IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


baobab
Posted on: Feb 23 2015, 10:33 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221


ტრანსერფინგი ფეისბუკზე https://www.facebook.com/groups/zelandge/?ref=bookmarks
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #108831 · Replies: 34 · Views: 51,245

baobab
Posted on: Feb 22 2015, 06:26 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221




ნაკრძალის მეთვალყურის გამოცანა - გაგრძელება 3 - http://zelandge.blogspot.com/
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #108828 · Replies: 34 · Views: 51,245

baobab
Posted on: Feb 14 2015, 12:49 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221


როგორც იქნა მოვიცალე და ვაგრძელებ ტრანსერფინგის თარგმანს. აქ არის გაგრძელება, https://zelandge.blogspot.com ვეცდები მალ მალე დავდო რასაც ვთარგმნი smile.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #108785 · Replies: 34 · Views: 51,245

baobab
Posted on: Jun 5 2012, 11:50 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221


QUOTE(Lola @ May 11 2012, 10:38 AM) *
vadim zelands mec gavecani zogadad,magram erti shekitxva maqvs,vinc erkvevit,me rom mivmarto chemi piqrebi da azrebi sxva adamianis mimart,ra tqma unda sasiketod,moaxdens es mis cxovrebaze gavlenas?tu gicdiat msgavsi metodi.me amas imitom vkitxulob rom dzalian bevri adamiani chems garshemo skeptikurad aris ganwyobili msgavsi sakitxebis da temebis mimart,ar sjerat aseti ragaceebis.madloba winaswar



ადამიანს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ საკუთარი ცხოვრება და მართოს მხოლოდ საკუთარი რეალობა. როდესაც შენი ფიქრები და შენი ნება ერთმანეთს ემთხვევა, რეალობა იცვლება. ცუდი მოლოდინი შესაბამის რეალობას ქმნის, კარგი მოლოდინი პირიქით. თუმცა როგორც წესი ცუდი არ გვინდა რომ მოხდეს , და ზუსტად იმაზე ვფიქრობთ რაც არ გვინდა და ეს ხდება.

სხვის რეალობას ვერ შევცვლით, ადამიანი თვითონ უნდა შეიცვალოს. შენ შეიძლება შენი მაგალითი აჩვენო. ახსნა განმარტებები შედეგს არ მოიტანს იმ დრომდე, სანამ თვითონ არ დასვამს შეკითხვას. ( შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს)

პრინციპში როდესაც შენი რეალობა იცვლება, შენი გარემოცვაც გადახალისდება, ძველ მეგობრებს ახლები ცვლიან. სამწუხაროდ ოჯახის წევრებთან მიმართებაში რთულია ამის დაშვება sad.gif

თუმცა მეორეს მხრივ როდესაც ადამიანში იმ თვისებას ეძებ რაც გინდა რომ ჰქონდეს "შეძახილმა ხე გაახმოს" პრინციპით შედეგს მიიღებ ...
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #72487 · Replies: 34 · Views: 51,245

baobab
Posted on: May 2 2012, 09:39 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221


QUOTE(I AM @ Apr 30 2012, 10:11 AM) *
იქნებ მოკლედ დაწეროთ ამ ყველაფრის აზრი?

რაღაც განსაკუთრებული და ახალი ვერაფერი შევნიშნე unsure.gif



ახალი, მართლაც არაფერია. ყველა ვისაც "კანალი" აქვს ერთი და იგივეს წერს და საკუთარ სუბიექტურ ფილტრში გავლის შემდეგ ინფორმაცია სახეს იცვლის და რთული მოსარგები ხდება რეალური ცხოვრებისთვის

