ადამიანი და მისი 'მთავარი იარაღი', თემა ეხება ფიქრს. |
ადამიანი და მისი 'მთავარი იარაღი', თემა ეხება ფიქრს. |
Jun 11 2018, 10:09 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბავშობიდან მესმის უფროსებისგან, ასჯერ დაფიქრდი და ერთხელ გაჭერიო.
ბევრჯერ ბევრი ფიქრი პირიქით გზას მიბნევდა, მაბნევდა, ვკარგავდი სპონტანურობას და თითქოს მექანიკურად გამომქონდა გადაწყვეტილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მცდარი იყო. რა არის ფიქრი? ფიქრი რომელიც გაღვიძებიდან დაძინებამდე არ ჩერდება და დღეში ათასობით მოედინება როგორც ღრუბელი. დაგიჭერიათ თქვენი თავი სიბრაზეში ან შიშში და დაფიქრებიხართ საიდან წამოვიდა(რას მოყვა) ეს ემოციები? იქნებ ფიქრს მოყვა? შენ მშვიდად იჯექი კარგად გრძნობდი თავს და უცებ გეშინია ან ვიღაც გეზიზღება ან პირიქით გინდა ვიღაცას მოწონდე ან უყვარდე, მაგრამ ჩემი აზრით მთელი ამბავი იმაშია რომ ეს ყველაფერი ფიქრია და არა შენ. ახლა კი მთავარი კითხვა: საიდან იბადება ფიქრი? შეუძლია თუ არა ადამიანს ფიქრი წარსულის(ინფორმაციის,გამოცდი ლების) გარეშე. მეორენაირად რომ ვთქვა თუ ადამიანმა მთლიანად დაკარგა გონება და აზრზე მოვიდა, შეუძ₾ია მას ფიქრი? რა თქმა უნდა არა. ფიქრი სხვა არაფერია თუარა ჩვენში დაგროვილი ინფორმაცია და გამოცდილება. ეს ინფორმაცია და გამოცდილება მთელი დღე თავში გვიტრიალებს რაღაც კომბინაციებს რაც არ გვასვენებს. ყველაზე ჭკვიან და განათლებულ ადამიანმაც კი სამყაროს 0.0000000000001% იცის. ანუ ფაქტიურად არაფერი არ იცის და ამ მდგომარეობიდან ჩვენ გვინდა გადავწყვიტოთ ცხოვრებისეული პრობლემები? გადავწყვიტოთ როგორ ვიცხოვროთ? რაც უფრი ვუკვირდები ამას მით უფრო ვრწმუნდები რომ ფიქრი მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში გამოდგება იარაღად(ორმოს ამოთხრა, ტრიგონომეტრიის ამოხსნა) მაგრამ ცხოვრებაში ფიქრი პირიქით კონფლიქტში გვაგდებს, შენ ვეღარ ცხოვრობ აქ და ახლა, შენ მუდამ წარსულში და მომავალში ხარ. ფიქრი არ არის მთავარი იარაღი, ის კონფლიქტის მთავარი მიზეზია, ამაში დავრწმუნდი მას შემდეგ რაც რეფლექსია მქონდა ჯიდუ კრიშნამურტის მთავარ თეზისზე ფიქრზე-როგორც უედურების მთავარ მიზეზზე. რას ფიქრობთ? ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა, ეს თემა ყველას ეხება. |
|
|
Jun 11 2018, 11:15 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ichi
