ისა, რა მაინტერესებს იცით? ამ ფორუმს ადრე ძალიან ბევრი აქტიური წევრი ჰყავდა, მაგრამ უცბად სადღაც გაქრა ეს ხალხი, ან ძაააალიან იშვითად თუ შემოიხედავს ხოლმე. მაშინ როდესაც ერთ დროს პოსტების რეკორდსმენი იყო (ომამდე).
აი მაგალითად san, blanca, Uma, vkh, anuchi, Taa და სხვებიც კიდო. სად გაქრა ეს ხალხი?
ნუთუ ესეთი უინტერესო ფორუმი ვართ?
Emigranti ვისი ნიკიც აქ გიწერია ყველას ამბავი ვიცი და ერთს კომპი აუფეთქდა, სხვებს ბავშვები გაუჩნდა და ამ ვირტულაური თამაშისთვის აღად სცალიათ..ერთს აღარ აინტერესებს და მეორეს კიდევ არ ვიცი, მგონი საზღვარგარეთაა
TeO
რაღაც შეკრებებიც მოიკოჭლებს ამ ბოლო დროს
Emigranti
ჩემი თავი მახსენდება ამ ერთი წლის წინ ამ ფორუმზე, მეც მიკვირდა და ვეძებდი ასე, როგორც შენ „გამცდენ“ წევრებს.
ახლა შევეჩვიე, რადგან ხშირი შემთხვევებია ასეთი.
მე ჩემს თავზე იმას ვიტყვი, რომ ასეთ ხალხს, ამ ფორუმის უმრავლესობაზე მაქვს საუბარი, მთელი ცხოვრება ვეძებდი და ახლა არაფრით არ დავკარგავ))))
თუმცა შესაძლებელია მეც არ შემოვიდე ხან რომ დავწერო, წაკითხვით კი თითქმის არ არსებობს დღე, რომ არ წავიკითხო ახალი პოსტები
Emigranti
მე გთავაზობთ ყოველ დღე ადმინმა სია ამოიკითხოს და თვის ბოლოს გამოვლინდეს ყველაზე აქტიური ფორუმელი. დავაწესოთ ნომინაცია თვის და წლის საუკეთესო ფორუმელი, თვის და წლის საუკეთესო პოსტი. ასევე შატალისტები დაისაჯონ ხოლო აქტიური წევრები წავახალისოთ საჩუქრებით.
"თვის ყველაზე არაეზოთერიკოსი" მპოსტავის ნომინაციაც იყოს რა
მე მაგალითად მინიმუმ კვირაში ერთხელ შემოვდივარ და ვათვალიერებ აქაურობას
გილოცავთ, ფორუმის მოსახლეობის რაოდენობამ სამასიან ზღვარს გადააბიჯა. აპლოდისმენტები
ჩავარდნილია აშკარად ფორუმი! გამოვცოცხლდეთ,ყველას მოგიწოდებთ!
კაი იქნებოდა ცოტა რო დავეხმაროთ ფორუმს გამოცოცხლებაში არავის იდეა არ გაქვთ რა შეიძლება გავაკეთოთ???
ამ ფორუმზე იმდენი ინფორმაციაა დაგროვილი .. )) მგონი ყველა ეზოთერიული თემა ამოწურეთ , რაღაც ახალის მოფიქრებაა საჭირო გამოცოცხლებისთვის მე ძირითადად ძველი პოსტების კითხვით ვარ დაკავებული ყოველ დღე ))
Gopi
მე ძირითადად ძველი პოსტების კითხვით ვარ დაკავებული ყოველ დღე ))
+1
ერთი თვეა ვკითხულობ და ჯერ ნახევარიც ვერ წავიკითხე
საკმაოდ დიდი ინფორმაციაა ამ ფორუმზე მათთვის ვინც ამ საკითხითაა დაინტერესებული.
ახლებისათვის საუკეთესოა, თითო-თითო თემების ჩაკითხვა და მერე გამოთქვით აზრი.
ახალი იუზერები გააცოცხლებენ ფორუმს, რადგან ძველების უმრავლესობამ თქვა თავისი სათქმელი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ფორუმზე
http://en.wikipedia.org/wiki/Ku_Klux_Klan
სემესა;ა
მეც უკვე მეორე თვეა ძველ და ძველის ძველ პოსტებსაც კი ვკითხოლობ..... მეც ავღნიშნავ რომ უამრავი ინფორმაციააა თუმცა დავამატებდი რომ რაღაც რაღაც ძირითადი ნაწილები აკლია ზზოგადად თემებს...ვამთავებ თემების კითხვას და ეგეთი შეგრძნება მრჩება თითქმის ყველაფერზე
ემიგრანტი რო იყო ასეთი ----- > Emigranti ცოცხალია ..... ?
როგორც ვიცი ემიგრანტს ფორუმის მიმართ ინტერესი გაუქრა
დროებით თუ სამუდამოდ ეგ აღარ ვიცი
მობეზრდა ალბათ.
ასეა ჩემო ეგზისტენს ეს ცხოვრება. რას იზამ. შენი ნიკიც ხომ ამას მიუთითებს-არსებობა. ანუ დღეს ხარ და ხვალ აღარ
რა ამის პასუხია და ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ. მალე ფორუმიც იხურება
old_man
უყვარს old_man -ს ინტრიგა და რა ქნას B)
არ იხურება, არა )
უბრალოდ მაინტერესებდა, ვის ეწყინებოდა, ვინ დაიხოკავდა ლოყებს
იხურება კი არა ახლა დგება ფორუმის გაბრწყინების დრო!
მოემზადებთ შვილებო, მოემზადეთ. მალე დაგიძახებთ
old_man
Existence
კარგი რააა შEნ რაღა დაგეტაკა? გადაგედო?
სად დაიკარგა ეს კაცი -- > LUCIFER ...ვინმემ ხომ არ დაუდო ასტრალური ფეხი ?
მატა ?
Existence
ჰა გამოჩნდა სენი მონატრებული უსერი..
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)