ტრანსერფინგი ყველაზე უფრო დახვეწილი და გამარტივებული პრაქტიკაა დამატებითი სირთულეების გარეშე. საუბარია სამყაროს
მრავალსახოვნებაზე და იმაზე თუ როგორ შეიძლება საკუთარი ცხოვრება მოიწყო სურვილისამებრ. რატომ მუშაობს "ზაკონ
პოდლოსტი" და გვერდი როგორ ავუაროთ, რატომ არ სრულდება ის სურვილები რომელიც ძალიან გვაღელვებს და როგორ მივაღწიოთ მათ, რატომ არის ვიზუალიზაციის ტექნიკა არაეფექტური და როგორი ტექნიკაა ეფექტური, როგორ უნდა იკვებებოდეს ადამიანი თანამედროვე პირობებში, როგორ ავაწყოთ ურთიერთობა გარშომომყოფთა ისე, რომ თავს ყოველთვის ვგრძნობდეთ კომფორტულად და ვიღებდეთ მათგან იმას რაც გვინდა, როგორ ავირჩიოთ ჩვენი ნივთები ყიდვისას, როგორ გავარკვიოთ რა არის ჩვენი რეალური მიზანი რომლისკენაც ყველა კარი ღიაა და რაც ბედნიერებასა და ფულს მოგვიტანს და სხვა.

ხარ ბედნიერი თუ არა, იმ საქმეს აკეთებ რაც შენ გსიამოვნებს თუ არა. ის აზრი რომ ბედნიერება აწმყოშია და მიზანი საბოლოო დანიშნულების ადგილი კი არაა არამედ მისკენ მიმავალი გზაა ანუ პროცესი და ამ ყველაფერთან ერთად პრაქტიკული ტექნიკები კომპლექტში smile.gif და რაც მთავარია მუშაობს მე ასე ვცდილობ ცხოვრებას და ჩემი ეფექტურობა ცხოვრების ყველა ასპექტში ერთი ათად გაიზარდა

წიგნის წაკითხვას გირჩევთ, ჯობია საკუთარი აზრი შეგექმნათ სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ

  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #70586 · Replies: 34 · Views: 51,245

baobab
Posted on: Mar 24 2012, 09:28 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221


ნაკრძალის მეთვალყურის გამოცანა.


ბედის ინტერპრეტირების სხვადასხვა მიდგომა არსებობს. ერთ-ერთი მდგომარეობს იმაში, რომ ბედი - წინასწარ დაწერილია და რამდენიც არ უნდა ეცადო, ვერსად გაექცევი. ერთის მხრივ, ბედის ასეთი კოცეფცია თავისი გამოუვალობით დამთრგუნველია. გამოდის, რომ თუ ადამიანს შეხვდა არც თუ ისე კარგი ხარისხის იღბალი, სიტუაციის გამოსწორების არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეს. მეორეს მხრივ, ყოველთვის არიან ადამიანები, ვისაც ასეთი მდგომარეობა აწყობს - ასე ხომ უფრო კომფორტულია როდესაც მომავალი მეტნაკლებად გარკვეულია და არ გვაშინებს თავისი მოულოდნელობებით.

გაგრძელება ნახეთ აქ
http://zelandge.blogspot.com/
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #68545 · Replies: 34 · Views: 51,245

baobab
Posted on: Mar 17 2012, 11:00 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221


ამ ბლოგზე დავდებ ხოლმე გაგრძელებას.
http://zelandge.blogspot.com/
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #68188 · Replies: 34 · Views: 51,245

baobab
Posted on: Mar 17 2012, 10:58 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221



baobab პრივეტ , მეც დავინტერესდი ტრანსერფინგით და წავიკითხე ზოგი წიგნი ზოგს მოვუსმინე , მაინტერესებს შენ გამოცდილებას თუ გაგვიზიარებ .

შენ ადვილად იღებ შედეგებს ?