არამარტო შენთვის, არამედ მგონი ყველასთვისაა საინტერესო და აუცილებელი თემა. გეთანხმები თემის განხილვისას და ძალიან მომეწონა, როგორც ჩამოაყალიბე მთელი სათქმელი. ფიქრები მართლაც თითქოს თუ არ მართე, შეიძლება არ იყოს კარგის მომტანი. ფიქრები ჩვენი სამართავი უნდა გავხადოთ. მე პირადად ხშირად მიმიღია გადაწყვეტილება დაუფიქრებლად, რაღაც აზრი გაიელვებს ხოლმე თავში, თითქოს ნათებასავით და საერთოდ არ მიფიქრია და დაუფიქრებლად გავყოლილვარ ამ ფიქრს და გრძნობაც კარგი მქონია და არასოდეს არ მინანია ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება. ხოლო როცა მიფიქრია, ასე თუ ისე, ასე თუ ისე, ხშირად ჩამიდენია მაგ დროს შეცდომა. |
|
|
Jun 12 2018, 12:17 AM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგად ჩამოაყალიბე აზრი, მომწონს
ბევრ რამეში გეთანხმები, ხშირად ფიქრი ცხოვრებაში გვიშლის ხელს, ანუ ძალა მიდის ფიქრში და არა მოქმედებაში, მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი, მაინც გვიწევს ფიქრი, ანალიზი, და გადაწყვეტილების მიღება, ამ დროს ორი ძალა პოზიცია ოპოზიცია იბრძვის, გვინდა არ გვინდა ვდგებით ხოლმე მსგავს სიტუაციებში, საჭირო რომ არ იყოს ფიქრი და აზროვნება არც იარსებებდა, იქნებ ეს განვითარების ეტაპია, იმ თამაშში რომელშიც ჩაბმულნი ვართ და რომელსაც ცხოვრება ქვია, ეს ყველაფეტი არის და ეს ფაქტია, გამოსავალი ალბათ არის ის რომ მივხვდეთ გავაღვიძოთ დამკვირვებელი, რომელიც ყველაფერს აღიქვამს როგორც ბუნებრივ მოვლენას არ დაუწყებს საკუთარ თავს ბრძოლას და მიიღებს სამყაროს ისეთს როგორიც არის |
|
|
Jun 12 2018, 11:39 AM
Post
#4
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
საჭირო რომ არ იყოს ფიქრი და აზროვნება არც იარსებებდა საჭიროა ოღონდ ისეთ სფეროებში რასაც 'ზომავ'. მაგალითად ამოსახსნელი მაქვს ამოცანა, ვსწავლობ ინგლისურს, ვთხრი ორმოს, ვიღებ მართვის მოწმობას და ა.შ. მე სხვა რამეზე მაქვს საუბარი, მე ვამბობ ფიქრით როცა გეგმავ ცხოვრებას, როცა ფიქრს შემოაქვს არასაჭირო ემოცია და ამ ემოციის მონებად გვაქცევს, მაგალითად ფიქრობ რა კარგი იქნებოდა ეს და ეს რომ მომხდარიყო ან პირიქით, გეშინია ვაითუ ეს არ მოხდესო, ეს მთლიანად კიბოა ჩემი აზრით, გინდ კარგი გინდ ცუდი, მთლიანად გაგდებს რეალობიდან. ეს დაავადება მემგონი 99.99% ადამიანებისას გვჭირს, ჩვენ არ შეგვიძლია აქ და ახლა ცხოვრება. ამ წინაღობის გარღვევა არის თავისუფლების და ჰარმონიის ერთ-ერთი გადამწყვეტი ასპექტი. ფიქრი ყოველთვის შეზღუდულია, შენ მოქმედებნ და წყვიტავ შენს ცხოვრებას ძალიან მცირე ინფორმაციაზე დაყრდნობით და შედეგიც სახეზეა, კომფლიქტშია დედამიწის დიდი უმრავლესობა, როგორც საკუთარ თავთან ისე სხვებთან, ეს გადის ქვეყნების დონეზე და ხდება ომები. ფიქრი საჭიროა, მაგრამ კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებში, ის არ უნდა აგვაცოცდეს და ჩაგვყლაპოს, სამწუხაროდ დილიდან რომ ვიღვიძებ და ვაკვირდები ჩემს თავს, ისეთი უაზრო ფიქრები მომდის 'ფონზე' რომ აი ვერ გეტყვი, ყოველთვის წარსულიდან. როგორ უნდა 'ამოაგდო' ეს არის ნომერი ერთი საკითხი. ენერგია სჭირდება და დაუღალავი დაკვირვება, თUმცა ბევრჯერ მცირე დროის მონაკვეთებზე მქონია ისეთი რეფლექსია რომ არ 'გაპარულა' არცერთი ფიქრი. როცა ხვდები რომ ფიქრი შეზღუდულია და აკვირდები, გეგონება ქრება, ანუ მართლა ქრება და რჩება მარტო შეგრძნების ორგანოები. |
