IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> თქვენი რჩევები მჭირდება, დეპრესია
Rating 5 V
laito
post Nov 8 2018, 10:38 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 8-November 18
From: Tbilisi
Member No.: 7,792

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ ,
რამდენიმე დღეა ვათვალიერებ ამ ფორუმს, ჰოდა ვიფიქრე, იქნებ ჩემი დახმარება შეძლოთ თქო.
რაშია ახლა საქმე justcuz_hourglass.gif . ბოლო 2-3 წელია რაღაც ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ვარ . ამ ბოლო დროს ფსიქოლოგთანაც დავდივარ, დეპრესიაა ჩემი დიაგნოზი და ანტიდეპრესანტებსაც ვიღებ. თუმცა, ვერანაირ შედეგს ვერ ვგრძნობ. რაც დრო გადის, პირიქით, უფრო უარესდება ყველაფერი. ანუ არც ის ვიცი,აქ თუ უნდა ვწერდე მსგავს თემაზე, უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო, რომ ნორმალურად ვიყო. ნუ ერთი რასაც დავაკვირდი, ფიქრი ძალიან მიშლის ხელს კარგად ყოფნაში , სულ ნეგატივისკენ მივყავარ. მაგრამ ვერც მაგას ვუხერხებ ვერაფერს :დ არადა რეალურად არ მაქვს არანაირი მიზეზი იმისთვის,რომ ცუდად ვიყო და ეგ უფრო მაბნევს. ვერ ვხვდები, რა უნდა ჩემს ქვეცნობიერს ჩემგან.რა არ მოსწონს, რითია უკმაყოფილო :დ
ჰოდა მართლა არ ვიცი , რა შეიძლება რომ მირჩიოთ . დილით განსაკუთრებით მახრჩობს ხოლმე ეგ რაღაც და ამიტომ გადავწყვიტე ალბათ, რომ აქ დამეწერა. რაღაც ზედმეტად უაზრო პოსტი გამომივიდა მგონი, თუმცა მაპატიეთ. უბრალოდ ვინმე უცხოსთან მინდოდა მელაპარაკა და აი. თუ რამე მსგავსი გამოცდილება გაქვთ და თავი დააღწიეთ როგორღაც ამ რაღაცას და მეც გამიზიარებთ, მადლობელი დაგრჩებით.
მადლობა, თუ წაიკითხეთ. და ბოდიშით, დრო რომ დაგახარჯინეთ ამ სისულელელის წასაკითხად.

კარგ დღეს გისურვებთ ♥
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Nov 8 2018, 12:42 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 1,359
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



welcomeani.gif
ზოგადად რაც ვიცი თუ რამეში გამოგადგება,
პირველი წამალი არის მზე, რაც შეიძლება დიდი დროით დაჯექი მზიან ადგილას, დროდადრო გაიარ გამოიარე და ისევ მზეზე,
ვიტამინებზე ანალიზი რომელი ვიტამინის ნაკლებობა აქვს ორგანიზმს,
ხშირად ქალებს კალცი, დ ვიტამინი და ბე კომპლექსის ვიტამინი აკლია, რაც არასრულფასოვანი კვების შედეგია,
ბე კომპლექსის და ბ 12 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ნერვული სისტემის შესუსტებას,
ენერგიის ნაკლებობას,

რაც შეეხება ნეგატიურ ფიქრებს, რამე საქმე გააკეთე მაგ დროს ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე, ან ჰობი ხელსაქმე, ან წიგნის კითხვა, რამე სასწავლო კურსებზე სიარული რაც გაინტერესებს, რომ პრობლემებზე და ნეგატივზე საფიქრალი დრო არ გქონდეს ნელნელა პოზიტივზე გადაპროგრამდი.

ფსიქოლოგი როგორ გმკურნალობს? ფსიქოთერაპია? პრეპარატები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
laito
post Nov 8 2018, 01:23 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 8-November 18
From: Tbilisi
Member No.: 7,792

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა პასუხისთვის,
ფსიქოტერაპია და ანტიდეპრესანტს ვსვამ.
ვცდილობ რომ მაქსიმალურად დაკავებული ვიყო და ფიქრისთვის დრო არ მქონდეს, მაგრამ მაინც ვახერხებ ხოლმე :დ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Nov 8 2018, 02:32 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 620
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი laito

პირველ რიგში, კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს ფორუმზე. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ფორუმს მარტივად პოულობენ შენაირი პიროვნებები.

