IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვივეკანანდა, სვამი ვივეკანანდა
ანანდა...
post Nov 18 2011, 02:15 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვივეკანანდა თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას ასობით მილიონი ინდოელი ბავშვობიდან იცნობს, როგორც `ერის მამას~. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე, არამედ ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე საერთოდ. 1893 წელს ჩიკაგოში, `რელიგიათა პარლამენტის~ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით ამერიკა შემოიარა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ `ორატორს ღმერთის უფლებებით~. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა~ _ წერდა რაბინდრანათ თაგორი.


სვამი ვივეკანანდა - ლექციები გიტას შესახებ

. . .თქვენს თანამედროვე შეხედულებებთან. ადამიანი ბუნების ტყვეა და სამარადჟამოდ ტყვედ დარჩება. ჩვენ ამას კარმას ვუწოდებთ. კარმა კანონია და იგი ყველგან მოქმედებს. ყველაფერი კარმითაა ზღვარდებული. `არ არსებობს გამოსავალი?~ `არა! დარჩით მონებად წლიდან წლამდე. იყავით კარგი მონები. სიტყვებზე ზემოქმედებით ჩვენ მოგიხერხებთ, რომ თქვენზე ყველაფერმა კარგად იმოქმედოს და არა ცუდად... თუ, რა თქმაუნდა კარგად გადაგვიხდით.~ ასეთი იყო მიმამსაკას იდეალი. საუკუნეებია, რაც ეს იდეალები პოპულარობას ინარჩუნებს. ადამიანთა ფართო მასები მოაზროვნე არასოდეს ყოფილა. მაშინაც კი, როცა ცდილობენ იაზროვნონ, მასები უამრავ ცრურწმენათა საშინელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. დასუსტდებიან თუ არა, დარტყმაც არ აყოვნებს და მათი სიმტკიცე ათას
ნაწილად იმსხრევა. მათი ამოქმედება მხოლოდ ტკბობის სურვილს და საცდურს ძალუძს. საკუთარ თავთან თანხმობით მოქმედებამათ არასოდეს ძალუძთ. სულ მუდამ შეშინებულები, დაშინებულები და თავზარდაცემულნი უნდა იყვნენ და სამუდამოდ თქვენი მონები იქნებიან. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა გადახდის და მორჩილებაში ყოფნისა. სხვა ყველაფერს
ქურუმი გააკეთებს. ”

. . . დღეს მე ოდნავ შევიცვალე მსოფლმხედველობა, რადგან ერთი მეტად საინტერესო რამ აღმოვაჩინე. დავუშვათ, რაიმეს ფიქრობთ, მაგრამ არ გინდათ, რომ ფიქრობდეთ. ცდილობთ, სხვა რამეზე იფიქროთ და ამგვარად ამ თქვენს აზრს მთლიანად ახშობთ. რა არის ეს აზრი? მე ვნახე, რომ მან თხუთმეტ წუთში მან კვლავ იჩინა თავი. იგი დაბრუნდა და შემარყია. ის ძლიერი იყო და ისე მძლავრად და საშინლად ამოხეთქა, რომ ვიფიქრე, აქ ვიღაც შეშლილია-მეთქი. ყველაფერი რომ დამთავრდა, მივხვდი _ მოხდა მხოლოდ ის, რომ წინა შთაბეჭდილება იქნა ჩახშობილი. ჩემი საკუთარი უარყოფითი შთაბეჭდილებაა ის, რაც უნდა ამოწურულიყო. `ბუნება თავის გზას იპოვის. რას შეიძლება მიაღწიო ჩახშობით?