IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> აიკრძალოს ცხოველთა მსხვერპლთშეწირვა - პეტიცია, ბნელ ტრადიციებს წერტილი უ
violetflame
post May 13 2015, 08:44 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეგობრებო,

ზოგიერთ თქვენთაგანს ალბათ ემახსოვრება, რომ 2013 წელს პატრიარქს გადაეცა პეტიცია ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის აკრძალვის მოთხოვნით. საპატრიარქომ ჩვენი პეტიციის საპასუხოდ (?!) 2015 წლის აღდგომას სახალხოდ განაცხადა, რომ ისინი 1 მოზვერს და 7 ცხვარს შესწირავდნენ ღმერთს სამადლობლად (სამწუხაროდ, ასე სცემენ ხალხის მოთხოვნას პატივს თუნდაც საპატრიარქოში!). იმედია, ამ ფორუმზე არავისთვის განმარტება არ იქნება საჭირო თუ რამდენად საშინელი და არასწორია ცხოველების სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა და რომ ამ რიტუალს ადამიანის სულისთვის ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს. ჩვენი ქვეყანა ვერანაირად ვერ წავა წინ, ვიდრე ხალხი უდანაშაულო ცხოცელებს მსხვერპლად სწირავს - გასაგებია, რომ აქ ძალიან დაბალ ცნობიერენასთან გვაქვს საქმე და ეს როგორმე უნდა შეიცვალოს თუ გვინდა ნორმალური ცხოვრება!

ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პეტიცია ცხოველების სისხლიანი მსხვერპლთშეწირვის აკრძალვის მოთხოვნით ამჟამად უკვე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავჯდომარის სახელზე. პეტიციას 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა უკვე ხელი. გთხოვთ, ვინც ეთანხმებით, რომ ეს საზარელი ტრადიცია სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს საქართველოში, მოაწერეთ პეტიციას ხელი და გაავრცელეთ მისი ბმული თქვენს ახლობლებში და სადაც ხელი მიგიწვდებათ. თუ გვინდა, რომ კარგ და ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამისთვის ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ასევე, მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდი, რომ გაიგოთ რა შედეგით დასრულდება ეს ჩვენი მცდელობა და როგორ გამოეხმაურება მას მთავრობა:

PETITION

Peticiis Gverdi Facebook-ze

მადლობა ყველას წინასწარ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post May 13 2015, 09:09 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოვაწერე..
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post May 13 2015, 09:18 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მოვაწერე, მაგრამ არა მგონია ამით რამე შეიცვალოს..
ცნობიერების გასაჭირია


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post May 13 2015, 09:53 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მოაწერეთ პეტიციას ხელი და გაავრცელეთ მისი ბმული თქვენს ახლობლებში


yes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 13 2015, 09:56 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაც უფრო დაბალია ცნობიერება, მით უფრო ამ ცნობიერების მქონე ობიექტის მართვა... ჩვენტან ეკლესიას არ აწყობს მრევლის ცნობიერების გაზრდა, მითუფრო ეს არ აწყობს ხელისუფალთ..

ხელი მოვაწერე


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
violetflame
post May 13 2015, 10:00 PM
Post #6


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი მადლობა მეგობრებო! ჩვენ მხოლოდ ერთად შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post May 13 2015, 11:04 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(violetflame @ May 13 2015, 11:00 PM) *
დიდი მადლობა მეგობრებო! ჩვენ მხოლოდ ერთად შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას...

