IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> легенды
Guru
post Mar 13 2010, 12:22 AM
Post #21


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 440
Joined: 21-October 09
From: Malta
Member No.: 6,056

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

სიუგენდო ,იაპონური ბუდიზმის განხრა .

ტენგუ - ადამიანი აჩრდილი.

მარისიტენი - მისტიკური მეომრების დამცველი ღვთაება.

გარუდა - რწმენის მცველი.



Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 13 2010, 09:18 AM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გარუდა ღვთაებრივი ფრინველია (არწივის თავით), რომელიც ასე ვთქვათ ღმერთის ტრანსპორტის ფუნქციას ასრულებს (და სხვა ფუნქციებსაც). უზარმაზარი ზომისაა და შეუძლია პლანეტათა შორის გადაადგილება როგორც მატერიალურ, ისევე სულიერ სამყაროში (მიეკუთვნება ვედურ მითოლოგიას).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 26 2010, 10:10 PM
Post #23


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გერმანული მითოლოგია

ბალდერი
(მზის ღმერთი)
ერთხელ ბალდერმა საშინელი სიზმარი იხილა. იგი აზებთან მივიდა და უამბო ყველას: `ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო~.
აზები შეიკრიბნენ და დაიწყეს თათბირი, როგორ ეხსნათ ყველასათვის საყვარელი ღმერთი. ბოლოს აზებმა გადაწყვიტეს ყველა ცოცხალი არსებისათვის ეთხოვათ მშვიდობა მზის ღმერთისათვის.
ადგა ამაღლებული ქალღმერთი ფრიგი, სამყაროებში გავიდა, ყველა მხარე დაიარა და თავისი საყვარელი შვილისთვის წყალობა ითხოვა. ყველამ წმინდა ფიცი დადო, რომ ბალდერს შეიბრალებდნენ.
გახარებული დაბრუნდა ქალღმერთი ასგარდში და აზებს ახარა, რომ ყველამ შეჰფიცეს, ბალდერს არას ვავნებთო.
ოდინმა გადაწყვიტა ჯოჯოხეთში ჩასულიყო, რათა შვილის ბედი სეეტყო. ოდინმა იხილა შავეთის დედოფლის ჰელის ციხე, ჯოჯოხეთის ძაღლი გრიმი. დაინახა განათებული დარბაზი, რომლის კარი ღია იყო სულებისათვის. საპატიო ადგილი იყო დარბაზის შუაგულში გამოყოფილი კეთილი სულებისათვის.
ოდინი მიადგა ჯადოქარი ქალის ვალას სამარეს, გააღვიძა და ჰკითხა, ვის ელოდნენ სასახლეში.
_ ბალდერს ელიან. ბალდერი სიკვდილისაა და მალე ჩამოვა ჰელის სასახლეში. _ მიუგო ბუმბერაზმა ქალმა.
აზგარდში კი დიდი სიხარული იყო. აზები ზეიმობდნენ მზის ღმერთის გადარჩენას. ხან შუბს აძგერებდნენ, ხან მახვილს ურტყამდნენ, მაგრამ მას არაფერი მოსდიოდა.
მხოლოდ ლოკის გული ივსებოდა შურით და გადაწყვიტა მოეკლა ბალდერი, რადგან ეჯავრებოდა იგი. ლოკი ქალად იქცა და ქალღმერთ ფრიგს ესტუმრა. მან ქალღმერთს ათქმევინა, რომ ყველამ დადო ფიცი მის წინაშე ფითრის გარდა.
ლოკი ვალჰალში დაბრუნდა. მონახა ფითრი, ტოტი შეატეხა და წვერი წაუმახა. შემდეგ მონახა ბრმა ღმერთი ჰოდერი და ჰკითხა, რატომ არ ერთვებოდა თამაშში. იგი მიეხმარა ჰოდერს, რომელმაც ფითრის ისარი ესროლა ბალდერს და ისიც გულგანგმირული დაეცა მიწაზე.
ბალდერის კუბო მისსავე გემზე რინგჰორნზე დაასვენეს. მარტო ღმერთები კი არა, ბუმბერაზები და ჯუჯებიც მიჰყვებოდნენ ნეშტს და დასტიროდნენ ბალდერს.
ქალღმერთ ნანას, ბალდერის მეუღლეს, გული გაუსკდა და სული განუტევა, როცა გემი და ზედ დანთებული კოცონი დაინახა. ორივე მიცვალებული გვერდი-გვერდ დაასვენეს, გემი ზღვაში შეაცურეს და ქარმა თავის ნებაზე წაიყვანა. როცა გემი დაიწვა, ღმერთები დამწუხრებულები დაბრუნდნენ ასგარდში.
ფრიგმა სთხოვა ღმერთებს, წასულიყვნენ ჰელისთან და ეთხოვათ მისთვის, რომ ნებისმიერი გამოსასყიდის ფასად დაეთმოთ ბალდერი. ეს საქმე ჰერმოდმა ითავა. იგი ჩავიდა საიქიოში, ბალდერი და ნანა ინახულა, შემდეგ კი ჰელის ეახლა და ფრიგის თხოვნა გადასცა.
ჰელმა მიუგო: _ თუ ღმერთები და ადამიანები, ყვლა არსი და საგანი ქვეყნიერებისა, ცოცხალი თუ მკვდარი, ბალდერისათვის გულწრფელად იტირებს, მაშინ შემიძლია მისი დაბრუნება მზის სამეფოში. ხოლო თუ ერთი სულიერი მაინც გამოჩნდა, ვინც უარს იტყვის მისთვის ცრემლის დაღვრაზე, მაშინ ბალდერი ვერასოდეს გადალახავს ჩემი სამეფოს კარიბჭეს.
ჰერმოდმა ღმერთებს უამბო ყველაფერი. აზებმა ქვეყნიერებას სთხოვეს ეტირა. ბალდერისათვის ატირდნენ ადამიანები და მხეცები, ხეები და ბუჩქები, ქვა და მიწა, ცეცხლი და წყალი, ბუმბერაზები და ჯუჯები.
ბოლოს იპოვეს ერთი ბუმბერაზი ქალი თოკი, რომელმაც არ ისურვა ბალდერის გამო ტირილი (ეს იყო გადაცმული ლოკი) და ბალდერი სამუდამოდ ქვესკნელში დარჩა.

