IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

10 Pages V  « < 6 7 8 9 10 >  
Reply to this topicStart new topic
> "... be Happy..."
Lashapoli
post Jul 12 2011, 12:52 AM
Post #141


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეხლა ვზრდი, ლიმნის ხეს ქოთანში, ძალიან მიდოდა და ჩემმა მეგობარამა ძალიან გამახარა და მაჩუქა და ისე დავფოფინებ თავზე, ჯერ პატარაა smile.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Jul 12 2011, 01:00 AM
Post #142


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
მე მაჩუქეს ლიმონი, მაგრამ დიდი იყო უკვე რომ მომიყვანეს. რაღაც ცოტა უჭირს თითქოს. თბილისში არ ცხოვრობდა მანამდე და მგონია რომ მაგიტომ უჭირს sad.gif ვერ ძლებს აქ.
წყალი უყვარს და მზე, ხო იცი smile.gif
თუ პატარაა არ გაუჭირდება, კარგად მოუარე, მოეფერე და დიდი და ჯანმრთელი გაიზრდება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jul 12 2011, 04:19 AM
Post #143


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო ვეფერები ხოლმე smile.gif)))) ვიცი უფრო ნოტიო ადგილები უყვარს, ღია მზესთან შედარებით


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Jul 16 2011, 04:48 PM
Post #144


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



flowers.gif groupwave.gif girl_witch.gif http://www.youtube.com/watch?v=d-diB65scQU


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Nov 26 2011, 01:46 AM
Post #145


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,130
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1182
ცხოვრების სტილი,–პოზიტიური ენერგია smile.gif ძალიან სასიამოვნო სტატიაა, დავაკოპირებ :
პრაქტიკული გაკვეთილები და რჩევები/

პოზიტიური აზროვნება წარმოადგენს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმისადმი დადებით მიდგომას, რომელიც ვლინდება ფაქტის, მოვლენის, საკუთარი თავის, მთლიანად ცხოვრების მიმართ პირად მოსაზრებასა და დამოკიდებულებაში. ამგვარი აზროვნება გამოიხატება სიხარულის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, შექმნილი სიტუაციისა თუ მიღებული გადაწყვეტილების წარმატებულად დასრულების მოლოდინში. მაგრამ განა ყველას ესმის და სჯერა პოზიტიური აზროვნებისა. ზოგს ის უაზროდ მიაჩნია და დასცინიან კიდევაც ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ ამ სახის აზროვნების პრინციპებს. იმავდროულად მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებისთვისაც მისაღებია აზროვნებისადმი ამგვარი მიდგომა და რომლებმაც იციან როგორ უნდა გამოიყენო პოზიტიური აზროვნება დადებითი შედეგების მისაღწევად. ამის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საზოგადოების ყურადღება ამ თემისადმი გამოკვეთილად იზრდება.

ეს მასალა დააინტერესებს მათ, ვისაც სურს, რომ მისი ცხოვრება ნათელი და სიკეთის მომტანი გახდეს.

გავიხსენოთ ჭიქის კლასიკური მაგალითი: „ჭიქა ნახევრად ცარიელი თუ ნახევრად სავსეა ?“ (რეალურად კი სითხე ზუსტად ნახევარი ჭიქა ასხია). ოპტიმისტი და პესიმისტი, მათი ხედვიდან გამომდინარე, განსხვავებულად შეაფასებენ ამ ფაქტს.

გამოდის, რომ ჩვენ თვითონვე ვირჩევთ, როგორი რეაგირება მოვახდინოთ ამა თუ იმ მოვლენაზე. ნებისმიერ ვითარებაში ადამიანს შეუძლია იპოვოს ის, რაც მას შთააგონებს ან ის , რაც მას თრგუნავს. მნიშვნელოვანი კი ის არის - რაზეა მიმართული მისი ყურადღების ფოკუსი - პოზიტივზე თუ ნეგატივზე.

