ჩვენი ცხოვრების ალტერნატივები, ბედისწერა vs თავისუფალი .... |
ჩვენი ცხოვრების ალტერნატივები, ბედისწერა vs თავისუფალი .... |
Nov 11 2008, 12:50 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ საკიტხებს ნაწილობრივ შევეხეთ თემაში : ”ბედი გამეხსნა” მაგრამ მინდა აქ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ და შევაჯამოთ ეს საკიტხები.
დიდი კამათი მიდის იმის შესახებ არის თუ არა ჩვენი ცხოვრება განსაზღვრული. ზოგი ამტკიცებს რომ არის, ზოგი ამტკიცებს რომ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და მხოლოდ იგი ქმნის ტავის ბედს. რეალურად სიმართლე ამ ორს შორის დევს, ანუ: დაწერულია ჩვენი ცხოვრების უამრავი ალტერნატივა, მაგრამ თავისუფალი ნება სწორედ აქ ჩანს - ადამიანი თვითონ ირჩევს ამ ალტერნატივებიდან ერთ-ერთს. როგორც წესი, არსებობს ერთი მთავარი ალტერნატივების ჯგუფი (ანუ თუ სული გაუმკლავდება ცხოვრებაში დაგებულ კარმულ ხაფანგებს აირჩევს ამ სწორ გზებს და შეასრულებს ტავის მისია და წინ წაიწევს განვითარების გზაზე) და სხვა მცდარი ალტერნატივები. თუმცა აუცილებელი არ არის რომ ეს ალტერნატივები აუცილებლად შავი და თეთრი იყოს. ეს ალტერნატივები იკვეთება როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. წარმოდიგინეთ ჩვეულებრივი ხე, რომელსაც რაღაც სიმაღლეზე უამრავი ტოტი ეზრდება... ამ ტოტებს ტავის მხრივ სხვა პატარა ტოტები და იმათ კიდევ უფრო პატარა და წვრილი ტოტუნები აი ეს ხე არის ადამიანის ცხოვრება და ტოტტები კი მისი ცხოვრების ალტერნატივები. სქელი ტოტებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რომელიც ადამიანის ცხოვრებაში სულ რამდენიმეა და მის ცხოვრებას კარდინალურად ცვლის, პატარა ტოტები უმნიშვნელო გადაწყვეტილებებია, რომლებიც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია და ცხოვრებას უმნიშვნელოდ ცვლის. მაიკლ ნიუტონსაც საკმაოდ კარგად აქვს ახსნილი ეს ალტერნატივები, მათ შორის ტავისუფალი ნების და ბედისწერის ფენომენი. მისი ერთ-ერთი დაჰიპნოზებული პაციენტი იხსენებს თავის წინა ცხოვრებას, სადაც კარგად ჩანს ეს ყველაფერი. ამერიკაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ერთ-ერთ ფერმაში ცხოვრობს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცხოვრობს მშვიდად, ჰყავს საცოლე და ემზადება ქორწილისთვის. მიდის ამ სოფელში ამერიკელი ოფიცერი, ჰოდა ეჩალიჩება ამ ბიჭს. ეუბნება რომ ერთი დღის საქმეს დაავალებს, ცხენით წერილი უნდა წაიღოს რომელიღაც სამხედრო ნაწილში და მერე ეგრევე დაბრუნდება. ამ ბიჭს არ უნდა, ეშინია, მაგრამ ბოლოს დაითანხმებს, ფულს შეპირდება და მიდის ამ დავალების შესასრულებლად. მოკლედ გზაში კლავენ ამ ბიჭს ნიტო ჩრდილოელები თუ სამხრეთელები.... მისი დანაღვლიანებული სული იმ სამყაროში რომ ბრუნდება, იქ საყვედურობენ - რატომ მოხვედი ასე მალე აქ (ანუ რატომ აირჩიე ეს არასწორი ალერნატივაო) შენ ხომ ის გოგო უნდა მოგეყვანა ცოლადო.... მოკლედ მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით. სასურველია ტქვენი საკუტარი ცხოვრებიდან მაგალითებიც მოიყვანოთ -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 11 2008, 10:24 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წარმოდიგინეთ ჩვეულებრივი ხე, რომელსაც რაღაც სიმაღლეზე უამრავი ტოტი ეზრდება... ამ ტოტებს ტავის მხრივ სხვა პატარა ტოტები და იმათ კიდევ უფრო პატარა და წვრილი ტოტუნები აი ეს ხე არის ადამიანის ცხოვრება და ტოტტები კი მისი ცხოვრების