პრივეტ smile.gif

საერთოდ ტრანსერფინგის აზრი არის იმაში, რომ შედეგი მიიღო უადვილესად. ყოველთვის რთულია სიფხიზლე, მაგრამ მუშაობს ძაან უტყუარად და უღალატოდ. ჩემს გამოცდილებას რაც შეეხება - ეცადე რამოდენიმეჯერ წაიკითხო და მუღამს მიხვდები.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #68186 · Replies: 34 · Views: 51,245

baobab
Posted on: Mar 17 2012, 04:53 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 30-April 10
Member No.: 6,221


მოგესალმებით ყველას, პირველად ვარ ამ ფორუმზე და ძალიან გამეხარდა, რომ ეზოთერიკით დაინტერესებული ხალხი ჩვენთანაც ბევრია.
გადავღეჭე უამრავი ლიტერატურა პრაქტიკული შედეგის მიღების მიზნით, თუმცა ჩემთვის ყველაზე ეფექტური და შედეგის მომტანი ვადიმ ზელანდის ტრანსერფინგი აღმოჩნდა.

გადავწყვიტე ვთარგმნო, რადგან შესაძლოა სხვასაც დაეხმაროს რეალობის აღქმის ზელანდისეული ვარიანტი და ამ სხვამ შესაძლოა რუსული არ იცოდეს.

ქართული ვარიანტი ვეძებე და ვერ ვიპოვე, ამიტომ გთხოვთ თუ ვინმემ იცით ქართული თარგმანის არსებობისმ შესახებ გამაგებინოთ.

რა თქმაუნდა ხარვეზები თარგმანში იქნება, ქართულ ენაში გამორჩეული არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა იდეის გადმოცემას ვფიქრობ, რომ შევძლებ მაქსიმალური სიზუსტით.
თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი ტექსტის რედაქტირებაში მონაწილეობა მიიღოთ , დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ თქვენს რჩევას.

აი ისიც.

ძვირფასო მკითხველო!

ისევე როგორც ყველას, ალბათ თქვენც გსურთ გქონდეთ კომფორტული, მშვიდი, და უზრუნველი ცხოვრება მოულოდნელი რყევების გარეშე. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა და ბედნიერებისთვის ბრძოლაში, ალბათ უამრავი ხერხი გექნებათ ნაცადი. საინტერესოა, შეძელით თუ არა რაიმეს მიღწევა ჩვეული - ტრადიციული მსოფლმხედველობის ფარგლებში?

ამ წიგნში საუბარია საკმაოდ უცნაურ საკითხებზე. ეს ყველაფერი იმდენად შოკის მომგვრელია, რომ ძნელია დაიჯერო მაგრამ თქვენი დარწმუნება საჭირო არცაა. არსებობს მეთოდები რომელთა საშუალებითაც თავად შეძლებთ ამ ყველაფრის გადამოწმებას და მაშინ თქვენი ჩვეული მსოფლმხედველობა სამუდამოდ შეიცვლება.

ტრანსერფინგი - არის საკმაოდ ძლიერი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შესძლებთ განსხვავებულად იცხოვროთ , უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - თავად მართოთ საკუთარი ბედ იღბალი. აქ სასწაულებზე არ გვექნება საუბარი, თუმცა გელით გაიგოთ გაცილებით მეტი. დარწმუნდებით, რომ თქვენთვის, უცნობი რეალობა ბევრად საკვირველია ვიდრე ნებისმიერი მისტიკა.

