IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V   1 2 3 > » 

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 11:40 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600




სამი მაგი - აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის, დასავლეთის მისტერიების მონაგარის თავმოყრა ერთის წინაშე, ვინც მისი მფლობელი და განმკარგველია.
სამი მაგი- დედამიწის წინა სამი პლანეტარული მდგომარეობის კვინტესენციის განზავება მეოთხეში.
გემშვიდობებით კეთილი სურვილებით, ბატონო ვისვამა.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67585 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 11:29 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


litasi
QUOTE
რატომ უნდა მიყვე ან კრინაიზმს და ან ბუდიზმს, ან თუნდაც მაინცდამაინც ქრსტეს? მე ეს სახელი კი არ მაღიზიანებს, არამედ ის რომ არ მიმაჩნია სწორად ამ სახელზე ჩამოკიდება

მერე რატომ ეკიდებით სახელს?
ქრისტე არის ღმერთი. მეორე ლოგოსი.
ხოლო კრიშნა, ბუდა, და ა.შ. უდიდესი ხელდასხმულები.
სხვაობას ხედავთ?
კიდევ ერთი - ქრისტეს ნუ აიგივებთ რელიგიასთნ. ეს შეცდომაში შეგიყვანთ.

ბატონო ვისვამაsmile.gif

მსურდა ამ თემის განგრძობა- განვრცობა. ისევე როგორც სხვა თემებისა სადაც შევეხე.
მაგრამ არ სურთ ჩენელინგ პროგრამის მონაწილეებს, რომ სიმართლე გაჟღერდეს. ეს მათს ილუზიას უპირისპირდება, რითაც აქამდე მოვიდნენ და რითაც ცხოვრობენ აქამომდე.
ბატონო ვისვამა
ჩვენ ვიცით რომ ძალა ხნავს ამა სოფელს.
მაგრამ ისიც ვიცით, რომ ხნულში რაც ჩაითესება, ის აღმოცენდება.
ისიც ვიცით, რომ თესლს მიწა ჭირდება იმისათვის რათა მოკვდეს.
მთვარე- რათა დაიბადოს
ხოლო მზე - რათა იზარდოს, იყვავილოს, იმსხმოიაროს, მოიღოს ნაყოფი კეთილი.
სამივე უსათუო და აუცილებელია, ბატონო ვისვამა, იცით თქვენ ეს. აუცილებელია, რადგან რომელიმეც რომ გამოაკლდეს, ვეღარ მივიღებთ ჩვენ იმ სიცოცხლის მართლზომიერ ზრდასა და ნაყოფიერებას, რომლის ტოტებში ზეციური ანგელოსნი დაიბუდებენ. smile.gif
და ეს სამივე გაერთიანდა. აქ, დედამიწაზე - ადამიანში.
დედამიწაზე (წმინდა სულის ფორმა) აღსდგა უხრწნელი და მარადიული ფანტომი, მზისა და მთვარის (ძისა და მამის) მისტერიებში - ადამიანში. როცა ადამიანში ღმერთი შემოვიდა.
ეს მანამდე არასოდეს არ მომხდარა დედამიწის ისტორიაში, ბატონო ვისვამა.
მანამდე ადამიანისა და კაცობრიობის წარმმართველობა გარედან ხორციელებოდა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მისტერიებში.
არმმათველობას ახორციელებდნენ ადეპტები, მათს უკან მდგომი იერარქიული არსებების მეშვეობით.
მაგრამ, მოხდა ის, რომ თავად სამყაროს შემოქმედი ძალა შემოვიდა ადამიანში და იმიერიდან სამივე კუთხის -აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მისტერიები მასში გაერთიანდა.
მთელი მაკროკოსმიური სიბრძნე, რაც მოედინებოდა ადეპტების უკან მდგომი იერარქიული არსებებიდან, ამ ერთში - ადამიანში ინკარნირებულ ღმერთში შემოიქცა!
ეს ნიშნავს: იმიერიდან ყველა ადამიანმა თავის თავში მიიღო ყველა მანამდე არსებულ მისტერიათა სიბრძნის გასაღები. და იმიერიდან ადამიანს წარმართავენ არა იერარქიული ძალები, არა ადეპტები, არა სხვადასხვა ჯურის მოძღვრებები, არამედ ქრისტე- მასში!
იმიტომ, რომ ქრისტე -ადამიანში არის მისი მარადიული უკვდავი და უხრწნელი ფანტომის აღდგომის ძალები და ერთადერთი გარანტია.

