IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> ჩენელინგები ქართულად
Merlin
post Oct 15 2018, 10:17 PM
Post #41


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''სახარების კანონიკურ წიგნებს გულისხმობთ, ხომ?'''

დიახ, აღალი აღთქმის კანონიკურად მიღებულ 27 წიგნს. (თუმცა გარკვეულწილად ხელნაწერების და უფრო მეტად კი თარგმანების პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ მეტნაკლებად ტექსტებზე მიგვიწვდება ხელი ყველას, ყოველ შემთხვევაში აკადემიური თარგმანებიც არსებობს და თუ რამე არის გასარკვევი ბერძნული ენის მცოდნეების ნაკლებობასაც არ უჩივის ქვეყანა, ასე რომ ტექსტებზე წვდომა იმდენად პრობლემატური არ არის, სტანდარტული ქართული ბიბლიის გამოცემაც რომ ავიღოთ ისიც გამოდგება იმ თვალსაზრისით რაც აქ გვაინტერესებს ჩვენ).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Oct 15 2018, 11:19 PM
Post #42


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 15th October 2018 - 10:16 PM) *
მართლა გაინტერესებს? ტყვილა ხო არ მალაპარეკებ? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 15 2018, 11:33 PM
Post #43


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
ამ სამყაროში რომ მოდიხარ, არაფრის გარანტია არ გაქვს... ეხლა ისეთ რამეს კითხულობ, სამი წლის ბავშვს ხელში გადატენილი თოფი რომ მისცე, რა გარანტია გაქვს რომ ვინმეს არ მოკლავსო... მგონი ძალიან სერიოზულ საკითხზე ვსაუბრობთ და აპრიორი, გასაგებია, რომ ინტერნეტიდან ამოკითხული ინსტრუქციით არ ვსარგებლობთ. იგივე კითხვას დაგისვამთ: რა გარანტია გაქვთ, რომ ახალი აღთქმის 27 წიგნი ორიგინალია და ქრისტეს სწავლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტად ამსახველია და არა ნაყალბევი? რითი ხელმძღვანელობთ, როდესაც ამ წყაროებზე დაყრდნობით მიყვებით თქვენს სწავლებას და უქადაგებთ სხვებს?!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 15 2018, 11:57 PM
Post #44


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''მართლა გაინტერესებს? ტყვილა ხო არ მალაპარეკებ?'''

მართლა მაინტერესებსbiggrin.gif


''''რა გარანტია გაქვთ, რომ ახალი აღთქმის 27 წიგნი ორიგინალია და ქრისტეს სწავლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტად ამსახველია და არა ნაყალბევი? რითი ხელმძღვანელობთ, როდესაც ამ წყაროებზე დაყრდნობით მიყვებით თქვენს სწავლებას და უქადაგებთ სხვებს?!'''


პირველ რიგში, მე არავის არაფერს არ ვუქადაგებ. თუ რამეს ვამბობ ვცდილობ არგუმენტირებულად ვილაპარაკო, და თუ ვინმე ჩამეკითხება თითოეულ საკითხზე კიდევ უფრო მეტი არგუმენტის მოტანა შემიძლია ვიდრე აქ ვწერ ხოლმე. მით უმეტეს რასაც აქ ვწერ უფრო მეტად კრიტკული ხასიათისაა ხოლმე, ანუ იმას უფრო ვლაპარაკობ რა არის არასწორი და გაცილებით ნაკლებს იმაზე რაც მე მიმაჩნია სწორად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაქსიმალურად ვერიდები მეთვითონ შევთავაზო ვინმეს რამე გარკვეული მიზეზების გამო.


