IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> რეგრესსიის თერაპიის სპეციალიტის მოწვევა, ღონისძიებები
Emigranti
post Jan 19 2011, 06:36 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წინა ცხოვრებების რეგრესსიის (PLR-Therapy) და ცხოვრებათაშორისი რეგრესიის (LBL-Therapy) თერაპიის სპეციალიტის მოწვევა


ზოგადად რეგრესიული თერაპია ეს არის თერაპევტის დახმარებით, წინა ცხოვრების გახსენება, კონკრეტული პრობლემის გადასალახავად. ეს პრობლემა შეიძლება იყოს ფიზიკური ან ფსიქიური სახის. მაგალითად შეიძლება იყოს რაიმე სახის შიშები, როგორიცაა დავუშვათ კლაუსტროფობია (დაკეტილი სივრცეების შიში), ან დაბადებიდან თანდაყოლილი რაღაც ქრონიკული ტკივილები, თუ პათოლოგიები და ა.შ. ასეთი პრობლემების წყარო ხშირად წინა ინკარნაციებში დევს.

რეგრესია ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებით, მაგრამ ძირითადი პრინციპები ყველასთან ანალოგიაურია. ხდება პაციენტის შეყვანა ტრანსისმაგვარ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანის ცნობიერება მეორე პლანზე გადადის, ხოლო ქვეცნობიერება აქტივირდება და ადამიანს ძალუძს გაიხსენოს, მასში ჩაწერილი, როგორც ამ ცხოვრების, ასევე წინა ცხოვრებათა მოვლენები. რა თქმა უნდა იმდენად, რამდენადაც ისინი კავშირში იქნება კონკრეტულ ამცხოვრებისეულ პრობლემასთან.

ხოლო ცხოვრებათაშორისი რეგრესია (LBL), გულისხმობს არა წინა ცხოვრებების, არამედ მათ შორის მომხდარი მოვლენების გახსენებას. ანუ იმას, თუ რა მოხდა გარდაცვალებასა და შემდეგ ინკარნაციას შორის.

რეგრესიული თერაპიის შესახებ დიდი ხანია ვკითხულობ და ასეთ სეანსში მონაწილეობა ყოველთვის მინდოდა. მაგრამ დილეტანტებთან მისვლას არავის გირჩევდით. ერიდეთ არალიცენზირებულ თერაპევტებს.

ამ თემაზე ბევრი წიგნია დაწერილი და ბევრი საფუძვლიანი კვლევა გაკეთებულა. მრავალი ცნობილი ავტორი არსებობს, ვინც პროფესიონალურად მუშაობს ამ საკითხებზე. და ყველაზე იდეალური, რა თქმა უნდა, პირადად ამ პიროვნებებთან მისვლა იქნებოდა. მაგალითად ისეთთან როგორიცაა მაიკლ ნიუტონი (ვისაც მის შესახებ არაფერი გაგიგიათ შეგიძლიათ აქ შეიხედოთ ). მაგრამ ეს რა თქმა უნდა ცოტა არარეალურია და თუნდაც იმ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომ ბატონმა ნიუტონმა არ იცის ქართული ან რუსული ენები. თერაპევტთან კომუნიკაცია კი გადამწყვეტია რეგრესიისას.

ამიტომ ვიფიქრე რომ, იქნებ შეიძლებოდეს, სადმე მსოფლიოში, ლიცენზირებული და კომპეტენტური სპეციალისტის პოვნა ( რომელმაც იცის რუსული ენა) და მისი საქართველოში მოწვევა. რა თქმა უნდა ერთი ადამიანი მარტო ვერ შეძლებდა ამას, რადგან ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მომწვევი ვალდებულია აანაზღაუროს სტუმრის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებიც. მაგრამ თუ მრავალი ადამიანი შევიკრიბებოდით ერთად ეს უფრო რეალური გახდებოდა. დავუშვათ 20 ადამიანი რომ შეგროვდეს, თითო ადამიანზე გაანგარიშებით, ხარჯები აღარ იქნებოდა უსაშველოდ დიდი.

