IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> გმირების თავგადასავალი
tikoroma
post Mar 6 2018, 03:34 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავიწყე გაანალიზება ზღაპრის გმირების თავგადასავლისა. მინდა ეზოთერიკასთან დავაკავშირო. იმედია საინტერესო გამოვიდა:



ჩვეულებრივ, ზღაპრებსა და მითებს ისე ვეცნობით, თითქოს მხატვრულ ნაწარმოებებს ვკითხულობდეთ, ერთი ნიჭიერი ადამიანის შეთხზულს და აღწერილს., როგორც გამოგონილს, და არა სინამდვილეში მომხდარ ამბავს.
ამ წერილში მინდა, ზღაპრებსა და მითოსში აღწერილი გმირები და მათი თავგადასავლები როგორმე ჩვენთვის ცნობილ მოვლენებს შევადარო, ჩვენს აზროვნებასთან, ჩვენეულ გაგებასთან მოვაახლო და მათი შესაძლო ნამდვილობაც დავადასტურო.
ტექსტები, რომელთაც ქართული ზეპირსიტყვიერებიდან მოვიტან ნიმუშად, ჩაწერილია ქართველ მეცნიერთა მიერ (ფოლკლორისტები, ლიტერატორები, ეთნოლოგ-ეთნოგრაფები, ისტორიკოსები), მათ ნაშრომებს ეზოთერულ ლიტერატურასთან კავშირი არ აქვთ. მე კი მინდა ისინი ეზოთერულ ჭრილში განვიხილო. ასე რომ ტექსტები მეცნიერების ნდობას იმსახურებენ, ჩემს დასკვნებს კი მკითხველი შეაფასებს.
პირველ რიგში, გავიხსენოთ როგორ იყოფა სამყარო ქართველთა წარმოდგენებში: ზესკნელი, შუასკნელი, ქვესკნელი, წინასკნელი და უკანასკნელი, შემოსაზღვრული გარესკნელით.

როგორ გადადის ზღაპრის გმირი ერთი სკნელიდან მეორეში? იგი გადაივლის ცხრა მთას და ზღვას, ან გაივლის ბეწვის ხიდს, ან ჩადის გახურებულ მწველ ორმოში, გადაჰყავს რაშს, ცხვარს, არწივს, ფასკუნჯს... და რა ხდება ამ სკნელებს მიღმა? გმირი პოულობს უკვდავების წყალს, ოქროს ვაშლებს, სამოთხის დარ ბაღებს, მოიპოვებს ჯადოსნურ ნივთებს, ხვდება მზეთუნახავს, დევებს, გველეშაპებს... სჩადის საგმირო საქმეებს, ასრულებს წვრთნას და მოიპოვებს თავის ჯილდოს... ფაქტობრივად, ზღაპრის გმირის თავგადასავლები მშობლიური გარემოს (შუასკნელის) მიღმა ხდება.

სამეცნიერო წიგნებში სკნელი, რომელშიც ხვდება გმირი ზღვარს მიღმა და სადაც თავის თავგადასავალს ასრულებს, გააზრებულია როგორც "მკვდართა ქვეყანა", "სულეთი", საიქიო. შესაძლოა, რომელიმე კონკრეტულ ზღაპარში მართლაც ჰქონდეს ასეთი ვიწრო გაგება, მაგრამ არა - ყოველთვის, ყველა ამბავში.

