოგჯერ რამდენიმე დღე.

მჯერა, რატომ არა? ესეც ხომ შეხვედრის ადგილია ისევე როგორც კაფე ან დაბადების დღე.
ბევრი დასრულებულა ბედნიერად. ბევრიც უშედეგოდ, ისევე როგორც ყოველთვის

QUOTE(anonymouska @ Dec 11 2008, 10:28 PM) *
blanca ეგ არავინ იცის, სიყვარული შეიძლება ისე უეცრად გეწვიოს როცა არც კი ელოდები. ჩემნაირ სიყვარულს არა , მაგრამ გისურვებ ისეთ სიყვარულს, აზრი რომ აქვს "ის" გიყვარდეს.


მადლობა ჩემო კარგო. შენც იგივეს გისურვებ. smile.gif
აზრი სიყვარულს ყოველთვის აქვს რადგან ეს გრძნობა აბრუნებს დედამიწას ღერძის გარშემო და არა ოქრო ან ვერცხლი.
გავსებს და ცხოვრების მიზანს გაჩვენებს. უბრალოდ გულსატკენია სიყვარული შენს გვერდით არ მყოფ ადამიანს 'დაახარჯო' და აღარ დაგრჩეს იმ ერთისთვის smile.gif

Posted by: Shou Dec 12 2008, 10:11 AM

რა ვიცი აბა, რატომაც არ შეიძლება ვირტუალურ სამყაროში შეყვარება, თუმცა არ ვიცი რამდენად მოხერხდება ამის ”რეალურ სამყაროში” გადმოტანა. მე ასე არ შემყვარებია და ვერ ვიქნები კომპეტენტური rolleyes.gif

ისე მე სახლში წყლის კუ მყავს biggrin.gif

გიყვართ თეატრი?

Posted by: TeO Dec 12 2008, 10:25 AM

მე ძაღლი მყავს- ნიკე biggrin.gif
თეატრიოო? უფრო მიყვარდა და ახლა ისე რა smile.gif

შენ?

Posted by: anonymouska Dec 13 2008, 05:12 AM

მე ისე რა მიყვარს...

სად ისურვებდი მოგზაურობას?

სტოპ! biggrin.gif ... ვის ჩაეხუტებოდი?

Posted by: blanca Dec 13 2008, 06:27 AM

მას biggrin.gif

წიგნებს ვეღარ ვკითხულობ, ნებისყოფა აღარ მყოფნის laugh.gif მოკლედ დავასკვენი რომ რაც წასაკითხი დამრჩა, წაკითხულის გადამღერებაა biggrin.gif მოკლედ სურათების დათვალიერება მირჩევნია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს.განსაკუთრებით საქართველოს სურათები

თქვენ? ბოლოს რა წიგნი წაიკითხეთ?

Posted by: ირმა Dec 13 2008, 08:54 PM

მეც მიჭირს ამ ბოლო დროს წიგნების კითხვა, ადრე კი წიგნს არ ვუშვებდი, მარტო ჩამვარდნოდა ხელში, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ წიგნი ერთადერთი მატერიალური საუნჯეა. biggrin.gif


რა ფერის თვალები მოგწონს? rolleyes.gif

Posted by: TeO Dec 13 2008, 09:02 PM

არ მაქვს გამორჩეული smile.gif ყველა ფერის ლამაზია biggrin.gif
whistling.gif ისე მე ქამელეონი თვალები მაქვს, ფერს იცვლიან იმის მიხედვით თუ რა მაცვია biggrin.gif ანუ ლურჯზე ლურჯდებიან და მწვანეზე მწვანე ელფერს იძენენ biggrin.gif


Sen ra feris Tvalebi gaqvs?

Posted by: ირმა Dec 13 2008, 09:12 PM

QUOTE(Tea @ 13th December 2008 - 10:02 PM) *
ისე მე ქამელეონი თვალები მაქვს, ფერს იცვლიან იმის მიხედვით თუ რა მაცვია ანუ ლურჯზე ლურჯდებიან და მწვანეზე მწვანე ელფერს იძენენ

რა ლამაზი ფერია biggrin.gif
მე უბრალო, ყავისფერი თვალები


დღის რომელ დროს გაქვს უფრო მეტი ძალა, ენერგია,– დილით, შუადღით, საღამოს, თუ ღამით?

Posted by: TeO Dec 13 2008, 09:16 PM

მე დილას ყველაზე საღი ვარ l_training.gif , აი საღამოს კი დამჩკნარი biggrin.gif

შენ? (კითხვების არ ქონის გამო, შეკითხვებს ვაბრუნებ biggrin.gif )

Posted by: ირმა Dec 13 2008, 09:21 PM

მე საღამოს და უფრო ღამე ვარ ძლიერი l_training.gif


მართლა მგონი კითხვები ამოიწურა.

რას გინდა რომ მიაღწიო?

Posted by: TeO Dec 13 2008, 09:29 PM

ჩემი მიზანი არ მაქვს განსაზღვრული biggrin.gif l_sunny.gif


და ცხოვრება მშვენიერია? smile.gif


Posted by: Sophia Dec 14 2008, 07:20 PM

მგონი უფრო სიმპატიურია blush.gif

სიზმარში ფრენა მოგწონს? გიფრენია საერთოდ?



girl_witch.gif

Posted by: TeO Dec 14 2008, 07:51 PM

როგორ არა, დავფრინავ შიგა და შიგ!.. biggrin.gif კარგია აბა რა biggrin.gif მარა არ ვარანატებ rolleyes.gif მნე ნა ემლე ტოჟე ხოროშო wink.gif laugh.gif


შენ? huh.gif

Posted by: Sophia Dec 14 2008, 08:07 PM

მე მიწის სტიქიისა ვარ, თავიდან ბოლომდე. მაგრამ კარგად შეგუებული ვარიანტი სხვა რამეებთანაც. ანუ ვცურვაც შემიძლია და კარგადაც დავფრინავ. tongue.gif სიამოვნებით დავფრინავ ხოლმე სიზმარში. თუმცა ძალიან მაღლაც ვერ ავდივარ (იქაც მეშინია სიმაღლის), აქვე დავფარფატებ ხოლმე, სახურავების თავზე. როგორც ბულგაკოვის მარგარიტა rolleyes.gif

უცხო ადგილებში ხშირად დადიხარ ძილში?


girl_witch.gif

Posted by: Shou Dec 15 2008, 06:03 PM

მე ძალიან ხშირად. უცხო და გაურკვეველ ადგილებში სადაც გზას წესიერად ვერ ვიგნებ ხოლმე.

არ გაგიხარდათ რომ მოთოვა?

Posted by: Sophia Dec 15 2008, 07:08 PM

მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ჰაერი მსიამოვნებს, და ჩემი ფანჯრიდან ეზოს ხედი მხოლოდ თოვლშია ლამაზი, მაინც დიდად არ ვარ მოხიბლული. თბილისში თოვლი 15 2უთში ტალახია და ტალახში სიარული არ მიყვარს. მოკლედ არ ვიცი გამეხარდა თუ არა sticktongue.gif

ბოლოს როდის იგუნდავე? არ გინდა ვცადოთ? groupwave.gif


girl_witch.gif

Posted by: TeO Dec 15 2008, 11:59 PM

ბოლოს, წლის დასაწყისში! biggrin.gif გამოდი აბა გარეთ wink.gif biggrin.gif


რა არის თოვლი? (რომანტიკული განმარტებით პლზ biggrin.gif )


Posted by: Shou Dec 16 2008, 03:23 PM

თოვლი სიახლეა. სასწაულია. ფიფქებია. ზღაპარია. თოვლი სიცივეა და სითბო ერთდროულად. კიდევ იმედია. თოვლს შეუძლია დრო გაყინოს (თუმცა არა თბილისში, სადაც ეგრევე ტალახად იქცევაsmile.gif). თოვლი სრულყოფილებაა.