(გაგრძელება)

ლოკის ბრალად ედებოდა ბალდერის მოკვლა და შურისძიებისგან თავდასაღწევად დამალვა გადაწყვიტა. იგი კალმახად იქცა და მდინარეში დანავარდობდა, მაგრამ თორმა შეძლო მისი დაჭერა ბადით.
ლოკი ღმერთებმა ერთ დიდ გამოქვაბულში მიიყვანეს და სალი კლდის სამ ქიმზე მიაჯაჭვეს. გულაღმა მიჯაჭვული ლოკის ზემოთ ერთი ასპიტი დააკრეს. მისი პირიდან გამოყოფილი შხამი განუწყვეტლივ ეწვეთებოდა ლოკის სახეზე და აუტანელ ტკივილს აყენებდა.
ზიგინმა, ერთგულმა ცოლმა, არ მიატოვა ლოკი. მან ფიალა აიღო და გველის შხამს მასში აგროვებს. როცა ფიალა აივსებოდა, გადაღვრიდა და ისევ შეუშვერდა. ვიდრე გადაღვრიდა, გესლი ეცემოდა ლოკის სახეზე და ღმერთი ტკივილისაგან დაიგრიხებოდა და მაშინ ხდებოდა მიწისძვრა.
ასე მიჯაჭვული უნდა ყოფილიყო ლოკი ოდინის მოდგმის ღმერთების დაღუპვამდე.


ბალდერი



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 26 2010, 10:11 PM
Post #24


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ლოკი (ამირანის ელემენტებით) smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kaspar Hausser
post Mar 26 2010, 10:31 PM
Post #25


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 555
Joined: 25-December 08
From: Last Homely House
Member No.: 5,888

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუ მეზარება ეხლა თორე კარგ რაღაცეებს დავამატებდი ამ სტატიას.. smile.gif
პატარ-პატარა გაპარული ლაფსუსებიც აღმოიფხვრებოდა.. smile.gif


--------------------

A Bereth thar Ennui Aeair!
Calad ammen i reniar
Mi 'aladhremmin ennorath.
A Elbereth Gilthoniel
I chin a thûl lín míriel...


მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 26 2010, 10:36 PM
Post #26


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ გეზარება... wink.gif ძალიან ლამაზი მითები აქვთ...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Mar 28 2010, 06:29 PM
Post #27


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხური

კოპალა

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, მთელი არაგვის ხეობა, ჟინვალიდან დაწყებული მათურა-წუბროვანის მთებამდე, დევებით ყოფილა დასახლებული. იმდენად გამრავლებული ყოფილან დევები, რომ ხალხი შიშით კარში ვეღარ გამოდენილა, გუთანი ვერ გამოუტანია და უშიშრად ვერც ცხვარ-ძროხა უძოვებია. სადაც კი მოახელთებდნენ დევები ხალხს და საქონელს, დაიჭერდნენ, მორეკავდნენ მთავარ სიმაგრეში და ერთ წუთში გადასანსლავდნენ.

მთავარი ციხე-სიმაგრე ხევსურეთის ერთ მთაზე ჰქონიათ, ამ მთას დღესაც ციხეგორი ჰქვია. ციხეგორში ჰყოლიათ თავიანთი უფრო ცხრათავიანი დევი, სახელად ბაჭიჭაური. თურმე დაჭერილი ხალხი და ცხვარ-ძროხა ჯერ იმასთან მიჰყავდათ, ის ამოარჩევდა ყველაზე საუკეთესოებს და დანარჩენს ხელქვეითებს უტოვებდა შესაჭმელად.

ერთხელ ერთი ქვრივი ქალი ტყეში ფიჩხზე წავიდა და თან თავისი პატარა ბიჭი კოპალაც წაიყვანა. მოასწრეს დევებმა, შეიპყრეს ორივე დედა-შვილი და ბაჭიჭაურს მიჰგვარეს. ბაჭიჭაურმა ქალი მაშინვე გადასანსლა, ბიჭი კი ცოცხალი დატოვა, - ჯერ გაიზარდოს და მერე შევჭამო.

ჩავარდა ამ დღიდან კოპალა დევების ხელში. დევები პატარა ბიჭს უმოწყალოდ იმსახურებდნენ - ხან წყალს მოატანინებდნენ, ხან შეშას და თან სულ თავში უტყაპუნებდნენ. კოპალას ძალიან სწყინდა დევების ასეთი თავგასულობა, მაგრამ პატარა იყო, ძალადობა არ შეეძლო და ითმენდა.