შთამბეჭდავი მაგალითის სახით მოგიყვებით სხვა საინტერესო ისტორიასაც, რომელიც ხშირად გხვდება ინტერნეტში. ფეხსაცმლის ორი გამყიდველი გააგზავნეს აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ფილიალის გასახსნელად. პირველი გამყიდველი ჩადის ახალ რეგიონში და ხედავს, რომ ყველა ფეხშიშველი დადის. ურეკავს უფროსს და მწუხარებით აუწყებს: „უფროსო, აქ ყველა ფეხშიშველად დადის “. ჩამოდის მეორე გამყიდველი, ისიც ხედავს, რომ ყველა ფეხშიშველია და სიხარულით ყვირის ყურმილში: „უფროსო, სასწრაფოდ გამოაგზავნე ფეხსაცმლის ორმაგი პარტია!! აქ ყველა ფეხშიშველია! “ პირველ შემთხვევაში ადამიანს ეკარგება ინტერესი, მეორე შემთხვევაში კი - საოცარი წარმატების მოლოდინშია, იგი შთაგონებისა და ამაღლების ტალღაზეა.

ცხოვრების გაკვეთილი: ცხოვრებისგან ადამიანი ყოველთვის იღებს იმას, რასაც ელის.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. წვიმს... ოპტიმისტმა გაიხედა ფანჯარაში და იფიქრა „წელს კარგი მოსავალი იქნება!“, ან „რა კარგია, ქოლგა რომ გამაჩნია“. პესიმისტმა გაიხედა და სევდიანად გაიფიქრა: „არ გავცივდე დღეს!“, ან „როგორ წავიდე ახლა? ახალი ფეხსაცმელი ხომ გამიფუჭდება, არა და სწორედ მის ჩაცმას ვაპირებდი“, ან იტყვის ხშირად გამოყენებად ფრაზას - „ეს რა უბედურებაა?“. აქედან გამომდინარე ოპტიმისტს კარგი მოსავლის მიღების, ან სასარგებლო საქმეზე ქოლგით წასვლის შესაძლებლობა უჩნდება, პესიმისტს კი მხოლოდ ის რჩება, რომ ავად გახდეს, ან გაუფუჭდეს ფეხსაცმელი, ან და საერთოდ უბედურება დაემართოს. და თუ ოპტიმისტი არ ცხოვრობს სოფელში და უშუალოთ თვითონ არ ელოდება უხვ მოსავალს, კარგი ხილის ყიდვის დროს მაინც იფიქრებს: „ეგრეც ვიცოდი - კარგი მოსავალი რომ იქნებოდა...“. პესიმისტი, წვიმის დროს რომც არ წასულიყო არსად, უსაქმურად წოლის შედეგად მაინც ცუდად გახდებოდა და იტყოდა: „აი, ეს სულ წვიმის ბრალია... წვიმა, რომ არ მოსულიყო, ხომ წავიდოდი სადმე, ამდენს არ შევჭამდი და ცუდად არ გავხდებოდი“.

მიაქციეთ ყურადღება, რომ თვითოეულმა ის შედეგი მიიღო, რომელსაც ელოდებოდა. ამიტომაც, თითქმის შეუძლებელია ოპტიმისტს და პესიმისტს შეაცვლევინო აზრი და დამოკიდებულება - ისინი ყოველდღე ღებულობენ საკუთარი მოლოდინის დასტურს. აქ მუდმივად მუშაობს ერთი და იგივე კანონზომიერება: ანუ რამდენიც არ უნდა უმტკიცო, რომ შავი შავია და თეთრი - თეთრია, მაინც საკუთარი აზრით იცხოვრებს... იმედი გვაქვს, რომ უმეტეს პესიმისტს სურს გახდეს ოპტიმისტი, რაც მისი აზრით შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველაფერი ხომ „მართლაც ცუდად არის“.

ცხოვრების გაკვეთილი: როგორ გამოვიმუშავოთ პოზიტიური აზროვნების უნარი?
ძალიან მარტივად: პოზიტიურად დაიწყეთ ფიქრი. იმისათვის, რომ არ იფიქროთ ნეგატივზე, პოზიტივში ჩადეთ თქვენი ენერგია. მიუჩვევლობის გამო თავიდან გაგიძნელდებათ. შემდგომში კი პოზიტივი იმდენად შეავსებს თქვენს ცხოვრებას, რომ ნეგატივისთვის ადგილიც კი არ დარჩება, ის - „გაქრება“.

