IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

21 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კაბალა
mata
post Feb 6 2011, 08:37 PM
Post #1


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაბალა (ივრითი קַבָּלָה‎ - მიღება) - სულიერი სამყაროს შესწავლის მეცნიერული მეთოდი, რომლის მთავარი წყარო სეფერ იეცირა, ზოჰარი და არის (არიზალისა და არის სახელით ცნობილი რაბინ იცხაკ ლურია აშკენაზის ნაშრომები) ტექსტებია. კაბალა ორთოდოქსი ებრაელების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტული სწავლებაა. სიტყვა კაბალას წარმოშობა დაუდგენელია, თუმცა მის შემოტანას უკავშირებენ მუსლიმური ესპანეთის ფილოსოფოსს სოლომონ იბნ გებიროლს (1021-1058) და მე-13 საუკუნის ესპანელ კაბალისტს - ბაჰია ბენ აშერს. ეს ტერმინი ებრაული ეზოთერული ცოდნისა და პრაქტიკების აღსანიშნავად გამოიყენება. მისი მიმდევრების თანახმად, კაბალის საშუალებით ადამიანი სულიერად უფრო უახლოვდება ღმერთს, ამიტომაც თვლიან, რომ კაბალა კაცობრიობას ღვთის ქმნილებების ჭვრეტის საშუალებას აძლევს.

ეს ისე ძაან ზოგადად. კაბალა ძაან საინტერესო და ღრმა მოძღვრებაა, მე მაქვს რაღაც მასალები და მოგვიანებით დავდებ. ვისაც რაზე მიუწვდება ხელი და რაც იცის კაბალის შესახებ დადეთ ინფორმაციები, ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და ა.შ.
მოკლედ, ვისაუბროთ კაბალის შესახებ gossip.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 7 2011, 04:40 PM
Post #2


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხი იერუშალაიმს თვლის მსოფლიოს სულიერ დედაქალაქად.
ეს ჭეშმარიტად ღვთიური ქალაქია ყოველი რელიგიისათვის
ის მსოფლიოს ცენტრია.
აქ მოქმედებს გარკვეული განსაკუთრებული ძალა
თითოეულ ადამიანში ის განიცდება თავისებურად
რა ძალაა ეს, რომელიც უცბად ეხება ადამიანს, მოქმედებს მასზე, იზიდავს მას იერუშალაიმისკენ.
არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს ძალა პირიქით, განიზიდავს.
ადამიანი გრძნობს სულიერ ფესვებს ამ ქალაქში
ის არსებობს ჩვენს შიგნით
ჩვენთან ახლოს
და მასში არის სულიერი სიცოცხლე, მარადიული ცხოვრება.
მასში სიყვარულის ძალაა

ჩვენ ვხედავთ ქვაფენილებს ქუჩებს, მაგრამ თვითონ ამ ქალაქს ვერ ვგრძნობთ.
ნამდვილი იერუშალაიმი შეიძლება შევიგრძნოთ მხოლოდ გამოსწორებულ გულში.


ადამიანის გული


არის იერუშალაიმი, რომელიც ზემოთაა და არის იერუშალაიმი, რომელიც ქვემოთაა.
სულიერი გული ანუ მალხუტი არის ზევით, ხოლო ადამიანური გული არის ქვევით.
თუ ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ ეს ქალაქი პირველ რიგში უნდა მივმართოთ საკუთარ გულს და გამოვასწოროთ ის.
რა არის გული?
სულიერი მნიშვნელობით გული ადამიანის სურვილია. თუკი სურვილი შეზღუდულია იმით, რომ ადამიანი ცდილობს როგორღაც მოეწყოს ამქვეყნად, ჰქონდეს საჭმელი, სექსი, პატივი და ყოველივე რაც აქ შეიძლება გააჩნდეს. თუკი მას სურს იყოს ცნობილი, განთქმული – ეს მისი გულია უბრალოდ, მისი ეგოისტური.
მაშინ ადამიანისთვის საკმარისია ეს ქვეყანა და მას არ სჭირდება სულიერი იერუშალაიმი.
ხოლო თუკი არ კმარა მისთვის ეს ქვეყანა და ეძებს, გრძნობს რომ რაღაც აკლია, მაშინ ის ისწრაფვის ამ ქვეყნის ზემოთ ამაღლდეს, შეიგრძნოს სულიერი სამყარო და მაშინ მისი გული მიისწრაფვის გამოსწორებისაკენ. ის მიისწრაფვის იყოს თავისუფალი ეგოისტური სურვილებისგან.
ეს არ ხდება ერთბაშად, ადამიანი ჯერ აშენებს კედელს თავის ყველა სურვილებს შორის – სუფთა და არასუფთა სურვილებს შორის, ეგოისტურ და ალტრუისტულ სურვილებს შორის. ეს ისეა, როგორც ქალაქის კედელი.