მე სახარების ჭეშმარიტების აღიარებამდე ეზოთერული ნაშრომების გაცნობის გზით მივედი. ანუ ჯერ სახარება კი არ დავიჯერე და ვირწმუნე და მერე შევარჩიე იმის მიხედვით სწორი ეზოთერიკა რომელია და რომელი არა, არამედ პირიქით. ეზოთერულ ცოდნის მრავალმხრივმა კვლევამ მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ რაც სახარებაში წერია ჭეშმარიტებაა, იმ მარტივი მიზეზის, გამო, რომ ის ავტორები ვინც მე სანდოდ მივიჩნიე ადასტურებენ თავისი უშუალო სულიერი შემეცნებით (ანუ ნათელხილვის გზით შემეცნებული სულიერი სამყაროების საფუძველზე) იმას რომ სახარებაში რაც წერია, და არამარტო სახარებაში ჭეშმარიტებაა. ეს ადამიანები ხსნიან სახარების რეალურ მნიშვნელობას, რადგან ხელდასხმულის მიერ დაწერილი ტექსტის ფარული მნიშვნელობის ამოხსნა ისევ ხელდასხმულს შეუძლია, რის შედეგადაც სხვა ადამიანებისთვისაც ხდება ის გასაგები.


ქრისტეან ხელდასხმულებს უშუალოდ აქვთ უნარი სამების ხილვისა (მაგალითად ფსევდო დიონისე აროპაგელს), ანუ ისინი ხედავენ სამებას, რომელიც ყველა სხვა სულიერ იერარქიაზე მაღლა დგას, რომლის მიერაცაა სამყარო შექმნილი და რომლის მეორე ჰიპოსტასი - ძე ღმერთი - ქრისტე ადამიანად განსხეულდა პირველ საუკუნეში, რათა ადამიანისთვის განღმრთობის შესაძლებლობა მიეცა, როგორც წერია იოანეს სახარების პირველ თავში:

10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.
11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს.
12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 16 2018, 12:08 AM
Post #45


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
" (ანუ ნათელხილვის გზით შემეცნებული სულიერი სამყაროების საფუძველზე) იმას რომ სახარებაში რაც წერია, და არამარტო სახარებაში ჭეშმარიეტებაა"
ეს პასაჟი, თქვენ მიერ, ჩენელინგთან მიმართებაში, მოყვანილ არგუმენტებს სრულებით აბათილებს, რადგან ნათელხილვას ვერცერთი მეცნიერება ვერ ადასტუტებს და ტოვებს ირაციონალური საგნების რიგში, თეორიულად შეიძლება დაუშვას, მაგრამ ცდებით არ ადასტურებს(ვგულისხმობ კლასიკურ მეცნიერებას). ასე, რომ ისევე, როგორც თქვენ თვლით სახარისეულ ინფორმაციას ჭეშმარიტებად( თუმცა მატერიალური მტკიცებულება არ გაგაჩნიათ), მეც დავიტოვებ უფლებას, საკუთარი გამოცდილებით მიღებული ინფორმაცია ჩავთვალო უტყუარად, რადგან მაქვს საშუალება ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაშიდარწმუნებული ვიყო, რადგან ის დრომ დაადასტურა.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 16 2018, 12:24 AM
Post #46


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''ეს პასაჟი, თქვენ მიერ, ჩენელინგთან მიმართებაში, მოყვანილ არგუმენტებს სრულებით აბათილებს, რადგან ნათელხილვას ვერცერთი მეცნიერება ვერ ადასტუტებს და ტოვებს ირაციონალური საგნების რიგში'''

მე მეცმიერულ დამტკიცებაზე არ მითქვამს როდესაც ჩანელინგებზე ვლაპარაკობდი, მეცნიერული დამტკიცება არ მომითხოვია. მე ვთქვი, თავად მედიუმი როგორ არჩევს მეთქი ვინ ესაუბრება სინმადვილეში (ეს მეცნიერული მტკიცებულება არ არის), ანუ თავად ვისაც აქვს გამოცდილება ის როგორ არჩევს მეთქი. ამ მხრივ როდესაც საქმე ნათელხილვას ეხება შემიძლია მიგითითოთ ტექსტებზე სადაც ეწერება ნათელმხილველი როგორ ახერხებს გარჩევას და რა მეთოდებს იყენებს. (ასე რომ აკადემიური მეცნიერება აქ არაფერ შუაშია).


