IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ახალი სინამდვილე, ფაქტი
David Monny
post Apr 7 2023, 03:06 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინც მიცნობს იცის, რომ მონისტი ვარ.
არ ვყოფ მატერიალურს და სულიერს.
რაც არის, მთლიანი არის.
რაც არის, სინამდვილეში არც არის, რადგან რომ იყოს, ამავე დროს, აუცილებელია, რომ არ იყოს. ცოტა ხნით მაინც.
ჩვენ დავიღალეთ ამდენი ენით, ამდენი სიტყვით, ამდენი თმენით.
ჩვენ არ ვართ მღვდლები. არც მოსამართლეები. პოლიციელებიც კი არ ვართ. ჩვენ არ გვაქვს თმენის ვალდებულება.
რატომ უნდა ვითმინო ვიღაც მაიას ტომელმა, ვინ შესწირა მსხვერპლად ვიღაც ბუმბულებიან რეპტილიას?
ან, რატომ უნდა ვითმინო ვიღაც წარმართ ქართველს თუ ფალოსის კულტი ჰქონდა მთაში?
ან რატომ უნდა ვუყურო მთელი ცხოვრება შიშველ მამაკაცს, რომელიც არადა არ კვდება, რომ აღდგეს,
არამედ ოცდაოთხი საათი ჯვარზეა გაკრული და იტანჯება? სახლებში? ბინებში? ეკლესიებში? ავტობუსის გაჩერებებთან?
მარშუტკებში? გულმკერდზე კაცის, ქალის, ბავშის? შინაური ცხოველებისაც? (მინახავს ძაღლებს ჰკიდიათ ჯვრები)
მანქანების ტრაკებზე?
რატომ? რატომ არ ჩამოვხსნათ ეს კაცი ყველა ჯვრიდან და დავტოვოთ ცარიელი ჯვრები?
მაგრამ ამათი ამბავი რომ ვიცი, აუცილებლად გამონახავენ ახალ მიზეზს საკუთარი ტანჯვების კონფირმაციისთვის.

ვინც მიცნობთ იცით, რომ ჩემთვის სულ ერთია.
ჩემთვის მატერიალური და სულიერი, მთლიანია და მას ეწოდება ცხოვრება.
ხოლო ვცხოვრობთ ჩვენ, ანუ ცხოვრება ჩვენგან ღებულობს ვალიდაციას და კონფირმაციას.
და ახლა მე რომ ვიტყვი, ცხოვრება - ეს მე ვარ, თქვენ დამეთანხმებით, სხვა გზა არ გექნებათ და მაგიტომ,
თუმცა თქვენ სწორედ ასეთ დროს გიჩნდებათ სურვილი გაქცევის.
თქვენ, როდესაც სხვა გზა არ გაქვთ, ამ გზას იგონებთ და მერე მირბიხართ მასზე.

ცხოვრება - ეს შენ ხარ. ეს არის ჩემი ახალი სინამდვილე.
ჩვენ იმდენად დავმძიმდით, ისე გვამძიმებს ჩვენი წარსული, რომ უკვე შეუძლებელი ხდება არდაკიდება.
ჩვენ დიდი ხანია გვკიდია.
ჩვენ გვეგონა, ასე გადავრჩებოდით.
ჩვენ შევცდით.
არაერთხელ.
კიდევ ერთხელ.
მერამდენედ?
ეგეთებიც გვყავს, შეცდომებს რომ გვითვლიან. მეტი საქმე რომ არ აქვთ.

ერთი სიტყვით, იმას ვამბობ, რომ ჩენ უკვე ზედმეტად ბევრი სიტყვა ვიცით და ამ სიტყვების უმრავლესობა
სინონიმებია, როგორც პრიუსებით სავსე თბილის ქალაქი. პრიუსი, პრიუსი, პრიუსი, ან ფორდ ფორდ ფიუჟენი, ფორდ ფიუჟენი, ფორდ ფიუჟენი.
ჩვენ ბევრი სიტყვა გვაწევს ზურგზე, როგორც ლოდი სიზიფეს.
ჩვენ გვაწევს დიდი პასუხისმგებლობა.
რაც ეპატიებოდა ნიუტონს, არ გვეპატიება ჩვენ.
რაც ეპატიებოდა გოეთეს, არ გვეპატიება ჩვენ.
რაც ეპატიებოდათ იდიოტებს, მაგალითდ, ოშოს, უსპენსკის, ბლავაცკაიას და ა.შ.
არ გვეპატიება ჩვენ.
რაც ეპატიებოდა იესოს, არ გვეპატიება ჩვენ.
რადგან ისინი ცხოვრობდნენ ჩვენამდე.