ამ ტანჯვა-წვალებით გაიზარდა და კარგი თვალტანადი ვაჟკაციც დადგა. უკვე ვეღარ იტანდა დევების თარეშს ხალხზე და დღე და ღამე სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა. მაგრამ რა შეეძლო, დევებს რით გაუმკლავდებოდა?

ადგა ერთ უკუნეთ ღამეს კოპალა და ციხეგორიდან გაიპარა, გადაიარა მთები, ტყეები, ხევები და მდინარე ივრის პირას, იხინჭის მონასტერში მივიდა. დადგა იქ ბერებთან და დაიწყო ლოცვა. დღე და ღამე ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, იმდენი ღონე მომეცი, რომ დევებისათვის სამაგიეროს გადახდა შევძლოო.

ღმერთი თვითონაც განრისხებული იყო დევებზე, რომ ხალხს ასე უდიერად ანადგურებდნენ, და კოპალას ვედრება შეისმინა, - მისცა სამოცი უღელი ხარის ღონე და ერთი ცეცხლის მფრქვეველი საომარი ლახტიც აჩუქა. კოპალამ მკლავში ღონე იგრძნო. ჯანის გამოსაცდელად ეკლესიის წინ მდგარ უზარმაზარ იფნის ხეს მისწვდა და ძირფესვიანად მოგლიჯა. რაკი თავის იმედი დაიჭირა, აღარ დააყოვნა, იმავ დღეს მონადურულად ჩაიცვა და ციხეგორს ესტუმრა. ნაცნობმა დევებმა კოპალა ვეღარ იცნეს, მართლა მონადირე ეგონათ და იმისი მისვლა ძალიანაც გაუხარდათ, - საკბილო თავისი ფეხით მოგვივიდაო.

გათენდა მეორე დილა და დევებმა ჩვეულებრივ შეჯიბრი გამართეს - მოიტანეს ორმოცფუტიანი საჯილდაო ქვა და სროლაში გაიჯიბრნენ. ზოგი შორს ისროდა, ზოგი - ახლოს. კოპალა მივიდა და განგებ მორიდებულად სთხოვა, - მეც მასწროლონეთო. - დევებმა სიცილად არ იკმარეს, - შენ რა ხარ და შენი გასროლილი ქვა რაღა უნდა იყოსო.

დევებში ხუთი ძმა მჭედელი იყო. იმათ გამოუტანეს კოპალას რკინის გრდემლი და ერთი ნაჯღანი ცული და უთხეს:

- თუ ამ ცულით ამ რკინის გრდემლს ნაფოტს ააძრობ, ქვასაც გასროლინებთო. - დევები, რა თქმა უნდა, დასცინიან, ჰგონიათ, რომ კოპალა ცულსაც ვერ დასძრავს, მაგრამ მოტყუვდნენ, კოპალამ ერთი შემოკვრით გრდემლიც ფუტუროსავით გახლიჩა და ცულიც ზედ მიაფშვნიტა. ახლა კი შეკრთნენ დევები და ფერი ეცვალათ: ეს ვიღაც სასიკეთოდ მოსული არა ჩანს და ჯობია, მშვიდობიანად მოვიცილოთ თავიდანო.

- რა გინდა, ჩვენთან რატომ მოხვედიო? - ჰკითხეს ბოლოს.

- რა მინდა და ეს ადგილი ჩემი საკუთრებაა და დღეიდან აქედან უნდა აიყაროთო, - მიუგო კოპალამ.

- მაშ, შევეჯიბროთ და ვინც აჯობოს, ციხეგორიც იმას დარჩესო, - უთხრეს დევებმა.

- შევეჯიბროთო, - დათანხმდა კოპალა.

წამოიღეს საჯილდაო ლოდები და უძილაურთის ვაკე მთაზე, ირემთ-კალოზე გამოვიდნენ. გამოვიდნენ და გასძახეს ფშავ-ხევსურეთის მთებში მცხოვრებ დევებს, - მოდით და მოწმეებად დაგვესწარითო.

ყველაზე დიდი და ღონიერი დევები ივრის კუდებიდან მოსულან. ირემთკალოს ვაკეზე დიდი სიპები დაუწყვიათ, რომ ქვის სროლის დროს ფეხები მიწაში არ ჩაფლობოდათ. ირემთ კალოზე ახლაც ისევ აწყვია ის სიპები. შემდგარან დევები ზედ და დაუწყიათ სახლისოდენა ლოდების ციხეგორისაკენ სროლა. ციხეგორში დევებს ჩუმად ქაჯები დაუყენებიათ, - თუ ვინიცობაა, კოპალამ გვაჯობოს, იმისი ნასროლი ქვა უკან გადმოაგორეთო.