კედელი

კედელი ქალაქის გარშემოა. როდესაც ადამიანი თავის გულს ასწორებს, რომ მისი გული იყოს როგორც იერუშალაიმი მან თავის გულში უნდა გამოყოს კარგი აზრები, რომლებშიც მას სიწმინდისაკენ წინსვლა სურს და ცუდი აზრები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მიმართული სიწმინდისაკენ. განაცალკევოს ისინი ერთიმეორისაგან და ააშენოს მათ შორის კედელი, რომელიც დაიცავს წმინდა სურვილებს, რომ ისინი არ დაზიანდნენ გამოუსწორებელი სირვილებისაგან.
და როდესაც მას ექნება ეს კედელი, კედლის შიგნით აშენდება ქალაქი.
ეს მძიმე შრომაა. დაჰყო და განასხვავო სურვილები, რადგან ჩვენი ეგო გამუდმებით გვიბიძგებს და გვატყუებს. ის მოსვენებას არ აძლევს ადამიანს, აღვიძებს უფრო და უფრო დიდი სურვილებს. დიდ სულიერ სურვილს ისე უნდა გაუფრთხილდე, როგორც განსაკუთრებულ ყვავილს. უნდა იყვე როგორც ბრმა, არ შეხედო, არ უსმინო ლოგიკას, ეგოისტურ–რაციონალურ რჩევებს.
თუკი მაინც მიუხედავად ამისა ადამიანს სურს გამოვიდეს თავისი ეგოისტური საფარველიდან; სურს გამოვიდეს მისგან და შევიდეს ზეციურ იერუშალაიმში, რა უნდა ქნას მან?
მან უნდა ეძიოს კარიბჭე, რომელიც ქალაქის შიგნით შეიყვანს.


Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 7 2011, 05:13 PM
Post #3


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქალაქის კარიბჭეები

ქალაქის კარიბჭეები ეწოდება ადგილს. თუკი ადამიანი აკეთებს გამოსწორებას ამ თვისებების მიმართ, რომელსაც კარიბჭე ეწოდება, როცა ის აღწევს მსგავსებას ამ განსაკუთრებულ თვისებებთან რომელიც მთელ კედელში იმყოფება, მაშინ იხსნება შესასვლელი და ის შედის.
სინამდვილეში არ არის საჭირო რომ იყოს კარიბჭე – საჭიროა კედელი.
მე მივდივარ კედელთან, კედელი არის პირობა და მე თუ ვასრულებ ამ პირობას, გასასვლელი იღება და მე გავდივარ.
მაგრამ მაინც რადგანაც ქალაქის ირგვლივ ბევრი პირობა არსებობს, იმიტომ რომ ქალაქი ბევრი სურვილის ერთობლიობაა, არსებობს წერტილები ანუ განსაკუთრებული თვისებები და თუ ადამიანი ემსგავსება მათ, თუკი ის აღწევს სიმაღლეს, მაშინ ის შედის.
ამიტომ კედელში არის ისეთი ადგილები, რომლებიც აღნიშნავენ ძირითად და სულიერ თვისებებს.
და თუ ადამიანი იძენს მათ, ის ღირსი ხდება შესვლის.
ღირსი ხდება გამჭვირვალობის, სიწმინდის, სისუფთავის და იძენს ეკრანს კედლის შესაბამისად, რადგან კედელი ეკრანია.
იძენს ამ ეკრანს და შედის ქალაქის შიგნით.

თვისება უნდა იყოს გაცემის თვისება.
იქ, ქალაქის შიგნით გაცემის თვისების სრული ბატონობაა.
ხოლო ქალაქის გარეთ მიღების თვისების, ეგოეიზმის.
და იმისათვის, რომ გადალახოს ეს კედელი ადამიანმა თავის გულში, მან შინაგანი ცვლილებებით უნდა გააკეთოს ნახტომი – ეგოიზმიდან ალტრუიზმში.


