IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

23 Pages V  « < 21 22 23  
Reply to this topicStart new topic
> 21 დეკემბერი, 2012 წელი
teepurple
post Feb 9 2013, 11:06 PM
Post #441


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 813
Joined: 18-January 12
From: Mirkwood
Member No.: 6,696

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნეტა ჩემთვისაც თუ ბოლო ინკარნაციაა, არ მინდა თქვენ გარეშე biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mamu_ka
post Feb 10 2013, 12:41 AM
Post #442


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 625
Joined: 3-December 10
Member No.: 6,320

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ იხდიან კარმულ ვალებს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Feb 10 2013, 04:34 PM
Post #443


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(teepurple @ Feb 9 2013, 11:06 PM) *
ნეტა ჩემთვისაც თუ ბოლო ინკარნაციაა, არ მინდა თქვენ გარეშე biggrin.gif


სულიერი ნათესაობა არსად არ იკარგება, არც ფიზიკურ და მით უფრო, არც სულიერ პლანზე. მწამს, ასეთი კავშირების მარადიულობის! smile.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 11 2013, 12:00 PM
Post #444


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mamu_ka @ Feb 9 2013, 04:41 PM) *
როგორ იხდიან კარმულ ვალებს?

ყოველდღიური ცხოვრებით, ყოველდღიური ურთიერთობებით smile.gif უხეში მაგალითი რომ მოვიყვანო, ვისაც წინა ცხოვრებაში უსამართლოდ მოექეცი ან დაასახიჩრე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შენი ხეიბარი შვილი ან ზედმეტად ჭირვეული მეუღლე იყოს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 11 2013, 01:10 PM
Post #445


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
QUOTE
რატომ მეგონა უფრო დიდი ასაკისა ჩემი თავი?

smile.gif იმიტომ რომ გაცილებით მეტი ასაკის ვართ, ან უფრო სწორად არ გვაქვს ასაკი, დრო აქ, ამ რეალობაში არსებობს, ყველაზე ძნელი ეზოთერულად, თუნდაც წმინდა ფიზიკურად, დროის განსაზღვრაა. რომ წარმოიდგინო საბავშვო კარუსელი - მბრუნავი დისკი, ცხენებით და ირმებით (უკეთესი შედარება ვერ მოვიფიქრე biggrin.gif ) და დროდ კარუსელის ტრიალი ჩავთვალოთ, ჩვენ ამ კარუსელზე 200 000 წლის წინ ავედით, ვტრიალებდით ცხენებს და ირმებს ვცვლიდით და ახლა ჩამოვალთ იგივე წამს და იგივე ადგილას სადაც დავჯექით, რადგან მხოლოდ კარუსელი (დრო) ტრიალებდა და არა ირგვლივ მთელი სამყარო





Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Feb 11 2013, 02:14 PM
Post #446


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Feb 11 2013, 01:10 PM) *
დროდ კარუსელის ტრიალი ჩავთვალოთ, ჩვენ ამ კარუსელზე 200 000 წლის წინ ავედით, ვტრიალებდით ცხენებს და ირმებს ვცვლიდით და ახლა ჩამოვალთ იგივე წამს და იგივე ადგილას სადაც დავჯექით, რადგან მხოლოდ კარუსელი (დრო) ტრიალებდა და არა ირგვლივ მთელი სამყარო



--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 11 2013, 09:47 PM
Post #447


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,130
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
შენ ცხენების კარუსელი დადე, ირმები სადაა? (შუტკა)
kate
QUOTE
ყოველდღიური ცხოვრებით, ყოველდღიური ურთიერთობებით უხეში მაგალითი რომ მოვიყვანო, ვისაც წინა ცხოვრებაში უსამართლოდ მოექეცი ან დაასახიჩრე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შენი ხეიბარი შვილი ან ზედმეტად ჭირვეული მეუღლე იყოს....
ეეჰ, რა ძნელია ეს კარმული ვალი, მართლაც ვერაფრით ვერ შველი ვერაფერს.
ასეთი შემთხვევები, მთელი ცხოვრება გტანჯავს sad.gif
QUOTE
იმიტომ რომ გაცილებით მეტი ასაკის ვართ, ან უფრო სწორად არ გვაქვს ასაკი, დრო აქ, ამ რეალობაში არსებობს, ყველაზე ძნელი ეზოთერულად, თუნდაც წმინდა ფიზიკურად, დროის განსაზღვრაა. რომ წარმოიდგინო საბავშვო კარუსელი - მბრუნავი დისკი, ცხენებით და ირმებით (უკეთესი შედარება ვერ მოვიფიქრე ) და დროდ კარუსელის ტრიალი ჩავთვალოთ, ჩვენ ამ კარუსელზე 200 000 წლის წინ ავედით, ვტრიალებდით ცხენებს და ირმებს ვცვლიდით და ახლა ჩამოვალთ იგივე წამს და იგივე ადგილას სადაც დავჯექით, რადგან მხოლოდ კარუსელი (დრო) ტრიალებდა და არა ირგვლივ მთელი სამყარო