რაც ეპატიებოდა ილიას, არ გვეპატიება ჩვენ, რადგან ბავშვმაც კი იცის ვინ არის კაკო.
ბავშვმაც კი იცის, რომ წყალზე სიარული არ შეიძლება.
არც წყლის ნაყვა. არც ყლაპვა. თუ მარილიანია და არის ზღვის. მკვდრის მითუმეტეს. (მკვდარი ზღვა იმდენად მარილიანია, ვერ ჩაიძირები)

ერთი სიტყვით, ჩვენ გვაქვს ვალდებულება.
ჩვენ იმაზე მალე უნდა შევთანხმდეთ ხოლმე, ვიდრე რომის სენატში, ან ბაგრატიონების უკანა ეზოში თანხმდებოდნენ.
ჩვენ უკვე ზედმეტად ბევრი სიტყვა ვიცით.
ჩვენ ყველაფერშიკები ვართ. ცოტა ის, ცოტა ის, ცოტა ის. სიტყვები მოქრიან ქარ და ქარ.
ჩვენ კვანტური მექანიკაც კი დაგვაძალეს, ისევე, როგორც ინტერნეტი, ისევე როგორც ძუძუს წოვა თავის დროზე,
ისევე როგორც არჩაფსმა, ანუ შარდის შეკავება, ისევე როგორც, ჭამა და ა.შ.

ჩვენ მალ-მალე უნდა შევთანხმდეთ ხოლმე. ენტროპია გაზრდილია. ჩვენ სწრაფად ვიფანტებით, ვიდრე ვთქვათ მე-18 საუკუნის ბურჟუაზია, ან რევოლუციონერები.
ჩვენ უკვე გავიფანტეთ პრინციპში.
და რაც დაგვრჩა ჩვენი თავებისგან, იმათ მივმართავ.

ჩვენ არ ვართ ადამიანები. აქედან უნდა დავიწყოთ.
ჩვენ ვართ ცნობიერება. ეს კარგი სიტყვაა. მალევე უნდა შევთანხმდეთ ამაზე.
და თუკი ეს გასაგებია, მაშინ ეს ცნობიერება, უნდა ვაღიაროთ, არის ერთადერთი რაც ნაღდად ვართ.
სხვა ყველაფერი სათუოა.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ სიტყვად ცნობიერება ვაღიაროთ.
და თუ შევთანხმდით, მაშინ ვაღიაროთ, ამ ცნობიერებას რაღაც სჭირს. ჩვენ რაღაც გვჭირს.

ჩვენ გვჭირს ახალი სინამდვილე. მეცნიერები, ანუ ტიპები, ვინებმაც საუკუნეობრივი ვენდეტა განახორციელეს
რელიგიურ ინსტიტუციებზე, ამბობენ, რომ რაც არის, ანუ არსებობა, 4 ფუნდამენტური ურთიერთქმედებისგან შედგება.
1. რადიაცია, ანუ სინათლე, ანუ ელექტრო მაგნეტიზმი. 2. სუსტი ურთიერთქმედება. 3. ძლიერი ურთიერთქმედება. 4. გრავიტაცია.

ჩემმა პირადმა პოზიციამ კი ახალ სინამდვილემდე მიმიყვანა, სადაც ვმოქმედებ მე, მე-5 ფუნდამენტური უერთიერთქმედება.
და მე მქვია სუპერპოზიცია, როგორც ცნობიერება.

სამეცნიერო საზოგადოებას ვთავაზობ მე-5 ფუნდამენტურ ურთიერთქმედებას ჩემი სახით.
და მე ვარ ცნობიერება. და ვარ მთლიანი.
თ უ მ ც ა აღმოჩნდა, რომ როგორც 4 ძალა არის სუპერპოზიციაში, ასევე მე-5 ძალაც, სუპერპოზიციაშია.
რას ნიშნავს სუპერპოზიცია?
სუპერპოზიცია არის მდგომარეობა, რომელშიც საგანი, იმყოფება ყველგან ერთდროულად, მანან, სანამ მას არავინ აკვირდება.