გზა

გზა რომლითაც შენ უახლოვდები სულიერ იერუშალაიმს ეს არის შეცდომები, დაბნეულობა, სასოწარკვეთილების გრძნობა, უარყოფა. ეს ყველა ის მდგომარეობაა, რომ შენ თითქოს გრძნობ რომ წინ მიიწევ და თავს ანებებ და მაინც მიიწევ – გამოსწორებამდე. ამას ჰქვია იერუშალაიისკენ წინ–სვლა და მიახლოება. ამიტომ კარგია რომ არის შეცდომები, წინააღმდეგობები, რომლებიც გიბიძგებენ რომ გზიდან გადაუხვიო. სწორედ ეს გაძლევს უნარს, რომ უცებ დადგე, შეამოწმო შენი თავი და იმ ადგილიდან რომელზედაც იმყოფები უფრო მეტი სიზუსტით მიმართო საკუთარი თავი ზემო იერუშალაიმისაკენ. და ყოველ ჯერზე იერუშალაიმი სხვაგვარად გეჩვენება. შენი მდგომარეობებიც სხვადასხვაა. მაგრამ სწორედ ყველა ამ ფორმებიდან, ყველა განსხვავებული შემთხვევებიდან ჩვენს წინაშე გადაიშლება ზემო ქალაქი.

ომი

ჩვენს გულში დღეს ნგრევაა. შეხედეთ ამ სურათებს ის დამტვრეულია, ნანგრევებადაა ქცეული, ომები და ტანჯვა არღვევენ მას. თვითოეული ამ ქვეყნად წააგავს როგორც უჯრედს იცოცხლოს მხოლოდ საკუტარი თავისათვის, სჭამს სხვებს. ასევეა იერუშალაიმიც. ჩვენ ვხლეჩთ მას. როგორ შეიძლება რომ ასეთ მდგომარეობაში გაიღვიძოს იერუშალაიმის თვისებებმა – ერთობის, სიყვარულის დედაქალაქის, შერწყმის, გაერთიანების, ჰარმონიის იერუშალაიმმა თუკი არ არის ერთობა მის მაცხოვრებელთა შორის.
კიდევ იქნება მომავალში დიდი ბრძოლები იერუშალაიმისათვის. აქ ძირითადად საუბარია სულიერ ბრძოლებზე, იმიტომ რომ არაწმინდა ძალები და წმინდა ძალები ცდილობენ დაიჭირონ ის ადგილი, სადაც უმაღლესი შუქი უნდა მოვიდეს. ეს ძალები არ გაქრებიან საბოლოო გამოსწორებამდე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 7 2011, 06:30 PM
Post #4


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირახ შლემა – სრული ძრწოლა

ყველა საიდუმლო იმყოფება სახელ იერუშალაიმში. იერუშალაიმი ანუ მაღალი, გამოსწორებული, სრული ძრწოლა – ძრწოლა იმისა ვარ თუ არა გამოსწორებული ისეთ სიმაღლემდე, იმ მდგომარეობამდე როცა მეშინია. მეშინია რომ შევძლებ თუ არა რომ მთელი ჩემი სიყვარული მივცე მოყვასს და მაშინ ამ შიშზე, რომელსაც მე ვგრძნობ, იხსნება მეთოდის, შუქთა სისტემის, ძალთა სისტემის გაგება. და მაშინ ადამიანი ხედავს ლიფშოხის ძალებს. სიტყვისგან ლიფშოხ – ამოქაჩვა, რომ მას ქაჩავენ ეგოიზმიდან ალტრუიზმისაკენ, სიძულვილიდან სიყვარულისაკენ, ქვემო იერუშალაიმიდან ზემო იერუშალაიმისაკენ, ტაძრისაკენ.