კარგად ახსენი ქეთი, ჩვენ ვართ დასაბამიდან, პირველი აფეთქებიდან, როგორც ამბობენ მეცნიერები სამყაროს შექმნაზე smile.gif
არავინ იცის როდის და როგორ შეიქმნა სამყარო, მაგრამ როგორც შეიქმნა იქიდან ვარსებობთ, შეიძლება სხვა სახით, მაგრამ ვარსებობდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 15 2013, 08:51 PM
Post #448


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აღარ დავწერ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელსაც შესაძლებლობათა ფანჯარა გვაძლევს, რადგან ამის შესახებ ადრეც ბევრი ვისაუბრეთ - გლობალური კატასტროფა, სიბნელის სამი ღამე, ფიზიკური ტრანსფორმაცია.... რომელსაც ჩვენი, როგორც ადამიანური რასის ფიზიკურ პლანზე განადგურება შეიძლება მოყვეს, ამ შემთხვევაში დედამიწის ცივილიზაციას არა მხოლოდ სულიერად სხვა, არამედ ფიზიკურადაც სხვა არსებები გააგრძელებენ, და სავარაუდოდ ეს არსებები იქნებიან ისინი, ვისაც თოვლის კაცის, იეტის, სასკვაჩის, მეჩანის..... და კიდევ სხვა სახელებით ვიცნობთ, რომლებსაც დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ხვდებიან, თითქმის ყველა კულტურა იცნობს, მაგრამ რეალურად მისი არსებობის დამტკიცება ვერ შეძლეს დღემდეsmile.gif, თუ არ ჩავთვლით ახლახან გახმაურებულ დნმ-ის ანალიზს, რომელიც აქამდე უცნობ ჰუმანოიდურ არსებას ეკუთვნის......, ჩვენი ცივილიზაციის და ადამიანთა გადარჩენილი მცირე ნაწილი, კი, მათთვის რელიგიისა და ღმერთების ფუძემდებელი გახდება....... მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია smile.gif
თუ ყველაფერი გლობალური კატასტროფის გარეშე წარიმართა, ბუნებრივი კატაკლიზმები მაინც გაგრძელდება და უფრო ინტენსიურიც გახდება, პოლუსთა ცვლილებასაც აუცილებლად ექნება ადგილი და კონტინენტთა კონტურებიც შეიცვლება, ეს უკვე მრავალჯერ მოხდა დედამიწაზე და აუცილებლად განმეორდება, მაგრამ ეს არ იქნება გლობალური და "არსებობის დასასრული", მაგრამ ორივე შემთხვევაში, დედამიწის ცივილიზაცია ახლანდელზე გაცილებით ნაკლებად აგრესიული და ჰარმონიული იქნება, (თუმცა იმ დროისათვის ჩვენ, ანუ ჩვენი ცნობიერება, უკვე აღარ ვიქნებით დედამიწაზე , აქ სხვა სულიერი არსებები იქნებიან, მაგრამ ეს ჩვენ მოვიყვანეთ აქამდე ეს პროცესი), რადგან უკვე სხვა ენერგეტიკაა წარმმართველი, აქამდე დომინანტი მამაკაცური აგრესიული ენერგია უკვე ჩაანაცვლა შედარებით რბილმა ქალურმა ენერგიამ, ფიზიკურ პლანზე ეს ცვლილება შეუქცევად პროცესებს დაიწყებს, ცოტა ხანში, თუმცა ეს ცოტა ხანი ერთი ორი დღე ან წელი არ არის smile.gif, რადიკალურად შეიცვლება ადამიანთა შორის დამოკიდებულებები, მეცნიერების თითქმის ყველა დარგი, ტექნოლოგიები, მედიცინა....., იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე დიდი კატასტროფა მოხდა, პოსტაპოკალიფსური პერიოდი ისეთი არ იქნება, როგორიც წარმოგვიდგენია ან როგორსაც ჰოლივუდი წარმოგვიდგენს -- არსებობისათვის ბრძოლა სასტიკი და სისხლიანი ნაკლებად იქნება, უფრო თანაბრძნობით, ურთიერთდახმარებით, ერთმანეთისათვის ხელი გაწვდით ეცდებიან და შეძლებენ დანგრეულის აღდგენას.
ნელნელა დაიშლება მაკონტროლებელი ინსტიტუტები, უსაზღვრო სამხედრო ძალაუფლებაც დაიწყებს პოზიციების დათმობას, თანდათან ჩაცხრება და გაქრება ომისა და კონფლიქტის პატარ-პატარა წყაროები და საბოლოოდ - ყოველგვარი ომის საშიშროება, დედამიწაზე ცხოვრება ჰარმონიული გახდება, დადგება ე.წ. "ოქროს ხანა" და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ქალური ენერგია არ აიღებს ხელში მთლიან ძალაუფლებას და არ გადაფარავს მამაკაცურს, დომინანტობა და ძალაუფლება ახლა ქალურ ენერგიას გახდის აგრესიულს და დამანგრეველს..... თუმცა დაახლოებით 26 000 წელი ამის საშიშროება არ არის, მერე კი ისევ ახალი ციკლი დაიწყება.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dondariable
post Feb 15 2013, 09:03 PM
Post #449