არსებობს უამრავი წიგნი , რომელიც გვთავაზობს წარმატებული ცხოვრების რეცეპტებს, გვასწავლის როგორ გავხდეთ წარმატებული და მდიდარი. რათქმაუნდა მომხიბვლელი პერსპექტივაა, ვის არ უნდა. თუმცა მოცემული რეცეპტები გვთავაზობენ საკუთარი თავი შევცვალოთ ძალდატანებით, ვარჯიშებით და მედიტაციებით. თავიდანვე მოსაწყენი ხდება.
გარწმუნებენ, რომ არ ხართ სრულყოფილი, და ამიტომ უნდა შეიცვალოთ თორემ არაფერი გამოვა. შესაძლოა მართლაც არ ხართ საკუთარი თავით კმაყოფილი, მაგრამ გულის სიღრმეში არავის არ უნდა შეიცვალოს. და სწორიც არის. ნუ დაიჯერებთ, თუ ვინმე გეუბნებათ, რომ არ ხართ სრულყოფილი. რატომ თვლით, რომ ვიღაცამ თქვენზე უკეთ იცის, როგორი უნდა იყოთ? არ არის საკუთარი თავის შეცვლა საჭირო. გამოსავალი სულ სხვაგანაა.
ჩვენ არ დავკავდებით მედიტაციებით, ვარჯიშებით და საკუთარ თავში მიზეზების ძიებით. ტრანსერფინგი თვითსრულყოფის ახალი მეთოდიკა არ არის. ეს არის პრინციპულად განსხვავებული მეთოდი, იაზროვნო და იმოქმედო ისე, რომ მიიღო სასურველი. არა მიაღწიო, არამედ მიიღო. არა შეცვალო შენი თავი, არამედ დაუბრუნდე საკუთარ თავს.
ჩვენ ყველა უშვებთ ცხოვრებაში შეცდომას, და შემდეგ ვოცნებობთ უკან დაბრუნებასა და ყველაფრის გამოსწორებაზე. მე ვერ დაგპირდებით, რომ ბავშვობაში დაგაბრუნებთ, მაგრამ შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია, თანაც ეს წარსულში დაბრუნების მსგავსი იქნება. ამ სიტყვების აზრი მხოლოდ წიგნის ბოლოსკენ იქნება თქვენთვის ნათელი. ვერსად გაიგებდით ან წაიკითხავდით იმას, რაც მინდა რომ გიამბოთ. ამიტომ მზად იყავით უცნაური და სასიამოვნო მოულოდნელობებისთვის.


I. ვარიანტების მოდელი
ამ თავში მოცემულია თეორიული შესავალი ტრანსერფინგში.
ტრანსერფინგის კონცეპტუალური ბაზა არის ვარიანტების მოდელი - ჩვენი სამყაროს მოწყობის პრინციპულად განსხვავებული ხედვა. ადამიანმა არ იცის, რომ საჭირო არაა სასურველის მიღწევა, მას შეუძლია ის უბრალოდ მიიღოს. რატომ არის ეს შესაძლებელი?
ოცნებები არ სრულდება.

განთიადის ვარსკვლავთა შრიალი

მეზობლის ძაღლის ყეფამ გამაღვიძა. რა საზიზღარი არსებაა, ყოველდღე მაღვიძებს. ვერ ვიტან! რატომ უნდა ვიღვიძებდე ამ აუტანელი ცხოველის ყეფისგან? გავიდე გავერიდო, იქნებ როგორმე დავმშვიდდე და მეზობლის სახლის გადაწვის სურვილმა გადამიაროს. რა ძაღლიცაა ის პატრონი ყავს. ყოველთვის ვიღაცეები ძვრებიან ჩემს ცხოვრებაში, და ცდილობენ ნერვები დამაწყვიტონ. გაღიზიანებული ვიცმევ. ისევ სადღაც გადაიკარგა ჩემი ფლოსტები. სადა ხართ თქვე... რომ გიპოვით – გადაგყრით!

ქუჩაში ნისლია, სინესტე. სრიალა ბილიკზე მივდიოდი, მოღუშული ტყის გავლით. თითქმის ყველა ფოთოლი დაცვივდა, ნახევრად მკვდარი ხეების ნაცრისფერ ტოტებს.
რატომ ვცხოვრობ ამ ჭაობში? სიგარეტს ვეძებ. თითქოს მოწევა არ მინდა, მაგრამ ჩვევაა და საჭიროა. საჭიროა? როდის აქეთია სიგარეტი ვალდებულებად მექცა? საზიზღრობაა დილით მოწევა მშიერ კუჭზე. არადა წინათ სასიამოვნო იყო, როცა სიგარეტი თავისუფლებასა და სტილს გამოხატავდა. მაგრამ კაი დრო დამთავრდა და დაიწყო პრობლემები და ნაცრისფერი რეალობა. თითოეულ პრობლემაზე რამოდენიმე სიგარეტის დაყოლება გიწევს, თითქოს მოწევ, შეისვენებ და ისევ ჩაერთვები ამ გაუთავებელ რუტინაში.