საღამოს როგორც კი მოვიცლი ჩემს ნაწილს გაგიზიარებ მაგ შემთხვევასთან დაკავშირებით. არაფრის თქმა არ მოგერიდოს. ბევრია ფორუმზე, რომლებსაც ხშირად აქვთ მსგავსი მდგომარეობა. მეც დამმართნია და მოკლედ საღამოს დაგიწერ, და ახლა უბრალოდ გაიღმე, ეგეც საკმარისია tongue.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
laito
post Nov 8 2018, 03:37 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 8-November 18
From: Tbilisi
Member No.: 7,792

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



l_sunny.gif გელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 8 2018, 05:58 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,326
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მაწუხებს პერიოდულად
და მართლა ეგრეა, რაღაც ნივთიერებების ნაკლებობაა ორგანიზმში
კიდევ დავაკვირდი რომ სავსე მთვარის დროს რამდენიმე დღე ვარ ხოლმე ბედნიერი ;დ
laugh.gif laugh.gif ანუ სავსე მთავრე მაკლია ხოლმე სხვა დროს


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 9 2018, 03:40 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,086
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



laito
კეთილი იყოს შენი პივეპი პოსტი ჩვენს ფორუმზე!
აქ ნამდვილად ის გარეოა, რომელიც დაგეხმარება და მსგავსი შემთხვევები ჩვენს თანაფორუმელებსაც ჰქონით და დაუძლევით.
პირველი და აუცილებელი არის პრობლემის გააზრება და მიღება. რადგან ხვდები და აღიარებ რომ დეპრესია გაწუხებს, ეს უკვე პირველი ნაბიჯია. როგორც წესი დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის იმდენად სულერთია ყველაფერი და ისე ცუდადაა, რომ არც კი აინტერესებს რა არის მისი ასე ყოფნის მიზეზი. გილოცავ შენ უკვე დეპრესიიდან უკუსვლა დაგიწყია.
ძალიან სწორი რჩევა მოგცა ano-მ, ნამდვილად აუცილებელია მზე, ბევრი სინათლე. ბიოლოგიურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზის სხივებისა და განათების ნაკლებობა თრგუნავს ნერვულ სისტეას, არ გამომუშავდება საჭირო ჰორმონები და ორგანიზმი დეპრესიული ხდება.
რაც შეეხება მედიკამენტებს, უცებ თავის დანებებას ვერ გირჩევ, რადგან არ ვარ სამედიცინო განათლების მქონე, თუმცა გირჩევ სამომავლოდ, ნელ-ნელა უარი თქვა წამლებზე. ანტიდეპრესანტები რაღაც მომენტში შველის ადამიანს, მაგრამ მერე იწვევს მიჩვევას და უკვე მათ გარეშეც ადამიანი იტანჯება, არსებობს აინომჟავები, რომელიც ასევე აკლია ადამიანს დეპრესიის დროს და რის გამოც ხდება ის გაღიზიანებული და დათრგუნული. შეიძლება წამლების ამ ნივთიერებების ბუნებრივი საშუალებებით ჩანაცვლება. მიიღე ჯანსაღი საკვები, ბევრი ხილი, ტკბილეული(არაა ჯანსაღი, თუმცა საჭიროა ასეთ დროს), იყავი რაც შეიძლება ხშირად ბუნებაში თუ შორს წასვლა არ შეგიძლია, ადი ბოტანიკურ ბაღში, უძოს მთაზე, კიკეთში, კოჯორში, მთაწმინდაზე, ლისის ტბაზე... ბუნება ძალიან შველის ასეთ მდგომარეობას. კიდევ გირჩევ ჩაეხუტო ხეებს და მოუყვე მათ შენი გულისტკივილი.
კიდევ თუ მივიდა რამე თავში დავწერ! გისურვებ სულიერ სიმშვიდეს, ჰარმონიას და ბევრ სიხარულს! smile.gif გაიღიმეო გირჩია tty მ და მართალიცაა. გაიღიმე, მაშინაც კი როდესაც არ გეღიმება. ასევ ვართ მოწყობილები ბიორობოტები, ხშირად რაღაც მექანიკური ქმედებები გვეხმარება ერორ პროგრამების გასწორებაში! smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Nov 10 2018, 01:39 AM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 620
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ მოკლედ, იმ დღის შემდეგ ვცდილობ გიპასუხო მაგრამ აზრებს ვერ მოვუყარე თავი. არ ვიცი საიდან დავიწყო. ამიტომ მჭირდება რამდენიმე კითხვაზე პასუხი.