ახალ სინამდვილეში ასევეა ცნობიერებაც. მე ვარ ყველგან, სანამ დამკვირვებელი არ ჩნდება ჩემში.
ანუ დაკვირვების პროცესი იწვევს ჩემს კოლაფსირებას ერთ კონკრეტულ ბაბლში, წრეში, ჩარჩოში.

როგორც ყველაფრის ბოლოს, აქაც ვკითხულობ, და პრობლემა რაშია?
პრობლემა იმაშია, რომ დამკვირვების მომენტში, ყურადღება მთლიანად წყდება მთლიანობას.
და როდესაც წყდება, იწყება მცდელობა უკან დაბრუნების, შეერთების, იოგის, რე ლიგიის. (ორივე სიტყვა ერთს აღნიშნავს, შეერთებას, შერწყმას მთლიანობასთან)
და ეს მცდელობები, გადაგვივიდა ჩვევებში, რიტუალებში, როგორც კბილების გამოხეხვა, ტრაკის გამოწმენდა,
მარკეტებში ემოციური შოპინგი, უშინაარსო სქროლვა და ა.შ.

ფაქტია, ეს არ შველის. ფაქტია, რაღაც ნიტოა.
და ფაქტია, რომ თუკი ცნობიერების დამკვირვებელში კოლაფსირების დროს ყურადღების ნაწილი დარჩება
მანამდელ მდგომარეობაში, (ანუ ყველგან მყოფობის, ანუ სუპერპოზიციაში) მაშინ დადგება ნანატრი მშვიდობაც, შანტი.
ეპიფანია, ნირვანა, მოკშა, ფანა, სამადჰი, სამოთხე.
ამაზეც შევთანხმდეთ. ვიცით, რომ სინონიმებია. ვიცით, რომ ბევრი პრიუსი დადის მსოფლიოში. სხვადასხვა მფლობელით,
მაგრამ პრიუსი, პრიუსია.
და ჩვენც, ამ ახალ სინამდვილეს დავარქვათ სუბსტანციური მონიზმი, ანუ ცნობიერი სუპერპოზიცია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 10 2023, 04:05 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მონსტრი რატომ ხარ, დავით? smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 11 2023, 06:01 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ 10th April 2023 - 04:05 PM) *
მონსტრი რატომ ხარ, დავით?

ვარ მონსტრი? ვარ დავითი? David Monny-ის გადაკეთება მინდოდა კაი ხნის წინ
შენ მითხარი თუ ზეტმა, არ კეთდებაო. მერე ხელმოწერაში დავწრე. მე ტატო მქვია.
გვარად ჩხენკელი, თუმცა მონსტრიც არ ჟღერს ურიგო. ტატო მონსტრი. თუმცა
რამე ბერძნული, ან რომაული ბოლოსართი მოუხდება. მარცვლებსაც გაზრდის. ტატო მონსტრიუსი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 11 2023, 11:31 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
smile.gif მონსტრი არა ის კიდე, მომინდომა ამან მონსტრობა. დიდი პატივია ეგ. კაი ვხუმრობ, ისე ხო, ამ რეალობაში ტატო ხარ და ისე სული. რავი, გინდა მონსტრი იყავი, რა მნიშვნელობა აქვს smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 09:21 AM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 11th April 2023 - 11:31 PM) *
გინდა მონსტრი იყავი, რა მნიშვნელობა აქვს

არანაირი, მაგრამ მონსტრი რაღაც ახალია. აქამდე არ დაუძახიათ laugh.gif


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 12 2023, 04:09 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif

ვაიმეე, მონისტი ყოფილხარ! biggrin.gif biggrin.gifbiggrin.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Apr 12 2023, 04:13 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 997
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე კიდევ მინისტრი წავიკითხე და ვიფიქრე ამათ აქ რა უნდათ მეთქი


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 05:24 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 04:09 PM) *
ვაიმეე, მონისტი ყოფილხარ!