გემშვიდობებით კეთილი სურვილებით ბატონო ვისვამა.
ერთ ფოტოს დაგიტოვებთ სახსოვრად
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67581 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 10:06 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


litasi
QUOTE
... და კრიშნას ან ბუდას მაკროკოსმიური არსიდან არაა?

რა, სამყარო? biggrin.gif
არა. სამყარო არის მეორე ლოგოსიდან. ანუ ქრისტედან.
წაიკითხეთ, გეთაყვა სახრება.smile.gif
იოანე 1. 1. 1.2. 1.3

ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილ არს.
smile.gif

ძვირფასო ლიზი smile.gif
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67567 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 03:50 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


QUOTE(steward @ Feb 25 2012, 03:44 PM) *
Τρισμέγιστος...

ჰო თავიდანვე ასე დაგეწერა და მივხვდებოდი biggrin.gif

მაგრამ მიპასუხე კითხვაზე, როცა ვინმე რაღაცას არ ეთანხმება და გთხოვს რომ შენი მოსაზრება დაასაბუთო შენ ეუბნები "მოკეტეო?" biggrin.gif
მიანტერესებს რა ერქვა მოსეს სანამ ეგვიპტიდან წამოვიდოდა. რამ განაპირობა მისი იქიდან წამოსვლა. რა იცი ეგვიპტელ ქურუმებზე? მათ ინიციაციის საფეხურებზე. რომ მმოძღვრავ ხომ უნდა ვიცოდე რას მეუბნები, და ყველას შენი დახვეწილი ატლანტიდის ენა როდი ესმის

მთლად დომგატი მამაოსავით ნუ მოიქცევი რომ "ასეა შვილო ჩემო და მორჩა"

პრობლემა იმაშია რომ ადამიანს ეტყობა ესმის თუ არ აის რასაც იძახის. აცნობიერებს მის ნათქვამს თუ ეს იგივე მისთვის რაც მე 5 კლასელისთვის შუშანიკის საზეპიროები. ხომდა მე გეუბნები რომ შენ იმის ნახევარიც არ გესმის რასაც წერ. დამიმტკიცე რომ ვცდები

ახლა მტყუანს კარამდე უნდა მივყვე.
არავითარი კითხვა არ დაგისვამს.
შემოიჭერი შეცვლილი ნიკით და დაახეთქე შემდეგი ტექსტი:
QUOTE
რაო რაო სამოთხის ნივრებოოო რა ხდებაო ჯოჯოხეთის მაშხალები გესიზმრებაათ?

ან გამარჯობა გეთქვა, ან ერთი-ორი ტკბილი მოკითხვაbiggrin.gif
ჯოჯოხეთის მაშხალას და ნიორს რომ უწოდებ ადამიანებს, და მე ზრდილობიანად გთხოვ მოკეტე მეთქი, კიდევ კარგად გეპყრობიsmile.gif
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67539 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 03:46 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


QUOTE(LAIRA @ Feb 25 2012, 03:41 PM) *
სიზმარში მაინც ხომ მინახავს უცხოპლანატელები და მათ ხომალდშიც ნამყოფი ვარ biggrin.gif yu.gif

სიზმარი არ არის რეალობის ამსახველი უპირობო მოვლენა. ფანტაზიითაა უხვად ნაზავი.smile.gif
ფანტაზირებას ადგილი აქვს როგორც დღის, ასევე ღამის ცნობიერებაში.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67538 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 03:44 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


QUOTE(steward @ Feb 25 2012, 03:18 PM) *
Τρισμέγιστος...

ჰოო ბევრი რამ არ გეშლება

ზრდილობა ჩანს ძალიან როცა ვინმე არ ეთანხმება შენს აზრს
და ის რომ პირადად მიღე ეს ყველაფერი როცა უმისამართოდ იყო დაწერილი. რატომ შეწუხდით თქვენო ბრწყინვალებაავ? biggrin.gif
ჯერ საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებ და რა ეზოთერულ ცოდნაზე ლაპარაკობ საერთოდ

რო დაწერე ძველი ეგვიპტე და ბაბილონი იცი მაინც იქ რა ხდებოდა? რა იერარქიები იყო და რა საპეხურებს გადიოდნენ სანამ განდობილები გახდებოდნეენ? ალბათ არა თორემ შეეცდებოდი მაინც რომ ცოტა სხვა გვარად მოქცეულიყავი.
მოსეს ცხოვრების დეტალები თუ იცი? ან მისი ნამდვილი სახელი სანამ ეგვიპტიდან წამოვიდოდა?