1. საქართველოშ ცხოვრობ თუ არა და თუ არ ცხოვრობ რამდენი ხანია რაც წასული ხარ.
2. რამდენად ჩაკეტილი პიროვნება ხარ შენი აზრით.
3. გიყვარს თუ არა სხვების დახმარება.
4. ხომ არ გრძნობ თავს ზედმეტად იმ გარემოში, რომელშიც იმყოფები.
5. კვირის განმავლობაში რამდენად ახერხებ საუბარს ან გართობას შენს მეგობრებთან ერთად.
6. ბავშვობაშიც იყავი თუ არა მიდრეკილი დეპრესიისკენ.
7. ის ნეგატიური ფიქრები რომ გაქვს, ხომ არ ფიქრობ რომ ეჭვების გამოა შენი თავის ან სხვების მიმართ?

თუ ამ კითხვებზე გამცემ პასუხს ვეცდები ყველანაირად რომ განთავისუფლდე იმ ფიქრებისგან, რომელიც ასე ძალიან გაწუხებს <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Nov 10 2018, 06:03 AM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 623
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Гамарджоба.
ინფორმაცია რაც მოგვაწოდე ძალიან ზოგადია, ალბთ ზოგადსავე პასუხს უნდა გცემდე მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად დავკობლრეტდე იმ საზღვრებში რაც პოსტის არსიდან მოიხაზა.
პირველი საკითხი რასაც უნდა შევეხოთ არის გადაღლა, გამოფიტვა, ენერგეტიკული სისუსტე. დამახასიათებელია: გაუგებარი უხასიათობა, უმიზეზო აგრესია, შინაგანი შფოთი და სხვა, ამ მომენტისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები. პრევენციისთვის შეგიძლია თავი შეიკავო ყველაფერი იმისგან რაც ადამიანის ენერგეტიკას ფიტავს, შეამცირე ყავა(თუ სვამ) სიგარეტი, ხორცეული, საერთოდ მოეშვი, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ალკოჰოლს, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის ეცადე შეეშვა სხვა ქიმიურ პრეპარატებსაც, შეამცირე ინტერნეტში გატარებული დრო, კომპიუტერთან ტელევიზორთან, არაფრის მომცემ ნაცნობებთან ურთიერთობის დრო.
აღსადგენად შეგიძლია, მსუბუქი აერობიკა, ან მარტივი ფიზიკური ვარჯიშები, სეირნობა, ახალი ხილი, მცენარეული ჩაი, თაფლი.
თუ პრობლემა უფრო ღრმადაა და ქვეცნობიერ დონეზეა გამჯდარი, პარალელურად უნდ აგქონდეს გათიშვის შეგრძნებები და კეფის ოდნავ ქვემოთ ჩამოქაჩვის, ჩხვლეტის ან დაწოლის შეგრძნება(წნერგეტიკულ შეგრძნებებს გააჩნია), პირველი რაც უნდ აქნა, ძილის რეჟიმი დაირეგულირე და დასაძინებლად წადი როცა სიხარულით, დადებითი ფიქრებით, როგორც კი ძილი მოგერევა, თუ საშუალება გაქვს დაიძინე, არ არის აუცილებელი რომ ნახევრად გათიშული მიხვიდე საწოლთან. ძილის წინ იფიქრე მაქსიმალურად პოზიტიურად და დასვი კითხვა სად გაქვს პრობლემა?
თუ ურთიერთობებს ვერ ალაგებ და სავარაუფოდ ისეთი სიტუაცია აღწერე გაგიჭირდება დალაგება ის რომ ნერვების ხარჯზე არ გაიაროს, უბრალოდ ეცადე დაიკიდო რამდენიმე დღე. ერთი კვირა ცადე ეს და ვნახოთ შედეგი.
პ.ს: თუ რეალურად გაწუხებს, გირჩევ ეხლავე დაიწყო და არ გადადო, მომავალი წლისთვის, მომავალი თვისთვის, ხვალისთვის ან მოწევის შემდეგ. ველოდები შენს შედეგებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
laito
post Nov 14 2018, 04:00 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 8-November 18
From: Tbilisi
Member No.: 7,792

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(tty_ @ Nov 10 2018, 01:39 AM) *
ნუ მოკლედ, იმ დღის შემდეგ ვცდილობ გიპასუხო მაგრამ აზრებს ვერ მოვუყარე თავი. არ ვიცი საიდან დავიწყო. ამიტომ მჭირდება რამდენიმე კითხვაზე პასუხი.