სიგარეტის კვამლი თვალში მომხვდა, და წამით ხელები ავიფარე ნაწყენი ბავშვივით. როგორ ყელში ამომივიდა ყველაფერი. თითქოს ჩემი ფიქრების გასამძაფრებლად გაზნექილი ხის ტოტი მოსხლტა და სახეში მომხვდა მწარედ. შევიგინე, გამწარებულმა მოვამტვრიე და გვერძე მოვიქნიე. ის კი ხეს დაეკიდა და ქანაობა დაიწყო დამცინავად, თითქოს ჩემი უსუსურობის დასამტკიცებლად. ზანტად გავერიდე.

ყოველთვის, როდესაც ცხოვრებასთან ბრძოლას ვცდილობდი, თავიდან თითქოს მნებდებოდა იმედის მომცემად, შემდეგ მაგარი .სილა მხვდებოდა სახეში. მხოლოდ კინოშია , როცა გმირი მიზნისკენ მიდის და ყველაფერს ანადგურებს თავის გზაზე. ცხოვრებაში სხვანაირადაა. ცხოვრება ”რულეტკას” გავს. ჯერ მოიგებ ერთი ორჯერ და უკვე გამარჯვებულად წარმოგიდგენია თავი, გგონია რომ ყველაფერი შენია. მაგრამ საბოლოო ჯამში, წაგებული რჩები. საახალწლო გოჭივით ხარ, რომელსაც კარგად აჭმევენ და ამზადებენ შესაწვავად სიცილ ხარხარით რომ შეჭამონ. შეგეშალა ეს შენი ზეიმი არ არის...

ასეთ უხალისო ფიქრებში გართული ზღვასთან გავედი. პატარა ტალღები გაავებული კბენდნენ ქვიშიან ნაპირს. ზღვაც არამეგობრულად მიბერავდა ტენიან ჰარს. გამაძღარი თოლიები ზანტად დადიოდნენ ნაპირზე და რაღაც ლეშს კენკავდნენ. თვალებში არანაირი ემოცია არ ჰქონიათ, მხოლოდ ცივი შავი სიცარიელე, თითქოს მთელი ჩემი სამყარო ჩანდა მათ თვალებში, ისეთივე ცივი და მტრულად განწყობილი.

ვიღაც ბომჟი ბოთლებს აგროვებდა ნაპირზე. დაახვიე აქედან შე ბინძურო, მარტო ყოფნა მინდა. არაა, ჩემსკენ მოდის , ფულის თხოვნას დამიწყებს. ვერსად მოისვენებს კაცი - სახლში წასვლა ჯობია. დავიღალე. სულ დაღლილი ვარ, როცა ვისვენებ მაშინაც კი.
ისე ვცხოვრობ, თითქოს ციხეში ვარ და გამოსვლას ველოდები მომავალში. სულ ველოდები, მაგრამ არ დგება ეს მომავალი. ეხლა როგორც ყოველთვის უგემურად ვისაუზმებ, წავალ ჩემს აუტანელ სამსახურში და ვეცდები თავს რაიმეს გაკეთება ვაიძულო, ისევ ვიღაცისთვის და არა ჩემთვის. უაზრო ცხოვრების კიდევ ერთი დღე დაიწყო...

განთიადის ვარსკვლავთა შრიალმა გამაღვიძა. ეს რა იყო, რა დამესიზმრა? თითქოს ჩემი წარსული ცხოვრების ნაწილი დაბრუნდა. კიდევ კარგი სიზმარი იყო. ჩემი კატასავით კმაყოფილმა გავიზმორე, აი ეს ზარმაცაც აქვე გორაობს, ყურების მოძრაობით ჩანს, რომ ყურადღება მომაქცია. ადექი შე მსუნაგო, სეირნობა არ გინდა? მზიანი დღე შევუკვეთე და ზღვისკენ გავეშურე.