ამ მიზეზების გამო მივწერე ნიუტონის ინსტიტუტს ( http://www.newtoninstitute.org ), თხოვნით, რომ მოეცათ ისეთი ლიცენზირებული და მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტის კოორდინატები, რომელიც ფლობს ნიუტონისეულ PLR-Therapy და LBL-Therapy მეთოდებს და თანაც იცის რუსული ენა. მათ ჩემი წერილი პირდაპირ გადაუგზავნიათ შესაბამის პიროვნებასთან და რამდენიმე ხნის შემდეგ მივიღე შემდეგი იმეილი:

Уважаемый г-н ...,
Я отвечаю на ваш запроc. Я являюсь LBL квалифицированным русско-язычным терапевтом. Меня зовут Rifa Ходжсон. Я живу в Ванкувере, в Канаде в провинции Британская Колумбия. Я планирую посетить Россию, Москву и Санкт-Петербург осенью 2011 года. Пожалуйста, дайте мне знать, как я могу помочь вам.

Dear Mr. ...,
I am responding to your request for a qualified Russian speaking therapist with a LBL-license. My name is Rifa Hodgson. I live in Vancouver, British Columbia of Canada. I am planning to visit Russia- Moscow and St Petersburg in the Fall of 2011. Please, let me know how can I assist you further.

Warm regards,
Rifa Hodgson, B.Ed/Mus
Certified Clinical Hypnotherapist,
Past Life & Life Between Lives Therapist,
Hypno-Fertility Therapist
EFT Coach
Adventure into Time and Beyond
604-741-7944


ამ ქალბატონს თავისი ვებგვერდიც აქვს სადაც არის ინფორმაცია მის შესახებ www.lifebetweenlives.ca . აი ეს ფოტოებიც იქიდან ავიღე:



მარცხნივ მაიკლ ნიუტონი, მარჯვნივ რიფა ჰოჯსონი


რიფა ჰოჯსონი


როგორც მისი ვებგვერდიდან შევიტყვე, რიფა ასევე მაიკლ ნიუტონის მესამე წიგნის "Воспоминания о Жизни после жизни" თანაავტორია. შეიძლება ითქვას ამ წიგნის ძირითადი ნაწილი მაიკლ ნიუტონის მოსწავლეების მიერაა დაწრილი, რომლებმაც მის ინსტიტუტში LBL-სერტიფიცირება გაიარეს. რიფა ჰოჯსონი კი წიგნის მე-11 თავის, „Жизн на лету“ ავტორია(იხ. გვ 129).

ამის შემდგომ რამდენჯერმე მივწერე ქალბატონ ჰოჯსონს. მოვუყევი ჩემი სურვილის შესახებ, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და ჩაეტარებინა სეანსები და რომ მე მარტო არ ვიყავი, ვისაც ასეთ სეანსებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა. მას საწყის ეტაპზე არც უარი განუცხადებია და არც თანხმობა. მთხოვა მომეყოლა იმის შესახებ, თუ მსურველები ვინ ვიყავით, რა საკითხებით ვართ დაინტერესებული და რა ასაკის ვართ. თავიდან ვერ მივხვდი ასაკი რა შუაში იყო, მაგრამ შემდეგ ნიუტონის მეორე წიგნში „Предназначение Души“, თავში „Мастера этики“ (გვ. 171) წავიკითხე შემდეგი: „...В следующем Случае представлен двадцатишестилетний мужчина из Детройта, Субъект Уровня V, духовное имя которого Эндерадо. Сначала я не хотел принимать его. Обычно я не принимаю пациентов моложе тридцати лет, потому что я не думаю, что средний молодой человек уже прошел достаточно много развилок на своем жизненном пути. Их амнезия, блоки памяти могут быть слишком прочными. Вдобавок велика вероятность того, что их духовные Гиды могут во время сеанса гипноза создавать препятствия, чувствуя, что их ученикам слишком рано видеть определенные кармические пути...“ ანუ ალბათ ისიც ნიუტონის ამ პრინციპით ხელმძღვანელობს და იმიტომ სურს დაინტერესებულ პიროვნებათა ასაკი იცოდეს.