~ _ ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ წინააღმდეგობის გაწევა ამაო იყო. შეიძლება თქვენში ერთდროულად ასი ათასი სურვილი ეცილებოდეს ერთმანეთს. თქვენ შეიძლება ისინი ჩაახშოთ, მაგრამ ჩახერგილი წყარო გზას მაინც იპოვის და დაინახავთ, რომ ყველაფერი ისევ თქვენშია. მაგრამ იმედი არის. თუ საკმაოდ ძლიერი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ცნობიერება ერთდროულად ოც ნაწილად დაჰყოთ. როდესაც ფსიქიკას იცვლით, გონი იზრდება. ასე ამბობენ იოგები. ერთი ვნებიდან მეორე ამოიზრდება, პირველი კი კვდება. გაბრაზებას სიხარული ცვლის ხოლმე, ბრაზი კი წამსვე ქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრაზისგან თქვენ სხვა მდგომარეობა წარმოქმენით. ეს მდგომარეობები სულ მუდამ ერთმანეთს ენაცვლება. სამუდამო ბედნიერება ან უბედურება ბავშვური ოცნებაა. უპანიშადები მიგვითითებს, რომ ადამიანის მიზანი არც უბედურებაა და არც ბედნიერება, არამედ იმის მართვა, რისგანაც ისინი წარმოიქმნება. ჩვენ, ასე ვთქვათ, საფუძველშივე უნდა ვმართოთ სიტუაცია. კიდევ ერთი უთანხმოება იმაში მდგომარეობს, რომ უპანიშადები გმობს რიტუალს, განსკუთრებით იმას, ცხოველების კვლას რომ მოითხოვს. ყველაფერ ამას ის უაზრობად აცხადებს. ძველ ფილოსოფოსთა ერთი სკოლა ამბობს, რომ თუკი ამას შედეგი მოჰყვება, გარკვეულ დროს ცხოველის მოკვლა დასაშვებია. შეგიძლიათ მათ შეედავოთ და უთხრათ, `კი მაგრამ ცხოველისთვის სიცოცხლის წართმევა ხომ ცოდვაა. თქვენ ამისთვის ტანჯვა მოგელით,~ მაგრამ ამაზე გიპასუხებენ, რომ ეს სისულელეა. რა იცით თქვენ, რა არის კარგი ან ცუდი? რა, გონება გკარნახობთ? რა სისულელეებს როშავთ! თქვენ თქვენს გონებას წმინდა წერილის (ანუ ვედების ) წინააღმდეგ გამხედრებთ. თუკი გონება ერთ რამეს გეუბნებათ, ვედებში კი სხვა რამე წერია, შეაჩერეთ გონება და დაუჯერეთ ვედებს. თუკი ამბობთ: `არა, ჩემი ცნობიერება სხვა რამეს მეუბნება,~ არაფერი გამოვა. რა წამსაც იჯერებთ, რომ რომელიმე წიგნი მარადისი სიტყვაა და წმინდაა, იმ წამსვე კარგავთ კითხვის დასმის უფლებას. . .
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ანანდა   ვივეკანანდა   Nov 18 2011, 02:15 PM
Lashapoli   ვა ძალიაინ მაგარია...   Nov 18 2011, 04:00 PM
ანა   Lashapoli მადლობა მე, რო...   Nov 18 2011, 06:37 PM
vano kazbegi   საინტერესო თემაა   Nov 18 2011, 07:11 PM
Internet Cоntraband   ვივეკანანდა ერთად...   Nov 19 2011, 10:29 PM
ანა   ფანატიკოსებს არ შე...   Nov 20 2011, 09:41 AM
ანა   რამაკრიშნას და ვივ...   Nov 20 2011, 09:49 AM
ანანდა   ლექცია მეორე წაკი...   Nov 21 2011, 11:02 AM
ანა   ახლა კი არჯუნა ზედ...   Nov 21 2011, 12:05 PM
ანანდა   . . . ზოგჯერ ადამიანე...   Nov 22 2011, 12:38 PM
Lashapoli   . . . ზოგჯერ ადამიანე...   Nov 23 2011, 12:32 AM