გეშინიათ სისხლის?

Posted by: TeO Dec 16 2008, 03:36 PM

Shou თოვლის განმარტებაში ფრიადი 5+ rolleyes.gif

სისხლის მოკრძალება მაქვს, შიში? ალბათ ნაკლებად


შენ?

Posted by: blanca Dec 16 2008, 08:08 PM

არ მეშინია

სისხლის მოკრძალება რაარის??

Posted by: anonymouska Dec 17 2008, 03:35 AM

დედა რა კითხვაა? არ ვიცი და შესაბამისად არ მეშინია, მგონი biggrin.gif

გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. ეთანხმებით?

მე კი sad.gif ვუბრძანე მაგრამ არ ესმის

Posted by: blanca Dec 17 2008, 07:56 AM

არ ვიცი რა კითხვაა, თეომ თქვა, ვერ გავიგე რა თქვა და ვიკითხე

გააჩნია როდის აპირებ ბრძანების მიცემას.


Posted by: TeO Dec 17 2008, 09:45 AM

QUOTE(blanca @ 17th December 2008 - 07:56 AM) *
არ ვიცი რა კითხვაა, თეომ თქვა, ვერ გავიგე რა თქვა და ვიკითხე

რაღაც არ მომინდ პასუხის გაცემა და ძალა ხომ არაა biggrin.gif

QUOTE(anonymouska @ 17th December 2008 - 03:35 AM) *
გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. ეთანხმებით?

მე სხვანაერად გამიგია - გული არის მბრძანებელიო! - და მიდი და უბრძანე ამის მერე biggrin.gif
anonymouska შენი მხრიდან გასაგებია რასაც კითხხულობ wink.gif მარა მე სიყვარულით "დამწვარი" არ ვყოფილვარ და რა გირჩიო? oops.gif


აბა სხვამ უპასუხოს ამ კითხვას - გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. ეთანხმებით? unsure.gif

Posted by: Shou Dec 17 2008, 01:15 PM

ბრძანება არ არის საჭირო. გულთან ურთიერთობის სხვა ფორმა უნდა მოძებნო და ყველაფერი გამოგივა. მთავარია სურვილი და ყველას და ყველაფრის დავიწყებას მოახერხებ. გულს ერთი საოცარი თვისება აქვს, საოცრად გულმავიწყიაsmile.gif მენდე. მთავარია არ ”გასქელკანიანდე” და მიმღებლობა არ დაკარგო და არ შეგეშინდეს ხელახლა შეყვარების, თორემ დავიწყება შესაძლებელია, თანაც მიზანმიმართული დავიწყება. მთავარია ძალადობის სასტიკ ფორმებს არ მიმართო და ისე ”გაცვითო”smile.gif

აუ, გამოვედი ესე იგი ექსპერტი whistling.gif

ხო, მესმის რას გულისხმობ TEO, მეც მიყვარს სისხლიwink.gif

წუხელ ვის ეღვიძა და ვინ უყურებდა როგორ ბარდნიდა?smile.gif

Posted by: blanca Dec 17 2008, 08:15 PM

QUOTE(TeO @ Dec 17 2008, 10:45 AM) *
რაღაც არ მომინდ პასუხის გაცემა და ძალა ხომ არაა biggrin.gif
მე სხვანაერად გამიგია - გული არის მბრძანებელიო! - და მიდი და უბრძანე ამის მერე biggrin.gif
anonymouska შენი მხრიდან გასაგებია რასაც კითხხულობ wink.gif მარა მე სიყვარულით "დამწვარი" არ ვყოფილვარ და რა გირჩიო? oops.gif
აბა სხვამ უპასუხოს ამ კითხვას - გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. ეთანხმებით? unsure.gif



დაგაძალეს?

...

მე უკვე გავეცი კითხვას პასუხი: გააჩნია როდის აპირებ ბრძანების გაცემას.
უკვე შეყვარებული ხარ თუ 'შეყვარებას აპირებ' და ვერ გადაგიწყვეტია შეიყვარო თუ არა
ბევრი ანალიზი ჭირდება საკუთარ თავში, რა ღირს და რა არა


Posted by: blanca Dec 17 2008, 08:17 PM

QUOTE(Shou @ Dec 17 2008, 02:15 PM) *
ბრძანება არ არის საჭირო. გულთან ურთიერთობის სხვა ფორმა უნდა მოძებნო და ყველაფერი გამოგივა. მთავარია სურვილი და ყველას და ყველაფრის დავიწყებას მოახერხებ. გულს ერთი საოცარი თვისება აქვს, საოცრად გულმავიწყიაsmile.gif მენდე. მთავარია არ ”გასქელკანიანდე” და მიმღებლობა არ დაკარგო და არ შეგეშინდეს ხელახლა შეყვარების, თორემ დავიწყება შესაძლებელია, თანაც მიზანმიმართული დავიწყება. მთავარია ძალადობის სასტიკ ფორმებს არ მიმართო და ისე ”გაცვითო”smile.gif

აუ, გამოვედი ესე იგი ექსპერტი whistling.gif

ხო, მესმის რას გულისხმობ TEO, მეც მიყვარს სისხლიwink.gif

წუხელ ვის ეღვიძა და ვინ უყურებდა როგორ ბარდნიდა?smile.gif


დიახ, მთავარია სურვილი.

ჩემთან არ თოვდა. წვიმდა

ფენ შუი გამოგიყენებიათ?

Posted by: TeO Dec 17 2008, 08:23 PM

QUOTE(blanca @ 17th December 2008 - 08:15 PM) *
დაგაძალეს?

ალბათ არა whistling.gif biggrin.gif
QUOTE
უკვე შეყვარებული ხარ თუ 'შეყვარებას აპირებ' და ვერ გადაგიწყვეტია შეიყვარო თუ არა
ბევრი ანალიზი ჭირდება საკუთარ თავში, რა ღირს და რა არა

შეყვარებული არ ვარ და არც ვაპირებ smile.gif
wub.gif , მაგრამ არც არ ვაპირებ... laugh.gif მგონი გასაგებად ვუპასუხე rolleyes.gif

"შეირთავ? - ინანებ!
არ შეირთავ? -მაინც ინანებ!
ხოდა ამიტომ ჯობია შეირთო..! " hilarioustu8.gif

საიდანაა ეს ციტატა? biggrin.gif

Posted by: anonymouska Dec 18 2008, 03:19 AM

არ ვიცი საიდანაა. და საიდან არის?

სიყვარული თავისთავად მოდის, არ გეკითხება არაფერს შენ გინდა თუ არა. სიყვარული ურთიერთობიდან მოდის. შეიძლება უეცრად გეწვიოს ან ნელ-ნელა განვითარდეს. მე ურთიერთობიდან შემიყვარდა და თან ძალიან .

ბლანკა შენ ამბობ რომ არ იცი ზუსტად შეიყავრო თუ არა პიროვნება ? ვერ ვხვდები როგორ უნდა იფიქრო"შევიყვარო თუ არა?" ეს თავისთავად მოხდება, თუ ადამიანი მოგწონს, გსიამოვნებს მასთან ურთიერთობა...


