Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები _ ვივეკანანდა

Posted by: ანანდა Nov 18 2011, 02:15 PM

ვივეკანანდა თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას ასობით მილიონი ინდოელი ბავშვობიდან იცნობს, როგორც `ერის მამას~. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე, არამედ ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე საერთოდ. 1893 წელს ჩიკაგოში, `რელიგიათა პარლამენტის~ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით ამერიკა შემოიარა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ `ორატორს ღმერთის უფლებებით~. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა~ _ წერდა რაბინდრანათ თაგორი.


სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ

. . .თქვენს თანამედროვე შეხედულებებთან. ადამიანი ბუნების ტყვეა და სამარადჟამოდ ტყვედ დარჩება. ჩვენ ამას კარმას ვუწოდებთ. კარმა კანონია და იგი ყველგან მოქმედებს. ყველაფერი კარმითაა ზღვარდებული. `არ არსებობს გამოსავალი?~ `არა! დარჩით მონებად წლიდან წლამდე. იყავით კარგი მონები. სიტყვებზე ზემოქმედებით ჩვენ მოგიხერხებთ, რომ თქვენზე ყველაფერმა კარგად იმოქმედოს და არა ცუდად... თუ, რა თქმაუნდა კარგად გადაგვიხდით.~ ასეთი იყო მიმამსაკას იდეალი. საუკუნეებია, რაც ეს იდეალები პოპულარობას ინარჩუნებს. ადამიანთა ფართო მასები მოაზროვნე არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ცდილობენ იაზროვნონ, მასები უამრავ ცრურწმენათა საშინელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. დასუსტდებიან თუ არა, დარტყმაც არ აყოვნებს და მათი სიმტკიცე ათას
ნაწილად იმსხრევა. მათი ამოქმედება მხოლოდ ტკბობის სურვილს და საცდურს ძალუძს. საკუთარ თავთან თანხმობით მოქმედებამათ არასოდეს ძალუძთ. სულ მუდამ შეშინებულები, დაშინებულები და თავზარდაცემულნი უნდა იყვნენ და სამუდამოდ თქვენი მონები იქნებიან. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა გადახდის და მორჩილებაში ყოფნისა. სხვა ყველაფერს
ქურუმი გააკეთებს. ”

. . . დღეს მე ოდნავ შევიცვალე მსოფლმხედველობა, რადგან ერთი მეტად საინტერესო რამ აღმოვაჩინე. დავუშვათ, რაიმეს ფიქრობთ, მაგრამ არ გინდათ, რომ ფიქრობდეთ. ცდილობთ, სხვა რამეზე იფიქროთ და ამგვარად ამ თქვენს აზრს მთლიანად ახშობთ. რა არის ეს აზრი? მე ვნახე, რომ მან თხუთმეტ წუთში მან კვლავ იჩინა თავი. იგი დაბრუნდა და შემარყია. ის ძლიერი იყო და ისე მძლავრად და საშინლად ამოხეთქა, რომ ვიფიქრე, აქ ვიღაც შეშლილია-მეთქი. ყველაფერი რომ დამთავრდა, მივხვდი _ მოხდა მხოლოდ ის, რომ წინა შთაბეჭდილება იქნა ჩახშობილი. ჩემი საკუთარი უარყოფითი შთაბეჭდილებაა ის, რაც უნდა ამოწურულიყო. `ბუნება თავის გზას იპოვის. რას შეიძლება მიაღწიო ჩახშობით?~ _ ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ წინააღმდეგობის გაწევა ამაო იყო. შეიძლება თქვენში ერთდროულად ასი ათასი სურვილი ეცილებოდეს ერთმანეთს. თქვენ შეიძლება ისინი ჩაახშოთ, მაგრამ ჩახერგილი წყარო გზას მაინც იპოვის და დაინახავთ, რომ ყველაფერი ისევ თქვენშია. მაგრამ იმედი არის. თუ საკმაოდ ძლიერი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ცნობიერება ერთდროულად ოც ნაწილად დაჰყოთ. როდესაც ფსიქიკას იცვლით, გონი იზრდება. ასე ამბობენ იოგები. ერთი ვნებიდან მეორე ამოიზრდება, პირველი კი კვდება. გაბრაზებას სიხარული ცვლის ხოლმე, ბრაზი კი წამსვე ქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზისგან თქვენ სხვა მდგომარეობა წარმოქმენით. ეს მდგომარეობები სულ მუდამ ერთმანეთს ენაცვლება. სამუდამო ბედნიერება ან უბედურება ბავშვური ოცნებაა. უპანიშადები მიგვითითებს, რომ ადამიანის მიზანი არც უბედურებაა და არც ბედნიერება, არამედ იმის მართვა, რისგანაც ისინი წარმოიქმნება. ჩვენ, ასე ვთქვათ, საფუძველშივე უნდა ვმართოთ სიტუაცია. კიდევ ერთი უთანხმოება იმაში მდგომარეობს, რომ უპანიშადები გმობს რიტუალს, განსკუთრებით იმას, ცხოველების კვლას რომ მოითხოვს. ყველაფერ ამას ის უაზრობად აცხადებს. ძველ ფილოსოფოსთა ერთი სკოლა ამბობს, რომ თუკი ამას შედეგი მოჰყვება, გარკვეულ დროს ცხოველის მოკვლა დასაშვებია. შეგიძლიათ მათ შეედავოთ და უთხრათ, `კი მაგრამ ცხოველისთვის სიცოცხლის წართმევა ხომ ცოდვაა. თქვენ ამისთვის ტანჯვა მოგელით,~ მაგრამ ამაზე გიპასუხებენ, რომ ეს სისულელეა. რა იცით თქვენ, რა არის კარგი ან ცუდი? რა, გონება გკარნახობთ? რა სისულელეებს როშავთ! თქვენ თქვენს გონებას წმინდა წერილის (ანუ ვედების ) წინააღმდეგ გამხედრებთ. თუკი გონება ერთ რამეს გეუბნებათ, ვედებში კი სხვა რამე წერია, შეაჩერეთ გონება და დაუჯერეთ ვედებს. თუკი ამბობთ: `არა, ჩემი ცნობიერება სხვა რამეს მეუბნება,~ არაფერი გამოვა. რა წამსაც იჯერებთ, რომ რომელიმე წიგნი მარადისი სიტყვაა და წმინდაა, იმ წამსვე კარგავთ კითხვის დასმის უფლებას. . .

Posted by: Lashapoli Nov 18 2011, 04:00 PM

ვა ძალიაინ მაგარია, დადე კიდე თუ არის ლექციები

Posted by: ანა Nov 18 2011, 06:37 PM

Lashapoli

მადლობა მე, რომ ეს თემა გაიხსნა biggrin.gif

http://www.radikal.ru

ვივეკანანდა


მაგრამ სამწუხაროა ასეთი ადამიანების ბიოგრაფიები და ლექციები რომ სადღაც ფორუმებზე გაბნეული. მაქსიმუმ ბლოგზე ყვადეს ერთგან ვინმეს ნახსენები, არ გინდა წიგნი გამოცდე ანანდა ? ჩვენ დროში არაა ეს რთული, უფრო მეტიც აუცილებელიცაა. ერთად იქნება თავმოყრილი ყველაფერი.

Posted by: vano kazbegi Nov 18 2011, 07:11 PM

საინტერესო თემაა

Posted by: Internet Cоntraband Nov 19 2011, 10:29 PM

ვივეკანანდა ერთადერთი ინდოელი ფილოსოფოსია რომელიც აზროვნებდა! სხვა ყველანი სკნუტუები არია ჩემს თვალში


Posted by: ანა Nov 20 2011, 09:41 AM

ფანატიკოსებს არ შეუძლიათ რაიმეს შექმნა, რადგან თავიანთი ენერგიის სამ მეოთხედს ფუჭად კარგავენ. ჭეშმარიტი ქმნადობა შეუძლიათ მშვიდ, გაწონასწორებულ, პრაქტიკულ ადამიანებს.

სვამი ვივეკანანდა

Posted by: ანა Nov 20 2011, 09:49 AM

რამაკრიშნას და ვივეკანანდას მიმდევრებმა ემბლემად აირჩიეს გედი, რომელიც იდუმალ „მე“-ს განასახიერებს. ვივეკანანდა არ აღიარებდა საერო ცხოვრებიდან და საზრუნავიდან განდგომას. პირიქით, ხაზგასმით აღნიშნავდა სხვისთვის ზრუნვის მარადიულ ღირებულებას და წერდა: „ყველაფერზე პასუხისმგებლობა იტვირთეთ და გახსოვდეთ, რომ საკუთარ ბედს თავად ქმნით“.
კარმა იოგიდან: „თუკი ვისწავლით საკუთარი გონების ფლობას, ეს სამყარო ჩვენთვის ისეთი გახდება, როგორსაც ოპტიმისტები ხედავენ“. ჯნიანა-იოგა: „თუ გაავებული ვარ, მთელი სამყარო სიავითაა სავსე“, „სიცოცხლის უმაღლესი დანიშნულებაა ემსახურო ყოველივე ცოცხალს“.

ვივეკანანდას შეფასებით, დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელი მიისრაფვის, რომ ყველაფერი გარეგნულად იყოს სუფთა (და მართლაც, ევროპულ ქვეყნებში მიღებულია განსაკუთრებით სუფთა ეზოები კოტეჯების წინ) და შემდეგ შინაგანად, სულში. აღმოსავლური ცივილიზაცია კი პირიქით – ყველაზე მაღლა შინაგან სიწმინდეს აყენებს. როგორც ვივეკანანდა ვარაუდობდა, შედარებით შორეულ მომავალში კაცობრიობა შეძლებს შეათავსოს დასავლური მეცნიერება და აღმოსავლური სულიერება, რაც მას განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანს.

Posted by: ანანდა Nov 21 2011, 11:02 AM

ლექცია მეორე

წაკითხული სან ფრანცისკოში, 1900 წლის 28 მაისს

გიტა მცირეოდენ შესავალს მოითხოვს. მოქმედება კურუკშეტრას ველზე ხდება. ერთი და იგივე რასის ორი განშტოება ხუთი ათასი წლის
წინ ერთმანეთს ინდოეთის იმპერიას ეცილებოდა. პანდაველებს ჰქონდათ უფლება, მაგრამ კაურავებს ჰქონდათ ძალა. პანდაველები ხუთი ძმანი იყვნენ და ტყეში ცხოვრობდნენ. კრიშნა პანდაველთა მეგობარი გახლდათ. კაურავები მათთვის ნემსის წვერის ოდენა მიწის მიცემასაც კი არ აპირებდნენ. პირველი სცენა ბრძოლის ველზე იშლება. ორივე მხარე მის წინ თავის ნათესავებსა და მეგობრებს ხედავს – ერთ მხარეს ერთი ძმა დამდგარა, მეორე მხარეს – მეორე. ერთ მხარეს ბაბუა დგას, მეორე მხარეს _ შვილიშვილი.

. . . როდესაც არჯუნა მტრის ბანაკში საკუთარ მეგობრებსა და ნათესავებს გაარჩევს და გააცნობიერებს, რომ შეიძლება მათი დახოცვა მოუხდეს, გული რეჩხს უყოფს და ბრძოლაზე უარს ამბობს. ასე იწყება გიტა .

ყოველი ჩვენგანისთვის ამსოფლიური სიცოცხლე გამუდმებული ბრძოლაა. . . . ბევრჯერ ხდება, რომ საკუთარი სისუსტე და სილაჩრე მიმტევებლობად და განდეგილობად გვინდა მოვნათლოთ. მათხოვრის განდეგილობის ფასი კაპიკია. ფასი იმას აქვს, როცა თავს ის იკავებს, ვისაც დარტყმა შეუძლია; როცა ის ამბობს უარს, ვისაც აქვს. ყველამ ვიცით, რა ხშირად გვითქვამს ბრძოლაზე უარი სიზარმაცისა და შიშის გამო და ვცდილვართ, საკუთარი თავისთვის შთაგვეგონებინა, რომ ვაჟკაცურად მოვიქეცით.

გიტა ამ მეტად მნიშვნელოვანი სტროფით იწყება: `ფეხზე წამოდექ, უფლისწულო! მოიშორე ეგ სულმდაბლობა, ეგ სისუსტე! წამოდექი და
იბრძოლე!~ შემდეგ არჯუნა კრიშნასთან შეკამათებას ცდილობს და მაღალმორალურ აზრებს ახვავებს – რომ წინააღმდეგობის გაუწევლობა სჯობს გაწევას და ა.შ. ცდილობს თავი გაიმართლოს, მაგრამ კრიშნას გაცურება შეუძლებელია. ის უზენაესი პიროვნება, ანუ ღმერთია და ყველაფერს ხედავს. ამ შემთხვევაში მიზეზი სისუსტეა. არჯუნა თავის ნათესავებს ხედავს და მათზე ხელის აწევა არ ძალუძს. . . .
არჯუნას გულში მეტისმეტი მგრძნობიარობა და მოვალეობა ერთმანეთს ებრძვის. რაც უფრო ვგავართ ცხოველებს, მით უფრო მეტად ვართ ჩაფლული ემოციურობის ჭაობში. ჩვენ ამას სიყვარულს ვუწოდებთ? მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოჯადოებაა. ცხოველებივით ემოციების ტყვეობაში ვიმყოფებით. ძროხას შეუძლია თავი გაწიროს თავისი პირმშოსთვის. ეს ყველა ცხოველს ძალუძს, მაგრამ ამით რა? პატარა ჩიტის ბრმა ემოციებს სრულყოფილებისკენ არ მივყავართ.

. . . ადამიანის მიზანი მარადიული ცნობიერების მიღწევაა! იქ ემოციებს, სენტიმენტალურობას და სხვა ისეთ რამეს, რაც გრძნობების4 საკუთრებაა, არაფერი ესაქმება. იქ მხოლოდ პირველმიზეზის წმინდა გონის ნათელია. იქ ადამიანი სულად გარდაიქმნება. ახლა კი არჯუნა ზედმეტი ემოციურობის ტყვეობაშია. იგი არ არის ის, რაც უნდა იყოს – განგების მარადი ნათლით მოქმედი, საკუთარი თავის მფლობი, გასხივოსნებული ბრძენი. ცხოველის ან ბავშვის მსგავსად ის გულს აჰყოლია, თავს ასულელებინებს მას, გონებას კარგავს და ცდილობს თავისი სისუსტე `სიყვარულით~ და სხვა ლამაზი სიტყვებით შენიღბოს.