ალტერნატივები. სქელი ტოტებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რომელიც ადამიანის ცხოვრებაში სულ რამდენიმეა და მის ცხოვრებას კარდინალურად ცვლის, პატარა ტოტები უმნიშვნელო გადაწყვეტილებებია, რომლებიც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია და ცხოვრებას უმნიშვნელოდ ცვლის. ძალიან საინტერესო შედარება მოიყვანე old_man ... მე ვფიქრობ, ცხოვრებაში არსებობს ბედის წერა, მაგრამ მოვლენები შეგვიძლია შევცვალოთ, ბევრი რამ შეგვიძლია შევცვალოთ. შეიძლება ცვლილება უარესობისაკენაც და უარესობისაკენაც მოხდეს. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Nov 11 2008, 11:09 PM
Post
#3
|
|
RED soul Group: Members Posts: 122 Joined: 3-August 08 Member No.: 3,822 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- There is something that keeps a man going in meditation, and that something is the increased awareness, some increased charm in life, something good in behaviour, in feeling… something good. |
|
|
Nov 11 2008, 11:16 PM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თემა აქტუალურია და ეს ძალიან საინტერესოდ აქვს გაშლილი რიჩარდ ბახს თავის წიგნში ”ერთი”!! ოლდ მენ გირჩევ წაიკითხო ზუსტად ამ თემას ეხება! - ოღონდ აჯობებს კარგი თარგმანი იშოვო, მე ცუდით წავიკითხე და მერე უმას რომ ველაპარაკე აღმოჩნდა რომ მასში ბევრი რამ გაშვებულია და ბოლო საერთოდ არ წერია!
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 12 2008, 10:28 PM
Post
#5
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,948 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და მხოლოდ იგი ქმნის ტავის ბედს. რეალურად სიმართლე ამ ორს შორის დევს, ანუ: დაწერულია ჩვენი ცხოვრების უამრავი ალტერნატივა, მაგრამ თავისუფალი ნება სწორედ აქ ჩანს - ადამიანი თვითონ ირჩევს ამ ალტერნატივებიდან ერთ-ერთს. მემგონი, ყველაზე მაგარი ისარი რომ ადამიანი იმასაც თითონ ირჩევს რამდენად ქონდეს ზემოთხსენებული თავისი ნება და რამდენად არა... ზოგი უპრო იზღუდავს თავს რომ დაგეგმილს არაცდეს და ზოგი პირიქით.. ასერომ თავისუფალი ნება აქვს თუ არა ადამიანს ეგეც კი მაგაზეა დამოკიდებული -------------------- |
|
|
Nov 13 2008, 12:55 AM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო მოსაზრებებია. sundelix-ის დადებული ნახატებიც კარგია. გესმით საკიტხი
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 13 2008, 04:40 PM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰო რაც შეეხება მინიშნებებs, რაც ხშირად ცნდება ჩვენს ცხოვრებაში და გვეხმარება ჩვენთვის ყველაზე სწორი ალტერნატივა ავირჩიოთ. ეს მინიშნებები შეიძლება იყოს როგორც ქვეცნობიერის დონეზე მაგ: სიზმარში, ინტუიციით, ასევე ფიზიკური გამოხატულებითაც, მაგ: რომელიღაც ალტერნატივით იღუპები ავიაკატასტროფაში მარამ შენ მაინც ამ ალტერნატივას ირჩევ. შენთვის სიკვდილი ჯერ ადრეა, ამიტომ ჩნდება მინიშნებები რომ უარი თქვა ამ მგზავრობაზე, ამიტომ შეილძება ბილეთი დაკარგო, ჩაგეძინოს და დაგაგვიანდეს, გაგიჩნდეს აკვიატებული აზრი რომ არაფრით არ უნდა გაფრინდე და სხვა. ამ ყველაფერმა წესით უნდა შეგაფერხოს და დაგაფიქროს, მაგრამ ტუ ძაან მონდომებული ხარ მაშინ: დაკარგული ბილეთის ნაცვლად ეგრევე ახალს იყიდი, რომ არ ჩაგეძინოს და არ დაგაგვიანდეს სამ ბუძელნიკს ერთად აყენებ, აკვიატებული აზრებს ყურადღება არ მიაქციო და მოკლედ გაფრინდები და დაიღუპები....