თეო smile.gif ეგ ვინ იცის.... ადრე სულ ისეთი ვიყავი... მეგონა მე თუ არ მინდოდა , არც არავინ შემიყვარდებოდა. მართლა ვერავინ ვერ მოახერხა ვერაფერი. ანუ სერიოზული სიყვარულით არ შემყვარებია. მეგობრებსაც ვერ წარმოედგინათ მე "შეყვარებული" ... რომანტიკულიც არასდროს ვყოფილვარ, ახლა სულ სხვა ვარ რა... აუ ამაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. სორრი


რა ყოფილა სიყვარულიიიიიიიიიი, გული გადამელია... რომელი ფილმიდანაა?

Posted by: blanca Dec 18 2008, 05:47 AM

იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება შენს ცხოვრებაში.
მე ვფიქრობ ვისაც სიყვარული არ გაუვლია ის ჯერჯერობით ნახევარადამიანია
შენ უკვე გამთლიანდი
სიყვარული რჩება თუ არა შენთან, მაინც უფრო კარგს ხდის ვიდრე იყავი.

Posted by: TeO Dec 18 2008, 10:38 AM

QUOTE(Tea @ 17th December 2008 - 08:23 PM) *
"შეირთავ? - ინანებ!
არ შეირთავ? -მაინც ინანებ!
ხოდა ამიტომ ჯობია შეირთო..! "

საიდანაა ეს ციტატა?

"შვიდი შინაბერა და ერთი მამაკაცი" -სპექტაკლი/ტელესპექტაკლი wink.gif ძალიან სახალისოაა!! biggrin.gif

QUOTE(anonymouska @ 18th December 2008 - 03:19 AM) *
აუ ამაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. სორრი

anonymouska
რა გაქვს საბოდიშო? ილაპარაკე იმ თემაზე, რომელიც გინდა ან გაწუხებს, რამდენიც გაგიხარდება wink.gif

QUOTE(anonymouska @ 18th December 2008 - 03:19 AM) *
რა ყოფილა სიყვარულიიიიიიიიიი, გული გადამელია... რომელი ფილმიდანაა?

ეს კითხვად დარჩება wink.gif biggrin.gif

Posted by: Shou Dec 18 2008, 07:05 PM

ეს ალბათ ”სიყვარული ყველას უნდა”, არა? ეს ის მთავარი გმირი არ მღერის არა, არა მოვიტაცებო?smile.gif

არის რაიმე ისეთი რაზეც მაშინაც კი გაგეღიმებათ როცა ძალიან გტკივათ? და რა არის ეს?

Posted by: TeO Dec 20 2008, 11:21 AM

QUOTE(Shou @ 18th December 2008 - 07:05 PM) *
არის რაიმე ისეთი რაზეც მაშინაც კი გაგეღიმებათ როცა ძალიან გტკივათ? და რა არის ეს?

ვერ ვიხსენებ ასეთ სიტუაციას! და რა ვქნა smile.gif)

ცა რა ფერია?

Posted by: Shou Dec 22 2008, 12:55 PM

გამჭვირვალეა და გეგონება სულს ირეკლავს. სული რომ დაგავიწყდეს ცას უნდა ახედო და ..wink.gif

შეგიძლია ეხლა გაიცინო, ისე უმიზეზოდ? Just_Cuz_01.gif

Posted by: anonymouska Dec 22 2008, 01:50 PM


ციტატა
შეგიძლია ეხლა გაიცინო, ისე უმიზეზოდ? Just_Cuz_01.gif


არა ...ისე ზოგჯერ შემიძლია smile.gif

კიდევ სიყვარულზე ვიკითხავ biggrin.gif

რას იზამთ თუ თქვენმა მეგობარმა გითხრათ "მიყვარხარო"




Posted by: Shou Dec 23 2008, 10:08 AM

თუ მეგობარს არ ვუყვარვარ აბა ის რა მეგობარია?!;) A real friend is the one who knows us but loves us anyway.

ისე, ხუმრობის გარეშე, ვიტყოდი რომ ეს შესანიშნავია. თუ ადამიანს შეყვარება შეუძლია ეს მართლა დასაფასებელია.

შენ რას იტყოდი?

Posted by: blanca Dec 23 2008, 07:55 PM

მე ვფიქრობ ანონიმუშკამ იგულისხმა მეგობარი ბიჭი. საქართვ ელოში მტკივნეულად აღიქვამენ როცა მეგობარს მეგობარი უყვარდება და ალბათ აქედან გამომდინარე დასვა კითხვა.

რას ვეტყვი? გააჩნია მე რა დამოკიდებულება მაქვს მასთან. თუ ჩემი გრძნობებიც მეგობრობას ცდება მაშინ გამიხარდება და მივახვედრებ რომ თანავუგრძნობ.

თუ არასდროს მიფიქრია მასზე მაშინ ვეტყვი რომ არასდროს მიფიქრია სიყვარულზე. რასაკვირველია დავფიქრდები და შესაძლოა შემიყვარდეს კიდეც. აუცილებლად ველაპარაკები. საერთოდ ქართველებმა არ იციან ლაპარაკი და ურთIერთობების ლაპარაკში გარკვევა. მოკლედ ყველაფერს უნდა 'გაიასნება' biggrin.gif

Posted by: anonymouska Dec 23 2008, 09:51 PM

ჰო, ზუსტად smile.gif მეგობრულ სიყვარულს არ ვგულისხმობდი.

ერთხელ მოხდა(სკოლის პერიოდში) და ცუდი რეაქცია მქონდა.
და მე ბლანკას ვეთანხმები smile.gif თუ შენც შეგიძლია შეიყვარო, მაშინ ეს სასიამოვნო მოსასმენი იქნება, მაგრამ თუ შენი სიყვარული მეგობრულს ვერ გასცდება.... ოი ოი

დღე უფრო გიყვარს თუ ღამე?

მე უფრო დღე l_sunny.gif

Posted by: ირმა Dec 23 2008, 10:24 PM

ღამე.


რატომ აქვს ადამიანს წარბები?

Posted by: blanca Dec 23 2008, 10:55 PM

გამომდინარე იქედან რომ სამხრეთელებს უფრო სქელი და ხშირი წარბები აქვთ ვიდრე ჩრდილოელებს, ალბათ იმიტომ რომ თაკარა მზის ქვეშ მომუშავეს ოფლი თვალებში არ ჩასვლოდა biggrin.gif

... რამე უცნაური დამთხვევა ან შემთხვევა დაწერეთ რაც გახსენდებათ, თუ გახსენდებათ :::

აი მაგალითად :

რამდენიმე დღის წინ ერთ ავტობუსში ჩავჯექი და სადღაც წავედი. არ ვიცოდი რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი. გაჩერების სახელი ვიცოდი მხოლოდ. იქამდე დიდი მანძილი იყო როგორც ვიცოდი.
გაჩერების სახელები ავტობუსში ტაბლოზე ინთება ხოლმე და ვიფიქრე პრობლემა არ იქნებოდა: აინთებოდა სახელი და მეც მძღოლს ვანიშნებდი და გააჩერებდა.

მაგრამ ტაბლო ამ ავტობუსში არ მუშაობდა. შევწუხდი. მერე დამეზარა ნერვიულობა biggrin.gif და ვიფიქრე დრო რომ მოვა რაღაცა მანიშნებს და ჩავალ მეთქი.