კოპალას ნასროლი ქვა სამოცი ნაბიჯით შორს დაცემულა. მისცვივნიან მაშინვე ქაჯები და გადმოუგორებიათ, მაგრამ ბოლომდე ვერ ჩამოუტანიათ, ერთ-ერთი დევის ნასროლ ქვას წამოსდებია და გაჩერებულა. ეჯაჯგურებიან ქაჯები, უნდათ, როგორმე გადმოაცილონ ქვას და სულ ბოლოს მოაქციონ, მაგრამ სულ ტყუილად - ძვრას ვეღარ უშვრებიან. ამ დროს დევებიც და კოპალაც მისულან ნასროლის სანახავად და შესამოწმებლად. კოპალა მიხვედრილა დევების გაიძვერობას და უფრო გაჯავრებულა, ჯერ ის ქაჯები დაუხოცია ქვასთან, - ის ქვები დღესაც ისევ ისე აწყვია. - მერე დარევია თავისი ცეცხლისმფრქვეველი ლახტით დევებს და სულერთიანად ამოუჟლეტია.

დამკვიდრდა ამ დღიდან კოპალა ციხეგორში, თავს ნადირობით ირჩენდა და დევების თარეშისაგან ხალხს საიმედოდ იცავდა, სადაც კი დევებს დაიგულებდა, თავისი ლახტით უმალ იქ გაჩნდებოდა და მუსრს ავლებდა.

ციხეგორელი დევების შემდეგ ყველაზე მეტად კართანელი დევები იყვნენ გამხვივნებული და ხალხიც უფრო მათ უწვალებიათ. კართანა ჩერგლისა და მაღაროსკარს შუა, მდინარე არაგვის ვიწრო გასასვლელს ჰქვია. დევებს მდინარის მარჯვენა ნაპირზე ჰქონიათ ციხე-სიმაგრე. საფშავ-სახევსურეთო გზა სწორედ მათი სახლის წინ გადენილა, ეს გზა შეკრული ჰქონიათ და ზედ მგზავრი არ გაუტარებიათ. კართანელ დევებში ყველაზე ღონიერი და განთქმული სამი ძმა ყოფილა, უფროსი - შავშალიკა, შუათანა - ავთანდილი და უმცროსი - მიგრი. გაუგონიათ ამ ძმებს ციხეგორელი დევების გაჟლეტის ამბავი და განრისხებულან. შავშალიკას უთქვამს ძმებისთვის: წავალ და იმ ვიღაც კოპალას, თუ ვერ მოვკლავ, ბიძაჩვენის საჯდომ ქვას მაინც წავართმევო.

წავიდა შავშალიკა და ციხეგორს იმ დროს მივიდა, როცა კოპალა შინ არ იყო, - სანადიროდ იყო წასული. შემოახვია თოკი შავშალიკამ ბიძის საჯდომ ქვას, წამოიკიდა ზურგზე და გამოიტაცა.

დაბრუნდა კოპალა სანადიროდან, ნახა, ქვა აღარსად არის, მიხვდა, ვისი ოინიც იქნებოდა და მაშინვე კვალზე გამოჰყვა. მოეწია კართანასთან, სადაც ახლა ის ქვა დევს და შორიდანვე ლახტი ესროლა. ლახტმა დევს თავზე გადაუარა, მოხვდა კლდეს და უზარმაზარი გამოქვაბული გააკეთა. შავშანიკამ ჭახანი რომ გაიგონა, მიხვდა, კოპალა მომდევსო, ქვა ძირს დაადგო და გაქცევა დააპირა, მაგრამ მოასწრო კოპალამ, სტყორცნა მეორედ ლახტი და ადგილზევე სული გააფრთხობინა.

კოპალამ ქვა იქვე დატოვე და თვითონ დევების ციხე-სიმაგრესთან ავიდა. ქვა დღესაც არაგვის პირას დევს. ქვის გვერდით ერთ მოგრძო გორაკს დღესაც დევის საფლავს ეძახიან.

ციხის ბანზე შავშალიკას დედა იჯდა, წინ ჯარა ედგა და მშვილდის გასაბმელ ბაწარს გრეხდა. ხვიოდა ჯარა და მისგან ატეხილი ქარისაგან მთელი ტყე ბალახივით ილასტებოდა. დაინახა დევების დედამ კოპალა და დაცინვით ჩამოსძახა:

- რა მოსულხარ ეს ბუზის ტოლა, მოდი კალთაში შემომეფარე, ან ჯარამ არ აგიხვიოს და ან ჩემმა შვილებმა არ მოგასწრონ, თორემ კბილის საჩიჩქნად არ ეყოფიო.

- სად არიან შენი შვილებიო? - ჰკითხა კოპალამ.

- ავთანდილი, აგე, იმ მთაზე წავიდა სანადიროდ. - უთხრა დევების დედამ და პირდაპირ ჩაყუდებული ქედი დაანახვა, თან თავმომწონედ დაუმატა, - დედა ენაცვალოს, ალბათ მთის იქით გადავიდა, თორემ იმისი ფეხის ხმაც კი თავზარს დაგცემდაო. მიგრი მიგრიაულის ქედზე ნადირობს, შავშალიკა კი ციხეგორს წავიდა, კოპალას ბიძის საჯდომი ქვა უნდა წაართვასო.

კოპალამ გულში ჩაიცინა და უთხრა:

- დევების დედას, გატყობ, შვილებით თავი მოგწონებია, მაგრამ გაფრთხილდი, ისე არ გაგიხდეს საქმე, რომ თავი მოგძულდესო.