LAIRA

ესეიგი ერთი რეალური სარგებელი მაინც ქონია ჩემს პოსტებს smile.gif თუ კი გულით იცინი

არა გენაცვალე, ტონი. ის კი არა რომ ეთანხმება- არ ეთანხმება. რა ტონით და სიტყვა-პასუხით არ ეთანხმება.
ემოციებს რაც შეეხება: ქრისტეზე რას იტყვი ტაძარში რომ შეიჭრა და გაუფრინა?biggrin.gif
და უამრავი ადგილია ასეთი.
პავლე მოციქულიც გაიხსენე და არამარტო.
ნუ სპეკულანტობთ ამ დაყენებული ემოციებით.
ემოცია არ სცემს განსაზღვრავს წვდომის სიზუსტის ხარისხს, როდესაც ემოცია არის ისეთი ობიექტური ღირებულებებით მსჭვალული, როგორიცაა ქრისტეს ზნეობა, კოსმიური განვითარების იდეალები და ა.შ. ემოცია არ უნდა იყოს პირადული ვნებებიდან და სურვილებიდან წარმომდგარი. ესაა საქმე! კარგად ვერ გაგიგიათ ემოციის უკეთილშობილესი და მაღალი დანიშნულება.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67536 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 03:10 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


steward
ახალგაზრდა კაცი ხარ და რომ უზრდელობ და ენაწაგრძელებული გაქვს ნამდვილად არ მეშლება.
თუ შკითხვა გაქვს იკითხე. თუ კომენტარი გაქვს ზრდილობა იქონიე და ისე დააკომენტარე.
შენს თავს მოუარე, მოკლედ.
საკუთარი თავი გაღიზიანებს და სხვას ამიტომ ესხმი თავს.
ალტერნიკი რომ ხარ ნამდვილად არ შემშლია.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67523 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 02:36 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


QUOTE
თუნდაც შენს ნიკს შეხედე რაკი ახსენე და მიხვდები რაზე გელაპარაკები)

სინამდვილეში კი სამების უზომო სიძულვილი და ვერატანა გალაპარაკებთ. გაცოფებსთ პირდაპირ სამების ხსენება და დანახვა.biggrin.gif,
ასე მოსჩქეფს თქვენი ქვეცნობიერიდან, პატივცემულო ფსიქოლოგო და აქ ზიმბარდო ვერ გიშველით. biggrin.gif
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67513 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 02:31 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


QUOTE(steward @ Feb 25 2012, 02:25 PM) *
Τρισμέγιστος...

უბრალოდ ისე იძახი თითქოს შენ და მოსე ერთ მერხზე იჯექით

მაგრამ მოსეს რა ამოძრავებდა ეს სხვა თEმაა უბრალოდ მერე ადამიანებს სჩვევია რომ ყველა საქციელი გააპრავონ ხოლმე და რაც შეიძლება უნაკლოდ გამოიყვანონ.

თქვენ ბევრი საერთო გაქვთ სხვათაშორის, თუნდაც პატივმოყვარეობა

თქვენი პატივცემული ტვინის განსასჯელი არ არის მე რა თვისებები მაქვს.
ძველი ნიკი აღარ გაწყობდათ, თუ ადმინისტრაციამ გთხოვათ რომ რომ იმ ნიკით აღარ შემხმიანებოდით?biggrin.gif

ვინ ვის გვრდით იჯდა (და ზის) ძალიან გამჭვირვალედ აღიქმება.

smile.gif

თემატურად ისაუბრეთ გეთაყვა, მაგ: რატომ არ შეიძლებოდა რომ ვმჯადრიყავი, ან რატომ შეიძლება რომ ვმჯადრიყავი. დაასაბუთეთ გეთაყვა. რადგან ამხელა უფლებამოსილებას აძლევთ თქვენს თავს.

"გააპრავოს"- ამას მოსეზე ამბობთ? ეზოთერული ფორუმია თუ "სგ, სგ"- ხალხის?
smile.gif
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67512 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 02:23 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


QUOTE(steward @ Feb 25 2012, 02:05 PM) *
Τρισμέγιστος...
სარკეს ვინ ესაუბრება კარგად ჩანს biggrin.gif

განვედ, ტფუი ეშმაკსbiggrin.gif
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67510 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 02:21 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


steward
თუ ფაქტი პირადი მოსაზრებაა მაშინ იდენტურია.

