IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> აზრები მაჰატმა განდისა
Atman
post Feb 21 2010, 02:55 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჭეშმარიტი ერი ტანჯვაში იბადება.

ტანჯვის გარეშე მიუღწეველია თავისუფლება.

თვალი თვალის წინ იხსნის ქვეყანას სიბრმავისაგან.

მხოლოდ საზოგადოებრივ აზრს შესწევს უნარი, რომ მუდამ ჯანსაღი და წმინდა იყოს საზოგადოება.

ფუჭია განსწავლულობა, თუ იგი ადამიანში ვერ აყალიბებს მტკიცე ხასიათს.

ჯანსაღი უკმაყოფილება - პროგრესის საწინდარია.

ჩემთვის უცხოა ქვეყნის მმართველი, რომელიც ხალხის აზრს ყურად არ იღებს.

წყურვილი სიმამაცისა - რწმენის წყურვილია.

შეუწყნარებლობა ხშირად რწმენის ღალატია.

ძლიერნი თავს წირავენ ღირსებას და არა ვინმეს.

არ ვიზიარებ მოძღვრებას, თუ იგი არ მოუწოდებს ზნეობისაკენ.

ძალაუფლება ორნაირი არსებობს: - ერთი - სასჯელის შიშზე დამყარებული, მეორე კი - სიყვარულის ძალაზე დაფუძნებული, რომელიც ათასჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე შიშზე დამყარებული ძალაუფლება.

წესიერება და კანონიერება საზოგადოების სრულყოფის გამოხატულებაა, მაგრამ ისეთარასრულყოფილ არსებას, როგორიცაა ადამიანი, ძალა არ შესწევს საკუტარი თავის სრულყოფისა. ამიტომაც მუდამ ვცდილობთ მის სანაცვლოდ, რაიმე კომპრომისული გამოვიგონოთ.

მე უსაზღვროდ მიყვარს ჩემი თავისუფლება, ამიტომ ისეთ არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება.

მე უბრალოდ ვტკბები ჩემი ცნობიერებით.

პირადი ცხოვრების სიწმინდე ააუცილებელი პირობაა, რათა სხვა აღზარდო და გაანათლო.

ყველა თავისებურად ლოცულობს.

ფიზიკური ურთიერთობა, სულიერი კავშირის გარეშე, უსულო გვამია.

მამაკაცი ქალს ვერასოდეს გაუტოლდება სულიერი თავგანწირულობით, რომლითაც იგი ბუნებამ დააჯილდოვა.

ქალის ჭეშმარიტი სილამაზე - მისი შინაგანი ბუნებაა.

ჭეშმარიტი მეგობრობის გამოცდა მაშინ იწყება, როდესაც ერთი მეგობარი მეორის მეგობრობას უპასუხისმგებლოდ ეკიდება.

ნამდვილი მეგობრობა განსაცდელში თანადგომაა, ყოველგვარი პირობის გარეშე. ანგარებაზე აგებული მეგობრობა - კომერციული გარიგებაა და ასეთი მეგობრობა უვარგისი ცემენტია, ორ საგანს რომ ვერ ადუღაბებს.

კაცობრიობას დიდი დრო სჭირდება იმისათვის, რომ სიყვარული საერთაშორისო კანონად იქცეს.

აპატიო - არ ნიშნავს, რომ დაივიწყო.

პიროვნების ღირსება მდგომარეობს სიყვარულის უნარში, მიუხედავად იმისა, არის, თუ არა შენი მეგობარი ის, ვინც გიყვარს.

უდიდესი ძლიერება - მტკიცე ნებისყოფაა და არა ფიზიკური ძლიერება.

რწმენა არ არის ისეთი უბრალო რამ სამოსელივით რომ შეგეძლოს მისი გამოცვლა. რწმენა ის ერთადერთია კაცობრიობას საუკუნეების მანძილზე რომ ასაზრდოებს.

სიცრუე ვერ იქცევა ჭეშმარიტებად მთელ მსოფლიოს რომ მოსდო იგი. მაგრამ არც ჭეშმარიტება იქცევა სიცრუედ, თუკი ამ ქვეყნად მას ვერავინ დაინახავს.

ბოროტი აზრების მატარებელი ისევე საშიშია, როგორც ბოროტმოქმედი, თუ უფრო მეტად არა.

როცა ზნეობრივ პრინციპებს ვკარგავთ, მაშინ არც მორწმუნენი არარ ვართ, არ არსებობს ისეთი სარწმუნოება ზნეობრიობას წინ რომ უსწრებდეს. ადამიანი, რომელიც არის ყალბი, სასტიკი, აღვირახსნილი, შეუძლებელია მის მხარეზე, რომ იყოს ღმერთი.

პროგრესულ საზოგადოებაში ჩატარებული ღონისძიება - საზოგადოების ყოველ წევრზე გაცილებით სრულყოფილი უნდა იყოს, რამეთუ ბოლოს და ბოლოს ადამიანი ის არასრულყოფილი საშუალებაა, რომლითაც უნდა განხორციელდეს საზოგადოებაში ყველა სრულყოფილი ღონისძიება.

