რა არის სიყვარული?
როგორ ახსნით?
ჩამოთვალეთ სიყვარულის ფორმები...
როგორ გრძნობთ თავს როცა გიყვართ?
ახლა როგორ გრძნობ, გიყვარს ვინმე?
ამ თემაში ისაუბრეთ სიყვარულზე, ყველანაირ სიყვარულზე, მხოლოდ თქვენი ენით გამოთქვით ეს გრძნობა, დაწერეთ თქვენი ლექსები სიყვარულზე, ატვირთეთ თქვენი ნახატები და ფოტოები სიყვარულზე, უმთავრესად კი დაუსრულებრივ ილაპარაკეთ...ილაეპარაკეთ, მხოლოდ და მხოლოდ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ზ ე
სიყვარული რა არის?
სიყვარული დიდი სიხარულია,
სიყვარული დედა არის ოცნების,
სიყვარული ცრემლიც არის იქნება,
იქნებ კიდეც, არაფერი არ არის.
სიყვარული ცხოვრებას სდევს მუდამ თან,
სიყვარული ცხოვრებას გაგიმწარებს,
იქნებ ჯობდა არვინ შეგყვარებოდა,
ნეტავ ღმერთო სიყვარული რა არის?
სიყვარული მზეა გულის გამთბობი,
სიყვარული მთვარიანი ღამეა,
სიყვარული წვიმაც არის და თოვლიც,
ნეტავ კიდევ სიყვარული რა არის?
სიყვარულო! – ადამიანის სულო,
სიყვარულო! – გულო ადამიანის,
სიყვარულო! – სილამაზევ, მშვენებავ,
დამეხსენი, ეს ცხოვრება მეძნელა.
5 მაისი 1991 წ.
აი როგორ მესმოდა სიყვარული ამ ჩვიდმეტი წლის წინ. მერე ვიტყვი ჩემს აზრებს სიყვარულზე, გკოცნით ყველას, ყველას, ყველას, მიყვარხართ
სიყვარული, ეს 'შენ' არის
http://www.youtube.com/watch?v=inf5OGxIakE&feature=related
სიყვარული?– ეს უდიდესი ნიჭია.
გიყვარს?– ეს უდიდესი სიხარულია.
უყვარხარ?– ეს უდიდესი ბედნიერებაა.
და სხვა.....
სიყვარული დიდი ტვირთია, უდიდესი პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის ან არსების ან სამყაროს წინაშე. სიყვარული მეგობრის, შვილის, ძაღლის, მშობლების, ბუნების ა.შ. ”უი, ძალიან მიყვარხარ, რა საყვარელი ხარ” და მერე ბედნიერად დანას გამოვუსვამთ კისერში, ან დავაღალატებთ ან გულს მოვუკლავთ. სიყვარული შენი ქმედებების გაცნობირებას მოითხოვს შენგან, თავგანწირვას, თავშეკავებას, მოთმინებას, დიდ შრომას. ეს ყველას შეუძლია მე თუ მკითხავ, უბრალოდ ყველა ვერ აკეთებს. რთული ჩანს და რთულიც არის, უბრალოდ როცა ამას აკეთებ სიყვარულისთვის და სხვა არსების კეთილდღეობისთვის ძალა გემატება.
გეთანხმები Shou
სრულყოფილი სიყვარულის მიღწევა ალბათ ძალიან ძნელია და ის რაც გვიშლის უმთავრესად ხელს ჩვენი ეგოიზმია.
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიიიიყვააააააააააააააააარს
ოღონდაც არ მკითხოთ ვინ ან რა, უბრალოდ მიყვარს და მორჩა !!!
არ არსებობს სრულყოფილი ან არასრულყოფილი სიყვარული. სიყვარული თავად სრულყოფილებაა.
მისთვის არსებობაა, საკუთარი თავის და სურვილების დავიწყება.
ზოგჯერ, სამწუხაროდ ზოგჯერ და არა ყოველთვის. სამყარო მიყვარს და ვგრძნობ როგორ ვუყვარვარ სამყაროს ამ დროს ჩემში დიდი სიხარული იბადება.
სიხარულისთვის და სიყვარულისთვის მიზეზი არ არის საჭირო. უნდა გადაწყვიტო რომ ეს შენშია, ან იგრძნო რომ ეს შენშია, ან დაინახო რომ ეს შენშია ... და მაშინვე შენიშნავ რომ გარესამყაროდანაც ზუსტად იგივე მუხტი მოდის.
სხვა რაღაცაზე გადაერთე. ანუ რამე აკეთე და 'ამნეზია' თავისით მოვა
გამარჯობათ ჩემო ფორუმელებო, როგორ ხართ? ამ ბოლო დროს თითქოს ვარ და თითქოს არაო ამ ფორუმზე, თითქოს ,.... სინამდვილეში აქ ვარ მაგრამ აზრი ვერი დავაწყე, ამ ბოლო დროს სამწუხაროდ გონება სხვა საკითხებმა წამიღო და არ მომცა ნება თქვენთვის ჩემი გული მომეცა, გადამეშალა და წაგაკითხოთ, წაგაკითხოთ და გითხრათ რა არის ,რაზე ვფიქრობ, რატომ მიყვარს თქვენთან ყოფნა, ჩემო საყვარელო ფორუმელებო, დიახ, დიახ მიყვარს თქვენთან ყოფნა. ეს ფორუმი რომ აიღო და გადაქექო, მოძებნო, თქვენი საზრით რომელი სიტყვა იქნებოდა ყველაზე მეტად ნახსენები? სიყვარული იფრქვევა ბეეევრი თქვენგანიდან, სიყვარულზე დაუსრულებლად საუბრობს ბევრი თქვენთაგანი, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული,–აი ჩვენი საყვარელი სიტყვა.
ალბათ გინესზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი,–ფორუმი სადაც სიტყვა სიყვარული ნახსენებია ყველაზე ბევრჯერ
http://www.youtube.com/watch?v=tKdEsHFhqVc&feature=related
ძალიან მომეწონა
როგორ მიყვარს ეს თემა
ჩემი აზრით ყველგან და ყველაფერში სიყვარულია. რაც არ უნდა უბრალო საქმეს აკეთებდე, თუ სიყვარულით არ აკეთებ მძიმე და აუტანელი შეიქმნება.
სიყვარულის მფლობელი ყოვლის მფლობელია.
ყველა იმდენ სიყვარულს იღებს, რამდენის ზიდვაც შეუძლია. სიყვარული გაცემაა და არა მიღება, ჯერ შენ უნდა გასცე შემდეგ რომ მიიღო...
რაც უფრო ბევრი გიყვარს, მით უფრო დიდი ხარ, უფრო კარგი ხდები, რადგან შენი გული სიყვარულით ივსება. ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც ცაში აგაფრენს, მთელს სამყაროს წამში შემოგატარებს... როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ ამქვეყნად ... მზის ამოსვლა, დილის გათენება გიხარია... უფრო მსუბუქია და ლამაზი ცხოვრება. თუ სიყვარულით მიუდგები ცხოვრებას , ბედნიერების მიზეზი არ დაგელევა.
სიყვარული დიდი ბედნიერებაა. გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ ბედნერები და ჩვენი სიყვარულით სხვასაც მივანიჭოთ ბედნიერება.
anonymouska
შენმა სიტყვებმა გამათბო და გამახარა!
რაღაცის დაწერა მინდა და მერე მოვაბამ თავს
TeO
...იცით რა მინდა?
სიყვარული მინდა მაწვიმდეს,
მიმტროს ამინდმა,
გალუმპული სული აწივლდეს,
მან, რაც წავიდა,
აღარაფრით ავნოს აწინდელს,
დადგეს წამი და
ულამაზეს წამად გაცივდეს,
ჩემი მზერიდან
თქვენს მზერაში გადავნაწილდე,
ბევრი არ მინდა,
სიყვარული მინდა მაწვიმდეს...
ვფიქრობ თეოს ნახატი ანონიმუშკას ეკუთვნის
მსგავსად არცერთი პოსტი არ მათბობს
ერთმა მეგობარმა შემომჩივლა, ყველაზე რთული იმ ადამიანის პოვნაა რომელიც გაგიგებსო. მე გამიკვირდა, ყველას გაგება შეიძლება ეგ რა პრობლემაა, პრობლემა სხვა არისთქო. როცა დავფიქრდი მივხვდი რომ პრობლემა სიყვარულია. თუ არ გვიყვარს ადამიანი, როგორღა უნდა გავუგოთ?! ჩვენ საკუთარ თავსაც კი გავურბივართ მუდმივად და რაღა გასაკვირია სხვისი გაგება არ გვინდოდეს?! რაღაც ნაცრისფრად გამომივიდა ამ ფეერვერკში ვატყობ მაპატიეთ თუ შეიძლება და აი, ეხლა რომ ცვივა ციდან, იმ ფანტელებივით უხვად გისურვებთ ყველას სიყვარულს
ძალიან პრეტენზიული პოსტი გამომივიდა - რომ ყველას ვუგებ და მე -იშვიათად, ან არ ..
მოსმენა მიყვარს და ალბათ ამიტომ. მაგრამ იშვიათად მინახავს ადამიანი რომელიც ისეთივე ყურადღებით მოეპყრობა ჩემს ნათქვამს როგორც მე მისას. და თუ არ აინტერესებს მოსმენა როგორღა გამიგებს??
პირიქით, ჯერ უგებ/გიგებს და მერე გიყვარდება. სხვანაირად როგორ შეგიყვარდება თუ ერთმანეთის სულს არ შეავლეთ ხელი?
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ მოიყარა თავი. სიგიჟემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალობანას თამაში. სიმართლე არ დაიმალა მაინც მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა, თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე დიდ ხანს სხვას უთმობდა ადგილს, რწმენა ცაში მიიმალა, სიყვარული სადაც მივიდა ყველა ადგილი დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი დაინახა და დაიმალა. დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა სიყვარულის გარდა,ბოლოს კი ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა გაიგონა. თურმე სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეთხარა და დაბრმავებულიყო. მას შემდეგ დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს.........
ვერ არ ვუშლი მართალი ხარ
როცა ვინმეს 'გულს ვუშლი' რაც ძალიან იშვიათად ხდება მერე ასე მგონია შიშველი ვარ. არ ვიცი რატომ. ძალიან ცუდი შეგრძნებაა. მგონი ფსიქოთერაპია მჭირდება
blanca ვერც მე ... ბოლომდე ვერ ვიხსნები... რადგან ასე ვფიქრობ " უჰ, მაინც ვერ გაიგებს" ან "რაში არ აინტერესებს " ეს რეალში ვარ ასე და ვირტუალში პირიქით ვარ. მეც მჭირდება?
მეგობარმა მკითხა- შეყვარებული ხარო?
მე: -არა! კი! ანუ კი და არა!!!
-???
(ეს ხალხი გამაგიჟებს რა! არაფერი არ ესმით )
მე: -ნუ როგორ აგიხსნა?!
დაიცა მგონი მოვიფიქრე..აი, ჩვეულებრივად ადამიანები მიწაზე დადიან! შეყვარებულები კი მიწიდან 1 ან მეტ მეტრაზე დაფრინავენ!!
და აი, მე კიდევ მიწასა და ცას შორის ვარ გამოკიდებული და არც ქვემოთ და არც მთლად ზემოთ გამოვდივარ (კარგი ახსნა იყო!! ) ნუ მოკლედ ორ სართულ შორის ვარ გაკვეხებული
ისინი ჩემ თავს ხედავენ და ესენი ფეხებს რა
ვოტ ტაკ! მგონი ახლა ყველაფერი გასაგებია იმისთვისაც და თქვენთვისაც
http://samotxis-dedopali.piczo.com/?g=46674763&vsrc=search_google&cr=4
აუ ზევით ისე არ გამოვიდა როგორც მინდოდა
მარკესის 13 ფრაზა ცხოვრების შესახებ
=1= მე შენ მიყვარხარ არა იმიტომ ვინც ხარ შენ, არამედ იმიტომ რომ ვინ ვარ მე როცა შენს გვერდით ვარ.
=2= არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლს,ხოლო ის ვინც იმსახურებს არასოდეს აგატირებს შენ.
=3= მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე როგორც შენ გინდა რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს რომ, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ.
=4= ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
=5= ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე რომ ის არასოდეს გახდება შენი.
=6= არასოდეს მოიშალო სახეზე ღიმილი, მაშინაც კი როცა სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.
=7= შეიძლება ამ სამყაროში ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.
=8= არ ფანტო დრო ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფის იმისკენ რომ დრო შენთან ერთად გაატაროს.