ნიკის შეცვლა ტვინს და აზროვნებას რომ არ ცვლის ეგ ფაქტია თუ ჩემი პირადი აზრი?biggrin.gif
ორივე ერთად.
ჰოდა, ასეა მანდაც.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67509 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 02:03 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


steward
ზრდილობიანად გთხოვთ მოკეტოთ.smile.gif

ან სარკეს ესაუბროთsmile.gif
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67505 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 02:00 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


LAIRA
არა, არამარტო.
თუ ჩვენ ატლანტიდის (და მანამდე ლემურიის, ხოლო ლემურიამდე იყო ჰიპერბორიული და პოლარული პერიოდები დედამიწისა და შესაბამისად ადამიანიც ევოლუციონირებდა) პერიოდში საქმე გვაქვს რასებთან და ქვერასებთან, პოსტატლანტიდური ხანა კაცობრიობისა, მოიცავს კულტურებს და საქმე გვაქვს არა 7 ძირთად რასასთან(თავისი ქვერასებით) არამედ 7 კულტურასთან.
მოსე რომ ვახსენე, მოსე სულაც არ გახლავთ ებრაელიsmile.gif
მაგრამ ის წინ აღუდგა სწორედ ბაბილონური შავი მაგიის (მუმიფიცირების რიტუალიდან გამოხმობილი ძალები) აღზევებას და ეგვიპტურ-ქალდეურ ამაღლებულ მისტერიებს დაუკავშირდა. მისი მასწავლებლები იყვნენ ჰერმესი და ზარატუსტრა. ის რაც მოსეს გადაეცა, როგორც მონოთეიზმით განმსჭვალვა კაცობრიობის სულიერებისა, ფარულად მუდამ ცოცხლობდა მითრაშიც და ძველბერძნულ მისტერიებშიც- ორფიზმშიც. გავიხსენოთ, რომ თავად ორფოსიც ჰერმესის მოწაფე იყო.

მოსეს მისია, ისევე როგორც ნებისმიერი უდიდესი მასწავლებლისა, უკავშირდება მთლიანად კულტურას (ამ შემთხვევაში საუბარია III პოსტატლანტიკური კულტურის მისიაზე- ეგვიპტურ-შუმერულ-აქადურ-ქალდეურ-ეგვიპტურ-ბაბილონურ-იუდაისტურ კულტურაზე). ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ ერთი რამ:

ნებისმიერი მასწავლებელი, კაცობრიობის წარმმართველი - შავიცა და თეთრიც მოდის საკაცობრიო მისიით, რომ კონკრეტულ კულტურას მისცეს ის ფორმა, რომელშიც გააგრძელებს კაცობრიობა ცხოვრებას, ანუ შთაბეჭდავს თავისი ცხოვრების შინაარსებს. ეს ნიშნავს:
სრულიად პლანეტა დედამიწა შთაიბეჭდავს ამ შინაარსების შედეგებს (მაგ. ახლანდელი ეკოკატასტროფები, სტიქიური უბედურებები, რაც სამომავლოდ პლანეტის კატასტროფას ამზადებს).

ასე, რომ როცა ჩვენ რაიმე სულიერ მისიაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა გვქონდეს ეს ფართო პლანი.
მაგრამ ახლა დავუბრუნდეთ ზემორე თემას და განვაგრძოთ ზემორე აზრი იმით, რომ ის ჯერ გავშიფროთsmile.gif
კერძოდ:
როცა ადამიანი მყარად შემოვიდა ფიზიკურ მატერიაში, ანუ გამკვრივდა, დაშლა განიცდა მისმა საკუთრივმა ფიზიკურმა სხეულმა (არა უხეშმატერიალურმა, ზემატერიალურმა), რომელიც იმავდროულად არის მისი ცნობიერება სხეული, ანუ მისი ატმა! ის, რაც მან შეიძინა პირველი ეონის- დედამიწის პირველი პლანეტარული მდგომარეობის, ე.წ. ძველი სატურნის დასასრულს.
სულისმეცნიერებაში ამ სხეულს ფანტომს უწოდებენ.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67503 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 01:18 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


ანუ რა მოხდა?
შესუსტდა ადამიანის ცნობიერების კავშირი სულიერ სამყაროსთან, მის მოვლენებთან და არსებებთან. მაგრამ ეს შესუსტებაც არათანაბარი იყო, ცხადია. მსაობრივად ეს ერთიანი პროცესი იყო, მაგრამ, კაცობრიობის წარმმართველობის მეშვეობით (ჯერ კიდევ ატლანტიდის შუა პერიოდამდე პირველი იერარქიის არსებას -angeloi შეეძლო ადამიანის მსგავ სხეულში და მის გვერდით მოღვაწეობა ) გარკვეულ ინდივიდუალობათა შერჩევა ხორციელდებოდა და მათი უნარების ისეთნაირი მართვა, რომ მთლიანად და სრულად არ დაქვემდებარებოდა მათი ცნობიერება მატერიალიზაციას. ანუ, გარკვეულ ქმედებათა შედეგად, მათ ცნობიერებას შესძლებოდა კავშირის (ებრ. კეშერ, კაშერ) ქონა სულიერი სამყაროს გარკვეულ მოვლენებთან და ძალებთან.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67500 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 01:02 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად.
ის, რაც ადამიანმა (კაცობრიობამ) განიცადა, როგორც მატერიაში შემოსვლა, ფიზიკური სხეულის გამკვრივება, მომდინარეობს მისი ეთერული სხეულის მუშაობიდან.
რატომ?
იმიტომ რომ დედამიწის წინარე ეონის -ე.წ. "ძველი მთვარის"პლანეტარული მდგომარეობის ბოლო მეოთხედში, ადამიანის ასტრალურ და ეთერულ სხეულზე იერარქიული არსებების გარკვეულ ზემოქმედებათა შედეგად მოხდა გარკვეული იმპულსის "შეჭრა" ადამიანის ეთერულ (და ასტრალურ) სხეულში.