მოკლედ გავიდა დრო. მივდივარ. არ ვიცი სად უნდა ჩამოვიდე მაგრამ სრულიად აუღელვებლად ვზივარ. ვიცი რომ ზუსტად იქ ჩამოვალ სადაც საჭიროა.

ვიღაცამ ანიშნა მძღოლს ავტობუსი გაჩერებულიყო. გაჩერდა. დაუფიქრებლად ავდექი მივედი მძღოლთან და ვიკითხე რამდენი იყო დარჩენილი იმ გაჩერებამდე. მძღოლმა მითხრა რომ ეს იყო ის გაჩერება.

ავტობუსიდან ჩემს გარდა არავინ ჩასულა. ალბათ ან შეცდომით, ან შემთხვევით ჩამოქაჩეს ზონარს რომ მძღოლისთვის ენიშნებინათ.

smile.gif


Posted by: ირმა Dec 23 2008, 11:21 PM

QUOTE(blanca @ 23rd December 2008 - 11:55 PM) *
გამომდინარე იქედან რომ სამხრეთელებს უფრო სქელი და ხშირი წარბები აქვთ ვიდრე ჩრდილოელებს, ალბათ იმიტომ რომ თაკარა მზის ქვეშ მომუშავეს ოფლი თვალებში არ ჩასვლოდა

Just_Cuz_01.gif ზუსტად იგივე პასუხი მაქვს მეც.

QUOTE(blanca @ 23rd December 2008 - 11:55 PM) *
რამდენიმე დღის წინ ერთ ავტობუსში ჩავჯექი და სადღაც წავედი. არ ვიცოდი რომელ გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი. გაჩერების სახელი ვიცოდი მხოლოდ. იქამდე დიდი მანძილი იყო როგორც ვიცოდი.
გაჩერების სახელები ავტობუსში ტაბლოზე ინთება ხოლმე და ვიფიქრე პრობლემა არ იქნებოდა: აინთებოდა სახელი და მეც მძღოლს ვანიშნებდი და გააჩერებდა.

მაგრამ ტაბლო ამ ავტობუსში არ მუშაობდა. შევწუხდი. მერე დამეზარა ნერვიულობა და ვიფიქრე დრო რომ მოვა რაღაცა მანიშნებს და ჩავალ მეთქი.

მოკლედ გავიდა დრო. მივდივარ. არ ვიცი სად უნდა ჩამოვიდე მაგრამ სრულიად აუღელვებლად ვზივარ. ვიცი რომ ზუსტად იქ ჩამოვალ სადაც საჭიროა.

ვიღაცამ ანიშნა მძღოლს ავტობუსი გაჩერებულიყო. გაჩერდა. დაუფიქრებლად ავდექი მივედი მძღოლთან და ვიკითხე რამდენი იყო დარჩენილი იმ გაჩერებამდე. მძღოლმა მითხრა რომ ეს იყო ის გაჩერება.

ავტობუსიდან ჩემს გარდა არავინ ჩასულა. ალბათ ან შეცდომით, ან შემთხვევით ჩამოქაჩეს ზონარს რომ მძღოლისთვის ენიშნებინათ.

მასეთი მსგავსი შემთხვევები მეც ხშირად მქონია. თბილისში, სამსახურში მეჩქარებოდა ხშირად და ტრანსპორტის პრობლემა იყო. როცა ვნერვიულობდი ტრანსპორტი ძალიან აგვიანებდა, როცა არ ვფიქრობდი, ხან ისე სწრაფად გამოჩნდებოდა რომ უცებ ადგილზე ვიყავი. ვერ ავხსნი, მგონია რომ მე ვიწვევდი ამ მოვლენებს, უფრო მგონია რომ წინასწარ ვჭვრეტდი ბედს. როგორც ჩანს ბედის მართვა არც ისე ძნელი ყოფილა.
ვინ იცის? არის თუ არა ადვილი ბედის მართვა?

Posted by: Shou Dec 24 2008, 10:29 AM

"ჰო, ზუსტადsmile.gif მეგობრულ სიყვარულს არ ვგულისხმობდი. "

არც მე მიგულისხმია მეგობრული Anonymouska:) მეგობრობის თემაზე ვიხუმრე და ესეც მივუთითეsmile.gif

ალბათ ადვილია მაშინ როცა ამაზე არ იძაბები და ზედმეტად არ კონცენტრირდები.

გჯერათ ბედისწერის?

Posted by: ირმა Dec 28 2008, 12:47 PM

მჯერა, მჯერა....


ახალი წელი მოდის. გიყვარს თუ არა ეს დღეები? wub.gif

Posted by: TeO Dec 28 2008, 12:52 PM

პრინციპში კი wink.gif იმიტომ, რომ დადებითი ემოციებია აწეული საზოგადოდ და ეს მახარებს smile.gif


იანვარი გიყვარს?

Posted by: blanca Dec 28 2008, 07:29 PM

არც ახალი წელი მიყვარს არც იანვარი არც თებერვალი biggrin.gif

ალბათ იმიტომ არ მიყვარს რომ უნდა მიხაროდეს რაღაც და ეს რაღაც არ მიხარია. ანუ უფრო ნორმალურია გიხაროდეს ვიდრე გეკიდოს.
ნუ პატარა რომ ვიყავი ძალიან მიხაროდა. ეხლა ვერ ვიგებ რატომ უნდა მიხაროდეს კალენდარზე ორი ციფრის ნაცვლად სამის შეცვლა laugh.gif

კი, ვიცი, ზედმეტად ბევრს ვფიქრობ biggrin.gif

მაშ ასე:
რატომ გიყვართ ახალი წელი?

Posted by: TeO Dec 28 2008, 07:57 PM

მე ამ კითხვაზე პასუხი გაცემული მაქვს (ზემოთ wink.gif )


ანგელოზი?

Posted by: TeO Jan 9 2009, 01:58 PM

თამაში გამიჭედია Just_Cuz_01.gif

პასუხი: კი!! http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

კითხვა: გავიზარდე??



Posted by: Shou Jan 12 2009, 06:10 PM

ეს მას შემდეგ რაც დაიბადე? l_daisy.gif

ძალიან, ძალიან.

ისევ მოთოვს?

Posted by: TeO Jan 12 2009, 06:40 PM

აუცილებლადო wink.gif აბა ზამთრის სამკაულია თოვლი და მააშ biggrin.gif


ოფოფი გინახია ცოცხლადა?

Posted by: blanca Jan 12 2009, 07:38 PM

მე მინახავს ოფოფი. ძაან მაგარი ტიპია biggrin.gif
სახელიც ზუსტად ისეთი ქვია როგორიც არის.

თქვენი მომავალი გონებაში ხშირად დაგიხატავთ?

Posted by: TeO Jan 12 2009, 08:08 PM

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ჩემი მომავალი არ მაქვს წარმოდგენილი/დახატული! და ეს ბავშვობიდაბვე..

ვტოვებ კითხვას, რადგან მე პასუხი არ გამიცია wink.gif -თქვენი მომავალი გონებაში ხშირად დაგიხატავთ?

Posted by: Alpha Jan 12 2009, 09:44 PM

არაა, აზრზე არ ვარ რა იქნება


რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემა?

Posted by: Shou Jan 13 2009, 02:04 PM

ადამიანი.

სად წახვიდოდი?