უდაო, რომ პოზიტიური აზროვნება ნეგატივურზე უკეთესია, ამის შესახებ ბევრმა იცის. მაგრამ, ერთია - იცოდე და მეორეა - ამ წესით ცხოვრობდე.

როგორ გამოვიმუშავოთ პოზიტიური აზროვნების უნარი?

პირველ რიგში დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი ბედ-იღბალი ჩვენი ყოველდღიური ფიქრების შედეგია. ყველაფერი უშუალოდ აზროვნებაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ დადებითი აზრები ჭარბობენ, ადამიანის ცხოვრება ივსება პოზიტიური მოვლენებით. ოდნავ სახუმარო სიტუაციამ: „მომილოცე! კომპიუტერი გამიფუჭდა“, რომელსაც მოჰყვება დასკვნა: „ესეიგი მალე ახალს ვიყიდი!“, შეიძლება მიგიყვანოს ახალი კომპიუტერის ყიდვამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტრიქონის წაკითხვის დროს პესიმისტი ფიქრობს: „რა სისულელეა! ფული, თუ არა მაქვს, როგორ ვიყიდი ახალს?“ რაზეც შეიძლება ვუპასუხოთ - ფულის უქონლობის შემთხვევაშიც ოპტიმისტი პოზიტიურად მიუდგებოდა ამგვარ სიტუაციას. მაგალითად: „კიდევ კაი, რომ ეს მოხდა ახლა, ხვალ მექნება ფული და დაზიანებას შევაკეთებ ...“. ალბათ ატყობთ მათ აზროვნებაში სხვაობას? ეს მარტივი მაგალითი აღიქვით როგორც იმის ილუსტრაცია თუ როგორ მოქმედებს და რა გავლენას ახდენს პოზიტიური განწყობა ადამიანის ცხოვრებაზე.

პოზიტიური აზროვნების უნარის გამომუშავების გზები:

პოზიტიური გამონათქვამები

მაგალითად: „დღეს ძალიან კარგი დღე მექნება“, „ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა“, „დღეს წარმატება, ბედნიერება, კეთილდღეობა მელის“. ამ სახის გამონათქვამები თქვენი ცხოვრების ნებისმიერ მოვლენას პოზიტიური ენერგიით ავსებენ. ამით ხელს უწყობთ მოვლენის, რომლის შესახებ ჯერ არც კი იცით, წარმატებულად განვითარებას!

დაიწყეთ მარტივად - ყოველდღე დილით გაღვიძების დროს, შუა დღეს ჭამის დროს, საღამოს ძილის წინ აუცილებლად წარმოთქვით: „რა კარგია!“. შემდგომ უფრო ხშირად გამოიყენეთ და გაამდიდრეთ ამ სახის გამონათქვამები: „რა მშვენიერია!“, „რა ლამაზია!“, „რა ბედნიერებაა!“...

გახსოვდეთ - სიტყვას დიდი ძალა აქვს!

წარმატების დღიური

წარმატების დღიური - რვეული ან ბლოკნოტია, რომელშიც ყოველდღიურად ჩაიწერთ საკუთარ მიღწევებს. ზოგიერთი ადამიანის პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ ჩვევად აქვს ქცეული აქცენტის იმაზე გაკეთება რაც შეუსრულებელი რჩება, ან რაც არ გამოუვიდა. ამ ტიპის ადამიანს ასე ასწავლეს, ის ასე აღზარდეს. წარმატების დღიურის ამოცანაა - ისწავლოთ აქცენტირების კეთება გაკეთებულსა და მიღწეულზე. სხვათა შორის ე.წ. ბლოგების ან სოციალური ქსელების მეშვეობითაც შესაძლებელია შეასრულოთ ეს ამოცანა. მაგალითად თქვენს ბლოგში ან Facebook - ის თქვენს გვერდზე მუდმივად თუ დააფიქსირებთ საკუთარ დადებით აზრს, განწყობას, მიღწევას თქვენს მიმართაც შეიქმნება პოზიტიური განწყობა და გარემო. ამით თქვენი ცხოვრება უფრო სახალისო გახდება.