კოპალა და დევების დედა რომ ამ საუბარში იყვნენ, დიყელის მთაზე ავთანდილი გადმოდგა, ცალ მხარზე ირემი ეკიდა, ცალში მშვილდი ეჭირა და შინისაკენ მიდიოდა. დაინახა კოპალამ, ესროლა ლახტი და სული გააცხებინა. ავთანდილი მოსწყდა ადგილს და თავქვე სრიალ-სრიალით გამოქანდა. სწორედ იმის ჩამონაცურზე გაჩნდა ის ღელე, კოპალას ქვის პირდაპირ რომ ჩამოდის. ავთანდილი ხევში ჩავარდა და ლურჯ კლდედ გადაიქცა. ის ლოდიც ისევ იქა დევს.

უცებ ჰაერში რაღაცამ გაიშხუილა და კოპალას გვერდით ტოტებგაშლილი ჭადარი ჩაესო მიწაში წვერით. ახლაღა დაინახა კოპალამ, მიგრი მიგრიაულის მთაზე გადმომდგარიყო და მეორე ჭადარს ამზადებდა სასროლად, მაგრამ კოპალამ აღარ აცალა, დასცეცხლა ლახტი და ისიც შავშალიკასა და ავთანდილის გზას გაუყენა. მერე მათი დედაც მოკლა, ბოლოს შეუვარდა ციხეში და, რაც დევები იყო, სულიერთიანად ამოჟლიტა. დაბრუნდა ისევ ციხეგორში და დაიწყო მშვიდობიანი ცხოვრება, თან ხალხს თვალფხიზლად დარაჯობდა და ხევსურეთის მიწა-წყალზე დევებს არ აჭაჭანებდა.
* * *

სოფელ ბაზალეთში ყოფილა ერთი ძალზე მამაცი და ღონიერი ბიჭი და სახელიც შესაფერისი ჰრქმევია - გულადა. შრომობდა გულადა - ხნავდა, თესავდა და გლეხის კვალობაზე კარგადაც ცხოვრობდა. ერთ დღესაც გააწყო გულადამ ხარ-გუთანი და ბაზალითის ტბის პირას ყანის ხვნას შეუდგა. ერთი მძლავრი ხარი ჰყავდა, მეორე სუსტი - და ხვნა უჭირდა. უცებ ტბიდან დევი ამოვიდა, გულადას ხარის სახით გამოეცხადა და უთხრა:

- გამოუშვი ეგ სუსტი ხარი და მე შემაბიო.

გაუხარდა გულადას და შეაბა. ხარმა ჯერ კარგად გასწია და გუთანი კვალზე სწორად გაატარა. მერე უცბად ტბისაკენ გასწია და ხარ-გუთნის ტბაში ჩათრევა მოინდომა. გულადა მაგრად მოეჭიდა გუთნის ერქვანს, მოსწია და ხარ-გუთანი უკანვე გადმოყარა. დევმა თავი დაიძვრინა გუთნიდან და ისევ ტბაში გაუჩინარდა, ხოლო გულადამ ისევ სუსტი ხარი შეაბა და საღამომდე იმუშავა.

საღამოს, ხარ-გუთანი რომ გაუშვა, ჩამოჯდა იქვე და ქალამნებიდან მიწის გადმობერტყვა დაიწყო. უცებ ტბიდან ისევ ამოვიდა დევი, გულადას ახლა კაცის სახით გამოეცხადა და ჰკითხა:

- გულადას შენ გეძახიანო?

- მეძახიან და ვარ კიდეცო! - მიუგო გულადამ.

- თუ მართლა გულადა ხარ, მაშ დამეჭიდეო, - უთხრა დევმა.

- დაგეჭიდები და დედასაც გიტირებო, - მიუგო გულადამ, წამოუხტა დევს, დაავლო ხელი, წააქცია, დააჯდა მაღლიდან და ყელში წაუჭირა.

დევი შეშინდა და შეეხვეწა:

- ოღონდ ნუ დამახრჩობ და ბედსა გწევო.

- ვინ იქნება იმის მოწმე, რომ პირობას ნამდვილად აასრულებო? - ჰკითხა გულადამ.

- მოწმედ აი ფშარაველის ნიში მომიციაო, - უთხრა დევმა. ფშარაველის ნიში მაშინ ბაზალეთში ყოფილა და დევმაც ის დაიმოწმა. თან გააფრთხილა გულადა, - ოღონდ არ შემარცხვინო, არავის უთხრა, რომ მე წამაქციე, თორემ შენი სიმდიდრე იმავ წამს გაქრება და ფშარაველასაც ბეგრად წელიწადში თითო წყვილ ქალ-ვაჟს დავადებო.

- კარგიო, - დათანხმდა გულადა, აუშვა დევი და წავიდა შინ. შევიდა სახლში და რას ხედავს: სახლი ოქრო-ვერცხლითა და თვალ-მარგალიტით არის გამოტენილი. ჰკითხა ცოლმა გულადას:

- რა ჰქენი ისეთი, ეს სიმდიდრე საიდან გაგვიჩნდაო?

გულადამ უთხრა:

- თავი დამანებე, ნუ მათქმევინებ, თორემ ყველაფერი გაგვიქრებაო.

ცოლი მაინც არ მოეშვა, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ, იმდენი ქნა, იმდენი, რომ ბოლოდ ათქმევინა. გულადამ გააფრთხილა, არსად სთქვაო, მაგრამ დედაკაცის პირში რა გაჩერდება! - გავარდა მეზობლებში და ყველას გააგებინა, - ჩემმა ქმარმა დევი წააქცია და იმიტომ გავმდიდრდითო.