''' ასე, რომ ისევე, როგორც თქვენ თვლით სახარისეულ ინფორმაციას ჭეშმარიტებად( თუმცა მატერიალური მტკიცებულება არ გაგაჩნიათ)'''

მტკიცებულება შეიძლება არა მარა თავად კაცობრიობის მემკვიდრეობიდან გამომდინარე მრავალმხირვ შემიძლია არგუმენტები მოვიყვანო იმის ნათელსაყოფად რომ ქრისტეანულ ოკულტიზმშია ჭეშმარიტება საძებარი პირველ რიგში.


'''მეც დავიტოვებ უფლებას, საკუთარი გამოცდილებით მიღებული ინფორმაცია ჩავთვალო უტყუარად, რადგან მაქვს საშუალება ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაშიდარწმუნებული ვიყო, რადგან ის დრომ დაადასტურა.'''

თქვენ ამის უფლება ყოველთვის გქონდათ, ამ უფლების ეჭვქვეშ დაყენება არც მიფიქრია. თუმცა რა დაადასტურა დრომ ამაში რას გულისხმობთ თუ მეტყვით არ იქნება ცუდი.

(მე თქვენს გადარწმუნებას არ ვცდილობ, უბრალოდ ვწერთ, ვინც ამ ფორუმს კითხულობს შეიძლება ისიც წაიკითხოს რაც მე დავწერე და იმ ლინკებზეც გადავიდეს რაც დავტოვე ზემოთ და ამ ყველაფერმა მცირედი უნდობლობა მაინც გაუჩინოს მედიუმობის მიმართ და მიაქციოს ყურადღება იმ მეთოდებს რომელი მეთოდითაც დაიწერა ის წიგნი, რომლის წაკითხვასაც აპირებს, და თუ იმაშიც დარწმუნდება რომ პირდაპირ წყალში შეიძლება ასეთი წიგნები გადაუძახო ხო ამით ძალიან დიდ დროს მოიგებს).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 16 2018, 12:25 AM
Post #47


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''ეს პასაჟი, თქვენ მიერ, ჩენელინგთან მიმართებაში, მოყვანილ არგუმენტებს სრულებით აბათილებს, რადგან ნათელხილვას ვერცერთი მეცნიერება ვერ ადასტუტებს და ტოვებს ირაციონალური საგნების რიგში'''

მე მეცმიერულ დამტკიცებაზე არ მითქვამს როდესაც ჩანელინგებზე ვლაპარაკობდი, მეცნიერული დამტკიცება არ მომითხოვია. მე ვთქვი, თავად მედიუმი როგორ არჩევს მეთქი ვინ ესაუბრება სინმადვილეში (ეს მეცნიერული მტკიცებულება არ არის), ანუ თავად ვისაც აქვს გამოცდილება ის როგორ არჩევს მეთქი. ამ მხრივ როდესაც საქმე ნათელხილვას ეხება შემიძლია მიგითითოთ ტექსტებზე სადაც ეწერება ნათელმხილველი როგორ ახერხებს გარჩევას და რა მეთოდებს იყენებს. (ასე რომ აკადემიური მეცნიერება აქ არაფერ შუაშია).


''' ასე, რომ ისევე, როგორც თქვენ თვლით სახარისეულ ინფორმაციას ჭეშმარიტებად( თუმცა მატერიალური მტკიცებულება არ გაგაჩნიათ)'''

მტკიცებულება შეიძლება არა მარა თავად კაცობრიობის მემკვიდრეობიდან გამომდინარე მრავალმხირვ შემიძლია არგუმენტები მოვიყვანო იმის ნათელსაყოფად რომ ქრისტეანულ ოკულტიზმშია ჭეშმარიტება საძებარი პირველ რიგში.


'''მეც დავიტოვებ უფლებას, საკუთარი გამოცდილებით მიღებული ინფორმაცია ჩავთვალო უტყუარად, რადგან მაქვს საშუალება ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაშიდარწმუნებული ვიყო, რადგან ის დრომ დაადასტურა.'''