ყოველ ჩვენგანში დემოკრატიული სული, რომ განვავითაროთ, უნდა გავხდეთ შემწყნარებელი /მიმტევებელი/.

სიდიადე არა ის არის, რომ მიზანს მიაღწიო, არამედ ის, რომ იღწვი ამ მიზნისაკენ.

დემოკრატიული სული არ არის რაიმე მექანიკური საგანი, რომ ფორმის შეცვლით არსი შეუცვალო. იგი რომ შეცვალო - მას ახალი გული უნდა ჩაუდგა.

მოკვდინება ნებისმიერი ცოცხალი არსებისა, ან რაიმე ძალადობა მასზე, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე.

სიბრძნე - გამოცდილებით მოწმდება.

ქვეყნად სარწმუნოება ერთია - მისკენ მიმავალი გზები კი სხვადასხვა.

უზენაესი სასამართლო - სამართალია.

კანონით განსაზღვრული სამართალი - არის სასჯელი, სიყვარულით განსაზღვრული კი - მფარველობა.

საკუთარი თავის მიმართ პურიტანი ვარ, სხვების მიმართ კი კათოლიკე.

ყოველ ჩვენგანს უნდა გააჩნდეს საკუტარი აზრი, მაგრამ ისეთი არა, რომ ადამიანთა დაახლოებას ხელს უშლიდეს.

როცა ვინმე ცდება, ჩემ თავს ვეუბნები: - შენ არ შემცდარხარ განა? ან თუ ვინმე ვნებებსაა აყოლილი, მაშინაც მოვაგონებ თავს: - განა შენ არ აყოლილხარ ვნებეს? და ასე თანდათან ვრწმუნდები, რომ მეც ისეთი ვარ, როგორც სხვები. თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ ვერ ვიქნები ბედნიერი, სანამ ყველანი არ ვიგრძნობთ, რომ ბედნიერნი ვართ.

დაუმორჩილებლობა /პოლიტიკური/ ემყარება არა სიძულვილს, არამედ სამართლიანობას. ბოლოს და ბოლოს თუ არა სიყვარულს.

არ მინდა ჩემს სამშობლოს ყოველ მხრიდან ყრუ კედლები ჰქონდეს და ფანჯრები ამოქოლილი. ყოველი კულტურის ქარი მინდა მას უბერავდეს და რაც შეიძლება თავისუფლად, მაგრამ არა ისეთი, რომ ფეხზე მდგომს მანარცხებდეს. არც სხვის სახლში ცხოვრება მინდა როგორც მდგმურს.

პროგრესულ საზოგადოებაში ყველა უნდა აღიარებდეს კანონის უზენაესობას და ყოველი მოქალაქე უნდა იყოს ხორცშესხმა ამ კანონისა.

არაძალმომრეობის შესაძლებლობა ღვთის ხელშია. იგი კლდეა საუკუნეებს რომ გაუძლო.

ჭეშმარიტებას არავითარი ფასი არა აქვს, სანამ არ ჰპოვებს იგი ხორცშესხმას ადამიანში, რომელიც მზადაა თავი შესწიროს საკუთაერ რწმენას.

შეუწყნარებლობა თავისთავად არის ფორმა ძალმომრეობისა, წინაღობა ჭეშმარიტად დემოკრატიული სულის განვითარებისა.

საკუთარი სინდისი - უზენაესზე უზენაესი სასამართლოა.

დგება დრო, როდესაც შინაგან ხმას უნდა ვემონოთ, ვით უზენაესს, რომელიც არის - ხმა სინდისის, თუმცა ამ ხმის გაგონება უძვირფასესი ადამიანის, ან საკუთარი სიცოცხლის ფასადაც, რომ დაგვიჯდეს. სიცოცხლე იმიტომ გვაქვს მონიჭებული, რომ საკუთარ სინდისს დავემორძილოთ. ამგვარი მორჩილება წესია ჩვენი ყოფიერებისა... არავის ხმა ისე არ ჩაესმის ადამიანს, როგორც საკუთარი სინდისის ხმა, რომლის ჩურჩულიც კი იოლად გასაგონია.

წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდისა, რაგინდ კეთილშობილურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს იგი.

არ მსურს განვჭვრიტო მომავალი, ჩემი ვალია აწმყოს გავუფრთხილდე, რადგან მომავლის ჭვრეტა ღვთის უფლებაა, მას კი ეს ჩემთვის არ მოუნიჭებია.

რელიგია საბოლოოდ არის ის რაღაც, რომელიც არსებობს თითოეულ ჩვენგანსა და ჩვენს შემოქმედს /ღმერთს/ შორის, და არა, ის რაღაც - სხვასა და შემომქმედს შორის.

უმჯობესია ერთხელაც ფეხზე დადგე წელგამართული, მაგრამ თავგატეხილი, ან თავშეხვეული, ვიდრე თავგაუტეხავი, მუდამ სხვის წინაშე მუხლით ხოხავდე.

სარწმუნოება, რომელსაც არ შესწევს უნარი გადაჭრას პრაქტიკული საკითხებიც და დაეხმაროს ამ მხრივ ადამიანს, იგი არ არის სარწმუნოება.

საკმარისი თავმდაბლობა გამაჩნია, რათა ვაღიარო საკუთარი შეცდომები და მუდამ გავაანალიზო ჩემს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.

ადაპტაცია არ ნიშნავს იმიტაციას. იგი უფრო წინააღმდეგობის გაწევის უნარია და ასიმილაციაა.

სიფიცხე და გულღვარძლიანობა არაძალმომრეობის მტერია. პატივმოყვარეობა კი მონსტრია, რომელიც მთლიანად ძალმომრეობის წყურვილითაა შეპყრობილი.

ძალზე იოლია თქვა არ მწამს ღმერთიო, რამეთუ ღმერთი არ გსჯის ამისათვის და გაძლევს საშუალებას რაც გინდა ის სთქვა მასზე. მაგრამ იგი ყოველ ჩვენ ქმედებას თვალს ადევნებს და მისი კანონის ყოველი დარღვევისათვის, შურისძიების გარეშე, გვაიძულებს განვიწმინდოთ და მივიღოთ მისგან სასჯელი.

კაცობრიობა - ეს არის განუწყვეტელი, სულ უფრო მზარდი მისწრაფება სულიერებისაკენ.

თუკი რაიმედ გვიღირს მოთმენა, ბოლომდე უნდა ვითმინოთ კიდეც, ხოლო რწმენა სიცოცხლის ყველაზე მძიმე ტანჯვებსაც კი გადაგვატანინებს.

ღმერთს შესაძლოა ათასი სახელით ვიცნობდეთ, მაგრამ ის მაინც ერთია ყველასატვის.

მტკიცე „არა“ უფრო ღირსეულია, ვიდრე გულის მოსაგებად ნათქვამი „დიახ“.

ჭეშმარიტი მეგობრობა ურთიერთშორის განსხვავებას უნდა ემყარებოდეს, რაგინდ მკვეთრი არ უნდა იყოს ეს განსხვავება.

გულწრფელი აღსარება იმ ადამიანის წინაშე, ვისაც უფლება აქვს ისმინოს იგი, ნამდვილი მონანიებაა.

მუდამ მაოცებდნენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ მათ პატივით მოეპყრან, როდესაც თავად სხვებს ამცირებენ.

თუკი ურთიერთთანამშრომლობა მოვალეობაა, მაშინ დაუმორჩილებლობაც /პოლიტიკური/ გარკვეულ პირობებში, მოვალეობის თანაბარი განაწილებაა.

ცოცხალ არსებათა შორის ადამიანის ერთადერთია, რომელმაც იცის, რომ იგი ღვთის შვილია. ამდენად, ადამიანი მოვალეა მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, არამედ იმაზეც, რომ დღითიდღე მიუახლოვდეს თავის შემოქმედს - ღმერთს.

დაე ყველას გვეყოს მამაცობა დავიხოცოთ ვით წამებულნი, ვიდრე შეგვიპყროს წყურვილმა, რომ სხვა ვაწამოთ.

ზნეობა ყოველივეს საფუძველია, ხოლო ჭეშმარიტება არსია ზნეობისა.

გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვილი.

ტანჯვა მამაცისა ქვის გულსაც ადნობს. ასეთია ძალა ტანჯვისა. სწორედ ამაში მდგომარეობს „სატიაგრაჰას“ /იხ. შესავალი ნ.კ./ საიდუმლოება.

თავისუფლება ფასდაუდებელია, იგი სუნთქვაა სიცოცხლისა. ჰო და რას არ გაიღებს ადამიანი სიცოცხლისათვის.

მცირე მორჩილება, მცირე მგრძნობელობა, ოდნავ დაეჭვება, რომ შეძლებ სხვის ხელმძღვანელობას - აი ეს არის ჰუმანურობის უმთავრესი პირობა.

სადაც სიყვარულია -ნ ღმერთიც იქ არის.

სისულელეა იფიქრო, რომ სიკვდილის ღმერთს სადმე დაემალები. ამიტომ მოვეპყრათ მას, როგორც ანგელოზს და არა, როგორც საშინელ ღვთაებას. ხოლო, როდესაც იგი გამოგვეცხადება - შევხედოთ სახეში და მოვესალმოთ.

კაცობრიობას სიყვარულის კანონი მართავს. ქვეყანას, მხოლოდ ძალმომრეობა და სიძულვილი, რომ განაგებდეს - ადამიანის მოდგმა დიდი ხნის გადაშენებული იქნებოდა: მაგრამ უბედურება ის არის, რომ ზოგიერთი ე.წ. ცივილიზებული ერი ყოველთვის ისე წარმართავს, თითქოს საზოგადოების არსი ძალმომრეობაში მდგომარეობდეს.