|
|
Jun 12 2018, 05:10 PM
Post
#5
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ichi
გეშინია ვაითუ ეს არ მოხდესო, ეს მთლიანად კიბოა ჩემი აზრით, გინდ კარგი გინდ ცუდი, მთლიანად გაგდებს რეალობიდან. ეს დაავადება მემგონი 99.99% ადამიანებისას გვჭირს, ჩვენ არ შეგვიძლია აქ და ახლა ცხოვრება. ყველა დაავადებას თავისი ძირი აქვს, კიბო თურმე გამოუხატავი ემოციის გამო ჩნდება. ანუ უჩნდება იმ ადამიანს, ვინც არ ამბობს და გულში იკლავს თავის დარდს. ადამიანი რომელიც არ გამოხატავს. ადამიანი რომელიც მხოლოდ „ფიქრობს“ ამა თუ იმ პრობლემას. |
|
|
Jun 13 2018, 10:33 PM
Post
#6
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano საჭიროა ოღონდ ისეთ სფეროებში რასაც 'ზომავ'. მაგალითად ამოსახსნელი მაქვს ამოცანა, ვსწავლობ ინგლისურს, ვთხრი ორმოს, ვიღებ მართვის მოწმობას და ა.შ. მე სხვა რამეზე მაქვს საუბარი, მე ვამბობ ფიქრით როცა გეგმავ ცხოვრებას, როცა ფიქრს შემოაქვს არასაჭირო ემოცია და ამ ემოციის საკუთარ თავთან ისე სხვებთან, ეს გადის ქვეყნების დონეზე და ხდება ომები. ფიქრი საჭიროა, მაგრამ კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებში, ის არ უნდა აგვაცოცდეს და ჩაგვყლაპოს, სამწუხაროდ დილიდან რომ ვიღვიძებ და ვაკვირდები ჩემს თავს, ისეთი უაზრო ფიქრები მომდის 'ფონზე' რომ აი ვერ გეტყვი, ყოველთვის წარსულიდან. როგორ უნდა 'ამოაგდო' ეს არის ნომერი ერთი საკითხი. ენერგია სჭირდება და დაუღალავი დაკვირვება, თUმცა ბევრჯერ მცირე დროის მონაკვეთებზე მქონია ისეთი რეფლექსია რომ არ 'გაპარულა' არცერთი ფიქრი. როცა ხვდები რომ ფიქრი შეზღუდულია და აკვირდები, გეგონება ქრება, ანუ მართლა ქრება და რჩება მარტო შეგრძნების ორგანოები. კი გეთანხმები ბევრ რამეში, ეგოისტური ფიქრებია გამანადგურებელი, მაგალითად როცა ზომავ და წონი, მე იმაზე მეტი მინდა, მე უფრო კაი, მე ვაჯობე, და ამგვარები. როცა მუდმივ შეჯიბრად აქცევ ყოველივეს რომ ყოველთვის ყველას ჯობდე, მუდმივ საკუთარ თავზე ფიქრი, თუ ფიქრს და ყურადღებას სხვაზეც გადავიტანთ, ვკითხავთ როგორ არის, გაგვახსენდება რიმ ის ადამიანი რაღაცად აკეთებდა და ხომ არ მივეხმაროთ, ან უბრალოდ დრო დავუთმოთ ელემენტარულად მოვუსმინოთ და გაგებით მოვეპყრეთ. გააჩნია როგორ წარვმართავთ ფიქრს. ფიქრიც და ემოციაც ჩვენ უმდა ვმართოთ ჩემი აზრით |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 07:08 AM |