თქვენ ამის უფლება ყოველთვის გქონდათ, ამ უფლების ეჭვქვეშ დაყენება არც მიფიქრია. თუმცა რა დაადასტურა დრომ ამაში რას გულისხმობთ თუ მეტყვით არ იქნება ცუდი.

(მე თქვენს გადარწმუნებას არ ვცდილობ, უბრალოდ ვწერთ, ვინც ამ ფორუმს კითხულობს შეიძლება ისიც წაიკითხოს რაც მე დავწერე და იმ ლინკებზეც გადავიდეს რაც დავტოვე ზემოთ და ამ ყველაფერმა მცირედი უნდობლობა მაინც გაუჩინოს მედიუმობის მიმართ და მიაქციოს ყურადღება იმ მეთოდებს რომელი მეთოდითაც დაიწერა ის წიგნი, რომლის წაკითხვასაც აპირებს, და თუ იმაშიც დარწმუნდება რომ პირდაპირ წყალში შეიძლება ასეთი წიგნები გადაუძახო ხო ამით ძალიან დიდ დროს მოიგებს).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 16 2018, 12:37 AM
Post #48


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
კიბატონო, არც მე ვაპირებ ვინმეს გადარწმუნებას ან სარწმუნებას, პირიქით ვთვლი, რომ ყველაზე ღირებული ცოდნა გამოცდილებას მოაქვს. შეიძლება ათასი წიგნი წაიკითხო და ათასჯერ წაიტეხო ცხვირი, სანამ არ მიაგნებ იმას რასაც თურმე სულ სხვაგან ეძებდი. ზუსტად ამას აქვს ფასი, ვიდრე მზამზარეული "ჭეშმარიტება". რაც შეეხება პირად გამოცდილებას და დაფასტუტებას, აქ ამის მოყოლა საინტერესო არ იქნება, რადგან ძალიან პირადულია და საჯაროდ ამაზე საუბარი არ მსურს. მედიუმის უტყუარობაზე კი ერთი შემიძლია გითხრათ, ვიდრე კოტაქტი დამყარდებოდა მედიუმსა და კონტაქტზე გამოსულ "არსებას" შორის, სახეცვლილად, მაგრამ ენერგეტიკულად სწორად იგივე აღქმა მქონდა, და ის თემები, რაზეც მსურდა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არ მქონდა განსაზღვრული რაზე ვისაუბრებდი, მოდიოდა ინფო ამ თემების შესახებ. კიდევ ბევრი ნიუანსია, რაზეც ფორუმის ფორმატში საუბარი რთულია. ამ პროცესში ჩართულია აღქმის საშუალების დიდი სპექტრი.
ერთია, რომ ვიდრე მსგავსი პრაქტიკა ჩატარდება, მედიუმიც და ყველა დამსწრე მომზადებული უნდა იყოს ამისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ამას თავისი წესი აქვს და ამაზეა ბევრად არის დამოკიდებული, რამდგენად "სუფთად" ჩატარდება ჩენელინგი.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Oct 17 2018, 01:09 AM
Post #49