კრიშნა ყველაფერს ხედავს. არჯუნა ასე თუ ისე ნასწავლი კაცივით ლაპარაკობს და უამრავ არგუმენტს იშველიებს, თუმცა ამავე დროს სისულელეს როშავს. `ბრძენი არ წუხს არც ცოცხლებზე და არც მკვდრებზე,~ მოუჭრის მას კრიშნა: `ვერც შენ და ვერც მე ვერ მოვკვდებით. არ ყოფილა ისეთი დრო, როცა ჩვენ არ ვარსებობდით. ასეთი დრო არც არასოდეს დადგება. როგორც ამ ცხოვრებაში გაივლის ადამიანი ჯერ ბავშვობას, შემდეგ კი ახალგაზრდობას და სიბერეს, ისე სიკვდილის შემდეგ ის უბრალოდ სხვაგვარ სხეულში გადადის. რისთვის უნდა წუხდეს ბრძენი? რამ შვა ის ემოციურობა, ასე რომ დაუმონებიხარ? მხოლოდ გრძნობებმა. `სიცოცხლის ყველა თვისება გრძნობების შეხებით ჩნდება. სითბო და სიცივე, სიამოვნება 4 ფიზიკური აღქმის ხუთი საშუალება: მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა და გემოს შეგრძნება. და ტკივილი ჩნდება და ისევ ქრება ხოლმე.~ ახლა რომ უბედურია ადამიანი, ცოტა ხანში თავს ბედნიერად გრძნობს. ფაქტიურად მას არ ძალუძს სულის ბუნება განიცადოს. . . .

`არსებობა ვერასდროს იქნება არარსებობა და ვერც არარსებული იარსებებს ოდესმე. . . . ამიტომ იცოდე, რომ იმას, რაც მთელ სამყაროს ავსებს, არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. იგი უცვლელია. არ არსებობს არაფერი, რასაც ძალუძს შეცვალოს შეუცვლელი და თუმცა სხეული იბადება და კვდება, მას, ვინც მასში ცხოვრობს, არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული.~ თუკი ეს იცი, წამოდექი და იბრძოლე! არც ერთი ნაბიჯი უკან! აი, რა არის დედააზრი. . . . რაც არ უნდა შეგემთხვეს, იბრძოლე. ქვეყანაც რომ დაიქცეს, მთელი მსოფლიოც რომ ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდეს, მაინც იბრძოლე! სიკვდილი მხოლოდ სამოსის გამოცვლას ნიშნავს. რას კარგავ? ამიტომ იბრძოლე! ლაჩრობით ვის რა მოუგია. . . . უკან დახევით უბედურებას ვერ აიცილებ. ყველა ღმერთს ერთად რომ მოუხმო, უბედურება მაინც არ აგცდება. ინდოეთის მასები სამოც მილიონ ღმერთს ევედრებიან, მაგრამ მაინც იხოცებიან. სად არიან ის ღმერთები? . . . ღმერთები მაშინ მოდიან საშველად, როცა მიზანს აღწევ. მაშ რა აზრი აქვს სიკვდილთან დამალობანას თამაშს? . . . ეს ქედის მოხრა ცრურწმენების წინაშე, საკუთარი სურვილებისთვის თავის მიყიდვა შენ არ შეგშვენის სულო ჩემო.

შენ დაბადების და სიკვდილის მიღმა ხარ, მარადისი. და რადგან უკვდავი სული ხარ, არ შეგშვენის მონობა. . . . აღსდექ! გაიღვიძე! წამოდექი და იბრძოლე! მოკვდი, თუ საჭიროა. ვერავინ გიშველის. თვითონ ხარ მთელი სამყარო და ვინ უნდა გიშველოს? `მიუწყვდომელია არსება ადამიანის გრძნობებისთვის დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ. მხოლოდ ამათ შორის არის იგი ხილული. მითხარ, რაა სადარდებელი? ხოლო თუ ფიქრობ, რომ ამ კაცის კვლა ცოდვაა, შენი საკუთარი კასტის პოზიციიდან შეხედე ამ ყველაფერს.

რატომ უნდა ვიყვირო, თუ მიბწკენენ? . . . ნახეთ, როგორი მონობაა. არ შეგრცხვათ? ჩვენ ხომ რელიგიური ადამიანები ვართ! ფილოსოფოსები! ბრძენები! ღმერთმა დაგვლოცოს!.. რანი ვართ სინამდვილეში? ჭკუას გადამცდარი მოსიარულე ჯოჯოხეთები – აი რა ვართ.
არ ძალგვიძს ხორცზე ფიქრს მოვეშვათ. მიწას ვართ მიჯაჭვული. . . . ჩვენი აზრები ჩვენი საფლავებია. სხეულს რომ ვტოვებთ, ეს აზრები
უზარმაზარი ძალით გვიჭერს. ვის შეუძლია იშრომოს სრულიად მიუჯაჭველად? აი ნამდვილი კითხვა. ასეთი კაცი წარმატებაშიც და მარცხშიც ერთნაირია და მთელი მისი ცხოვრების საქმეც რომ ერთ წამში გაცამტვერდეს, გული ერთხელაც არ შეუტოკდება. `ასეთია ბრძენი, რომელიც მუდამ შრომისთვის შრომობს და შედეგზე არ ზრუნავს. ამ გზით აღწევს ის თავს დაბადებისა და სიკვდილის ტკივილს და თავისუფლდება.~ შემდეგ ის ხედავს, რომ მიჯაჭვულობა მხოლოდ მოლანდებაა, რომ სული ვერასოდეს იქნება მიჯაჭვული და წერილებსა და მოძღვრებებს მიღმა გადის. რას უნდა ელოდეს წიგნებსა და ფოლიანტებში ჩაფლული, თავგზააბნეული გონება? ერთი წიგნი ერთს ამბობს, მეორე კი სულ სხვას... რომელ წიგნს აირჩევ?

დარჩი მარტო! დაინახე საკუთარი სულის მშვენიერება და ის, რომ უნდა იშრომო. ასე შეიძენ მტკიცე ნებისყოფას.

Posted by: ანა Nov 21 2011, 12:05 PM

ახლა კი არჯუნა ზედმეტი ემოციურობის ტყვეობაშია. იგი არ არის ის, რაც უნდა იყოს – განგების მარადი ნათლით მოქმედი, საკუთარი თავის მფლობი, გასხივოსნებული ბრძენი. ცხოველის ან ბავშვის მსგავსად ის გულს აჰყოლია, თავს ასულელებინებს მას, გონებას კარგავს და ცდილობს თავისი სისუსტე `სიყვარულით~ და სხვა ლამაზი სიტყვებით შენიღბოს.

kos.gif

Posted by: ანანდა Nov 22 2011, 12:38 PM

. . . ზოგჯერ ადამიანები დიდ ხანს მარხულობენ. . . . ყველაზე დიდმა ნაძირალამაც რომ ოცი დღე იმარხულოს, უფრო კეთილშობილი გახდება. კრიშნას აზრით ყველაფერი ეს სისულელეა. მისი თქმით გრძნობები მხოლოდ დროებით დაიხევენ უკან, მაგრამ შემდეგ მაინც იჩენენ თავს და ოცმაგი ძალით დააცხრებიან მას, ვინც თავს იგვემს. . . .

მაშ რა უნდა ვქნათ? – ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ, არავითარი ასკეტიზმი. შრომა უნდა განვაგრძოთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს,
რომ მიჯაჭვულნი არა ვართ. ვისაც არასოდეს უსწავლია და განუხორციელებია მიუჯაჭველობის საიდუმლო, იმ ადამიანის ნება ვერასოდეს იქნება მტკიცე. თვალს რომ ვახელ, თუკი რამეა ჩემს გარშემო, უნდა დავინახო. ვერაფერს ვიზამ, გონება გრძნობებს მისდევს. ახლა გრძნობებმა უნდა შეწყვიტონ ბუნებაზე რეაგირება. სადაც გრძნობებს მიჯაჭვული ქვეყნიერებისთვის ღამეა, სწორედ იქ ფხიზლობს
თავის მფლობი ადამიანი. სწორედ ისაა მისთვის დღე. . . . ხოლო სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს.
- სად ღვიძავს ქვეყნიერებას?
– გრძნობებში.

ადამიანებს სურთ ჭამონ, სვან და შვილები გააჩინონ, მაგრამ შემდეგ ძაღლური სიკვდილით კვდებიან. . . . გრძნობებისთვის
მათ ყოველთვის ღვიძავთ. მათი რელიგიაც კი ამას ემსახურება. ისინი იმ ღმერთს იგონებენ, რომელიც უფრო მეტი ქალის და ფულის შოვნაში, მეტი შვილის ყოლაში დაეხმარება და არა იმ ღმერთს, რომელიც მათ უფრო ღვთის მსგავსს გახდის! `სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს. მაგრამ სადაც უმეცრები იძინებენ, იქ ბრძენი ფხიზლობს~ _ ნათლის საუფლოში, სადაც ადამიანი თავს ჩიტად, ცხოველად ან სხეულად კი არ მიიჩნევს, არამედ უსასრულო და უკვდავ, მარადიულ სულად. სწორედ აქ, სადაც უმეცრებს სძინავთ, სადაც მათ არც დრო ჰყოფნით და არც გაგების უნარი შესწევთ, ღვიძავს ბრძენს. აქ არის მისთვის დღის
სინათლე.

`ამქვეყნად ყველა მდინარე მუდამჟამს ოკეანეში ჩაედინება, მაგრამ ის, დიდი და დიდებული, მუდამ უცვლელი რჩება. ასევე მოაქვთ ბრძენთან აღქმის ორგანოებს შეგრძნებები; და მაინც მისმა გულმა, მსგავსად ოკეანისა, არ იცის, რაა შიში და შფოთვა.~ დაე უბედურება მილიონობით მდინარედ მოედინებოდეს, ბედნიერება კი მხოლოდ ასობით შენაკადად! მე არც უბედურების
მონა ვარ და არც ბედნიერების!

Posted by: Lashapoli Nov 23 2011, 12:32 AM

QUOTE(ანანდა @ Nov 22 2011, 01:38 PM) *
. . . ზოგჯერ ადამიანები დიდ ხანს მარხულობენ. . . . ყველაზე დიდმა ნაძირალამაც რომ ოცი დღე იმარხულოს, უფრო კეთილშობილი გახდება. კრიშნას აზრით ყველაფერი ეს სისულელეა. მისი თქმით გრძნობები მხოლოდ დროებით დაიხევენ უკან, მაგრამ შემდეგ მაინც იჩენენ თავს და ოცმაგი ძალით დააცხრებიან მას, ვინც თავს იგვემს. . . .

მაშ რა უნდა ვქნათ? – ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ, არავითარი ასკეტიზმი. შრომა უნდა განვაგრძოთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს,
რომ მიჯაჭვულნი არა ვართ. ვისაც არასოდეს უსწავლია და განუხორციელებია მიუჯაჭველობის საიდუმლო, იმ ადამიანის ნება ვერასოდეს იქნება მტკიცე. თვალს რომ ვახელ, თუკი რამეა ჩემს გარშემო, უნდა დავინახო. ვერაფერს ვიზამ, გონება გრძნობებს მისდევს. ახლა გრძნობებმა უნდა შეწყვიტონ ბუნებაზე რეაგირება. სადაც გრძნობებს მიჯაჭვული ქვეყნიერებისთვის ღამეა, სწორედ იქ ფხიზლობს
თავის მფლობი ადამიანი. სწორედ ისაა მისთვის დღე. . . . ხოლო სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს.
- სად ღვიძავს ქვეყნიერებას?
– გრძნობებში.

ადამიანებს სურთ ჭამონ, სვან და შვილები გააჩინონ, მაგრამ შემდეგ ძაღლური სიკვდილით კვდებიან. . . . გრძნობებისთვის
მათ ყოველთვის ღვიძავთ. მათი რელიგიაც კი ამას ემსახურება. ისინი იმ ღმერთს იგონებენ, რომელიც უფრო მეტი ქალის და ფულის შოვნაში, მეტი შვილის ყოლაში დაეხმარება და არა იმ ღმერთს, რომელიც მათ უფრო ღვთის მსგავსს გახდის! `სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს. მაგრამ სადაც უმეცრები იძინებენ, იქ ბრძენი ფხიზლობს~ _ ნათლის საუფლოში, სადაც ადამიანი თავს ჩიტად, ცხოველად ან სხეულად კი არ მიიჩნევს, არამედ უსასრულო და უკვდავ, მარადიულ სულად. სწორედ აქ, სადაც უმეცრებს სძინავთ, სადაც მათ არც დრო ჰყოფნით და არც გაგების უნარი შესწევთ, ღვიძავს ბრძენს. აქ არის მისთვის დღის
სინათლე.

`ამქვეყნად ყველა მდინარე მუდამჟამს ოკეანეში ჩაედინება, მაგრამ ის, დიდი და დიდებული, მუდამ უცვლელი რჩება. ასევე მოაქვთ ბრძენთან აღქმის ორგანოებს შეგრძნებები; და მაინც მისმა გულმა, მსგავსად ოკეანისა, არ იცის, რაა შიში და შფოთვა.~ დაე უბედურება მილიონობით მდინარედ მოედინებოდეს, ბედნიერება კი მხოლოდ ასობით შენაკადად! მე არც უბედურების
მონა ვარ და არც ბედნიერების!

მადლობა ამის დადებისთვის და სამწუხაროა რო აქამდე არ ვიცოდი ამ პირონების შესახებ..

Posted by: Qocho Nov 23 2011, 01:12 PM

ანანდა
ძალიან საინტერესოა, ცოტა ვიცოდი ვივეკანანდაზე და უფრო მეტი გავიგე აქ. smile.gif

ეს სიტყვებიც ამ კაცს ეკუთვნის: ''ერთადერთი ბოროტება ამ სამყაროში ის აზრები და ის სიტყვებია, რომლებიც ადამიანს საკუთარის ურწმუნოების შეგრძნებას უნერგავენ''...

Posted by: ანა Nov 23 2011, 02:43 PM

QUOTE
მადლობა ამის დადებისთვის და სამწუხაროა რო აქამდე არ ვიცოდი ამ პირონების შესახებ..


smile.gif

ანანდა

იქნებ http://ka.wikipedia.org/ შეგევსო ანანდა? რა იცი ვინ გადააწყდეს, ყველა ხომ ვერ მოხვდება ამ ფორუმზე და იქნებ ვის როგორ აინტერესებს.

Posted by: ანანდა Nov 24 2011, 12:11 PM

სვამი ვივეკანანდა 1863 წელს დაიბადა ბენგალიაში, შეძლებული იურისტის ოჯახში. მამამისი ბრაჰმანების უმაღლესი კასტის შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მანაც იურიდიული განათლება მიიღო მამის კვალს არ გაჰყოლია. თავიდან ვივეკანანდა დაინტერესდა დასავლური და ინდური ფილოსოფიით, მაგრამ შემდეგ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – შეხვდა რანი რასმანის, რომელიც ისტორიაში რამაკრიშნას სახელით შევიდა. ეს ადამიანი გამოირჩეოდა ორიგინალური აზროვნებით, შესანიშნავად ფლობდა იოგას და ჰიპნოზს, ცნობილი იყო სიწმინდითა და განდეგილობით. 1890-იანი წლების დასაწყისში, რამაკრიშნას გარდაცვალების შემდეგ, ვივეკანანდამ ფეხით იმოგზაურა მთელ ინდოეთში, რასაც სამი წელი მოანდომა.