ქართულ წარმოდგენებში საიქიოს თავისი აღწერა აქვს და ეს ყოველთვის არ ემთხვევა ზღაპარში მოთხრობილს. ხშირად ზღაპრის პერსონაჟები ზღვარის გადავლის შემდეგ ჩვეულებრივ ქვეყნებსა თუ ქალქებში ხვდებიან, ჩვეულებრივ ადამიანებთან, თუმცა მათ გვერდით აუცილებლად ჯადოსნური საგნები თუ არსებებიც მოიხსენიებიან. ხშირად ზღაპრის გმირი ზღვარს იქით დამატებით კიდევ ერთ შრეს გაივლის. მაგალითად, ორმოში ჩასული ვაჟი იქაურ მზეთუნახავს იხსნის გველეშაპის "კლანჭებისგან" და როცა შინ დაბრუნებას ცდილობს, შემთხვევით თეთრის ნაცვლად შავ ცხვარს შეაჯდება. შავ ცხვარს იგი შემდეგ სკნელში გადაჰყავს, კიდევ უფრო დაბლა და საიდანაც დაბრუნება გაცილებით რთულია. ვაჟს უწევს ფასკუნჯის (არწივის) გულის მოგება, თუმცა გამოღწევა ჯადოსნურ ფრინველსაც უჭირს და გმირი საკუთარ ხორცს აჭმევს, რომ ძალა მისცეს ბოლომდე გამოსაღწევად.
რა თქმა უნდა, სიტყვასიტყვით არ იმეორებენ ასეთ სიუჟეტს ფილმში "დასაწყისი",
თუმცა მე მგონია, რაღაც საერთო აქვთ კინოში აღწერილ სიზმრის ფენებს და იქ გატარებულ აზრს, თითქოს ორმაგი (სამმაგი, მეტმაგი) სიზმრიდან გამოღწევა გაცილებით რთულია, რომ მეტი სიძლიერით სჭირდება ე.წ "გამოტყორცნა", მიხვდებით უკვე საითკენ მიმყავს სკნელების ამბავი. (მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო: ერთი ფილმია, მეორე - ზღაპარი hilarioustu8.gif )
თუკი სამყაროები განსხვავდება ენერგიის სიმკვრივისა და ვიბრაციის სიხშირით: მატერიალური, ასტრალური, ეთერული და ა.შ. მე მგონია, რომ სწორედ ეს სამყაროებია ქართულ ზეპირსიტყვიერებაში აღწერილი სკნელები. შუასკნელი - ეს ჩვენი მატერიალური სამყაროა, დანარჩენი კი, ასტრალური სამყარო, სადაც ჩვენი პერსონაჟები სხვადასხვა ხერხით ხვდებიან.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 7 2018, 01:32 AM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შევთანხმდეთ, რომ ზღაპრებისა და საგმირო ეპოსის გმირები უბრალო მოცლილი მოგზაურები კი არ არიან, არამედ სულიერი განვითარების მაძიებელი ადამიანები. მოდით, "სულიერ განვითარებაში" მოვიაზროთ ის, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით "სულიერ განვითარებას", იქნება ეს რელიგიის, მაგიის თუ სხვა თვალსაზრისით (წმინდანობა-განღმრთობა, მაგობა-ჯადოქრობა, გასხივოსნება და ა.შ.). ჩვენ ვირჩევთ რომელიმეს და მივყვებით მას წესების შესაფერისად. ასევე იქცევიან მითიური გმირები და ჭაბუკები ზღაპრებიდან. მათი ისტორიები განსხვავებულია, შელამაზებულია და დაშორებულია ნამდვილ ამბავს. მაინც აქვთ საერთო: სახლიდან წასვლა და სკნელის საზღვრის გადაკვეთა, ბოროტ არსებასთან ჭიდილი და გამარჯვება, მზეთუნახავის სიყვარულის მოპოვება. შევეცდები გონივრულად განვმარტო ეს ეპიზოდები.
მოდით, თავგადასავლის საძებნელად წასვლაში მოვიაზროთ გმირის მოქცევა იმ სისტემური ეგრეგორის გავლენს ქვეშ, რაც მაშინ იქნებოდა გავრცელებული. გზაზე შედგომა კიდევ არ ნიშნავს სისტემის წევრობას. მაგალითად, ქრისტიანობაში ადამიანი ჯერ ემზადება მოსანათლად, შეისწავლის მოძღვრების არსს, ნათლობის შემდეგაც იგი არ არის ეკლესიის ნამდვილი წევრი, სანამ არ გახდება მღვდელმსახური. ხოლო ბერმონაზვნობის (დაურღვეველი) აღთქმის დადების შემდეგ, ხატოვნად ამასაც ამბობენ, რომ იქორწინა ეკლესიაზეო.
არ ვფიქრობ, რომ უძველესი რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა რაიმეთი წააგავდა ქრისტიანობას, ან ჩვენთვის ცნობილ სხვა მიმდინარეობას. თუმცა მისი ეგრეგორი იმუშავებდა სწორედ მათ მსგავსად.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ამბებს გვიყვებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირი ხატ-სახეებით აზროვნებენ. მაგალითად, წავიკითხოთ პირველი მხატვრული ტექსტი - გილგამეშის ეპოსი. იგი დაახ. 3 ათასი წლის წინ ჩაიწერეს. გვესმის შინაარსი? რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა აზროვნების ფორმა დიდად არ შეცვლილა. გილგამეშზე ადრინდელი ჩანს მითები ამირანზე - მკვლევარები ამბობენ, რომ ამირანი მატრიარქატული ეპოქის შვილია. ტრადიციული ისტორიის მიხედვით კი, ეს ადრეული ქვის ხანაა.
აი, ადამიანი, რომელმაც ქვის დამუშავება უკვე იცის, შუბს და მშვილდს ამზადებს და ნადირობას სწავლობს. თუმცა იმდენად გაწაფული არ არის, რომ მასზე ძლიერის -ღვთაების მფარველობა არ სჭირდებოდეს. რადგან ახალბედა მონადირე მატრიარქატის შვილია, მისი ზემდგომი არსება (ღვთაება დალი) - მდედრია. დალის ასტრალურ სახედ მიიჩნევა ცისკრის ვარსკვლავი, იშთარი. ყამარს და სხვა მზეთუნახავებსაც მასთან აიგივებენ. (მზის უნახავი - ცისკრის ვარსკვლავი , პლანეტა "ამოდის" მზის ჩასვლის შემდეგ და ქრება მის ამოსვლამდე).
გვესმის რასაც ყვება მითის ავტორი? რა გვესმის აბა? გვიყვება, რომ მონადირეს ღვთაება დალთან ჰქონდა სექსი. ესე იგი, ვისთან? ქალღმერთ იშთართან ბაბილონში? პლანეტა ვენერასთან? მის განპიროვნებულ არსთან? ფიზიკურ პლანზე? თუ სიზმარ-ასტრალში? გაიგეთ შინაარსი, რა გვითხრეს სინამდვილეში?
ასე იტაცებს ამირანი ციდან ცისკრის ვარსკვლავს? ასე მოჰყავთ გარესკნელებიდან მშობლიურ შუასკნელში ღარიბ სოფლელ ჭაბუკებს ასტრალური ღვთაებები ცოლებად სიკვდილამდე ბედნიერად საცხოვრებლად?
ხომ არ შეიძლება გმირისა და მზეთუნახავის კავშირი გავიგოთ, როგორც პერსონაჟის საცდელი ვადის დასასრული - მისი ორდენში, ორგანიზაციაში, სისტემაში მიღება? (დაურღვეველი აღთქმის დადება?)
თუკი დღეს ვიყენებთ ტერმინს "დედა-ეკლესია", თუკი მონაზონებს ვუწოდებთ "ქრისტეს სასძლოებს", რატომ არ შეიძლება გმირის საბოლოო ინიციაცია მოვიხსენიოთ ქორწინებად ამ სისტემასთან, მის წარმომადგენელთან, განმასახიერებელთან? ჰქონდა თუ არა კავშირი ამ "მოძღვრებას" პლანეტა ვენერასთან ნებისმიერი კუთხით, ჩემთვის უცნობია. თუმცა სისტემის სიმბოლო ნამდვილად უნდა ყოფილიყო ღვთაება იშთარი, როგორც ეკლესიის თავად და სიმბოლოდ მიიჩნევა ქრისტე.
სისტემის სიმბოლოდ იშთარის დასახელება არ მიგვანიშნებს მაინცდამაინც უცხოცივილიზაციაზე პლანეტა ვენერადან, ან ბაბილონურ კულტურაზე... არ შეიძლება ასე ვიწროდ გაგება. მითებში დალის დომინანტური როლი მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ამირანი და სხვა გმირები სამონადირეო-საგმირო ეპოსიდან მატრიარქატული დროიდან მოდიან. კი მაგრამ, რატომ? ხომ არსად წერია, რომ დალი-იშთარი-მზეთუნახავი გამორჩეული ლიდერია. უბრალოდ, ჩვენს პერსონაჟებს აქვთ მასთან ძლიერი კავშირი. ერთი სატრფოა, მეორე შვილია, მესამე მშველელი და გადამრჩენელია... მაგალითისთვის, ერთი აქადური ლეგენდის თანახმად, აქადის დინასტიის დამაარსებელი სარგონი იშთარის აღზევებულია სრულიად შუამდინარეთის სამეფო ტახტზე. „ოდეს მებაღე ვიყავ, იშთარმა შემიყვარა. ორმოცდათხუთმეტი წელი მეფობას ვიქმოდი“. იგი იკვეხის ქალღმერთის მფარველობას და თავის მხრივ საყოველთაოდ ავრცელებს მის კულტს. მერე, ვინმე განიხილავს სარგონს მატრიარქატის ეპოქის მმართველად ამისათვის?
ან თავად იშთარი თურმე ორბუნებოვანი ყოფილა: " დილის იშთარი მეომარია... მწუხრის იშთარი სიყვარულის ქალღმერთია. .... დილის ანუ მეომარი იშთარი წვეროსანია ანუ მამრი, ხოლო მწუხრის იშთარი დედრია. საღამოს ვარსკვლავის სახით წარმოდგენილი იშთარი სიყვარულის დედრი ღვთაებაა... " (ს. მით.ენც.)
ასე რომ, ვერ დავწვრილმანდებით მხოლოდ დალი-იშთარი-ვენერას კულტამდე.
ჩვენ ხომ გავიზარდეთ ქრისტიანებად, მაგრამ მაინც გვიჭირს ერთი-ორი სიტყვით ვისაუბროთ მის სათავეში მდგომ არსებაზე. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ერთია - მამა ყოვლისა მპყრობელი... აგრეთვე ვიცით რომ ქრისტე ღმერთია. იგი სამების წევრია მამასა და სულიწმინდასთან ერთად. მამა იაჰვეა, ქრისტე ძეა, სულიწმინდა სულიწმინდაა, ქრისტეს დედა ჰყავს -ღვთისმშობელი, ნათლია ჰყავს -იოანე ნათლისმცემელი, მისი მიმდევარ მოციქულებზე სულიწმინდა გადავიდა, კიდევ გვყავს წმინდანები... ყველანი ერთან ქმნიან ერთიან ეგრეგორულ სისტემას, რასაც ქრისტიანობა ჰქვია და მისი სახეა დედამიწაზე ეკლესია. რაც ამაზე დაწერილა აქამდე, მაგრამ მაინც ზუსტად არ ვიცით რა გვწამს - თუ ვის ვუწოდებთ ღმერთს და რატომ.
აბა დროთა განმავლობაში ზღაპრებისა და მითების სახეცვლილი ტექსტებით ზუსტად როგორ ვადგენთ, რისი სწამდა ადამიანს ქვის ხანაში და შემდეგ?.. თურმე დალი ნადირობის ღვთაება ყოფილა, ყამარი - ცისკრის ვარსკვლავი, მამამისი - ამინდის განმგებელი, დევი ბაყბაყი და ჭია ვეშაპის ბიძაშვილი - აი, ქართველთა მითოლოგიური პანთეონი. ჩემი აზრით, ასეთი გააზრება იმის ბრალია, რომ ქართულ მითებს ბერძნულ მითოლოგიაზე ასწორებენ და მას უფარდებენ. და ცდებიან კიდეც. რადგან არაა ბერძნული მითები ორიგინალი, ის რაც ხელმისაწვდომია, არის გადამუშავებული მხატვრულად, დავარცხნილი და დალაგებული ხელოვნურად. თვითონ დაკარგული აქვს პრიველადობა და ჩვენ რატომ ვეტოლებით, ვერ ვხვდები. მე პირადად მგონი მეხუთე კლასში გავიგე ამირანის შესახებ, იქვე გავიგე პრომეთეს შესახებ და ისე ამერია ერთმანეთში, კარგა ხანს არ ვიცოდი, ამირანმა ქალი მოიტაცა თუ ცეცხლი. რაღაცა ასეთი დამამახსოვრდა: ყამარ-ქალი მოიტაცა, რომელიც სიმბოლურად იყო ცეცხლი, რომელიც სიმბოლურად იყო ცოდნა ადამიანთათვის განკუთვნილი. თქვენ გაიგეთ რამე?