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
როცა მედიუმს და იმ არსებას შორის ხდება მჭიდრო კონტაკტი მედიუმი იმ პოროვნებას გრძნობს იმის ხასიათს იმის ენერგიას და ყველაფერს.
ყველაფერი გადმოიტანე რეალურ ცხოვრებაში. შენ რო შეხვდები აქ ადამიანს ხო ხვდები ეს ადამიანი ნორმალური კულტურულია თუ არის გაძვერა და შენგან რამის წართმევა უნდა.
მერე როცა მაგალითად შენ ათი წელია ფიზიკას სწავლობ და შეხვდი ადამიანს რომელიც გეუბნება რომ მე ფიზიკოსი ვარ, და შენ უსმევ კითხვებს ფიზიკის შესახებ პირველი კითხვიდანვე ხო მიხვდები ეს კაცი ნამდვილად ფიზიკოსია თუ ბოდავს რაღაცეებს? რათქმაუნდა მიხვდები.
და არსებობენ მილიონ ნაერი არსებები და მილიონ ნაერი ცოდნით თუ პროფესიით. და ყველა სხვადასხვა რაღაცის სპეციალისტია.
ნუ მაგალითად შეიძლება მოვიდეს ვიბრაციის სპეციალისტი რომელიც ვიბრაციების განხრით მუშაობს და სწავლობს, და ყველაფერზე გიპასუხებს რაც ამ თემას ეხება. შიძლება იყოს ფერების და ფერების ზემოქმედების სპეციალისტი...
შეიძლება იყოს უმორის არსება და რო მოდის ეგრევე სიცილი გიტყდება უმიზეზოდ. ზოგიერთი არის ძალიან მაღალ სიმკვრივის არსება და ის უფრო ზოგად კიტხვებზე გიპასუხებს, ზოგიერთი ეხლახანს დედამიწაზე იბადებოდა და უფრო კარგად პასუხობს პირად კიტხვებზე იმიტომრომ ამ ყველაფერთან ახლოს არის. და ასეშემდეგ..
ნეგატიური და პოზიტიური არსების გარჩევა ალბათ უფრო ძნელია მაგრამ, მცოდნე მაინც მიხვდება ალბათ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Oct 17 2018, 01:29 AM
Post #50


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სამყაროზე ზოგადი იმფორმაციის მისაღებათ პროფესიონალი ავტორების ჩენელინგები არის საუკეთესო ვარიანტი, არის ძალიან კომპაკტური და ლაკონურად გადმოცემული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 17 2018, 09:17 AM
Post #51


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''როცა მედიუმს და იმ არსებას შორის ხდება მჭიდრო კონტაკტი მედიუმი იმ პოროვნებას გრძნობს იმის ხასიათს იმის ენერგიას და ყველაფერს.
ყველაფერი გადმოიტანე რეალურ ცხოვრებაში. შენ რო შეხვდები აქ ადამიანს ხო ხვდები ეს ადამიანი ნორმალური კულტურულია თუ არის გაძვერა და შენგან რამის წართმევა უნდა.
მერე როცა მაგალითად შენ ათი წელია ფიზიკას სწავლობ და შეხვდი ადამიანს რომელიც გეუბნება რომ მე ფიზიკოსი ვარ, და შენ უსმევ კითხვებს ფიზიკის შესახებ პირველი კითხვიდანვე ხო მიხვდები ეს კაცი ნამდვილად ფიზიკოსია თუ ბოდავს რაღაცეებს? რათქმაუნდა მიხვდები.''''

ანუ ორი კრიტერიუმი გვაქვს: 1) გრძნობებით უნდა მივხდეთ 2) ცოდნა უნდა შევამოწმოთ მათი.

1) ოკულტიზმში ცნობილია ისეთი ნათელი არსებების შესახებ, რომლებსაც ანგელოზებისგან ვერაფრით გაარჩევ თუ არ იცი როგორ. გარდა ამისა არის არსებების კონკრეტული კატეგორია, რომლებიც სწორედ იმით არიან დაკავებულები, რომ ნათელ არსებად, დიად მასწავლებლებად მოგევლინონ და დაგარწმუნონ თავისკეთილმოსურნეობაში. ამას ემატება აზრფორმები, კარგ და მცოდნე არსებებზე, რომელიც ყველა ადამიანის ერთობილი ძალისხმევით იქმნება და კიდევ უამრავი რამ.