ანუ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს ცხოვრებას ბევრ მინიშნებას აღმოვაჩენთ გადაწყვეტილებების მიღების დროს.... -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 13 2008, 09:54 PM
Post
#8
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰო რაც შეეხება მინიშნებებs, რაც ხშირად ცნდება ჩვენს ცხოვრებაში და გვეხმარება ჩვენთვის ყველაზე სწორი ალტერნატივა ავირჩიოთ. ეს მინიშნებები შეიძლება იყოს როგორც ქვეცნობიერის დონეზე მაგ: სიზმარში, ინტუიციით, ასევე ფიზიკური გამოხატულებითაც, მაგ: რომელიღაც ალტერნატივით იღუპები ავიაკატასტროფაში მარამ შენ მაინც ამ ალტერნატივას ირჩევ. შენთვის სიკვდილი ჯერ ადრეა, ამიტომ ჩნდება მინიშნებები რომ უარი თქვა ამ მგზავრობაზე, ამიტომ შეილძება ბილეთი დაკარგო, ჩაგეძინოს და დაგაგვიანდეს, გაგიჩნდეს აკვიატებული აზრი რომ არაფრით არ უნდა გაფრინდე და სხვა. ამ ყველაფერმა წესით უნდა შეგაფერხოს და დაგაფიქროს, მაგრამ ტუ ძაან მონდომებული ხარ მაშინ: დაკარგული ბილეთის ნაცვლად ეგრევე ახალს იყიდი, რომ არ ჩაგეძინოს და არ დაგაგვიანდეს სამ ბუძელნიკს ერთად აყენებ, აკვიატებული აზრებს ყურადღება არ მიაქციო და მოკლედ გაფრინდები და დაიღუპები.... ანუ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენს ცხოვრებას ბევრ მინიშნებას აღმოვაჩენთ გადაწყვეტილებების მიღების დროს.... გეთანხმები. მე პირადად ხშირად მშველის წინათგრძნობა... არის შემთხვევები, როცა თავში რაღაც მინათდება, აი ისე ფოტოაპარატი რომ შვრება, ამ დროს როცა გავყოლილვარ აზრს, რომელიც მომდის,–არასოდეს ვნანობ. ყოფილა შემთხვევა, როცა ვფიქრობ, მაგ: წავიდე არ წავიდე, და თუ წავედი ვნანობ. ასეთი გადაწყვეტილება მივიღე მერვე კლასის დამთავრებისას და სრულიად შეიცვალა ჩემი მომავალი, მერე ბევრი ვინანე. გეტყვით: რვა კლასის დამთავრებისას დედამ სამედიცინო ტეხნიკუმიო და მეც დავთანხმდი, სკოლა მობეზრებული მქონდა, პირველი გამოცდა მათემატიკა იყო, მაგრამ არა წერა ისე საზეპირო,მოკლედ ორიანი მომაკერეს... მოვკვდი ტირილით,–ჩემი მათემატიკის მასწავლებელი შევარცხვინე მეთქი და შემრცხვა სკოლაში დაბრუნება და პროფ–ტექნიკური დავამთავრე,მეთქიწითელ დიპლომს ავიღებ და უმაღლესში ერთი გამოცდით ჩავაბარებ თქო, შენც არ მომიკვდე, ისევ მათემატიკაში დამიწერეს ოთხიანი, წითელი დიპლომი ვერ ავიღე და დღის განყოფილებაზე ჩაბარების უფლება დავკარგე, ვალდებული ვიყავი მემუშავა ორი წელი... რა მექნა საღამოზე ჩავაბარე. ხო, მისაღებში (თბილისის უნივერსიტეტში) მათემატიკაში ხუთიანი მივიღე და მახსოვს ამოვისუნთქე, როგორც იქნა, თითქოს ჯავრი ვიყარეო. ასე რომ შეცდომა ჩავიდინე, მაგრამ შეძლებისდაგვარად გამოვასწორე, თუმცა რატომ არ უნდა მესწავლა დღის განყოფილებაზე? -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Nov 13 2008, 11:17 PM
