Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ თუ ვინმემ რამე იცის ამის შესახებ

Posted by: saba Oct 26 2014, 06:34 PM

ვიცი ადამიანი, ჩემს ქალაქში რომელიც რაღაც წიგნიდან ვარჟიშებს აკეთებდა... ცოტა ხანში დაიწყო სანთელზე ცეცხლის წაკიდება (უყურებს და ისე ანუ რა) და როგორ აკეთებს ამაას?

Posted by: Altariel Oct 27 2014, 12:52 PM

ტელეკინეზი

Posted by: Matus Apr 15 2015, 08:35 PM

მატერიაში არსებული ენერგიისა და ვიბრაციების მართვით. ანუ ტელეკინეზით.

Posted by: FERRE Apr 17 2015, 10:20 AM

ვინც უპასუხეთ საბას თქვენ თუ შეგიძლიათ მსგავსის გაკეთება? ან ნებისმიერ სხვა ფორუმელს?

Posted by: natuka Apr 19 2015, 05:11 PM

saba
კიდევ სხვა რამ შეძლო??

სანთლის ანთების "ფოკუსები" გვინახავს თეთრი ფოსფორით.

Posted by: Matus Apr 19 2015, 05:11 PM

ციტატა(FERRE @ Apr 17 2015, 10:20 AM) *
ვინც უპასუხეთ საბას თქვენ თუ შეგიძლიათ მსგავსის გაკეთება? ან ნებისმიერ სხვა ფორუმელს?


ტელეკინეზის ათვისება არცისეთი ადვილია . ელემენატლურის გაკეთება შეიძლება ერთ თვეში შეძლო. ვინაიდან ტელეკინეზით დაკავებული არ ვარ არც ვვარჯიშობ , მაგრამ წყალზე პირქვე დადგმული ერთჯერადი ცელოიდის ბაკლის ამოძრავება შემიძლია. ადამიანის გონება , ტვინი , არის მთავარი ნერვული სისტემა. როდესაც ხელით ეხები საგანს , შენ შეხებას ტვინის საშუალებით გრძნობ . ხელებში მდებარე ნერვული დაბოლოებები აქტიურად გადასცემს ტვინს ნებისმიერ შეხებას , ასევე უმცირესი ნაწილაკების. მაგრამ იშვიათი თუ შეიგრძნობს ამ უმცირეს ნაწილაკებს. ასევეა მხედველობა , თვალი ვერ ხედავს , არამედ ის აღიქვავს და დასამუშავებლად ტვინს გადასცემს მიღებულ ინფორმაციას. მაგია , ანუ ყოველივე ზებუნებრივი შესაზლებელია იმ შემთხვევაში ,თუ ადამიანი შეიგრძნობს და ხედავს ტვინით , ხელებისა და თვალების გარეშე. თუ ამას ვერ განავითარებ , ინტერნეტში დადებული მასალების მიხედვით მაქსიმუმ რამოდენიმე სანტიმეტრზე გადაადგილო ძალიან მსუბუქი ნივთი.
ხოლო ამის დასამუშავებლად გირჩევ აქტიურ მედიტაციას. გონებით უნდა შიგრძნო მთელი სხეული. ეს ეტაპები რასაც გეუბნები არც მე მაქვს დამუშავებული მაგრამ მონდომებული ვარ.
პირველ რიგში გონება არ უნდა გამოიტენო ათასგვარი სისულელით , მითუმეტეს კოპიუტერული თამშებით ანდა ფილმებიდან მიღებული შთაბეჭდილებებით. ნუ შეიქმნი ფანტაზიებს რომ ის რასაც ფილმებში ხედავ რეალურია ამ ცხოვრებაში. ასეთი მონდომება დაამსხვრევს შენს ნებისყოფას და ყველა მოლოდინს. თუ შეუდექი ამ საქმიანობას უნდა გესმოდეს ,რომ შეიძლება ყველაფერი ისეთი არ იყოს როგორც შენ გინდა.
(ეს დარიგება იმ შემთხვევაში თუ არ იცი ელემენტალური , თორე არც მევარ დიდი მცოდნე biggrin.gif )