საერთოდაც, მე ვერ დაგპირდებით, რომ დავარქმევ სახელებს, თუ რომელ სისტემურ სწავლებაზეა საუბარი ამ ტექსტებში - ეგვიპტურ, შუმერულ, კავკასიურ თუ კიდევ უფრო შორეულ კულტურებზე, თუ საერთოდ არადედამიწურ ცივილიზაციაზე... არ არსებობს პირდაპირი წყარო - ვერ დავამტკიცებ ვერაფერს. smile.gif
ამიტომ, მე მხოლოდ მაშინდელი სისტემის არსზე და ფორმებზე შემიძლია ვისაუბრო. შემიძლია, უბრალოდ დაგანახოთ, თუ რა გზას გადიოდა ხელდასხმისკენ (მზეთუნახავთან საკრალური ქორწილისკენ) სისტემაში საკუთარი ადგილის მაძიებელი ჭაბუკი.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ პერსონაჟის სულიერ განვითარებაში არ ვგულისხმობ მის სრულად განწმენდას - თანამედოვე სიტყვებით რომ ვთქვა: განღმრთობას ან გასხივოსნებას, კარმიდან თავის დაღწევას, სისტემის დაძლევას, მეოთხე-მეცხრე განზომილებაში გასვლას, დემონად ქცევას, ან კოსმოსში გაფრენას... არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად სრულყოფილებას აღწევდა თავისი გზის ბოლოს.
პირიქით, მე ვამბობ რომ ის იღებდა ხელდასხმას მის დროს გაბატონებულ სისტემაში.
რელიგიური ორდენი იყო ეს თუ ასტრალურ ღვთაებათა წმინდა საძმო, ეს სხვა დროს გავარკვიოთ.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 7 2018, 01:36 AM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფოლკლორისტები აღიარებენ, რომ ზღაპრის გმირი მატერიალურ სამყაროს ტოვებს და თავის თავგადასავალს აგრძელებს სულეთში - საიქიოში.
მაგ. რუსი ფოლკლორისტი ვ. პროპის აქცევს ყურადღებას იმას, რომ ზღაპარში არ აღწერენ გმირის მიერ გავლილ გზას. მხოლოდ ორიოდ სიტყვით: "გაუდგა გზას"... „ბევრი იარა, თუ ცოტა იარა“, „ცხრა მთა გადაიარა“, „იარა, იარა და მიადგა ერთ ტყეს, ან მინდორს, ან სახლს, ან ციხეს ...“ და ა.შ. შემდგომში, როცა დავალებების შესრულებას იწყებს, გმირი ხშირად ჯადოქრულ მანიპულაციებს სჩადის: დაფრინავს, გაქრება, გაჩნდება, შორ მანძილს წამებში ფარავს, იყენებს ჯადოსნურ საგნებს, ცხოველებს, დამხმარეებს. მოკლედ, შამანივით იქცევაო ამბობს. თუმცა ბოლოს მაინც იქეთ მიდის, რომ გმირის სამოქმედო არეალი საიქიოა.
მე არ ვიცი, რატომ მხოლოდ საიქიო? არ შემხვედრია ზღაპარი, სადაც გმირი თავის წინაპრებს ხვდება, ან რაიმე სხვა მინიშნებაა, რომ ის საიქიოშია. არც მკვლევარებისგან მახსოვს ამაზე გაემახვილებინოთ ყურადღება. (შეიძლება, რომელიმე კონკრეტულ სიუჟეტში გვხვდება, მაგრამ საერთო ტენდენცია არ არის). ან რატომ ფიქრობენ, თითქოს ხალხის წარმოდგენებში არსებული პერსონაჟები - დევები, ქაჯები, გველეშაპები, ფასკუნჯები და მნათობებიც კი (ზოგ ზღაპარში მზესაც კი სტუმრობენ ხოლმე) საიქიოში ცხოვრობენ წინაპართა სულებთან ერთად?
დღეს ჩვენ "ასტრალის" სახელით ვიცნობთ ასეთ სივრცეს, სადაც ნაირ-ნაირ არამატერიალურ არსებას შევხვდებით, მათ შორის გარდაცვლილთა სულებსაც. ასტრალში კლასიკური "გასვლაა", როცა ადამიანი ტოვებს ფიზიკურ სხეულს და განაგრძობს ასტრალური სხეულით მოძრაობას ასტრალურ სივრცეში. ასევე ასტრალში გადადიან ცნობიერი სიზმრით, ჩვეულებრივი სიზმრით, სხვადასხვა მცენარეული თუ მედიკამენტური ჩარევით, გარკვეული ენერგოველის ზემოქმედებით, სხვადასხვა პრაქტიკებით.
ასტრალი - ეს ძლიერ ცვალებადი და წინასწარგანუჭვრეტელი სივრცეა. ხშირად გვესმის ყველაზე გამოცდილებისგან გაფრთხილება, რომ იქ მოხვედრა სპეციალური მომზადების გარეშე ადამიანისთვის სახიფათოა. ასეთ გაფრთხილებას ზღაპარშიც ვაწყდებით, როცა გმირი ადგება გზას წარწერით- "აქეთ წახვალ, ვეღარ დაბრუნდები". სხვა შემთხვევაში სიტყვიერად აფრთხილებენ: "ამვლელი ბევრი გვინახავს, ჩამოვლილი - არავინო". ამ გზების გავლა ყველას როდი შეუძლია, მხოლოდ უმცროს ძმას, ან მზეჭაბუკს ან სხვა მთავარ პერსონაჟს. მაგალითად, ნაცარქექიას არ შეეძლო დამოუკიდებელად საზღვრის - მდინარის გადალახვა, ამიტომ ხერხი იხმარა, დევი აქეთ გამოიტყუა და თავი გააყვანინა. biggrin.gif
ვფიქრობ, ასტრალში გასვლა რომ რეალურად შესაძლებლებელია, ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება. ბევრი შემთხვევა მსმენია თუნდაც სპონტანური, გაუცნობიერებელი გასვლისა, მაგრამ ეს წამიერი შემთხვევებია. სინამდვილეში, იმ სამყაროში დაყოვნება და მით უმეტეს, რაიმე წინასწარ განზრახული მოქმედებების შესრულება, დიდ ენრგიას და ძალისხმევას მოითხოვს. ასტრალში "მოღვაწეობის" მსურველები, ხშირად მთელ ცხოვრებას ატარებენ შესაფერის პრაქტიკებში და უამრავი აკრძალვა აქვთ, რომ იმ სამყაროში ხანგრძლივად ყოფნა შეძლონ.
როცა ზღაპრის გმირი თავად აკეთებს არჩევანს და სახიფათო გზას ადგება, ან მწველ ორმოში ჩადის, ბეწვის ხიდს გადაივლის და ა.შ., ამით ცხადდება, რომ მას აქვს რაღაც საფუძველი ამ გზას დაადგეს - პიროვნული სიმტკიცე თუ გარკვეული ცოდნა; ამას შემდგომში ემატება კიდევ წვრთნა-სწავლება, რასაც გადის სხვადასხვა პირებთან, ხან ჯადოქარი არიგებს, ხან ჯადოსნური ცხოველი, ხან დევი ან დევის დედა, ხან თავად მზეთუნახავი და ა.შ. და საბოლოოდ დაძლევს ყველაფერს. ხოლო ვინც მზად არ არის (მაგ. უფროსი ძმები), პირველივე გამოცდას აგდებენ: იოლ გზას ირჩევენ, ორმოდან უკან ხტებიან, სადარაჯოზე იძინებენ ან სხვაგვარად ავლენენ რომ ზღაპრების მთავარ გმირებად არ გამოდგებიან. biggrin.gif
ახლა შევადაროთ რა გზით გადიან ადამიანები ქაჯავეთში ხევსურული მითების მიხედვით. ზღაპრებისგან განსხვავებით, ეს მასალები მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინაა ჩაწერილი, ნაკლებად დატვირთულია სიმბოლოებით და მარტივად გასაგებია ჩვენთვის:
- სულის სხეულიდან ამოსვლა - 1. „ სულ ამომაძვრინესავ, - თქვისავ გახუამაო, - დ’ გვამივ ქვიშაში ჩაღმარხესავ“... 2. „მერე სული ამომაცალეს და ჩემი გვამი ქვიშაში დაფლეს. რომ დავბრუნდით, მიმიყვანეს ჩემს გვამთან და ჩაძვერიო მითხრეს. და გახუამ თურმე სთქვა, რომ ჩემს აყროლებულ გვამს რომ დავხედე, ჩაძრომა დამეზარაო და გავექეცი და ხთიშვილთ უარი უთხარ ჩემს გვამში ჩაძრომაზეო. ბოლოს ძალით დამიჭირეს და ჩემ გვამს მხარში მიმარტყეს და ავდეგი ფეხზეო“. 3. "მე რომ ხორციელად ვეჯავრებოდი, სული ისევ ამომაცალეს და ისე წამიყვანესო და ჩემი გვამი ისევ დამალესო." 4. "„ერთ მთა ადგილსაც კლდის ძირში ეხჩი დამაწვინესავ, სულ ამამაძვრინესავ. მეც ანგელოზებსთან ვიარევ. შავიდესავ ჯვარნიო დ’ მეც იქ შამიყვანესავ ქაჯეთის ციხეშიავ." ...5." სულნ ამაუცლიან, გვამ დაუგდავ მთაზე. სულნ იქ წაუყვანიან, ქაჯავეთ. ყავარჯნის კოჭ დაუცავის, ორმო ქნილ. აიმაჩი ჩაუყუდებავის აი გვამი. რო მასულან, ჩაუდგმიან იქავ სულნი". (ხევსურეთი. ხახმატის ჯვრის, გახუას, ქაჯავეთში ლაშქრობის შესახებ ანდრეზებიდან)
- აკრძალვა, მარხვა - 1. „გახუას პურისა და მარილის გარდა არაფერ არ უნდა ეჭამავ და ერთხან სატან (ყველი) შაუყოლებავ და ამბობდ, რო აღარ მამიდგავ (არ მომეკარა ხატიო), „პირმძორიან“ მიძახავ“. 2.„აქით ისევ ჯვარი გამოუძღვა წინ და წამოვიდნენ. გზაში შეხვდა ძალიან ლამაზი ღილღვლის ქალი და მკადრემ რაღაცა გაიფიქრა ქალზე. ამაზე სანების ჯვარი გაწყრა, როცა მე ხელზე მოუდივარ, როგორ თუ ქალზე რამე გაიფიქრაო, გამოფრინდა შორს წინ და მკადრეს აღარ მიკარებია.“.. 3. „ჯვრის ხელკაცს არ შეეძლიყვ დიაცის ახლოს გაევლ ან დასტურსა დ’ ან ხელოსანს, ან ხუცესს. დიაცის ახლოს კი არა დ’ რასაც გზაზე დიაცებ დადიოდეს, იმ გზაზე გავლაიც არ შაეძლიყვ“. 4. "გახუასაც ცოლსთან მისვლის ნება არ ხქონდ. იმის ნასახლარში ჯვარი ეეხლად. "(ხევსურეთი. ხახმატის ჯვრის, გახუას, ქაჯავეთში ლაშქრობის შესახებ ანდრეზებიდან)