Post
#9
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ასე რომ შეცდომა ჩავიდინე, მაგრამ შეძლებისდაგვარად გამოვასწორე, თუმცა რატომ არ უნდა მესწავლა დღის განყოფილებაზე? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღის განყოფილებაზე სწავლით შენთვის შეუფერებელი ალტერნატივა ჩაირთვებოდა... ისე ჩვენს ყველა შესაძლო ალტერნატივის გაცნობის საშუალება გვექნება სიკვდილის შემდეგ. არსებობს პირობითად რომ ვტქვათ ე.წ. სიცოცხლის წიგნი, სადაც ამ ყველაფერს გვაჩვენებენ და შეგვეძლება გავაანალიზოთ სწორად ავირჩიეთ თუ არა. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 14 2008, 07:45 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 2,675 Joined: 3-June 07 Member No.: 36 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ise tu kargad davfikrdebit martlac gvakvs am cxovrebashi bevri alternativa, magram ratomgac mainc gvgonia rom ar gvakvs alternativa da kvelaferi aris ise rogorc unda ikos.
|
|
|
Nov 14 2008, 08:23 PM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეგ იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს არ უნდათ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, ანუ თუ ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება ის ამას ბედისწერას აბრალებს, მაგრამ სინამდვილეში ეს მისმა გადაწყვეტილებამ მიიყვანა ამ შედეგამდე. იგივეა კრგის შემთხვევაში, ბევრი ამბობს - გამიმართლა, ბედი გამეხსნა, მაგრამ სინამდვილეში ეს მისმა მოქმედებების ჯაჭვმა გახსნა ის ალტერნატივა
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 2 2009, 06:27 PM
Post
#12
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან საინტერესო თემაა, თანაც საკმაოდ ძველი. ადმიანურ აზროვნებას ყოველთვის აინტერესებდა, რა იქნებოდა მომავალში, შეიძლებოდა თუ არა მისი გამოცნობა... დომინანტურად ამ აზროვნებაში იკვეთებოდა შემდეგი:რომ ბედისწერა არსებობს და მისი შეცვლა, არიდება არ შეიძლება; მაგალითად, უძველესი ბერძნული აზროვნების ნიმუში, აპოლონური მიდგომა - აქილევსმა იცის, რომ თუ ჰექტორს შეებრძოლება და მოკლავს, მაშინ ბედისწერა ასრულდება და მასაც მოკლავენ... ქუსლი და რამე... თუმცა ამ შეხედულების სუსტი მხარეც იქვე ჩანს: რომ არ წასულიყო საბრძოლველად? რომ არ მოეკლა?... მთელი უძველესი ანტიკური აზროვნება შეიძლება ბედისწერის გარდუვალობაზე აზროვნებად ჩაითვალოს. ქრისტიანული მოგეხსენებათ: თავისუფალი ნება... არჩევანი, ორი გზა, სხვა ყველაფერი ეშმაკის მოგონილია გონების დასაკავებლად.