პეირდამიდჰაში

პეირდამიდჰაშის ადგილი არის სულიერი ძალების კონცენტრაციის ადგილი. ამ ადგილას იყო ნიშანი სიწმინდის თვისებებისა. ეს ძალები რომლებიც მოქმედებენ სულიერებაში და რომლებსაც ადამიანი ეყრდნობოდა, ეს ძალები ბატონობდნენ ადამიანზე მისი სურვილების მიხედვით და ადამიანები მიისწრაფოდნენ ამოსულიყვნენ რათა გაეერთიანებინათ ამქვეყნიური სულიერთან. ადამიანები ამქვეყნიურ დონეზედაც აკეთებდნენ ასრულებდნენ იგივეს, რასაც თავიანთ გულებში, შინაგან პეირდამიდჰაშში, რომელიც მათ გულშია. მათ მოჰქონდათ აქ მოსავალი, მოჰქონდათ შემოწირულობები, ყველაფერი რასაც ქმნიდნენ აკეთებდნენ აქ მოჰქონდათ, რათა ეკურთხებინათ თავისი ნამუშევარი. ეს იყო როგორც სიმბოლო იმ სულიერი მიდრეკილებისა, ლტოლვისა, რომელიც მათში, მათ სულში იყო. ადამიანები მოდიოდნენ აქ და თავიანთი გულებიდან, პირდაპირ მათი გულის სიღრმიდან ლაპარაკობდნენ; რასაც გრძნობდნენ ისე ესაუბრებოდნენ უმაღლეს ძალას და არ ესაჭიროებოდათ სიტყვები.
პეირდამიდჰაშში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას ემსახურებოდნენ. ისინი ვინც სრულებით განწმენდილნი იყვნენ ამქვეყნიური ეგოიზმისაგან, რომლებიც მაღლდებიან თავისი სურვილებიდან უანგარო გაცემის სურვილამდე– სრულ სიყვარულამდე, მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება მიეღოთ შემოწირულობები და მეათედები, რადგან არც ერთ მათგანს არ შეეძლო მიეღო ეს საკუთარი თავისათვის და ყველაფერს, რასაც იღებდნენ გადასცემდნენ ხალხს.
ადამიანის სურვილები, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამე უნდათ: მოიტანონ ამ ქვეყნად ცოდნა უმაღლესი ძალის შესახებ. ეს დიადი და მაღალი სურვილები არის თვითოეულ ჩვენთაგანში. მოვა დრო და ისინი გაიღვიძებენ ჩვენში.

ლოცვა

დავიწყოთ გულიდან
ვითხოვოთ გამოსწორება
გამოსწორების თხოვნას ლოცვა ეწოდება.
ეს ისაა რაც ადამიანის გულში წერია – თხოვნა ძალისა.
ითხოვონ ძალა, რომელიც აამაღლებთ ამ ქვეყნიდან სულიერ სამყაროში, ეგოისტური სურვილებიდან ალტრუისტულ სურვილებისაკენ, უანგარო გაცემისაკენ, სიყვარულისაკენ.
თუკი ისინი ამისთვის მოდიან, აუცილებლად მიიღებენ პასუხს.
ნამდვილი ლოცვა მხოლოდ ერთია – ლოცვა კაცობრიობისათვის.
როცა ადამიანი ყველას ისე უერთდება, როგორც ერთი სხეული, როგორც ერთი ადამიანი ერთი გულით, ერთ დიდი გულში ერთიანდება მთელი კაცობრიობა. მხოლოდ ერთი ლოცვა აღწევს ზემო პეირდამიდჰაშამდე და იქიდან მოდის პასუხი. ეს ლოცვა არის იმაზე, რომ ყველა ჩვენთაგანი გავერთიანდეთ ერთად და ავმაღლდეთ სიწმინდემდე ანუ შევიძინოთ სულიერი ძალები და ვიცოცხლოთ სულიერ სივრცეში და იმედი ვიქონიოთ რომ აშენდება იერუშალაიმი და ამ კედლებს ზემოთ მოვა ქალაქი, რომელიც მართლაც სიწმინდის ქალაქი იქნება; რომლის მთელი ფორმა, მისი ზემო ნაწილი, მისი სულიერი ფესვის მიხედვით იქნება.

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 7 2011, 06:36 PM
Post #5


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



rose-178.gif შეიყვარე სხვა როგორც საკუთარი თავი

კაბალის უმთავრესი და უპირველესი პრინციპია











Go to the top of the page
 
+Quote Post
cerBERus
post Feb 7 2011, 09:12 PM
Post #6


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 232
Joined: 28-November 09
From: ASGARD
Member No.: 6,083

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პაპიუს-ს აქვს რაგაც წიგნი კაბალაზე თუ გინდათ დავდებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 7 2011, 09:17 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაბალაში რაც ყველაზე ღრმა და მისტიკური (ან მაგიური) ნაწილია მაგას აქ არავინ გაგანდობთ და დანარჩენი ფილოსოფიაა. თუმცა საინტერესოა რა თქმა უნდა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gregori Kafka
post Feb 7 2011, 10:35 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 11-October 09
From: ######### დემოკრატია
Member No.: 6,043