აქვთ თუ არა საერთო რამე ზღაპარსა და მთიელთა გადმოცემებს? რა თქმა უნდა აქვთ, ღვთიშვილთა ძირითადი საქმიანობა ხომ დევ-ქაჯებთან ბრძოლაა. ისინი არა მხოლოდ ადამიანებს იცავენ ამ ავსულებისგან, არამედ ისაკუთრებენ მათ განძეულს. ისევე როგორც ზღაპრის გმირებს რჩებათ ხშირად დამარცხებული დევების სახლ-კარი. ამას გარდა, ზოგ ანდრეზში ქაჯეთში ღვთისშვილი გველეშაპსაც შებრძოლებია და მისთვის მსხვერპლად მიყვანილი ქალწული დაუხსნია და სამზეოზე წამოუყვანია. ეს სიუჟეტი ძალიან ბევრ ზღაპარში გვხვდება:

1. ის სამძიმარ ქაჯთ ხემწიფის ქალ ყოფილ. იქ გველეშაპ ყოფილ. იმას თუ[რმე] უნდა შეეჭამ ერთ ვინ სოფელშიით, წყლისპირში დაუსვემდეს. ის სამძიმარ დაუსომ. მისულა გიორგი. უთქომ, რო გაგანთავისუფლებავ შენავ. მამას უთხარივ, რო წაგიყვანავ.“ ხევსურეთი)
2. „წესი ჰქონიათ, რომ თითო შვილი უვლევავ ზღვის პირს, ვეშაპისად უძლევავ. ერთი ქალი ჰყოლიათ, სამძიმარი. ჩაუცვამ აბრეშუმი და მოვიდა ვეშაპი, წაუყვანია ზღვის პირს და იქ დაუსვამს. ამ დროს ასკაიძე გიორგი მისულა და სამძიმარს უთქვამ მისთვის, შემჭამს ვეშაპიო. მაშინ ჩვენ გიორგის დაურტყამს ვეშაპისათვის შუბი და წამოუყვანია სამძიმარი."(ხევსურეთი)
მოკლედ, სიუჟეტური მსგავსება ზღაპარსა და მითებს შორის ხშირია. შემდეგ წერილებში მომეცემა საშუალება მეტი შედარება მოვიყვანო და მათ შორის მეტი საერთო ვიპოვო. ახლა არ მინდა ტექსტი ძალიან გაგრძელდეს და წაკითხვა დაგეზაროთ smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Mar 7 2018, 01:29 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მაქვს ჩემი ახსნა მაგ ხევსურული მითების რომელიც ცემი აზრით ნამდვილია და რალურად ხდებოდა. დევები რეალურად არიან დაცემული ანგელოზები დემონები რომლებიც დაცემის დროს დედამიწაზე როცა შეერწყნენ დედამიწელ ქალებს გაააჩინეს ნეფილიმები და ამ ნეფილიმების სხეულში განსხეულდნენ და ეს დევები ანუ დემონები რეალურად ძარცვავდნენ ხალხს და აუპატიურებდნენ ქალებს კაცებს და ჭამდნენ ხალხს ხოდა ღმერთმა გამოაგზავნა ღვთის შვილები ალბათ ანგელოზები ან წმინდანები ამათტან საბრძოლველად და ყველა დახოცეს ფიზიკურად და მერე უკვე ასტრალშიც გადააკითხეს და იქაც ხოცავდნენ ხევსურულ მითებში ყველაფერი ძალიან რეალურად არის აღწერილი ასე რომ ხევსურები შეესწრენ კიდევაც ამ ყველაფერს დაჟე ისიც წერია კახეთი ზღვა რომ იყო და ხევსურეთის გარდა გარშემო სულ ზღვა იყო რაც რეალურად ალაზნის ველი ადასტურებს რომ მთელი დაბლობი საქართველო იყო ზღვა ამის მიხედვით შეგვიძლია უკვე განვსაზღვროთ რა დროს ვითარდებოდა ეს მოვლენები ხოდა ამგენმა ყველა დევები რომ დახოცეს წავიდნენ უკვე უკან. რა არი ამაში მითი და ზღაპარი არ მესმის კონკრეტულად და რეალური სიტუაციებია აღწერილი ეხლა ერთი ისაა ვინ დაიჯერებს ამას ვინ არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 7 2018, 02:18 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
მეც რეალურად ვთვლი.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 8 2018, 07:56 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



bf_nonew.gif

კარგი თემაა, ზღაპარი ჩემთვის ყოველთვის სინამდვილე იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Mar 8 2018, 10:48 AM
Post #7