სქოლასტიკური აზროვნებისგან განსახვავებით, რუსთაველთან ასეა: ბედი ცდაა, გამარჯვება ღმერთსა უნდეს - მო ცა ხვდების... ანტიკური აზროვნების აღოძინება და ახალი სახის მიცემა. ბულგაკოვთან: ანუშკა ზალილა მასლო... მეც მგონია, რომ ბედისწერა არსებობს და ის განპირობებულია უამრავი ფაქტორით, მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვით, არსებობს თავისუფალი ნებაც, მაგრამ ის ვერ ცვლის ბედისწერის ძირითად, მთავარ ხაზს (პირადი აზრია, რომელიც შეიძლება მომავალში შიცვალოს...) ერთი ტიბეტური სიბრძნეც გამახსენდა: 1. ღმერთო შემაძლებინე გავაკეთო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, 2. მასწავლე დავითმინო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, 3. და განმანათლე, რათა დავინახო განსხვავება ამ ორს შორის |
|
|
Feb 2 2009, 07:18 PM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მგონია, რომ ბედისწერა არსებობს და ის განპირობებულია უამრავი ფაქტორით, მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვით, არსებობს თავისუფალი ნებაც, მაგრამ ის ვერ ცვლის ბედისწერის ძირითად, მთავარ ხაზს (პირადი აზრია, რომელიც შეიძლება მომავალში შიცვალოს...) ერთი ტიბეტური სიბრძნეც გამახსენდა: 1. ღმერთო შემაძლებინე გავაკეთო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, 2. მასწავლე დავითმინო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, 3. და განმანათლე, რათა დავინახო განსხვავება ამ ორს შორის vkh ...კარგია რომ პოსტავ -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Feb 2 2009, 07:55 PM
Post
#14
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
TeO
|
|
|
Feb 7 2009, 10:12 PM
Post
#15
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესოა თუ როგორ ხდება ამ თუ იმ ალტერნატივაზე გადასვლა. არსებობს ენერგო-ინფორმაციული სტრუქტურა, ველი სადაც ინახება უამრავი პოტენციური ვარიანტი. როგორც ვიცით ადამიანის აზრს გააჩნია უდიდესი ენერგია, რომელიც გაცილებით ძლიერია თვითონ ფიზიკურ ქმედებების ენერგიაზე. სწორედ ადამიანის გონება და აზრები განსაზღვრავენ რომელიმე ვარიანტის ჩართვას. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ პიროვნებას ჰქონდეს პოზიტიური აზროვნება და სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა. გონებრივი ენერგიის გამოსხივება ცხოვრების ერთ-ერთი ვარიანტის რეალიზაციას იწვევს. ეს გამოსხივება ააქტიურებს ვარიანტს და იწვევს მის მატერიალურ რეალიზაციას. აზრების ენერგია ადამიანის ტავში ჩაკეტილი არ არის, ვრცელდება ალტერნატივების ენერგეტიკულ ველზე. ანუ ადამიანის გონება განსაზღვრავს მის ბედს. პრიმციპში იგივეზეა ლაპარაკი ფილმში The secret, მაგრამ ვადიმ ზელანდს უფრო ღრმად აქვს ახსნილი
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Apr 20 2009, 02:48 AM
Post
#16
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vkh
მეც მგონია, რომ ბედისწერა არსებობს და ის განპირობებულია უამრავი ფაქტორით, მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვით, არსებობს თავისუფალი ნებაც, მაგრამ ის ვერ ცვლის ბედისწერის ძირითად, მთავარ ხაზს (პირადი აზრია, რომელიც შეიძლება მომავალში შიცვალოს...) გეთანხმები, იმიტომ რომ ყველზე ლოგიკურია. მიზეზ-შედეგობრიობის კანონზომიერების მიხედვით მოცემული ინკარნაცია არის ბედისწერა, რომელიც წინა ინკარნაციით ჩვენვე შევქმენით. მაგრამ -შენი აზრი რომ ლოგიკურად გავაგრძელოთ - ყველაფერი რასაც თავისფალი ნებიდან გამომდინარე ვაკეთებთ დღეს, მართალია ვერაფერს ცვლის ამ ინკარნაციაში, მაგრამ სახეს აძლევს მომავალ ინკარნაციას. იქედან გამომდინარე რომ უმთავრესად არ გვახსოვს წინა ინკარნაციები და თანაც წუთისოფელი ხანგრძლივ და საბოლოო რამედ გვეჩვენება -გვიძნელდება ასეთი მასშტაბებით ცხოვრება და მომავალ ინკარნაციაზე ცნობიერი მუშაობა. ერთი ტიბეტური სიბრძნეც გამახსენდა: 1. ღმერთო შემაძლებინე გავაკეთო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, 2. მასწავლე დავითმინო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია, 3. და განმანათლე, რათა დავინახო განსხვავება ამ ორს შორის დიდი სიბრძნეა. old_man აი ეს ხე არის ადამიანის ცხოვრება და ტოტტები კი მისი ცხოვრების ალტერნატივები. ეს ხატი თავისთავად მცდარია, რადგან ხეს (ფესვები+ტანი+ ვარჯი) მის ვარჯთან აიგივებს. ხე გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ტოტები, რომელიც თანასწორუფლებიან ალტერნატივებად განიხილება ამ შემთხვევაში. მცდარ ალეგორიებს მცდარი მსჯელობები მოყვება ხოლმე. ამიტომ თუმცა აბსოლუტურად მართალს სწერ: გ იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს არ უნდათ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, ანუ თუ ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ცუდი ხდება ის ამას ბედისწერას აბრალებს, მაგრამ სინამდვილეში ეს მისმა გადაწყვეტილებამ მიიყვანა ამ შედეგამდე. იგივეა კრგის შემთხვევაში, ბევრი ამბობს - გამიმართლა, ბედი გამეხსნა, მაგრამ სინამდვილეში ეს მისმა მოქმედებების ჯაჭვმა გახსნა ის ალტერნატივა მაგრამ კარმულად უკვე დიდხანია დავადგინეთ ჩვენი ცხოვრებაც და სიკვდილიც , ქმედებები კი რომელთაც ჭეშმარიტი თავისუფალი ნებით ვაკეთებთ, მხოლოდ მომავალ იკარნაციაში გამოიღებენ შედეგს. |
|
|
Apr 20 2009, 11:24 PM
Post
#17
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იქედან გამომდინარე რომ უმთავრესად არ გვახსოვს წინა ინკარნაციები უმთავრესად მომეწონა ის, რომ ინკარნაცია საკმაოდ ლოგიკურად ხსნის სამყაროს არქიტექტურას, კოსმოსს, ჩემთვის ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ უნდა მივიღო როგორც ჭეშმარიტად არსებული... ამას რწმენით ვერ მოუდგები, ეს უნდა იცოდე! ჯერ-ჯერობით კი არ ვიცი. ის, რომ წინა ცხოვრების გამოცდილებებზე ვიღაცეებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება, ანუ წინა დაბადებების იდენტიფიკაცია, სამწუხაროდ მთლიანდად ვერ აქარწყლებს ეჭვებს, გასაკუთრებით ჰიპნოზით მიღწეული... (სამწუხაროდ ახალი პოსტზე უნდა გავაგრძელო, ვერ ვხედავ რას ვბეჭდავ... |
|
|
Apr 20 2009, 11:33 PM
Post
#18
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 958 Joined: 14-March 07 Member No.: 15 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
adamiani
QUOTE მაგრამ კარმულად უკვე დიდხანია დავადგინეთ ჩვენი ცხოვრებაც და სიკვდილიც , ქმედებები კი რომელთაც ჭეშმარიტი თავისუფალი ნებით ვაკეთებთ, მხოლოდ მომავალ იკარნაციაში გამოიღებენ შედეგს. მომავალ ინკარცაიაში კი არა მეორე დღესვე იღებენ ხოლმე შედეგს -------------------- "To do is to be" - Nietzsche; "To be is to do" - Kant; "Do Be Do Be Do" - Sinatra |
|
|
Apr 20 2009, 11:39 PM
Post
#19
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგად დააკვირდით ასევე, თუ რას გვთავაზობენ, როცა კარმაზე ცდილობენ წარმოდგენის შექმნას: წარმოსახვის დონის ამაღლება... და ეს აუცილებელი წინაპირობაა, რომ რამე დაინახო, ან იგრძნო... ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია ჰიპნოზის თუნდაც ყველაზე მარტივ კურსთან, ადვილად მიხვდება (ან მთლად მარტივ აუტოტრენინგთან) რამხელა საშიშროებას წარმოადგენს ეს მეთოდი, რა ახლოს დგას ეს ყველაფერი ახალი რეალობის შექმნასთან აზრის და წარმოდგენის ძალის მიხედვით...
მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, კარმაზე და ჩაკრების რაოდენობის მსჯელობაზე სხვა თვალის ახელაა საჭირო... ვისაც უკვე აეხილა სხვადასხვანაირად გადმოსცა ხილული (არის უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები გასხივოსნებულთა შორის...), რადგან აქ დიდია საშიშროება, რომ საკუთარი აზრის წყალობით სულ სხვანაირი დაინახო რეალობა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ჯერჯერობით, სხვისი გამოცდილებებით ვიხელმძღვანელოთ და ვიკამათოთ სიკვდილ-სიცოცხლეზე... თუმცა ჯერ-ჯერობით |
|
|
Apr 21 2009, 02:11 AM
Post
#20
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vkh
ს, რომ წინა ცხოვრების გამოცდილებებზე ვიღაცეებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება, ანუ წინა დაბადებების იდენტიფიკაცია, სამწუხაროდ მთლიანდად ვერ აქარწყლებს ეჭვებს, ეჭვი მაშინაც კი უნდა შეინარჩუნო, როცა კარმული კვლევის გამოცდილებიდან გამოდინარე ცოდნას ფლობ. ეჭვი სიფხიზლის საფუძველია, სიფხიზლე კი ამ გზაზე მუდამ საჭიროა. პერმანენტულად. წარმოსახვის დონის ამაღლება... და ეს აუცილებელი წინაპირობაა, რომ რამე დაინახო, ან იგრძნო... არანაირი იმაგინაცია არაა ილუზია ან სიცრუე თავისთავად. ყველა შემთხვევაში გარკვეულ რეალობას ან ქმნის ან უკავშირდება. ის რომ ეს რეალობა უხილავია, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ გააჩნია რეალურად ქმედითი ძალა. ვისაც უკვე აეხილა სხვადასხვანაირად გადმოსცა ხილული (არის უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები გასხივოსნებულთა შორის...), ბუნებრივია, -ერთია ხედვა და მეორეა -დანახულის გაგება. ხედვა ეს უფრო ბევრის ხვედრია, დანახულის გაგებისთვის საჭირო ცოდნა კი ერთეულებს აქვთ. რადგან აქ დიდია საშიშროება, რომ საკუთარი აზრის წყალობით სულ სხვანაირი დაინახო რეალობა. იგივე საშიშროება ჩვენს ყოველდღიურ ადამიანურ ცხოვრებაშიც გვაქვს, სუბიექტივიზმი ყველა დონეზე მოქმედებს. ამ სუბიექტივიზმისგან განთავისუფლება არის მოწაფეობის გზის ერთ-ერთი მიზანი. Alpha რომელთაც ჭეშმარიტი თავისუფალი ნებით ვაკეთებთ, მხოლოდ მომავალ იკარნაციაში გამოიღებენ შედეგს. მომავალ ინკარცაიაში კი არა მეორე დღესვე იღებენ ხოლმე შედეგს როგორ გინდა განასხვავო თავისუფალი ნებით აკეთებ რამეს თუ არა? რა იცი რომ ეს წარსულის შედეგი არ არის? ეს ძალიან ძნელია და თავისუფალი ნების და საკუთარი თავის შეცნობას მოითხოვს. ლოგიკურად და კანონზომიერად კი ისეა, როგორც დავწერე: დღევანდელი ბედისწერა ჩვენი შექმნილია და განსაზღვრულია უკვე ყველაფერი. ერთდაერთი რისი შეცვლაც ახლა შეიძლება არის მომავალი (ცხოვრების) ბედისწერა. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:22 AM |