უგუნურებაა მეტის-მეტად დარწმუნებული იყო სხვისი სიბრძნის უტყუარობაში. უმჯობესია თავს შეახსენო, რომ თვით მძლეთა-მძლეც შესაძლოა დასუსტდეს და ბრძენთა-ბრძენი კი, რომ შესცდეს.

ყოველგვარი კომპრომისი აღებ-მიცემას ემყარება. მაგრამ არსებით საკითხში - კომპრომისზე წასვლა - ნიშნავს ტყვეობას, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველაფერს გასცემ და არაფერს იღებ.

ცოლ-ქმარი ერთი მთლიანია: ისინი ორში არიან ერთი, და ორნი - ერთში.

ხალხის სულიერი კულტურა - ეროვნული საკუთრებაა.

მე ვისურვებდი - სიცოცხლეში მოვსწრებოდი ინდოეთის თავისუფლებას, მაგრამ თუ ამას ღმერთი არ მაღირსებდა, შევებრძოლებოდი არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს.

მტკიცე დისციპლინა - ტანჯვით მიიღწევა. მზაკვრობა და სიცრუე გაუმართლებელია არა მხოლოდ მორალური თვალსაზრისით, არამედ მისი გამოყენება, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მიუღებელია.

მამაცობა საქმით დასტურდება და არა სიტყვებით.

თავმოყვარე ადამიანისათვის ოქროს ბორკილებიც, რკინისაზე არანაკლებ მტკივნეულია. მაჯებს ხეხს ბორკილები და არა რკინა, რომლისგანაც იგი გამოჭედეს.

პირობის გატეხვა - სიმართლის უარყოფაა.

დროსაც დავზოგავთ და ეროვნულ პრობლემებსაც გადავჭრით, თუ გამოვიმუშავებთ ჩვევას, რომ არც სიტყვით და არც კენჭის ყრით, მხარს არ დავუჭერთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის განხორციელებაც ცხოვრებაში არ შეგვიძლია.

ცხოვრებისეულ ბრძოლაში ინტელექტი გარკვეულ ზღვრამდე გვიშველის, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში იგი უძლურია და მხოლოდ რწმენა ძლევს გონებას და ბნელ ჰორიზონტზე გვევლინება, როგორც მშველელი.

სულიერი სიმშვიდე, თავგანწირვა და სიკეთე, ერთი რელიგიის საკუთრება არ არის, იგი ყველას ეკუთვნის.

ლოცვა არ არის თხოვნა, იგი წყურვილია სულისა და ადამიანური სისუსტის აღიარებაა. უგულო ხმამაღლა ლოცვას, სჯობია ლოცვა მდუმარე.

ადამიანი მართალი უნდა იყოს ფიქრებშიც, მეტყველებაშიც და ქცევებში. ის ვინაც მიხვდა, რომ მხოლოდ სრულყოფილებაში არის ჭეშმარიტება, მას არაფერი რჩება შეუცნობელი, რადგან ყველაფრის ცოდნა არის ჭეშმარიტება.

მივესალმები აღმოსავლეთის და დასავლეთის დაახლოებას, თუ ეს პროცესი ძალმომრეობას არ ემყარება.

საკმარისია წამართვათ რწმენა და უკვე მკვდარი ვარ.

პატივმოყვარე კაცისთვის - უცხოა სიბრძნე.

ჭეშმარიტების აუცილებლობა თავს იჩენს მთელი არსებით, როცა ჩავდივართ უსამართლობას.

პრაქტიკულად გადადგმული ნაბიჯი უფრო მეტი ღირს, ვიდრე მთელი დღე რაიმეს ქადაგი.

ყველამ საკუთარ თავში უნდა ჰპოვოს სიმშვიდე, მაგრამ ისეთი, რომ გარე სამყარო ვერ არღვევდეს მას.

ჩემთვის აწმყო განუყოფელია მარადიულობასთან.

სულის სიმტკიცე იმდენად სუსტდება, რამდენადაც საკუთარ ხორცს ვემონებით.

ადამიანი ცხოველისაგან თავისი სოციალური ბუნებით განსხვავდება. მისი უპირატესობა შინაგანი თავისუფლებისაკენ სწრაფვაშია. მხოლოდ მამლაყინწა აცხადებს თავისუფალი ვარო, როდესაც იგი შინაგანად დამონებულია.

სიცოცხლე და სიკვდილი, არა სხვადასხვა მდგომარეობაა, არამედ ერთი მდგომარეობის, ორი სხვადასხვა ასპექტია.

ვისაც კი სურვილი აქვს გაიგონოს შინაგანი ხმა - გაიგონებს, რადგანაც იგი ყველაშია.

ნამდვილი ხელოვნება - უნივერსალურია. მისი ენა ისევე გასაგებია და ნათელია, როგორც ბუნების. მახვილი და შუბი ძალმომრეობის სიმბოლოა, ხოლო ფარი კი არაძალმომრეობის.