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეც დაგაინტერესებთ

ქართველებსაც გვცოდნია თურმე
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 8 2018, 07:09 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS
კაი იყო


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 8 2018, 07:57 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
ანგელოზებში მაინც კაი ტიპებს მოვიაზრებთ ხოლმე
მე პირიქით, ჩვეულებრივ დემონებად მესახებიან ეს ღვთისშვილები.
ძველი წარმართული ღმერთების ნაირები არიან, როგორც ბერძენი აპოლონი, ზევსი, და სკანდინავიური ღმერთები. ზუსტად ეგეთები.
მოემსახურები, დაგეხმარებიან, არადა ხალხსაც სჯიდნენ როცა სჭირდებოდათ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Mar 9 2018, 12:15 AM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ზუსტად. ანგელოზები არ განეკუთვნებიან ისეთ პერსონაჟებს, რომმლებიც უანგაროდ გეხმარებიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 11 2018, 09:25 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tty_
აბა როგორები არიან


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 11 2018, 04:30 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტრადიციულ ტიპობრივი მაგიური მოქმედებანი
ქართულ ზღაპარში:

(გეგმის სახით ჩავინიშნოთ ზღაპრული მოვლენები, შემდეგ ანალიზში გამოგვადგება)

1. პერსონაჟთა მოკვლა
2. გაქვავება
3. დაძინება
4. გამთელება
5. მაცოცხლებელი საშუალებანი
ა) ჯადოსნური საგნები
ბ) შებერვით
გ) ლოცვით
6. გმირის სასწაულებრივი ჩასახვა
ა) ვაშლის ან თევზის შეჭმის შედეგად
ბ) ცხოველისა და ადამიანის შვილები:
შავი თეიმურაზი - ცხენის შვილი
ცხვრის შვილი
დათვიაშვილი - ქალისა და დათვის ვაჟი
7. მაგიური მოქმედება-მშენებლობა
8. მაგიური მოქმედება - წინააღმდეგობის გადაღობვა
(დევნისას სავარცხლის გადაქცევა ტყდეს, სალესი ქვის კლდედ და ა.შ.)
9. ქცევადობა (მაქციობა)
გადასაქცევად საჭიროა:
ა) მაგიური საგანი (უჩინმაჩინის ქუდი და ა.შ.)
ბ) სასწაულებრივი უნარი
გ) მაგიური ძალის მქონე სიტყვა
ზოგჯერ ქცევადობის შესასწავლად სპეციალურად მიაბარებენ ბავშვს ეშმაკს, ზღვის კაცს და ა.შ.
ქართულ ჯადოსნურ ზღაპარში ქცევადობის უნარით დაჯილდოებული პერსონაჟთა ერთი ჯგუფი მთავარი გმირის დამხმარე ხდება. ესენია ზოომორფული არსებები: ჩიტი, ბაყაყი, მტრედი, ბატი (მზეთუნახავები), გველი, გველეშაპი (ვაჟები);
10. მაგიური მოქმედება - საჭმელ-სასმელისა და ქონების გაჩენა.
გამჩენი საგნები.: ნატვრის სუფრა, გუდა, ნატვრის ბეჭედი.
ადამიანი: სიცილის დროს ოქრო-ვერცხლი სცვივა პირიდან, ტირილისას - თვალ-მარგალიტი, სიარულისას ნაფეხურები ოქროს ფილაქნად იქცევა.
ირემი: ბეწვიდან თვალ-მარგალიტი სცვივა.
11. მაგიური მოქმედება - ჯარის გაჩენა
12. მაგიური მოქმედება - გადაადგილება.
საშუალებები:
ა) სულიერი - რაში, ფასკუნჯი, არწივი, დედაბერი, თხები, დევი...
ბ) უსულო - კაბა, პერანგი, რქები, ხე, თმა თოკი, ხალიჩა...
ორმო - ქმნის დამატებით სკნელს დედამიწასა და ქვესკნელს შორის;

წყარო:
თეიმურაზ ქურდოვანიძე,
"ქართული ხალხური ჯადოსნური ზღაპარი",
1983


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 11 2018, 04:31 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დღეს განვიხილავთ ზღაპრის სიუჟეტისთვის დამახასიათებელ ეპიზოდებს: სახლი ტყეში და გმირის ურთიერთობა ტოტემთან.

განმარტოებით მდგარ სახლს ან კოშკს ბევრ ზღაპარში ვხვდებით, მაგ: „უკვდავების თეთრი ვარდის“ პერსონაჟი თეონა (ფილმიდან biggrin.gif ) მინდორში მდგარ სახლს წააწყდება, სადაც ცხრა ძმასთან ერთად იწყებს ცხოვრებას, ასევე ფიფქია იპოვნის სახლს ტყეში და შვიდ ჯუჯასთან ერთად დასახლდება. ზოგჯერ ზღაპრის გმირს იდეალური სახლი (კოშკი) ხვდება, უკაცრიელი, მდიდრული, გაშლილი სუფრით, ჯადოსნური ნივთებით, მისი ბინადარი კი მხოლოდ ღამით გამოჩნდება ხოლმე. ის ხან დაწყევლილია (მოჯადოებული) - დღისით მკვდარია (სძინავს), ღამით ფხიზლდება; ხან მაქციაა - კოშკში მოსვლისას იქცევა ადამიანად და ა.შ. რას წარმოადგენს ასეთი სახლები? მკვლევარები მას „მამაკაცთა სახლებად“ მიიჩნევენ.

მიიჩნევა, რომ ადამიანები გარკვეულ ასაკში ტოვებდნენ მშობლიურ სახლებს, რათა იმ დროს მიღებული სულიერი და ფიზიკური წვრთნა გაევლოთ. ამისი ერთ-ერთი საშუალება უნდა ყოფილიყო ცხოვრება - მამაკაცთა და ქალთა სახლებში, სადაც შესაფერის სწავლებას გადიოდნენ.

„მამაკაცთა სახლები - ეს თავისებური სახის ინსტიტუტია, რომელიც დამახასიათებელია გვაროვნული წყობისათვის. ის თავის არსებობას წყვეტს მონათმფლობელური სახელმწიფოს აღმოცენებასთან ერთად. მისი აღმოცენება დაკავშირებულია ნადირობასთან, როგორც მატერიალური ცხოვრების ძირითად ფორმასთან, და ტოტემიზმთან, როგორც მის იდეოლოგიურ გამოსახულებასთან. (ვ.პროპი, „ჯადოსნური ზღაპრის ისტორიული ძირები“).

მკვლევარი ი. გაგულაშვილი ასეთი კოშკის მაგალითად განიხილავს ცამცუმის ეპიზოდს „ამირანიანიდან“. სხვა ფოლკლორისტებთან შედარებით, იგი ფიქრობს რომ „მამაკაცთა სახლში“ გარკვეულ ოკლუტურ სწავლებას გადიოდნენ (ცხადია ამ სიტყვებით არ წერს). გაგაცნობთ მის ვარიანტს ამირანისა და ცამცუმის შესახებ:

„ცამცუმის კოშკი ბროლისაა, მისი წვერი ცას სწვდება, მას კარი არ აბია, შიგ სიბნელეა - ეს დახასიათებანი გვიჩვენებს, რომ ის შეესაბამება „მამაკაცთა სახლს“, რომელიც რეალურ უძველეს ისტორიულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გვარის დასახლების ყველაზე დიდი ნაგებობა იყო.