გაიგო დევმა ეს ამბავი და მთელი სიმდიდრე იმავ დღეს გააქრო. ფშარაველასაც ბეგარი დასდო. ყოველ ფშარაობა დღეს ამოდიოდა ტბიდან, სალოცავად მოსულ ხალხში ამოირჩევდა საუკეთესო ქალ-ვაჟს, შეიყვანდა ტბაში და ჭამდა.

შეწუხდა ხალხი, შიშით სალოცავად ვეღარ მოდიოდა. ლანძღავდნენ და საყვედურობდნენ გულადას, - სალოცავს ეს ხარკი შენს გამო დაედოო. გულადა ითმენდა ხალხის საყვედურს, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაუძლო. ერთ ღამეს სახლიდან გაიპარა, ფშარაველის ნიშიც თან წაიღო და ხევსურეთის, ფშავისა და გუდამაყრის სასაზღვრო მთაზე დაამკვიდრა, - იქნებ აქ მაინც ვეღარ მოაგნოს იმ წყეულმა დევმა და ხალხმა მოისვენოსო.

მაგრამ დევი რას მოეშვებოდა, მეორე წელსვე მიაგნო და თავისი ბეგარა მოითხოვა. ასე გაგრძელდა რამდენსამე წელს, მოვიდოდა თუ არა ხალხი სალოცავად, დევიც იმავ წამს იქ გაჩნდებოდა, ამოარჩევდაა წყვილ ქალ-ვაჟს, რომლებიც მოეწონებოდა და იქვე გადასანსლავდა.

არა და არ დაადგა ხალხს საშველი.

ბოლოს ეს ამბავი გაიგო კოპალამ, გამოეწყო მლოცავივით, ლახტი ტანსაცმლის ქვეშ დამალა და ფშარაულის დღეობაში წავიდა. დღეობაზე დიდძალ ხალხს მოეყარა თავი. ფშავ-ხევსურეთიდან და გუდამაყრიდან კაციშვილი არ აკლდა. იკვლებოდა საკლავი და ისმებოდა ლუდ-არაყი. ყველა ლხინობდა და მხიარულობდა, მაგრამ გულში კი არავის ელხინებოდა და დევის გამოჩენას ყველა შიშ-ელდით მოელოდა.

უცებ დევის ღრიალმა მთა შეაზანზარა, იმავ წამს თვითონაც ამოძვრა კლდიდან და მლოცავ ხალხს თავს წამოადგა - საზარელი, ბანჯგვლიანი, ეშვებიანი და თვალებბდღვიალა. კოპალამ ხალხი გააფრთხილა, სანამ მე არ დაგრთოთ ნება, რაც გინდა დაინახოთ, კრინტი არავინ დასძრათო.

დევმა ჩამოუარა მლოცავ ხალხს და ჩამოათვალიერა. ხალხში ერთი ახლადჯვარდაწერილი ქალ-ვაჟი ერია და დევმაც სწორედ იმათ დაადგა თვალი. მაშინ მივიდა კოპალა და უთხრა:

- ქალი ეგ წაიყვანე და ბიჭის მაგიერ მე წამოვალო.

დევმა არ იცოდა, თუ ეს კოპალა იყო, გაუხარდა კიდეც, რომ უფრო მოზრდილი ჩაიგდო ხელში, და დათანხმდა, წაიყვანა ორივენი, ჩასასვლელ ვიწრო კლდესთან რომ მივიდნენ, კოპალას ჰკითხა:

- რა გქვიაო?

- ამე მქვიაო, - მიუგო კოპალამ.

- ჩამიძეხ, ამეო, - უბრძანა დევმა.

- ჩამიძეხ, დევო, - მიუგო კოპალამ.

- ჩამიძეხ, ამეო, - კიდევ გაუმეორა დევმა.

- ჩამიძეხ, დევოო, - არ დაუთმო მაინც კოპალამ.

კარგა ხანს ასე იკამათეს, ბოლოს ისევ დევმა დასთმო და ჩაუძღვა. ძალიან ვიწროში რომ ჩავიდნენ, კოპალამ გამოიღო დამალული ლახტი, შემოუქნია დევს და თავი გააგდებინა. დაგორდა თავი თავქვე და ატეხა ყვირილი: - გავსკდი, გავსკდიო!

როცა კოპალა ხალხს აფრთხილებდა, ხმა არ ამოიღოთო, ერთი ქალი მაშინ იქ არ იყო. წყაროზე იყო წასული და კოპალას ნათქვამი არ მოუსმენია. წყაროდან მომავალმა დაინახა დაგორებული დევის თავი და მიაძახა:

- ადრე გასახეთქი იყავ და გასკდი და გაცამტვერდიო!

ამის თქმა და, თავის გახეთქვა ერთი იყო, თავი ოთხად გაიპო, გაპობილი თავიდან ქვის სეტყვამ იხუვლა და მთელი ხალხი დაფარა. შიშველ მთაზე აბა რა დაიფარავდა.