ეთერული სხეული ვიცით, რომ არის აზროვნების, რეპროდუქციის (თვითგანაყოფიერების, თვითგამრავლების), მეხსიერების, ზრდის, შემოქმედების, რეგენერაციის და ა.შ. სხეული.
და როგორც ადამინის თემაში ითქვა, ეთერულ სხეულში ამ იმპულსის შეჭრამ გამოიწვია ფიზიკური სხეულის თანდათანობითი მატერიალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ თავისთავად, ადამიანის ცნობიერება დაუკავშირდა მატერიას.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ცნობიერება, რომელიც მანამდე პირდაპირ, უშუალოდ აღიქვამდა (ოღონდ ამ ცნობიერებით აღქმა სრულიად განსხვავდება ღევანდელი ცნობიერებისმიერი აღქმებისაგან) სულიერ სამყაროს, ერთიანი, მთლიანი სამყაროს მოვლენებსა და არსებებს, თანდათან დაიძირა მატერიაში და დაიბინდა სულიერი სამყაროს და მოვლენების აღქმისათვის.
ეს პროცესი თანდათან და ნელა მიმდინარეობდა.
ატლანტიდის კატასტროფა არის ის ნიშნული, როცა ადამიანის ცნობიერება მთლინად ფიზიკურ სხეულში შემოვიდა. დიახ, შემოვიდა, რადგან, მანამდე ადამიანის ეთერული სხეული, მისი ეთერული "ტვინი"- სპირალისებური მოძრავი სხეული, განთავსებული იყო ადამიანის ძალზე პლასტიკური და მსუბუქი სხეულის გარეთ. თავისუფლად "ლივლივებდა მის გარშემო და მსჭვალავდა მას თავისი ძალებით.
მოსეს კიდობნის მითი არის იმაგინაციურად დანახული და ამ ენაზე მოწოდებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შემოვიდა სხეულებრივ საზღვრებში (კიდობანში, მოგვიანებით მას ტაძარი ეწოდა) ეთერული სხეულის სტიქია- ესაა მცენარეული სამყარო, და ცხოველთა სამყარო- ესაა ასტრალური სხეული.
ამას გადმოგვცემს კიდობანის მითი.
როგორ და რანაირად აისახება ეს ადამიანის შემდგომ ცხოვრებაზე და ბედზე?
ხომ ცხადია, რომ მატერიაში ბოლომდე შემოსვლის პროცესი (კაცობრიობის) დღესაც არ დასრულებულა. ის გრძელდება და კატასტროფული სისწრაფით მიექანება ქვემატერიისაკენ.

თუ ამ პროცესს თვალს გავადევნებთ დღევადლამდე, მაშინ ამას უნდა დავუკავშიროთ ჩვენი თემის ძირითადი მოტივი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ.

  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67499 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 25 2012, 12:34 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


ქრისტეს მაკროკოსმიური არსიდანაა თუკი რაიმე არსებობს პრაცნობიერების სამყაროში. ასე, რომ ზოგიერთმა თავი დაანებოს სისულელეების ლაპარაკს. წიგნები წაიკითხოს. თომას მანი, მაგალითად biggrin.gif

ქრისტეს მაკროკოსმიური არსი დაუსაბამოა და რომელ რელიგიაზე მელაპარაკებით?რელიგიაში გსურთ რომ ჩაატიოთ ღმერთი? მეორე იპოსტასი, ბუდხი, სიცოცხლე ლოგოსი?
ოკეანე ყავის ჭიქაში!
სასტაული.
თუ ხართ ქრისტეთი ხართ, თუ არადა მაგერაა კიდევ 2 გზა. ყველა მის ბატონს მიჰყვება. თავის უფლები კი ქრისტეს გამჭოლ მიდიან პრაცნობიერების სიმაღლემდე. არჩევანი ყველას აქვს. მათ შორის მონებს. განსხვავება ისაა, რომ ზოგი მონობას ირჩევს, რადგან აწინაურებენ, ზოგი კი ბორკილებს ამსხვრევს, "თავი ჭირსა არ დამრიდად." თუ როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი, მას ეუწყა უკვე და ხანგრძლივი, თმენითი მეცადინეობის (ა არა ვარდისფერ ბუსტში ბუშტის მაგვარი სურვილებით) შედეგად ახორციელებს თავისუფლების სიყვარულს- ღმერთში.