Posted by: Kaspar Hausser Jan 13 2009, 05:18 PM

ნორვეგიაში.. მაფანატებს მაგ ქვეყანაზე... და სკანდინავიაზე საერთოდ... მაგრამ ნორვეგია განსაკუთრებით...

შოტლანდიაშიც გადაირბენდა მაქედან კაცი. როსლინში კერძოდ...

რედიოჰედის გლასტონბერი 2003 რომელი ამიტვირთავთ ქართულ სერვერზე?.. smile.gif

Posted by: TeO Jan 13 2009, 07:44 PM

Kaspar Hausser მე ამას ვერ შევძლებ!! biggrin.gif

შენ შეძლებ?

Posted by: blanca Jan 13 2009, 07:44 PM

QUOTE(TeO @ Jan 12 2009, 09:08 PM) *
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე ჩემი მომავალი არ მაქვს წარმოდგენილი/დახატული! და ეს ბავშვობიდაბვე..

ვტოვებ კითხვას, რადგან მე პასუხი არ გამიცია wink.gif -თქვენი მომავალი გონებაში ხშირად დაგიხატავთ?


ჰმ, საინტერესოა. მეც ასე ვარ. ბავშვობიდანვე. არასდროს დამიხატავს მომავალი თავში და ვფიქრობ ეს არარის კარგი
ჩემს გარშემო ბავსვები ყოველთვის ქმნიდნენ მომავალს, ფიქრობდნენ, წარმოედგინათ. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ვიზუალიზაციას აკეთებდნენ
დადებითი ვიზუალიზაცია კი ყოველთვის მიგიყვანს იქამდე რასაც წარმოიდგენ. პრინციპში იგივეა ფილმში 'secret' ნათქვამი
იგივეა ფილმში Bedtime Stories ნათქვამი biggrin.gif მიუხედავად იმისა რომ სასაცილო და სულელური ბავშვური ფილმია, ბავშვური ენით და ფანტაზიით ნათქვამი დადებითი ვიზუალიზაციის არსია გადმოცემული.

მოკლედ, მე რაც დავხატე გონებაში და თუ ოდესმე რამე დამიხატია (აქ ჩემს თავს ვეწინააღმდეგები ვიცი მაგრამ სრული სურათი მომავლის არ მქონია, ანუ პატარპატარა დეტალები დამიხატავს) ყველაფერს მივაღწიე. ყველაფერი გამოვიდა რის ვიზუალიზაციაც გამიკეთებია. მაშინ არ ვიცოდი ვიზუალიზაცია რას ნიშნავდა და ამის გაკეთება თუ სპეციაულრად შეიძლებოდა. უბრალოდ წარმოვიდგენდი იმას და იმაზე ვფიქრობდი რაც მინდოდა რომ ყოფილიყო, და არის კიდეც smile.gif

მაგრამ მთავარი: დიდი სურათის წარმოდგენა ძალიან მიჭირს sad.gif და ზუსტად ისეა!! ის, რისი წარმოდგენაც მიჭირს, ძალიან ძალიან ძნელად გამოდის.
აზზე ხართ?//

შენც თეო kiss1.gif
იქნებ შემთხვევით არარის რომ შენც თხის რქა ხარ. არასდროს მჯეროდა ჰოროსკოპების მაგრამ .. რაღაც ყველა თხის რქის ცხოვრებაში ესეა
დიდ კლდეს აირჩევ რომ აფოფხდე და მიფოფხავ და ხშირად ზედმეტ ძალისხმევას დებ არასაჭირო კლდეებზე ასვლაში ..
ძაან ბევრ არასაჭირო კლდეზე ავედი hilarioustu8.gif

პ.ს. ჰაუსერ, არ ვიცი როგორ რომ დაგეხმარო smile.gif

კითხვა: შეცვლიდი რამეს? არ ვიცი სად ან რაში. საერთოდ...

Posted by: TeO Jan 13 2009, 08:07 PM

blanca
smile.gif მდაა.. თითქოს ჩემ დაწერილს ვკითხულობდი smile.gif
მაგრამ ეს 1- წელია მე ჩემი თხის რქობა ცოტა შევცვალე და უკვე დიდად არ ვჯდები ამ ნიშნის განმარტებაში biggrin.gif
დასახული მქონდა ცხოვრებაში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გამოკვეთილ-ვიზუალირებული და მისკენ მაქსიმალური ძალებით ვისწრაფოდი დიიდი ხნის განმავლობაში....
მაგრამ შემდეგ ჩემ ცხოვრებაში მოხდა დიდი გარდატეხა და ეს მიზანი განმიქარწყლდა და რაც ჩემთვის ძალზედ მტკივნეული გამოცდა იყო და ერთი პერიოდი მაგრად ამომაგდო კალაპოტიდან (ეს ზუსტად მაშინ მოხადა როდესაც ამ ფორუმზე მოვხვდი და აქაურობა ძალიან დამეხმარა იმ "ტრაგედიის" გადალახვაში!! )
........ ამ გამოცდილებიდან მივხვდი იმას, რომ შეიძლება რაღაც მიზანი აირჩიო და იღწვოდე მის შესასრულებლად და უეცრად გზაში მიხვდე, რომ ეგ უკვე აღარ გჭირდება/გაინტერესებს! smile.gif)) მძიმე გადასატანია რაა - ჩემ ტყავზე მაქვს გამოცდილი smile.gif

QUOTE(blanca @ 13th January 2009 - 08:44 PM) *
კითხვა: შეცვლიდი რამეს? არ ვიცი სად ან რაში. საერთოდ...

ამ ეტაპზე არა და ისე თუ დამჭირდა აუცილებლად შევცვლი smile.gif

შენ?

Posted by: blanca Jan 13 2009, 09:38 PM

QUOTE(TeO @ Jan 13 2009, 09:07 PM) *
blanca
smile.gif მდაა.. თითქოს ჩემ დაწერილს ვკითხულობდი smile.gif
მაგრამ ეს 1- წელია მე ჩემი თხის რქობა ცოტა შევცვალე და უკვე დიდად არ ვჯდები ამ ნიშნის განმარტებაში biggrin.gif
დასახული მქონდა ცხოვრებაში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გამოკვეთილ-ვიზუალირებული და მისკენ მაქსიმალური ძალებით ვისწრაფოდი დიიდი ხნის განმავლობაში....
მაგრამ შემდეგ ჩემ ცხოვრებაში მოხდა დიდი გარდატეხა და ეს მიზანი განმიქარწყლდა და რაც ჩემთვის ძალზედ მტკივნეული გამოცდა იყო და ერთი პერიოდი მაგრად ამომაგდო კალაპოტიდან (ეს ზუსტად მაშინ მოხადა როდესაც ამ ფორუმზე მოვხვდი და აქაურობა ძალიან დამეხმარა იმ "ტრაგედიის" გადალახვაში!! )
........ ამ გამოცდილებიდან მივხვდი იმას, რომ შეიძლება რაღაც მიზანი აირჩიო და იღწვოდე მის შესასრულებლად და უეცრად გზაში მიხვდე, რომ ეგ უკვე აღარ გჭირდება/გაინტერესებს! smile.gif)) მძიმე გადასატანია რაა - ჩემ ტყავზე მაქვს გამოცდილი smile.gif
ამ ეტაპზე არა და ისე თუ დამჭირდა აუცილებლად შევცვლი smile.gif

შენ?