. . .. რამაკრიშნა ყოველთვის დაწვრილებით გამოკითხავდა ხოლმე მოსწავლეებს ყველაფერს, რაც კი მათ გადახდებოდათ თავს იმ დღეს – იმისათვის, რომ შეეტყო, გარე სამყაროში როგორ იქცეოდნენ ისინი. მან ბრაჰმანანდას კითხვა დაუსვა: "აბა როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?" მოსწავლემ ყველაფერი დაუფარავად უამბო. რამაკრიშნა გაბრაზდა. მან იყვირა: "როგორ! გურუს შეურაცხყოფას აყენებდნენ და შენ ამას წყნარად ისმენდი? ღირსეული პასუხი უნდა გაგეცა. შენისთანებს აშრამში არაფერი ესაქმებათ".

იქ ახლოს ვივეკანანდა იჯდა და ბრაჰმანანდას ნაამბობიც მოისმინა და მასწავლებლის მძვინვარე საყვედურიც. მომდევნო დღეს ვივეკანანდას ჯერი იყო კალკუტაში წასვლისა. ბორანზე ასვლისას იგი მაშინვე თანამგზავრებს მიაშტერდა სახეზე. იმ კაცმა, რომელიც მანმადე რამაკრიშნაზე უპატივცემულოდ ლაპარაკობდა, თქვა: "აი კიდევ ერთი მათგანი, საზოგადოების პარაზიტებიდან. ესინი იმ უცოდინარ ქურუმ-ბრაჰმანს ეთაყვანებიან. როგორ გაასულელეს ეს ახალგაზრდები!" ვივეკანანდა ამ კაცს მიუახლოვდა და მარჯვენა ხელი მოუღერა. მან თქვა: "თუ ჩვენს მასწავლებელზე კიდევ ერთხელ იტყვი ცუდს, მდინარეში ჩაგაგდებ, ასე რომ თავს გაუფრთხილდი!" მებორნეს შეეშინდა; მან მგზავრს ურჩია გაჩუმებულიყო, და ყურში ჩასჩურჩულა: "დამიჯერე, ეს ბიჭი იზამს იმას, რაც თქვა. და ჩვენ ყველას უსიამოვნება მოგველის".

საღამოს ვივეკანანდა მასწავლებელთან გამოიძახეს. რამაკრიშნამ ჰკითხა: "როგორ ჩაიარა დღემ?" ძლიერ აღელვებულმა ვივეკანანდამ მასწავლებელს ბორანზე მომხდარ შემთხვევაზე უამბო. "როგორ! – წამოიძახა რამაკრიშნამ, - ნარინჯისფერ ტანსაცმელს ატარებ, მაგრამ იქცევი არა როგორც სანიასინი. როგორ გაბედე მრისხანებისთვის ნება მიგეცა? შენისთანებს აშრამში არაფერი ესაქმებათ!" ვივეკანანდა გურუს ფეხებში ჩაუვარდა და თქვა: "მასწავლებელო! შენ ხომ გუშინ ბრაჰმანანდას უსაყვედურე, რომ მან პასუხი არ გასცა იმ კაცს? რატომ მიბრაზდები, მე ხომ ერთგული მოსწავლის ვალი შევასრულე! გთხოვ, ამიხსენი". რამაკრიშნამ მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა: "ჩემო კარგო, გუშინდელი რჩევა კარგია მხოლოდ ისეთებისთვის, როგორიცაა ბრაჰმანანდა – მორიდებულებისა და გაუბედავებისთვის. მას მართებს უფრო გაბედული გახდეს. შენ კი ისედაც დიდი ტემპერამენტი გაქვს, სიმშვიდე და თავშეკავებულობა უნდა ისწავლო. ყოველი გურუს ვალია მოსწავლეებს ისეთი რჩევა მისცეს, რომელიც მათს ხასიათსა და შესაძლებლობებს მიესადაგება. მე სულაც არ ვარ გაბრაზებული არც შენზე, არც ბრაჰმანანდაზე".

Posted by: ანანდა Nov 25 2011, 11:50 AM

მცოდნეც რომ იყოთ, ნუ მოუშლით უმეცარს ბავშვურ რწმენას, არამედ დაეშვით მის დონემდე და თანდათანობით აამაღლეთ იგი. ეს მეტად საყურადღებო აზრია. ინდოეთში მან სრულყოფილებას მიაღწია. ამიტომაა, ხშირად ტაძრებში ხატების წინაშე დამხობილ დიდ ფილოსოფოსებს რომ ვხვდებით. ეს პირფერობა არ არის.

შემდეგ კრიშნა ამბობს: `ისინიც კი, ვინც სხვა ღვთაებას ეთაყვანება, სინამდვილეში მე მომაგებს თაყვანს.~ როგორ ფიქრობთ, გაბრაზდება ღმერთი, სხვა სახელი რომ უწოდოთ? ასე რომ იყოს, ის ღმერთიც არ იქნებოდა! რატომ არ გესმით, რომ ღმერთი ის არის, რაც ადამიანის გულშია – თუნდაც ქვას სცემდეს თაყვანს! რა არის გაუგებარი?!

ყველაფერს უფრო ნათლად მაშინ დავინახავთ, როცა იმ აზრისგან გავთავისუფლდებით, რომ რელიგიის აზრი დოქტრინებშია. რელიგიის ერთ-ერთი გაგება იმას ეფუძნება, რომ მთელი სამყარო იმიტომ გაჩნდა, რომ ადამმა ვაშლი შეჭამა და რომ გამოსავალი არ არსებობს, თუ იესო ქრისტეს, ერთი კონკრეტული კაცის სიკვდილს არ ვირწმუნებთ! მაგრამ ინდოეთში რელიგიის სულ სხვა გაგებაა. იქ რელიგია განხორციელებას ნიშნავს და სხვა არაფერს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რითი მიუახლოვდება მიზანს, ოთხცხენიანი ეტლით, ელექტრო მანქანით თუ მიწაზე ხოხვით. მიზანი იგივე რჩება.

ქრისტიანები იმაზე ფიქრობენ, როგორ გაექცნენ საშინელი ღმერთის რისხვას, ჰინდუთა საფიქრალი კი ისაა, როგორ გახდნენ ისინი, რაც სინამდვილეში არიან, როგორ დაიბრუნონ დაკარგული თავისთავადობა. გაცნობიერებული გაქვთ, რომ სული ხართ? როდესაც ამბობთ, `ვაცნობიერებ,~ რას გულისხმობთ, ამ ხორცის ნაჭერს, სხეული რომ ეწოდება თუ სულს – უსასრულოს, მარად კურთხეულს, უკვდავს და ნათელს? შეიძლება უდიდესი ფილოსოფოსი იყოთ, მაგრამ თუკი ფიქრობთ, რომ სხეული ხართ, მაშინ თქვენ არაფრით ჯობიხართ იმ ჭიას, თქვენს ფერხთით რომ დახოხავს. გამართლება არ გაქვთ! მით უარესი თქვენთვის, თუ ყველანაირ ფილოსოფიას იცნობთ და მაინც ფიქრობთ, რომ სხეული ხართ! მუცელღმერთები, აი, რა ხართ სინამდვილეში! და ამას უწოდებთ რელიგიას? რელიგია სულის სულად გაცნობიერებაა. რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? სრულიად საპირისპიროს – სულს ვაცნობიერებთ, როგორც მატერიას. უკვდავი ღმერთისგან ჩვენ სიკვდილი და მატერია გამოვჩორკნეთ, უსიცოცხლო, ჩლუნგი მატერიისგან კი – სული. . . . თუ ბრაჰმანს თავდაყირა ან ცალ ფეხზე დგომით, ან სულაც ხუთი ათასი ღმერთის თაყვანისცემით შეიცნობთ, ღმერთმა შეგარგოთ! . . . როგორც გნებავთ, ისე შეიცანით! არავის აქვს უფლება, დაგძრახოთ. ამიტომ, ამბობს კრიშნა, თქვენი მეთოდი უკეთესიც რომ იყოს, მაინც არ გაქვთ იმის თქმის უფლება, რომ ვინმეს გზა ცუდია. მნიშვნელობა არ აქვს, რაოდენ საშინელია იგი.

ისევ და ისევ, უნდა გავიგოთ, რომ რელიგია ზრდაა და არა სულელური სიტყვების რახარუხი. ორი ათასი წლის წინ ადამიანმა ღმერთი იხილა.
მოსემ იხილა ღმერთი ცეცხლმოკიდებულ ბუჩქში. პირადად თქვენ გიშველათ მოსეს საქციელმა? ვინც არ უნდა იხილოს ღმერთი, ეს თქვენ ვერაფრით გიშველით, გარდა იმისა, რომ შეიძლება შთაგაგონოთ და იგივე საქციელისკენ გიბიძგოთ. ესაა ძველთაძველი მაგალითების მთელი ღირსება, სხვა არაფერი. ეს მხოლოდ გზის მაჩვენებელი ნიშნებია. ერთი ადამიანის ჭამა მეორეს ვერ დაანაყრებს. ერთმა რომ ღმერთი იხილოს, მეორეს ეს ვერ უშველის. თქვენ თვითონ უნდა ნახოთ ღმერთი. რა აზრი აქვს ხალხის კამათს ღმერთის ბუნების შესახებ – `სამი თავი აქვს ერთ ტანზე თუ ექვსი თავი სამ ტანზე~... გინახავთ ღმერთი? – არა. . . . მათ არც კი სჯერათ, რომ ოდესმე ნახავენ მას. რა სულელები ვართ მოკვდავნი! ნამდვილი შეშლილები!

ინდოეთში ტრადიციად ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ თუ ღმერთი არსებობს, ის შენი ან ჩემი ღმერთი უნდა იყოს. ვის ეკუთვნის მზე? თქვენ
ამბობთ, რომ ბიძია სემი ყველას ბიძიაა. თუ ღმერთი არსებობს, მისი ნახვაც უნდა შეგეძლოთ. თუ არა და არ არსებულა. ყველას ჰგონია, რომ მისი მეთოდი საუკეთესოა. ძალიან კარგი! ოღონდ გახსოვდეთ, რომ თქვენი მეთოდი თქვენთვისაა საუკეთესო. საჭმელი, რომელსაც ერთი ადამიანი ვერ ინელებს, სხვისთვის შეიძლება სულ ადვილი მოსანელებელი იყოს. იმის გამო, რომ თქვენი მეთოდი თქვენთვის კარგია, ნუ გეგონებათ, რომ ის ყველას გამოადგება. რომ ჯეკის პალტო ჯონსაც და მერისაც მოერგება. ყველა გაუნათლებელი, უკულტურო და აზროვნებას მიუჩვეველი კაცი და ქალი ამ ერთ სწორ პალტოში გამოაწყვეს!

თქვენ თვითონ იაზროვნეთ! გახდით ათეისტები, მატერიალისტები! ასე უფრო აჯობებს. გაავარჯიშეთ გონება! . . . რა უფლება გაქვთ თქვათ, რომ ვინმეს მეთოდი არასწორია? ის შეიძლება თქვენთვის იყოს არასწორი. ანუ თუ სხვის მეთოდს გადაიღებთ, დაიღუპებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სხვაც დაიღუპება. ამიტომ, ამბობს კრიშნა, თუ ცოდნა გაქვთ და სხვის არასრულფასოვნებას ამჩნევთ, ნუ გაკიცხავთ. თუ შეგიძლიათ, დაეშვით მის დონემდე და დაეხმარეთ

Posted by: Existence Nov 25 2011, 12:05 PM


ისე ამ კაცის ძეგლიც დავდგათ რა მოხდება ალიევის ახლომახლო

Posted by: Existence Nov 25 2011, 12:07 PM

QUOTE(haeri @ 25th November 2011 - 11:50 AM) *
თქვენ თვითონ იაზროვნეთ! გახდით ათეისტები, მატერიალისტები! ასე უფრო აჯობებს.


კი ჯობია.... .მზა ღმერთს ყველაფერი ჯობია

Posted by: visama vritti pranayama Nov 26 2011, 08:53 AM

ანანდა
რა კარგი თემაა smile.gif

რამაკრიშნასთასან თავმოყრილი იყო 20-მდე მოსწავლე, რომელნიც თავიანთ ბოლო ინკარნაციაას გადიოდნენ უდიდესი მასწავლებლის ახლოს. აღსანიშნავია, რომ მისი მოსწავლეები, ერთმანეთისგან განხვავებული იყვნენ, ერთი "ბჰაკტი" იყო, მეორე "ჯნანა" და მათ მასწავლებელი თავიანთ გზაზე აყენებდა, რაც რამაკრიშნას გენიალურობას უსვამს ხაზს. რამაკრიშნას მისიის უდიდესი ნაწილი ვივეკანადას სწავლება - გასხივოსნება იყო.

რამაკრიშნასთან სწავლებას მას ნირვიკალპა სამადჰი გაეხსნა (აბსოლიტური შერწყმა) - ვივეკანადა ემუდარებოდა მასწავლებელს მიეცა მისთვის გასაღები მუდამ ამ მდგომარეობაში გადასვლის. რამაკრიშნას უართან ერთად მოსწავლემ საყვედურიც მიიღო, რომ ჯერ ადრე იყო, რომ ის ამ მდგომარეობას მიიღებდა მაშინვე, როცა ამოწურავდა თავისივე მისიას.

ვივეკანადა კი ამერიკაში გაემგზავრა... ერთ-ერთი ამერიკელი მოგვიანებით წერს, თუ როგორ გადაარჩინა გარდაუვალ სიკვდილს სხივმა, ეს სხივი სწორედ ვივეკანადა იყო, რომელიც ლექციაზე მიდიოდა. გადარჩენილმა ვივეკანადას სთხოვა, რომ მიიღო იგი მოსწავლედ - ვივეკანადამ კი უთხრა: "შენი მასწავლებელი გახდება ის, ვინც თასს გაჩუქებს" წლების მერე ამერიკაში ჩავა აბსოლიტურად სხვა სკოლის კრია იოგი - სვამი პარამახამსა იოგანანდა.

Posted by: ანანდა Nov 28 2011, 11:33 AM

QUOTE(visama vritti pranayama @ Nov 26 2011, 08:53 AM) *
ანანდა
რა კარგი თემაა smile.gif

რამაკრიშნასთასან თავმოყრილი იყო 20-მდე მოსწავლე, რომელნიც თავიანთ ბოლო ინკარნაციაას გადიოდნენ უდიდესი მასწავლებლის ახლოს. აღსანიშნავია, რომ მისი მოსწავლეები, ერთმანეთისგან განხვავებული იყვნენ, ერთი "ბჰაკტი" იყო, მეორე "ჯნანა" და მათ მასწავლებელი თავიანთ გზაზე აყენებდა, რაც რამაკრიშნას გენიალურობას უსვამს ხაზს. რამაკრიშნას მისიის უდიდესი ნაწილი ვივეკანადას სწავლება - გასხივოსნება იყო.