1. საქართველოშ ცხოვრობ თუ არა და თუ არ ცხოვრობ რამდენი ხანია რაც წასული ხარ.
2. რამდენად ჩაკეტილი პიროვნება ხარ შენი აზრით.
3. გიყვარს თუ არა სხვების დახმარება.
4. ხომ არ გრძნობ თავს ზედმეტად იმ გარემოში, რომელშიც იმყოფები.
5. კვირის განმავლობაში რამდენად ახერხებ საუბარს ან გართობას შენს მეგობრებთან ერთად.
6. ბავშვობაშიც იყავი თუ არა მიდრეკილი დეპრესიისკენ.
7. ის ნეგატიური ფიქრები რომ გაქვს, ხომ არ ფიქრობ რომ ეჭვების გამოა შენი თავის ან სხვების მიმართ?

თუ ამ კითხვებზე გამცემ პასუხს ვეცდები ყველანაირად რომ განთავისუფლდე იმ ფიქრებისგან, რომელიც ასე ძალიან გაწუხებს <3


ვერ მოვახერხე აქამდე ამ პოსტის ნახვა..
ესეიგი :
1: საქართველოში ვცხოვრობ
2. არვიცი, პერიოდები მაქვს როცა ძალიან გახსნილი ვარ ყველასთან მიმართებაში ან პირიქით, არავისთანკომუნიკაციის სურვილი არ მაქვს და მთელი დღე ძილის გარდა არაფერი მინდა
3. კი, სიამოვნებას მანიჭებს სხვების დახმარება და გაბედნიერება
4. ყოველთვის და ყველგან
5. არ მიყვარს ამ თემაზე მეგობრებთან საუბარი, არ ესმით
6. ბავშვობიდან ასე ვიყავი . რაც ჩემი ერთ ერთი უახლოესი ადამიანი გარდაიცვალა იმის შემდეგ.ძალიან მიყვარდა და რთულად გადავიტანე
7. ნეგატიური ფიქრები ძირითადად მომავალზე მაქვს ,მეშინია მომავლის
Go to the top of the page
 
+Quote Post
laito
post Nov 14 2018, 04:05 PM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 8-November 18
From: Tbilisi
Member No.: 7,792

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jarmen
დიდი მადლობა, რჩევებისთვის.რატომღაც მგონია,რომ აუცილებლად უნდა დაგიჯერო ♥
Go to the top of the page
 
+Quote Post
laito
post Nov 14 2018, 04:09 PM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 8-November 18
From: Tbilisi
Member No.: 7,792

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
ვიტამინების კომპლექსს ვიღებ ისედაც, ანტიდეპრესანტს გადავწყვიტე,რომ თავი დავანებო იმიტომ რომ აღარ მშველის ვატყობ, ისე როგორც თავიდან. დანარჩენს ვეცდები, გავითვალისწინო. მადლობები l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Nov 14 2018, 10:39 PM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 1,359
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძილის მოთხოვნილება ახასიათებს დეპრესიას.
შემოდგომა ისედაც ისეთი პერიოდია მელანქოლია მძაფრდება, ორგანიზმი სუსტადაა.

ერთი მნიშვნელოვანი მომენტი უნდა აღვნიშნო. ხშირად ადამიანები სვამენ ძვირადღერებულ პოლივიტამინებს (ვიტემინების კრებულს) რაც ხშირად არაეფექტურია, ხშირად უკეთესია მხოლოდ კალცი დ3, ან მხოლოდ ბე კომპლექსი,
მეორე მომენტი გაუწმენდავი ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებს ვერ ითვისებს,

ასევე თუ ორგანიზმის წმენდა ჩატარდა ამის შემდეგ სასურველია მიკროფლორის აღდგენა, ანუ მეგობარი ბაქტერიები რომლებიც ებრძვიან მავნე ბაქტერიებს. ერთერთი საუკეთესო ბიფიდობაქტერიების საშუალება არის კეფირი,
კეფირის დალევისთანავე ორგანიზმი გრძნობს ენერგიის მომატებას და ხალისს,
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Nov 14 2018, 10:42 PM
Post #14


GREEN soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 1,359
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფსიქოლოგიური მომენტები
მომავლის შიში ეს ყველას აქვს და ზოგი ყურადღებას არ აქცევს ზოგი მალავს
პრობლემის აღიარება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია
Go to the top of the page
 
+Quote Post
დათო.
post Dec 8 2018, 03:16 AM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 16-August 16
Member No.: 7,552