=9= შეიძლება ღმერთს სურს რომ ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ , სანამ შეხვდებით იმ ერთადერთს. იმიტომ რომ, როცა ეს მოხდება ჩვენ მადლობელი ვიყოთ.
=10= ნუ ტირი იმიტომ რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო.
=11= ყოველთვის მოიძებნება ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
=12= გახდი უკეთესი და შენვე მიხვდები ვინ ხარ სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით რომ ის შენ გაგიგებს შეგიცნობს.
=13= ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.
"...და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!"
გოდერძი ჩოხელი
რ.მ.რილკე (ნ.გელაშვილის თარგმანი და ჩემთვის გამორჩეული ლექსი სიყვარულზე)
შენ მარტო მტოვებ და ერთადერთი შემიძლია გაგცვალო ასე.
შენ წამი იყავ შეჩერებული და ახლაც ისევ შრიალი მავსებს.
ყოველი წამი შენს თავს მაგონებს,
შენითაა სამყარო სავსე!
ქარიც შენა ხარ და უკვალო კეთილსურნელიც...
ო, ყველა ქალი დამკარგვია, შემოვაჭდე ვისაც მკლავები!
მხოლოდ შენ ერთი -
ისევ და ისევ დაიბადები,
რადგან არასდროს მიგითვისე,
ხარ განუყრელი!
სიყვარულისგან დაღლილი თუ გინახავთ ვინმე?
ზოგჯერაც ამბობენ: სიყვარულს ასაკი არა აქვსო... ახალგაზრდული სიყვარული, მგონი რომ მაინც სხვაა. გალაკტიონიც დამეთანხმებიოდა: "მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი...", ან: "...და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა მზე შემოდგომის.
საშინელებაა მაგ გრძნობით დაღლა. თვითონ გრძნობა არა. დაღლაა საშIნელება. არ უნდა გ ღლიდეს. ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს
გღლის და მერე როგორ ..
რავი არ დავუღლივარ ჯერ და..... პირიქით
ნებას ვრთავ დამღალოს
რატომ უნდა შეხვდეს სიყვარულს დაბრკოლებები რომ სიგიჟემდე შეგიყვარდეს?
რატომ რატომ?
რათა რათა რათაააა
უსიყვარულობა მართლა სიბნელეში ჯდომას ჰგავს. რამდენი აკლია ადამიანს უსიყვარულოდ. სიყვარული ადამიანს სრულყოფილებასთან აახლოებს.
დაძლიეთ ტაბუ, ეგოიზმი და სხვა ათასი რამ და შეიყვარეთ.
.... ასე სპეციალურად რომ შეიძლებოდეს ვინმეს შეყვარება ...
ხო სპეციალურად ვერ შეიყვარებ, საჭიროა ეროსი თავისი ისრებით
http://www.youtube.com/watch?v=Y_PIadFsvDk
ჰმ, ვუყურე და სითბო დამიტოვა ))
..ერთი წყვილი გამახსნდა რომელიც ძალიან ლამაზად და პროფესიონალურ დონეზე ცეკვავდა..ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, მაგრამ ისინი მხოლოდ თავისთვის ცეკვავდნენ მარტონი და რომ არა ღია აივანის კარები მე ამას ვერ ვნახავდი 10 წელი გავიდა მარა მაინც მახსოვს
ელექტრონაია ლუბოვ
lala lala lala la
Love isn't just about two persons, it's everywhere around you. Even i you not getting love from person A, it doesn't mean there's not love there.
It's about when you have been to stuborn you expect it back...like it's a bank or somethig. And a kind of relizaing that it's up to you what you give, but it's not up to you are given and where from
Bjork
გადახედავ ამ თემას და ადამაინს მთელი გულით გინდება ვინმეს სიყვარული. ახალი სიყვარული, ანდა ძველი. მოკლედ - სიყვარული. მაგრამ ღიირს კი? მერე იწყება: იმას? მიხვდება? გაიგებს? დაინახავს? დამინახავს? მომისმენს? ასე რატომ შემომოღრინა დღეს? გამიგებს? დამეხმარება? იქნება გვერდით? - მერე არ გამოვა რამე , ან არა. 90 % აღმოაჩენ რომ ილუზიებში იყავი, ანდა უარესი - დაინახავ რომ შეეშინდა ურთიერთობის, მოეჩვენა რომ რარაცას სთხოვ, რარაცაში ავალდებულებ, ანდა ერთ მშვენიერ დღესაც რაღაც დაეზარა. თითქოს რა არის საშიში, მაგრამ მაინც შეეშინდა. ამასობაში გავიდა დრო და დაიხარჯა ემოციები, ენერგია, ამ სიყვარულმა დაკარგა ძალა და დარჩი ცარიელი.
ახლა ვიცი რომ დამეტაკებით და საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებთ. ქალბატონები დაწერთ რომ მე ყველაზე ცუდი ვერსია აღვწერე, ანდა მეტყვით რომ არის წამები რომელთა გამოც ღირს, მამაკაცები იტყვიან რომ მათ არასდროს არაფრის ეშინიათ და არც არაფერს გაურბიან...
ჰოდა, მიდით, დამიმტკიცეთ რომ უმრავლეს შემთხვევაში ასე არ ხდება. კინოფილმებით და რომანებით ნუ დამისაბუთებთ, რაიმე უფრო რეალისტური აჯობებს.
გამდლობთ წინასწარ
Sophia
ვიცი, რომ საწინააღმდეგოს მოსმენა უფრო გაგიხარდებოდა, მაგრამ მეც თითქმის შენსავით ვფიქრობ
100%
გაეცით უანგაროდ და მიიღებთ უანგაროდ
და სხვათაშორის ჩემი გამოცდილებით გეტყვით,– შემიყვარდა უდიდესი, უღრმესი სიყვარულით. სიმართლეს ვიტყვი შეიძლება მისგან თავიდან ასე ღრმა არ იყო სიყვარული. შემიყვარდა უანგაროდ, არ მინდოდა მისგან არაფერი, მხოლოდ მიყვარდა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვგრძნობ რომ მასაც ვუყვარვარ უდიდესი სიყვარულით.
ყველას, ყველას გისურვებთ იმას რასაც მე ვგრძნობ. ყველას გეგრძნოთ რა არის სიყვარული.
თითქოს როცა გიყვარს, მერე ყველა გიყვარსო
კი, ესეა.
ან არ გყოფნის და გინდა ის ერთი ბევრი იყოს რომ ისინიც გიყვარდეს
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს.."
სოფიამ შემაშფოთებლად ზუსტად გადმოსცა ის რასაც ამ საკითხზე ვფიქრობ და არ ვეთანხმები ირმას ნამდვილი სიყვარულის ინტერპრეტირებაში ”მაშინ არის ნამდვილი სიყვარული, როცა არ ფიქრობ,–მიხვდება? გაიგებს? და სხვა მაგისთანა.” სიყვარული ყოველთვის ”ნამდვილია”, ეს ჩვენ ვართ განსხვავებულები, სხვადასხვანაირად აღვიქვავთ, ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ რომელთაც ეშინიათ, მერყეობენ, სხვადასხვაგვარი აღქმა გვაქვს. უბრალოდ მიუხედავად ამ რეალობისა სიყვარული მაინც პოულობს გზას, ახერხებს განსხეულებას და ეს ნამდვილი სასწაულია. სასწაულია თუკი ჩვენი ეგოს უნაყოფო მიწაზე სიცოცხლე ამოხეთქავს წყლისა და სინათლის გარეშე. და თუ ჯერ რომელიმეს ცხოვრებაში არ მომხდარა ”სიყვარულის სასწაული” ეს სულაც არ ნინავს იმას რომ მისი არსებობა შეუძლებელია ან იმას რომ არ მოხდება მომავალში.
Shou
მე ვთქვი რომ სიყვარული არ უნდა არსებობდეს ანგარებით
როცა ანგარებაა მაშინ სიყვარული არ არსებობს. უბრალოდ სიტყვა მშრალი ხდება და უხორცო.
სიყვარული უანგარო გრძნობაა
What is love? >> http://www.youtube.com/watch?v=Eak9Q6r4kvo&feature=related
როგორ უყვართ მამაკაცებს
ჯერ კიდევ არისტოტელემ აღნიშნა, რომ თუ იცით, როგორ ესმის თქვენს რჩეულ მამაკაცს სიყვარული, შეგიძლიათ თქვენი ურთიერთობების მომავალი იწინასწარმეტყველოთ. არსებობს სიყვარულის 6 ნაირსახეობა...
აგაპე - სიყვარული-მსხვერპლი.
მამაკაცი, რომელსაც ეს გრძნობა ისე ესმის, როგორც თავგანწირვა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საყვარელი ქალი თავს კარგად გრძნობდეს. ეს სიყვარული სუფთაა და სათუთი. უცებ ინთება, უსაზღვროა და მიმტევებელი, იწვის სწრაფად და კაშკაშა ალით. ამ სიყვარულით შეპყრობილები ხშირად ჩნდებიან მოტყუებულების როლში, რადგან სიყვარულის ობიექტი თავისდა უნებურად სარგებლობს მათი თავგანწირვით. ამ ტიპით ვითარდება როგორც წესი პირველი სიყვარული ადამიანის ცხოვრებაში.
როგორ იქცევა.
სავარაუდოა, რომ იგი დიდხანს გაწონებდათ თავს, ვიდრე სიყვარულში გამოგიტყდებოდათ. ამჩნევთ, რომ არასოდეს არაფერს გთხოვთ მისი გრძნობების სამაგიეროდ, იგი აბსოლუტურად უანგაროა.
რას უნდა ელოდოთ მისგან.
ასეთ სიყვარულს რა თქმა უნდა უამრავი პლიუსი აქვს. მამაკაცი, რომელიც მსხვერპლად სწირავს საკუთარ თავსა და ინტერესებს თქვენი გულისთვის, ნდობასა და პატივისცემას იწვევს. მაგრამ სამწუხაროდ მეტს არაფერს. როგორც წესი, ტოტალური ზრუნვა მოსაბეზრებელია. შეიძლება მოგინდეთ ვნება, მაგრამ ეს მამაკაცი "მოსიყვარულე მამიკოს" როლს უფრო ირგებს. ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ სექსუალურ ლტოლვას ვერაფრით აკმაყოფილებს. ხოლო რადგან მამაკაცი თქვენგან არავითარ პასუხს არ ითხოვს, თქვენ სულ უფრო ნაკლებ და ნაკლებ აფასებთ მას. ძირითადად იგი თავს გახვევთ თავის ზრუნვას, გამუდმებით ცდილობს გაიგოს თქვენი სურვილები, ფიქრები, აკონტროლოს ისინი.
ლუდუსი - ე.წ. სიყვარული - თამაში.
აქ ორი თამაშობს სიყვარულს. პარტნიორებს უფრო მეტად აღელვებთ ანტურაჟი, ვიდრე გრძნობის სიღრმე. სასიამოვნო სიყვარულია, რომელიც ღიმილით ახსენდებათ შემდეგ, მაგრამ ადვილად კარგავენ, როგორც საკურორტო რომანს.
როგორ იქცევა.
მაინცდამაინც თავს არ იწუხებს თქვენი გულისათვის. რადგან იგი თვლის, რომ თქვენს მიმართ მისი სექსუალური სურვილი უკვე ყველაზე კარგი მტკიცებულებაა მისი სიყვარულისა. როგორც წესი, იგი პირველივე პაემანზე "იგრძელებს ხელებს". იგი არ ცდილობს გაგიცნოთ როგორც პიროვნება. "უფრო ახლოს გაცნობა" მისთვის სულ სხვა რაღაცას ნიშნავს და ყოველ თქვენს უარს ისე იღებს, როგორც პირად შეურაცხყოფას. ასეთ მამაკაცს რაც უფრო დიდხანს ალოდინებთ, მით მეტად გაცივდება იგი თქვენს მიმართ, რადგანაც თვლის, რომ თუ ქალს მამაკაცი არ უნდა, ესეიგი არ აინტერესებს. ამასთან, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენს გარდა იგი სხვა ქალებსაც ხვდება და არც იმაზე ეჭვიანობს, თუ მის თვალწინ სხვა მამაკაცთან გააბამთ ფლირტს. იგი არ ცდილობს თქვენთან დაახლოებას, თქვენ კი გრძნობთ, რომ როცა შორს ხართ მისგან, მას ავიწყდებით, ხოლო თუ რეკავს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოს, თუ როდის იქნება შემდეგი შეხვედრა.
რას უნდა ელოდოთ მისგან.