მეე? ერთI ბოლო კლდე დამრჩა ასაცოცებელი და შუა გზაში ვარ გაჭედილი კაი ხანია justcuz_hourglass.gif biggrin.gif
რა იცი? მეც 'აუცილებლად შევცვლი' ტიპი ვიყავი მაგრამ რაღაც დამემარტა რა. მოკლედ ხარ შენ და არის რეალობა რომელის ხანდახან ფრთებს ძირში გაჭრის laugh.gif

Posted by: blanca Jan 13 2009, 09:39 PM

კითხვები ძალაში რჩება biggrin.gif
საინტერესო იქნება სხვების აზრის მოსმენა smile.gif

Posted by: ირმა Jan 17 2009, 10:43 PM

QUOTE(blanca @ 13th January 2009 - 08:44 PM) *
შეცვლიდი რამეს? არ ვიცი სად ან რაში. საერთოდ...

თუ მხედველობაში გაქვს წარსული, კი ძალიან ბევრს. ახლანდელში ვცდილობ რომ შევცვალო... ეს პირადულში. რომ შემეძლოს საქვეყნოს შეცვლა აი, იქ შევცვლიდი ძალიან, ძალიან ბევრს(ვცადე ჩამოთვლა და არ ჩამოითვლება იმდენია)

გიყვართ თუ არა ოცნება? smile.gif

Posted by: Shou Jan 22 2009, 10:52 AM

მე ძალიან მიყვარს ოცნება ოცნებისთვის. ანუ ადრე ამას ”ვარდისფერ ოცნებას” ვეძახდი, ის რაც არც კი გინდა რომ ასრულდეს, ისე დამოუკიდებელი ცხოვრება რომ აქვს შენგან განყენებული და არავის არაფერში სჭირდება. რაღაც ძალიან საცოდავად დავხატე მაგრამ მერწმუნეთ მაგარი მხიარული ”ვინმეა” l_sunny.gif

თქვენ არ ”გყავთ” ასეთი ოცნებები?

Posted by: ირმა Jan 22 2009, 10:58 PM

ზუსტათ მაგეთი ოცნებები „მყავს“ და მიყვარს. უფრო მეტი ბავშვობაში, ამ ბოლო დროს მათ ვკარგავ, სამწუხაროდ...



როგორი ამინდია თბილისში?

Posted by: Shou Jan 23 2009, 03:03 PM

დღეს მზიანი, თუმცა ცივა. ისე საბერძნეთში მეც ვაპირებდი, წესით 25 იანვარს უნდა ვყოფილიყავი მეჯვარე მაგრამ სამწუხაროდ საელჩოში 29 იანვარზე ადრე ვერ ჩავეწერე. არა უშავს ზაფხულში გეწვევით, ალბათ უკეთესი იქნება.

რისი კეთება გიყვართ ცივ ამინდში ყველაზე უფრო? ან რისი კეთება გიჭირთ ცივ ამინდში ყველაზე მეტად?

Posted by: anonymouska Jan 30 2009, 03:57 AM

ცივ ამინდში სახლში მიყვარს თბილად ყოფნა biggrin.gif

ყველაფერი მეზარება. არ მიყვარს ცივი ამინდი sad.gif მზე მიყვაააააააააარს და სითბო smile.gif


ახლა რას ინატრებდი? smile.gif

Posted by: blanca Jan 30 2009, 04:44 AM

ჩემთან იყოს, სულ და ყველაფერი კარგად იყოს smile.gif

იმასაც უყვარხარ? smile.gif

Posted by: Shou Jan 30 2009, 07:11 PM

ნუუ, ეს რა შეკითხვებია wub.gif მე არ მწამს ცალმხრივი სიყვარულის, უბრალოდ არსებობს განსხვავებული აღქმისა და გამოხატვის უნარი.

სიყვარულს ფიზიკური სახე რომ ჰქონდეს, როგორი იქნებოდა? შეგიძლიათ აღწეროთ?

Posted by: blanca Jan 30 2009, 07:35 PM

სიყვარულს ფიზიკურ სახეში ვერ ჩატევ, ისევე ვერ ჩატევ როგორც ვერ ჩატევ გრზნობებს სიტყვებში smile.gif

თუ მაინცდამაინც გინდათ რომ ფიზიკურად დაგანახოთ:

ჩემთვის უფორმოა სიყვარული და ყოვლისმომცველი. მხოლოდ ფერი აქვს და ენერგია. ცეცხლის ფერია
უფორმოა იმიტომ რომ ყველგან არის
ყოვლისმომცველია იმიტომ რომ ყველა ფორმაში, ყველა არსებაში, ყველაფერშიც და არაფერშიც, ჰაერშიც მიწაშიც და ზღვაშიც სიყვარულია.
არააქვს ერთი ფორმა.

როცა სიყვარულს ერთი ფიზიკური ფორმა ეძლევა, ეს ადამიანია, შენთვის ძვირფასი ადამიანი smile.gif

Posted by: ირმა Mar 13 2009, 09:43 AM

QUOTE(Shou @ 30th January 2009 - 08:11 PM) *
სიყვარულს ფიზიკური სახე რომ ჰქონდეს, როგორი იქნებოდა? შეგიძლიათ აღწეროთ?


სიყვარულს, მუქ ძოწისფერ ვარდს შევადარებდი smile.gif

გაზაფხული გიყვარს? biggrin.gif რატომ?

Posted by: TeO Mar 13 2009, 09:59 AM

მიყვააარს!!!!!!!!!!! l_daisy.gif l_sunny.gif
იმიტომ, რომ უფრო კარგი ვხვდები (მგონი) თან მადა მეკარგება და ვსუსტდები...და კიდევ უფრო შეყვარებული ვარ ვიდრე სხვა წელიწადის დროებში bigarmhug.gif wub.gif
ვოტს! laugh.gif

და შენ? rolleyes.gif

Posted by: ირმა Mar 13 2009, 10:02 AM

მეც ძალიან ძალიან მიყვარს გაზაფხული. აქ უკვე ნუში ყვავის და სასიამოვნო სურნელი ეფინება ყველაფერს. l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif
l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif

გიყვართ თუ არა აყვავებული ნუში? wub.gif

Posted by: TeO Mar 13 2009, 10:13 AM

ნუშის ყვავილობას რა ჯობიაა l_sunny.gif ძალიან მიყვარს!!! აქაც აყვავდა უკვე აი, მზიურის შესასვლეთან wink.gif
და იქით კვირას დაგეგმილი გვაქვს პახოდი ნუშებთან blush.gif თუ რამემ არ შეგვიშალა ხელი unsure.gif


იები აყვავდაა ეზოში smile.gif
გიყვარს იების სურნელი? rolleyes.gif

Posted by: ირმა Mar 13 2009, 10:16 AM

იების სურნელიც მიყვარს და მათი ნაზი სილამაზეც wub.gif

რომელია შენი საყვარელი ყვავილი?

Posted by: blanca Mar 13 2009, 07:09 PM

პაწია ცისფერი ყვავილები მიყვარს, გაზაფხულზე ღილებივით რომ არიან დასკუპული მიწაზე smile.gif
ხის ქვეშ ამოსული იებიც და თოვლში ამოსული ენძელები.. ყველა ყვავილი მიყვარს

რას გაუხარებიხართ ყველაზე ძალიან, რა გახარებთ? რა გიხარიათ ხოლმე?


Posted by: Shou Mar 18 2009, 11:39 AM

ბუნება, ანუ მთები, ყვავილები, ბალახი, სივრცეები. და კიდევ ”გაგება”. როცა ერთმანეთის გვესმისsmile.gif


რა გაკლიათ ყველაზე მეტად?