რამაკრიშნასთან სწავლებას მას ნირვიკალპა სამადჰი გაეხსნა (აბსოლიტური შერწყმა) - ვივეკანადა ემუდარებოდა მასწავლებელს მიეცა მისთვის გასაღები მუდამ ამ მდგომარეობაში გადასვლის. რამაკრიშნას უართან ერთად მოსწავლემ საყვედურიც მიიღო, რომ ჯერ ადრე იყო, რომ ის ამ მდგომარეობას მიიღებდა მაშინვე, როცა ამოწურავდა თავისივე მისიას.

ვივეკანადა კი ამერიკაში გაემგზავრა... ერთ-ერთი ამერიკელი მოგვიანებით წერს, თუ როგორ გადაარჩინა გარდაუვალ სიკვდილს სხივმა, ეს სხივი სწორედ ვივეკანადა იყო, რომელიც ლექციაზე მიდიოდა. გადარჩენილმა ვივეკანადას სთხოვა, რომ მიიღო იგი მოსწავლედ - ვივეკანადამ კი უთხრა: "შენი მასწავლებელი გახდება ის, ვინც თასს გაჩუქებს" წლების მერე ამერიკაში ჩავა აბსოლიტურად სხვა სკოლის კრია იოგი - სვამი პარამახამსა იოგანანდა.


რამაკრიშნას შესახებ საინტერსოდ უწერია რომენ როლანს წიგნში - ”Жизнь Рамакришны”

Posted by: ანანდა Nov 29 2011, 11:58 AM

მე შემიძლია ხუთ საათში ხუთი გოდორი ცოდნა ჩავუდო ადამიასნ თავში, მაგრამ ამით რა გამოვა?
– ცოტა უფრო უარესი გახდება, ვიდრე იყო.
საიდან ჩნდება საქმის ტყვეობა? იქიდან, რომ ჩვენ ჩვენი საქმით სულს ვბოჭავთ. ჰინდური სისტემის მიხედვით ორი სინამდვილე არსებობს: ბუნება და სული, ანუ ატმანი . სიტყვა ბუნება მხოლოდ ამ გარეგან სამყაროს კი არ გულისხმობს, არამედ ჩვენს სხეულს, გონებას, ნებას და იმასაც კი, რასაც ჩვენ `მე~-ს ვუწოდებთ. ყოველივე ამის მიღმაა უსასრულო სიცოცხლე და სულის ნათელი – სული, ატმანი . . . . ამ ფილოსოფიის მიხედვით სული ბუნებისგან სრულიად განცალკევებულია. ის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. . . . ის გონებასთანაც კი არასოდეს არასოდეს გაუიგივებიათ.
. . .
თავისთავად ცხადია, რომ გონებას მუდმივად კვებავს საჭმელი, რომელსაც ვჭამთ. ეს მატერიაა. სული საჭმელთან ყოველგვარ კავშირზე მაღლა დგას. მისთვის სულ ერთია, ჭამთ თუ არა, ფიქრობთ თუ არა, . . . ესეც სულერთია. ის უსასრულო ნათელია. მისი სინათლე მუდამ ერთი და იგივეა. სინათლეს რომ ლურჯი ან მწვანე მინა ააფაროთ, ამით მას არაფერი მოუვა. მისი ფერი უცვლელი დარჩება. ეს ჩვენი გონება ცვლის და სხვადასხვაფრად აფერადებს სინამდვილეს. რა წამსაც სული სხეულს ტოვებს, ყველაფერი ნამსხვრევებად იქცევა.
ბუნებაში ერთადერთი რეალობა სულია. თავად რეალობა – სულის ნათელი – სხეულის და გონების მეშვეობით დადის, ლაპარაკობს და მოქმედებს.

ენერგიაა, სული და სულის ნათელია ის, რაც სხვადასხვა გზით მატერიად ხორციელდება. . . . სულია ყველაფრის _ ყოველი ჩვენი ფიქრისა
და ფიზიკური მოქმედების მიზეზი; და თუმცა თვითონ სიკეთისა თუ ბოროტების, სიამოვნებისა თუ ტკივილის, სიცხისა თუ სიცივის _ ბუნების
ყველგვარი ორმაგობის მიღმაა, ყველაფერს ის ჰფენს ნათელს.
`

არსებობს ზოგადი იდეები, რომელიც შეიძლება კაცობრიობას უქადაგოთ, ნამდვილ მასწავლებელს კი თქვენს ნაცვლად თქვენივე ბუნების ამოცნობა უნდა შეეძლოს. შეიძლება თქვენ თვითონ არ იცნობდეთ საკუთარ ბუნებას. ისიც შესაძლებელია, რომ თქვენი ბუნება სულაც არ იყოს ისეთი, როგორიც თქვენ გგონიათ. შეიძლება ის თქვენ ჯერ არ გქონდეთ გაცნობიერებული.

მასწავლებელი ის ადამიანია, ვინც ვალდებულია, იცოდეს. . . . ერთი გამოხედვით უნდა მიხვდეს, ვინ ხართ და თქვენს გზაზე უნდა დაგაყენოთ. ჩვენ ხელის ცეცებით დავდივართ, ხან რას მოვსინჯავთ, ხან რას. ათას რამეს ვაკეთებთ, მაგრამ წინსვლა არა და არ ჩანს, სანამ დრო არ დადგება და ჩვენთვის ბუნებრივ ნაკადში არ მოვხვდებით და მას არ გავყვებით. ნიშანი იმისა, რომ ჩვენს დინებაში მოვხვდით, ის არის, რომ იქ აღმოვჩნდებით თუ არა, ტივტივს ვიწყებთ. ძიება მთავრდება. ჯერ საკუთარი ბილიკი უნდა ვიპოვოთ, შემდეგ კი აღარ დავთმოთ იგი და სხვა ბილიკზე გადასვლას საკუთარ გზაზე სიკვდილი ვარჩიოთ.

ამის ნაცვლად ჩვენ რელიგიას ვირჩევთ, დოგმებით ვიხუნძლებით, ადამიანის მიზანს ვღალატობთ და ისე ვექცევით ადამიანებს, თითქოს ყველას ერთი ბუნება ჰქონდეს. არ არსებობს ორი ადამიანი, ერთნაირი გონება ან სხეული რომ ჰქონდეს. . . . ორ ადამიანს ერთი რელიგია ვერ ექნება. . . . თუ გინდათ, რელიგიურები იყოთ, ნუ შეაბიჯებთ ნურც ერთი ორგანიზებული რელიგიის კარიბჭეში. ისინი ასჯერ მეტ ბოროტებას ჩადიან, ვიდრე სიკეთეს, რადგან თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას უღობავენ გზას!

Posted by: ანა Nov 30 2011, 12:11 AM

კიდევ მინდა

Posted by: ანანდა Nov 30 2011, 05:32 PM

შეისწავლეთ ყველაფერი, მაგრამ მყარად იდექით საკუთარ ფეხზე. თუკი ჩემს რჩევას ენდობით, ნუ გაებმებით მახეში. რაწამსაც თავზე ყულფის ჩამოცმევას დაგიპირებენ, იმ წამსვე გამოყავით თავი და სადმე სხვაგან წადით, რადგან ფუტკარი სხვადასხვა ყვავილებიდან აგროვებს თაფლს და არც ერთ ყვავილს არ ეჯაჭვება. ნუ მიეჯაჭვებით. . . . ნუ შეაღებთ ნურცერთი ორგანიზებული რელიგიის კარს. რელიგია თქვენსა და თქვენს ღმერთს შორისაა და მასში მესამე პირი არ უნდა ჩაერიოს. დაფიქრდით, რა აქვთ ჩადენილი ორგანიზებულ რელიგიებს! რომელი ნაპოლეონი შეედრება რელიგიურ დევნათა სისასტიკეს? . . . მე და თქვენ თუ გავერთიანდით, სხვა ყველას მოვიძულებთ. თუკი სიყვარული მხოლოდ სხვების სიძულვილს ნიშნავს, სჯობს, საერთოდ არ გიყვარდეს. ეს სიყვარული კი არა,
ჯოჯოხეთია! თუკი შენიანების სიყვარული ყველა დანარჩენის სიძულვილს ნიშნავს, მაშინ ის ეგოიზმისა და სიმხეცის ნაზავია და ადრე თუ გვიან მხეცებად გაქცევთ. . .

Posted by: ანანდა Dec 5 2011, 03:30 PM

. . . ყველა საზოგადოება მანკიერ წესს ეფუძნება. მაგრამ კანონი მხოლოდ სრულყოფილ წესს უნდა ეფუძნებოდეს. რას გვასწავლის ძველი ანდაზა? – ყველა კანონს თავისი გამონაკლისი აქვსო? . . . ნამდვილი კანონი ვერ დაირღვევა. არავის ძალუძს მისი დარღვევა. ოდესმე დაურღვევია ვაშლს მიზიდულობის კანონი? კანონი თუ დაირღვა, სამყაროც აღარ იარსებებს. ოდესმე კანონი რომ დაარღვიოთ, წამსვე გაცამტვერდება თქვენი ცნობიერება, გონება და სხეული. ვთქვათ, ვიღაც ქურდობს. რატომ იპარავს? თქვენ მას სჯით. რატომ არ
შეიძლება ადგილი გამოუყოთ და მისი ენერგია შრომაში ჩადოთ? . . .

`შენ ცოდვილი ხარ! ეუბნებით თქვენ მას და ბევრი დაგეთანხმებათ, რომ ის კანონს არღვევს. კაცობრიობას, როგორც ცხვრის ფარას, ერთფეროვნების ბორკილი ადევს და სწორედ ესაა ყველა ტანჯვის, ცოდვისა და უსუსურობის მიზეზი. . . . სამყარო არც ისე ცუდია, როგორც თქვენ გგონიათ. ეს ჩვენ, სულელებმა გავხადეთ იგი ბოროტი. საკუთარ ღმერთებს და დემონებს ვიგონებთ, შემდეგ კი . . . თავიდან ვეღარ ვიშორებთ. თვალებზე ხელს ვიფარებთ და გავყვირით: `მოგვანიჭეთ ვინმემ სინათლე! სულელები! მოიშორეთ ხელები თვალებიდან! სხვა არაფერია საჭირო. . . . ყველა ღმერთს უხმობს საშველად, თავის თავს კი არავინ ადანაშაულებს. ესაა ყველაზე სამწუხარო. რატომაა ამდენი ბოროტება საზოგადოებაში? რაო, რას ამბობენ? ხორციელი ბუნებაო, ეშმაკიო და ქალიო? რატომ უნდა შევთხზათ ასეთი რამეები? მათ გამოგონებას არავინ გვთხოვს. ვერავინ გადაუხვევს არჯუნა, ჩემს გზას. უტვინოები ვართ და უტვინო გზებით დავდივართ. გვინდა თუ არა, მთელი ეს მაია უნდა გავიაროთ.

ღმერთმა სამოთხე შექმნა, კაცმა კი თავისთვის ჯოჯოხეთი მოიგონა. მაია ჰინდური რელიგიური აზროვნების ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნებაა. მას თარგმნიან როგორც ილუზიას, მირაჟს, ზმანებას, ტყუილს და ა.შ. მაგრამ ვერც ერთი ეს სიტყვა ზუსტად ვერ გადმოსცემს მის შინაარსს. მაია მატერიალური სამყაროს ილუზორულობას ნიშნავს, თუ ილუზია ან მირაჟი სინამდვილეში არ არსებობს,
მაია დროებითი, მაგრამ სრლიად რეალური რამ გახლავთ, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც
თვით მატერიალური სამყაროა დროებით რეალური.


Posted by: Qocho Dec 5 2011, 08:51 PM

ძალიან მაგარია good.gif

Posted by: kate Dec 5 2011, 09:41 PM

ანანდა

QUOTE(haeri @ 5th December 2011 - 07:30 AM) *
სამყარო არც ისე ცუდია, როგორც თქვენ გგონიათ. ეს ჩვენ, სულელებმა გავხადეთ იგი ბოროტი. საკუთარ ღმერთებს და დემონებს ვიგონებთ, შემდეგ კი . . . თავიდან ვეღარ ვიშორებთ. თვალებზე ხელს ვიფარებთ და გავყვირით: `მოგვანიჭეთ ვინმემ სინათლე! სულელები! მოიშორეთ ხელები თვალებიდან! სხვა არაფერია საჭირო. . . .

smile.gif

Posted by: ანანდა Dec 8 2011, 11:57 AM

მთელი უპანიშადების ფილოსოფია ქურუმების კი არა, მეფეების გონების ნაყოფია. ყოველ რელიგიურ დაპირისპირებაში ეკონომიური ბრძოლა იმალება. თუმცა ადამიანად წოდებულ ცხოველს მცირე რელიგიური გავლენებიც ახასიათებს, მის ცხოვრებას ეკონომიკა წარმართავს. ინდივიდებს შეიძლება სხვა რამეც ამოძრავებდეს, მაგრამ ხალხის მასებს ეკონომიური მოსაზრების გარეშე ნაბიჯიც არასოდეს გადაუდგამს. შეიძლება იქადაგო რელიგია, რომელიც სულაც არ არის ყოველმხრივ სრულყოფილი, მაგრამ თუ იგი ეკონომიურად გამართლებული
იქნება და საკმაოდ გულმხურვალე მომხრეებიც ეყოლება, მთელი ქვეყანა იწამებს... ნებისმიერ რელიგიას, რომელიც იმარჯვებს, ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. შეიძლება ერთმანეთის მსგავსი ათასობით სექტა იბრძოდეს ძალაუფლებისთვის, მაგრამ მას მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც რეალურ ეკონომიკურ პრობლემებს გადაწყვეტს. ადამიანს მუცელი მართავს. როცა ის მიდის, მუცელი წინ მიუძღვის, თავი კი უკან მიჩანჩალებს. ნუთუ არ შეგიმჩნევიათ? დიდი დრო გაივლის, სანამ თავი წინ სიარულს ისწავლის. როცა ადამიანი სამოცი წლის ასაკს უახლოვდება, მას სიკვდილი უხმობს. მთელი სიცოცხლე ზმანებაა და მას მხოლოდ მაშინ აღწევ თავს, როცა ყველაფერს ისე ხედავ, როგორც არის. სანამ მთლიანად მუცელი გმართავს, არაფერი გიჭირს. როცა ბავშვური ოცნებები იფანტება და საგანთა ნამდვილი ბუნების გარჩევას იწყებ, საქმეში თავიც ერთვება. მხოლოდ მაშინ, როცა წინ თავი მიგიძღვის, გადიხარ მიღმა. უპანიშადების რელიგიის გავრცელება ძნელი ამოცანა გახლდათ. ეკონომიური მოტივი მასში ძალზე უმნიშვნელო იყო, მაგრამ დიდი იყო ალტრუიზმის ძალა...
უპანიშადების სამფლობელო ძალიან პატარა გახლდათ, მაგრამ ის შეამჩნიეს მეფეებმა, რომელთა ხელშიც იყო მთელი სამეფო ძალაუფლება. ამან ბრძოლა . . . კიდევ უფრო გაამძაფრა. კულმინაციას მან ორი ათასი წლის შემდეგ მიაღწია და ბუდიზმის სახით გამოიხატა. ბუდიზმის თესლი აქ, მეფეებსა და ქურუმებს შორის მარტივ ბრძოლაში მარხია. ამ ბრძოლაში მთელი რელიგია დაკნინდა. ერთ მხარეს რელიგიის გაღება სურდა მსხვერპლად, მეორეს კი _ მსხვერპლშეწირვის, ვედური ღმერთების და ა.შ. შენარჩუნება. ბუდიზმმა . . . დაამსხვრია მასების ბორკილები. ერთ წუთში ყველა კასტა თუ აღმსარებლობა თანასწორი გახდა. ასე რომ, ინდოეთში არსებობს დიადი რელიგიური იდეები, თუმცა ისინი ჯერ კიდევ საქადაგებე ლია – სხვანაირად ვის რაში არგია...