შესაძლოა თავიდან გრძნობებისა და ემოციების ტალღამ გადაგყლაპოთ, თუმცა შემდგომში, როცა ვნება გადაივლის, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სექსის გარდა არაფერი გაკავშირებდათ. კაცი, რომელიც თვლის, რომ სიყვარული - ეს არის სექსი, როგორც წესი საკმაოდ ეგოისტურია და მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ფიქრობს. თუ თქვენ შეწყვეტთ მისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, იგი მალე გაცივდება თქვენს მიმართ. ასეთი მამაკაცის გრძნობები ძალიან სწარაფმავალია და ზედაპირული. მას მხოლოდ მაშინ უყვარხართ, როცა მასთან ხართ, განშორება კი იოლად გადააქვს. თუ მასთან განშორებას გადაწყვეტს, ნუ დაელოდებით მის ზარებსა და ბოდიშებს, ან შუაღამით ვარდების თაიგულებსა და ფიცს, რომ მუდამ თქვენი ერთგული იქნება.
თქვენი კავშირი მხოლოდ ინტრიგა იქნება და თუ რამდენ ხანს გაგრძელდება იგი, ეს თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. თუ თქვენს პარტნიორს არ მოახვევთ თავს პასუხისმგებლობას თქვენზე და თქვენს გრძნობებზე, კიდევ დიდხანს შეგეძლებათ შესანიშნავად გაატაროთ დრო მასთან ერთად საწოლში.
ეროსი - მგრძნობიარე სიყვარული.
იგი ძირითადად მძაფრ სექსუალურ ლტოლვაზეა დაფუძნებული. ამ სიყვარულში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარეგნობას და პარტნიორის ფიზიკურ მომხიბვლელობას. ურთიერთობები ძალიან სწრაფად ვითარდება. სექსუალური ლტოლვაც ასევე ძალიან დიდია. ეროსი თუ ორმხრივია, მაშინ პარტნიორები ერთმანეთს იზიდავენ როგორც მაგნიტი. მძაფრადაა გამოხატული პარტნიორის სრულად ფლობის სურვილი. ეროსით შეპყრობილი წყვილი დარწმუნებულია იმაში, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.
როგორ იქცევა.
ინტერესდება თქვენი ცხოვრებითა და პრობლემებით. არ იკარგება პირველივე პაემნის შემდეგ. სალაპარაკოც ბევრი გაქვთ, თუ ამის დრო დაგრჩებათ . საუბარში მხოლოდ თავის თავზე კი არ გიყვებათ, არამედ თქვენი გრძნობები და ემოციებიც აინტერესებს.
რას უნდა ელოდოთ მისგან.
თქვენ თითქმის იდეალური პარტნიორი აღმოაჩინეთ! ეს კაცი არ დაიწყებს თვითდამკვიდრებას თქვენს ხარჯზე, იგი აფასებს თქვენს გრძნობებს და საკუთარი სიყვარულით შანტაჟს არ მოგიწყობთ ("მე ყველაფერს ვაკეთებ შენთვის, შენ კი ასეთი უმადური ხარ!") მას უხარია, რომ თქვენ კარგად ხართ მასთან, მას მოსწონს თქვენზე ზრუნვა და თუ სიყვარული მართლა არსებობს, ეს ჭეშმარიტად ნამდვილი სიყვარულია!
მანია - სიყვარულით შეპყრობილი.
როგორც წესი, აგებულია ვნებასა და ეჭვიანობაზე. ეს ძალიან ემოციური სიყვარულის ტიპია. ეს სიყვარული უფრო შეეფერება "რომანტიული სიყვარულის" გავრცელებულ სტერეოტიპს. თავიდან ეს დაუოკებელი ვნებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავდაუჯერებლობა და მის საფუძველზე შემდეგ განვითარებული უმიზეზო ეჭვიანობა. რაც როგორც წესი საბოლოოდ შემაწუხებელ ურთიერთობებში გადაიზრდება.
როგორ იქცევა.
ასეთი მამაკაცის სიყვარულის ცენტრში ქალი კი არ არის, არამედ თვითონ. საბოლოოდ კი იგი ცდილობს საკუთარი თავი სხვების ხარჯზე დაიმკვიდროს. ეს შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიხატოს, მაგრამ უფრო ხშირად - ბანალური საყოფაცხოვრებო უხეშობითა და დამცირებებით "წვრილმანების გამო". ასეთი მამაკაცი შეუცნობლად ელოდება პრობლემებს თქვენს ურთიერთობებში, ხოლო თუ ეს არ მოხდება, იგი თავად შექმნის მათ. მაგალითად, მას შეიძლება აღარ მოეწონოს, თუ როგორ რეცხავთ ჭურჭელს, ან უცბად გამოგიცხადებთ, რომ ძალიან ბევრ ფულს ხარჯავთ. ეს მამაკაცი ელოდება, რომ დამოკიდებული გახდებით მასზე. თვლის, რომ ქალს მხოლოდ იმიტომ უნდა უყვარდეს იგი, რომ თვითონ მასთანაა. იგი გაურბის ნებისმიერ რუტინას, მოწყენილობასა და შეჩვევას. ხშირად იცვლის მეგობრებს, სამსახურს და სავარაუდოა, რომ არასოდეს ყოფილა ცოლიანი.
რას უნდა ელოდოთ მისგან.
პათოლოგიურ ეჭვიანობას. მაგრამ იგი იმიტომ არ ეჭვიანობს, რომ თქვენი დაკარგვის ეშინია, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება "გაექცეთ" მის ძალაუფლებას. ამგვარად, რაც უფრო სუსტი და დამოკიდებული იქნებით, მით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს ეს მამაკაცი. იგი გამუდმებით ეცდება გაფიქრებინოთ, რომ რაღაცით ვალდებული ხართ მის წინაშე. ხოლო თქვენს სიყვარულსა და ზრუნვას ისე მიიღებს, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, არ დააფასებს და არ შეამჩნევს მათ. საბოლოო ჯამში, რაც მეტად მოისურვებთ მასთან დაახლოებას, მით მეტად მოგიშორებთ იგი და პირიქით, თუ იგი თქვენი მხრიდან სიცივეს იგრძნობს, მთელი ძალებით ეცდება მოგაწონოთ თავი. შემდეგ კი ისევ იგივე: და ასე მანამ, სანამ ორივეს არ მოგბეზრდებათ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მამაკაცი განშორებას თვითონ უკეთებს პროვოცირებას, რითაც თითქოს უფრო მეტად ამტკიცებს თავის მნიშვნელობას.
პრაგმა - გონივრული სიყვარული.
მიხვდით ალბათ, ასეთი სიყვარული გონებითაა ნაკარნახევი და დაფუძვნებულია პრაგმატულ გადაწყვეტილებებზე. რეალური და მიწიერი ურთიერთობების საფუძველია. პრაგმატული შეყვარებულები კარგად არიან გარკვეულები თავიანთ სურვილებში და პარტნიორს თავიდანვე კარნახობენ ურთიერთობის პირობებს.
როგორ იქცევა.
ასეთი მამაკაცი ამბობს, რომ მას სჭირდება ქალი, რომელთანაც მოსახერხებელია ( და არა ის, რომელიც პირველი დანახვისთანავე შეუყვარდება ან გადასარევი სექსი ექნება). გაცნობისას იგი პირველ რიგში ცდილობს გაიგოს, შეგიძლიათ თუ არა გაუძღვეთ სახლის საქმეებს, გაქვთ თუ არა ისტერიის შეტევები და ა.შ. მოკლედ, აკვირდება, მოსახერხებელი იქნება თუ არა თქვენთან ცხოვრება მისთვის.
რას უნდა ელოდოთ მისგან.
ვნებები და მოულოდნელი საქციელი თქვენს ცხოვრებაში არ იქნება. გამუდმებით შეგახსენებთ თავს გრძნობა, რომ ისე შეგარჩიეს, როგორც საქონელი ან სასარგებლო ნივთი. სანამ თქვენს პარტნიორს აძლევთ ყველაფერს, რასაც იგი ელოდებოდა თქვენგან - სტაბილურობას, მატერიალურ სარგებელს - მას ეყვარებით. მაგრამ როგორც კი ეს საფუძველი იკარგება, განშორებაც არ დააყოვნებს. ასეთი მამაკაცი მუდამ აკონტროლებს საკუთარ გრძნობებს და თქვენგანაც იგივეს მოითხოვს. თუ თქვენ გამუდმებული ცვლილებები გსურთ, ახალი შეგრძნებები და ემოციები გწყურიათ - ასეთი ურთიერთობები აშკარად ვერ გექნებათ მასთან.
სტორგე - სიყვარული-მეგობრობა.
ეს სიყვარული დამყარებულია შინაგან სიმშვიდესა და სულიერ წონასწორობაზე. ეს არის ნელ-ნელა გაღვივებული ემოცია, რომელმაც საწყისი აიღო საერთო ინტერესებიდან და მეგობრობიდან. ეს თბილი და საიმედო სიყვარულია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოთ სიცოცხლის ბოლომდე.
როგორ იქცევა.
მამაკაცი გიყვებათ ყველა თავის პრობლემასა და წინაპარზე. თქვენ გრძნობთ, რომ მასთან ყველაფერზე შეგიძლიათ ილაპარაკოთ. არასოდეს შეგიპყრობთ ეჭვი, მოუყვეთ თუ არა რაიმე "ისეთი" - უბრალოდ მიდიხართ და უყვებით. ყოველთვის დარწმუნებული ხართ იმაში, რომ მასთან გაგებასა და მხარდაჭერას იპოვით.
რას უნდა ელოდოთ მისგან.
შესაძლოა, მალე მოგენატროთ ძლიერი ემოციები, ახალი შეგრძნებები. თუ თქვენ ერთმანეთის ყველა გრძნობა და სურვილი გეცოდინებათ, უფრო მეტად ვეღარ დაახლოვდებით - უბრალოდ აღარ დააინტერესებთ ერთმანეთს. ამიტომ, გონივრულია იქონიოთ პატარა ჰობი და ინტერესები, რომლებიც დაგეხმარებიან შექმნათ თქვენი პირადი, ინტიმური სივრცე.
არა და
მე პლატონური მეგონა
მანია-პლატონური ყოფილა
anonymouska
ვაუ, სად იპოვე ამხელა ტრაქტატი?
TeO
ეს ერთ საიტზე ვნახე, 'ფსიქოლოგი გვირჩევს' თემაში იყო
კაცებზე რა ვთქვა, მაგრამ
სიყვარულის ფილოსოფია დამევასა
ბითლზი სიყვარულზე
http://www.youtube.com/watch?v=rLxTpsIVzzo&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=x8fNDfdjXd8&feature=related
ესეც მე მიყვაარს
http://www.youtube.com/watch?v=sUS49XSN6Zs
Какое огромное счастье любить и быть любимым.
Когда любишь, то такое богатство открываешь в себе, столько нежности, ласковости, даже не верится, что так умеешь любить.
Чехов Антон Павлович
Истинная любовь похожа на привидение: все о ней говорят, но мало кто ее видел.
Ларошфуко Франсуа де
И сердце вновь горит и любит - оттого,
Что не любить оно не может.
Пушкин Александр Сергеевич
ბითლების ის სიმღერა იცი? From me to you .. ზუსტად ჩემზეა დაწერილი მაგრამ.. ეჰჰ..
ერთადერთი ჭეშმარიტი და უძლიერესი სიყვარული, რომელიც ადამიანებს გაგვაჩნია, არის სიყვარული საკუთარი თავისადმი. საკუთარ თავში იგულისმება ადამიანის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც თითოეულ ადამიანში ღვივის და ანათებს, ისაა იმის გარანტია, რომ ოდესმე ღმერთს ისევ შევუერთდებით და იგია ჩვენი წარმომავლობის ნიშანიც.
თითოეულ ჩვენთაგანს პირველ რიგში უყვარს ეს ღვთაებრიობა ანუ ჭეშმარიტი მეობა, ნამდვილი "საკუთარ თავი". ამ სიყვარულიდან აღმოცენდება ყველა დანარჩენი სიყვარული, როგორც მისი პროექცია გარესამყაროზე.
ადამიანი, რომლშიც ეს სიყვარული ჩაქრება, ან კვდება ან თავს იკლავს.
Любовь — это энергия, которая расширяет, раскрывает, посылает вовне, отпускает, дает откровение, делится, ис-целяет.
ოშო))
1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.
2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორიც სიყვარული.
6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8. სიყვარული არ გეკითხება როდის მიდის და როდის მოდის.
9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10. თუ ვიმე გიყვარს - ადამიანი ხარ.
