ციგნები, ბაჯები, ხელის გულზე მკითხავები |
ციგნები, ბაჯები, ხელის გულზე მკითხავები |
Jan 17 2012, 05:46 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 10 Joined: 14-January 12 Member No.: 6,691 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა იცით მათ შესახებ? თუ იცით რამე ან თავს გადაგხდენიათ დაწერეთ.
მე მინდა მოგიყვეთ მე რა გადამხდა. როცა საქართველოში ვცხოვრობდი ერთხელ, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ ზოოპარკში წასვლა. როცა ნავებზე ვიკატავეთ (პატარები არ ვიყავით, მე 19 წლის ალბათ) და სიცილით და გართობით დავიღალეთ, მივეყარეთ სკამებზე. უცებ ეკამ ბაჯი დაინახა. მოდი დავუძახოთო. დავუძახოთ მეთქი, ჩემს დას ვაღმერთებ და უარი არ მითქვამს მიუხედავად იმისა რომ არ მესიამოვნასავით ანუ ვიცოდი ფული სისულელეში უნდა მიგვეცა მაგრამ არ აღმოჩნდა ასე. ჩემი და 16 წლის იყო მაშინ. ყავდა საქმრო. იმდენად ახლოს იყვნენ რომ ინტიმური ურთიერთობაც ქონდათ და ფეხმძიმედ იყო, რამდენიმე კვირაში ქორწილი იყო დანიშნული. ბაჯიმ უთხრა, ეს ქორწილი არ შედგება. მერე მუცელზე დაადო ხელი და უთხრა ეს ბავშვი არ დაიბადებაო. ერთ წელში სხვას გაიცნობ გაყვები და იმასთან იქნები ორ შვილს გაუჩენო. მეორე საღამოს ეკას მუცელი მოეშალა ისე ცუდად იყო ძლივს გადავარჩინეთ. ქორწილიც აღარ შედგა. ზუსტად ერთ წელში აგვისტოში, მე უკვე საზღვარგარეთ ვიყავი როცა ჩემმა დამ დამირეკა გავთხოვდიო , გაყვა ადამიანს რომელთანაც ძალიან ბედნიერია და რამდენიმე დღეში პირველი შვილი შეეძინებათ რაც შემეხება მე: მე მიყურა მიყურა და. როცა უკვე გული გადამიცივდა და რაღაცა ცუდის მოლოდინში თვალებში დამიბნელდა მითხრა, შენ ფულში დაიხრჩობი იმდენი ფული გექნება რამდენიმე წელშიო. ოჯახი? ოჯახი მექნება მეთქი? ჯერ არა, ჯერ ბევრ ფულს იშოვიო და ერთი ქმარი არ გეყოლება რამდენიმე მამაკაცთან იქნებიო. ორი გოგო გეყოლებაო. ჩემი და და მე დღემდე ვიხსენებთ, ჩემს დას ზუსტად აუხდა, მე ჯერჯერობით წარმატებული ბიზნესი მაქვს და იმედი მაქვს უფრო წინ წავალ მალე. რაც დრო გადის უფრო ყვავის ბიზნესი. ისე ეკამ, მე კი თავიდანვე ვიცოდი რომ ერთ კაცთან ვერ გაჩერდებოდიო : )) ესაა ჩემი კომენტარი : )) |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 08:39 PM |