2) მე რასაც ვუყურებ ჩენელინგებში ორი ვარიანტია ხოლმე: ან სრულიად არაფრისმთქმელ ბოდვასთან გვაქვს საქმე, ან მიზანმიმართულ სიცრუესთან. ჯერ ერთი, რომ თუ ვინმე მოვა მოსატყუებლად რეალური არსება იმან თავისუფლად შეიძლება გარკვეული ცოდნა გადმოგცეს, და ამ ნამდვილი ცოდნის გადმოცემა ტყუილის ნაწილი იქნება, იმიტომ რომ აბსოლიტური ტყუილი ადვილი გამოსაცნობია. და მეორე საკითხი ისაა, რომ ისეთი რამის შესახებ ცოდნა, რაზეც ჩვენ უშუალოდ არ გვაქვს წვდომა, სულ თავისუფლად შეიძლება ცოდნა გვეგონოს მაშინ როდესაც ფულტლიერი და ყალბი ცნობები აღმოჩნდეს. გადახედეთ ალისა ბეილის წიგნებს, ამისი ყველაზე ნათელი მაგალითია, ოციდაოთხი ტომია დაწერილი ისე, რომ შთაბეჭდილება შექმნას ვითომ დიად საიდუმლოებებს გაზიარებს, ნახაზები, სქემები, ფორმულები, და ასე შემდეგ მაგრამ სრული სიცრუეა, კარიკატურაა ოკულტიზმის, ცარიელი არაფრისმთქმელი სიტყვების კორიანტელია, რომელშიც გახვეულია ის არასწორი იდეები და ის მიზნები, რომელსაც კაცობრიობისადმი მტრულად განწყობილი არსებები ისახავენ მიზნად.


ამ ორი კრიტერიუმით ოკულტიზმში გზის გაგნების იმედის ქონა სრულ გულუბრყვილობამდე მიგვიყვანს... ეგ კი არა სიზმარში პირდაპირ შეიძლება მოგევლინოს იესო და ბუდა და ეჭვს ვერაფრით შეიტან, ვერც ვიზუალურად და ვერც გრძნობის მიერად რომ ნამდვილად იესო შეიძლება რომ არ იყოს. მით უმეტეს იმისათვის რომ იესო დაგესიზმროს შეიძლება თავს იგიჟებდე პრაქტიკებით და მთელ ცხოვრებას უძღვნიდე, ხოდა ამ დროს ის აზრი გებადება: აბა ამდენი ძალისხმევის შემდეგ რასაც მე ვდებ, განა სიცრუეს ვიმსახურებ? განა შეიძლება ჩემთან ნამდვილი იესო არ მოვიდეს, მე ხომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებ? ხოდა ამ აზრის შემდეგ მთავრდება კრიტიკული შეფასების უნარი და ნახვდის ცნობიერების სიცხადევ...


''''ნეგატიური და პოზიტიური არსების გარჩევა ალბათ უფრო ძნელია მაგრამ, მცოდნე მაინც მიხვდება ალბათ.'''

კი მცოდნე ნამდვილად მიხვდება, მაგრამ არა მედიუმი და არა გულუბრყვილო პრაქტიკოსი, რომელსაც ყველაფერი მარტივად ჰქგონია, მაშინ როდესაც არაფერი არაა მარტივად ოკულტიზმში. მარტივი ოკულტიზმი არ არსებობს, არ არსებობს საიდუმლო რომელიც ადვილად შეიმეცნება. მარტივ ეზოთერიკას ვინც ეძებს და რთული ტექსტები აშინებს ის სიცრუისთვისაა განწირული.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 17 2018, 09:26 AM
Post #52


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



William Quan Judge actually offered a further explanation of the matter in “The Vahan” for August 1892 when he wrote that “The Saptarishis as meant by H.P.B. are in a very advanced class of elementals, able sometimes to communicate with man, and by their apparent knowledge to make him suppose them to be high spiritual beings.”

So the Star Rishis are a very advanced group of elemental beings who pretend to be high spiritual beings and it is the case that they usually adopt very grand names, often relating to the stars or constellations or similar such things, in order to deceive, delude, and keep people’s attention away from Truth.

During the early days of the Theosophical Movement very few people could understand what HPB was talking about when that remark of hers about the Star Rishis was published. Today, however, we can see exactly what she was talking about.

The current craze or obsession in the New Age movement with supposed spiritual beings or channelled messages coming from Sirius or Orion or the Arcturians and the so-called “Galactic Federation of Light” depicts the nature and work of the Star Rishis very clearly.