„მადლიერების ატრიბუტი“ ანუ თილისმა

ეს შეიძლება იყოს პატარა ზომის ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ატარებთ ჯიბით ან ჩანთით: ჯვარი, ან სხვა რელიგიური ნივთი, აგრეთვე შესაძლოა ეს იყოს თქვენთვის ძვირფასი და სამახსოვრო მონეტა, კრიალოსანი, ბრელოკი, ზღვის ქვა და ა.შ. მას როდესაც დაინახავთ ან ხელს მოჰკიდებთ თქვენს სიცოცხლეში ყველა სიკეთისთვის, რაც გაგაჩნიათ მადლიერებას გამოხატავთ. ორიოდე წუთით, პოზიტიურზე ფიქრით, ხელში დაიკავეთ ეს ნივთი. ამით თქვენ გამოსცემთ პოზიტიურ ენერგიას, რომელზეც სამყარო შესაბამისად გიპასუხებთ.

რამდენად ხშირად გაგიგონიათ ფრაზა და მოწოდება: „იაზროვნე პოზიტიურად“? როგორც წესია ამ სიტყვებით მიმართავენ ადამიანს, რომელიც განიცდის წარუმატებლობას, ცუდად გრძნობს თავს ან რაღაცით არის შეწუხებული. მაგრამ ბევრი ადამიანი სერიოზულად არ აღიქვამს ამგვარ მოწოდებას, ვინაიდან არ იცის, რომ პოზიტიური აზროვნება მართლაც სასარგებლო და ეფექტურია, ხოლო ნეგატივური აზრები, გამონათქვამები და დამოკიდებულება მხოლოდ აგრეთვე ნეგატივურ განწყობას და ქმედებას ბადებენ. ამ გზას მივყავართ მხოლოდ წარუმატებლობისკენ, სასოწარკვეთილებისკენ და იმედის გაცრუებისკენ.

პოზიტიური და ნეგატივური აზროვნება გადამდებიც არის. ამა თუ იმ გზით, ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე, ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებით საკუთარ აზრსა და განწყობას ჩვენ გადავცემთ ადამიანებს, რომლებსაც ვხვდებით ცხოვრებაში და ზეგავლენას ვახდენთ მათზე. ადამიანები გრძნობენ ჩვენ აურას, ზოგჯერ იტანჯებიან კიდევაც ჩვენი აზრებისგან. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ყველას გვსურს გარშემო მეტი პოზიტიური ადამიანი გვყავდეს და გავურბივართ ნეგატივურ მოვლენებს. ჩვენ უფრო ვიზიდავთ ადამიანებს თუ ვაზროვნებთ პოზიტიურად. ყველასთვის ნაკლებად მიმზიდველია ნეგატივური აზრები.

მართლაც, თუ დავიწყეთ პოზიტიურად აზროვნება, ჩვენ ცხოვრებაში აუცილებლად სასიკეთო რამ ხდება. ეს - ბუნებრივია. როდესაც კარგზე ფიქრობთ, თქვენ სასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ და მეტ ყურადღებას აქცევთ იმას, რაც სინამდვილეში გსურთ. თვალები გაგინათდებათ, თქვენში ენერგია მატულობს, წელში იმართებით, თავს მაღლა სწევთ, ხმას სასურველი ჟღერადობა ემატება და სხეულის ენა მეტყველებს იმაზე, რასაც გრძნობთ.

გახდით საკუთარი თავის ფსიქოლოგი - დაინახეთ სილამაზე, მშვენიერება, სიკეთე, სიყვარული - და თქვენი ცხოვრება მოულოდნელად სწრაფად სიკეთით შეივსება!
ავტორი :მზია გიგუაშვილი-ნაკაშიძე
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Dec 12 2011, 04:09 PM
Post #146


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეძღვნება ოლდ მენს smile.gif)




--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 15 2012, 11:20 AM
Post #147


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,130
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ყველამ იგრძენით ბედნიერება rose-178.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 4 2012, 12:13 AM
Post #148