+1!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივედი დასკვნამდე რომ სიყვარული არრასებობს უბრალოდ ჩვენ ვაქმევთ ვნებას,შეჩვევას და ცნობისმოყვარეობას მაგ სახელს
უჰ ეს რა მესმის
არა, ის მაინც არსებობს!
სიყვარული რომ არ არსებობდეს არც სიცოცხლე იარსებებდა. შეხედე ერთ პაწუა მინდვრის ყვავილს, რომელიც თავის პატარა ნაზი სილამაზით გვატკბობს, განა შეიძლება არ გიყვარდეს ეს ყვავაილი?
სიყვარული მარტო მამაკაცისა და ქალის სიყვარული არ არის. თუმცა აქაც არსებობს სიყვარული.
სიყვარული არის მთელი ქვეყანა, ყველა არსება... უსიყვარულოდ არსი მოკვდება.
მძულს უგულო სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში!
ხალხო რას გადაეკიდეთ ამ სიყვარულს, დაანებეთ თავი, თვითონ გაწუხებთ ვინმეს?!
სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ
გააჩნია ვის როგორ ესმის
ისევ სიყვარულზე და ამჯერად თავად უილიამ შექსპირი
(სონეტი XXV)
უილიამ შექსპირი
თარგმანი ინგლისურიდან - ალექსანდრე ელერდაშვილი
დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე,
ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!...
მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე
და სიყვარულის იმედადღა დავიარები.
ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას,
მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი,
მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას
და ამაღლებულს დაბლა დასცემს... მიწყივ ცბიერი!
თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული,
ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი,
განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული,
ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა `სარდალი~?!
ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება -
მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება!
ეძღვნება ანონიმუსკას და ანუჩის თამადობით & ყველას ყველას!!!!!!!!!!!!!! http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
ჩემ ავატარადაც ეს იეროგლიფი მააქვს! http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm
რას ნიშნავს ეს იეროგლიფი?
უპს, არ მიმიწერიაა? ეს იეროგლიფი ა -სიყვარული!
TeO
ვაიმე რა მაგარიააააააააა
სიურპრიიიზ
იმ იეროგლიფს დავიმახსოვრეეებ ეებ ეეებ ეეე ეე ე
ხო არაა
http://www.youtube.com/watch?v=xP2c_tS92nQ&NR=1
ვსწავლობ უპირობო სიყვარულს
TeO
შენ ხო იცი მე რორგორი სიყვარული შემიძლიაააააა.. მაგრამ დავიღალე აღარავავინაც აღარ მინდა, მეყვარება ჩემი თავი ვოტ
anuchi
მაძიებლის ბლოგში გადავაწყდი ( http://absolutelyfreelevan.blogspot.com/ ) და სანამ ბოლომდე არ ჩავიკითხე ვერ მოვწყდი ასე, რომ ფორუმზეც შემოვაცუნცულე
"სიყვარული”
სიყვარულის უნარის უქონლობა უამრავ რელიგიურ რიტუალს ბადებს.
ყველაფერი ეს მხოლოდ შემცვლელებია _ საკმაოდ სუსტი სუროგატები.
ჩვეულებრივ ჩვენ ისე ვხმარობთ სიტყვებს `სიყვარული~ და `სექსი~, თითქოს მათ შორის შინაგანი მსგავსება არსებობდეს. ეს ასე არ არის. სიყვარული მხოლოდ სექსის წასვლის შემდეგ მოდის. ამ მომენტამდე სიყვარული სატყუარაა, პრელუდია და სხვა არაფერი. ის მხოლოდ ნიადაგს ამზადებს სექსუალური აქტისათვის. ეს სხვა არაფერია, თუ არა სექსის შესავალი, მისთვის მომზადება. რაც უფრო მეტი სექსი აქვთ პარტნიორებს, მით უფრო ნაკლებია მათ შორის სიყვარული, რადგან პროლოგის მოთხოვნილება აღარ ჩნდება.
თუკი ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და სექსი არა აქვს, მათ შორის რომანტიული სიყვარული წარმოიქმნება. როგორც კი ჩნდება სექსი, ასეთი სიყვარული ქრება. სექსი მეტისმეტად უხეშია. სექსი თავისთავად ძალადობრივი ბუნებისაა, ამიტომ საჭიროებს იგი პრელუდიას, წინასწარ მომზადებას. სიყვარული, იმ სახით, რომლითაც ის ადამიანებისთვის არის ცნობილი, მხოლოდ და მხოლოდ სექსის გაშიშვლებული ფაქტის საფარველია.
უფრო ღრმად რომ ჩავიხედოთ იმაში, რასაც თქვენ სიყვარულს უწოდებთ, მასში ნახტომისთვის მომზადებულ სექსს დავინახავთ. სექსი ყოველთვის ჩასაფრებულია. მაშინ, როცა სიყვარული გესაუბრებათ, სექსი ჩუმათ შეტევისთვის ემზადება.
ეს ეგრედწოდებული სიყვარული სექსთან ასოცირდება, ოღონდ მხოლოდ როგორც პრელუდია, შესავალი. როგორც კი იწყება სექსი, სიყვარული მაშინვე ავიწყდებათ.
აი რატომაა, ოჯახური ცხოვრება რომანტიულ სიყვარულს რომ კლავს, თანაც საბოლოოდ. ორნი ერთმანეთს გაიცნობენ, მიეჩვევიან და პრელუდია, სიყვარული არასაჭირო ხდება.
ნამდვილი სიყვარული არაფრის შესავალი არ არის. იგი სუფთა სურნელია ყვავილობისა. ის არც სექსამდეა და არც მის შემდეგ. არც პროლოგია და არც ეპილოგი.
თუკი სექსის გავლის შემდეგ თქვენ თქვენს პარტნიორს თანაუგრძნობთ, ესეიგი თქვენში სიყვარული ვითარდება.
თუკი თქვენ მედიტირებთ, თანაგრძნობა აუცილებლად გაჩნდება. თუ სექსუალური აქტის დროს მედიტირებთ, პარტნიორი თქვენი ფიზიკური სიამოვნების დაკმაყოფილების საშუალება აღარ ხდება. მის მიმართ უზარმაზარი მადლიერება ჩნდება, რადგან ორივენი ღრმა მედიტაციაში შეხვედით.
თუკი სექსის დროს იმედიტირებენ, პარტნიორებს შორის ახალი მეგობრულობა გაჩნდება, ერთმანეთის მეშვეობით ხომ ისინი ბუნებასთან შედიან კონტაქტში; მათ წინაშე სინამდვილის მანამდე უცნობი სიღრმეები იხსნება.
ჩნდება მადლიერების გრძნობა და თანაგრძნობა ერთმანეთის მიმართ... თანაგრძნობა გადატანილ ტანჯვათა გამო, მუდმივი ძიების გამო _ თანაგრძნობა მოყვასის, თანამეგზურის მიმართ.
მხოლოდ მაშინ, როცა სექსი მედიტაციურია, ჩნდება არომატი... შეგრძნება, რომ ეს არა მხოლოდ სექსის პრელუდიაა, არამედ დასრულებულობა, ზრდა, მედიტაციური რეალიზაცია.
თუკი სქესობრივი აქტი მედიტაციური გახდება, თქვენ გამოცდით სიყვარულს. სიყვარული მადლიერების, მეგობრულობის და თანაგრძნობის ნაერთია. თუ სამივე ეს კომპონენტი ადგილზეა, ესეიგი თქვენ გიყვართ.
ტანტრა წმინდა სიყვარულია. ტანტრა _ ეს არის სიყვარულის ყოველივე ზედმეტისგან, მონალექ-შეძენილისგან გაწმენდა.
თუკი გიყვართ იმ სიყვარულით, რომელზეც მე ვსაუბრობ, თვით თქვენი სიყვარული დაეხმარება პარტნიორს ინტეგრირებაში. თქვენი სიყვარული თქვენი პარტნიორისთვის შემადუღაბებელ ძალად გადაიქცევა. თქვენს სიყვარულში პარტნიორი საკუთარი თავის მოკრებას შეძლებს, რადგან ასეთი სიყვარული განიჭებს თავისუფლებას; თქვენი სიყვარულის ჩრდილქვეშ, მისი დაცვის ქვეშ თქვენი პარტნიორის ზრდა დაიწყება.
ყველაფერი, რაც იზრდება, სიყვარულს საჭიროებს _ უპირობო სიყვარულს. თუკი სიყვარული პირობებს აყენებს, შეუძლებელია ზრდა ტოტალური გახდეს, რამეთუ წამოყენებული პირობები ზრდის გზაზე დაბრკოლებებად გადაიქცევა.
გიყვარდეთ უპირობოთ. სანაცვლოდ ნურაფერს მოითხოვთ. ბევრი რამ თავისთავად მოვა, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა.
ნუ იქცევით მათხოვრად. სიყვარულში იმპერატორები, მეფეები იყავით. უბრალოდ გაეცით და დააკვირდით, რა მოხდება... თქვენ ერთიასად მოგეგებად.
მაგრამ ეს უნდა ისწავლოთ, სხვანაირად ტანჯვა არასოდეს დამთავრდება. ადამიანი სულ ცოტას გასცემს და ჯილდოს ელის; თუმცა-ღა თქვენი მოლოდინი და იმედი მთელს სილამაზეს აფუჭებს იმისა, რაც სრულქმნილია.
თუკი თქვენში მადლიერების მოლოდინია, პარტნიორი იგრძნობს, რომ თქვენ მისით მანიპულირებთ. მან შეიძლება ეს თქვას ან გაჩუმდეს, მაგრამ თქვენი მხრიდან მანიპულირებას აუცილებლად იგრძნობს.
მანიპულაცია ყოველთვის პროტესტს იწვევს, ამიტომაც სულის მოთხოვნილებათა წინააღმდეგ მიდის _ რადგან ნებისმიერი გარეგანი მოთხოვნა მთლიანობას გართმევთ.
ნებისმიერი მოთხოვნა გარედან, გვერდიდან თქვენში გათიშულობას იწვევს. ნებისმიერი გარეგანი მოთხოვნა თქვენს წინაშე დანაშაულს წარმოადგენს, რადგან ამით იბილწება თქვენი თავისუფლება. თქვენ უკვე ვეღარ ხართ იდუმალი, წმინდა. თქვენ უკვე ვეღარ ხართ მიზანი _ თქვენ გამოგიყენეს როგორც დამხმარე საშუალება.
ყველაზე ამორალური საქციელი ამ ქვეყნის ზურგზე სხვა ადამიანის დამხმარე საშუალებად გამოყენებაა.
თითოეული არსება თავისთავად ფასეულია. სიყვარული თქვენ გეპყრობათ, როგორც მიზანს. ნუ მისცემთ მოლოდინს საშუალებას ხაფანგში გამოგიმწყვდიოთ.
ტანტრა სიყვარულის უმაღლესი ფორმაა. ტანტრა _ ეს მეცნიერებაა, სიყვარულის იოგა.
დაიხსომეთ რამოდენიმე რამ, რისი ცოდნაც ღირს.
პირველი: სიყვარული მოთხოვნილება არ არის, არამედ გაზიარება _ გიყვარდეთ, მაგრამ ნურაფერს მოელით სანაცვლოდ _ გაეცით.
გიყვარდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი სიყვარული სხვისთვის საპყრობილედ არ უნდა იქცეს.
გიყვარდეთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად იყავით _ თქვენ წმინდა მიწაზე მიაბიჯებთ.
ყველაზე სპეტაკ და წმინდა ტაძარში შედიხართ.
ფრთხილად იყავით!
ტაძრის კარს მიღმა დატოვეთ ყველაფერი უწმინდური.
როდესაც ადამიანი გიყვართ, ნურასოდეს გეყვარებათ მამაკაცი, როგორც მამაკაცი, რადგან თუკი თქვენ გიყვართ მამაკაცი, როგორც მამაკაცი, თქვენი სიყვარული ძალიან, ძალიან ჩვეულებრივია. ის ვერ იზრდება წადილზე, ვნებაზე მაღლა.
თუკი გეყვარებათ ქალი, როგორც ქალი, თქვენი სიყვარული სულის მწვერვალებზე ვერ აიჭრება. გიყვარდეთ ქალი, როგორც ქალღმერთი და მაშინ სიყვარული თაყვანისცემად იქცევა.
ჩვენ ისეთი გაქნილები და ეშმაკები ვართ, რომ ყალბი სიყვარული შევქმენით, რომელიც სექსის შემდეგ კი არ მოდის, არამედ მანამდე. ეს ხელოვნური ქმნილება, არტეფაქტია. აი რატომაა, სქესობრივი აქტის შემდეგ სიყვარულის დაკარგვის შეგრძნება რომ გეუფლებათ. სიყვარული მხოლოდ აქტისთვის მომზადება იყო, რომლის შემდეგაც იგი საჭირო აღარაა.
ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის სექსის მიღმაა; ის სექსის უკან იმალება. შედით სექსში ღრმად, მის პროცესში იმედიტირეთ რელიგიურად, და თქვენ გონების მოყვარულ მდგომარეობაში აყვავილდებით.
ძალიან საინტერესოა
სიყვარული _ ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა. სიყვარული ჯანსაღი მოვლენაა. სექსუალურობაში მხოლოდ სხეულია ჩართული, რომანტიულ სიყვარულში _ მხოლოდ თავი. ერთიც და მეორეც ნაკლულია, არასრულფასოვანი.
სიყვარულში სხეული და გონება ერთმანეთს ხვდებიან... და თქვენ უფრო მთლიანი ხდებით. თქვენ ადამიანი გიყვართ, სექსი კი წარმოიქმნება, როგორც ამ სიყვარულის ანარეკლი, ჩრდილი _ და არა პირიქით. თქვენ ისე ძლიერ გიყვართ ადამიანი, თქვენი ენერგიები ისე ღრმად აღწევენ პარტნიორში, ისე კარგად გრძნობთ თავს ერთად, რომ თვით მასთან ერთად ყოფნასაც კი თქვენთვის რეალიზაცია მოქვს, გავსებთ, მთლიანს გხდით.
ცენტრი სიყვარულია და არა სექსი; სექსი პერიფერიაა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ თქვენ გსურთ ფიზიკურ სიბრტყეზეც შეხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს თვითმიზანი არ არის. სექსი აკვიატებული აზრი კი არ ხდება, არამედ ენერგიის გაზიარების შესაძლებლობა.
სიყვარული - ეს ჰარმონიაა. უყვართ არა მხოლოდ სხვისი ტანი, არამედ მთელი მისი არსება, თვით მისი ახლოს ყოფნა. სიყვარულში სხვა არ გამოიყენება, როგორც საშუალება, დაძაბულობის მოხსნის საშუალება. თქვენ თვით ადამიანი გიყვართ. სხვა არ წარმოადგენს თქვენთვის საშუალებას, ხელსაწყოს, არამედ ფასეულია თავისთავად.
პ.ს. ესეც ოშოდან )
ვაუ !!! მალადეც ოშოს
გულის წვეთები
რა მჭირს, ეეე
ხელის-გულები მაგარია
anonymouska
ამ თემას აკლია შენი პოსტები. სადა ხარ?
samcuxarod tu sabednierod cxovrebashi aravin myvarebia
mgoni mojadovebuli var
giorg
სიყვარული მოულოდნელობითაა აღსავსე, თუ შეგეყარა, მორჩა მერე არავითარი ჯადო არ დაგაკავებს
ravi 21 clis var da jer ar shemyvarebia albat shemiyvardeba yovel shemtxvavashi imedi mak ro vnaxav eset pirovnebas
giorg
მე 28 წლამდე არავინ არ მყვარებია, მქონდა ალბათ რაღაც ბავშვური პლატონური და სიყვარულის სიღრმის გარეშე გატაცებები, მაგრამ სიყვარული 28 წლისას მეწვია. ოოოო, რა იყო არ აღიწერება, კარგად ხატავენ გასროლილ ისარს გულში რომ შედის, დიახ ზუსტად მასეთია მთლიანად გიპყრობს, ტკივილიცაა და სიხარულიც, ტკივილია, რომელიც გიხარია რომ გაქვს, გიყვარს და ყოველივე შენს ირგვლივ სხვა ფერი ხდება. ნარკომანივით ხდები, გონება შენი ბნელდება, ვერაფერს ხედავ, მხოლოდ მას და მეტს არაფერს, ძლიერი შეგრძნებაა.
გიყვარს!!!!
ბედნიერი ხარ!!!
ეს ის ადამიანაია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გონებაში ვხატავდი!!!
ზუსტად ისეთია, როგორიც დავხატე, ღმერთოოოო რა დიდებულია, ღმერთო ულამაზესია, ჩანჩქერთა შხუილს ვადრი, მისი ხმა გულის ეჟვნებს აფრთხიალებს და ეს ეჟვნები სასიამოვნო ხმას გამოსცემენ...
არა, არ ვხატავ ახლა არაფერს, უბრალოდ გიყვები რა ვიგრძენი, კიდევ მეტს გეტყოდი, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენ.
დამიჯერე და დაიჯერე, რომ სიყვარული არსებობს და ის სადღაც კუთხეში გელოდება, მთავარია, იმედი არ დაკარგო და ხატე, ხატე როგორიც გინდა იყოს ის შენს მომავალში
განა რა არისო სიყვარული ვკითხულობთ ხშირად. ხშირად ლექსებს ვწერთ, ვხატავთ გულებად და სხვა, მაგრამ არცერთი ლექსი და ვერცერთი სიტყვა ამ გრძნობას ვერ გადმოგცემს, ის ძნელია დახატო. ის ულამაზესი შეგრძნებაა.
გამიგია, რატომღაც პარასკევიაო სიყვარულის დღე.
აბა დააკვირდით თქვენ შეგრძფნებას ყოველ პარასკევ საღამოს.
blanca სადა ხარ? შენ ამ თემის ხშირი სტუმარი იყავი.
მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
და ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
არა, მეც არ გამომიცდია, მაგრამ სიყვარული რომ მშვენიერია კი ვიცი
all you need is love ))
ბერძნებს სიყვარულის რამდენიმე კატეგორია ჰქონდათ:
აგაპე
ეროსი
ლუდუსი
პრაგმა
ფილია
მანია
ბერძნები დღეს მე შენ მიყვარხარ სათქმელად აგაპეს ხმარობენ. აგაპე ნიშნავს უპირობო, თავშეწრვით თუნდაც ცალმხრივ სიყვარულს. მაგ., პლატონი აგაპეს აღიარებდა უმაღლესად, ასევე კროული სწორედ აგაპეს აღიარებს.
ეროსი მაინც ყველაზე ჰარმონიულად მიიჩნევა.
ლუდუსი არის როდესაც ერთი მაშინ გიყვარს როდესაც არის სადღაც არსებული თუნდაც მითიური მეორე. სხვანაირდ სიყვარული იკეტება. არის ასეთი ხალხი. და ზოგჯერ ამას დაბალ თვით-შეფასებას მიაწერენ, მაგრამ არ ვიცი არ ვიცი :-)
პრაგმა რაციონალური კონტრაქტია.
ფილია მეგობრული სიყვარულია.
ხოლო მანია მფლობელობის უკიდურსი სურვილი და ეჭვიანობა.
ასეთი რთულია და თან ასეთი მარტივი სიყვარული. :-)
david6david
20
ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
21
მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.
ისე კარგად ვარ, უთუოდ მიყვარს ვიღაც და ჯერ ვერ გამირკვევია ვინ. ნუთუ ყველა ?
Что такое любовь? >> http://www.youtube.com/watch?v=Cix8DVYD3x8&feature=related
კაბალისტის ახსნა, ოოჩენ ინტერესნო!..
http://www.youtube.com/watch?v=UEs8banRGhg&feature=related ეს უპრო მომეცონა!!)))
გიყვარდეს სიცოცხლე, ჩემის აზრით უდიდესი სიყვარულის ფორმაა
ის რაც ბნელ ყუთში ჩაკეტილ ნაჭრის თოჯინას ადამიანად აქცევს
გულის ჩაკრას მიეცით ნება გაიზარდოს))))))))))
არის ერთი პატარა „სავარჯიშო“– ყოველ დილით წარმოვთქვათ სიტყვები: მშვიდობა, ბედნიერება, სიხარული ყველა არსებას.
ეს გრძნობა გულის ჩაკრით „გავუშვათ“ წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით,– ყველა მიმართულებით.
ოჰ... ეეეჰ )) ჩემი საყვარელი თემა )))
the greatest feeling )) ყველაზე დიდი, ლამაზი გრძნობა რაც კი არსებობს ))
უფრო მეტს მერე ვიტყვი როცა შემიყვარდება
anonymouska
სიყვარული ერთადერთი რამეა რაც უეჭველი ვიცი რო არსებობს
ეეეჰ.....რთული თემაა მართლა რა....
georgius-asmoday
ეს რომელი საუკუნის პოსტიააა? მმ, არ მინდა რომ ვთქვა რა ვიგულისხმე. უბრალოდ გავმარტავ რომ არავინ არ მიკრძალავდა, მე ვუკრძალავდი ჩემს თავს.
ვაიმეეეეე ჩემს ძველ , სულ პირველ პოსტებს გადავხედე უპს
უაზროდ შეყვარებული - მე
http://www.youtube.com/watch?v=2KTFoMJi3uE
სიყვარული (ვედურად) - Автор: Нарушевич Р. აუდიო
http://audioveda.ru/audio?id=143
http://join.ge/articles/11518-bb-bbbb-bbbbbbbbb.html
ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
სიყვარული ყველაზე აუცილებელი ძალაა ცხოვრების ბილიკებზე– უმთავრესია
ეს, ამ ცხოვრებაში ჩემი მოსვლის მთავარი შესასწავლი გაკვეთილია
... და რა გაკვეთილი, არაფრით არ წახვალ შატალოზე
არც თუ ისე მარტივი გაკვეთილია მაგრამ არ ღირს გაპარვა
სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას,
გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს mc კვადრატ F ფუძე ვნებათაღელვის უსასრულობისა და
შეცნობილი აუცილებლობისაკენ!
მიდით, ერთაოზ!
(საიდანაც არის, ალბათ ყველამ იცით )))
და კიდევ ერთი: ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი
ეჰ რაზ ეშო რაზ ეშო მნოგო მნოგო რაზ...
ახლა ასე თუ გავაოფებ თორეეე ...
მიყვარს რა ეს თემა და მინდა რაღაც ისეთი დავწერო, აი ისეთი მმმმ..
ბლანკამ თქვა, ახლაც მახსოვს , რომ როცა ადამიანი შეყვარებულია ყველაზე კარგად მაშინ ავლენს თავის ნამდვილ სახესო. ახლა დიდ კონტრასტს ვხედავ ადრინდელ და ახლანდელ მე-'ს შორის. ჰოდა ...აუუუ რისი თქმა მინდა ვერ ვაბამ თავს . ბლეჰ
anonymouska
შეყვარებული ხარ ანუ? მშვენიერია ))))))
serafinapekkala
არა პირიქით ვიგულისხმე .
ჰმმ მაინდამაინც შუაღამით რო მომინდება აქ შემოსვლა ....... და რეებს ვწერ ვაჰ
გადავხედე თემას და სიყვარულითაა სავსეhttp://freesmileyface.net
კიდევ მეტი სიყვარულის პოსტები მინდაhttp://freesmileyface.net
http://freesmileyface.net/Free-Love-Smileys.html http://freesmileyface.net/Free-Love-Smileys.html http://freesmileyface.net/Free-Love-Smileys.html
გავბედავ კიდევ და დავწერ ჩემს პატარა ლექსს ამ თემაში
...
შეუცნობელი აზრი მართმევს სხეულის ძალას,
რაღაც მაშინებს და გავურბი რაღაცას ახლა,
არ ვიცი რაა, სულიერი თუ უსულოა,
არ ვიცი რად კრთის გული ასე შეუჩერებლად.
ნეტავ რა მინდა, რას დავეძებ, ან რას ვაკეთებ,
ნეტავ რას ველი, რასა ვდარდობ, ან რას ვაფასებ,
ნეტავ ვინ მომწონს, ან ვინ მიყვარს, ან ვინ მახარებს
და ეს ვიცოდე, ნეტავ გულით ვის შევიყვარებ???
18 ივლისი 1991 წელი
თვრამეტი წლის შემდეგ
…
წავიდნენ წლები, ჩაიქროლეს, ნიავთა რხევით,
გავიდა ხანი, ოცნებებით და სიხარულით,
აზრი გაიხსნა გათამამდა, ნამდვილი გახდა
და გამუდმებით ის მიიწევს მაღლა და მაღლა.
გულს მოფრთხიალეს მოევლინა ნაზი ნიავი,
სულს მომლოდინეს გამოუჩნდა მისი რჩეული,
დარდნი წავიდნენ სიყვარული მათ შემოუშვეს,
დარდნი წავიდნენ სიყვარული აამოქმედეს.
29 მარტი 2009 წელი
http://freesmileyface.net/Free-Love-Smileys.html http://freesmileyface.net/Free-Love-Smileys.html http://freesmileyface.net/Free-Love-Smileys.html
ირმა
სიყვარული მაგარი რამეა.