Thousands upon thousands of people around the world sincerely believe themselves to be Arcturians or that they have come to Earth – as “starseeds” – from another Universe or that they are the chosen channel for “King Ra-Ra-Om of Andromeda” or an “Intergalactic Queen of the Crystal Kundalini Dimension” or other such nonsense, which more often than not involves a blasphemous desecration and misuse of sacred Eastern terms, the “Ashtar Command Crew” being another lurid example.

იხილეთ სრულად: https://blavatskytheosophy.com/beware-of-the-star-rishis/


https://blavatskytheosophy.com/the-psychic-...-the-spiritual/
https://blavatskytheosophy.com/the-danger-a...of-channelling/
https://blavatskytheosophy.com/the-whitewas...of-black-magic/


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 17 2018, 06:51 PM
Post #53


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
ვხვდები, რომ ჩვენ საუბარს აზრი ეკარგება. მე არაფერს ვამტკიცებ, არასდროს და არავისთან. თუ მეკითხებიან ვპასუხობ და ვამატებ, რომ ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა. რამდენი წიგნი და სფეროც არ უნდა შევისწავლო, მცოდნედ და სპეციალისტად თავს ვერ დავდებ. არც მაქვს ეს მიზნად. სხვს რამისთვის ვარ აქ მოსული. თქვენი სიტყვებიდან კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოკულტიზმის დიდი მცოდნე ხართ, ამიტომ აქ შევწყვეტ ჩენელინგზე საუბარს. ერთში გეთანხმებით,,ჩვენ დროში უამრავი მავნებლურიმლიტერატურა და ინფორმაციაა შემოდინებული ხალხის დასაშტერებლად,მაგრამ ეს მეთოდი თითქმის ყველა ეპოქაში იყო. ცოდნა გროვდება და მეთოდებიც უფრო დახვეწილი ხდება, ესაა და ეს. გისურვებთ მშვიდობას და სიკეთეს. smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 17 2018, 08:09 PM
Post #54


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 17th October 2018 - 07:51 PM) *
Merlin
ვხვდები, რომ ჩვენ საუბარს აზრი ეკარგება. მე არაფერს ვამტკიცებ, არასდროს და არავისთან. თუ მეკითხებიან ვპასუხობ და ვამატებ, რომ ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა. რამდენი წიგნი და სფეროც არ უნდა შევისწავლო, მცოდნედ და სპეციალისტად თავს ვერ დავდებ. არც მაქვს ეს მიზნად. სხვს რამისთვის ვარ აქ მოსული. თქვენი სიტყვებიდან კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოკულტიზმის დიდი მცოდნე ხართ, ამიტომ აქ შევწყვეტ ჩენელინგზე საუბარს. ერთში გეთანხმებით,,ჩვენ დროში უამრავი მავნებლურიმლიტერატურა და ინფორმაციაა შემოდინებული ხალხის დასაშტერებლად,მაგრამ ეს მეთოდი თითქმის ყველა ეპოქაში იყო. ცოდნა გროვდება და მეთოდებიც უფრო დახვეწილი ხდება, ესაა და ეს. გისურვებთ მშვიდობას და სიკეთეს.

good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 17 2018, 08:16 PM
Post #55


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''თქვენი სიტყვებიდან კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოკულტიზმის დიდი მცოდნე ხართ''''

მე მხოლოდ თავმდაბალი მოსწავლე ვარ. დიდი მცოდნეობისგან ძალიან ბევრი მიკლია. დიდი მცოდნე არაფერ შუაშია, მე უბრალოდ არგუმენტებით ვსაუბრობ. არც თუ ისე ცოტა ჩენელინგების ავტორთან მქონია შეხება და სათითაოდ შემიძლია ჩამოვუყვე და ავხსნა რატომ არის თითოეული სიცრუე. მე ჯერ კარგი ჩენელინგი არ მინახავს, და რაც კარგი მინახავს ისინი ამბობენ, რომ ჩენელინგებიდან კარგს არაფერს არ უნდა ელოდეს ადამიანიო. ხოდა ამ და სხვა მიზეზების გამო შემოვდივარ საუბარში და ვწერ არგუმენტებს და სანაცვლოდ არცერთი არგუმენტი არ მომისმენია ჯერჯერობით.