შემდეგ იმეილებში რიფამ აღწერა სეანსის პროცედურა, როგორც იგი ამას აკეთებს და თუ რას უნდა მოელოდეს მისი პაციენტი:

ცხოვრებათაშორისი რეგრესიის (LBL) წინ, რომელიც დაახლოებით 4 საათი გრძელდება, უნდა გაკეთდეს წინა ცხოვრებების რეგრესსია (PLR), რომელიც დაახლ. 2 საათი გრძელდება. მაგრამ ზოგ ადამიანს მეტი დრო სჭირდება მომზადებისა და ასევე წინა ცხოვრებების რეგრესის გავლისთვისაც (PLR). მათ ჯერ ეს უნდა შეძლონ, იმისთვის რომ ცხოვრებათაშორისი რეგრესია (LBL) შესძლონ. LBL მოითხოვს მოსამზადებელ სამუშაოს, ასევე გარკვეულ მზადყოფნას იმუშაო ყველაფერთან რასაც ნახავ, წინასწარ შექმნილი აზრისა და მოლოდინების გარეშე. გიდები ჩვენ მხოლოდ იმდენ ინფორმაციას/გამოცდილებას გვაძლევენ, რამდენი გამოცდილების მიღებისთვისაც ჩვენ მზად ვართ. ანუ ამ „მოგზაურობას“ ყველა თავისებურად აღიქვამს, იქიდან გამომდინარე რამდენად არის მზად და იმავდროულად, რამდენად თვლის სულიერი სამყარო შესაძლებლად და სასარგებლოდ, მისთვის, ამ ატაპზე, ამ ინფორმაციის გადაცემას.

რიფა ჰოჯსონის აზრით ზოგ დამიანს არარეალისტური წარმოდგენა აქვს LBL მუშაობასთან მიმართებაში. ასეთ წარმოდგენას წიგნებში აღწერილი წარმატებული შემთხვევები განაპირობებენ. იქ არაა ნათქვამი იქამდე მისვლას რამდენი მუშაობა დასჭირდა. მაიკლ ნიუტონი ძალიან ნელა და ხანგრძლივად მუშაობდა მის პაციენტებთან, მათი LBL-ისთვის მომზადების პროცესში. ის ნელნელა ასწავლიდა მათ ინფორმაციის მიღებას და ამ ინფორმაციის ნდობას. LBL არ არის პირველი ნაბიჯი, ის პროცესის ბოლო ეტაპია და არა საწყისი. ყველას გამოსდის სხვადასხვანაირად, ზოგი ჯდება ველოსიპედზე და უმალ შეუძლია ატაროს, ზოგს კი რამდენიმე ცდა სჭირდება. ყველაფერს სჭირდება ვარჯიში. ჩვენ ასევე ვწვრვთნით ჩვენს უნარს მიღებული ინფორმაციის გაგებისა და უფრო მნიშვნელოვანი, ვიწვრთნით უნარს ამ ინფორმაციის ნდობისა.

ქ-ნმა ჰოჯსონმა მოიყვანა ასეთი მაგალიათი: ერთ მის პაციენტს პირველ სეანსზე არ გამოუვიდა ღრმა ტრანსის, თუ ჰიპნოზის მდგომარეობაში შესვლა. ამიტომ მას მოუწია კიდევ რამდენიმე დამატებით სეანსზე მისვლა, გარკვეული პერიოდის შემდეგ და სახლში დამატებითი სავარჯიშოების კეთება.

ეს ყველაფერი რიფამ იმ მიზნით აღწერა, რომ განემარტა შემდეგი მდგომარეობა:
როდესაც ყველაფერი მიმდინარეობს თერაპევტის ქალაქშივე - ეს ნაკლებად პრობლემატურია. მაგრამ როდესაც თერაპევტი მოწვეულია საზღვარგარეთიდან, დავუშვათ მხოლოდ ერთი კვირით, ამისი შესაძლებლობა, რომ თუ არ გამოგივიდა, ერთ კვირაში კიდევ ერთხელ მიხვიდე და კიდევ სცადო, შეიძლება ამ შემთხვევაში აღარ იყოს. ქალბატონ ჰოჯსონს სურდა, რომ ყველასთვის, ვინც თერაპევტს საზღვარგარეთიდან იწვევს, ეს ყოველივე წინასწარ ნათელი ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში ის ურჩევს პაციენტები წინასწარ მოემზადონ, გარკვეული ვარჯიშებით, ან სხვა სპეციალისტების დახმარებით მათ ქვეყანაში.