ღადაობ. ახლა დავწვი მაგ სიტყვიდან რომ წასულხარ :დდდდდ


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 05:25 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმხელა ლონგ რიდი გამოვაცხე, ეგ სიტყვა აღარც მახსოვდა. თან პირველივე წინადადებაში დამიწერია :დდდდდდდდ


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 05:30 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(elli @ 12th April 2023 - 04:13 PM) *
მე კიდევ მინისტრი წავიკითხე და ვიფიქრე ამათ აქ რა უნდათ მეთქი

ეგენი ყველგან არიან. როგორც ჭკვიანი ბერძენი გენერალი, პერიკლე ბრძანებდა,
შენ რომ არ ინტერესდები პოლიტიკით, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა არ დაინტერესდება შენითო.

ისე, თეა წულუკიანი ისეთ ხოდზეა. რამე სიპი რო მიცეს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული
დაფარული ცოდნისა და პარამეცნიერებების სამინისტროს ააიპ-ი :დდდდ
ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მინისტრად დაინიშნოს ზეტი!


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 05:36 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



By the way, 100%-ით დარწმუნებული ვარ, ფორუმზე, ქოცის ინფორმატორი გვეყოლება,
რომელიც თვეში ერთხელ, ან რამოდენიმეში, უკაკლავს თეას აქაურ ჰაილაითებს.
ასევე ეყოლება თავისი კაცი (ქალი?) საპატრიარქოს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 12 2023, 05:39 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(David Monny @ 12th April 2023 - 05:30 PM) *
ისე, თეა წულუკიანი ისეთ ხოდზეა. რამე სიპი რო მიცეს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული
დაფარული ცოდნისა და პარამეცნიერებების სამინისტროს ააიპ-ი :დდდდ
ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მინისტრად დაინიშნოს ზეტი!

David Monny
ზეტი ეგეთ ბანძ ამბებში ხელებს არ გაისვრის smile.gif) არა ზეტ?! სხვა სამინისტროშია კაი ხანია უკვე biggrin.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 05:46 PM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 05:39 PM) *
ზეტი ეგეთ ბანძ ამბებში ხელებს არ გაისვრის ) არა ზეტ?! სხვა სამინისტროშია კაი ხანია უკვე


აბა, ჩემ თავს ხო არ დავნიშნავდი? ვიცი. ზეტისთვის თეას მინისტრობა შეურაცხმყოფელია. (ჩემთვისაც)
ქოცობა ტეხავს. ისე, განვითარებულ ქვეყნებში, სამინისტროს დონეზე არა, თუმცა აშკარად მეტი რესურსები
აქვთ პარამეცნიერულ საზოგადოებას. მაგალითად MUFON


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 12 2023, 06:04 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
აქ, მაგ მიმართულებას საპატრიარქო ითავსებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 06:12 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 06:04 PM) *
აქ, მაგ მიმართულებას საპატრიარქო ითავსებს

გარეგნობაზე არასდროს ვხუმრობ. ამ ერთხელ შემინდოს პროტოპრესვიტერმა ზვიადაძემ.
არის ერთი მამათავარ-მღვდელმთავარ-მთავართმთავარი, იაკობი.
ცალი თვალი, ბუკვალურად, კომპასივით, სულ ჩრდილოეთს უჩვენებს.
თვალები ჟან-პოლ სარტრივით კი აქვს, თან გიყურებს და თან არ გიყურებს. სუპერპოზიციაშია.
მე თვითონ სულ ვფიქრობდი, რომ ნამდვილ ფილოსოფოსს, სწორედ ასეთ მზერა უნდა ჰქონდეს.
როგორც ჟან-პოლ სარტრს.
და, ეს ჩვენი, ჟან-პოლ იაკობიც, სუპერპოზიციაშია. მაგას ახლა ქვია ასე ფოე-ფოე სახელი, თრემ ბავშვობაში შაშუბეშას ვეძახდით.
ხოდა, ეგ ითავსებს უცხოპლანეტელებს, ჯინებს, ტროლებს, ქარიბდებს, ოჩოპინტრეებს, ბაბა იაგებს, ჰარპიებს, ელფებს და ა.შ.
სახიფათო კაცია ჩვენი ჟან-პოლ შაშუბეში.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 12 2023, 06:18 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მგონო ფორუმს ვფლუდავთ, როგორც მოდერატორს, მევალება ამის შეხსენება biggrin.gif ახალ სინამდვილეს და მის ირგვლივ თემას აშკარად გავცდით smile.gif) სორრი. ისე კი, ბევრი სახიფათო სუბიექტია ქართულ ეკლესიაში, მაგრამ ეგ მათი პრობლემაა, ჩვენი იმ მხრივაა, რომ სახელმწიფო საქმეებში ნორმაზე მეტად ერევიან.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 06:25 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 06:18 PM) *
ჩვენი იმ მხრივაა, რომ სახელმწიფო საქმეებში ნორმაზე მეტად ერევიან.