აჰა
ზუსტად ასე იქნება
შემოვლენ ახლა ვიღაც ნეგატიური ტიპები და იტყვიან რომ ასეთი პეტიციების წერა გულუბრყვილობაა ohmy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
violetflame
post May 14 2015, 12:22 PM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'Plasmodium' მართალი ხართ, რეალურად საქმეს ცოტა ვინმე თუ აკეთებს საქართველოში. რაშიც მაგრები გამოვდექით არის სხვების კრიტიკა რაც არ უნდა კარგ საქმეს აკეთებდნენ ისინი. ძალიან ბევრი მანკიერმა თვისებამ მოიყარა თავი ერთად ერში, როგორიცაა ამპარტავნება, შური, ბოღმა, სიზარმაცე და ვინ მოთვლის კიდევ რა. მე მგონი დროა შევიცვალოთ როგორც ერი, სხვა შემთხვევაში მოგვიწევს ასეთ გაღატაკებულ და გაუბედურებულ ქვეყანაში ცხოვრება მუდამ. კარგი იქნება თუკი ადამიანები დაიწყებენ აქტიურობას კეთილი საქმის კეთებაში და მხარს დაუჭერენ ერთმანეთს - ძალა მართლაც ერთობაშია! ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერასოდეს ვერ მოიყვანს და ვერც ერთი ვინმე ძლიერი და ღირსეული პიროვნება ქვეყანაში სიტუაციას ვერანაირად ვერ შეცვლის. დროა, ყველა მოვრჩეთ წუწუნს და ჩვენს გარემოში, ჩვენს ადგილას რეალურად და პრაქტიკულად ვაკეთოთ ის, რაც ჩვენს სულსაც არგებს და ქვეყანასაც - ვისაც როგორ შეგვიძლია.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც პეტიციას ხელი მოაწერეთ და მოიწონეთ ჩვენი გვერდი. გთხოვთ რაც შეიძლება აქტიურად გაავრცელეთ პეტიცია და გვერდი და თქვენს საახლობლოშიც ისაუბრეთ ამ თემაზე, რომ ერის ცნობიერება გამოვიდეს ამ სიბნელიდან. რომელ პროგრესზე და კარგ ცხოვრებაზე შეიძლება ლაპარაკი იმ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს ჯერ კიდევ მსხვერპლად სწირავენ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 14 2015, 05:17 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Plasmodium
შენი პესიმიზმი შენთვის შეინახე რა, აზრი აქვს თუ არა სხვა საქმეა, მაგრამ შენი შეხედულება უნდა დააფიქსირო.. და არ თქვა ახლა, რომ რეალისტი ხარ! tongue.gif


ყველამ მოაწერეთ პეტიციას ხელი, ოკეანე წვეთით ივსება!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 14 2015, 05:30 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვიყოთ გულუბრყვილოები, რა პრობლემაა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post May 14 2015, 07:58 PM
Post #11


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ May 14 2015, 06:17 PM) *
Plasmodium
შენი პესიმიზმი შენთვის შეინახე რა, აზრი აქვს თუ არა სხვა საქმეა, მაგრამ შენი შეხედულება უნდა დააფიქსირო.. და არ თქვა ახლა, რომ რეალისტი ხარ! tongue.gif
ყველამ მოაწერეთ პეტიციას ხელი, ოკეანე წვეთით ივსება!

მეც არ მომწონს რაც იქ ხდება, ამ თემაზე შეიძლება შენზე მეტჯერაც კი მაქვს აზრი დაფიქსირებული, მაგრამ მთავრობას რას სთხოვ? იურიდიულად არ არის განსხვავება ცხოველს სახლში დაკლავ თუ ეკლესიის ეზოში, აღდგომას თუ 4 ოქტომბერს. რაც გასაპროტესტებელია და არანაირად არ ''პრავდება'' ეს არასრულწლოვნების იქ ყოფნაა. ამას თუ გააპროტესტებთ უფრო მეტი ადამიანი დაგიჭერთ მხარს და არის შანსი რომ რაღაც შეცვალოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post May 14 2015, 08:24 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეზოთერიკებს უნდა ესმოდეთ ის ფაქტი, რომ წინააღმდეგობის გაწევა, გაპროტესტება და მსგავსი ქმედებები ვერაფერს შეცვლის. წინააღმდეგობის გაწევა უფრო აძლიერებს იმას, რასაც ეწინააღმდეგები.

QUOTE(Plasmodium @ 14th May 2015 - 07:58 PM) *
არ არის განსხვავება ცხოველს სახლში დაკლავ თუ ეკლესიის ეზოში, აღდგომას თუ 4 ოქტომბერს.


აი ეს მომენტი არის მნიშვნელოვანი. ადამიანები სანამ ცნობიერად არ ამაღლდებიან იმ აზრამდე, რომ ბუნებას პატივი უნდა სცე და თავად სიცოცხლის ნებისმიერ გამოვლინებას, თუნდაც ეს ბოროტება და დამანგრეველი ძალა იყოს მაინც. ადამიანები რაც უფრო ხდებიან ისეთი რელიგიების გავლენის ქვეშ, რომლებიც უფრო სცემენ პატივს ბუნებას, უფროა შესაძლებელი იმის განხორციელება, რასაც ეს წამოწყება უმიზნებს. მასობრივი შეცვლა ადამიანების ცნობიერების ამგვარ ეტაპამდე, მხოლოდ ბუნებას შეუძლია. მაგრამ, ბუნების ძალა ამ შემთხვევაში გაცნობიერებული ადამიანები არიან. გაცნობიერებული ადამიანის ქმედებებმა, მისმა ვიბრაციებმა შეიძლება მთლიან დედამიწის ცნობიერებაზე მოახდინოს გავლენა. ეს იქნება ერთობლივი მუხტი, ერთობლივი ენერგიის შეკრება ერთ წერტილში და გადაცემა მასიურად ადამიანთა ცნობიერებაში. ეს საჭიროებს გაცნობიერებას, ენერგიების მოძრაობის ცოდნას სამყაროში, ბუნების ძალებთან ურთიერთობას დადებითი ფორმით.