ბილიკი ტყეზე გადიოდა. განთიადის ვარზკვლავთა შრიალი ჩიტების ჟრიამულში გაილია. განსაკუთრებით ერთი გაჰკიოდა ბუჩქებში, აი ეს პაწია ბუმბულების გროვაც ნახე რამხელა ხმებს გამოსცემს. ადრე არც მიფიქრია იმაზე რომ ყველა ჩიტს სხვა და სხვა ხმა აქვს, მაგრამ ერთმანეთთან დისსონანსში არასოდეს არ შედიან. და ყოველთვის ისეთი სიმფონია გამოუდით, რომ ვერც ერთი ორკესტრი ვერ გაიმეორებს.
მზემ თავისი სხივები ბოლომდე გაშალა. ამ სასწაულმა განათებამ უსასრულო ფერთა სიღრმე გააცოცხლა და ტყე ჯადოსნურ ჰოლოგრამად აქცია. ბილიკმა მზრუნველად გამიყვანა ზღვასთან, ფირუზისფერი ტალღები ჩუმად ეჩურჩულებოდნენ თბილ ნიავს. სანაპირო უკიდეგანო და ცარიელი ჩანდა მაგრამ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ვგრძნობდი, თითქოს გადატვირთულმა სამყარომ გამორჩეულად ჩემთვის განმარტოვებული კუთხე მოაწყო. ზოგი თვლის, რომ სამყარო ილუზიაა, რომელსაც ჩვენთვითონ ვქმნით. არა, მე ვერ მექნება ჩემს თავზე იმხელა წარმოდგენა, რომ მთელი ეს სილამაზე ჩემი ფანტაზიის ნაყოფს მივაწერო.

ჯერ კიდევ სიზმრის დამთრგუნველი გავლენის ქვეშ ვიყავი და ჩემი წარსული ცხოვრების გახსენება დავიწყე, რომელიც მართლაც სევდიანი და უიმედო იყო. ბევრი სხვასავით, მეც ძალიან ხშირად მიცდია ჩემი, ვითომდა საკადრისის მიღება ამ ცხოვრებისგან. პასუხად ცხოვრება გულგრილად ზურგს მაქცევდა. გამოცდილებისაგან დაბრძენებული ჭკუის დამრიგებლები მეუბნებოდნენ,რომ ასე ადვილად არაფერი გამოვა და ბრძოლაა საჭირო. შემდეგ ვცდილობდი ძალით მიმეღო სასურველი, მაგრამ მაინც
არაფერი გამოდიოდა ძალღონის გამოცლის გარდა. მრჩეველებს ამაზეც მზად ჰქონდათ პასუხი: შენ თვითონ ცუდი ხარ, უნდა გამოსწორდე, შეცვალო თავი... ჩემს თავთან ბრძოლაც ვცადე, მაგრამ ეს უფრო რთული აღმოჩნდა.

ერთხელაც, სიზმარი ვნახე, თითქოს ბუნებრივ ნაკრძალში ვიყავი. თვალით აუწერელი სილამაზე იყო ჩემს ირგვლივ. დავდიოდი და ვტკბებოდი ამ დიდებულებით. ამ დროს ბრაზიანი მოხუცი გამოჩნდა თეთრი წვერით – როგორც მივხვდი, ნაკრძალის მეთვალყურე უნდა ყოფილიყო. ჩუმად იდგა და მიყურებდა. მე მისკენ გავემართე, და როგორც კი რაღაცის თქმა დავაპირე, უხეშად შემაჩერა. ცივი ტონით მითხრა, რომ არაფრის გაგონება არ სურს, რომ დაიღალა ახირებული მნახველებისგან, რომლებიც სულ უკმაყოფილოები არიან, გამუდმებით რაღაცა უნდათ, ხმაურობენ და ყველგან ნაგავს ტოვებენ. მე გაგებით დავეთანხმე და გზა განვაგრძე.

ნაკრძალის უნიკალურმა ბუნებამ აღმაფრთოვანა. რატომ არასოდეს არ ვყოფილვარ აქ უწინ? როგორც დატყვევებული, ისე დავდიოდი უმიზნოდ და თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქეთ. ბუნების სრულყოფილების გადმოცემას ვერანაირი აზრებით ვერ შევძლებდი, მითუმეტეს სიტყვებით. ამიტომ ჩემს თავში რაღაც აღტაცებული სიცარიელე სუფევდა.