დიახ. არ შემიძლია არ დაგეთანხო, რადგან სახელმწიფო - ეს მე ვარ. ვიმეორებ პოლ ვალერის სიტყვებს.
და შენ ხარ. და ყველანი, ჩვენ, ვართ საქართველოს რესპუბლიკის და სახელმწიფოს მოქალაქეები. და მათი გრძელი ცხვირები
30 წელია ფეხებში გვედება.

ახალ სინამდვილეს კი. პაწა წავფლუდეთ, მარა არაუშავს.
ჩვენ ბევრი იდენტობა გვედება ფეხებში.
ჩვენ არ ვართ მღვდლები. არც მინისტრები.
ჩვენ ვართ ცნობიერება, ომელიც სუპერპოზიციაშია, როგორც ჟან-პოლ სარტრის მზერა.
უბრალოდ, მუდამ ცალი თვალით ვხედავთ. ესაა პრობლემა.
როდესაც ვიღვიძებთ დილით, ღმერთი იძნებს მაშინ
და როდესაც ვიძნებთ ღამით, მაშინ იღვიძებს ღმერთი.
ცნობიერების წყვეტა გვჭირს. ყურადღება, როგორც პინგ-პონგის ბურთი, ხტუნავს.
ხან მთლიანობაშია, ხან სეპარატირებაში.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 06:28 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენ უნდა დავრჩეთ სუპერპოზიციაში. ესაა ჩვენთვის კონსტიტუციურად განკუთვნილი ძალდაუტანებელი, ბუნებრივი მდგომარეობა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 12 2023, 06:30 PM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
შენ თუ თვლი რომ ცალი თვალით ვხედავთ, ოპტიმისტი ყოფილხარ smile.gif მე მგონია რომ ვიცით, რომ ხედვა არსებობს და სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ ვხედავთ, ხანდახან გავახელთ ხოლმე ოდნავ თვალს და ეგრევე ვხუჭავთ და გვგონია, რომ რაღაცას ვხედავთ smile.gif გვძივას და სიზმრებს ვხედავთ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Apr 12 2023, 06:57 PM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 12th April 2023 - 06:30 PM) *
გვძივას და სიზმრებს ვხედავთ

ოკ. გეთანხმები. ორი პოზიციაა. ძილი და ღვიძილი. (ეს პოლო სიტყვა მაინც შეიცავს ძილს ფუძეში, დააკვირდი).
ის, რასაც ჩენ ღვიძილს, ანუ სიფხიზლეს ვეძახით, სიზმარია, ჩვენი ცხოვრების გზა და შორეული ცის სილაჟვარდე.
გნებავთ პოეზია დავარქვათ. სისულელეა ანუ. ტყუილი.
ერთი მშვენიერი დღეი იყო, როცა გადავწყვიტეთ, რომ სიმართლე დასუსტდა ჩვენს თვალში.
ეს მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მეცნიერული საზოგადოება შეთანხმდა პოზიტივიზმის მონიზმზე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალიზმზე. კიდევ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალურ მონიზმზე.
მათ თქვეს, სული იხსნება საქციელით. დაიბადა ბიჰევიორიზმი. საქციელიზმი.
მე თვითნ ვფიქრობ ხშირმა და აკვიატებულმა სახარების კითხვამ უქნათ ეგ, სადაც ქრისტე ამბობს, საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ.
მათ თქვეს, თუ ჩვენ სულები ვართ, მაშინ ჩვენი საქმე, ანუ საქციელი, გამოგვაჩენს ჩვენს.
ასე დაიბადა პოზიტივიზმი, ანუ ბიჰევიორიზმი.
პლუს ამას, აღვნიშნოთ მაინც, მეცნიერულმა წრეებმა, საუკუნოვანი ვენდეტა განახორციელეს რელიგიურ ინსტიტუციებზე.
ადრე ხო ისინი ამწყვდევდნენ ბნელ, სველ, ნესტიან და მყრალ დილეგებში ამათ. სანამ არ დალპებოდნენ ცოცხლად.
ვინც გადარჩებოდა, ინკვიზიციის ცეცხლს აძლევდნენ.
ინდუსტრიალიზაციამ, მნამდე განმანათლებლობა, სულ მანამდე კი რენესანსმა, სამეცნიერო საზოგადოებას ძალა აგრძნობინა.
ხოდა, მაინც პირუტყვები ვართ ეს ჰომო საპიენსი. გულში ჩადება ვიცით და ვენდეტა გვწყურია, როგორც კოკა-კოლა, ან რედ ბული.
ბევრმა შეიძლება არ იცოდეთ, თუმცა უდიდესი გამბედაობაა საჭირო ასწავლო ბიოლოგია აკადემიურ საზოგადოებაში და გეკიდოს ჯვარი.
ან კომპასიანი ხალიჩით მოძრაობდე.
ერთი სიტყვით ცუდ ტონად ითვლება თუ პროფესორი ხარ და არ ხარ ათეისტი. სულ მცირე აგნოსტიკოსი მაინც.
ცერად გიყურებენ. თქვენთან ერთად არ ივლიან შაბათობით ბოულინგის კლუბში.