მუდმივი პროგრესი ცხოვრების კანონია. ამდენად ის, ვინც ცდილობს მხოლოდ საკუთარ დოგმებს მისდიოს და ამით სურს დაამტკიცოს რომ თანმიმდევრულია, იგი მცდარ და ყალბ გზას ადგია.

ღვთის წინაშე ადამიანი განისჯება არა მისი ქმედებით, არამედ მისი ზრახვებით, რადგანაც ღვთისათვის მხოლოდ ჩვენი ზრახვები არის ცნობილი.

ზნეობრიობა სულიერ სწმინდეს უნდა ემყარებოდეს.

ჩვენ მუდამ ვცდილობთ დავინახოთ საკუთარი თავი, მაგრამ არასოდეს ძალგვიძს ბოლომდე დავინახოთ - თუ როგორი ვართ სინამდვილეში. განსაკუთრებით არ გვსურს დავინახოთ ჩვენი უარყოფითი მხარე. ამას კი მაშინ შევძლებთ, თუკი არასოდეს განვრისხდებით როდესაც გვაკრიტიკებენ, და თუ ამ კრიტიკას, ისე მივიღებთ, როგორც სიკეთეს, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს იგი.

აღვირახსნილი ბუნება ადამიანის გულში უფრო აღვირახსნილია, ვიდრე ცხოვრებაში.

დემოკრატია თავისი არსით ეს არის, საყოველთაო სიკეთისათვის საზოგადოების ყველა ფენის სულიერი, ფიზიკური და ეკონომიკურ საშუალებათა მობილიზაციის მეცნიერება და ხელოვნება.

როდესაც სიდინჯე და მოკრძალება ფიზიკურ ძალას ერწყმის, ასეთი ძალა დაუმარცხებელია.

მამაცობა მდგომარეობს ყველასათვის სასიკეთო პირობების შექმნაში.

როდესაც ტანჯვა ზღვარს სცილდება, იგი უგნურებად იქცა.

შესაძლოა ადამიანმა სისხლი დაღვაროს რწმენისათვის, მაგრამ არავის აქვს უფლება სისხლი დაღვაროს ოპონენტისა, რომელიც თავისი უფლებების მოსაპოვებლად იბრძვის.

ადამიანში მე მუდამ საუკეთესო თვისებებს ვეძებ. თუ საკუთარ ნაკლს ვერ ვხედავ, მაშინ არც სხვისი ნაკლის განსჯის უფლება მაქვს.

გარკვეულ ზღვრამდე აუცილებელიია მატერიალური კომფორტის, ჰარმონიისაკენ მისწრაფება, მაგრამ ზღვარს იქით, იგი ხელის შემშლელია ჩვენი არსებობისათვის. ამიტომ ადამიანური მოთხოვნილებების უთავბოლოდ დაკმაყოფილების იდეა, ილუზიად და ადამიანი მახედ მიმაჩნია.

ადამიანი, რომელშიც სუფევს აჰიმსა /ამ შემთხვევაში წყურვილი არაძალმომრეობისა ნ.კ./ იგი თავად ხდება ბუნებისა და მთელი სამყაროს ნაწილი.

სული მაშინ ბინძურდება და კვდება, როდესაც მთელი ჩვენი ფიქრები მხოლოდ საკუთარ ხორცზეა მიჯაჭვული.

განუწყვეტელი და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა რწმენა უტყუარ მდიდარ გამოცდილებად იქცეს.

ჭკვიანი ადამიანი, რაგინდ სხვის იმედად არ უნდა არსებობდეს, თავის ყოველ წარუმატებლობას, უწინარესად საკუთარ თავს აბრალებს.

ყველა სარწმუნოების არსი ერთია, მხოლოდ მისკენ მიმავალი გზებია სხვადასხვა.

რწმენის გარეშე გარჯა, უძირო ჭის თხრასა ჰგავს.

თავშეკავება არასოდეს ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.

ჭეშმარიტად თავშეკავებული ადამიანი საკუთარ თავში დღენიადაგ ზრდის თავშეკავების უნარს და ასე თანდათან სულ უფრო მშვიდი ბუნების ხდება. პირველი ნაბიჯი თავშეკავებისაკენ - ზოგიერთი აზრისაგან თავშეკავებაა.

უდიდეს გადაწყვეტილებებს ღებულობს ის, ვისაც ღვთის შიში და რწმენა გააჩნია.

პოლიტიკური დაუმორჩილებლობა ორმაგ რწმენას მოითხოვს - ღვთისა და ადამიანისა.

ნუ დაივიწყებთ, რომ ფიზიკური ძალა ისევე წარმავალია, ვით ჩვენი ხორცი. სულის სიმტკიცე კი მარადიულია, რადგან მარადიულია თვით სული.

არც ერთ ერს არ სურს, რომ სხვა არი განაგებდეს მას, რაგინდ დიდი და კეთილშობილი არ უნდა იყოს ეს უცხო მბრძანებელი.