მან ასევე გამომიგზავნა აუდისავარჯიშო, რომელსაც თავის რუსულენოვან პაციენტებს აძლევს რელექსაციის სასწავლად. ესაა აუდიოფაილი რომელსაც იგი იყენებს სეანსისთვის მოსამზადებელ სამუშაოებისას. იგი ურჩევს პაციენტებს ამ ჩანაწერს მაქსიმალურად ხშირად უსმინონ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. ჩანაწერი, ეხმარება მათ ისწავლონ მოდუნება და წინასწარ მიეჩვიონ მის ხმას. აი აქაა ლინკი საიდანაც შეგიძლიათ მისი ჩამოტვირთვა:

http://www.filefactory.com/file/b510ac3/n/..._2010_05_17.mp3

თუ რიფა კიდევ რაიმეს მომწერს დავდებ რა თქმა უნდა ფორუმზე. ფორუმელებს და მის მკითხველებს კი ვთხოვდი მოეწერათ ჩემთვის (აქ ან პმ-ით), თუ რამდენად დააინტერესებდათ მათ ასეთ სეანსებში მონაწილეობა. თუ ასეთი სურვილის მქონე მხოლოდ 3-4 ადამიანია, რა თქმა უნდა ამის რეალიზაცია ნაკლებად რეალურია. მაგრამ 10-15 ადამიანი მაინც რომ შეგროვდეს, დარწმუნებული ვარ შევძლებდით.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 19 2011, 08:02 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Emigranti @ 19th January 2011 - 06:36 PM) *
თუ მრავალი ადამიანი შევიკრიბებოდით ერთად ეს უფრო რეალური გახდებოდა. დავუშვათ 20 ადამიანი რომ შეგროვდეს, თითო ადამიანზე გაანგარიშებით, ხარჯები აღარ იქნებოდა უსაშველოდ დიდი.

მიახლოებით იცი რა ჯდება ამ ქალის სეანსები (სტუმრობის ხარჯების გარდა) ?


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jan 19 2011, 08:23 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Jan 19 2011, 08:02 PM) *
მიახლოებით იცი რა ჯდება ამ ქალის სეანსები (სტუმრობის ხარჯების გარდა) ?

მაგას რა თქმა უნდა დაზუსტება უნდა, მაგრამ მის ვებგვერდზე http://www.lifebetweenlives.ca/FAQ.htm ეწერა რომ 4 საათიანი სეანსი 200 კანადური დოლარი ღირსო. მაგრამ ეს იქაური ფასია და ასე ერთი-ერთზე ვერ გადაიტან სხვა ქვეყნებზე. მაგალითად რუსეთში როცა ჩავა (შემოდგომაზე) იქ შეიძლება სხვა ფასი დააწესოს. უნდა ვკითხო.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 19 2011, 10:07 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
200 კანადურ დოლარად მე ჩაგიტაებთ სეანს არ გინდატ? biggrin.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 19 2011, 11:26 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
QUOTE(Emigranti @ 19th January 2011 - 07:36 PM) *
ერიდეთ არალიცენზირებულ თერაპევტებს.

!!! მინდა ხაზი გავუსვა, ერიდეთ, +1
Emigranti
ძალიან კარგი წამოწყებაა, ყოჩაღ...))
კანადის დოლარი, მგონი იგივე ძალისაა რაც დოლარი არა?
ეს რას ნიშნავს? 200 დოლარი ერთ კაცზე თუ ერთად?


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jan 19 2011, 11:46 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირმა @ Jan 19 2011, 11:26 PM) *
Emigranti

!!! მინდა ხაზი გავუსვა, ერიდეთ, +1
Emigranti
ძალიან კარგი წამოწყებაა, ყოჩაღ...))
კანადის დოლარი, მგონი იგივე ძალისაა რაც დოლარი არა?
ეს რას ნიშნავს? 200 დოლარი ერთ კაცზე თუ ერთად?
არა, ერთ კაცზე გულისხმობს მგონი. არც ისე ცოტაა, გეთანხმები.

ჰო, კანადური დოლარი თითქმის იმდენივე ღირს რაც აშშ დოლარი.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 19 2011, 11:53 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
QUOTE(Emigranti @ 20th January 2011 - 12:46 AM) *
არა, ერთ კაცზე გულისხმობს მგონი. არც ისე ცოტაა, გეთანხმები.