Posted by: TeO Mar 18 2009, 11:44 AM

ამ წუთას - ჩახუტებააა!!!!!



შენა?

Posted by: Shou Mar 18 2009, 06:02 PM

მეც biggrin.gif


ხშირად სეირნობთ?

Posted by: TeO Mar 19 2009, 09:42 AM

თითქმის ყოველ ცისმარე დღეს wink.gif ბუნებაში გასვლა სიცოცხლეა l_sunny.gif blush.gif ენერგიით მავსებს..

დღეს რა ხდება? whistling.gif laugh.gif

Posted by: Kaspar Hausser Mar 19 2009, 09:47 AM

დღეს კამელოტი იკრიბება (არ შეიმჩნიოთ ჩემი რსრ ს გუნდია.. )

კიდე კარგი ამინდია და როსლინიდან ჩამოსულ მეგობარს უნდა შევხვდე.. smile.gif smile.gif

Posted by: anuchi Mar 19 2009, 06:28 PM

დღეს დაბადებისდღის მეორე დღეა და როგორც ყოველთვის "უფროსების მოსვლის დღეა" .. კიდევ რაღაც კინოს ვუყურებ ვერაფერი გავიგე, მეტროების ლოგოებზ უნდა ვიმუშაო და კიდე პლაკატებზე ცეკვის.. ბევრი საქმე მაქვს : ((

Posted by: ირმა Jun 3 2009, 03:39 PM

anuchi
ეს თამაში შეკითხვა და პასუხია. უპასუხე კითხვას და დასვი ახალი კითხვა, თუ არა და ოფ ტოპიკია biggrin.gif

Posted by: ირმა Jun 3 2009, 03:40 PM

QUOTE(Tea @ 19th March 2009 - 10:42 AM) *
დღეს რა ხდება?

დღეს კარგი დღეა. თბილა l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif

ზღვაზე როდის მიდიხარ? biggrin.gif

Posted by: TeO Jul 14 2009, 06:16 AM

ზღვაზე ალბათ წელსაც არ წავალ ))

დიდ გამყინვარება3-ზე არ გინდა წახვიდე? biggrin.gif

Posted by: Shou Jul 14 2009, 02:28 PM

მე ჰარი პოტერზე მინდა წავიდეsmile.gif

კარგად ცეკვავ?

Posted by: TeO Jul 15 2009, 05:49 AM

ვერა )))

პ.ს. მეც მინდა ჰარი პოტრეზე, მაგრამ სადააა?

ნეტავ როდის გამოდის მეშვიდე სერია??

Posted by: Shou Jul 15 2009, 10:30 AM

http://harrypotter.warnerbros.com/harrypotterandthehalf-bloodprince/ აი, ეს ბმული ნახე. წესით 17 ივლისს არის მსოფლიო პრემიერა. იმედია ჩვენთანაც დროულად ჩამოაღწევს. თუმცა ზაფხულია და შესაძლოა სექტემბრამდე არც გამოჩნდეს თბილისის კინოთეატრებში.

წყაროზე როდის წამიყვან?smile.gif

Posted by: TeO Jul 15 2009, 10:40 AM

როცა მეტყვი wink.gif მე მზად ვარ biggrin.gif

ნაყინი გიყვარს?

Posted by: Shou Jul 15 2009, 11:59 AM

აღარ wacko.gif

ცივი საზამთრო?smile.gif

Posted by: TeO Jul 15 2009, 04:06 PM

ჯერ კიი yes.gif მაგრამ არ ვიცი სამომავლოდ შეიძლება გამოვნება შემეცვალოს და აზოტის მოთხოვნილება აღარ ქონდეს ორგანიზმს wink.gif biggrin.gif

ნუნისში მალე წავალთ? rolleyes.gif ინტერესნოო

Posted by: Shou Jul 15 2009, 04:27 PM

აგვისტოს ბოლოსsmile.gif

აბა, ვინ მოდიხართ ნუნისში?

Posted by: ირმა Jul 24 2009, 01:03 AM

მე ვერა...

რატომ არიან ადამიანები ხშირად აგრესიულები? რატომ უყვართ სხვისი შეურაცხყოფა?sad.gif რაააატომ?!!!!!!

Posted by: Shou Jul 27 2009, 02:23 PM

იმიტომ, რომ ოდესღაც ისინიც "ჩაწიხლეს", ეტკინათ, თავი ვერ დაიცვეს, კომპლექსი გაჩნდა, აგრესია დაგროვდა და ეხლა სხვებთან ცდილობენ "დააკომპენსირონ" ან უკვე ვეღარ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება უბრალოდ ურთიერთობა "მოწინააღმდეგის" დათრგუნვის გარეშე. ცხოვრება საბრძოლო არენას ემსგავსება, ადამიანები კი მოწინააღმდეგეებსsad.gif მოკლედ კომპიუტერული თამაშია რაwink.gif

როგორ იქცევით როცა გზად მსგავს ადამიანს გადაეყრებით ხოლმე?


Posted by: ირმა Aug 3 2009, 09:35 AM

თუ უბრალოდ გზად გადავეყარე გვერდს ავუვლი, თუ ცხოვრებაში (რაღაც პერიოდი) აუცილებელია მასთან სიახლოვე,–ვებრძვი, ვცდილობ შეძლებისდაგვარად ავუხსნა, მაგრამ ხშირად გული გაქვავებულიც აქვთ ხოლმე და არაფერი ესმითsad.gif

რა გრძნობას დააყენებდით ამ ცხოვრებაში პირველ ადგილზე?

Posted by: Shou Aug 7 2009, 12:08 PM

Love, Love, Love რა თქმა უნდა, შენი ფარი, მახვილი, თვალი და სმენა l_daisy.gif

მთაში ამჯობინებთ დასვენებას თუ ზღვაზე?

Posted by: ირმა Aug 7 2009, 10:17 PM

მთა 100%-ით მთა მირჩევია ყველაფერს. მაგრამ მინდა მდინარე და წყაროს წყალი რომ იყოს მთაში. უფ wub.gif


შენ?

Posted by: Shou Sep 11 2009, 05:37 PM

მთა რა თქმა უნდა და მდინარე (ტბაც შეიძლება პრინციპშიsmile.gif).

როგორ ებრძვით სიზარმაცეს?


Posted by: ირმა Sep 16 2009, 09:46 PM

შრომით biggrin.gif


რა არის შენი ჰობი?

Posted by: Shou Oct 15 2009, 03:11 PM

სხვისი პრობლემების მოგვარებაsmile.gif

თქვენი?

Posted by: TeO Oct 15 2009, 03:46 PM

ჩემი ჰობია საჩუქრების კეთება (საჩუქარი ჰენდმეიდი უნდა იყოს თან პერსონალური wink.gif )

ყურძენი გიყვარს?

Posted by: Shou Oct 15 2009, 06:32 PM

ყურძენს გააჩნია და კიდევ ხასიათსsmile.gif

საჭმლის კეთება თუ გიყვართ?