ახლაც ფშარაოს მთის ვაკე წვერზე სამი სასაფლაოა, ერთში ფშაველები მარხია, მეორეში - ხევსურები და მესამეში - გუდამაყრელები. ის ქვის სეტყვაც - შავი უზარმაზარი ლოდებიც იქვე ყრია. მართალია, ამ დღიდან დევის ბეგარისაგან ხალხი საბოლოოდ გათავისუფლდა და ფშარაულას ხეობაც ისევ აღადგინა, მაგრამ თავიდან გადმოსულმა ქვის სეტყვამ ისე შეაშინა ხალხი, რომ დღესაც იმ ვაკეზე ღამის გათევას ყველა ერიდება, - ემანდ კიდევ არ მოვიდეს ქვის სეტყვაო და არ ამოგვჟლიტოსო.
* * *

რაკი დევები თვითონ ვერაფერს გახდნენ კოპალასთან, ეშმაკები მოიხმარეს, შეიკრიბნენ ერთად და გადაწყვიტეს, - სანამ კოპალა ჩვენს ჯილაგს ძირიანად ამოაგდებს, არაგვი დავაგუბოთ, ფშავ-ხევსურეთი წყალში ჩავახრჩოთ და კოპალაც თან ჩავაყოლოთო. ჩავიდნენ კართანაში, სადაც წინათ დიდი ციხე-გალავანი ჰქონდათ, მოზიდეს უზარმაზარი ლოდები და დაიწყეს ხეობის ამოვსება. ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ, არაგვი მხოლოდ ერთ ადგილასღა გადიოდა ვიწროდ, ერთი ლოდის ჩაგდებაღა აკლდათ და არაგვიც დაგუბდებოდა. სწორედ ამ დროს მოუსწრო კოპალამ. დასცეცხლა და დასცეცხლა ლახტი, დევები სულერთიანად გაჟლიტა და ფშავ-ხევსურეთი დაღუპვას გადაარჩინა. ხოლო მოზიდული ლოდები ხელუხლებლად დატოვა და არაგვის ხეობაც სწორედ ამიტომ არის იმ ადგილას ასეთი ვიწრო და ძლივს გასასვლელი.

ამდენ ბრძოლაში კოპალას ისრის პირები შემოელია და უკანა - ფშავს მჭედელ პირქუშთან წავიდა. ეს ადგილიც და სამჭედლოც წინათ დევებს ეჭირათ, პირქუშმა ყველაფერი კოპალას დახმარებით ჩაიგდო ხელში, მაგრამ პირქუშს შურმა წასძლია, რატომ აქვს კოპალას ასეთი დიდი სახელიო, და ისრის პირების გაკეთებაზე უარი უთხრა.

წამოვიდა კოპალა ნაწყენი. გაიგეს ქუშხეველმა დევებმა კოპალას და პირქუშის დამდურება და პირქუში ტყვედ წაიყვანეს. კოპალას გულმა მაინც არ მოუთმინა და პირქუშის საშველად გაეშურა. ქუშხეველ დევებს ციხე-სიმაგრე მოხერხებულ ადგილზე ედგათ და კარგადაც ჰქონდათ გამაგრებული. კოპალამ იცოდა, რომ პირდაპირ მისვლით ციხის გატეხა გაუჭირდებოდა, ამიტომ ირგვლივ შემოუარა და უკეთ მისადგომი ადგილის ძებნა დაიწყო.

ბედად ამ დროს ციხეში დევებს ჩხუბი მოუვიდათ და ერთი დევი კარში გამოაგდეს. კოპალასაც ეს უნდოდა, დაიჭირა ეს დევი და ჰკითხა:

- მასწავლე, ციხეში როგორ შევიდეო?

დევი უარზე დადგა. მაშინ კოპალამ ლახტი მოიმარჯვა და მოკვლით დაემუქრა. დევი შეშინდა და ციხის მთელი საიდუმლო ერთ წუთში ჩამოფქვა:

- მზე რომ შუა ცაზე წამოვა და ხეებს თავიანთი ჩრდილები დაუსწორდებათ, დევები მაშინ ისადილებენ, ბანგნარევ ღვინოს დალევენ და დაიძინებენ. იმ დროს მიდი და წინ აღარაფერი დაგიდგებაო.

შეიცადა კოპალამ სანამ არ მოშუადღევდა და ხეებს ჩრდილები არ დაუსწორდათ, მერე წაიმძღვარა დევი და შევიდა ციხეში. დევებს მართლაც ეძინათ - ჭერეხებივით ეყარნენ და მათი ხვრინვა-ფშვინვისაგან კედლებიც კი ზანზარებდა.

დასჭექა კოპალამ ცასავით, გააღვიძა დევები და თავისი ცეცხლისმფრქვეველი ლახტით სულ მუსრი გაავლო. გაათავისუფლა პირქუში, წამოიყვანა და შუაფხოში ისევ თავის სამჭედლოში დაამკვიდრა. პირქუშს შერცხვა თავისი საქციელისა, კოპალას პატიება სთხოვა და ღვთის ფიცი მისცა, - ამიერიდან მუდამ შენი შემწე და ერთგული თანამებრძოლი ვიქნებიო.