ხოო, არვიცი რამდენი შესძლებს. კანადურ ფასებში სულაც არაა ძვირი, მაგრამ აქ... შეიძლება აქ ამდენი არ მოითხოვოს.
ძალიან საინტერესო იქნებოდა. ძალიან მომინდა, მაგრამ... (((
თუმცა ვნახოთ, შემოდგომამდე დიდი დროა.
ჩამოვტვირთე რელაქსი და ახლა ვუსმენ... კარგი ჩანსwink.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jan 20 2011, 12:07 AM
Post #8


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირმა @ Jan 19 2011, 11:53 PM) *
Emigranti

ხოო, არვიცი რამდენი შესძლებს. კანადურ ფასებში სულაც არაა ძვირი, მაგრამ აქ... შეიძლება აქ ამდენი არ მოითხოვოს.
ძალიან საინტერესო იქნებოდა. ძალიან მომინდა, მაგრამ... (((
თუმცა ვნახოთ, შემოდგომამდე დიდი დროა.
ჩამოვტვირთე რელაქსი და ახლა ვუსმენ... კარგი ჩანსwink.gif
იცი რა? შენ ხომ საბერძნეთში ხარ ეხლა და თუ გინდა, შეგიძლია, მაიკლ ნიუტონის ინსტიტუტის ვებსაიტზე, მოძებნო ლიცენზირებული თერაპევტი, სადმე შენთან ახლოს. აი ქ ნახე: http://www.newtoninstitute.org/search.php


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 20 2011, 09:45 AM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
QUOTE(Emigranti @ 20th January 2011 - 01:07 AM) *
იცი რა? შენ ხომ საბერძნეთში ხარ ეხლა და თუ გინდა, შეგიძლია, მაიკლ ნიუტონის ინსტიტუტის ვებსაიტზე, მოძებნო ლიცენზირებული თერაპევტი, სადმე შენთან ახლოს. აი ქ ნახე: http://www.newtoninstitute.org/search.php

დიდი მადლობაა, მაგრამ საბერძნეთი არ არის სიაში smile.gif
აქ ეკლესიის ცენზურა როგორც ჩანს ძალიან ძლიერია.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Jan 20 2011, 12:36 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და რატომ არის ძვირი 200$ ისეთ რაღაცაში, რამაც შეიძლება ადამიანის ცხოვრება შეცვალოს rolleyes.gif ამაზე უკეთესში რაში უდნა გადაიხადო?


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 20 2011, 08:52 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე არ გავრისკავდი.. საქართველოში არ არსებობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jan 21 2011, 11:16 AM
Post #12


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Emigranti @ Jan 19 2011, 08:23 PM) *
მაგას რა თქმა უნდა დაზუსტება უნდა, მაგრამ მის ვებგვერდზე http://www.lifebetweenlives.ca/FAQ.htm ეწერა რომ 4 საათიანი სეანსი 200 კანადური დოლარი ღირსო. მაგრამ ეს იქაური ფასია და ასე ერთი-ერთზე ვერ გადაიტან სხვა ქვეყნებზე. მაგალითად რუსეთში როცა ჩავა (შემოდგომაზე) იქ შეიძლება სხვა ფასი დააწესოს. უნდა ვკითხო.

ბოდიში უნდა მოვიხადო არა სწორი ინფორმაციისთვის. როგორც ჩანს ჩემი ინგლისური არასაკმარისი აღმოჩნდა სწორად გამეგო მის საიტზე განთავსებული ინფორმაცია. იქ თურმე სულ სხვა რამ იგულისხმებოდა. საუბარი 200 დოლარის ოდენობის ავანსზე ყოფილა. ანუ იქ ამ თანხის წინასწარ გადახდაზე წერია. ეს ყოფილა არა ფასი, არამედ მხოლოდ ფასის ნაწილი. მისი მომსახურეობა ბევრად უფრო ძვირი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა. იმედგაცრუებული ვარ. unsure.gif იტაგო (PLR 2სთ + LBL4 სთ) თურმე 1000 დოლარი ჯდება. ეს ძალიან მაღალი თანხაა huh.gif

პლიუს რიფამ მომწერა, რომ ამ წელს საქართველოში ვერ ჩამოვა. რაღაც მგზავრობის უსაფრთხოების სააგენტოს, თუ ბიუროს ვკითხე რჩევა და არ მირჩიეს საქართველოში მგზავრობა, რადგან ეს მნიშვნელოვანი რისკია, განსაკუთრებით თუ რუსეთიდან მგზავრობო. blink.gif . თუ გინდა, თურქეთში ჩავდივარ ოქტომბერშიო და იქ ჩამოდიო.

ნდა. რა იმედგაცრუებაა. ეს კვირა რაღაც მაგარი უცნაურია.