საკუთარი შეცდომების აღიარება იმ ნათელ ზედაპირსა ჰგავს მტვერის გაწმენდვის შემდეგ რომ გამოანათებს ხოლმე. თავს მუდამ უფრო მძალვრად ვგრძნობ, როცა საკუთარ შეცდომას ვაღიარებ.

ძველი აღთქმა „ძალიან ჰგავს „ბჰაგავადგიტას“ /ძვ. ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური პოემა, 5-3ს. ძვ.წ.ა./“

ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სამი ათეული წლის მანძილზე განუწყვეტლივ მვივლტვოდი თვითრეალიზებისკენ - პირისპირ შევხვედროდი ღმერთს, ანუ გავმხდარიყავი „მოქშა“ /ხსნილი, თავისუფალ მიწიერ ცხოვრებაზე მიჯაჭვულობისაგან ნ.კ./

პოეტი არის ის, ვისაც შეუძლია საკუთარი გულის ამოიღოს და ყველა ჩაახედოს მასში.

სიკეთე არის ის საუკეთესო რამ, რომელიც ჭეშმარიტ პიროვნებას განგებამ მიანიჭა.

მარხვა ჩემთვის იყო საშუალება, რათა თავშეკავება. თუ მარხულობას თან არ ახლავს „მარხვა მენტალური“, მაშინ ის ფარისევლობაა და არა მარხვა, რაც უბედურებით მთავრდება მუდამ.

საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ისევე როგორც ჩვენი ხორცის წვრთნა ხდება ფიზიკური ვარჯიშის გზით, ინტელექტისა ინტელექტუალური სავარჯიშოთი, ასევე ჩვენი სულის წვრთნა მხოლოდ სულიერი წვრთნით მიიღწევა, მაგრამ იგი მთლიანად დამოკიდებულია სულიერი მოძღვრის ცხოვრების წესზე, ბუნებასა და მაგალითზე. შესაძლოა მოძღვარი მოწაფის გვერდში არ იყოს, მაგრამ მოძღვრის ზნე და ცხოვრების წესი უდიდეს გავლენას ახდენდეს მოწაფეზე.

მხდალი და თავშეუკავებელი მოძღვარი ვერასოდეს გაზრდის მამაცსა და თავდაჭერილ მოწაფეს.

გზა სრულყოფისაკენ ძნელად სავალია. იგი საკუთარ თავში ჩაღრმავებით და განჭვრეტით მიიღწევა. რომ გახდე სრულქმნილი, ამისათვის უნდა მგზნებარე იყო, სრულიად შეუბოჭავი /თავისუფალი/ აზროვნებაში, მეტყველებაში და ქმედებაში, რათა სიბოროტისადა ძალმომრეობის ყველა დინება გადალახო.

არასოდე მქონია სურვილი სიცრუითა და თაღლითობით რაიმე გასამრჯელო მიმეღო, ან სამსახურის მოხელე გავმხდარიყავი.

ქურდის ყველაზე ნამდვილი განაჩენია - საკუთარი გადაწყვეტილება, რომ არასოდეს იქურდებს.

გაფიცვას რომ წარმატება ჰქონდეს საჭიროა შესრულდეს შემდეგი პირობები: - რომ არ მიმართავთ ძალადობას, არ გაუჯავრდებით შტრეიკბრეხერებს, არაფრით იქნებით დამოკიდებული ოპონენტებზე, იდგებით მტკიცედ რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს გაფიცვა, და ამ ხნის განმავლობაში თქვენი „პური არსობისა“ მოპოვებული იქნება პატიოსანი გზით.

ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი პრინციპი იყო - არ ვყოფილიყავი დამოკიდებული ვინმეს ავტორიტეტზე.

გარკვეული თვალსაზრისით ყველანი ქურდები ვართ: - როდესაც მე ვიღებ იმაზე მეტს, რაც ყოველდღიურად მჭირდება, ამით სხვას ვძარცვავ. ბუნება საკმარისად იძლევა ნაყოფს რომ დავიკმაყოფილოთ ჩვენი ყოველდღიური მოთხოვნილება. ყოველი ჩვენგანი, რომ არ იღებდეს იმაზე მეტს, რაც მას სჭირდება სასიცოცხლოდ, დედამიწაზე ამდენი ღარიბი არ იქნებოდა, და არც შიმშილით არავინ მოკვდებოდა.

როცა საშუალებათა სიწმინდეში ვარ დარწმუნებული, მხოლოდ მაშინ მჯერა, რომ მივაღწევ მიზანს.

სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ხალხში ზნეობრივი ჩვევების აღზრდას და უნდა ამკვიდრებდეს ისეთ მორალურ-ეთიკურ პრინციპებს,რომლებსაც ემყარება მსოფლიოს ყველა რელიგია.

ადამიანის ყოველი ზრახვა და სურვილი მხოლოდ ორნაირია: - ეგოისტური და უანგარო. ეგოისტური სურვილები ამორალურია, მაშინ როცა უანგარო სწრაფვა საკუთარი თავის სრულყოფისაკენ, სიკეთე მოუტანო სხვას - ჭეშმარიტად მაღალი ზნეობაა.