თქვენ გინდათ მოიპოვოთ თქვენი თავი და ამიტომ უცილობლად დაჰკარგავთ მას. ასეთია ეგოს წესი.
ვის მივმართავ? ყველას და არავისsmile.gif

პს.
QUOTE
გზა ამ მხრივ, გაცილებით ადვილი და მომგებიანია

კი, ფართოა გზა ჯოჯოხეთისა და ბჭენი მისნი გახსნილი, მომგებიანობაზე გამთვლელთათვის.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67497 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 17 2012, 12:08 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


QUOTE
'visama vritti pranayama'[/b]date='Feb 12 2012, 10:39 PM' post='66890']
Τρισμέγιστος
[b]ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
[/b]
მოგესალმებით... იქნებ განმარტოთ და განავრცოთ თქვენივე ხელნაწერი საინტერესო იქნება smile.gif


ამ შეკითხვამ განაპირობა თემის გახსნა.
ძალიან ფართო და მომცველობითი თემაა, რასაც ვერ ამოწურავს ერთი და გინდაც მრავალი პოსტი. მას სავარაუდოდ მოჰყვება მრავალი შეკითხვა, გამოხმაურება ყველანაირი (თუნდაც რადიკალურად საპირისპირო) აზრისა და ხედვისა. ამიტომ დაე იყოს ეს თემა, რომლის მცდელობა იქნება გაგვარკვიოს თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა (აქვს) ქრისტიანობას, რა არის თავისი არსით იგი, როგორც კაცობრიობის სულიერი აღმავლობის ნიშნული.
მანამდე
atmanი შემეკითხა კრიშნას თაობაზე და იმაზე, თუ როგორაა შერაცხული სულისმეცნიერების მიერ კრიშნას ინდივიდუალობა. იყო თუ არა ის ღვთის ძე?
მართალია ეს კითხვა (დღემდე პასუხგაუცემელი დარჩა რიგ მიზეზთა გამო) სხვა თემაში დევს, მაგრამ არსებითად უკავშირდება ბატონი ვისამას შეკითხვასsmile.gif რადგან ამ შეკითხვაზე პასუხით, ანუ ამ თემით არსებითად გაეცემა პასუხი atman–ის შეკითხვასაც.

ალბათ უპრიანი იქნება, რომ ეს მეტად ვრცელი და მრავალი წახნაგის მქონე თემა ერთი კონკრეტული წახნაგის გათვალსაჩინოებით დავიწყოთ.
ეს წახნაგი გახლავთ მისტერიული ასპექტი.
მისტერია– როგორც ტაძარში დავანებული ეზოთრული შემეცნების გულისგული, ჩვენი სულიერი ყოფიერების წარსულია და საინტერესოა რას წარმოადგენდა? რა კონკრეტული საჭიროების გამო არსებობდა და რამ გამოიწვია მისი სრული ასიმილაცია? რამ (ვინ) შეცვალა რადიკალურად ძველი ეზოთერული სწავლებისა და ადამიანის სულიერი პროგრესის მიმართულება და შინაარსი? რად გარდაიქცა ძველი მისტერიული კულტურა, სად და რა სახით მოხდა მისი მეტამორფოზა? რად გარდაიქმნენ ძველი მისტერიების ნარჩენები, "ნაჭუჭები?"
აი კითხვები, რომლებსაც ამ თემამ უნდა უპასუხოს.
და ყველაზე მთავარს – რა არის ქრისტიანული ეზოთერიკა, როგორც ერთადერთი, რომელიც დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს – ქრისტეს?
რა არის მისი მიზანი და მისია?
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67022 · Replies: 83 · Views: 105,485

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 17 2012, 09:31 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


visama vritti pranayama
QUOTE
თუმცღა თემა ხომ ილუზიას ეხება? იქნებ განმატება ჩავთვალოთ ილუზიად - ანაც "ჩემივე" შეკითხვა ?