კონსერვატორი ყველა ქვეყანაში ქურუმია. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ ეს მისი ლუკმაპურია, მეორე კი ის, რომ ხალხის გარეშე მას გზა არა აქვს. ყველა ქურუმი ძლიერი არ არის. თუ ხალხი მოითხოვს, `ორი ათას ღმერთზე გვიქადაგეო, ის ასეც მოიქცევა. ქურუმები იმ მრევლის მსახურები არინ, რომელიც მათ ფულს უხდის. ღმერთი მათ არაფერს უხდის. ასე რომ, სანამ ქურუმებს დასდებდეთ ბრალს, ყველაფერი თქვენს თავს დააბრალეთ. თქვენ მხოლოდ იმ მთავრობას, რელიგიას და ქურუმებს იმსახურებთ, რომელიც გყავთ და არა უკეთესს.

როგორც ხედავთ, ინდოეთში გრანდიოზული ბრძოლა გაჩაღდა, რომლის ერთ-ერთი კულმინაციაც გიტაში გამოიხატა. როდესაც ინდოეთის გახლიჩვის და ორ ჯგუფს შორის განაწილების საშიშროება გაჩნდა, მაშინ გამოჩნდა ეს კაცი, კრიშნა. გიტაში ის ქურუმთა ცერემონიებისა და ფილოსოფიის ხალხთან შერიგებას ცდილობს. კრიშნა, ისევე როგორც თქვენი ქრისტე, ერთდროულად უყვართ და აღმერთებენ კიდეც. განსხვავება მხოლოდ ეპოქებშია. ჰინდუები ისევე აღნიშნავენ კრიშნას დაბადების დღეს, როგორც თქვენ ქრისტესას აღნიშნავთ. კრიშნა ხუთი ათასი წლის წინ ცხოვრობდა და მისი ცხოვრება სავსეა სასწაულებით, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან წააგავს ქრისტეს სასწაულებს. ბავშვი ციხეში დაიბადა. მამამ იგი გააპარა და მწყემსებთან დამალა. ბრძანების მიხედვით იმ წელს დაბადებული ყველა ბავშვი მოკლეს. განგების ნებით მისი სიცოცხლე მკვლელობით დასრულდა.

კრიშნა დაოჯახებული კაცი იყო. მის შესახებ ათასობით წიგნია დაწერილი. მე ეს წიგნები დიდად არ მაინტერესებს. როგორ გითხრათ... ჰინდუებს ზღაპრების შეთხზვა კარგად ეხერხებათ. თუ ქრისტიანი მისიონერი მათ ბიბლიიდან ერთ ზღაპარს მოუყვება, ისინი მას ოც ზღაპარს მოუყვებიან. თუ მათ ეტყვით, რომ ვეშაპმა გადაყლაპა იონა, ისინი გეტყვიან, რომ ვიღაცამ სპილო გადაყლაპა. . . . ბავშვობიდანვე ჩამესმოდა კრიშნას ცხოვრების ამბები. ეჭვი არაა, რომ ნამდვილად არსებობდა კაცი, სახელად კრიშნა და გიტაც მოწმობს, რომ მან შესანიშნავი წიგნი დაგვიტოვა. როგორც უკვე გითხარით, პიროვნების ხასიათის შეტყობა მის შესახებ შექმნილი თქმულებების მიხედვით შეიძლება. თქმულებები მორთულობის ბუნებისაა. მათში ყველაფერი ისეა დამუშავებული და შელამაზებული, რომ პერსონაჟის ხასიათს მიესადაგოს. მაგალიად, ბუდა ავიღოთ. მისი ცენტრალური იდეა მსხვერპლის გაღებაა. მასზე ათასობით ხალხური თქმულება არსებობს,
მაგრამ მსხვერპლის იდეა ყველა მათგანში გვხვდება.

ლინკოლნის შესახებ ათასობით ისტორია არსებობს, რომლებიც ამ დიდი ადამიანის გარკვეულ თვისებებზე მიგვანიშნებს. ყველა თქმულების საფუძველზე შეგვიძლია საერთო იდეას მივაკვლიოთ და გავიგოთ, რა იყო ამა თუ იმ პიროვნებისვის მთავარი. კრიშნას შემთხვევაში მთავარი მიუჯაჭველობის იდეაა. მას არაფერი სჭირდება და არც არაფერი სურს. იგი შრომისთვის შრომობს.
`შრომისთვის იშრომეთ და თაყვანისცემითვის ეცით თაყვანი. აკეთეთ სიკეთე,
რადგან სიკეთის კეთება კარგია და ნურაფერს იკითხავთ.

სწორედ ეს უნდა იყოს ამ პიროვნებაში მთავარი. სხვაგვარად ყველა ეს იგავი მის შესახებ მიუჯაჭველობის იდეის შემცველი არ იქნებოდა. გიტა ხომ მისი ერთადერთი ქადაგება არ არის...

Posted by: Existence Dec 8 2011, 09:11 PM

ანანდა

კაი საქმეს აკეთებ ..... მე მომწონს

Posted by: ანანდა Dec 9 2011, 12:01 PM

QUOTE(Existence @ Dec 8 2011, 09:11 PM) *
ანანდა

კაი საქმეს აკეთებ ..... მე მომწონს


welcomeani.gif

Posted by: ანანდა Dec 9 2011, 12:30 PM

იმ ხალხმა, სულ რომ დადის, ლაპარაკობს, ვედების საიდუმლოს შესახებ კითხვებს სვამს და ა.შ. არ იცის ჭეშმარიტება. ასეთები თაღლითებს
არაფრით ჯობიან. ვედებში ცრურწმენისა და უმეცრებისთვისაც კი მოიძებნება ადგილი. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ყველაფერს თავისი
ადგილი მიუჩინო.

კრიშნა პირველი ადამიანია, რომელმაც ბუდამდე ბევრად ადრე რელიგიის კარი საზოგადოების ყველა ფენას გაუღო. ბუდა მხოლოდ ერთ სფეროში მოღვაწეობდა – სწავლების სფეროში. მას არ შეეძლო ერთდროულად ცოლ-შვილიც შეენახა და სულიერი მასწავლებელიც გამხდარიყო. კრიშნა კი შუაგულ ბრძოლის ველზე ასწავლიდა.

”ის, ვინც ინტენსიურ საქმეში სიმშვიდეს ჰპოვებს, უდიდეს სიმშვიდეში კი ინტენსიურ საქმიანობას, უდიდესი იოგია და ბრძენთაბრძენი. ასეთი ადამიანის თავზე ყუმბარებიც რომ ცვიოდეს, მისთვის სულერთი იქნება. მაინც მშვიდად და აუღელვებლად გააგრძელებს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებზე საუბარს. ყოველი მოძღვარის ცხოვრება მისივე სწავლების საუკეთესო კომენტარია. თუ გსურთ იცოდეთ, რა არის ნაგულისხმები ახალ აღთქმაში, ჰკითხეთ, ვისაც გსურთ, თუმცა უმჯობესი იქნება კიდევ და კიდევ გადაიკითხოთ ოთხთავი და მის არსს მეუფის მიერ განვლილი ცხოვრების შუქზე ჩაწვდეთ.

დიდი ადამიანებიც და ჩვენც ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა _ ჩვენ ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენი სხეული ჩვენ
არ მოგვყვება. ჩვენი მოქმედება ჩვენსავე ფიქრთან ჰარმონიაში არ მოდის. ჩვენს სიტყვებს არა აქვს იმ სიტყვათა ძალა, რომლებიც ვედებად იქცა. .

`ჭეშმარიტად, ბრძენი ის არის, ვინც გაცხარებულ შრომაში უმოქმედობას ხედავს, უმოქმედობისას კი გაცხარებულ შრომაშია . . . აი, ეს არის
საკითხავი: შეგიძლიათ შეინარჩუნოთ უდიდესი სიმშვიდე და არაფერმა აგაღელვოთ მაშინ, როცა აღქმის ყველა ორგანო გააქტიურებული და დაძაბულია? შეგიძლიათ მედიტირება, როცა მარკეტ-სთრითზე დგახართ, ტაქსს ელოდებით და საშინლად გეჩქარებათ, ირგვლივ კი მანქანები მიმოქრიან? შეგიძლიათ ამ დროს მშვიდი და აუღელვებელი იყოთ? ანდა შეგიძლიათ აქტიური იყოთ გამოქვაბულში მჯდომი, როცა ირგვლივ სიჩუმე სუფევს? თუკი შეგიძლიათ, თქვენ იოგი ხართ, თუ არა და არა.

`ბრძენს მას უწოდებენ, ვისი ყოველი ქმედება ყოველგვარი სურვილისა და სარგებლისგან, ყოველგვარი ეგოიზმისგან თავისუფალია. სანამ ეგოისტები ვართ, ჭეშმარიტებას ვერასოდეს ვიხილავთ, რადგან ყველაფერს, რასაც ვხედავთ, ჩვენი თავით ვაფერადებთ. ამ დროს კი ყველაფერი ისეთია, როგორიც არის. ჭეშმარიტება არ გვემალება, მას ჩვენ ვმალავთ. ჭეშმარიტება ჩვენს ხელთაა. ის ჩვენთან მოდის, ჩვენ კი ის არ მოგვწონს, ამიტომ ცოტას დავვარცხნით და მხოლოდ შემდეგ შევხედავთ ხოლმე. . . . არ გვინდა, ის
ვიცოდეთ და ყველაფერს ჩვენი თავით ვაფერადებთ.

ყველა ჩვენი საქციელის მამოძრავებელი ძალა ეგოიზმია. ყველაფერს ჩვენი საკუთარი თავი ეფარება. იმ ჭიას ვგავართ, საკუთარი სხეულიდან ძაფი რომ გამოაქვს, ბადეს შემოიქსოვს და შიგ ებმება საკუთარი შრომით იტყვევებს თავს.

ჩვენც ასე ვიქცევით. რა წამსაც ვამბობ: `მე, ბადეს ხვეული ემატება. ვამბობ: ჩემი და აი, კიდევ ერთი ხვეული. და ასე უსასრულოდ. . . .
უმოქმედოდ ერთ წამსაც ვერ გავჩერდებით. იმოქმედეთ! მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მეზობელი მოვა და დახმარებას გთხოვთ. საკუთარ თავსაც იგივენაირად დაეხმარეთ. არც მეტი, არც ნაკლები. ნუ გგონიათ, რომ თქვენს სხეულს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ჯონისას. ნუ გააკეთებთ საკუთარი სხეულისთვის იმაზე მეტს, რამდენსაც ჯონისთვის აკეთებთ. ეს არის რელიგია.
`
ვისი საქციელიც მოკლებულია ეგოიზმს, იმან დაწვა ცოდნის ცეცხლში კარმის ბორკილები. ის არის ბრძენი. წიგნების კითხვით ამას ვერ შეძლებთ. შეიძლება მთელი ბიბლიოთეკა ავკიდოთ სახედარს, მაგრამ ეს მას ნასწავლს ვერ გახდის. რა აზრი აქვს ბევრი
წიგნის წაკითხვას?

`იშორებს რა შრომასთან ყოველგვარ მიჯაჭვულობას, მუდამ მშვიდია ბრძენი და სარგებელს არ ელის. იქმს და საქმის მიღმა
დგას იგი. შიშველი გამოვედი დედაჩემის საშოდან და უკანაც შიშველი დავბრუნდები. უსუსური მოვედი და უსუსური წავალ. ახლაც უსუსური ვარ. ისიც კი არ ვიცით, რა მიზანი გვაქვს. საშინელებაა ამაზე ფიქრი. ისეთი უცნაური აზრები გვიჩნდება!

მკითხავთან მივდივართ და იმედი გვაქვს, რომ აჩრდილები გვიშველიან. ნახეთ, რა უსუსურობაა! აჩრდილები, ეშმაკები, ღმერთები... კარგით
რა! ვის აღარ წააწყდები... ათასგვარ მღვდელსა და შარლატანს! ისინი მახეში მაშინ გვაბამენ, როცა სუსტები ვართ. სწორედ ამ დროს გვახვევენ თავს თავიანთ ღმერთებს.

ჩემს ქვეყანაში ბევრი ადამიანი მინახავს, როცა იგი ძლიერი და განათლებული, ხდება ამბობს, რომ სისულელეა მთელი ეს ლოცვები და წუწაობა.
.
. . გადის დრო და მას დედ-მამა უკვდება. ჰინდუსთვის ეს ყველაზე დიდი შოკია. ცოტა ხანში თქვენ მას ყველა ტაძარში გადაეყრებით. ყველა ბინძურ გუბეში იწუწავებს, ჭუჭყსაც ალოკავს. . . . უშველეთ ვინმემ! მაგრამ შველა არავის ძალუძს. ჩვენ ყველანი უსუსურები ვართ. ესაა სიმართლე.

ქვეყნად უფრო მეტი ღმერთია, ვიდრე ადამიანი და მაინც ვერავინ გვშველის ისევე ვკვდებით, როგორც ძაღლები კვდებიან. საშველი არ არის.
ყველგან სისასტიკე, შიმშილი, ავადმყოფობა, უბედურება და ტანჯვა სუფევს!

