Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ გამონათქვამების კუთხე _ ალექსა ჩიღვინაძე

Posted by: ჯი-ნია-ნი Jan 4 2012, 01:35 AM

ანამ,თემა გავუხსნათ ალექსასო და..

ალექსა,უთბილესი,უნიჭიერესი ადამიანია,რაც მისი ლექსებიდან,ესეებიდან ჩანს და იგრძნობა..
აი ისიც
http://www.radikal.ru
სათნოება, დავიწყებული სიტყვაა
და ჰგავს სხვაგანმყოფ საავადმყოფოებს,
ვარდისფერ პალატებში მწოლიარე სევდიანი პაციენტებით.

სასწრაფო მანქანებით დაჰქრიან პოეტები.
მიდიან ერთი ყვავილიდან მეორესთან,
ერთი ვარსკვლავიდან მეორესთან,
ერთი ნიჟარიდან მეორესთან,
და ტოვებენ მათთან თითო წვეთ სისხლს.
უკან დაბრუნებულები ეჯახებიან სიტყვებს,
უეცრად ამოსულებს, მოლივლივე ფიქრების ტბიდან.

წერდე იმაზე ვისაც არ ესმის,
რაც ესმით, იმაშიც ვერ ხედავენ
მწვანე ველს, სადაც ცხოვრობენ თითები,
ბალახის ღეროებზე წამოცმული მარწყვები,
ჭიამაიები, პეპლები, ფერიები, ფისოები,
თავიდანვე დაბნეულობისთვის,
ტირილისთვის განწირულნი.

ყაყაჩოები ლოცულობენ ცისარტყელებზე
და მიიწევენ ჰაერის სვეტებზე,
ნამზევარი ცისკენ.

ლოცვა - ცოცვაა ღმერთისკენ.
ღმერთი კი შეშლილი კოსმონავტია,
რომელიც დიდიხნის წინათ გაფრინდა კოსმოსში.

განთიადისას ნამის პატარა
წვეთები
ენას უყოფენ მინდვრის ყვავილებს
და ახლადგაღვიძებულ ჭიანჭველებს.

შეშინებული სინაზე სწავლობს ფრენას
და ზევიდან დიდი ადამიანებიც
ბავშვებად ეჩვენება.

ვარდისფერი ველოსიპედებით, ავტობუსებით, საჰაერო ბურთებით
პოეტები მიდიან ერთი გულიდან მეორესთან
ერთი თვალიდან მეორესთან
ერთი ყურიდან მეორესთან
და უტოვებენ ლექსებს...

ჩვენ ყველანი წმინდანები ვართ!

Posted by: ანა Jan 4 2012, 01:38 AM

ბოლოს რაღაც საოცრება თარგმნა, საახალწლოდ sad.gif არ დავდებ, რომ წავიკიტხე ცუდად გავხდი
ახალი წლის თემაში, მისი შარშანდელი თარგმანით მივულოცე ფორუმს სხვათაშორის... დიანა არბუსით.

http://goldeneternity.blogspot.com/

ეს მისი ბლოგია

http://www.radikal.ru

ეს ალექსაა

Posted by: ჯი-ნია-ნი Jan 4 2012, 01:40 AM

ანა
არ ვიცოდი ბლოგი თუ ჰქონდა..დავლაშქრავ ახლაsmile.gif)

Posted by: ანა Jan 4 2012, 01:42 AM

სხვათაშორის, ჯეკ კერუაკის "ოქროს უსასრულობა" , ამ ფორუმისთვის საინტერესო უნდა იყოს.. ეს ჩემი სადიპლომოდანაა smile.gif

http://www.radikal.ru


Posted by: ჯი-ნია-ნი Jan 4 2012, 01:52 AM

http://www.radikal.ru

ვუყურებ ზღვას და ზღვაში მზეს,
მზეში ვარდს და ვარდში შენ.
ვუყურებ ცას და ცაში მტრედს,
მტრედში ბავშვს და ბავშვში შენ.
გიყურებ შენ და შენში . . .

Posted by: ანა Jan 4 2012, 11:27 AM

ორი ზებრა მდინარის პირას 6 საათსა და 8 წუთზე

იდგა გარეთ და ტიროდა
მოძალებულ მქრქალ მოგონებებში
Yellow or Violet
რადგან აცვეს იგი - ბაღი იყო
ბაღში ჯერ არავინ ჩაესვენებინათ
ქვაში ჯერ არავინ ჩაესვენებინათ
ცხენი, რომელიც მკვდარი ეგონა
დიდის ვაივაგლახით წყლისპირას
მაყვლის ბუჩქებში გადაუთრევია
სიზმარეულმა ეს მე დავიყვირე
და ზარზეიმური გრძნობით მოცული
ვცეკვავდი ადგილას,
სადაც მსხვერპლის გვამი ჩავდე.
სამაგიეროდ მერე გათენდა
და სადღაც მდინარის პირას
ორმა ზებრამ ჰორიზონტისკენ
დაიწყო მოძრაობა.


დილით ადრე დავრბოდი და ერთხელ, სახლში მორბენილმა, შხაპგადვლებულმა ეს წავიკითხე.. ძალიან ბედნიერი ვიყავი smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)