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



geshinodet da dzrwodet!...
Kabalis umtavresi da upirvelesi principi


--------------------
scodet shvilebo, scodet...
Shegindobt mama anzori!
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Feb 8 2011, 09:04 AM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,053
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 7th February 2011 - 09:17 PM) *
კაბალაში რაც ყველაზე ღრმა და მისტიკური (ან მაგიური) ნაწილია მაგას აქ არავინ გაგანდობთ და დანარჩენი ფილოსოფიაა. თუმცა საინტერესოა რა თქმა უნდა.

+100


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 8 2011, 11:36 AM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



cerBERus
ციტატა(cerBERus @ 7th February 2011 - 09:12 PM) *
პაპიუს-ს აქვს რაგაც წიგნი კაბალაზე თუ გინდათ დავდებ
დადე აუცილებლად.

Atman
ციტატა(atman @ 7th February 2011 - 09:17 PM) *
კაბალაში რაც ყველაზე ღრმა და მისტიკური (ან მაგიური) ნაწილია მაგას აქ არავინ გაგანდობთ და დანარჩენი ფილოსოფიაა. თუმცა საინტერესოა რა თქმა უნდა.

და რატომ არ გვანდობენ თუ იცი. იმიტომ რომ შესაბამისი მოსასმენი ყური თუ გული არა გვაქვს. ჩვენ კი გვგონია რომ გვაქვს, მარა სინამდვილეში არა გვაქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 8 2011, 11:50 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
QUOTE(mata @ 8th February 2011 - 11:36 AM) *
და რატომ არ გვანდობენ თუ იცი. იმიტომ რომ შესაბამისი მოსასმენი ყური თუ გული არა გვაქვს. ჩვენ კი გვგონია რომ გვაქვს, მარა სინამდვილეში არა გვაქვს.


მთლად მაგაშიც არაა საქმე. "გოიმებს" არ ანდობენ, დიდი ყურებიც რომ ჰქონდეთ biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 8 2011, 12:02 PM
Post #12


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

ჩვენ საკუთარ თავს არ ვეკუთვნით, მონსტრები ვართ შინაგანად. სანამ ადამიანი "მიღების" ნაცვლად "გაცემაზე" არ დაიწყებს ფიქრს, მანამ მონსტრებად დავრჩებით.

როგორც გინდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 8 2011, 12:18 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata

QUOTE(mata @ 8th February 2011 - 12:02 PM) *
სანამ ადამიანი "მიღების" ნაცვლად "გაცემაზე" არ დაიწყებს ფიქრს, მანამ მონსტრებად დავრჩებით.


არა მხოლოდ გაცემა. სწორად გაცემა...

ჩვენ უფრო ცხოველური მიდრეკილებები გვაქვს. მონსტრებს უფრო დემონებს შევადარებდი smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gregori Kafka
post Feb 8 2011, 01:31 PM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 11-October 09
From: ######### დემოკრატია
Member No.: 6,043

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



demonebtan mebrdzoli, bnel da myral cxovelta zecat agmyvanebeli bidzia atmani!!!



--------------------
scodet shvilebo, scodet...
Shegindobt mama anzori!
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 8 2011, 01:48 PM
Post #15