უნდა უყვარდე ვიღაცას,უნდა გიყვარდეს ვიღაცა
როცა ყველაფერი პირობითი კვდება, როცა მიზეზი აღარ არსებობს, როცა ცაზე არც მზეა და არც ვარსკვლავები და მაინც ანათებ, როცა რაღაც უფრო მეტი ხარ ვიდრე ცხოვრებისეული გამოცდილების ჯამი, როცა მითი მარტოობაზე ირღვევა და გული კოსმოსს იტევს, როცა
ჭეშმარიტად მაშინ გიყვარს, თუ მზად ხარ გაუშვა და თავისუფლება მიანიჭო შენი სიყვარულის ობიექტს...
ვიპოვნო და სადმე გავუშვეებ??
რეებს ლაპარაკობ შენ ჩემი ოქრო ჩემთან არ გაგიგია??
sentimennte
"რასაცა გასცემ შენიოა" ეს არ გაგიგია
Shou
ერთხელ უკვე მოვიქეცი მასე, აუ ეხლა მომინდა რომ მოგიყვეთ...ცხოვრებაში ასე უძომოდ და სიგიჟემდე ერთხელ მიყვარდა,მიყვარდა წლების მანძილზე და მასაც ვუყვარდი,(პატარები ვიყავით,17 წლის,და 4 წელი გაგრძელდა ეს ყველაფერი) მერე ვატყობდი რომ შეიცვალა,ისეთი აღარ ოყო როგორიც ადრე,..მერე გავიგე რომ ერტ გოგოსაც ყვარებია და არც ეს იყო გულგრილი მის მიმართ,თუმცა ეგონა მე არაფერი ვიცოდი...გავუშვი...დავთმე და გავწყვიტე მასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა ვერ ხსნიდა ჩემ საქციელს, ასეთი სიგიჟემდე შეყვარებული ვიყავი და მივეცი თავისუფლება,(არჩევანის გაკეთების საშუალება,)ჩემს საქციელს მერე მიხვდა,მოგვიანებით,როცა ის გოგო ცოლად მოიყვანა...მერე მიხვდა რამხელა სიყვარული დავთმე, იყო ზარები,თხოვნაც მეხვეწებოდა შემხვდიო,იყო სიმღერებიც შუა ღამის სერენადებიც, ცრემლებიც, მონატრებაც და ტკივილიც,სულ ერთი პაწია სიტყვა იყო საჭირო, "დიახ" მაგრამ საქმე მარტო იმ გოგოში არ იყო, მათ უკვე პაწია ეყოლებოდათ და მეორედაც დავთმე...მეორედაც გავუშვი...ვერასოდეს ვერ ვიკადრებდი იმას რომ ის ცუცქნა ანგელოზი ჩემს გამო დაზარალებულიყო.(ვიცი რასაც ნიშნავს გახლეჩილი ოჯახი) ადამიანი ერთადერთი არსებაა რომელიც ყველაფერს ეჩვევა,წლებიც გავიდა და ისიც მიეჩვია უჩემობას და მეც უმისობას,თუმცა ძალიან დიდი ტკივილის ფასად,...ასე რომ, საკუთარი თავებივით გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, თუ კიდევ გავბედავ და ვინმეს ჩემს გულში შემოვუშვებ, მართლა აღარ გავუშვებ,და ყველაფერს გავაკეთებ მისი და ჩემი ბედნიერებისათვის....
კარგები ხართ და ძალიან მიყვარს ეს სიკარგე თქვენში ჩემო ლამაზო გულის ადამიანებო
sentimennte
ძლიერი სულის ადამიანი ყოფილხარ
ძალიან იშვიათად მოიქცევა ვინმე შენსავით
sentimennte
sentimennte
არაფერი არგჭირს საპატიებელი ჩემო კარგო მართალი აღვმოვჩნდი, იმიტომ რომ დღეს ისინი მშვენივრად არიან და ცხოვრობენ ბედნიერადაც და მშვიდადაც შენ ვერ მიმიხვდი, ის გაურკვევლობაში იყო, მე კი გავუგე, მე ვიცოდი რომ იმ ადამიანთან ბედნიერი იქნებოდა...ვგრძნობდი ამას...და ასეც მოხდა მერე დათმობაზე რომ წავიდა ლაპოარაკი მე ის აღვნიშნე რომ მე დავთმე ჩემი სიყვარული,შეგნებულად ვთქვი უარი და სწორად მოვიქეცი,მეტი არაფერი
sentimennte
შენ როგორ ხარ? )
მეე?/ კარგად ვარ შემოგევლე მშვენივრად ვარ მაგის მერე უკვე 4 წელი გავიდა და ახლა მშვენივრად ვარ, მართლა,
taim auti maqvs
love story-ებში
love -ში ტაიმაუტის არ მჯერა მეეე :დ
კაი ხოო,,ვბლატაობ ეხლა რაღაცეებს
უბრალოდ, კომპრომისებზე წასვლა თავმოყვარეობის ამბები მეგონა უცბად
ნუ მეგონა
Atman
თემას უნდა ერქვას "ცინიზმი ძილის წინ" 4
ისე სევდა მაინც უფრო უსიყვარულობაა, სიყვარული სიხარულია, ზე მიმავალი ენერგია
the love is life
the life is - you,
i love this life,
so,i love you!
სიყვარული იმდენად სუფთაა, იმდენად ყოვლის და ყველაფრისმომცველი, არ მინდა მისი სიტყვებით შეურაწყოფა
გილოცავთ სიყვარულის დგეს....ვალენტინობას
http://smajliki.ru/smilie-403777767.html
http://smajliki.ru/smilie-765571815.html
მეც ვუერთდები მილოცვებს და ყველას გილოცავთ
ისე ძალიან მიჭირს სიყვარულზე საუბარი... რა არის და ა.შ.
მე პირადად სიყვარულზე გამოთქმას... სიყვარულში ყოფნა მირჩევნია
ბევრის თქმით ზოგჯერ იკარგება აზრიც სიტყვები ხშირად ზედმეტია, რომ გამოხატო
გილოცავთ
ჩემი რასპუტინი დავკარგე,ეეხ ... გილოცავთ ვალენტინობას
გილოცავთ ვალენტინობას ისე ჩვენში დარჩეს და სიყვარულის დრო სულ არის რას მიქვია დრო და ამინდი
სიყავრული არაფერში არ გადადის, უბრალოდ ადამიანები ვბლოკავთ მას ჩვენში, მარტივად რომ ვთქვათ იგნორს ვუკეტებთ, თვალებს ვხუჭავვთ , გულს ვაციებთ, მაგრამ ამის მიუხედავად სიყვარული არსად არ მიდის, არ გარდაიქმნება და არ ქრება..
არის ასეტი იგავი ბერზე და ეშმაკზე.
იმდენად ამაღლებული და განწმენდილი იყო ეს მეუდაბნოე ბერი, რომ ვერანაირი ცოდვით ვეღარ აცდუნებდა მას ბოროტი..ღვთის დაშვებით გამოეცხადა მას ეშმაკი და ეცადა მის ცდუნებას, დაჰპირდა უფრო მეტად გაბრწყინებას და განდიდებას სულიერ ძმატა შორის..რა არარ შესტავაზა, ოღონდაც კი ბერს მისთვის დაეჯერებინა..ბერი მიხვდა მის განზრახვას და ასე უთხრა:-ვიცი ოდესრაც შენც სინათლის ანგელოზი იყავი, ისიც მსმენია რომ ღვთის წინაშე ანგელოზები არამიწიერი მშვენიერებით უგალობენ უფალს და ადიდებენ მას..ძალიან მინდა ეს საგალობელი გავიგონო, თუ იგალობებ შენთან ერთად წამოვალო.. ეშმაკი დატანხმდა და დაიწყო გალობა, ჯერ ჩუმად, და უხეში ხმით , ნელ -ნელა მისმა ხმამ დაწმენდა დაიწყო,სიბნელე გაქრა, ეშმაკმა სახე იცვალა..ნლ-ნელა ბერის კელია არამიწიერმა სინათლემა გაანათა, ერთ დროს ეშმაკად გადაქცეული დაცემული ანგელოზი ისევ პირვანდელი სახით იდგა ბერის წინაშე და ღვთიურ სადიდებელს გალობდა..უფლის განუზომელი სიყვარულის ძალით ეშმაკი კვლავ ანგელოზად იქცა ..
jgvenza
jgvenza
ვბლოკავთ მას, იგნორს ვუკეტებთ,თვალებს ვხუჭავვთ , გულს ვაციებთ ...
მე ასე მესმის:
1. ვბლოკავთო რომ ამბობ...ე.ი. არ აძლევ სიყვარულს სხვას. ანუ შენშივე ბლოკავ და არავისკენ არ უშვებ... არც შენ უშვებ და არც სხვისას იღებ. ანუ ბოლოკავ.
2. იგნორს ვუკეთებთო, რომ ამბობ..... ანუ ეს იგივეა პრინციპში, სხვისგან არ ღებულობ... იგნორს უკეთებ
3. თვალებს ვხუჭავთ.... სიყვარულის დანახვაზე... ასეთი რეაქცია გვაქვს : არა არ დამანახოთ..... მაგისი დანახვაც არ მინდა. და ამიტომ ხუჭავ თვალებს...ან მეორე ვარიანტი ხუჭავ თვალებს იგნორის ვარიანტში.
4. გულს ვაციებთ.... ე.ი. რა შეიძლება იყოს მმმმმმმ მოიცა ერთი წუთით მოვიფიქრო ... ააა მივხვდი
სიყვარული ხომ თბილია და გვათბობს... ჩვენ კიდე სიყვარულის მოახლოებაზე... ამ ჩვენს გულს სპეციალურად ვაციებთ ვყინავთ, რომ სიყვარულის სითბო არ შემოუშვათ.
მე ასე გავიგე შენი ნათქვამი სწორად გავიგე ნეტა, ამას გულისხმობდი ვითომ ???
სულ რომ მიყვარს მაგარია
mata
დაახლოებით ჰო..
jgvenza
კარგი ადამიანი ხარ
ერთადერთი და უნიკალური
შენთან საუბარი საინტერესოა
მე სურვილი მაქვს, რომ დავმეგობრდეთ
მე მიყვარხარ, ისეთი როგორიც ღმერთმა შეგქმნა
მე მიყვარს შენში არსებული ის წმინდა ადამიანური ბუნება, რომლის გამოც ჩვენ საერთოდ ადამიანები მოვიაზრებით ადამიანებად.
აი ამის გამო მიყვარხარ
ყოველგვარი პლიუსებისა და მინუსების გარეშე მიყვარხარ
მიყვარხარ, როგორც ადამიანი და არა როგორც jgvenza
ეხლა რას იზავ მაინტერესებს:
იგნორს თუ გამიკეთებ - ამ შემთხვევაში ამ პოსტს არ გამოეხმაურები
თუ დამბლოკავ - გამოეხმაურები პოსტს, ოღონდ მეტყვი ვის რაში სჭირდება ქალო ეგ შენი სიყვარულიო (და ვაი შენს პატრონსო იფიქრებ) შეიძლება პირდაპირ ეს სიტყვები არ გააჟღერო, მაგრამ არ არის აუცილებელი პირდაპირ დაწერო... ისედაც მივხვდები პასუხიდან
თუ თვალებს დახუჭავ - წაიკითხავ და მერე რაღა აზრი აქვს თვალების ხუჭვას... იყავი თუ გინდა სირაქლემასავით... რა აზრი აქვს
და ბოლო ვარიანტი გულს გააციებ... როცა გული ოდესმე ასეთი სიყვარულისგან გაგითბება, ჩემო ლამაზო და ძვირფასო ადამიანო... ასეთ გამთბარ გულს მაცივარში შესანახად უბრალოდ ვერ გაიმეტებ
mata
კარგი ადამიანი ხარ
ერთადერთი და უნიკალური
შენთან საუბარი საინტერესოა
მე სურვილი მაქვს, რომ დავმეგობრდეთ
მე მიყვარხარ, ისეთი როგორიც ღმერთმა შეგქმნა
მე მიყვარს შენში არსებული ის წმინდა ადამიანური ბუნება, რომლის გამოც ჩვენ საერთოდ ადამიანები მოვიაზრებით ადამიანებად.
აი ამის გამო მიყვარხარ
ყოველგვარი პლიუსებისა და მინუსების გარეშე მიყვარხარ
მიყვარხარ, როგორც ადამიანი ისევე როგორც mata
სიყავრულს ბევრი ფიქრი და განსჯა არ შვენის, ხომ ამბობ რომ ის ყველგან არის, ყველაში რადგან სიყვარული უფალია და უფალი ყველა ჩვენგანშია, მთავარია ეს დავინახოთ და მივიღოთ!