Posted by: Plasmodium Apr 21 2015, 02:16 AM

"ზეშესაძლებლობებიდან" ტელეკინეზი ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. ზედმეტად ბევრი დრო და ენერგია მიაქვს და შედეგიც არც ისე შთამბეჭდავია. უფრო საინტერესო, უსაფრთხო და ადვილად მიღწევადი პრაქტიკებიც არსებობს.
მაგალითად, ბორის სახაროვი თავის წიგნში წერს, რომ რაჯა-იოგას შესწავლის დროს მისი ყურადღება ერთმა ადგილმა მიიქცია, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ადამიანი მოახდენს ყურადღების კონცენტრირებას ცხვირის წვერზე, გარკვეული დროის შემდეგ იგრძნობს არაამქვეყნიურ კეთილსურნელებას, ხოლო თუ მოახდენს კონცენტრირებას ენის წვერზე - იგრძნობს არაამქვეყნიურ გემოს. ამის შემდეგ დაიწყო პრაქტიკა, ყოველდღე, 15-20 წუთი. 20 დღის შემდეგ პირველად იგრძნო უაღრესად სასიამოვნო, ტკბილი სურნელი, რომელიც ერთი წამი გაგრძელდა. ცოტა ხნის შემდეგ ის უკვე ახერხებდა სურვილისამებრ გამოეწვია ნებისმიერი სურნელი. ყველაზე საინტერესო ის არის რომ უნარს არ ჰქონდა ჰალუცინაციური ბუნება. ანუ შეეძლო არა მხოლოდ წარმოედგინა, არამედ ეგრძნო კიდეც რეალურად არსებული საგნების სურნელი ძალიან შორ მანძილზე. მაგალითად, რა ყვალილი იყო მეზობელ სახლში. იგივე შედეგი მიიღეს სხვებმაც.
მე რომ არ მეზარებოდეს და ძალიან მინდოდეს რამე პარანორმალურის გამოცდა, ამით დავიწყებდი wink.gif

Posted by: td......... Apr 21 2015, 10:44 AM

Plasmodium
შენ ხო არანაირი პარანორმალური მოვნელის არ გჯერა და რათ გინდა?! ჯობია სალათი ჭამე.. biggrin.gif

Posted by: Plasmodium Apr 21 2015, 07:54 PM

td.........
რატომ უნდა "დავიჯერო" ან "არ დავიჯერო"? თუ მექნება დრო და სურვილი დავტესტავ და ზუსტად მეცოდინება crazy.gif

Posted by: td......... Apr 21 2015, 09:03 PM

Plasmodium
ანუ არ გეცოდინება არასდროს! wink.gif

Posted by: Plasmodium Apr 21 2015, 11:02 PM

td.........
შეიძლება. მერე? biggrin.gif

Posted by: td......... Apr 22 2015, 09:18 AM

Plasmodium
მერე წადი და სალათს მიხედე.. biggrin.gif

Posted by: blmpamp1ftg Feb 25 2017, 08:46 PM

QUOTE(saba @ Oct 26 2014, 06:34 PM) *
ვიცი ადამიანი, ჩემს ქალაქში რომელიც რაღაც წიგნიდან ვარჟიშებს აკეთებდა... ცოტა ხანში დაიწყო სანთელზე ცეცხლის წაკიდება (უყურებს და ისე ანუ რა) და როგორ აკეთებს ამაას?