'''ეს მეთოდი თითქმის ყველა ეპოქაში იყო, ცოდნა გროვდება და მეთოდებიც უფრო დახვეწილი ხდება'''

თქვენ რომელი ძველი მედიუმის სწავლებას იცნობთ? ან ახლა რაც ჩენელინგებში იწერება რომელ ძველ სწავლებაში ისწავლებოდა იგივე? ზედაპირულად 7 ჩაკრა რომ არსებობს და ამეებს არ ვგულისხმობ, ერთიანობაში თუ არის რომელიმე ჩენელინგის ავტორი რომელიც რასაც ასწავლის რომელიმე ძველ სწავლებასთან მოდის თანხმობაში?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 17 2018, 08:20 PM
Post #56


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენ საუბარს აზრი იმიტომ არ აქვს, და საერთოდ ამ ფორუმზე ვინც წერს იმათ უმრავლესობასთან იმიტომ რომ არ აქვს ლაპარაკს აზრი, რომ ყველა თავის აზრზეა და წერს იმას რასაც ფიქრობს, მაგრამ რაიმეს დასაბუთება აზრადაც არ მოსდის არავის. თქვენ თქვენი შეხედულება გაქვთ, რომელსაც ვერ ასაბუთებთ, გარდა იმისა, რომ თქვენ ინტიმური პირადი გამოცდილება გაქვთ, და რადგან ჩემს არგუმენტებზე პასუხი არ გაქვთ, და ვერც გექნებათ იმიტომ რომ არ არსებობს, ამიტომ არ აქვს აზრი საუბარს. ისე კი მართალი ხართ, ნამდვილად არ აქვს აზრი...




--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 17 2018, 08:24 PM
Post #57


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
QUOTE(Merlin @ 17th October 2018 - 09:16 PM) *
მე მხოლოდ თავმდაბალი მოსწავლე ვარ.

ყველა მცოდნე თავმდაბალია. სავსე თავთავი და ცარიელია მაგალითი smile.gif
QUOTE(Merlin @ 17th October 2018 - 09:16 PM) *
ვწერ არგუმენტებს და სანაცვლოდ არცერთი არგუმენტი არ მომისმენია ჯერჯერობით.

ძალიან კარგს აკეთებთ რომ წერთ. კარგს აკეთებთ, რადგან გადმოსცემთ თქვენს ცოდნას.

მე პირადად არ მაქვს გამოცდილება ჩენელინგიდან. მე უბრალოდ ერთი ორი ვნახე და მივხვდი რამხელა სიცრუე იყო. ტდ როგორც ამბობს შეეხო უფრო სხვა ჩენელინგს, მაგრამ მე უკვე ჩენელინგისაკენ არც ვაპირებ გახედვას. არგუმენტები არ მაქვს, მაგრამ რაღაცნაირი სიცრუე ვიგრძენი და ჩემს გრძნობებს დღემდე არ მოვუტყუვებივარ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 17 2018, 08:25 PM
Post #58


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''' მეთოდებიც უფრო დახვეწილი ხდება'''


კი, ნამდვილად დახვეწილი მეთოდია. გონებას გამორთავ და ვისაც რას უნდა იმას ჩაგიტენის თავში და შენ დაიჯერებ, რომ დიად კოსმიურ არსებებთან გქონდა კონტაქტი. ამაზე დახვეწილი ალბათ სამყაროში აღარაფერი არსებობს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 18 2018, 12:49 AM
Post #59


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin
სხვათაშორის, ძალიან გეტყობათ თქვენი მასწავლებლის გავლენა smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 18 2018, 09:29 AM
Post #60


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რომელი მასწავლებელის?


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 04:02 AM