მოკლედ, ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი რომ არ უნდა გააკეთო ასე თუ ისე, როგორც არის ისეა და მორჩა. ვფიქრობ მალე დადგება ეტაპი ეზოთერიკების და ოკულტისტების გაცნობიერების. ეს იქნება წინაპირობა ყოველივე საზიანოს ,,წინააღმდეგ ბრძოლის''.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 14 2015, 08:26 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ორივეს გეთანხმებით თუმცა ხელი მოვაწერე მაინც, რა იცი რა ხდება ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 14 2015, 08:42 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნო ქომენთ


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
violetflame
post May 14 2015, 09:18 PM
Post #15


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



-tty- / -Plasmodium-
ძალიან კარგია თეორიული მსჯელობები, მაგრამ რეალურად რას აკეთებთ, რომ დედამიწის მოსახლეობას ცნობიერების ახალ ეტაპზე გადასვლაში დაეხმაროთ? ამ პეტიციის ერთ-ერთი და მთავარი მიზანი სწორედ ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ხალხის ხმას ამ ქვეყანაში არავინ ყურს არ უგდებს (ესეც ადამიანების დაბალი ცნობიერების შედეგია).

Plasmodium, თქვენ როგორც ეტყობა პეტიციის ტექსტს კარგად არ გაცნობიხართ და ისე აკეთებთ კომენტარებს. რომ წაგეკითხათ, ნახავდით რომ მე-2-ე მუხლში წერია ბავშვების შესახებ:

'2. ცხოველებისადმი გამოჩენილი ასეთი სისასტიკე მავნებელია საზოგადოებისთვისაც მთლიანად. ის აღძრავს სისასტიკეს და არასენსიტიურობას ადამიანებში, რომლებიც შემდგომში ნორმალურად მიიჩნევენ მსგავს ქმედებებს და რომლებიც ხდებიან უგრძნობი სხვა ცოცხალი არსებების (მათ შორის ადამიანების) ტანჯვის მიმართ. ასევე, ცნობილია უკვე, რომ მსგავსი სცენების (ცხოველთა სასტიკი მკვლელობა) ყურება უბიძგებს ზოგ ადამიანს სხვა ადამიანების მიმართ ძალადობისკენ. ბავშვები, რომლებიც ესწრებიან მსგავს სასტიკ და ძალადობრივ სცენებს, შეიძლება ტრავმირებული იქნენ იმით, რასაც ხედავენ. საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი წეს-ჩვეულებების დანერგვა, რომლებიც მოემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდას ჰარმონიული საზოგადოებისთვის.'

სამწუხაროდ, ჩემი პირადი აზრით, რომელიც საქართველოში ზოგადად ხალხზე დაკვირვებით შეიქმნა, მრჩება წარმოდგენა, რომ საქართველოს მოსახლეობა არამცთუ მზადაა მე-5-ე განზომილებაში გადასასვლელად, არამედ 1-2 საფეხურით უკანაც კია დაწეული ცნობიერების სფეროშო...ძალიან სამწუხაროა და უბრალოდ დაუჯერებელი...ცნობიერების გაზრდა არ ხდება ეზოთერული ინფორმაციის მიღებით - ამ ინფორმაციამ გულზე (სიყვარული!) თუ არ გაიარა კაპიკია მისი ფასი....................................................................
................................................................................
..........
Go to the top of the page
 
+Quote Post
violetflame
post May 14 2015, 09:30 PM
Post #16


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



@ Plasmodium
(1) ისე, ზოგადად, ადამიანი, რომელიც სულიერ განვითარებაზე ფიქრობს და რეალურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით ხორცს (მკვდარ გვამს) და ხორცის პროდუქტებს საერთოდ არ უნდა მიირთმევდეს - თუ რატომ იქნებ თავად დაფიქრდეთ ამაზე.
(2) თუ მაინცდამაინც ადამიანი ვერ ელევა ხორცის (გვამის) ჭამას, იმაში მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი უმტკივნეულოდ არის მოკვდინებული.
(3)მსხვერპლთშეწირვა არის სატანური რიტუალი, რომელიც ბნელი ძალების სიკვდილისა და შიშის ენერგიებით გამოკვებას ემსახურება - კიდევ არის კითხვა თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ცხოველის დაკვლასა და რიტუალურ მკვლელობაში????