სრულ სიმართლეს ბრძანებთ ძვირფასო მეგობარო (ნება მომეცით ასე მოგმართოთ).
თემა ეხება ილუზიას. ეს ნიშნავს, რომ აქ შეიძლება შევეხოთ ილუზიის სამყაროს, მათში მყოფთ და მის შემოქმედთ. აგრეთვე ილუზიის დღევანდელ სტრუქტურას (მისი ეს დღევანდელი სტრუქტურა მზადდებოდა ხანგრძივი პრიოდის მანძილზე და ის ყოველთვის დღევანდელივით არ გამოიყურებოდა) და მის უშუალო მიზანს.
მოკლედ ერთობ მოცულობითი ხასიათის თემაა.
თქვენი შეკითხვა არ არის ილუზია, რადგან შეკითხვა (დასკვისაგან განსხვავებით) დაზღვეულია ილუზიისაგან, რამეთუ ის დაკვირვებისა და გაკვირვების მდგომარეობას გამოხატავს.
დაკვირვებსა და გაკვირვების მდგომარეობა (განსხვავებით დასკვნისაგან) მომდინარეობს ადამიანის სამ|შვინველიდან, სადაც ამ კონკრეტულ მდგომარეობას ააქტიურებს ეთერული სხეულის ძალები, რომლებიც მაღლა ასტრალურ სხეულში აღძრულ სახეს მიემართებიან და ამ დროს ნებელობითი მდგომარეობა ამორთულია.smile.gif
დასკვნით-შეფასებითი მდგომარეობა სულ სხვაგვარი მდგომარეობაა. იქ ნებელობითი საწყისია გააქტიურებული და ეთერული სხეულის ის ნაწილი, რაც (დღეს) ინტელექტუალურ მოღვაწეობას და შესაბამის აფექტებს (ეს აფექტი არ გაიგოთ ვიწრო ტერმინოლოგიური გაგებით. არამედ ეთოსთან მიმართებაში როგორც მოიაზრება. როგორც შინაგანი ზნეობრივი აქტის გარეგამოვლენა გადაწყვეტილების, შეფასების, ჩათვლის სახით).
რაც შეეხება ჩემს პასუხს, რაც შესაძლოა რომ ილუზია იყოს (სავსებით გეთანხმებით ზემორე სინამდვილიდან გამომდინარე) და რა საფუძველი გვაქვს (ჩვენივე თავში) იმისათვის, რომ ამა თუ იმ სიტუაციის შეფასებისას, დასკვნისას, აზრის, მსჯელობისსას (დადებითი-უარყოფითი,ჰიპოთეტური და ა.შ. ყველა სახის ლოგიკური სილოგიზმების შმთხვევაში) ჩვენ ილუზიაში არ ვიმყოფებით? გვაქვს კია ამ მდგომარეობაში არ შესვლის, ანდა შესვლისთანავე დაფიქსირებისა რომ ჩვენ ილუზიაში აღმოვჩნდით?
მისი შემქმნელი (შემქმნელები) ხომ გაცილებით მაღალი რანგის არსებანი არიან ვიდრე ჩვენ?
მოდით, ზემორე მაგალითის გათვალისწინებით დავაკვირდეთ სიტუაციას და გავაანალიზოთ.
ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა აქ დადო მაგალითი, რაც შეგვიძლია რომ განვიხილოთ როგორც სწორედ რომ ილუზიის მაგალითი.smile.gif
არადა, ის მოყვანილი იქნა როგორც ილუზიის მხილება.smile.gif

ის ყველაფერი რაც ზემოთ ვთქვი, არ შეიძლება რომ ჩაითვალის ილუზიად, რადგან მე არავითარი დასკვნა არ გამიკეთებია.
ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ განვიხილოთ (თუ გსურთ) ეს თვალსაჩინოება და ამის შემდეგ ვუპასუხებ თქვენს შეკითხვას.
თუ რატომაც ვუპასუხებ მხოლოდ "ამის შემდეგ,"ვფიქრობ, თქვენთვის სავსებით გასაგებია.smile.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #67018 · Replies: 113 · Views: 115,513

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 17 2012, 01:22 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


QUOTE
მაგრამ მგონი ბევრი არაფრის მომცემია ეს ყველაფერი.