ერთი სიტყვით. ცალი თვალი, ესაა საქციელის მხედველი.
სულ არის ორი თვალი. შივა და შაქტი.
შაქტი, ეს საქციელია. სიზმარი. მოქმედება. მოძრაობა.
შაქტიში არასდროსაა მშვიდობა, ამიტომ გვაქვს რეგულაციები. საგზაო მოძრაობისაც კი.
კუმ იცის როგორ იმოძრაოს ტყეში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება 1000 შუქნიშანი და 2000 საგზაო მონიშვნა, ზებრა, დაწოლილი პოლიციელი
და მაინც ათიათასობით ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევებში.
ბარემ აქვე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმრავლესობა
ხდება იმის გამო, რომ მძღოლს საჭესთან ეძინება. თუმცა იმას კი აღარ აყოლებენ, თუ რამდენ ვინმეს ეძინება
მათი სტატისტიკური მონაცემების მოსმენისას.

მოკლედ, ცხადიც სიზმარია, როგორც შენ თქვი. შაქტიში ბნელა. აქ ძალიან ბნელა.
აქ სულ ბნელა. ამიტომ გვჭირდება კონსტიტუცია, რომ არ დავჭამოთ ერთმანეთი.

აქ არაა მშვოდობა. იესო მე ჭკვიან კაცად მიმჩნდა, რადგან სიმართლეს, სიმართლედ ასაღებდა.
ყოველშემთხვევაში იმ სიმართლეს, რაც ატავდ მიაჩნდა სიმართლედ. კერძოდ, ის მართალი იყო,
როცა ამბოდა, მე ცეცხლი და მახვილი მოვიტანე და არა მშვიდობაო. შაქტიში არაა მშვიდობა.
ყველა მშვიდობა, ტყუილია. მაგიტომაც დააყოლა, როცა იტყვიან, მშვიდობა და კეთილდღეობაო,
ე, მანდ გატყუებენო.

ერთი სიტყვით, შაქტიში სულ ომია. შაქტის აქვს 80 მილიარდი იდენტობა (ადამიანების რაოდენობაა
ვისაც დღემდე უცხოვრია დედამიწაზე და მომკვდარა) პლუს 8 მილიარდი ცოცხალი.
აგრეთვე 8 მილიონი ცხოველის სახეობა. კიდევ მაგდენი მცენარის და ა.შ. ეს სულ შაქტია.
აქ იპოვო შენი თავი იგივეა ნემსი იპოვო თივის ზვინში. სისულელეა აქ ძებნა.

სამაგიეროდ და საბედნიეროდ არის მეორე თვალი. შივა.
ეს არის არაფერი. ანუ სუპერ პოზიციის მეორე მხარე. პინგ-პონგის მაგიდის ბადის იქითა მხარე.
რომელიც ცარიელია.
შაქტიში სულ მშვიდობაა.
ლამაზი ხარ როცა გძინავსო. არის ასეთი გამონათქვამი.
მართალია.

ჩვენ სულ ცალი თვალით ვიყურებით. ხან შივადან, ხან შაქტიდან.
ქალი და კაცი, ან კაცი და ქალი (სექსიზმში არ ჩამომერთვას).
ჩემთვის სულ ერთია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 09:33 PM