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზღაპარი ვარდზე



გვირილებით, ღიღილოებითა და მაჩიტებით მოფენილ მინდორზე ერთმა არაჩვეულებრივმა ყვავილმა წამოყო თავი. მას გრძელი, ეკლებიანი ღერო და დიდი, მუქი, წითელი კოკორი ჰქონდა. ყველა მოუთმენლად ელოდა ყვავილის გაფურჩქვნას, თვითონ კი თითქოს შეგნებულად აყოვნებდა, თითქოს ფიქრობდა: მოითმინეთ, მოასწრებთ ჩემი მშვენიერებით დატკბობასო.
და აი დაუვიწყარი დილა გათენდა. ალიონზე, როდესაც პაწაწკუნტელა ცისარტყელები ნამიან ბალახს ეთამაშებოდნენ, ყვავილმა ნაზად გადაფურჩქნა თავისი ხავერდოვანი ფურცლები.
– შეხედეთ, შეხედეთ, იფურჩქნება! – შემოსძახეს ყვავილებმა. – რა ლამაზია! რა ტანადი!
გარემოს თავბრუდამხვევი სურნელება მოეფინა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ ყვავილებს, რომლებიც ამ ადგილიდან საკმაოდ შორს მდებარეობდნენ და მხოლოდ ყურმოკვრით ჰქონდათ გაგონილი ახალი მეზობლის თაობაზე, არ შეეძლოთ მისი არსებობა არ შეემჩნიათ.
ყვავილმა იგრძნო მეზობლების აღტაცება და სიამაყის გრძნობა დაეუფლა.
– მე ვარდი ვარ, – განაცხადა პატარა ლამაზმანმა და იმ წამსვე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ისურვა ყოფნა. როდესაც იღვიძებდა, ყველა ყვავილი უნდა მისალმებოდა. საღამოთი კი ძილი ნებისა უნდა ესურვათ. თვითონ ყველაფერს, როგორც წესს ისე ღებულობდა, თავად კი საპასუხო ტკბილი სიტყვა ერთხელაც არ უთქვამს არავისთვის.
დანარჩენი ყვავილები იმდენად კეთილი იყვნენ, რომ ყოველივე ამას მთელი გულით აკეთებდნენ და სულაც არ სჭირდებოდათ ვარდისგან თავაზიანი პასუხი. მათ ისიც ყოფნიდათ, მეზობლად ასეთი სილამაზე რომ დასახლდა.
გარშემო მცხოვრები მწერები და ფრინველები დიდი სიამოვნებით ემსახურებოდნენ ვარდს. ცხელ ამინდში პეპლები აგრილებდნენ, ჩიტუნებს კი წყაროდან ნისკარტით წყალი მოჰქონდათ და წყურვილს უკლავდნენ.
ვინ იცის ეს ყოველივე კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, ერთ მშვენიერ დღეს წიწკანა რომ არ გამოჩენილიყო. მას არაერთი ნაამბობი მოუსმენია ამაყი ლამაზმანის შესახებ და თავად მოინდომა მისი ნახვა. მთელი დღე შორიახლო იჯდა და უცქერდა, თუ როგორ ემსახურებოდა ვარდს ყველა მის ირგვლივ.
– რატომ იქცევით ასე უცნაურად? – იკითხა მან.
– ის ხომ ჯერ მხოლოდ ბავშვია, – უპასუხეს მინდვრის ბინადრებმა.
საღამოთი, წიწკანამაც უსურვა ვარდს მშვიდი ძილი და დაამატა: დაე ჯადოსნური სიზმარი დაგესიზმროს!

ვარდი უკვე ბურანში იყო...
მას უცხო, შეუხედავ ადგილას გამოეღვიძა. გარშემო გაშიშვლებული მიწა და უმოწყალო მზე დაინახა. არავინ იყო გვერდით, ვინც მშვენიერ დილას უსურვებდა, მის სილამაზეს შეაქებდა და აღტაცებული დარჩებოდა არაჩვეულებრივი სურნელებით. ჩიტები და მწერები დაფრინავდნენ ირგვლივ და ყურადღებას არ აქცევდნენ მას.
მარტოდ–მარტო ვარ, არავის არ ვჭირდები... სევდიანი ფიქრები არ სტოვებდნენ საბრალო ვარდს.
უცებ ყვევილი მიხვდა, რომ მისი ყოფილი მეზობლები სასტიკად სჭირდებოდა და მათ გარეშე სიცოცხლეს ვერ შესძლებდა. საქმე იმშიც კი არ იყო, თუ რამდენ სითბოსა და ყურადღებას აფრქვევდნენ ისინი მის მიმართ. ყოველივე ეს მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მეზობლები ყოველდღიურად უამრავ წვრილმან და ძალზე მნიშვნელოვან საქმეებს უკეთებდნენ, რასაც ადრე ვერც კი ამჩნევდა. რბილი ბალახი დღისით ფესვებს მზის მხურვალებისაგან იცავდა, ღამე კი სიცივისაგან, ხეები ტოტებს გადაშლიდნენ და სიგრილეში ანებივრებდნენ, ბუჩქები კი ძლიერ ქარს არ აკარებდნენ და ამით სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ

„და ეს ყოველივე რატომ?“ – პირველად ცხოვრებაში დაფიქრდა ვარდი.
– ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ლამაზი ვარ? მაგრამ რა აზრი აქვს სილამაზეს, ან არაჩვეულებრივ სურნელებას თუ ის ვერავის გაახარებს? თანაც რა გამიკეთებია, რითი დავიმსახურე ეს სილამაზე? არც არაფერი, მე არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ გამიმართლა. მე ძალიან ლამაზი და საოცრად სულელი ვარ!