არა უშავს. ესიგი ესე იყო კარგი და საუკეთესო.

არ დაიდარდოთ. ვინმე სხვას ვიპოვით. smile.gif



--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 21 2011, 06:15 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
გული არ გაიტეხო და ნურც ძებნას დაატან დიდ ძალას... ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია სინამდვილეში... ამხელა ტანხის მაგაზე მოხმარებას ჯობია უფრო სასარგებლო საქმეს მოახმარო... LBL და PრL არ ღირს ამდენი დამიჯერე!;)


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Simulated
post Jan 22 2011, 12:58 AM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 716
Joined: 4-October 09
Member No.: 6,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არადა 1000 $ არარის ძვირი ამ კონკრეტული თერაპიისთვის. მაგრამ ამჟამად რო მქონდეს მე პირადად არ გადავიხდიდი ,ჯერჯერობით სხვა ბევრი ჩემითავისთვის სასარგებლო რაღაცის გაკეთება შემიძლია 1000$ და არა მარტო ჩემითავისთვის smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 22 2011, 10:59 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არაფრით არ იქნება 1000 კაცზე,– იქნება ლექციის ფასი. ასე რომ ათი კაცი თუ შეგროვდა 100 იქნება კაცზე. ასე მგონია... 1000-ის გადამხდელი არც კანადაში არ იქნება.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Jan 24 2011, 09:17 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინგლისში გადავხედე ფასებს და სადღაც £250-ია ერთი სეანსი(რაც გულისხმობს მთელ დღეს) რაც 700 ლარს შეადგენს, ის ეტყობა 1000 კანადური დოლარია.
ისე იმ თურქეთის ვარიანტზე შეიძელბა ფიქრი atb_calendar.gif


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Jan 24 2011, 09:25 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1 Canadian dollar = 1.00573 U.S. dollars
უპს biggrin.gif რაღაც გადავიფიქრე უცებ biggrin.gif


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jan 29 2011, 08:00 PM
Post #18


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეგრესიის თერაპიული კურსი იმის მერე დაეწყო ჩემს ცნობიერებას, რაც სიზმრებზე მუშაობა დავიწყე. თანდათან მახსენდებოდა ძველი სიზმრები და ცხოვრების ფრაგმენტები, რომლებიც რამოდენიმე წლის წინათ მოხდა. მაგალითად გამახსენდა სიზმარი რომელიც 5 წლის ასაკში მაქვს ნახული
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 30 2011, 09:27 AM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
QUOTE(mata @ 29th January 2011 - 09:00 PM) *
რეგრესიის თერაპიული კურსი იმის მერე დაეწყო ჩემს ცნობიერებას, რაც სიზმრებზე მუშაობა დავიწყე. თანდათან მახსენდებოდა ძველი სიზმრები და ცხოვრების ფრაგმენტები, რომლებიც რამოდენიმე წლის წინათ მოხდა. მაგალითად გამახსენდა სიზმარი რომელიც 5 წლის ასაკში მაქვს ნახული

ვაა.. რა საინტერესოა


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 12 2011, 12:09 AM
Post #20


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ ფოქრობთ, რატომ გვაქვს დაბლოკილი წინა ცხოვრებების მეხსიერება?! რა თქმა უნდა შემთხვევით რომ არა ამაში ყველა დამეთანხმებით. იმათ ვისაც ძალიან გინდათ წარსულში ჩახედვა სერიოზულად გიფიქრიათ გარდა უბრალო ცნიბისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა (მეც ძალიან მაინტერესებს, დამერწმუნეთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს უარს ვიტყოდი!), რას მოგიტანდათ, რაში გჭირდებათ. ეს რომ საჭირო ყოფოლიყო ცხოვრების შესაცნობათ, იმ გზის გასავლელად რისთვისაც მოვედით, მაშინ გვემახსოვრებოდა და თუ დადგა ისეთი მომენტი თქვენს ცხოვრებაში რომ გახსენება საჭიროა თქვენთვის, გაგახსენდაბათ ის და იმდენი რაც საჭიროა, დანარჩენი მხოლოდ ტვირთია, რომელიც არავინ იცის რა გავლენას მოახდენს თქვენს ეგოზე. მე რეგრესიული თერაპიის კატეგორიული წინააღმდეგი კი არა ვარ, პირიქით დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ნიუტონსაც და სხვებსაც, უბრალოდ ასეთია ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:11 PM