ყველა შველას ითხოვს, შველა კი არ ჩანს. და მაინც, ხავსს ვეჭიდებით და კვლავ შველას ვითხოვთ. ო, რა საცოდავ დღეში ვართ! რამხელა შიშია! ჩაიხედეთ თქვენს გულში! ეს შფოთვა ნახევრად ჩვენი მშობლების ბრალია. უსუსურებად გაჩენილებს კიდევ უფრო გვინერგავდნენ, რომ სუსტები ვართ. ამ აზრს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავაღწიოთ თავი. უზარმაზარი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ უსუსური ხარ. ნუ ეძებთ შველას
ნურავისგან.

თავს თვითონ უნდა ვუშველოთ. თუ ჩვენ ვერ ვუშველით ჩვენს თავს, ვერც ვერავინ გვიშველის. . . . `შენ თვითონ ხარ შენი თავის ერთადერთი მეგობარი და ერთადერთი მტერი. არავინაა ქვეყნად ჩემი მტერი, ჩემი თავის გარდა და ჩემი მეგობარიც მხოლოდ მე ვარ. ეს უკანასკნელი და ყველაზე დიდი გაკვეთილია. ო, რა დიდი დრო უნდა მის სწავლას! ზოგჯერ თითქოს მოვეჭიდებით მას, მაგრამ წამსვე ძველი ტალღები მოვარდებიან და ხერხემალში გვტეხენ. კვლავ ვსუსტდებით, ცრურწმენებს ვეჭიდებით და შველას ვითხოვთ. გაფიქრებაც კი შეგზარავს, რამდენი ტანჯვაა ამქვეყნად, და სულ ამ ფუჭი იმედის გამო, რომ გვიშველიან.

მღვდელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაცვეთილი სიტყვები თქვას და რაღაცის იმედი ჰქონდეს. სამოცი ათასი ადამიანი ცაში იყურება, ლოცულობს და მღვდელს ფულს უხდის. თვიდან თვემდე ისინი დგანან, ცას შეჰყურებენ, ლოცულობენ და იხდიან. . . . უბრალოდ დაფიქრდით! განა ეს სიგიჟე არ არის? აბა სხვა რაა? ვინ არის პასუხისმგებელი? შეიძლება რელიგია!

Posted by: Lashapoli Dec 9 2011, 04:03 PM

QUOTE(ანანდა @ Dec 9 2011, 01:30 PM) *
იმ ხალხმა, სულ რომ დადის, ლაპარაკობს, ვედების საიდუმლოს შესახებ კითხვებს სვამს და ა.შ. არ იცის ჭეშმარიტება. ასეთები თაღლითებს
არაფრით ჯობიან. ვედებში ცრურწმენისა და უმეცრებისთვისაც კი მოიძებნება ადგილი. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ყველაფერს თავისი
ადგილი მიუჩინო.

კრიშნა პირველი ადამიანია, რომელმაც ბუდამდე ბევრად ადრე რელიგიის კარი საზოგადოების ყველა ფენას გაუღო. ბუდა მხოლოდ ერთ სფეროში მოღვაწეობდა – სწავლების სფეროში. მას არ შეეძლო ერთდროულად ცოლ-შვილიც შეენახა და სულიერი მასწავლებელიც გამხდარიყო. კრიშნა კი შუაგულ ბრძოლის ველზე ასწავლიდა.

”ის, ვინც ინტენსიურ საქმეში სიმშვიდეს ჰპოვებს, უდიდეს სიმშვიდეში კი ინტენსიურ საქმიანობას, უდიდესი იოგია და ბრძენთაბრძენი. ასეთი ადამიანის თავზე ყუმბარებიც რომ ცვიოდეს, მისთვის სულერთი იქნება. მაინც მშვიდად და აუღელვებლად გააგრძელებს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებზე საუბარს. ყოველი მოძღვარის ცხოვრება მისივე სწავლების საუკეთესო კომენტარია. თუ გსურთ იცოდეთ, რა არის ნაგულისხმები ახალ აღთქმაში, ჰკითხეთ, ვისაც გსურთ, თუმცა უმჯობესი იქნება კიდევ და კიდევ გადაიკითხოთ ოთხთავი და მის არსს მეუფის მიერ განვლილი ცხოვრების შუქზე ჩაწვდეთ.

დიდი ადამიანებიც და ჩვენც ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა _ ჩვენ ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენი სხეული ჩვენ
არ მოგვყვება. ჩვენი მოქმედება ჩვენსავე ფიქრთან ჰარმონიაში არ მოდის. ჩვენს სიტყვებს არა აქვს იმ სიტყვათა ძალა, რომლებიც ვედებად იქცა. .

`ჭეშმარიტად, ბრძენი ის არის, ვინც გაცხარებულ შრომაში უმოქმედობას ხედავს, უმოქმედობისას კი გაცხარებულ შრომაშია . . . აი, ეს არის
საკითხავი: შეგიძლიათ შეინარჩუნოთ უდიდესი სიმშვიდე და არაფერმა აგაღელვოთ მაშინ, როცა აღქმის ყველა ორგანო გააქტიურებული და დაძაბულია? შეგიძლიათ მედიტირება, როცა მარკეტ-სთრითზე დგახართ, ტაქსს ელოდებით და საშინლად გეჩქარებათ, ირგვლივ კი მანქანები მიმოქრიან? შეგიძლიათ ამ დროს მშვიდი და აუღელვებელი იყოთ? ანდა შეგიძლიათ აქტიური იყოთ გამოქვაბულში მჯდომი, როცა ირგვლივ სიჩუმე სუფევს? თუკი შეგიძლიათ, თქვენ იოგი ხართ, თუ არა და არა.

`ბრძენს მას უწოდებენ, ვისი ყოველი ქმედება ყოველგვარი სურვილისა და სარგებლისგან, ყოველგვარი ეგოიზმისგან თავისუფალია. სანამ ეგოისტები ვართ, ჭეშმარიტებას ვერასოდეს ვიხილავთ, რადგან ყველაფერს, რასაც ვხედავთ, ჩვენი თავით ვაფერადებთ. ამ დროს კი ყველაფერი ისეთია, როგორიც არის. ჭეშმარიტება არ გვემალება, მას ჩვენ ვმალავთ. ჭეშმარიტება ჩვენს ხელთაა. ის ჩვენთან მოდის, ჩვენ კი ის არ მოგვწონს, ამიტომ ცოტას დავვარცხნით და მხოლოდ შემდეგ შევხედავთ ხოლმე. . . . არ გვინდა, ის
ვიცოდეთ და ყველაფერს ჩვენი თავით ვაფერადებთ.

ყველა ჩვენი საქციელის მამოძრავებელი ძალა ეგოიზმია. ყველაფერს ჩვენი საკუთარი თავი ეფარება. იმ ჭიას ვგავართ, საკუთარი სხეულიდან ძაფი რომ გამოაქვს, ბადეს შემოიქსოვს და შიგ ებმება საკუთარი შრომით იტყვევებს თავს.

ჩვენც ასე ვიქცევით. რა წამსაც ვამბობ: `მე, ბადეს ხვეული ემატება. ვამბობ: ჩემი და აი, კიდევ ერთი ხვეული. და ასე უსასრულოდ. . . .
უმოქმედოდ ერთ წამსაც ვერ გავჩერდებით. იმოქმედეთ! მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მეზობელი მოვა და დახმარებას გთხოვთ. საკუთარ თავსაც იგივენაირად დაეხმარეთ. არც მეტი, არც ნაკლები. ნუ გგონიათ, რომ თქვენს სხეულს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ჯონისას. ნუ გააკეთებთ საკუთარი სხეულისთვის იმაზე მეტს, რამდენსაც ჯონისთვის აკეთებთ. ეს არის რელიგია.
`
ვისი საქციელიც მოკლებულია ეგოიზმს, იმან დაწვა ცოდნის ცეცხლში კარმის ბორკილები. ის არის ბრძენი. წიგნების კითხვით ამას ვერ შეძლებთ. შეიძლება მთელი ბიბლიოთეკა ავკიდოთ სახედარს, მაგრამ ეს მას ნასწავლს ვერ გახდის. რა აზრი აქვს ბევრი
წიგნის წაკითხვას?

`იშორებს რა შრომასთან ყოველგვარ მიჯაჭვულობას, მუდამ მშვიდია ბრძენი და სარგებელს არ ელის. იქმს და საქმის მიღმა
დგას იგი. შიშველი გამოვედი დედაჩემის საშოდან და უკანაც შიშველი დავბრუნდები. უსუსური მოვედი და უსუსური წავალ. ახლაც უსუსური ვარ. ისიც კი არ ვიცით, რა მიზანი გვაქვს. საშინელებაა ამაზე ფიქრი. ისეთი უცნაური აზრები გვიჩნდება!

მკითხავთან მივდივართ და იმედი გვაქვს, რომ აჩრდილები გვიშველიან. ნახეთ, რა უსუსურობაა! აჩრდილები, ეშმაკები, ღმერთები... კარგით
რა! ვის აღარ წააწყდები... ათასგვარ მღვდელსა და შარლატანს! ისინი მახეში მაშინ გვაბამენ, როცა სუსტები ვართ. სწორედ ამ დროს გვახვევენ თავს თავიანთ ღმერთებს.

ჩემს ქვეყანაში ბევრი ადამიანი მინახავს, როცა იგი ძლიერი და განათლებული, ხდება ამბობს, რომ სისულელეა მთელი ეს ლოცვები და წუწაობა.
.
. . გადის დრო და მას დედ-მამა უკვდება. ჰინდუსთვის ეს ყველაზე დიდი შოკია. ცოტა ხანში თქვენ მას ყველა ტაძარში გადაეყრებით. ყველა ბინძურ გუბეში იწუწავებს, ჭუჭყსაც ალოკავს. . . . უშველეთ ვინმემ! მაგრამ შველა არავის ძალუძს. ჩვენ ყველანი უსუსურები ვართ. ესაა სიმართლე.

ქვეყნად უფრო მეტი ღმერთია, ვიდრე ადამიანი და მაინც ვერავინ გვშველის ისევე ვკვდებით, როგორც ძაღლები კვდებიან. საშველი არ არის.
ყველგან სისასტიკე, შიმშილი, ავადმყოფობა, უბედურება და ტანჯვა სუფევს!

ყველა შველას ითხოვს, შველა კი არ ჩანს. და მაინც, ხავსს ვეჭიდებით და კვლავ შველას ვითხოვთ. ო, რა საცოდავ დღეში ვართ! რამხელა შიშია! ჩაიხედეთ თქვენს გულში! ეს შფოთვა ნახევრად ჩვენი მშობლების ბრალია. უსუსურებად გაჩენილებს კიდევ უფრო გვინერგავდნენ, რომ სუსტები ვართ. ამ აზრს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავაღწიოთ თავი. უზარმაზარი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ უსუსური ხარ. ნუ ეძებთ შველას
ნურავისგან.

თავს თვითონ უნდა ვუშველოთ. თუ ჩვენ ვერ ვუშველით ჩვენს თავს, ვერც ვერავინ გვიშველის. . . . `შენ თვითონ ხარ შენი თავის ერთადერთი მეგობარი და ერთადერთი მტერი. არავინაა ქვეყნად ჩემი მტერი, ჩემი თავის გარდა და ჩემი მეგობარიც მხოლოდ მე ვარ. ეს უკანასკნელი და ყველაზე დიდი გაკვეთილია. ო, რა დიდი დრო უნდა მის სწავლას! ზოგჯერ თითქოს მოვეჭიდებით მას, მაგრამ წამსვე ძველი ტალღები მოვარდებიან და ხერხემალში გვტეხენ. კვლავ ვსუსტდებით, ცრურწმენებს ვეჭიდებით და შველას ვითხოვთ. გაფიქრებაც კი შეგზარავს, რამდენი ტანჯვაა ამქვეყნად, და სულ ამ ფუჭი იმედის გამო, რომ გვიშველიან.

მღვდელს მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაცვეთილი სიტყვები თქვას და რაღაცის იმედი ჰქონდეს. სამოცი ათასი ადამიანი ცაში იყურება, ლოცულობს და მღვდელს ფულს უხდის. თვიდან თვემდე ისინი დგანან, ცას შეჰყურებენ, ლოცულობენ და იხდიან. . . . უბრალოდ დაფიქრდით! განა ეს სიგიჟე არ არის? აბა სხვა რაა? ვინ არის პასუხისმგებელი? შეიძლება რელიგია!

ანანდა ძმაო, მარტო მაგიტომ ცხონდები რო ეს თემა გახსენი biggrin.gif

Posted by: ანანდა Dec 12 2011, 12:52 PM

QUOTE(Lashapoli @ Dec 9 2011, 04:03 PM) *
ანანდა ძმაო, მარტო მაგიტომ ცხონდები რო ეს თემა გახსენი biggrin.gif


არადა მაგას რომ ვხსნიდი ცხონებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი biggrin.gif

Posted by: ანა Dec 12 2011, 05:00 PM

ანანდა

რაზე ფიქრობდი?

ხო, მომწონს ისევ, მგრამ აღარც ისე აღფრთოვანებული ვარ ბოლო პოსტებით როგორც პირველად..

Posted by: ანანდა Dec 13 2011, 04:52 PM

QUOTE(ანა @ Dec 12 2011, 05:00 PM) *
ანანდა

რაზე ფიქრობდი?

ხო, მომწონს ისევ, მგრამ აღარც ისე აღფრთოვანებული ვარ ბოლო პოსტებით როგორც პირველად..


აარ მახსოვს ყოველშემთხვევაში ცხონებაზე არა- ეგთი რაღაცეების -”სულის ცხონების” ’სალხინებლების” და ”საცხოვნებელი შესაწირების”-არ მჯერა smile.gif

Posted by: ანა Dec 13 2011, 07:58 PM

ანანდა

ანუუ როგორც კიანუ რივზის პერსონაჟი, "კონსტანტინი" იტყოდა: შენ სამოთხეში ვიზაზე არ ჩალიჩობ smile.gif))))) მიუხედავად იმისა რომ ეფექტს აღარ ახდენს, მაინც ველოდები შემდეგ სწავლებას..

Posted by: Qocho Dec 13 2011, 09:07 PM

ციტატა(ანა @ 12th December 2011 - 05:00 PM) *
მგრამ აღარც ისე აღფრთოვანებული ვარ ბოლო პოსტებით როგორც პირველად..


მე კიდე პირიქით unsure.gif

ციტატა(ანა @ 13th December 2011 - 07:58 PM) *
უმოქმედოდ ერთ წამსაც ვერ გავჩერდებით. იმოქმედეთ! მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მეზობელი მოვა და დახმარებას გთხოვთ. საკუთარ თავსაც იგივენაირად დაეხმარეთ. არც მეტი, არც ნაკლები. ნუ გგონიათ, რომ თქვენს სხეულს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ჯონისას. ნუ გააკეთებთ საკუთარი სხეულისთვის იმაზე მეტს, რამდენსაც ჯონისთვის აკეთებთ. ეს არის რელიგია.