პირველ რიგში გეტყვით რომ , ყველაფერი შესაძლებელია. ეს ადამიანი კი , განსხვავებულია. ამას ზუსტად ვერ გეტყვით რა არის (ანუ სახელი) მაგრამისე ვიცი. ეს ნიჭია , ან უნარი რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს და განივითაროს. ეს უნარი ადამიანს აძლებინებს რომ მან შექმნა , გააქროს და მართოს ცეცხლი. ასევე არსებობს სხვანაირი ასეთი უნარების: წყლის მართვა, მიწის მართვა, ჰაერის მართვა, ნივთების გონების ძალით გადაადგილება(ტელეკინეზი), აზრების წაკითხვა(ტელეპატია) და ა.შ. თუ უფრო მეტი გაინტერესებთ შეგიძლია დამიმეგობრდეთ Facebook - ზე Nika Beridze

Posted by: blmpamp1ftg Feb 26 2017, 06:28 PM

QUOTE(Plasmodium @ Apr 21 2015, 02:16 AM) *
"ზეშესაძლებლობებიდან" ტელეკინეზი ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. ზედმეტად ბევრი დრო და ენერგია მიაქვს და შედეგიც არც ისე შთამბეჭდავია. უფრო საინტერესო, უსაფრთხო და ადვილად მიღწევადი პრაქტიკებიც არსებობს.
მაგალითად, ბორის სახაროვი თავის წიგნში წერს, რომ რაჯა-იოგას შესწავლის დროს მისი ყურადღება ერთმა ადგილმა მიიქცია, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ადამიანი მოახდენს ყურადღების კონცენტრირებას ცხვირის წვერზე, გარკვეული დროის შემდეგ იგრძნობს არაამქვეყნიურ კეთილსურნელებას, ხოლო თუ მოახდენს კონცენტრირებას ენის წვერზე - იგრძნობს არაამქვეყნიურ გემოს. ამის შემდეგ დაიწყო პრაქტიკა, ყოველდღე, 15-20 წუთი. 20 დღის შემდეგ პირველად იგრძნო უაღრესად სასიამოვნო, ტკბილი სურნელი, რომელიც ერთი წამი გაგრძელდა. ცოტა ხნის შემდეგ ის უკვე ახერხებდა სურვილისამებრ გამოეწვია ნებისმიერი სურნელი. ყველაზე საინტერესო ის არის რომ უნარს არ ჰქონდა ჰალუცინაციური ბუნება. ანუ შეეძლო არა მხოლოდ წარმოედგინა, არამედ ეგრძნო კიდეც რეალურად არსებული საგნების სურნელი ძალიან შორ მანძილზე. მაგალითად, რა ყვალილი იყო მეზობელ სახლში. იგივე შედეგი მიიღეს სხვებმაც.
მე რომ არ მეზარებოდეს და ძალიან მინდოდეს რამე პარანორმალურის გამოცდა, ამით დავიწყებდი wink.gif


გამარჯობა , მე ნიკა ვარ. ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა. გთხოვთ თუ არ შეწუხდებით დამიმეგობრდით ან აიღეთ ჩემი მეგობრობის თხოვნა. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: monarqi Jul 6 2017, 05:27 PM

არც კი გამიგია ეგეთი წიგნის შესახებ

Posted by: jarmen Sep 21 2017, 10:18 PM

QUOTE(saba @ Oct 26 2014, 06:34 PM) *
ვიცი ადამიანი, ჩემს ქალაქში რომელიც რაღაც წიგნიდან ვარჟიშებს აკეთებდა... ცოტა ხანში დაიწყო სანთელზე ცეცხლის წაკიდება (უყურებს და ისე ანუ რა) და როგორ აკეთებს ამაას?


მაგ ფენომენს ქვია პიროკინეზი

აქ ჩინელი ოსტატი იყენებს ჩის ენერგიას
https://www.youtube.com/watch?v=wYVdhKVb9WE

ამ ვიდეოებში ნახავ პიროკინეზის დემონსტრაციას, პირველ ვიდეოში არის შენი ნახსენები სანთლის ანთება
https://www.youtube.com/watch?v=o43mxPnwJvA
https://www.youtube.com/watch?v=DsLO-mqogUw

P.S: ტელეკინეზი და პიროკინეზი განსხვავდება...

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)