და ვარდს ძალიან შერცხვა...
– არა, არა, მე არ მინდა ასეთი უმადური ვიყო! ნამდვილად არ მინდა! როგორ მინდა ყველაფერი გამოვასწორო! – დაიყვირა მან და ... გამოეღვიძა.
დიახ, ეს სიზმარი იყო. მხოლოდ ჯადოსნური სიზმარი. ყველა ყვავილს გარშემო ეძინა და ვარდმა პირველად დაიწყო მათი ყურადღებით თვალიერება. თურმე რა ლამაზები ყოფილან! ცისფერი ნარცეცხლა ყოველთვის ისეთი თავაზიანი იყო მის მიმართ და ყველა ყვავილის მიმართაც. გვირილა –ყვითელი გულით და ირგვლივ ქათქათა თეთრი ფურცლებით, მწვანე ბალახებში ჩაფლული მზე, იასამნისფერი მაჩიტა ნაზად ირხეოდა, თითქოს ძილში მღეროდა.
და ვარდი? რა სიკეთე გაუკეთა მან ყვავილებს?
ნელ–ნელა ყველამ გამოიღვიძა.
– დილა მშვიდობისა – ყველა ყვავილს ცალცალკე მიესალმა ვარდი.
ზოგი ყვავილი იმდენად გაოცებული დარჩა, რომ საპასუხოდ მხოლოდ გახარებული იღიმებოდა.
ვარდი კი სიამოვნებით აივსო და კიდევ უფრო ლამაზი გახდა. ის როგორც იქნა მიხვდა, რომ ჭეშმარიტ ბედნიერებას მხოლოდ მაშინ მიაღწევ, როდესაც სხვას ასიამოვნებ და ყველა ჩვენი თვისება თუ ნიჭი მხოლოდ იმისთვის გვაქვს, რომ გამოვიყენოთ და ჩვენს ირგვლივ ყველა არსება გავახაროთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gregori Kafka
post Feb 8 2011, 02:22 PM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 11-October 09
From: ######### დემოკრატია
Member No.: 6,043

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



epilogi::
maladec! wiwakas.... rom ara is, vin miscemda vards loRgikis unars?! lol.gif


--------------------
scodet shvilebo, scodet...
Shegindobt mama anzori!
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 8 2011, 03:28 PM
Post #17


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"გამიღეთ მე გული და მე გაგიხსნით სამყაროს"

(წიგნი ზოჰარ)

rose-178.gif

ვინა ვარ მე და რისთვის ვარსებობ?

საიდან ვართ, საით მივდივართ და რისთვის ვართ აქ?

შეიძლება თუ არა, რომ ჩვენ უკვე ვიყავით ამ ქვეყნად?

შეგვიძლია თუ არა შევიცნოთ საკუთარი თავი და სამყარო?

საიდან არის ტანჯვა ამ ქვეყნად და არის თუ არა შესაძლებელი მისგან თავის დაღწევა?

როგორ შევიძინოთ სიმშვიდე, კმაყოფილება, ბედნიერება?


Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 8 2011, 04:34 PM
Post #18


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაბალის თანახმად არსებობს სულიერი ანუ გრძნობადი ორგანოების მიერ აღქმული სამყარო, რომლის ცენტრში იმყოფება ჩვენი მატერიალური სამყარო (მისი მცირედი ნაწილი) და ჩვენი პლანეტა ამ სულიერი სამყაროს ცენტრში. ეს ინფორმაციის, აზრის და გრძნობათა სამყარო მოქმედებს ჩვენზე შეგრძნობადი, ბუნების მატერიალური კანონების საშვალებით და ხდება ისე, რომ გვაყენებს ჩვენ გარკვეულ მდგომარეობაში, რომლის მიხედვითაც ჩვენ იძულებულები ვართ ვიმოქმედოთ.
ჩვენ ვართ გარემოს ტყვეები და ჩვენგან როდია დამოკიდებული ის თუ სად, როდის და ვინ დავიბადებით, რა მონაცემებით, ვის შევხვდებით ცხოვრებაში, რა გარემოში აღმოვჩნდებით. ამას განსაზღვრავს ჩვენი ქმედებები და რეაქციები, ყველა მათი შედეგები. მაგრამ მაშინ ისმის კითხვა: სადღაა არჩევანის თავისუფლება?
კაბალის თანახმად არსებობს ოთხი სახის ცოდნა, რომელიც შეუძლია, რომ იცოდეს და საჭიროა რომ იცოდეს ადამიანმა.