რა მაგარი იქნებოდა ამ კაცის ცოცხლად მომსმენა, ძალიან დამაჯერებელი იქნებოდა.

ასეთ რამეებს რომ ვკითხულობ, ვხვდები რამხელა დანაშაულია რელიგიური დაყოფა.
ბევრი უბრალოდ არ გაეკარება ამას მხოლოდ იმიტომ რომ ''მწვალებელია'' და მორჩა. არადა ყველგან არის მარგალიტები...

Posted by: ანანდა Dec 14 2011, 11:43 AM

ვედები ორ ნაწილად იყოფა: ერთი უპანიშადებია , მისი ფილოსოფიური ნაწილი, მეორე კი პრაქტიკული ნაწილია. შევეცდები მცირე წარმოდგენა შეგიქმნათ პრაქტიკული ნაწილის შესახებ. იგი რიტუალებისა და ჰიმნებისგან შედგება. სხვადასხვა ჰიმნებისგან, რომლებიც სხვადასხვა ღმერთებს ეძღვნება. რიტუალური ნაწილი წეს-ჩვეულებათა აღწერაა, რომელთაგან ზოგიერთი ძალზე ზედმიწევნითია.

მათ შესასრულებლად უამრავი ქურუმია საჭირო. ცერემონიათა დახვეწის გამო მათი საქმიანობა თავისთავად ”მეცნიერებად” იქცა. თანდათანობით ამ ჰიმნებისა და რიტუალების თაყვანისცემის ყველასთვის გასაგები იდეა საყოველთაო გახდა. ღმერთები გაქრნენ, ხოლო მათი ადგილი რიტუალებმა დაიკავა. ამაშია ინდოეთის განვითარების კურიოზულობა.

ორთოდოქს ჰინდუ მიმამსაკას არ სწამს ღმერთების, არაორთოდოქსებს კი სწამთ. თუკი ორთოდოქს ჰინდუს ჰკითხავთ, რატომაა ვედებში ნახსენები ღმერთები, იგი ვერ შეძლებს რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი გაგცეთ. ქურუმები გალობენ ამ ჰიმნებს და მათთვის ცეცხლში მსხვერპლსაც სწირავენ. როდესაც ორთოდოქს ჰინდუს ეკითხებით, თუ რას ნიშნავს ეს, იგი გპასუხობთ, რომ სიტყვებს გარკვეული ზეგავლენის მოხდენის უნარი აქვთ. ესაა და ეს. მათშია მთელი ბუნებრივი და ზებუნებრივი ძალა, რაც კი ოდესმე არსებულა.

”ვედები უბრალოდ ის სიტყვებია, რომელთაც მისტიური ძალით გავლენის მოხდენა შეუძლიათ, თუკი მათ სწორი ინტონაციით წარმოთქვამენ.
ერთი ბგერაც რომ წარმოითქვას შეცდომით, მათ ძალა დაეკარგებათ”. ყოველი ბგერა სრულყოფილი უნდა იყოს. ამგვარად ის, რასაც სხვა რელიგიებში ლოცვა ეწოდება, გაქრა და ვედები თავად იქცნენ ღმერთებად.

როგორც ხედავთ, ვედათა სიტყვებმა განუზომელი მნიშვნელობა შეიძინა. ეს ის მარადიული სიტყვებია, რომელთაგან მთელი სამყარო წარმოიშვა. სიტყვის გარეშე ვერცერთი აზრი ვერ იარსებებს. შესაბმისად ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს, ფიქრის გამოვლინებაა, ფიქრი კი შეიძლება მხოლოდ სიტყვის საშუალებით გადმოიცეს. სიტყვების ერთობა, რომლის მეშვეობითაც გამოუვლენელი ფიქრი ვლინდება – აი, რა იგულისხმება სიტყვით`ვედები.

აქედან გამომდინარე ამქვეყნად ყველაფრის გარეგნული არსებობა ვედებზეა დამოკიდებული, რადგან ფიქრი სიტყვის გარეშე არ არსებობს.
სიტყვა `ცხენი რომ არ არსებობდეს, ვერავინ იფიქრებდა ცხენზე. ასე რომ,უნდა არსებობდეს რაღაც შინაგანი კავშირი ფიქრს, სიტყვასა და გარეგან ობიექტს შორის. რა არის სინამდვილეში ეს სიტყვები? – ვედები . მის ენას სანსკრიტულ ენადაც კი არ მიიჩნევენ. იგი ვედურ ენად , ღვთაებრივ ენად ითვლება. სანსკრიტი მხოლოდ მისი დაკნინებული ფორმაა. იგივე ითქმის ყველა სხვა ენაზე. არ არსებობს ვედურზე უფრო ძველი ენა. შეიძლება იკითხოთ, `ვინ დაწერა ვედები ? ისინი არ დაწერილა. სიტყვები ვედებია . სიტყვა ვედაა , თუკი მე მას სწორად წარმოვთქვამ. თუ ეს შევძელი, ისინი პირდაპირ გავლენას მოახდენენ.

ვედების ეს სიმრავლე მარადიულად არსებობს და მთელი სამყარო ამ სიტყვათა სიმრავლის გამოვლინებაა. შემდეგ, როცა ციკლი სრულდება,
მთელი ეს ენერგიის გამოვლინება უფრო და უფრო ნატიფი ხდება, ჯერ სიტყვებად იქცევა, მერე კი ფიქრად. მომავალ ციკლში ჯერ ფიქრი იქცევა სიტყვებად, ამ სიტყვებიდან კი მთელი ეს სამყარო წარმოიქმნება. თუკი აქ არის რაიმე ისეთი, რაც ვედებში არაა, ის თქვენ გელანდებათ და სინამდვილეში არ არსებობს.

მხოლოდ ამ საკითხში ვედებს უამრავი წიგნი იცავს. მათ ავტორებს რომ უთხრათ, ვედები პირველად ადამიანებს უნდა წარმოეთქვათო, გაეცინებათ. ჯერ არავის სმენია ისეთ ვინმეზე, ვინც ისინი პირველად წარმოთქვა.

ბუდას სიტყვები აიღეთ. ტრადიციულად ითვლება, რომ ადრე მან უამრავჯერ იცხოვრა და იქადაგა. თუკი ქრისტიანი ადგება და იტყვის,
`ჩემი რელიგია ისტორიული რელიგიაა და ამიტომ თქვენი რწმენა ყალბია, ჩემი კი ჭეშმარიტიო”, მიმამსაკა მიუგებს, `თუკი ის ისტორიულია, გამოდის რომ თქვენ იმისი გჯერათ, რაც ცხრამეტი საუკუნის წინ მოიგონეს, ის კი, რაც ჭეშმარიტია, უსასრულო და მარადიული უნდა იყოს.

ჭეშმარიტებას ერთადერთი საზომი აქვს – ის არასდროს კნინდება და მუდამ იგივეა. თქვენ აღიარებთ, რომ თქვენი რელიგია ამა და ამ კაცმა მოიგონა. ვედები არ მოუგონიათ. არც წინასწარმეტყველებს და არც სხვა ვინმეს. ისინი მხოლოდ უსასრულო სიტყვებია, უსასრულო თავისი ბუნებით, რომლიდანაც იშვის და რომელშიც უჩინარდება სამყარო.

აბსტრაქტულად ეს აბსოლუტურად მართალია. სამყარო ბგერით უნდა იწყებოდეს. უნდა არსებობდეს მიკრობის ხმა, რომელიც მისი პლაზმის მსგავსად ჟღერს. სიტყვების გარეშე ვერავითარი აზრი ვერ აიარსებებს. . . . სადაც შეგრძნებები, აზრები ან ემოციებია, იქ სიტყვებიც უნდა იყოს. საქმე მაშინ რთულდება, როცა ამბობენ, რომ ვედები მხოლოდ ეს ოთხი წიგნია და სხვა არაფერი.

შეიძლება ბუდისტი ადგეს და თქვას, `ჩვენი წმინდა წერილებია ვედები , ისინი ჩვენთვის მოგვიანებით გამჟღავნდაო, მაგრამ ეს შეუძლებელია. ბუნებაში ასე არ ხდება. ბუნება თავის კანონებს ნაწილ-ნაწილ არ ავლენს – ცოტაოდენი გრავიტაცია დღეს, ცოტაც ხვალ... არა, ყოველი კანონი დასრულებულია. ჭეშმარიტი კანონები ევოლუციას არ განიცდის. ის მოცემულია ერთხელ და სამუდამოდ. სისულელეა მასზე მაღლა მდგომი ყოველგვარი ”ახალი რელიგია” და ”უკეთესი იდეა”. უაზრობაა მათი დაზეპირება და მოყოლა. შეიძლება ასი ათასი კანონი არსებობდეს, მაგრამ ადამიანმა დღეს მხოლოდ რამოდენიმე მათგანი იცოდეს. ჩვენ მხოლოდ მათი აღმოჩენა შეგვიძლია.

ძველმა ქურუმებმა მარადიული სიტყვების თეორიაზე დაფუძნებული თავიანთი უზარმაზარი პრეტენზიებით ღმერთები ტახტიდან ჩამოყარეს და მათ ადგილზე მოკალათდნენ. ისინი ხალხს ეუბნებოდნენ: `თქვენ არ გესმით სიტყვების ძალა, ჩვენ კი ვიცით მათი გამოყენება. ჩვენ ამა ქვეყნის ცოცხალი ღმერთები ვართ. გადაგვიხადეთ და სიტყვების ძალით მიიღებთ ყველაფერს, რაც გინდათ. შეგიძლიათ თქვენ თვითონ მათი წარმოთქმა? არ შეგიძლიათ. თანაც გაფრთხილებთ, ერთი შეცდომაც კი საპრისპირო შედეგს მოგიტანთ.

გინდათ, იყოთ მდიდრები, ლამაზები, დღეგრძელები? გინდათ, კარგი მეუღლე შეგხვდეთ? თქვენ მხოლოდ ქურუმებს გადაუხადეთ და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ!

Posted by: ანა Dec 14 2011, 11:51 AM

ანანდა

და სიკვტილზე რას ამბობს ვივი? moderator.gif

Posted by: ანანდა Dec 14 2011, 03:23 PM

თუმცა არსებობს ვედების მეორე ნაწილიც. მისი პირველი ნაწილის იდეალი სრულიად განსხვავდება მეორე ნაწილის, უპანიშადების იდეალისაგან.
პირველი ნაწილის იდეალი მსოფლიოს ყველა რელიგიის იდეალს ემთხვევა, გარდა ვედანტისა .

ეს იდეალი ამ ცხოვრებაშიც და იმ ქვეყნადაც სიამოვნების მიღებაა: კაცი და ცოლი, მეუღლე და შვილები. გადაიხადეთ დოლარები და ქურუმი მოგცემთ სერთიფიკატს, რომ იმქვეყნად სამოთხეში ბედნიერ დროს გაატარებთ. თქვენ იქ ყველა თქვენს ახლობელს ნახავთ და ამ თქვენს სიამტკბილობას დასასრული არ ექნება. არც დარდი, არც ცრემლი, _ მხოლოდ სიცილი. შეჭამთ, მაგრამ მუცელი არ აგტკივდებათ.
იქეიფებთ, მაგრამ თავის ტკივილი არ შეგაწუხებთ. ეს იყო, ქურუმთა აზრით, ადამიანის უმაღლესი მიზანი.

Posted by: ანა Dec 14 2011, 06:51 PM

http://www.youtube.com/watch?v=yEejXz28lo8

Vivekananda meets with Ramakrishna

ვიღაც ნატრულობა ვივიეკადას ხმის მოსმენას.. smile.gif))))))))))))

რაღაცნაირიაააა, ვერ აღიქვამ სეიოზულად ხმის ტემპრი აქვს ისეთი ))) მე თუ მკითხავთ ანანდას დაპოსტილის კითხვ მირჩევნია

Posted by: ანანდა Dec 15 2011, 12:07 PM

QUOTE(ანა @ Dec 14 2011, 06:51 PM) *
http://www.youtube.com/watch?v=yEejXz28lo8

Vivekananda meets with Ramakrishna

ვიღაც ნატრულობა ვივიეკადას ხმის მოსმენას.. smile.gif))))))))))))

რაღაცნაირიაააა, ვერ აღიქვამ სეიოზულად ხმის ტემპრი აქვს ისეთი ))) მე თუ მკითხავთ ანანდას დაპოსტილის კითხვ მირჩევნია


http://www.youtube.com/watch?v=lxUzKoIt5aM&feature=rellist&playnext=1&list=PLA8010A6239E3AD9E

აქაა ის რასაც მე ვპოსტავ ”საუბრები გიტაზე” ვივეკანანდას ხმასთან ერთად! რათქმაუნდა ნაწილებად დაყოფილი!

Posted by: ანანდა Dec 15 2011, 12:36 PM

http://www.youtube.com/watch?v=lxUzKoIt5aM&feature=rellist&playnext=1&list=PLA8010A6239E3AD9E

აქაა ის რასაც მე ვპოსტავ ”საუბრები გიტაზე” ვივეკანანდას ხმასთან ერთად! რათქმაუნდა ნაწილებად დაყოფილი!


მედიუმობა ევროპული ფენომენია. მედიუმები ვითომდა სულებს უკავშირდებიან და გარდაცვლილთა ახლობლებს მათთან დალაპარაკების საშუალებას აძლევენ შეიძლება იქადაგო, მაგრამ განუვითარებელ ბავშვებს რომ გონება გაუხნა, უნდა ეწამო.

ჯერ გაიგეთ, ვინ ხართ გულის სიღრმეში, რადგან ყველა იმ დამაუძლურებელი აზრისთვის, სხვებს რომ უნერგავთ, ორმაგი პროცენტის გადახდა მოგიწევთ. კარმის კანონს ვერსად გაექცევი. . . .ქვეყნად მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – სისუსტე.

პატარა რომ ვიყავი, მილტონის ”დაკარგული სამოთხე” წავიკითხე. ერთადერთი კარგი კაცი, რომელმაც ჩემი პატივისცემა დაიმსახურა, სატანა იყო.

ერთადერთი წმინდანი ის სულია, არასოდეს რომ უძლურდება, ყველაფერს უსწორებს თვალს და ბედის კამათელი თვითონ უპყრია ხელთ.
ფეხზე წამოდექით და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ თქვენი ბედი! ერთ სიგიჟეს მეორეს ნუ მიუმატებთ. იმ უბედურებას, წინ რომ გელით, ზედ თქვენს უძლურებას ნუ დაუმატებთ. სულ ესაა ამქვეყნად ჩემი სათქმელი. ძლიერები იყავით! . . . თქვენ სულებსა და ეშმაკებზე ლაპარაკობთ... ჩვენ თვითონ ვართ ცოცხალი ეშმაკები. სიცოცხლის ნიშანი ძალა და ზრდაა, სიკვდილის ნიშანი კი – სისუსტე. მოერიდეთ ყველაფერს, რაც გაუძლურებთ! სისუსტე სიკვდილია. ჩაებღაუჭეთ და თუგინდ ჯოჯოხეთის კარამდე ჩაჰყევით იმას, რაც ძალას გმატებთ! ხსნა მხოლოდ მამაცთათვის არსებობს. `მხოლოდ მამაცია მშვენიერის ღირსი. ხსნას მხოლოდ უმამაცესი იმსახურებს. ვისია
ჯოჯოხეთი? ვისია ტანჯვა? ვისია ცოდვა? ვისია უძლურება? ვისია ავადმყოფობა? ვისია სიკვდილი?

