IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სულიერად განუვითარებლობა და ბოროტება, მათ შორის განსხვავება
brevalo
post Jun 7 2018, 10:53 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ავიღოთ 2 შემთხვევა:

1. ადამიანი მხოლოდ ფიზიკურ სიამოვნებაზე არის ორიენტირებული. ჭამა-სმა, დიდად შესარგი, სექსი, ფულისკენ სწრაფვა, ცოტა ტყუილი, ცოტა ღალატი. მოკლედ ასეთი ადამიანი სულიერად განუვითარებელია ან შეიძლება ითქვას სულიერად დაცემულია.

2. ადამიანი, რომელიც ცნობიერების განვითარებაზე მუშაობს. აქვს ძლიერი ენერგეტიკა და ზებუნებრივი შესაძლებლობები, მაგრამ ის ბოროტი ძალებისკენ არის გადახრილი და მისი თაყვანისმცემელია.


დაახლოებით ვხვდები მათ შორის განსხვავებას. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, პირველი შემთხვევაშიც სულიერ დაცემულობასთან გვაქვს საქმე და მეორესთანაც. თუმცა ბევრი იტყვის, რომ მეორე შემთხვევა არ ნიშნავს სულიერ დაცემულობას, იმიტომ რომ სიკეთე და ბოროტება პირობითი ცნებებია და რომელსაც უნდა ადამიანი იმას აირჩევს.

პირველი შემთხვევა შევთანხმდეთ რომ დაბალგანვითარებულ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მეორე შემთხვევა რას მივაწეროთ? ის ხომ მაღალგანვითარებულია, ზებუნებრივი შესაძლებლობებით?


მოკლედ თქვენ რაში ხედავთ მათ შორის განსხვავებას? სულისთვის რომელი უფრო მძიმეა?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 08:00 PM