მალე ჩემს წინ ისევ ნაკრძალის ყარაული გამოჩნდა. მისი მღუშული სახე ცოტა მოლბა. მანიშნა თან გავყოლოდი. მწვანე გორაკის წვერზე ავედით, საიდანაც ულამაზესი ველის ხედი გადაშლილიყო. რაღაც დასახლება ჩანდა.მწვანეში ჩაძირული სახლები, ჯადოსნური ზღაპრის ილუსტრაციას გავდა. გულის აჩუყებამდე მივიდოდი, ეს ყველაფერი სიზმარივით არარეალური რომ არ ყოფილიყო. ეჭვი გამიჩნდა, რომ ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში თუ იქნებოდა შესაძლებელი. გაკვირვებულმა შევხედე მოხუცს, მაგრამ მან მხოლოდ ნიშნის მოგებით ჩაიცინა თითქოს უნდოდა ეთქვა: “ჯერ სადახარ!”


ველისკენ ვეშვებოდით, როდესაც გავაცნობიერე, რომ არ მახსოვს საიდან მოვხვდი ნაკრძალში. მომინდა მოხუცისგან რაიმე სახის განმარტება მაინც მიმეღო. როგორც ჩანს დაუფიქრებელი შენიშვნა გავაკეთე იმის შესახებ, რომ კარგად უნდა გრძნობდნენ თავს ეს იღბლიანი ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ თავს ასეთ ადგილზე ცხოვრების უფლება მისცენ. რაზეც გაღიზიანებულმა მიპასუხა: “და მერე ვინ გიშლის ხელს მათ რიცხვში შენც რომ იყო?”

მე დავიწყე წუწუნი, რომ ყველა მდიდარი არ იბადება, ვინ იცის ვის როგორი ბედი უწერია... მოხუცმა ისე შემომხედა როგორც იდიოტს, და მითხრა: “საქმეც იმაშია, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი ბედი. ერთადერთი უფლება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია – ეს არჩევანის თავისუფლებაა. ნებისმიერს შეუძლია აირჩიოს ყველაფერი, რაც სურს.”

ასეთი მსჯელობა არანაირად არ ჯდებოდა ჩემს მსოფლმხედველობაში, და შედავება ვცადე. თუმცა მოხუცმა ყურიც არ მათხოვა: “შე სულელო! არჩევანის უფლება გაქვს, და ამით არ სარგებლობ. შენ უბრალოდ არ გესმის რას ნიშნავს – აირჩიო”. - ეს ხომ სისულელეა, არ ვჩერდებოდი. როგორ უნდა ავირჩიო რაც მე მინდა? მაშინ გამოდის, რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი დაშვებულია. და უცებ გავაცნობიერე, რომ სიზმარში ვიყავი. დავიბენი და ვერ მივხვდი ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვქცეულიყავი. რამდენადაც მახსოვს მივანიშნე, რომ სიზმარში,ისევე როგორც ცხადში, თავისუფლება გაქვს ნებისმიერ სისულელეზე ილაპარაკო.. როგორც ჩანს არ სწყენია და მხოლოდ გაიცინა. ისეთ უხერხულ სიტუაციაში ვიგრძენი თავი ( საკუთარი სიზმრის პერსონაჟს ველაპარაკებოდი) უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ხომ არ აჯობებდა რომ გამეღვიძა. მოხუცმა თითქოს გაიგო ჩემი აზრები. “ კაი, საკმარისია, ცოტა დრო გვაქვს, არ მეგონა შენნაირ კრეტინს თუ მომიგზავნედნენ, მაგრამ მაინც მომიწევს ჩემი მისიის შესრულება.” მახსოვს დავაპირე გამომეკითხა რა “მისიაა” და “ვინ” მიუგზავნა ჩემი თავი. არ მაცალა და თვითონ მითხრა როგორც მაშინ მომეჩვენა სულელური გამოცანა: “ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს თავისუფალი და აირჩიოს რაც სურს. აი შენი გამოცანა: როგორ უნდა მიიღო ეს თავისუფლება? თუ გამოიცნობ, შენი ვაშლები ცაში ჩაცვივა”.