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 762
Joined: 19-January 12
Member No.: 6,697

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაში გამომადგება მაგის ცდონა ჩემს ხანმოკლე ცხოვრებაში?
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Feb 15 2013, 09:05 PM
Post #450


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate, სულ ყოველთვის მაინტერესებდა როგორი შეიძლება ყოფილიყო ადამიანი, ან ის არსება, რომელიც უშუალოდ გააგრძელებს კაცობრიობას, ვგულისხმობ გენეტიკური ხაზით. თქვენ თქვით, ჩვენი ცნობიერება _ ის, რაც დღეს გვაქვს _ მომავალში აღარ იარსებებს და მას უფრო მაღალი ცნობიერება ჩაანაცვლებს, ნამდვილად შეუქცევადი პროცესია. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორი იქნება ადამიანი მომავალში, რა თქმა უნდა, გაზრდილი შესაძლებლობებითა და იმგვარად მოდიფიცირებული, როგორიც სამყარო იქნება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ასი და უნდაც ათასი წლის შემდეგ, გაცილებით მეტი სულიერი განვითარება და ფიზიკურ პლანზე შეცვლილი გარეგნობა ექნება ადამიანს.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 15 2013, 09:33 PM
Post #451


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




Dondariable
QUOTE
რაში გამომადგება მაგის ცდონა ჩემს ხანმოკლე ცხოვრებაში?
ნამდვილად არა მგონია რამეში გამოგადგეს biggrin.gif , უბრალოდ ყველაფერს გამოყენების კუთხით ვერ შეხედავ

narilla
QUOTE
ჩვენი ცნობიერება _ ის, რაც დღეს გვაქვს _ მომავალში აღარ იარსებებს და მას უფრო მაღალი ცნობიერება ჩაანაცვლებს, ნამდვილად შეუქცევადი პროცესია

ჩვენი ცნობიერება არსად არ გაქრება, ასეთი რამე შეუძლებელია, იარსებებს რეალობის სხვა უფრო მაღალ საფეხურზე. ჩვენი ადამიანური, homo sapiens-ის სხეულით ისარგებლებს სხვა სულიერი არსებების ცნობიერება. .ცხოვრება იმიტომ კი არ შეიცვლება და უფრო ჰარმონიული გახდება, რომ უფრო მაღალი სულიერი განვითარების არსებები შემოვლენ დედამიწის პლანზე, არამედ იმიტომ რომ დედამიწაზე ახლა უკვე შეცვლილი ენერგეტიკაა და ცივილიზაცია თავიდანაც რომ დაიწყოს, პირველყოფილი ტომებისგან, მაშინაც კი მათი ურთიერთობები არ იქნება აგრესიული და ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული, არამედ შემყნარებლური და ჰარმონიული smile.gif .
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Feb 15 2013, 11:14 PM
Post #452


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Feb 15 2013, 08:51 PM) *
ნელნელა დაიშლება მაკონტროლებელი ინსტიტუტები, უსაზღვრო სამხედრო ძალაუფლებაც დაიწყებს პოზიციების დათმობას, თანდათან ჩაცხრება და გაქრება ომისა და კონფლიქტის პატარ-პატარა წყაროები და საბოლოოდ - ყოველგვარი ომის საშიშროება, დედამიწაზე ცხოვრება ჰარმონიული გახდება, დადგება ე.წ. "ოქროს ხანა" და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ქალური ენერგია არ აიღებს ხელში მთლიან ძალაუფლებას და არ გადაფარავს მამაკაცურს, დომინანტობა და ძალაუფლება ახლა ქალურ ენერგიას გახდის აგრესიულს და დამანგრეველს..... თუმცა დაახლოებით 26 000 წელი ამის საშიშროება არ არის, მერე კი ისევ ახალი ციკლი დაიწყება.....