უბრალოდ საოცარია, რომ ამ ფორუმზე მსგავსი რამეების ახსნაა საჭირო და.... საკამათოა..... ესეც ქართული ფსევდო-ეზოთერიკა - როგორც ყველაფერი დანარჩენი ყალბი ...ყალბი...ყალბი ?????
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post May 14 2015, 10:44 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(violetflame @ 14th May 2015 - 09:30 PM) *
ადამიანი, რომელიც სულიერ განვითარებაზე ფიქრობს და რეალურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით ხორცს (მკვდარ გვამს) და ხორცის პროდუქტებს საერთოდ არ უნდა მიირთმევდეს

ეს მონეტის ერთი მხარეა მხოლოდ. არ ვიცი რამდენად აღიქვამ სულიერად განვითარებულად ხორციჭამიებს, მაგრამ ხორცი შეიცავს გარკვეულ ენერგიებს, რომლებიც საჭიროა გარკვეული მდგომარეობის მისაღწევად, მოვლენების გამოსაწვევად. ხორცის საშუალებაა. რაც შეეხება, მის არ ჭამას, აბსოლიტურად გეთანხმები. სულიერად განვითარებული ადამიანი, რომელიც გარკვეულ ჩაკრამდეა მისული, მას არ აქვს სურვილი ხორცის ჭამის. ეს სრულიად უსარგებლოა გარკვეულ მდგომარეობაში და სახიფათოც. თუ დავაკვირდებით, ამის მსგავსადაა ყველაფერი გამოვლენილი. ყველა არსებული და არარსებული შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც განვითარებისთვის ასევე ჩამოვარდნისთვის(დასვრისთვის და არხების ჩაკეტვისთვის). - იმედი მაქვს ხვდები რასაც ვამბობ.

QUOTE(violetflame @ 14th May 2015 - 09:30 PM) *
თუ მაინცდამაინც ადამიანი ვერ ელევა ხორცის (გვამის) ჭამას, იმაში მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი უმტკივნეულოდ არის მოკვდინებული.

აბსოლიტურად გეთანხმები. როცა ცხოველს მტკივნეულად კლავენ, მის ორგანიზმში გამოიყოფა ნივთირებები, რომლებიც სასტიკად მიუღებელია ყველანაირი ორგანიზმისთვის. ამასთან ერთად ადამიანზე გადმოდის ის რასაც ცხოველი განიცდიდა. და საერთოდ, რის ხორცსაც ჭამ, შენში გადმოდის ის, რაც იყო ცხოველში. გადმოდის ენერგია, რაც ქმნის აზრებს, იდეებს, ფიქრებს. ხორცი კი საერთოდ აღგზნებადობას იწვევს, რაც ეთერულ სხეულს უწყობს ხელს დაბინძურებაში. ამის შემდეგ კი ადამიანი მოუვსენრად იქცევა და მასში დემონები დათარეშობენ.


QUOTE(violetflame @ 14th May 2015 - 09:30 PM) *
მსხვერპლთშეწირვა არის სატანური რიტუალი, რომელიც ბნელი ძალების სიკვდილისა და შიშის ენერგიებით გამოკვებას ემსახურება - კიდევ არის კითხვა თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ცხოველის დაკვლასა და რიტუალურ მკვლელობაში????

ეს კითხვა ვინ დასვა ვერ მივხვდი, მაგრამ გეთანხმები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post May 14 2015, 11:00 PM
Post #18


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



violetflame
გამოდი ცოტახნით ეზოთერიკის პოზიციიდან და ჩვეულებრივი (3 სიმკვრივის თუ როგორც არის) ადამიანის თვალით შეხედე სიტუაციას. ჩვენ მთავრობაში გასხივოსნებული, მე-4 სიმკვრივის არსებები არ სხედან. არავინ სერიოზულად არ შეხედავს თქვენს არგუმენტებს რომ: "რიტუალური მსხვერპლშეწირვა საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას", "ცხოველი შეიძლება ტრანსპორტირებისას დაზიანდეს", ''დაკლული იქნას არაპროფესიონალი, უგულო ადამიანის მიერ'' და ა.შ. მით უმეტეს დაბალ ვიბრაციებზე და ბნელ ძალებზე. თუ ეს პროტესტია პროტესტისთვის კი ბატონო. თუ სერიოზულად გინდათ აღგიქვან ჯობია გაიმიჯნოს მოზარდის ფსიქიკაზე მავნე ზემოქმედების თემა სხვა დანარჩენისგან.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post May 27 2015, 12:54 AM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1967

იგივე თემა, იგივე ავტორით smile.gif)
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:04 AM