Qocho   ანანდა ძალიან საი...   Nov 23 2011, 01:12 PM
ანა   :) ანანდა იქნებ http://...   Nov 23 2011, 02:43 PM
ანანდა   სვამი ვივეკანანდა ...   Nov 24 2011, 12:11 PM
ანანდა   მცოდნეც რომ იყოთ, ნ...   Nov 25 2011, 11:50 AM
Existence   ისე ამ კაცის ძეგლი...   Nov 25 2011, 12:05 PM
Existence   თქვენ თვითონ იაზრო...   Nov 25 2011, 12:07 PM
visama vritti pranayama   ანანდა რა კარგი თე...   Nov 26 2011, 08:53 AM
ანანდა   ანანდა რა კარგი თე...   Nov 28 2011, 11:33 AM
ანანდა   მე შემიძლია ხუთ სა...   Nov 29 2011, 11:58 AM
ანა   კიდევ მინდა   Nov 30 2011, 12:11 AM
ანანდა   შეისწავლეთ ყველაფ...   Nov 30 2011, 05:32 PM
ანანდა   . . . ყველა საზოგადოე...   Dec 5 2011, 03:30 PM
Qocho   ძალიან მაგარია :good:   Dec 5 2011, 08:51 PM
kate   ანანდა სამყარო არ...   Dec 5 2011, 09:41 PM
ანანდა   მთელი უპანიშადები...   Dec 8 2011, 11:57 AM
Existence   ანანდა კაი საქმეს ...   Dec 8 2011, 09:11 PM
ანანდა   ანანდა კაი საქმეს ...   Dec 9 2011, 12:01 PM
ანანდა   იმ ხალხმა, სულ რომ დ...   Dec 9 2011, 12:30 PM
Lashapoli   იმ ხალხმა, სულ რომ დ...   Dec 9 2011, 04:03 PM
ანანდა   ანანდა ძმაო, მარტო ...   Dec 12 2011, 12:52 PM
ანა   ანანდა რაზე ფიქრო...   Dec 12 2011, 05:00 PM
ანანდა   ანანდა რაზე ფიქრო...   Dec 13 2011, 04:52 PM
ანა   ანანდა ანუუ როგორ...   Dec 13 2011, 07:58 PM
Qocho   მგრამ აღარც ისე აღ...   Dec 13 2011, 09:07 PM
ანანდა   ვედები ორ ნაწილად ...   Dec 14 2011, 11:43 AM
ანა   ანანდა და სიკვტილ...   Dec 14 2011, 11:51 AM
ანანდა   თუმცა არსებობს ვედ...   Dec 14 2011, 03:23 PM
ანა   http://www.youtube.com/watch?v=yEejXz28lo8 Viveka...   Dec 14 2011, 06:51 PM
ანანდა   [url=http://www.youtube.com/watch?v=yEejXz28lo8]ht...   Dec 15 2011, 12:07 PM
ანანდა   http://www.youtube.com/watch?v=lxUzKoIt5aM...8010A...   Dec 15 2011, 12:36 PM
ანა   ხმა არ მინდა, ხმას ძ...   Dec 15 2011, 01:27 PM
ანანდა   ადამიანებს რეალურ...   Dec 19 2011, 03:00 PM
ანა   მომენატრა ეს თემა :)...   Jan 6 2012, 01:24 AM
ანანდა   კრიშნას აღმასვლა ი...   Jan 9 2012, 12:37 PM
ანა   :kiss1:   Jan 18 2012, 03:00 AM
ანა   Pink Floyd_ს ფონზე რა მაგა...   Jan 18 2012, 03:03 AM
Green Mama   ისე ამბობენ პინკ fლ...   Jan 18 2012, 02:45 PM
ანა   ეს თემა წმინდააა!...   Jan 18 2012, 03:19 PM
Green Mama   "წმინდა" არაა შე...   Jan 18 2012, 04:52 PM
ანა   მართალია, უბრალოდ ...   Jan 18 2012, 05:19 PM
დათო.   ანანდა მადლობა გა...   Jan 20 2018, 03:36 PM
ტანტრა   მიყვარს ვივეკანან...   May 10 2018, 04:06 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 25th April 2024 - 10:25 AM