უძველეს რწმენა-წარმოდგენებსა და ეთნოგრაფიულ ყოფაში „მამაკაცთა სახლი“, რომელსაც ეპოსში ბროლის კოშკი განასახიერებს, იქითა სამყაროშია ანუ თვით ეს კოშკი წარმოადგენს მითოსში მკვდართა ქვეყანას. „მამაკაცთა სახლის“ მდგმურები შერაცხილნი იყვნენ „მკვდრებად“. ამდენად გასაგებია, რატომ არის მოხსენიებული „მკვდრად“ იქ მყოფი ცამცუმი. „მკვდარი“ პირდაპირ არ უნდა იქნას გაგებული. სიკვდილი რიტუალური ხასიათისაა.

ერთ ვარიანტში „მკვდარი“ ლომად არის წოდებული. იქითა სამყაროში ანუ „მამაკაცთა სახლში“ გადასული პირი ზოომორფული სახით ცხოვრობდა, რაც ეთნოგრაფიულ ისტორიულ სინამდვილეში იმით აღინიშნებოდა, რომ ინიციაციის წესის შესრულებისას ტყეში ანუ „იქითა“ ქვეყანაში წასული პირი ცხოველის ან ფრინველის ნიღაბს იკეთებდა, ე.ი. ცხოველად გარდაიქმნებოდა. რწმენა-წარმოდგენების მიხედვით ეს პირი რეალურად მიიჩნეოდა იმ ცხოველად, რომლის ნიღაბსაც ატარებდა. ე.ი. „მკვდარი“ წარსულში რეალისტურად უნდა აღქმულიყო ლომად. გადატანით შინაარსს და მნიშვნელობას ამგვარი ცნებები იძენენ მას შემდეგ, რაც კარგავენ კავშირს რეალურ ისტორიულ წეს-ჩვეულებებთან ამ უკანასკნელთა გადაშენების გამო.“

კოშკში მყოფი „მკვდარი“ ცამცუმი უსუპის ნათესავია, მისი დისწულია. მისი ამირანთან და მის ძმებთან ნათესაობა მათ ერთ გვაროვნულ წარმომავლობაზე მინიშნებაა, უფრო არქაული შინაარსით, „მკვდარი“ მათი ტოტემური წინაპარი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას გარდა, ერთი გვაროვნული ტომის წევრები ერთმანეთის ნათესავებად ითვლებოდნენ, ხოლო „მამაკაცთა სახლში“ მცხოვრებნი ძმებად იწოდებოდნენ.

„მამაკაცთა სახლში“ მყოფი ქალი ამ სახლის ბინადარ „ძმათა“ საერთო ცოლად ითვლებოდა. შედარებით გვიანდელ მითებსა და ჯადოსნურ ზღაპრებში, ცოლი ზოგჯერ დად იწოდებოდა. ამირანის ეპოსში, ანდერძში „მკვდარი“ თავის ქონებასთან ერთად ცოლსაც სთავაზობს დამმარხველს. დღევანდელი პოზიციიდან სრულიად ამორალური და გაუგებარი საქციელი - ცოლის სხვისადმი დათმობა, გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ რა „ცოლი“ იყო მამაკაცთა სახლში მცხოვრები ქალი იქაური მდგმურთათვის“. ი.გაგულაშვილი.

ტოტემიზმის თემას ეხება კიდევ ერთი მკვლევარი თ. ქურდოვანიძე:
„ქართული მასალის მიხედვით ადამიანისა და ტოტემური ცხოველის შეუღლების მოტივები სამ ძირითად ჯგუფს ქმნის.
1. ტოტემურ ცხოველს ძალით მიუგდებენ ადამიანს.
მაგ. ორმოში მცხოვრებ კაციჭამია ტოტემურ ცხოველთან ქალის ჩაგდების მოტივი იმ ლოგიკითაა აგებული, რომ გველ-ვაჟმა არ უნდა შეჭამოს გოგონა, პირიქით, ტყავი უნდა გადაიძროს და ცოლად შეირთოს. ერთ ზღაპარში გველთან შესახვედრად წასულ ქალს თან მიაქვს გველის ოჯახიდან ნივთები. რომელთა შეცნობა გველისგან მისი შეუჭმელობის გარანტიაა. გველი-ვაჟი ტყავს მხოლოდ მას შემდეგ გადაიძრობს, რაც ქალს ნათესავად შეიცნობს.

2. ადამიანთა გვარი ტოტემურ ცხოველს ცოლად ნებით აძლევს თავის წარმომადგენელს.
ზღაპარში მამა ანდერძად უბარებს თავის ვაჟს, პირველ მთხოვნელებს მიათხოვოს თავისი დები: ქალის ხელის მთხოვნელად არწივი, ფასკუნჯი, გველეშაპი, ბუ, მგელი, შევარდენი, დათვი, დევი და სხვა ზოომორფული არსებები მოდიან ხოლმე და ადამიანთა გვარის შვილებიც ქორწინდებიან მათზე.

3. ადამიანს ტოტემურ ცხოველთან სქესობრივი კავშირით უჩნდება შვილი.
ზღაპრებში გადმოცემულია ცხოველისგან ქალის დაფეხმძიმებისა და ვაჟის დაბადების ამბები. ვაჟის სახელი მამის სახელისგან წარმოსდგება ხოლმე.
მაგ: შავი თეიმურაზი - ცხენის შვილი
ცხვრის შვილი
დათვიაშვილი - ქალისა და დათვის ვაჟი
ამ გმირების ნახევრადცხოველური წარმოშობა განაპირობებს მათ არაჩვეულებრივ სიძლიერეს.
(თ. ქურდოვანიძე)

ყველაზე გავრცელებულ ვერსიებში ქალებს გველეშაპი ითხოვს, ან დევი იტაცებს. დევის წარმოდგენა ტოტემად ამჟამად მიჭირს, შესაძლოა ის მოგვიანებით ჩაენაცვლა გველეშაპს, რომელიც მზეთუნახავისა და მეფის მშვენიერი ასულების პირველი მტერია.

ქალისა და გველის (გველეშაპის) ურთიერთობას ეხება ქართული ხალხური ლექსი, რომლის ანალიზსაც ხ. თავდგირიძის ნაშრომში ვხვდებით:
„ არქულ მითებში ქალისა და გველის ქორწინება ყოველთვის ქალის ,,შეჭმით“ სრულდება, რაც სხვა არაფერია თუ არა, წარმატებულად განხორციელებული საქორწინო რიტუალი//სექსუალური აქტი. ეს მომენტი კარგად ჩანს გველისა და ქალის ქორწინების ციკლის ერთი ქართული მითოლოგიური ბალადიდან (აჭარული ტექსტი - ,,გველი ხრილსა მიძვრებოდა”), სადაც გველზე დაქორწინებული ქალი, ოჯახის თითოეულ წევრს სათითაოდ ატყობინებს თავისი ქმრის ურჩხულებრივ ბუნებას: ,,დღისით კაცათ გეჩვენება, ღამით გველეშაპიაო“, რაზეც პასუხად თითოეულისგან ერთსა და იმავეს იღებს: ,,ცოლ-ქმრობისა სიყვარული ჩვენაც გამოგვიცდიაო“.

სტატიის ამ ნაწილში წარმოვადგინე ფოლკლორისტთა (მეცნიერთა) შეხედულებანი, შემდეგ ნაწილში
ტოტემიზმთან ხალხის წარმოდგენებს და ეზოთერულ დამოკიდებულებას შევეხები და შევადაროთ ერთმანეთს.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 16 2018, 05:26 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





მზეთუნახავები

ვინ არიან ჩვენი უახლოესი წინაპრები, რომელთაგანაც ვისმენდით ზღაპრებსა და მითებს? ესენი იყვნენ მონადირე და მიწათმოქმედი ხალხი, რომლებმაც ეს უძველესი გადმოცემები თავიანთ ხედვას და ცხოვრების წესს მოარგეს.