თუ გწამთ, ნამდვილი ღმერთი იწამეთ. `შენ თვითონ ხარ კაციც, ქალიც, ძალ-ღონით სავსე ჭაბუკიც . . . და ყავარჯნით მოლასლასე მოხუციც. შენ ხარ უძლურება. შენ ხარ შიში. შენ ხარ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. შენ ხარ ის გველი, რომელიც გაცდუნებს. მაშ განიცადე შიში! განიცადე სიკვდილი! განიცადე ტანჯვა! . . . ყოველგვარი სისუსტე და მიჯაჭვულობა მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია და ერთი სიტყვაც რომ უთხრათ, გაქრება. ნუ დაუძლურდებით! სხვა გზა არ არის. . . . წამოდექით და იყავით ძლიერი! განაგდეთ შიში და ცრურწმენა. შეხედეთ სიმართლეს თვალებში!

თუ სიკვდილი მოდის – ამაზე უარესი კი ვერაფერი მოგივათ – დაე მოვიდეს! ჩვენ საკუთარი ბედის გადასაწყვეტად გავჩნდით. სხვა რელიგია
მე არ ვიცი!

Posted by: ანა Dec 15 2011, 01:27 PM

ხმა არ მინდა, ხმას ძალიან მძაფრად აღვიქვამ და მაგის არ მომწონს, ასე მიწიერად smile.gif)))))


გადამაქვს ფბ_ს სტატუსად, ამაზე კარგი ჯერ დღეს არაფერი წამიკითხავს და ვერც დავეწერ რომ გავუზიარო მეგობრებს

Posted by: ანანდა Dec 19 2011, 03:00 PM

ადამიანებს რეალურად არსებული დიდი პიროვნებისათვის ათასგვარი, გამოგონილი და ზებუნებრივი თვისებების მიწერა ახასიათებთ.
ალბათ კრიშნას შემთხვევაშიც მსგავსი რაღაც მოხდა,

`პურანები- მითებისა და ლეგენდების კრებულია, რომლის ავტორობაც ვიასას მიეწერება. სულ თვრამეტი ძირითადი `პურანა არსებობს. მათ
ჩვ.წ.აღ-მდე პირველი ათასწლეულით ათარიღებენ.

მწყემსი გოგო. რასლილა, ანუ კრიშნალილა ჩრდილოეთ ინდური მისტერიული ხალხური დრამაა და დაკავშირებულია კრიშნას კულტთან. მის წარმოშობას იმ მითს უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც მწყემსი გოგონები, გოპები წრეში ცეკვავენ და კრიშნას გმირობებს განასახიერებენ. ხედავს რა მისდამი მათ ერთგულებას, თამაშში თვითონ კრიშნა ერთვება. როგორც თეატრალური წარმოდგენა, დასრულებული სახით რასალილა მეთექვსმეტე საუკუნიდან, კრიშნაიდი ბჰაკტების მოძრაობის განვითარების პერიოდიდან გვხვდება.

ლიად შესაძლებელია, რომ ის მეფე ყოფილიყო. სრულიად შესაძლებელიამეთქი, ვამბობ, რადგან ძველად ჩვენს ქვეყანაში ბრაჰმა-ჯნანასქადაგებით უმეტესად მეფეები იყვნენ დაკავებული. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო გიტას ავტორი, მისი სწავლება აბსოლუტურად ემთხვევა მთელს მაჰაბჰარატას მსოფლმხედველობას. აქედან თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაჰაბჰარატას ეპოქაში გამოჩნდნენ დიდი ადამიანები, რომლებიც ბრაჰმა-ჯნანას მაშინდელი საზოგადოებისთვის ახალი ფორმით ქადაგებდნენ. აგრეთვე თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ძველ დროში ერთი-მეორის მიყოლებით ჩნდებოდა ახალ-ახალი სექტები, თავ-თავისი ახალი `წმინდა წერილით”. ზოგჯერ დროთა განმავლობაში სექტაც და მისი წმინდა წერილიც დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ სექტა არსებობას წყვეტდა, მაგრამ მისი წმინდა წერილი რჩებოდა. სრულიად შესაძლებელია, გიტაც ერთ-ერთი იმ სექტის წმინდა წერილი
ყოფილიყო, რომელმაც ყველა თავისი მაღალი და კეთილშობილური იდეა ამ წიგნში ჩააქსოვა.

რაც შეეხება კურუკშეტერას ბრძოლას, შეუძლებელია რაიმე საბუთის მოშველიება იმის სასარგებლოდ, რომ ის მართლაც მოხდა. ეჭვი არაა,
რომ კაურავები და პანჩალები მართლა ებრძოდნენ ერთმანეთს. საკითხავია, როგორ უნდა ემსჯელათ ამდენი ჯნანას , ბჰაკტის და იოგას შესახებ ბრძოლის ველზე, სადაც ერთმანეთის პირისპირ გამწკრივებული ორი არმია ომის დაწყებას ელოდა? ან იყო კი იქ ვინმე სტენოგრაფისტი, რომ კრიშნასა და არჯუნას მიერ შუაგულ ბრძოლის ველზე ნათქვამი ყოველი სიტყვა
ჩაეწერა?

ზოგის აზრით, კურუკშეტერას ბრძოლა მხოლოდ ალეგორიაა. როცა მის ეზოთერულ მნიშვნელობას ვაფასებთ, ვხვდებით, რომ ეს ადამიანში
კეთილ და ბოროტ მიდრეკილებებს შორის მუდმივ ბრძოლას აღნიშნავს. ასეთი გაგებაც არ უნდა იყოს აზრს მოკლებული. დიდი საფუძველი გვაქვს ეჭვი შევიტანოთ არჯუნასა და სხვა პიროვნებათა ისტორიულობაშიც. შატაპატა ბრაჰმანა ძალიან ძველი წიგნია.

მასში თითქმის ყველა სახელია შეტანილი, ვისაც კი აშვამედჰა იაჯნა შეუსრულებია, მაგრამ არა თუ ნახსენები არაა, გადაკვრითაც არაფერია
ჭეშმარიტი, წმინდა ცოდნა, ანუ ცოდნა სამყაროსა და ბრაჰმას იგივეობის შესახებ. ჯნანა (ცოდნა) და ბჰაქტი (ერთგულება, სიყვარული) ჰინდუთა რელიგიური პრაქტიკის სახეობებია. არსებობს ჯნანა-იოგა (შემეცნების გზა) და ბჰაკტი-იოგა (ერთგულების გზა).
ჰინდური ფილოსოფიის ექვსი ორთოდოქსული სისტემიდან ერთ-ერთი.

მიუხედავად ამისა, მაჰაბჰარატასა და სხვა წიგნებში ნათქვამია, რომ იუდჰიშთჰირა, არჯუნა და სხვები აშვამედჰას წირვას ასრულებდნენ.
განსაკუთრებით კარგად უნდა დავიხსომოთ ერთი რამ: ის, რომ, სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არსებობს ამ ისტორიულ კვლევასა
და ჩვენს ნამდვილ მიზანს, ანუ იმ ცოდნას შორის, რომელიც დჰარმას გვაზიარებს. დღეს თუნდაც დამტკიცდეს, რომ ყველაფერი ეს მთლიანად
მოგონილია, ჩვენ ამით არაფერს დავკარგავთ. მაშინ რა აზრი აქვს ამდენ ისტორიულ კვლევა-ძიებასო, იკითხავთ თქვენ. ეს მთლად უსარგებლო საქმე არ გახლავთ, რადგან ჩვენ სიმართლე უნდა დავადგინოთ და უცოდინრობის გამო გაჩენილ არასწორ აზრთა ტყვეობაში დარჩენა არაფერს გვარგებს. ამ ქვეყანაში ასეთი კვლევის მნიშვნელობაზე არ ფიქრობენ. ბევრ სექტას სჯერა, რომ ისეთი ტყუილი, რომელიც ადამიანებისთვის სიკეთის მომტანია, კეთილშობილური იდეის ქადაგებაში გვეხმარება, უვნებელი რამაა.

ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზანი ამართლებს საშუალებას. სწორედ ამიტომ იწყება ბევრი ჩვენი ტანტრა სიტყვებით “მაჰადევამ უთხრა პარვატის”

მაგრამ ჩვენი ვალი სიმართლის დადგენა და მხოლოდ სიმართლის დაჯერება უნდა იყოს. ცრურწმენებისა და ძველი ტრადიციების რწმენის
ძალა იმდენად ძლიერია, რომ იესო ქრისტეს, მუჰამედსა და სხვა დიდ ადამიანებსაც კი სჯეროდათ და ვერ თავისუფლდებოდნენ მათგან. ყოველთვის სიმართლეს უნდა ეძებდეთ და ყოველგვარი ცრურწმენისგან უნდა განთავისუფლდეთ.


Posted by: ანა Jan 6 2012, 01:24 AM

მომენატრა ეს თემა smile.gif

QUOTE
Dec 19 2011, 03:00 PM


ძვირფასო ანადა, ძალიან გთხოვ გააგრძელო...

Posted by: ანანდა Jan 9 2012, 12:37 PM

კრიშნას აღმასვლა ინდოეთში თითქმის იგივე გარემოებებმა განაპირობა, რომლებმაც შემდეგ ბუდიზმის წარმოშობას შეუწყო ხელი. მეტსაც გეტყვით – მსგავსი მოვლენები ჩვენს დროშიც გვხვდება. იდეალი არსებობს, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის იარსებებს კაცობრიობის უმეტესი ნაწილი, რომელიც მას ვერ შესწვდება, თუნდაც მხოლოდ ინტელექტუალური ჩამორჩენილობის გამო. . . . იდეალს ძლიერნი ასხამენ ხორცს და ბევრ შემთხვევაში სუსტებთან არაფერი აქვთ საერთო. სუსტები
ძლიერთა წინაშე მხოლოდ მათხოვრები არიან. ძლიერნი წინ მიიწევენ. . .

რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია, რომ უმაღლესი პრინციპი უძლურთა თანაგრძნობა და მათი დახმარებაა, თუმცა ბევრი მოაზროვნე თანაგრძნობის გზას გვიკეტავს ხოლმე. თუკი იმ თეორიას დავეყრდნობით, რომ მთელი ეს უსასრულო სიცოცხლე მხოლოდ აქ და ახლა, რამოდენიმე წლიანი არსებობით შემოიფარგლება, . . . მაშინ უიმედო მდგომარეობაში ჩავვარდებით,
. . . და დროც არ დაგვრჩება იმისთვის, რომ სუსტებს დაველოდოთ და მივეშველოთ. მაგრამ თუკი ეს ასე არ არის და თუ სამყარო მხოლოდ ერთ-ერთი სკოლაა იმათგან, რომლებიც უნდა გავიაროთ; თუკი მარადიული სამყარო მარადიული კანონით იქმნება, მის მიხედვით იცვლება და მას მორჩილებს; თუკი მარადიული კანონი მარადიულ შანსს აძლევს ყველას, მაშინ საჩქაროც არაფერი გვქონია. ამ შემთხვევაში იმისთვისაც გვრჩება დრო, რომ ირგვლივ მიმოვიხედოთ, სუსტებს თანავუგრძნოთ, დახმარების ხელი
გავუწოდოთ და აღვზარდოთ კიდეც.

ბუდიზმის აღსანიშნავად სანსკრიტში ორი სიტყვა არსებობს. ერთი მათგანი რელიგიას ნიშნავს, მეორე კი სექტას. მეტად საგულისხმოა, რომ კრიშნას მოციქულებს და შთამომავლებს თავიანთი რელიგიისთვის სახელი არ დაურქმევიათ, თუმცა უცხოელები მას ჰინდუიზმს ან ბრაჰმანიზმს უწოდებენ. რელიგია ერთია, სექტა _ მრავალი. რაწამსაც სახელს არქმევთ რელიგიას, საზღვრებს უდგენთ და სხვებისგან აცალკევებთ, იმ წამსვე სექტად აქცევთ მას.

სექტა თავის საკუთარ ჭეშმარიტებას განადიდებს და აცხადებს, რომ ის სხვაგან არსადაა. რელიგიას კი სწამს, რომ ქვეყნად იყო და ჯერ კიდევ არის მხოლოდ ერთი რელიგია. ორ რელიგიას არასოდეს უარსებია. ერთი და იგივე რელიგია სხვა და სხვა ადგილას სხვა და სხვა მხრით გვაცნობს თავს. ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სწორად გავიგოთ ადამიანის
ბუნება და მისი მიზანი.


Posted by: ანა Jan 18 2012, 03:00 AM


kiss1.gif

Posted by: ანა Jan 18 2012, 03:03 AM

Pink Floyd_ს ფონზე რა მაგარად იკითხება! ვუბრუნდები პირველი გვერდიდან, ბიბლიაა თითქმის smile.gif))))))))

Posted by: Green Mama Jan 18 2012, 02:45 PM

ისე ამბობენ პინკ fლოიდის ფონზე "სანტურამი და ანტურამი"-ც მაგრად იკითხებაოო... lol.gif რაღაც არსებობს, რაღაც! hilarioustu8.gif
http://www.youtube.com/watch?v=tRBz2VbSN8g&feature=fvst
ამას რო მოვუსმინე პირველად, ცოტა ხნით ვიწამე რო ღმერთი არსებობს!

Posted by: ანა Jan 18 2012, 03:19 PM

ეს თემა წმინდააა!!! გადი ნუ აბინძურებ! moderator.gif მოდერატორო!

Posted by: Green Mama Jan 18 2012, 04:52 PM

"წმინდა" არაა შეურაცხყოფაbiggrin.gif უფრო სწორედ "წმინდას"ვერ შეურაცხყოფ და ვერ დააბინძურებ.

Posted by: ანა Jan 18 2012, 05:19 PM

მართალია, უბრალოდ შენტან დაკავშირებული პარადიგმის არასწორად აღქმის ბრალია.. მიყვარს ეს თემა

Posted by: დათო. Jan 20 2018, 03:36 PM

ანანდა

მადლობა გაღებული რესურსისათვის, გაზიარებისთვის.

Posted by: ტანტრა May 10 2018, 04:06 PM

მიყვარს ვივეკანანდა

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)