რა ვაშლები? მოთმინებიდან გამოსვლა დავიწყე და ვუთხარი,რომ არაფრის გამოცნობას არ ვაპირებდი და რომ მხოლოდ სიზმარში ხდება სასწაულები, რეალობაში კი ვაშლები ყოველთვის მიწაზე ცვივა. მან კი მიპასუხა: “საკმარისია წამოდი რაღაც უნდა გაჩვენო”

რომ გავიღვიძე აღმოჩნდა, რომ სიზმრის გაგრძელება არ მახსოვდა. თუმცა დამრჩა იმის ნათელი გრძნობა, რომ ნაკრძალის მეთვალყურემ რაღაც ინფორმაცია ჩამიდო თავში, რომელსაც ვერ ვაყალიბებდი. გონებაში ერთი გაურკვეველი სიტყვა ჩამებეჭდა - ტრანსერფინგი.
ერთადერთი აზრი რომელიც თავში მიტრიალებდა ის იყო, რომ აუცილებელი არაა შენ თვითონ მოიწყო შენი სამყარო, დიდი ხანია უკვე ყველაფერი შექმნილია ჩემს გარეშე და ჩემი კეთილდღეობისთვის. ასევე საჭირო არაა იბრძოლო საკუთარი ადგილისთვის - აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე არაეფექტური გზაა. მე არავინ მიშლის უბრალოდ ავირჩიო ჩემთვის ის ცხოვრება, რომელსაც ვისურვებდი.

თავიდან ეს იდეა მომეჩვენა აბსურდულად, და ალბათ დამავიწყდებოდა კიდეც ეს სიზმარი. თუმცა სულ მალე აღმოვაჩინე, რომ თავში დაიწყო გამჟღავნება აბსოლუტურად ნათელმა სურათმა იმის შესახებ თუ რას გულისხმობდა ნაკრძალის მეთვალყურე როდესაც ახსენებდა არჩევანს. მოხუცის გამოცანის პასუხი თავისით მოვიდა, როგორც ცოდნა არსასიდან. ყოველდღე რაღაც ახალი ინფორმაცია მოდიოდა და ყოველთვის განვიცდიდი შიშნარევ გაკვირვებას. ვერ შევძლებ ავხსნა საიდან მოვიდა ეს ცოდნა. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა დანამდვილებით, რომ შეუძლებელია ჩემს თავში დაბადებულიყო რაიმე მსგავსი.

მას შემდეგ, რაც ტრანსერფინგი აღმოვაჩინე ( უფრო სწორად რომ ვთქვა უფლება მომცეს), ჩემმა ცხოვრებამ, ახალი აზრი შეიძინა. ყველა, ვინც ერთხელ მაინც იყო დაკავებული შემოქმედებით, დამეთანხმება როგორი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს საკუთარ ქმნილებას. მაგრამ ეს არაფერია საკუთარი ბედ-იღბალის შექმნის პროცესთან. თუმცა ეს ტერმინი “ბედ-იღბალის შექმნა” მთლად მოსარგები ვერ არის ამ სიტუაციაში. ტრანსერფინგი - ეს არის მეთოდი აირჩიო შენი ბედი - პირდაპირი გაგებით, როგორც ნივთი სუპერმარკეტში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ამაზე იქნება ეს წიგნი. თქვენ გაიგებთ რატომ შეიძლება, რომ ვაშლები “ცაში ჩაცვივდნენ”, და რა არის “ განთიადის ვარსკვლავთა შრიალი”, ასევე ბევრი სხვა არაჩვეულებრივი რამეს.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #68172 · Replies: 34 · Views: 51,245


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 05:21 AM