აი, მაგალითი „ამირანიანის“ გურული ვერსიიდან:
"წევიდა ამირანმა ბიბლიოთეკაში და წეიკითხა გაზეთი. გაზეთში წერია: "აღმოსავლეთის ხენწიფეს ყავს ერთი მზისუნახავი ცხრა კლიტულში დაკლიტული. გარშემო ჯარი უდგანა, რომ ვინმემ არ შევიდეს და არ გამეიყვანოს მზისუნახავი".

შემდგომში ჩვენი შვილები ასე მოყვებიან: დაგუგლა ამირანმა და იპოვა ყამარის პროფილი ფეისბუქზე...
მოკლედ, დროთა განმავლობაში ძაალიან შეცვლილ ტექსტებში ჩვენ ნამცეც-ნამცეც გვიწევს ინფორმაციის ამოკრება, თუ რის შესახებ გვიყვებოდნენ ტექსტების თავდაპირველი ვერსიები...

მოდით, გავიგოთ ვინ იყვნენ მზეთუნახავები.
დღეს სიტყვა „მზეთუნახავი“ ძირითადად „ულამაზესის“ მნიშვნელობით გამოიყენება, იგი შესაძლოა ნებისმიერი მეფის ასულისა თუ გმირის სასურველი ქალის მისამართით გამოვიყენოთ. ხოლო თუ სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, დავინახავთ რომ მზეთუნახავი გარკვეული თვისებებით გამოირჩევა ხოლმე და შესაძლოა ადამიანის შვილი არც იყოს.

დავიწყოთ:
1. ინფორმაცია მზეთუნახავის შესახებ გასაიდუმლოებულია. მისი არსებობას გმირს უმალავენ.
მაგ. ა) წყაროზე კოკას უტეხავს დედაბერს, რომელიც დასწყევლის, დაე, ცხრამთასა და ზღვას იქით მცხოვრები მზეთუნახავი ქალის სიყვარული ჩაგვარდნოდეს გულშიო.
ბ) მეფე სასახლეში ტოვებს თავის ვაჟს და უკრძალავს რომელიმე ოთახის გაღებას. ვაჟი ამ აკრძალვას არღვევს, ოთახში მზეთუნახავის სურათს პოულობს და უყვარდება.
გ) მამა უკრძალავს შვილს ტყის განსაზღვრულ მხარეში ნადირობას, შვილი ამ აკრძალვას არღვევს, ტყეში ტბაში მობანავე მზეთუნახავ ქალს მოჰკრავს თვალს და უყვარდება.

2. მზეთუნახავი (მზისუნახავი, ზისნახე) პირდაპირ ნიშნავს - მზის უნახავს, ქალს, რომელიც დღისით-მზისით გარეთ არასდროს გამოსულა.
მაგ. გურგენ მეფის ასული - სახელად მნათობი. ოქროს ხომალდის მოსვლა მზის ამოსვლას დაემთხვევა, ხომალდი ბრწყინავდა ხალხი გააოგნა ორი მზის ნახვამ. მნათობმაც მოისურვა ამ სანახაობის ხილვა. მეფემ უთხრა: „-რას ამბობ, შვილო, შენ ჯერ მზეს არ უნახიხარ და ერთდროულად ორი მზე გაგაშავებსო“.

3. მზეთუნახავი მანათობელი არსებაა.
მაგ. ა) „- ის რა არის, რომ ანათებს ზღვაშიო?
- ეგ ოქროს სახლი არის, შით ხელმწიფის ქალი ცხოვრობს მზეთუნახავი, მრავალკეცი საბურველი აქვს პირზე ჩამოფარებული, მაგრამ მაინც ეგრე ანათებს მისი სილამაზე მთლად მიდამოსო. - უპასუხა დედაბერმა.“
ბ) თორმეტი დევის დის სინათლე თორმეტი მთისა და თორმეტი ზღვის იქიდან უწვავს სახეს ზღაპრის გმირს. შემდეგ ქალის საძებრად მიმავალი ვაჟი მის სინათლეს მიჰყვება.

4. მზეთუნახავი წარმატება მოაქვს ვაჟისთვის, ან ასაჩუქრებს მას:
ა) ერთ შემთხვევაში მზეთუნახავი ვაჟს ოქროსქოჩრიანი ვაჟით, ან ქალ-ვაჟით ასაჩუქრებს, ან ნახევრად ვერცხლი-ნახევრად ოქროს ბიჭუნათი.
ბ) მზეთუნახავი აძლევს ვაჟს გრძნეულ ნივთებს: ნატვრის ბეჭედს, სუფრას და სხვ.
გ) მზეთუნახავი ასწავლის ვაჟს, როგორ დააღწიოს თავი სიძნელეებს. ასწავლის უფსკრულიდან ამოსვლის გზას, დევის ან ბოროტი ხელმწიფისგან თავის დაღწევის გზას და ა.შ.

5. მზეთუნახავი მაქციაა - მაგ. ა) იგი ტბაზე საბანაოდ ფრინველის სახით მოდის. ფრთებს მოიძრობს, ქალად იქცევა და ტბაში შედის.
ბ) მზეთუნახავი ცხადდება ბაყაყის სახით, ტყავს გაიძრობს, ქალად იქცევა, სახლს ალაგებს და ისევ ტყავით იმოსება.
გ) მზეთუნახავი გადაიქცევა თევზად, კვიპაროსად, ნაფოტად და მისგან გამოთლილ სავარცხელშიც კი შეიძლება ჩასახლდეს.

6. მზეთუნახავები ღუპავენ მათი ხელის მაძიებელ ვაჟებს.
ხშირად მისი სამყოფელის, კოშკის ან ტბის ირგვლივ დახოცილი ვაჟების ძვლები ყრია, ან გაქვავებული ვაჟებითაა მიდამო სავსე. მას, ვინც ვერ გაივლის გამოცდას, ან დამარცხდება მზეთუნახავის მცველი არსების დევისა თუ გველეშაპის მიერ, სიკვდილი ელის.

ნუთუ ასეთი თვისებებით ახასიათებდნენ ადამიანის შვილს?

რატომ ვახსენე ზემოთ მონადირეები? ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღამეებს სახლიდან შორს, ტყესა თუ მთებში ატარებდნენ და უცნაური ამბები, რაც მათ გადახდებოდათ თავს, შემდეგ ხალხში მითებად ვრცელდებოდა. სწორედ მათ შემოგვინახეს წყლისა და ტყის მზეთუნახავების - დალების, ალების, ტყაშმაფების (ტყის მეფე), წყლის დედისა (წყარიში დიდა) და ქაჯების ხსოვნა.

და რა საერთო შეიძლება ჰქონოდათ მათ ზღაპრის მზეთუნახავთან?
1. ამ არსებების შიში და რიდი ჰქონდათ ხალხს. მათ სახელებს არ ახსენებნენ ხშირად. ხალხი მათ ეკრძალვოდა. შეხვედრის დროს ხმაც არ უნდა გაეცათ მათთვის, არ გამოლაპარაკებოდნენ, ძახილზე არ ეპასუხათ და ა.შ. მათთან საქმეს მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები იჭერდნენ - ძირითადად კარგი მონადირეები, სოფლის რჩეული ვაჟკაცები.

2. ტყაშმაფა (ტყის მეფე) ბნელ ღამეში ჩნდება (მზის უნახავია).
ასევე ქაჯი ქალი ძალიან ლამაზია და ღამეში ჩნდება თეთრი სამოსით. (ყველა ღამით მოსიარულე არსება შეიძლება მივიჩნიოთ მზეთუნახავად).

3. ტყაშმაფა მანათობელი არსებაა: „არაჩვეულებრივი სილამაზისაა, უმტვერო თოვლის მსგავსი თეთრი ტანი აქვს“; „ელვასებრ ანათებს ღამის წყვდიადს თავისი სხეულის შუქმფენარობით“. ქალი ქაჯები ლამაზები არიან, ღამეში თეთრი სამოსით ჩნდებიან, მანათობელი სხეული აქვთ.