Kate, მომავალი სამხედრო ინსტიტუტების გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ? აი ისეთი მსოფლიო წესრიგი, არც ერთი სამხედრო რომ არ იქნება და არც სახელმწიფო საზღვრები რომ არ იარსებებს...

QUOTE
დომინანტობა და ძალაუფლება ახლა ქალურ ენერგიას გახდის აგრესიულს და დამანგრეველს.....


რა განსხვავებაა ქალურ და მამაკაცურ ენერგიებს შორის? ქალური ენერგია პირიქით, მამაკაცური ენერგიის საპირისპირო ტენდენტიებს არ მოიტანს? მშვიდობა და საყოველთაო ჰაემონია, სამყარო სავსე სიყვარულით...


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 16 2013, 11:19 PM
Post #453


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
QUOTE
მომავალი სამხედრო ინსტიტუტების გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ? აი ისეთი მსოფლიო წესრიგი, არც ერთი სამხედრო რომ არ იქნება და არც სახელმწიფო საზღვრები რომ არ იარსებებს...
დადგება დედამიწაზე ის პერიოდი, ის "ოქროს შუალედის" ხანა, როცა არ იქნება საჭირო არც სამხედრო და არც არანაირი ძალისმიერი ინსტიტუტები, თუმცა ასეთი დრო ხანგრძლივი არ იქნება smile.gif
QUOTE
რა განსხვავებაა ქალურ და მამაკაცურ ენერგიებს შორის? ქალური ენერგია პირიქით, მამაკაცური ენერგიის საპირისპირო ტენდენტიებს არ მოიტანს? მშვიდობა და საყოველთაო ჰაემონია, სამყარო სავსე სიყვარულით...

კარგი კითხვაა, და ნაწილობრივ პირველთან კავშირში. ერთის მხვრივ პასუხი მარტივია: მთავარი მათ შორის განსხვავება კი არ არის, არამედ ის რომ რეალურად ერთი ენერგიის ორი პოღლუსია, მშვიდობას, ჰარმონიასა და სიყვარულს ვერც ერთი და ვერც მეორე ერთმანეთის გარეშე ვერ მოიტანს, ჰარმონიას მხოლოდ მათ შორის ბალანსი ქმნის, მათი ურთიერთანასწორობა, გავიხსენოთ ინ-იანის სიმბოლო, როდესაც ორივე მხარე თანაბარია ეს არის ზუსტად "ოქროს შუალედი", როგორც კი რომელიმე მათგანი გადაწონის - დისბალანსი იწყება. მეორე მხვრივ, კი, და რაც მთავარია, ჩვენ ვცხოვრობთ დუალისტურ სამგანზომილებაში, რომელიც დროით არის შემოსაზღვრული, ამიტომაც "ოქროს შუალედის" დიდხანს შენარჩუნება არ შეგვიძლია. ჩვენი სამყაროს პირველი კანონი დუალიზმია, კეთილი-ბოროტი, ცივი-ცხელი, სიყვარული -სიძულვილი........, ამის გამოა ერთი შემოქმედი ენერგია ორად გაყოფილი - ქალურად და მამაკაცურად, აქ, რადგან დრო განუწყვეტლივ მიედინება, ორ პოლუსს შორის ბალანსი მხოლოდ დროებითია (ალქიმიის მიხედვით, სამყაროს აგებულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ქანქარას პრინციპია, რომელიც მუდმივად მოძრაობს მარჯვნიდან მარცხნივ, ყოველ სვლაზე აღწევს წამიერად სრულ ბალანსს, და მთელი მისი მოძრაობა ამ ბალანსის მიღწევაა). ჩვენ რომ შევძლოთ თუნდაც მცირე ხნით, საკუთარ თავში დავაბალანსოთ ყველა ენერგია, ყველა გრძნობა და ემოცია, დროის საზღვრებიც დაირღვევა და იმდენად აიწევს ჩვენი ვიბრაცია, რომ, ამ ფიზიკური რელობიდან უბრალოდ გავქრებით და სხვა რეალობაში ავღმოვჩნდებით, ძალიან იშვიათად, მაგრამ იყვნენ და ახლაც არიან მაღალგანვითარებული ადამიანები, ვისაც შესწევს ამის უნარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Feb 16 2013, 11:35 PM
Post #454


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ჩვენ რომ შევძლოთ თუნდაც მცირე ხნით, საკუთარ თავში დავაბალანსოთ ყველა ენერგია, ყველა გრძნობა და ემოცია, დროის საზღვრებიც დაირღვევა და იმდენად აიწევს ჩვენი ვიბრაცია, რომ, ამ ფიზიკური რელობიდან უბრალოდ გავქრებით და სხვა რეალობაში ავღმოვჩნდებით

JC_cupidboy.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post

23 Pages V  « < 21 22 23
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th April 2024 - 05:14 AM