არაძალმომრეობა არ ნიშნავს - გვიყვარდეს ის, ვისაც ვუყვარვართ. ის მხოლოდ მაშინ არის ცხოველმოქმედი, როდესაც გვიყვარს ისიც, ვისაც ჩვენ ვძულვართ. მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს - მტერს არ ებრძოლო. მთავარია სიტყვაში „მტერი“ ვგულისხმობთ არა ადამიანი, არამედ ის სიბოროტე, რომელსაც სჩადის ადამიანი.

თუ გაქვს სურვილი, რომ შეიცნო ჭეშმარიტება, /ამ შემთხვევაში უნივერსალური გონი ნ.კ./, ამისათვის უნდა შეიყვარო ყველაზე უმწეო არსებაც კი და თუ ასეთი ხარ, ცხოვრების ვერცერთ მოვლენას გვერდს ვერ აუვლი. ჭეშმარიტებისადმი სწორედ ასეთმა ერთგულებამ ჩამაბა პოლიტიკაში. ის, ვინც აცხადებს რელიგიას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთანო, მას რელიგიისა არა გაეგება რა.

ინგლისელებს არ დაუპყრიათ ინდოეთი, იგი ჩვენ თვითონ მივეცით მათ.

არ მჯერა, რომ კაპიტალისტები და მემამულენი თავისი ბუნებით იყვნენ ექსპლოატატორები, რომ მათსა და ხალხს შორის არსებობდეს სერიოზული დაპირისპირება. ამდენად საჭიროა არა კაპიტალისტებისა და მემამულეთა განადგურება, არამედ ხალხსა და მათ შორის ჯანსაღი და წმინდა ურთიერთობების დამყარება.

ერთადერთი ვის გარეშეც ადამიანის არსებობა შეუძლებელია, ეს არის - ღმერთი.

ჩვენი საზოგადოების წინსვლა არჩეულ მიზნისაკენ, პირდაპირ პროპორციულია იმ საშუალებათა სიწმინდისა, რომლითაც ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ.

სანამ ადამიანი საზოგადოების წევრია, თავისთავად შეუძლებელია იგი მთლიანად განთავისუფლდეს ჰიმსასაგან /ძალმომრეობისაგან და კაცთაკვლისაგან/ და არ იყოს მისი მონაწილე, რადგანაც თვით საზოგადოების არსებობა წარმოშობს ჰიმსას. ამდენად როდესაც ორი მხარე იბრძვის, აჰიმსას /არაძალმომრეობის, არკვლის/ მომხრის ვალია შეწყვიტოს ბრძოლა - ჰიმსა /ძალმომრეობა, კვლა/.

ბრძოლის მშვიდობიანი ხერხები ისევე ძველია, როგორც მთები.

ჩემი ფილოსოფია, თუკი მას ასე პრეტენზიულად ვუწოდებთ მდგომარეობს იმაში, რომ მას არ უწოდოთ „განდიზმი“, ვინაიდან მასში არავითარი „იზმი“ არ არის.

კასტობრივი სისტემა /იერარქია/ იმ სახით, როგორიც დღეს ინდოეთში არსებობს - ანაქრონიზმია. იგი უნდა გაქრეს, რათა ჰინდუიზმმა განაგრძოს არსებობა.

მჯერა, დრო მოვა და ყველანი ვაღიარებთ, რომ ქვეყნად არსებობს მხოლოდ ერთი სარწმუნოება. გარკვეული თვალსაზრისით დღესაც შეგვიძლია საუბარი ერთ საყოველთაო რელიგიაზე, მაგრამ ბუნებაში ხომ არ არსებობს სწორი ხაზი, ამდენად რელიგია მრავალტოტებიანი ხეა.

თუ ღვთის შიში გვექნება, მაშინ ვერცერთი ადამიანი ვერ შეგვაშინებს, რაგინდ ძლევამოსილი არ უნდა იყოს იგი.

ვიდრე სამშობლოს ბედს განვსაზღვრავდეთ, ყველამ ერთმანეთს უნდა აღვუთქვათ, რომ უშიშარნი ვიქნებით.

ბუნების კანონი - მარადიულია /მარად უცვლელია/.. არ არსებობს ისეთი საოცრება, რომ ამ კანონის დარღვევა შეძლოს.

მგრძნობელობითი აღქმა ხშირად მცდარია, რაგინდ რეალურად არ უნდა გვესახებოდეს იგი.

რწმენა გონებას აღემატება.

ბავშვს სამივე უნდა განუვითაროთ: - სული, გონება და ხორცი.

საჭიროა მუდამ ვაკონტროლოთ ჩვენი აზრები, სიტყვა და ქმედება.

ბავშვები საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულნი და მამაცნი გაიზრდებიან, თუკი თავიანთი სწავლის ხარჯებს, ფიზიკური შრომით აანაზღაურებენ /რაც ერთგვარი რელიგიაცაა/, რათა გაჭირვების ჟამს საკუთარ თავს თავად უშველონ.