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



laito
უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გააკეთო, უნდა გაარკვიო რამდენად კვალიფიცირებულ ფსიქოლოგთან დადიხარ, თუ ეს, ჯერჯერობით, არ გაგიკეთებია.
დღესდღეობით, საქართველოში ფსიქოლოგია საკმაოდ ტრენდული გახდა და შესაბამისად, ამ სფეროში, ძალიან ბევრმა არაპროფესიონალმა მოიყარა თავი.
მედიკამენტური ჩარევა, როგორც წესი, ხდება გარდაუვალ შემთხვევებში და ესეც, თავის მხრივ, უნდა დადგინდეს. უმჯობესი იქნება, თუ მაინცდამაინც მკვეთრი საჭიროება არ ფიქსირდება, თუ არ მიიღებ. ასევე, აღნიშნე ასეთი რამ, დაახლოებით, რომ ცდილობ, რაც შეიძლება, მეტი რამით დაკავდე, რათა ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგრჩეს – ეს ერთგვარი ესკაპიზმია და მერწმუნე, არაფერში არ გარგებს. პირიქით, უმჯობესი იქნება, თუ დროებით, ყველაფერს გვერდით გაწევ და იფიქრებ. მესმის, ეს ყველაზე ნაკლებად გინდა ახლა და მეტიც, საშინელ მდგომარეობაში გაგდებს, მაგრამ, დამიჯერე, ამის იქეთ, უბრალოდ, გზა არ არის. გასწავლი ერთ მედიტაციურ ხერხს, რომელიც ამაში დაგეხმარება. დილით, ან კი, საღამოს, ოთახში განმარტოვდი, ისე, რომ თან არაფერი გქონდეს იმგვარი, რაზეც კონცენტრაციას გადაიტან, სმართფონი იქნება, ლეპტოპი თუ ნებისმიერი რამ. ნებისმიერი პოზა აირჩიე, გინდ დაწექი, ანდა სულაც დაჯექი, როგორც, რამდენადაც მოგიხერხდება და უბრალოდ, იფიქრე. ოღონდ, ამ ფიქრის პარარელურად, ეცადე, მე-2 მხარე გამოჰყო, რომელიც ამას დააკვირდება. ხაზს ვუსვამ, დააკვირდება და არა განსჯის და შეაფასებს. გაჰყევი, თუნდაც ნეგატივისკენ წაგიყვანოს და ნელ-ნელა, დროდადრო შვებას იგრძნობ. დამატებითი რეკომენდაციები, რაც იქნება, ბუნებაში მეტ-ნაკლები დროის გატარებაა. თუ გაქვს შესაძლებლობა, რომ მთლად სადმე წახვიდე დასასვენებლად, მით მეტად უკეთესი. სეირნობა, ფიზიკური, გონებრივი ვარჯიში და სექსუალური აქტივობა. ამოიღე, ან კი, რამდენადაც შესაძლებელია, შეამცირე ყოველდღიური რაციონიდან – თამბაქო, ალკოჰოლი, კოფეინი, პორნოგრაფია. თუ იპოვი საკუთარ თავში ძალას, შესაბამისად განეწყობი, უმოკლეს დროში, დადებ შედეგს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Dec 10 2018, 09:53 AM
Post #16


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვფიქრობ ქიმიური პროცესებია დეპრესიის გამომწვევი.

მაგრამ ამ ქიმიის ამა თუ იმ რაოდენობას იწვევს ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან.

ფიქრი მგონია თავი და თავი ყველა პრობლემის, რომელიც ილუზორულია.

გუშინ დილას დავიჭირე ფიქრი, რომელიც ისეთ სისულელეზე ფიქრობდა, ან რატომ უნდა მოგგივიდეს თავში მსგავსი რამ ან როგორ არ ვიცი biggrin.gif

ისევ საკუთარ თავზე დაკვირვებით, ფიქრებზე დაკვირვებით თუ მიიღებ შედეგს, მე მაგ რჩევას მოგცემ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post Dec 11 2018, 01:24 AM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 623
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ichi @ Dec 10 2018, 09:53 AM) *
მე ვფიქრობ ქიმიური პროცესებია დეპრესიის გამომწვევი.

მაგრამ ამ ქიმიის ამა თუ იმ რაოდენობას იწვევს ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან.

ფიქრი მგონია თავი და თავი ყველა პრობლემის, რომელიც ილუზორულია.

გუშინ დილას დავიჭირე ფიქრი, რომელიც ისეთ სისულელეზე ფიქრობდა, ან რატომ უნდა მოგგივიდეს თავში მსგავსი რამ ან როგორ არ ვიცი biggrin.gif

ისევ საკუთარ თავზე დაკვირვებით, ფიქრებზე დაკვირვებით თუ მიიღებ შედეგს, მე მაგ რჩევას მოგცემ.


გეთანხმები, ფიქრები ქიმიურ პროცესებს იწვევენ და მერე განწყობა იქმნება
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 23rd January 2022 - 01:49 AM