მართლაც, ამ დღიდან კოპალა და პირქუში ერთმანეთს აღარ მოშორებიან. კოპალა ციხეგორში ცხოვრობდა, პირქუში - შუაფხოში, მაგრამ ერთმანეთთან ძმური მიმოსვლა ჰქონდათ და დევებსაც მუდამ ერთიანი ძალით ებრძოდნენ. თუ სადმე ფშავ-ხევსურეთის მიწაწყალზე დევების ბუნაგი იყო, ყველგან მისწვდნენ და ყველგან პირწმიმდად გაჟლიტეს. გაწმინდეს ყველა ხოება უწმინდური დევებისაგან და ყველგან ხალხი დაამკვიდრეს. ხალხმაც შეიყვარა თავისი მშველელი და მოამაგე გმირები, როცა დაიხოცნენ, სამახსოვრო ნიშები დაუდგა და მათს სახელებს დღესაც მხურვალედ ლოცულობენ.


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post May 1 2010, 11:37 AM
Post #28


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



цветок

Некогда жил один цветок. Он был так красив, что никто из проходящих мимо не мог удержаться, чтобы не остановиться, не полюбоваться и не понюхать его. Цветок, конечно же , был очень польщён таким вниманием к нему, но сам никак не мог понять, что привлекает так окружающих? Что они находят в нём? Его долгие поиски ответов не увенчались успехом. Сдколько он ни старался, он никак не мог найти в себе ничего необыкновенного. Всё для него было так естественно: и его форма, и цвет, и аромат. И тогда, устав от бесплодных размышлений, он решил обратиться за помощью к трём живым существам, которые, как он полагал, могли бы помочь ему понять – кто же он такой и что привлекает других к нему?
Он обратился за помощью к трё существам – земляному червю, который ползал среди его корней, к корове, которая приходила пощипать травку и к пчеле, прилетавшей, чтобы полакомиться нектаром.
Лучше бы он этого не делал. Ибо то, что он узнал от них, никоим образом не помогло ему, а наоборот погрузило ещё в большие размышления.
Червь рассказал ему о корнях, корова о листочках и себельках, а пчела об аромате о нектаре. Бедный цветочек никак не мог увязать одно с другим. Между тем, что сказал червь, что сказала корова и что сказала пчела он не уследил никакой связи. Теперь ко всему добавилась ещё проблема – Кто из троих говорит правду, а кто лжёт?
Бедный цветочек, от своих размышлений, он потерял покой и всякий интерес к жизни. Вскорее но пожелтел и завял.

Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post May 1 2010, 11:40 AM
Post #29


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




пьян и свящ


Жили как–то два друга и волею судбы оказалось так, что один из них стал приходским священником, а другой – водителем автобуса и, к тому–же, пьяницей. Один из них вёл праведную жизнь и призывал к этому своих прихожан. Другой же вёл разгульную жизнь и всегда, даже за рулём своего автобуса напивался до безсознания. Случилось так. Что умерли они оба в один день и вместе предстали на суд перед богом. Священика отправили в ад, пьяницу–водителя в рай. Священник очень возмутился и стал упрекать бога в несправедливости, напоминая ему о своём праведом образе жизни. На это бог ему ответил так: ” Дело не в том, что ты праведно пытался жить, что тебе не всегда удовалось, а в том, что ты ни одного человека не привёл ко мне за всю свою жизнь. На твоих проповедях твои прихожане крепко спали, а когда он вёл автобус – все молились, как одержимые.”

Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post May 1 2010, 11:41 AM
Post #30


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ЖАДНОСТЬ ДУХА

Один богатый человек давал вечер в часть какого-то особого случая. Король тоже присутствовал на этом вечере. Поэтому радость xозяина не знала границ. Но как только гости приступили к трапезе, радость его сменилась гневом. Слуги его прислуживали за столом. Один из слуг уронил тарелку полную горячиx яств прямо на его ногу. Нога его обожглась и гнев вспыxнул в его глазаx. Для раба не оставалось ни шанса остаться в живыx и он весь трясся от страxа. Но тонущий xватается даже за соломинку. В своё оправдание он процитировал высказывание из религиозного писания той страны:
“Небеса открыры для теx, кто может сдержать свой гнев.“
Глаза xозяина источали гнев, но услышав это, он сдержался и сказал:
“Я не в гневе.“
Услышав это все гости заxлопали, и даже король поxвалил его. Гнев в глазаx xозяина сменился гордостью. Он возликовал.
Раб продолжил:
“Небеса для теx, кто прощает.“
Тогда xозяин сказал:
“Я прощаю тебя.“
Прощение может питать гордость. Пути гордости очень тонки. Xозяин перед гостями предстал, как очень религиозный человек. Они всегда знали его, как жестокого эксплуататора. Увидев теперь его новое лицо, они были поражены. Король очень благожелательно и с интересом смотрел ему в лицо. Xозяин уже не чувствовал себя на земле. Голова его почти касалась неба. И тут слуга завершил цитату писания:
“... потому, что бог любит сострадающиx.“
Богач огляделся. В его глазаx всегда была мирская алчность. Сегодня она сменилась на дуxовную и он сказал слуге:
“Иди, я отпускаю тебя. Отныне ты больше не раб. “
И в придачу дал ему мешок, полный золотыx монет. В его глазаx гнев превратился в гордость, а та в алчность. Гнев, алчность, ненависть, страx – разве все они не есть проявления одной и той же энергии. И если религия так дёшево стоит, кому из богатыx людей не заxочется её купить? Не опираются ли все религии на страx и алчность. Если религия так мало стоит, кому не заxочется купить её? Нет ли гордости на самой вершине религии? Что-же наxодится на вершине xрама неверия?

Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:05 PM