რა სამწუხაროა ეს ამბავი
ძალიან ცუდაა საქმე
ჰმმმმ, mata
განა არის მწუხარება სიყვარულში?!;)
Shou
რატოა სამწუხარო ეს ყველაფერი და რატომაა საქმე ძალიან ცუდად
შემიძლია ეგეც ვთქვა, მაგრამ ჯერ ერთი აზრი არა აქვს და მეორეც შეიძლება ადამიანი დავაზიანო ჩემი სიტყვებით.
ამიტომ ვარ გაბრაზებული ... სიყალბე მძაბავს
სიყვარულში მწუხარება არ არსებობს, იქ სადაც მწუხარებაა უკვე აღარაა სიყვარული
Shou
მწუხარება არის იქ სადაც უბედურებაა ან რაღაც საშინელება.
მე არ მითქვამს, რომ მწუხარე ვარ, მე ვთქვი სამწუხაროა .
ცოტა ვერ გამიგე მემგონი
jgvenza
user name
რატომ? ზოგჯერ დარდი, სევდა, უიმედობა , გამოუცდელობა, არცოდნა გვიფარავს ამ გამოსავალს, მაგრამ ის არის.. თუ მოინდომებ ყოველთვის გამოჩნდება..
უბრალოდ ზოგჯერ ჩვენი გონება ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ გამოსავალს და გვგონია რომ ის არ არის!
jgvenza
სატანის მსახური რომ გავხდე მაინც გეყვარები და გექნება სურვილი ჩემთან მეგობრობის????
სხვათაშორის ძალიან საინტერესოა სატანიზმი
(სერიოზულად გეკითხები)
mata
უცნაური კითხვები გებადება, რატომ უნდა გახდე სატანის მსახური?
jgvenza
jgvenza
კარგით რა, ეს უკვე პირად ჩათს ემსგავდება!! გეყოფათ რა, თუ რამე საქმე გაქვთ PM გამოიყენეთ პლზ!
წინასწარ მადლობა :*
user name
სინამდვილეში პრობლემას ჩვენვე ვქმნით, სინამდვილეში პრობლემა არ არსებობს!
mata
იცი შენ პოსტებს რომ ვკითხულობ ვხედავ , რომ კითხვებს სვამ , შენვე პასუხობ მათ და შენვე მსჯელობ მერე იმ პასუხებზე, ზოგჯერ ბრაზდები, ზოგჯერ იძაბები..
თუ ჩემმა რომელიმე პოსტმა პირადად გაგაღიზიანა და დაგძაბა ან არ იყო შენთვის მისაღები მომიტევე..მართლა არ მდომებია შენი გაღიზიანება, ალბათ რამე არასწორად გაიგე!
ამ თემას ნამდვილად არ შვენის კამათი..
jgvenza
ამ თემას ნამდვილად არ შვენის კამათი
ამ თემას ნამდვილად არ შვენის კამათი
მეტი არაფერია სათქმელი?!?!?!?!?!
ოკ.
პირიქით მადლობელი ვიქნები თუ კი რამეს ვისწავლი
user name
თუ როდესმე მივაღწევ ასეთ ცოდნას და სიმაღლეებს სიამოვნებით დაგეხმარები..
ადამიანებო, ეზოთერებო
ეს სიყვარულის თემაააა
jgvenza
გაიხარე
Shou
jgvenza
DISCIPLINE
DISCIPLINE
საინტერესო მიდგომაა, საკმაოდ ახლოა სიმართლესთან სატანისტების მიმართებაში,
გარდარეული სიყვარული მჭირს
განკურნება შეუძლებელია
რაც მთავარია სულ ვიღაც მიყვარს,აი სულ ვიღაც
რა კარგია მათგანაც რომ ვგრძნობ ამას.
ჰო კიდევ
მიჯაჭვულობა და სიყვარული რა,ერთიდაიგივე მცნებებია?
არადა ხშირად ერევათ ხოლმე
ასეთ ახსნასაც გადავაწყდი -
Любовь как наркотик...Один раз подумал о человеке- захотелось ещё...Подумал- началось привыкание...Опять подумал...-зависемость... : )))
მე არ მომწონს ხოლმე მსგავსი შედარებები-სიყვარული ავადმყოფობაა, ქიმიური პროცესების ზემოქმედებაა, ნარკოტიკია და ასე შემდეგ, ამგვარი სიყვარული უფრო სხვა პლანისაა-ეს შეიძლება ვნება იყოს, შეიძლება რაიმე მიზნისკენ სწრაფვა, ან ლტოლვა.. ნამდვილი სიყვარული ვერც ტანჯვას მიანიჭებს ადამიანს და ვერც ლომკებს გამოიწვევს მასში.. ეს ზუსტად ვიცი. ვიღაცას კონკრეტული ადამიანი უყვარს , ვიღაცას ისთივე ძალით შეიოძლება ფული უყვარდეს ან მანქანა, ეს სხვა სახის სიყვარულია, მისი საწყისი ვნებაა, ხორციელი განცდა. მე ცოტა სხვა სიყვარულზე ვლაპარაკობ..
Stoned
ბედნიერებაა!
rogorc am saqmeshi bumberazi klasikosib me vityodi love is like oxigen xooda 21 wlis moiyvann colsoo daa 4 weliwadshi ra siyvarulii unda meces ar vici me an ra gogo unda iyos aseti maaagari.. tak shto me vigac lamazis da sayvarlis molodinshi
moonbayer
რად უნდა მაგას 4 წელი D
ვერ მოვასწარი ყველას მოსაზრების წაკითხვა, და ისე გწერთ, გპირდებით ყველას გავეცნობი
დღევანდელ ეპოქაში ადამიანს (99%) ნამდვილი სიყვარულის თითქმის არაფერი გაეგება, ამ სიტყვის რეალური არსი, მნიშვნელობა და გამოვლინება დიდი ხანია შორს დგას სოციუმის წარმოდგენებისგან სიყვარულზე…
ძირითადათ ასეა; არ არის სიყვარული ის გრძნობა, რომელიც აერთიანებს დღეს ხშირ შემთხვევაში ორ ადამიანს, ან ერთი მიზნისთვის მოღვაწე ჯგუფს, და საერთოდ ყველანაირ ურთიერთობას...
რეალურად სიყვარულს უწოდებენ იმას რაც არანაირად არ არის სიყვარული, ეს აბსოლუტურად სხვადასხვა გამოვლინებებია, რომელსაც უწოდებენ სიყვარულს ან სიყვარულით გამოწვეულ ქმედაბას. ასეთ ფსევდო “სიყავულს” მე ასეთ განმარტებას მივცემდი – "LOve is War, War is Love."- ეს იგულისხმება როგორც ორ ადამიანს შორის ურთიერთობაში და ასევე უფრო გლობალურ გამოხატულებებში. Bბევრი შეიძლება არ დამეთანხმება მაგრამ სამწუხაროდ ეს ღრმა და მწარე რეალობაა ჩემი აზრით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ არის სიყვარული და თითქმის არანაირი საერთო არ აქვს სიყვარულთან, უბრალოდ უმრავესობას ჰგონია რომ უყვართ. კაცობრიობის უდუდესი ნაწილი ცდება, რადგან ამ უდიდეს ნაწილს ღრმად “სძინავს” და კიდე სხვა რამეებიც ჰგონია მცდარად და გაუცნობიერებლად
ადრე ერთ სუფისტურ ლიტერატურაში ამოვიკითხე ერთი ფრაზა რომელმაც თავის დროზე ძაან დამაფიქრა და დღესაც ხშირად ვიყენებ რჩევის მიცემის დროს – “იმისა|თვის რომ შეიცნო კაცობრიობა, უნდა გამოეყო მას”.
სამწუხაროდ დიდი ანუ იმ რეალური სიყვარულის შეგრდზნება საკუთარ თავში და მერე სხვისთვის ჩუქება ძალიან ცოტას თუ შეუძლია მითუმეტეს ამ ეპოქაში და ჩვენს სულელ ცივილიზაციაში.
Aამისათვის საჭიროა ადამიანი გადავიდეს განვითერების უფრი მაღალ საფეხურზე, და ეს ყველა ადამიანს შეუძლია სინამდვილეში, უბრალოდ ყველამ არ იცის ეს, და ვერც გააგებინებ, სანამ თავად არ გაუჩნდება სურვილი და მოთხოვნელიბა გაიღვიძოს და გააღოს ყველა თვალი რომელიც დაუხუჯეს ბავშვობიდან გარშემომყოფებმა.
მე არ მჯერა ისეთი ალტრუისტების რომლებიც სიყვარულს და სიკეტეს თესავენ გარშემო და ამავდროულად თავის დროზე არ ჩაღრმავდნენ საკუთარ თავში და მარტოობაში არ მიაღწიეს გააზრებულ განსხივოსნებას. Mმე ვთვლი რომ ადამიანი ვერ მიხვდება რა არის ის სიყვარული რაზეც მე ეხლა ვსაუბრობ, თუ პირველ რიგში საკუთარ თავში არ ჩაიხედა ძალიან ღრმად, უშიშრად უნდაშეხვდეს ყველანაირ აღმოჩენილ სიმართლეს და ადრე მისთვის უცნობ რეალობას, იმუშაოს საკუთარ თავზე, საბოლოოდ მოხდება მასში განსხივოსნება და სრული ჰარმონია საკუთარ თავთან და ყველაფერ ნატურალურტან ამ სამყაროში, და მაშინ განთავისუფლდება ადამიანი ყველანაირი უსარგებლო და ხელოვნური ნეგატიური ასპეკტებისგან, მაშინ იგრძნობს ის სიყვარულს საკუთარ თავში, ის ისეთ დონემდე აივსება ამ უდიდესი გრდზნობით, მისი ყოველი უჯრედი გაიჟგინთება სიყვარულით, და აი მერე მას შეუძლია აჩუქოს და გადასცეს ეს მართლაც გენიალური გრძნმობა მთელ სამყაროს, სხვებს და გინდ კონკრეტულ პიროვნებას... ეს არის უტყუარი და ურეალურესი სიყვარული მხოლოდ! მოპოვებაა ჯერ საჭირო სიყვარულის რათა მართლა გიყვარდეს სხვა და სხვები. აქედან წამოვიდა ყველასთვის ნაცნობი გამოთქმა – “თუ არ გიყვარს საკუთარი თავი, სხვასაც ვერ შეიყვარებ”. მაგრამ ამ ეგოისტურ სამყაროში ეს გამოთმა სხვანაირად გაშიფრეს ისე როგორც აწყობდათ დროისა და ადგილის მიხედვით
ყველა დამეთანხმებით ალბათ რომ ადამიანისთვის ისე როგორც ყველა ცოცხალი არსებისთვის სიყვარული, სასიცოცხლო მნიშვნელობის რამ არის. შამწუხაროდ დღეს დედამიწაზე არ უყვართ ერთმანეთი რადგან არ იციან რა არის სიყვარული და ის გამონაკლისები რომლებსაც მართლა უყვართ და შეუძლიათ ნამდვილი სიყვარული ზღვაში წვეთია, თუმცა ეს “წვეთები” მაინც ძალიან მნიშვნელონია და თავის ფუნციას ატარებენ. დაე ემრავლოს ასეთ “წვეთებს” ამ სამყაროში !
ბოდიშს ვიხდით თუ ცოტა სიტყვა გამიგრძელდა, შევეცადე ძალიან მოკლედ გამომეხატა ჩემი მოსაზრება სიყვარულთან დაკავშირებით მე ვერ მოვახერხე ყველას მოსაზრების წაკითხვა ჯერ, ამისათვისაც ბოდიშს ვიხდი
ძალიან მიხარია რომ აღმოვაჩინე ქართული ეზოთერიული ფორუმი, გაიხარეთ ყველამ !
ყველას გისურვებთ სიყვარულს, და სიბნელეში სიარულის დროსაც სინათლის შეგრძნება საკუთარ თავში
Stoned
ქორწილს უნდა
tramantana
მომეოწნა შენი პოსტი, გავაკეტე დასკვნა რომ შენ განცდილი გაქვს ის რაზეც დაწერე? მართალი ხარ, საოცარი განცდაა იმ უფსკრულის პირას დრგომა რასაც საკუტარი თავი ჰქვია. იქ იმსხვრევა ყველა ის ტყუილი წარმოდგენები რასაც ბავშვობიდან ვიწეპებთ ფერად-ფერად ფრუცლებად და ბოლოს სრულიად ვიკარგებით მათში.. საოცრად შემაძრწუნებელია თავიდან.. მერე ხვდები მის დანიშნულებას, რაღაც დროის შემდეგ..