Posted by: TeO Oct 26 2009, 03:53 PM

ჰმმ biggrin.gif უფრო ჭამა wink.gif

შენ? smile.gif

Posted by: ირმა Oct 27 2009, 09:12 PM

სხვათაშორის არც მეზარება, კარგი მზარეული ვარ, მაგრამ არ არის ჩემი ჰობი biggrin.gif

სხვებს თუ უყვართ თქვენი გაკეთებული საჭმელი? biggrin.gif (ამოვწუროთ ჭამის თემა laugh.gif )

Posted by: TeO Oct 27 2009, 09:28 PM

დიახ, თან ძალიან! (გაზვიადების გარეშე) blush.gif


ახლა ჯაზის მუზაზე ვარ))

შენ მოუსმენდი ახლა კარგ ჯაზს?

Posted by: ირმა Oct 27 2009, 09:32 PM

არ მიყვარს ჯაზი rolleyes.gif


აი დისკო მირჩევია, ანდა თანამედროვე კლასიკური მუსიკა.

შენ გიყვარს დისკო? biggrin.gif

Posted by: TeO Oct 27 2009, 09:37 PM

biggrin.gif აუ, არ ვიცი

აი, კლასიკური მუსიკა- რომელი კომპოზიტორი გიყვარს ყველაზე მეტად?

Posted by: ირმა Oct 27 2009, 09:53 PM

არ ვიცი ბევრია.


აი, ერთ ლინკს დავდებ: http://www.youtube.com/watch?v=wlDWXv-cIh8&feature=related

მოგეწონათ?

Posted by: TeO Nov 30 2009, 01:42 PM

კი smile.gif მაგრამ http://www.youtube.com/watch?v=c5IIXeR5OUI&feature=related უფრო მიყვარს smile.gif l_daisy.gif

შენ რა სიმღერა მოგწონს ყველაზე მეტად? (ამ პერიოდში) whistling.gif kiss1.gif

Posted by: sky Dec 2 2009, 12:24 AM

ოოოო

Posted by: TeO Dec 23 2009, 08:34 PM

ახლა მე მომწონს ტიბეტური ზარების კომპოზიციები wink.gif


როდის მოთოვს თბილისში? laugh.gif

Posted by: ირმა Dec 23 2009, 10:38 PM

QUOTE(Tea @ 23rd December 2009 - 09:34 PM) *
როდის მოთოვს თბილისში?

არვიცი. ათენში კი დღეს 20 გრადუსი იყო. სულ არაა საშობაო განწყობილება უთოვლოდhttp://freesmileyface.net/Free-Others-Smileys.html


როგორი წელი დაგვიდგება?

Posted by: TeO Dec 30 2009, 07:40 PM

წელი გრანდიოზული!!! party.gif girl_witch.gif

ამ, წინა საახლაწლოდ სერიოზული კითხვები: შევადაროთ სპილო და ადამიანი. პირველი არის ბალახიჭამია, მეორე -ხორციჭამია.
და რატომ ამტკიცებენ ამის მერეც, რომ ადამიანი ხორცის გარეშე სრულყოფილად ვერ განვითარდება?




Posted by: ირმა Jan 6 2010, 10:58 PM

TeO

QUOTE(Tea @ 30th December 2009 - 08:40 PM) *
და რატომ ამტკიცებენ ამის მერეც, რომ ადამიანი ხორცის გარეშე სრულყოფილად ვერ განვითარდება?

ბევრ რამეს ამტკიცებდნენ, ამტკიცებენ და დაამტკიცებენ ადამიანები, მაგრამ შედეგი ხშირად შეცდომააsmile.gif


რა გიყვარს უფრო მეტად,– ნუში თუ თხილი? biggrin.gif

Posted by: Shou Jan 15 2010, 06:34 PM

TeO

QUOTE(Tea @ 30th December 2009 - 07:40 PM) *
შევადაროთ სპილო და ადამიანი. პირველი არის ბალახიჭამია, მეორე -ხორციჭამია.
და რატომ ამტკიცებენ ამის მერეც, რომ ადამიანი ხორცის გარეშე სრულყოფილად ვერ განვითარდება?


Just_Cuz_01.gif ვერაა დიდი არგუმენტი, ნუ განვითარებაში თუ მხოლოდ გაბარიტები ვიგულისხმეთ, ვგონებ დედამიწაზე ვერ იპოვი ადამიანს ვინც ამ პერსპეკტივით მოიხიბლებოდა wink.gif

ირმა

ნუშიsmile.gif

ჩურჩხელა უფრო გიყვართ თუ გოზინაყი? confetti.gif

Posted by: Shou Jan 15 2010, 06:34 PM

TeO

QUOTE(Tea @ 30th December 2009 - 07:40 PM) *
შევადაროთ სპილო და ადამიანი. პირველი არის ბალახიჭამია, მეორე -ხორციჭამია.
და რატომ ამტკიცებენ ამის მერეც, რომ ადამიანი ხორცის გარეშე სრულყოფილად ვერ განვითარდება?


Just_Cuz_01.gif ვერაა დიდი არგუმენტი, ნუ განვითარებაში თუ მხოლოდ გაბარიტები ვიგულისხმეთ, ვგონებ დედამიწაზე ვერ იპოვი ადამიანს ვინც ამ პერსპეკტივით მოიხიბლებოდა wink.gif

ირმა

ნუშიsmile.gif

ჩურჩხელა უფრო გიყვართ თუ გოზინაყი? confetti.gif

Posted by: ირმა Jan 15 2010, 06:40 PM

გოზინაყი smile.gif)

აჭარული გიყვარს თუ იმერული ხაჭაპური ?biggrin.gif

Posted by: teo- Jan 16 2010, 12:00 AM

იმერული მაგრამ წელს ერთი კვირა ზაფხულში სულ აჭარულ ხაჭაპურს ვნატრობდი biggrin.gif
ბოლოს რაზე იტირე?

Posted by: მზეონა Jan 16 2010, 09:19 PM

მენა? biggrin.gif laugh.gif აუ, გუშინ ხახვს ვხეხავდი და იიიი girl_sigh.gif ეგ მატირებს თუ მატირებს..

როდის მოთოვს ბაკურიანში? მინდაააა

Posted by: teo- Jan 17 2010, 05:19 PM

არასოდეს tongue.gif tongue.gif
როდის წავალ გუდაურშI?

Posted by: მზეონა Feb 7 2010, 11:21 PM

უკვე იყავი )))

ალუბლის ყვავილები?

Posted by: ირმა Apr 20 2010, 10:03 PM

მზეონა

QUOTE(მზეონა @ 8th February 2010 - 12:21 AM) *
ალუბლის ყვავილები?

ლამაზები, გაზაფხულის სილამაზე.smile.gif

ორ კითხვას დავსვამ, რომელსაც გინდა უპასუხეsmile.gif

ვინ გიყვარს ყველაზე მეტად? ვის უყვარხარ ყველაზე მეტად?

Posted by: Fee Apr 20 2010, 10:57 PM

QUOTE(ირინი @ 20th April 2010 - 10:03 PM) *
ვინ გიყვარს ყველაზე მეტად?

დედა smile.gif

ადვილად ბრაზდები?

Posted by: Atman Apr 21 2010, 06:21 AM

QUOTE(dunduri @ 20th April 2010 - 10:57 PM) *
ადვილად ბრაზდები?


არც ისე და მაგრამ თუ გავბრაზდი ადვილად გადამივლის.


რა შეიძლება ადამიანმა ინატროს ყველაზე ღირებული?

Posted by: Fee Apr 21 2010, 11:56 AM

QUOTE(atman @ 21st April 2010 - 06:21 AM) *
რა შეიძლება ადამიანმა ინატროს ყველაზე ღირებული?

ჰარმონია შინ და გარეთ smile.gif

ხშირად ნატრობ?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)