ძალიან ბევრის მომცემია. კერძოდ:
წინარე რეინკარნაციის (რეინკარნაციების) "გახსენება" ანუ დანახვა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცნობიერება გახდა უწყვეტი. ჩვენ ხომ, ფაქტობრივად ამნეზიაში ვიმყოფებით. ჩვენი ეთერული სხეული -აზროვნების (სულიერი) მეხსიერების( სულიერი) სიცოცხლის (სულიერი) შემოქმედების (სულიერი) სხეული მიჯაჭვულია ფიზიკურ-მატერიულ სხეულზე და ჩათრეულია მატერიის სიღრმეში. ამიტომ ის მოწყვეტილია სულიერი პროცესების ცნობიერ აღქმას.
თუ, და როცა ჩვენ ჩვენი თავისუფალი ნებით და დაუცხრომელი მისწრაფებით შეუფერხებელი სულიერი განვითარებისაკენ დავიწყებთ მსვლელობას, რაც ნიშნავს კომპლექსურ დამოკიდებულებას ჩვენი ფიზიკურ-მშვინვიერ-სულიერი არსებისადმი და შესაბამისი პოზიციების განხორციელებას, მაშინ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სხეულებრივ გარსების დარღვეული წონასწორობის აღდგენას და უწყვეტი ცნობიერების მიღწევას. ამის ერთ-ერთი შედეგი იქნება ჩვენი საკუთარი თავის დანახვა (ახლა ვერ ვხედავთ) და აგრეთვე დანახვა ჩვენი დაბადებამდელი მდგომარეობისა და საცხოვრისისა. ხოლო ამის შემდეგ სულიერ სამყაროში ყოფნამდელი მიწიერი ცხოვრებისა, ანუ- წინარე რეინკარნაციისა.
რეინკარნაციების დანახვა არის შედეგი და არა მიზანი, თუმცა სულიერი თვალისა და უწყვეტი ცნობიერებისათვის ეს ერთია.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #67015 · Replies: 329 · Views: 143,080

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 17 2012, 01:10 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


QUOTE
როდესმე ფიზიკურსაც დაეტყობა ეს ნგრევა

უკვე ეტყობა. ადამიანი გახდა უძლური. მისი ნებელობა სრულიად დაქვემდებარებულია, პარალიზებულია არიმანული სამყაროს მიერ.
  Forum: სწორი კვება · Post Preview: #67014 · Replies: 431 · Views: 240,329

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 17 2012, 01:09 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


adamiani
QUOTE
ყველანაირი ეგოისტური კვება დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს სულიერ ორგანიზმზე და როდესმე ფიზიკურსაც დაეტყობა ეს ნგრევა.
დასტურ. ეს იცოდნენ ბრძენმა ქართველებმა: "მარტო კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო"
QUOTE
ყველაფერი რასაც ადამიანი აკეთებს- მათ შორის საკვების მიღებაც არის მაგიური ქმედება

დასტურ, დასტურ. მაგიური. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. გარკველი ცოდნით (ვარჯიშებით) ჩვენში შემავალი ელემენტებს ჩვენ შეგვიძლია შევძინოთ ქმედითი იმპულსები, რაც ნივთიერებათა ცვლის მეშვეობით ჩვენი ნებელობიდან აღიძვრება. ადამიანს სასწაულების მოხდენა შეუძლია ამით და ასე. თქვენ ეს იცითsmile.gif
QUOTE
ყოველთვის მოვიწვიოთ ანგელოზები და ქრისტე.

ადამიანის გამჭოლ wub.gif
  Forum: სწორი კვება · Post Preview: #67013 · Replies: 431 · Views: 240,329

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 12 2012, 07:13 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


ამ წუთამდე მას არ უხსენებია არც თავისუფალი ნება და არც სიყვარული!
smile.gif
ის მხოლოდ აზროვნებაზე საუბრობს (არა, არ საუბრობს, ბრალმდებლობსbiggrin.gif )

რავიცი, სიყვარული არაა მანდ, რასაც საუბრობს. ნახსენებიც არსადაა. მისი ძალები, რომლებიც ადამიანშია, რაც მიეცა ადამიანს და რისი მეოხებითაც გადარჩება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #66877 · Replies: 113 · Views: 115,513

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 12 2012, 06:57 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ის ბრალს სდებს გამოთაყვანებულ ხალხს მაგრამ არაფერს ამბობს გამომთაყვანებლებზე (ჯერჯერობით არ უთქვამს. მე გზადაგზა ვაფიქსირებ კომენტარს, მომიტევეთsmile.gif )
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #66874 · Replies: 113 · Views: 115,513

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 12 2012, 06:52 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


რატომ ყვირის ეს ქალი ასე და ვის ადანაშაულებს?
ვინ მიანიჭა ბრალმდებლის უფლებამოსილება?


  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #66873 · Replies: 113 · Views: 115,513

Τρισμέγιστος...
Posted on: Feb 10 2012, 08:54 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600


Самое лучшее в воскресном дне — это вечер субботы.biggrin.gif
  Forum: გამონათქვამების ... · Post Preview: #66796 · Replies: 8 · Views: 12,521

9 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 25th April 2024 - 08:51 AM