თუ გსურთ ემსახუროთ ხალხს: - აუცილებელია მას აღუთქვათ, რომ არასოდეს იქურდებთ, არ მიმართავთ ძალმომრეობა, არც ოჯახის შექმნაზე იზრუნებთ და თვით საკუთარ კუჭსაც კი გააკონტროლებთ.

ყველა სარწმუნოება გვასწავლის, რომ ყოველ ჩვენგანზე ორი საპირისპირო ძალა მოქმედებს, რომ ადამიანის მოღვაწეობა - მუდმივი აღიარებისა და უარყოფის კომპლექსია. მიუხედავად ამისა სიბოროტესთან თანამშრობლაზე უარის თქმა ყოველი ჩვენგანის ვალია, როგორც სიკეთესთან თანამშრომლობა.

დედა იმიტომ იტანჯება მშობიარობისას, რომ შვილმა იცოცხლოს. ხორბლის თავთავის სიცოცხლის აუცილებელი პირობაა მარცვლის სიკვდილი. ამგვარად სიცოცხლე სიკვდილის ნაყოფია.

მორწმუნის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებდი, ჩემითავი მთელ კაცობრიობასთან, რომ არ გამეიგივებინა. ამას კი ვერ მივაღწევდი პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ არ მიმეღო მონაწილეობა.

ჩემთვის არ არსებობს სხვა ღმერთი თუ არა ის, რომელიც ხალხის მდუმარე გულში უნდა დავინახო და ვემსახურო მას. აი ეს არის ჩემი ღვთის მსახურება.

ჩემი ღმერთი არ არის ცაში, იგი მიწაზეა. ჩვენი ვალი ღვთის წინაშე აქ - დედამიწაზე უნდა მოვახდინოთ. მიღმისეული კი თავის თავზე უჩვენოდაც კარგად იზრუნებს.

ჩვენთვის უცნობია უნივერსალური კანონები, ამიტომაც ისინი მიუღებლად გვესახება.

მე არ ვარ გაჩენილი აკადემიური მეცადინეობისთვის. ჩემი სამყარო - მოქმედებაა. ქვეყანას საქმე სჭირდება და არა სიტყვები. ნააზრევის ქმედება გაცილებით მეტს გამოხატავს, ვიდრე მათი სიტყვით გადმოცემა.

სიკეთე და სიბოროტე ზოგჯერ გვერდი-გვერდ იჩენენ თავს.

ვინც ჩემს შრომებს ყურადღებით კითხულობს, მათ საყურადღებოდ ვამბობ, რომ არასოდეს ვცდილობ ვიყო დოგმატურად თანამიმდევრული, როცა ჭეშმარიტებას ვეძებ. მრავალ იდეაზე უარი ვთქვი, მრავალიც ახლებურად გავიაზრე. მე მხოლოდ იმაზე ვზრუნავ, რომ ჭეშმარიტება ღმერთს არ დავაცილო. ამიტომ, თუ ვინმე ჩემს ნაწერებში რაიმე შეუსაბამობას აღმოაჩენს, მას ვურჩევ ყოველივედან აირჩიოს მხოლოდ - ერთი.

ღმერთი ენით უთქმელია და გონებით მიუწვდომელი.

გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ დუმილი ნაწილია სულიერი წვრთნისა.

მე ერთდროულად მწამს - ღმერთი შემოქმედი და არაშემოქმედიც, რადგან ვაღიარებ რეალობის პარალელურობას.

ყოველი რელიგია ჭეშმარიტია, ყოველი რელიგია რამდენადმე მცდარია, ყოველი რელიგია ჩემთვის ისევე ძვირფასია, როგორც მშობლიური ჰინდუიზმი. /იხ. შესავალი ნ.კ./. ამიტომაც უცხო სარწმუნოების მიმართ ისევე მოკრძალებული ვარ, როგორც საკუთრის მიმართ.

მე ვცდილობ სხვა დავარწმუნო და არა თავს ძალით მოვახვიო ჩემი აზრი, ეს კი იგივეა თვითონ იტანჯო და არა სხვა აწამო, ტირანიც რომ იყოს ოპონენტი. ვფიქრობ ჩემი გზა უტყუარია.

ადამიანი ვერასოდეს აცნობიერებს თავის ნამოქმედარის ფილოსოფიურ არსს.

ღმერთი ერთდროულად ერთიცაა და მრავალიც, იგი ატომზე მცირეცაა და ჰიმალაის მთებზე დიდიც.


სრული ტექსტი:
http://yoga.ge/pages/azrebi%20gandisa.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Feb 21 2010, 05:30 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოჰო. ეს რამდენი ციტატა დაგიდია. რადგან აქ მაჰატმა განდისთვის ცალკე თემა გაიხსნა, მოდი მისი ეს გამონათქვამიც აქ იდოს:

"ჯერ იგნორირებას გიკეთებენ,
შემდეგ დაგცინიან,
შემდეგ გებრძვიან
და შემდეგ კი - იმარჯვებ!"
მაჰატმა განდი



--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:18 PM