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,130
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რატომ არის ჩახუტება აუცილებელი ?
მეცნიერები დიდი ხანია აწარმოებენ მოხვევის სამკურნალო ძალის გამოკვლევას. ახლახან გამოიყვანეს თვითშეგრძნების იდეალური ფორმულა. ადამიანს ახლობლებთან და მეგობრებთან მოხვევა-ჩახუტება დღეში არანაკლებ 12-ჯერ ესაჭიროება. საქმე ისაა, რომ შეხების დროს გამომუშავდება ენდორფინები-ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებები. მოხვევა ასევე ორგანიზმში ააქტიურებს ნივთიერება ოქსიტოცინს, რომელიც დეპრესიასა და სტრესს ებრძვის, ხოლო ბიონეგრეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ურთიერთშორის პოზიტიური ენერგიის გაცვლით ადამიანები ერთმანეთს მთელი დღით კარგი განწყობით მუხტავენ.

http://angel.ge/index.php?newsid=20861
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Jul 11 2012, 08:56 AM
Post #149


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბედნიერების საიდუმლო >> http://www.4motivi.com/2011/09/blog-post_06.html
თურმე რა ცოტა სჭირდება ადმიანს რომ იყოს ბედნიერი, უბრალოდ გააზრება იმისა რომ რადგან ცოცხალია, ეს უკვე დიდი ბედნიერებააა wink.gif


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jul 11 2012, 09:08 PM
Post #150


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,130
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ მიყვარს ეს თემა l_daisy.gif
groupwave.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jul 11 2012, 11:41 PM
Post #151


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



gul.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Jul 21 2012, 08:32 PM
Post #152


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ადამიანი ძალიან დიდ იმპულს იძლევა იმისა, რომ დავაფასოთ.. და ვიყოთ ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ი!!! http://www.youtube.com/watch?v=ciYk-UwqFKA...player_embedded

თუ დაინახავთ რომ გეკარგებათ ცხოვრების ხალისი, ამ ვიდეოს გადახედეთ..


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jul 21 2012, 09:56 PM
Post #153


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მზეონა... გავსკდი ტირილით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 21 2012, 10:53 PM
Post #154


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მზეონა
რამხეა სიყვარული მოდის ამ ადამიანისაგან! ფ.ბ ზეც დავდებ! <3


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Aug 1 2012, 12:40 PM
Post #155


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბუნების საოცრებაა JC_cupidgirl.gif

ვის გინახიათ ორთაღიანი ცისარტყელა, ან სამიანი?












--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Aug 1 2012, 04:29 PM
Post #156


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,130
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მზეონა
QUOTE
ვის გინახიათ ორთაღიანი ცისარტყელა, ან სამიანი?

მინახავს და მართლა ძალიან ლამაზია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Aug 6 2012, 12:21 PM
Post #157


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბედნიერებას გისურვებთ! <3 http://www.youtube.com/watch?v=q3G_DTGocLw


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Oct 3 2012, 11:47 AM
Post #158


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვფიქრობდი, რომელ თემში დამედო და საბოლოოდ ეს ავარჩიე, რადგან ეს გულის შემძვრელი, ადამიანური ვიდეოა, ბევრს საკუთარი ძალების რწმენას მისცემს..
http://www.youtube.com/watch?v=EINHMO5cXes (აქ რუსული სუბტიტრებითაა >> http://www.valyaeva.ru/?p=992 )


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
ზაზა
post Nov 19 2012, 01:02 AM
Post #159


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 189
Joined: 3-January 10
From: თბილისი
Member No.: 6,108

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რას იტყვით ამ და სხვა საინტერესო თემებზე ინტერნეტ რადიოში რომ ვისაუბროთ? http://eqskluzivi.com/ ზე მიმყავს გადაცემა "მოდი ვისაუბროთ" სამშაბათს და შაბათს, ღამის 12 საათზე. მსმენელები გამყავს ეთერში სკაიპის და ტელეფონის საშუალებით და ვსაუბრობთ. ინტელექტუალურ თანამოსაუბრეების მწვავე დეფიციტს განვიცდი, თქვენი თანადგომა მჭირდება


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Feb 28 2013, 08:02 PM
Post #160


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დააკლდა ამ ლამაზ თემას ყურადღება და პოსტებიც ცოტაა, სულ 8 გვერდი, გდავიკითხე და თითქოს ლამაზ წარსულში ვიყავი სტუმრად)


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post

10 Pages V  « < 6 7 8 9 10 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 16th April 2024 - 08:40 PM