სიტყვის ძალა, წყევლა, ჯადო და ა.შ |
სიტყვის ძალა, წყევლა, ჯადო და ა.შ |
Dec 25 2009, 07:15 PM
Post
#1
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვის სჯერა სიტყვის ძალის ....გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები ამასთან დაკავშირებით.
აქვს თუ არა წყევლას ძალა? და საერთოდ წარმოთქმულ სიტყვას მე მაგალითად ვიცი ერთი ასეთი ისტორია, რომ (მოკლედ დავწერ) ერთხელ დედას დაუწყევლია შვილი და იმ დღეს ის ბავშვი გარდაცვლილა რაღაც უცნაურად (საჭმელი გადასცდა და სუნთქვა შეეკვრა, თუ რაღაც ეგეთი)... სრულიად ჯანმრთელი ... ისე ძალიან არ მიყვარს რომ იწყევლებიან ხოლმე... ასე მგონია ეს წყევლა ისევ მათზე მოქმედებს ცუდად "წყევლა მაწყევარსოოოოო " არის კიდეც გამოთქმა |
|
|
Feb 17 2010, 10:06 AM
Post
#2
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ასეთი დარწმუნებულობით საუბარი, რადგან რაღაც წილად, თეორიებს ვეყრდნობით, ძნელია.
პრაქტიკულად კი: აფრიკაში ვყოფილვარ და მიცხოვრია, მინახავს "მოჯადოებულიც" (ეს იყო თეთრკანიანი - სიყვარულის "ჯადოთი" ), ასევე მინახია აბსურდული ტყვიის საწინააღმდეგო ჯადოებიც (არადა ყველა მეომარს ეკეთა), რომლებიც პრაქტიკულად არ მუშაობს. ყოველივე აქედან და კიდევ სხვა მრავალი თვალით ნანახი მოვლენებიდან, პირადად მე, ის ვირწმუნე, რომ სიტყვას უდავოდ დიდი ძალა აქვს: პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი...." ან: და თქვა ღმერთმა - იყავნ ნათელი... ან თუნდაც მანტრები და სულაც თანამედროვე ენის ფილოსოფია, რომ ენა ინახავს ყოფიერებას და უამრავი რამ, რაც თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. რაც შეეხება, იმის მტკიცებას, რომ სხვის მიმართ ჩადენილი ბოროტება შესაძლოა, სულაც არ მოეკითხოს ჩამდენს - ჩემი აზრით ალოგიკურია. თეორიულად, თუნდაც კარმის (არსებობა თუ გვჯერა) მიზეზ-შედეგობრიობის გამო: ადამიანის ცხოვრების დეტალები მისსავე სულზე აისახება, რომელიც უკუსვლით უკვე სიკვდილიდან დაბადებამდე განიხილება და მომდევნო განსხეულების პროექციას განაპირობებს. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st May 2024 - 12:33 AM |