შემოქმედება
ეს არის სამყაროთა შექმნისა და განვითარების შესწავლა იმ მოცულობით, რაც შეუძლია რაც შეუძლია ადამიანს. ანუ როგორ შექმნა სამყარო შემოქმედმა და ამ სამყაროში დასახლებული ქმნილებები თანდათანობითი შეკუმშვის გზით; მატერიალური და სულიერი სამყაროების ურთიერთქმედებების კანონები; ადამიანის შექმნის მიზანი – სულისა და სხეულის ერთობით და უმაღლესი მართვის გზით (ბუნებისა და შემთხვევითობის ფაქტორის საშვალებით); ნათელი და ბნელი, გამაწონასწორებელი ძალების სისტემის საშუალებით ნების თავისუფლების ილუზიის შექმნა.

ფუნქციონირება
ადამიანის არსის შესწავლა; მისი კავშირი და ურთიერთქმედება სულიერ სამყაროსთან; ადამიანის მოსვლა ამ ქვეყნად და წასვლა; როგორ უკუქმედებას იწვევს უმაღლესი სამყაროებიდან ჩვენს სამყაროზე და ყოველ ჩვენგანზე ადამიანის ქმედება. ყოველი ადამიანის პირადი გზა სამყაროთა შექმნის მომენტიდან – უმაღლესი მიზნის მიღწევამდე.

სულთა წრებრუნვა
ყოველი სულის არსის და წრებრუნვის შესწავლა. ადამიანის მოქმედება ამ ცხოვრებაში და მისი გავლენა შემდეგ ცხოვრებაზე სამყაროს დასასრულამდე. როგორ და რა მიზეზით ჩამოეშვება სული სხეულში და რისი გავლენით მიიღებს გარკვეული სხეული გარკვეულ სულს.
შემთხვევის საიდუმლო და ადამიანთა მოდგმის ისტორიის შესწავლა, როგორც სულთა გარკვეული წესრიგით გადანაცვლების შედეგი. ამ გზის განხილვა 6000 წლის პერიოდში; სულთა კავშირი სამყაროთა საერთო მართვასთან, მისი წრებრუნვა, სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლები. რაზედაც არის დამოკიდებული ჩვენი გზა ამ სამყაროში.

მართვა
ჩვენი სამყაროს შესწავლა: არაცოცხალი, მცენარეული და ცხოველური ბუნება და მათი არსი, მათი როლი და მართვა სულიერი სამყაროებიდან; მართვა ზემოდან და ბუნების, დროსა და სივრცის ჩვენებური აღქმა.
უმაღლესი ძალების გამორკვევა, რომლებიც ამოძრავებენ მატერიალურ სხეულებს. როგორ უბიძგებს ერთიანი შინაგანი ძალა ყოველ ცოცხალ თუ არაცოცხალს დასახული მიზნისაკენ; შეიძლება თუ არა გადავწყვიტოთ ადამიანის სიცოცხლის ძირითადი ამოცანა ისე, რომ არ შევეხოთ კითხვას მის წყაროზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Feb 8 2011, 06:54 PM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,053
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 8th February 2011 - 12:18 PM) *
რა მხოლოდ გაცემა. სწორად გაცემა...

ჩვენ უფრო ცხოველური მიდრეკილებები გვაქვს. მონსტრებს უფრო დემონებს შევადარებდი

ნუ აბსოლუტურად ვეთანხმები აქ ამ იუზერს!! biggrin.gif
გამოდის კაბალას ვინც არ მისდევს ყველა დახშული და ბრმაა?! ეს რაღაც ახალია! biggrin.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 9 2011, 01:16 PM
Post #20


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,688
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
ციტატა(td......... @ 8th February 2011 - 06:54 PM) *
გამოდის კაბალას ვინც არ მისდევს ყველა დახშული და ბრმაა?! ეს რაღაც ახალია!

მე ეს არ მითქვამს.

Go to the top of the page
 
+Quote Post

21 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th February 2021 - 11:24 PM