ნამსტე jgvenza
კი ალბათ განცდილი მაქვს, მაგრამ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო რათა დავბრუნდე "სახლში" და ვთვლი რომ ყველამ უნდა განიცადოს თან უცილებლად რადგან მაღალგანვითარებული ცხოველებისაგან , მართლა ადამიანებად გადავიქცეთ ბოლოსდაბოლოს. მგონი მარტო ამისთვისაც ღირს ცხოვრება დედამიწაზე
ბევრი დაკვირვების შემდეგ, დავრწმუნდი რომ არცერთი ადამიანი საერთოდ არ განსხვავდება ერთმანეთისგან ბუტაფორიული სიჭრელის მიუხედავად, საერთოდ არაფრით არ განსხვავდები მეც სხვებისგან, არა და ადრე სხვანაირად ვფიქრობდი მხოლოდ ერთი რამით თუ განვსხვავებთ ადამიანებს ერთმანეთისგან - ზოგს "სძინავს" და ზოგს კი "ღვიძავს", მეტი არანაირი განსხვავება
tramantana
სიყვარული მართლაც სულ სხვა რამ არის ვიდრე ზოგადად გავრცელებული აზრი მასზე. როცა მასთან სულ ოდნავ მაინც ხდება მიახლოება მაშინვე სიტყვები იკარგება გამოსათქმელად და ეს კარგია რადგან ყველამ თავისით უნდა აღმოაჩინოს იგი საკუთარ წიაღში ყველა იმ "ხარახურის" მიღმა რაც აგვიკიდია და კიდევ ვაგრძელებთ აკიდებას.
Shou
გეთანხმები
What's wrong with the world mama?
People living like aint got no mamas
I think the whole worlds addicted to the drama
Only attracted to the things that bring you trauma
And that's exactly how anger works and operates
You gotta have love just to set it straight
Take control of your mind and meditate
Let your soul gravitate to the love y'all
People killing people dying
Children hurtin you hear them crying
Can you practice what you preach
Would you turn the other cheek?
Father Father Father help us
Send some guidance from above
Cause people got me got me questioning
Where is the love?
If love and peace so strong
Why are there pieces of love that don't belong
Nations dropping bombs
Chemical gases filling lungs of little ones
With ongoing suffering
As the youth die young
So ask yourself is the loving really strong?
So I can ask myself really what is going wrong
I feel the weight of the world on my shoulder
As I'm getting older y'all people get colder
Most of us only care about money makin
Selfishness got us followin the wrong direction
Wrong information always shown by the media
Negative images is the main criteria
Infecting their young minds faster than bacteria
Kids wanna act like what the see in the cinema
Whatever happened to the values of humanity
Whatever happened to the fairness and equality
Instead of spreading love, we're spreading anomosity
Lack of understanding, leading us away from unity
That's the reason why sometimes I'm feeling under
That's the reason why sometimes I'm feeling down
It's no wonder why sometimes I'm feeling under
I gotta keep my faith alive, until love is found
Dream e r
http://www.youtube.com/watch?v=EkHTsc9PU2A
სულ ამ ტალღაზე...
ინა
ეს ნახე აბა
http://vimeo.com/hd#10819887
ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,
აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,
ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,
მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია
სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,
სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,
თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე
და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,
და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,
სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,
განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:
"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"
I'm Yours
Life is wonderful
http://www.youtube.com/watch?v=7l74d1fmZbw
მადლობა, რა კარგები ხართ ... გაუცნობიერებლად დამეხმარეთ თქვენი საინტერესო აზრებით....
mari
ხანდახან მართლა მაქვს შეგრძნება, რომ „სიყვარული გულში აღარ ეტევა“...
ხოდა მაშინ ისეთი უცნაური შეგრძნება მიჩნდება, თითქოს დავფრინავ და ქუჩაშიც მარტოც რომ ვიყო ხან მოღიმარი დავდივარ. ნეტა რას ამბობს ხალხი
ირმა
რა კარგი ხარ და რა ჰარმონიული.
ისა მე მგონი სიყვარული აღარ შემიძლია,ან მგონი არასოდეს შემეძლო.სიყვარული რომ იყოს,პრობლემებთან გამკლავება აღარ გამიჭირდებოდა.მინდა სიყვარული შემეძლოს და თავისუფალი ვიყო.ჯერჯერობით კი ისევ საშინელ ეგოისტად ვრჩები.ზოგჯერ პირდაპირ მინდება დავამთავრო ეს ყველაფერი.
ისა არ გეგონოთ,რომ ვინმესთვის თავის შეცოდება მინდოდეს.
მასწავლეთ რა,როგორ შევიყვარო...
ნახეთ, შემთხვევით გადავაწყდი, რა საყვარელი ლექსია: „ქარი მინდა ვიყო“
http://www.face.ge/blog/24947/khari-minda-viqo-zviad-kejaqmadhe-zviad-gol-ge
http://pix.ge/
სიყვარული გულში შედის, მერე გულის გულში, მერე სულში. გული, გულის გულს მაგრად ჩაჭიდებს ხელებს, გულისგული - სულს, სული ისევ გულს გადმოსწვდება, შეკრავენ წრეს და ამღერდებიან აცეკვდებიან, აკისკისდებიან და გადმოღვრიან სიყვარულს, ბალახებზე, მინდვრებზე, მთებზე, მდინარეებზე ,სახლებზე და პატარა ქოხებზე, დაირბენენ ნაკადულებს, შემოუფრენენ დიდი დედამიწიწ პატარა ადამიანებს და დააბერტყავენ სიყვარულს. აავსებენ იმათ გულებსაც,გულის გულებსაც და სულებსაც, მერე ყველა ცას,ყველა ვარსკვლავს, პლანეტას მიეხუტება და ასე იქნება დაუსრულებლად!...შენთანაც შემოპარულა სიყვარული, უი,გულში შესულა, გულის გულისკენ მიდის, გულის გულიდან სულში გადავა, სული კი ისევ გულს მიუბრუნდება და ჩაჭიდებენ ხელებს, აბა ხელები სიყვარულს როგორ დაიჭერენ და გადმოღვრიან ალბათ, გავილუმპებით, ამოვიგანგლებით სიყვარულის ფანტელებში და ასე იქნება დაუსრულებლად...
sentimennte
natalia
sentimennte
<3
td.........
sentimennte
კი.. გულია ეს..
http://www.youtube.com/watch?v=NqV3clvlC4Q
ძაან ძაან მიყვარს
სიყვარული არის ერთი უნივერსალური ენერგია, რომელიც მხოლოდ გულებშია და იქიდან მართავს ყველაფერს. არის სამყაროს გულში რომელიც ჩვენ არ ვიცით სადაა, არის დედამიწის გულში, დუღს და ყველა მიმართულებით უშვებს უსაზღვრო ენერგიას რომელიც ატრიალებს და ასულდგმულებს მას, არის მზის გულში და ასხივებს უზარმაზარ სითბოს, და არის ადამიანის გულში რაც ამოძრავებს მას და ამოქმედებს. ამავდროულად ეს გულები ამ უნივერსალური ენერგიით დაკავშირებულია ერთმანეთთან და უამრავ იმპულსს აძლევს ერთმანეთს ყოველ წამს. სიყვარული არის ცხელი და ფეთქვადი, წითელი და ყვითელი ფერის ერთდროულად, და უსასრულოდ მარადიული.. უამრავი გულია სამყაროში და მართლაც საკვირველია როგორ შეგვიძლია ადამიანებს მათგან წამოსული-ამხელა ენერგიის დათრგუნვა მაშინ როცა აგრესიით ვაჭარბებთ მას.....
Gopi
სიყვარული მათბობს,მალაღებს,როდესაც მიყვარს ყველაფერს ფერადად აღვიქვამ.
Любовь
Один человек пришел к великому Учителю и сказал: "Я хочу полюбить Бога - покажи мне путь".
Учитель ответил: "Скажи мне сначала, любил ли ты кого-нибудь раньше?".
Человек сказал: "Я не интересуюсь мирскими делами - любовью и всем прочим. Я хочу прийти к Богу".
Учитель ответил ему: "Подумай еще раз, пожалуйста, любил ли ты хоть одну женщину, хоть одного ребенка - хоть кого-нибудь?".
Человек ответил: "Я ведь уже сказал тебе: я человек религии, я не обычный мирянин, я никого не люблю. Покажи мне путь, как я могу прийти к Богу".
Учитель начал рыдать, слезы закапали из его глаз, и он ответил:
"Тогда это невозможно, сначала ты должен кого-нибудь полюбить. Это будет первая ступенька. Ты спрашиваешь про последнюю ступеньку, а сам не ступил на первую! Иди и кого-нибудь полюби!".
Что такое любовь? (ответ мастера йоги Снежко Р.А.)
http://www.youtube.com/watch?v=7jDDslEX7i0&feature=related
სიყვარულის დღე არისო გავიგე )) კი მაგრამ ყოველ დღე არ არის თუ? ))
"Истинная любовь сказывается в несчастье. Как огонек,она тем ярче светит,чем темнее ночная мгла."
Леонардо да Винчи
"... Любовь единственное в природе, где даже сила воображения не находит дна и не видит предела!"
Иоганн Фридрих Шиллер
ოქროს სიტყვებია
"..Настоящую любовь можно узнать по тому, насколько от нее человек становится лучше, и еще по тому... насколько от нее в душе светлеет."
Леонид Николаевич Андрее
"Слово <<любовь>>означает две разные вещи: просто любовь, то есть страсть и милосердие."
Сомерсет Моэм
“სიყვარული უკვდავება არ არის, მას შეუძლია
მხოლოდ განაპირობოს დანაპირების უნაპირობა.
დანაპირების, რომელსაც ყოველწამს ვაძლევთ
თავს, მაგრამ არ ვიცით ამის შესახებ”
ეს სიმღერა ანასტაისას საიტზე ვიპოვე ადრე, ანუ არაპროფესიონალები მღერიან მაგრამ გულით.. ეს ერთერთი სიმღერა სიყვარულზე
<3
http://video.yandex.ru/users/lilanchik/view/12/?cauthor=lilanchik&cid=3
http://video.yandex.ru/users/lilanchik/view/13/
http://sirius-ru.net/articles/lubvi.htm
<3
იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი,
იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა,
იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის,
იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან...
და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ....!
საიდან და ვისია ნამდვილად არ ვიცი )
http://www.youtube.com/watch?v=qts3i9XnuJs&feature=related პრიკოლი კლიპი))))))))
დავაგვიანე!
“შენ რომ გიყვარდა, ის ქალი – მე ვარ...
მაგრამ, ვაი, რომ დავაგვიანე!”
მ. აბარამიშვილი
სულ არ გიცნობდი...
შეგხვდი რატომღაც...
რას გვიმზადებდა ბედი მსახვრალი?
შემოგხედე და... დავრჩი ადგილზე,
ვეღარ მოვწყვიტე მაგ ღიმილს თვალი...
ერთი დანახვით ვნებააშლილი
და მორღვეული თვალების ფერი...
დაცვარულ შუბლზე მინაწებები
თმა, აწეული მთრთოლვარე ხელით...
მერე, უეცრად, ლუდის კათხაში
ძალად ჩამხრჩვალი ვნების ალმური...
აღარ მინდოდა გვერდით არავინ...
მამოძრავებდა შური ქალური.
- რა დავაშავე? –ვფიქრობდი... - ჩემგან
რას ითხოვს დროის მემატიანე?!....
“შენ რომ გიყვარდა, ის ქალი – მე ვარ...
მაგრამ, ვაი, რომ დავაგვიანე!”
არ ვიცი, რა მინდა
არ ვიცი, რა მინდა...
არ ვიცი, რად მინდა
მაგ თვალთა დანახვა, ბაგეთა ამბორი...
რატომ მსურს, გისმინო...
რატომ მსურს, მისმენდე
და მეც გიყვებოდე ამბებს არგაგონილს!
მაკლიხაააარ!.....
გავყვირი დახშული ბაგით და...
ვერავინ გაიგებს ამ კივილს სულისას!
მჭირდებიიიიი!.....
ცრემლებად იღვრება გული და
უცრემლო თვალები მალავენ სურვილსაც!
არ ვიცი, რა მინდა!...
ვიცი, რომ შეხვედრა
კვლავ ტკივილს მომიტანს, ოცნებაც გაქრება...
და მაინც მიყვარხარ,,,
და მაინც მაკლიხარ...
და მაინც მჭირდები იმედის სანთლებად.
თამარი
ძალიან მომეწონა
დიდი მადლობა, ირმა!
[b]მზეონა[/b
ეს შენ...
http://www.radikal.ru]
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)