4. დალი ასაჩუქრებს მონადირეს ჯიხვებით, შუნებით, წარმატებული ნადირობით, ან სასიყვარულო ურთიერთობით, დალი - ვაჟითაც.
„სვანები ასახელებენ პირებს, რომელთაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს... ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე...“
ტყაშმაფა ასაჩუქრებს ვაჟს: ან ფულით, ან ნადირობის იღბალით, ან ჯანმრთელობის ბედით.
ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს.
ქაჯეთიდან მოსულ სამძივარს დოვლათი შეაქვს საქმროს ოჯახში, მაგრამ თუკი გაუგეს რომ ადამიანი კი არა, ქაჯის ქალი სამძიმარი ჰყავთ რძლად, ოჯახს ტოვებს.

5. დალი, ტყაშმაფა მაქციები არიან. ადამიანს ცხოველის ან ფრინველის სახით ეცხადებიან: ირმის, ჯიხვის, შუნის და ა.შ.

6. ხალხს ახსოვს მითიური არსებებისგან დასჯილი უამრავი გმირი. დალი ღუპავს მონადირეებს, ვინც უღალატებს, ან სასიყვარულო კავშირზე ისაუბრებს. ტყაშმაფა უბრალოდ აგიჟებს შემხვედრ ვაჟებს, თუ ხმას გასცემენ, ან არ დაეთანხმებიან სასიყვარულო ურთიერთობაზე, ან გაახმაურებენ ამ ამბავს. გარკვეული დროის შემდეგ ჭკუაზეშეშლილი ადამიანი ვეღარ გამოკეთდება, კვდება.

ცხადია, რთულია ზღაპრულ მზეთუნახავში ქაჯები, დალები და მათი მსგავსი სხვა მითური არსება ამოიცნო. ამას თავისი მიზეზები აქვს. ადამიანთა წარმოდგენაში ზღაპარი გამოგონილი სიუჟეტია, მას ისმენდნენ გართობის მიზნით, ლხინისას, ნადიმობისას, როგორც თავისშესაქცევ ან ჭკუისასწავლ ისტორიას.

ზღაპრისგან განსხვავებით, მითებში მოთხრობილი ამბების რწმენა განსაზღვრავდა ადამიანის ყოფას. მათი ყოველდღიური ცხოვრება დაგეგმილი იყო ამ რწმენის მიხედვით - იგი ასრულებდა რიტუალებს, სწირავდა მსხვერპლს, იცავდა ტაბუს, ელოდა ჯილოდს ან დასჯას. ეშინოდა და მუდმივად ცდილობდა ამ არსებათაგან შორს დაეჭირა თავი, რომ რაიმე საქციელით მათი რისხვა არ დემსახურებინა.

ამიტომაც მზეთუნახავები, რომელთა გამო ხშირად უამრავი ვაჟკაცი დაღუპულა ზღაპრებში, მაინც სასურველ ქალებად რჩებიან; ხოლო მათი მითიური ანალოგები - დალები, წყლისა და ტყის სულები, რომელთაც ასევე უამრავი ვაჟკაცი დაუღუპავთ, კლდეზე გადაუჩეხიათ, წყალში დაუხრჩვიათ თუ გაუგიჟებიათ, საშიშ არსებებად დარჩა ხალხის ხსოვნაში.

აქვე წამოვწევ ერთ საკითხსაც, რომელიც ხალხში დამკვირებულ რიტუალებსა და ტრადიციებს ეხება. ხშირად მათი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგულია და ხალხი უშინაარსოდ იმეორებს მოქმედებას.

მაგალითად, ისევ კოშკებში გამოკეტილ მზეთუნახავებს მივუბრუნდეთ. ზღაპრებში ხშირად ისინი მოწყვეტილნი არიან გარემო სამყაროსა და თავიანთი სურვილის წინააღმდეგ ატარებენ სიცოცხლის ნაწილს ბროლის, ოქროს, ცაში ჩამოკიდებულ თუ წყლისქვეშა კოშკებსა და სასახლეებში.

მოგვიანებით გავრცელებულ გადმოცემებში, ასეთ იზოლირებაში იზრდებიან მეფის ვაჟებიც. მაგ. ზღაპარში „შახმეილი“ ამის გამო უფლისწული კომიკურ სიტუაციაშიც კი ვარდება. იგი ძიძასთან ცალკე ოთახში იზრდებოდა. ერთხელ ძიძამ ბავშვს ძვლიანი საჭმელი მოუტანა. ბიჭი გაბრაზდა და კედელს მოუქნია ძვალი. კედელი დაინგრა და ოთახში შემოვარდა მზის სხივი. იქვე ხმალი ეკიდა და ძირს ხალიჩები იყო დაგებული. ჩამოიღო ვაჟმა ხმალი და დაუწყო ბრძოლა მზის სხივს, რომელიც არასოდეს ენახა.
ინგლისელმა ანთროპოლოგმა და ფოლკორისტმა ფრეიზერმა თავის ნაშრომში "ოქროს ტოტი", აღწერა მეფეთა და უმაღლეს სასულიერო პირთა ოჯახები, რომელთა შვილებიც მკაცრი კოდექსების მიხედვით იზრდებოდნენ, მათ აკრძალული ჰქონდათ სასახლიდან გასვლა, მათი შეხედვა არავის შეეძლო. ასე ხდებოდა ჩინეთსა და იაპონიაში მე-19 საუკუნემდე. ფრეიზერმა აღწერა სხვადასხვა ხალხთა ჩვეულება, რომლის მიხედვით მეფემ არ უნდა აჩვენოს სახეს მზეს, ამიტომ მუდმივ სიბნელეში იმყოფება. ასევე მეფე არ უნდა შეხებოდა მიწას. აქედან გამომდინარე, იგი ბინადრობდა ამაღლებულ ადგილას, კოშკში. მისი სახე არ უნდა ენახა ადამიანს, ამიტომ იგი სრულიად მარტო იყო და მასთან ურთიერთობდნენ ფარდის მეშვეობით, საკვებს ფანჯრიდან აწვდიდნენ და ა.შ.

ფრეიზერი ცდილობდა ეს მოვლენა აეხსნა. მისი აზრით, ბუნების ჯადოსნური ძალა მიეწერება მეფეს ან სხვა ლიდერს, ამიტომ ხალხის კეთილდღეობა დამოკიდებულია მის კეთილდღეობაზე. აქედან გამომდინარე, ხალხი მეფის დაცვით იცავდა საერთო კეთილდღეობას. ფრეიზერი მაგალითებს ასახელებს: ბენიგებს მეფე გაფეტიშებული ჰყავთ, მას ქვეშევრდომები იცავენ, რათა არასდროს დატოვოს თავისი სასახლე; მეფე ლუგანო გამოკეტილია თავის სასახლეში; ასევე ეთიოპიის მეფეები თავიანთ სასახლეებში იყვნენ ჩაკეტილნი და ა.შ. თუ ეს მეფეები სასახლეს დატოვებდნენ, ქვად იქცეოდნენ...

მეკი ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია გადმოტანილია სხვათა წაბაძვის შედეგად, როგორც სჩვევია ხოლმე ხალხს. მაგალითად, არსებობდა რწმენა გრძელთავიანთა პრივილეგირებულ კასტაზე და ხალხიც ხელოვნურად იცვლიდა თავის ქალის ფორმას.

ასე რომ, ჩემი აზრით მზეთუნახავად თავდაპირველად არაადამიანურ არსებას მოიხსენიებდნენ, რომელთან კავშირიც ადამიანისთვის იყო გამოცდაც და ჯილდოც. თუ რა სახის არსება იყო ეს, (მსგავსებს ეზოთერულ ლიტერატურაში მოკავშირეებად მოიხსენიებენ), ახლა რთულია თქმა და მნიშვნელოვანიც არაა, რადგან ჩვენ მათთან დაკავშირებას სულაც არ ვაპირებთ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:11 AM