IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ტრანსფორმაცია
Sukkuna
post Dec 30 2023, 08:39 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 26
Joined: 18-September 21
Member No.: 8,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა ! სამი წლის წინ სხეულს გარეთ გამოცდილება მქონდა , რომელიც თავისით გადამხდა . იმ წლებში საერთოდ არ ვიცოდი სულიერების ან რაიმე სულიერი ცოდნების შესახებ . ჩემი გამოცდილება შემდეგნაირი იყო : ოთახში დავწექი საღამოს პერიოდი იყო ( არა ძილის დრო ) და ჩაძინებიდან მალევე გამეღვიძა ჩემივე ოთახში . თავიდან ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა და ოთახიდან გასვლა დავაპირე ... ოდნავ გავცდი თუ არა ოთახს უდიდესი ნეტარება , სიმშვიდე და სიყვარულის მძაფრი შეგრძნება დავიწყე , რომელიც არ ჩერდებოდა და მუდმივი იყო .... ყველაფერი იგივე იყო როგორც ჩაძინებამდე დავტოვე სახლში , როდესაც სამზარეულოს მივუახლოვდი თითქოს ნიავმა ამწია და წამიყვანა სამზარეულოს ფანჯრისკენ რომელიც ოდნავ იყო ღია . ( ახლა ვაცნობიერებ რომ ჰაერში არაფერს ავუწევივარ ეს ჩემი განზრახვით გავაკეთე , მაგრამ იმ პერიოდში უბრალოდ ნიავი მეგონა ) . ფანჯრიდან გასვლას ვაპირებდი როცა ვიფიქრე რომ ეს ცუდი იდეა იყო და გავჩერდი ფანჯარასთან , ამ დროს მოვტრიალდი და დავინახე ჩემი კატა როგორ გამოდიოდა ოთახიდან და მოათრევდა პირში სათამაშოს ზუსტად თავის ზომას და გამჭვირვალეს და ამის დანახვაზე ავიხედე ოთახისკენ და გავაცნობიერე რომ თუ ოთახისკენ დავბრუნდებოდი ჩემს თავს მწოლიარეს დავინახავდი და ამის გაფიქრებასთან ერთად შიშმა ამიტანა და შიშის ვიბრაცია როგორც კი შემოვიდა ჩემში ავტომატურად უკან ჩავეშვი სხეულში ( ეგეთი შეგრძნება მქონდა ) და სიზმარში გავიღვიძე უკვე ჩემს სახლში და სიზმრიდან შემდეგ უკვე რეალობაში . როცა რეალობაში გავიღვიძე რამდენიმე წუთი ვერ ვმოძრაობდი თითქოს სისხლით ახლიდან ვივსებოდი... რომ ავდექი პირველი მეგობარს დავურეკე და მოვუყევი რომ არ დამვიწყებოდა. რომ გავიარე თითქოს ახლიდან ვიწყებდი სიარულს , სახე შეცვლილი მქონდა და თვალები ჩასისხლიანებული . აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და წყლის შეხებაზე კინაღამ გავითიშე . მაგ დღეს თითქოს ახლიდან დავიბადე რადგან შეგრძნებები იმაზე ბევრად სენსიტიური გახდა ვიდრე მანამდე იყო . რამდენიმე კვირა იმ სიამოვნებას ვერ ვივიწყებდი რომელიც იქ განვიცადე .
ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, კერძოდ დავკარგე ინტერესი ყველასი და ყველაფრის რადგან თითქოს გრძნობები გამიქრა და ემოციების შეგრძნება მიჭირდა პირველი რამდენიმე თვე, გამოვიარე დეპრესია თუმცა მაგ დროს ამას ვერ ვაცნობიერებდი . გავხდი ნეგატიური და სახლში დავიწყე ნეგატიური ენერგიების შეგრძნება . თავიდან მეშინოდა მაგრამ შემდეგ ნორმალურად აღვიქვი ეგ ყველაფერი . მაგ პერიოდში მარტო ვცხოვრობდი და ბოლო სართულზე სრულიად მარტო ვიყავი . დამეწყო ხილვების მსგავსი სიზმრები სადაც ვიღაც მაკვირდებოდა თითქოს და მხოლოდ თვალს ვხედავდი . ერთ დღეს გაცნობიერებული სიზმარი მქონდა ( გაუცნობიერებლად ) და როდესაც გავაცნობიერე რომ სიზმარში ვიყავი რაღაც ამოუხსნელმა ძალამ მაიძულა რომ სახლის კარები გამეღო და აივნის კარიდან ისევ თვალი მიყურებდა რომელსაც კარები გავუღე და შემოვუშვი სახლში . ის ვინც სახლში შემოვიდა 2-3 მეტრის იქნებოდა .. ქერა თმიანი ახალგაზრდა მამაკაცი და თითქოს მისი სხეული ანათებდა ( ჩემმა გონებამ რატომღაც ასეთი ინტერპრეტაცია გაუკეთა ) და მე შიშით ლოცვა დავიწყე ... ისეთი ლოცვები რომლებიც მაშინ არც კი ვიცოდი ( არც ვლოცულობდი არასდროს ) . როდესაც ლოცვას მოვრჩი განათდა ის და გავნათდი მეც და განათდა მთელი აივანი და თითქოს ჩემთავს ზევიდან ვუყურებდი როგორ გადაიქცა ყველაფერი ნათელში და გავიღვიძე. რომ გავიღვიძე ოთახში მისი ფორმის ანარეკლი დავინახე ( თვალის მეხსიერებით ) . ტირილი დავიწყე მახსოვს.. ბედნიერი ვიყავი მაგრამ დღემდე არ ვიცი რატომ . ამის შემდეგ ფიზიკური აღნაგობა შემეცვალა , მაგნეტიზმი ქონდა ჩემს სიტყვებს კარგად მახსოვს . გონების გაცნობიერებულობის მომატების გამო ამპარტავნობა შემოიპარა ჩემში და მოკლედ რომ ვთქვა იმის მერე 3 წელი გავიდა smile.gif
ბოლო ერთი წელია მძლავრი ტრანსფორმაცია დაიწყო ჩემში სულიერი , ჩემი მოგროვებული ინფორმაციებით გამოვიარე სულის ბნელი ღამე , რომელიც ალბათ 8 თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში ფიზიკური და მენტალური ტკივილის გამო სუიციდური აზრებიც კი მაწუხებდა თუმცა ვიცოდი რომ ეს აზრები ჩემი არ იყო . ენერგია თითქმის არასდროს მქონდა , შემეცვალა წარმოდგენები , დამოკიდებულებები . შემეცვალა კვების რაციონი ( ვიყავი ვეგეტარიანელი ,ვეგანი ) ხორცს დღემდე " ვერ " ვჭამ . დავიწყე ნატიფი სამყაროების აღქმა , აზრების და ემოციების კონტროლი . ა
!!! შეკითხვა !!! . ამ ეტაპზე ძალიან დაბნეული ვარ , არ ვარ ის ადამიანი ვინც 22 წელი ვიყავი , ვერ ვეწყობი ჩემს გარშემო ადამიანებს, ოჯახს , ნათესავებს , მეგობრებს . ჩემი გონება პირდაპირი გაგებით ემოციურად მჭამს და ამის გამო პრაქტიკულად ეგოსგან ვთავისუფლდები ამ ეტაპზე. კარგად აღარ მახსოვს ჩემი წარსული , ჩემი უახლოესი წარსულიც კი, დამებლოკა მეხსიერება.. ამის გამო არ მახსოვს რა მომწონს და რა მომწონდა . აღარ მაქვს ძველი შეგრძნებები .. მიწევს ვისწავლო ჩემი დამოკიდებულებების კონტროლი რადგან ნებისმიერი გაბრაზება და ნეგატიური ემოცია პირდაპირ ანგრევს ჩემი სამყაროს ნიშას . ახლა დამკვირვებლის ცოდნა გამეხსნა , ვაცნობიერებ ჩემს ავტომატურ პატერნებს და რეაქციებს და აქ მჭირდება თქვენი დახმარება . მინდა დამკვირვებლის ცნობიერების როლი ვინმემ უკეთესად ამიხსნათ , ამიხსნათ პრაქტიკის ზუსტი მნიშვნელობა და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაზე მომცეთ რჩევები წიგნის , პირადი გამოცდილების ან რომელიმე სულიერი მასწავლებლის სახით . ჩემში არ არის სიყვარული , სიმშვიდე და არც ნეგატიური ემოციები . თითქოს 0 ვარ არც იქით ვარ და არც აქეთ . ბოდიშით თუ გაუგებრად დავწერე . დიდ მადლობას გიხდით წინასწარ !
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
chemikerin
post Mar 29 2024, 09:29 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 787
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(sukkuna @ 27th March 2024 - 04:47 AM) *
ჩემი მდგომარეობა შინაგანი რადიკალურად გაუმჯობესდა

მშვენიერია!
gul.gif

QUOTE(sukkuna @ 27th March 2024 - 04:47 AM) *
საერთოდ რას ფიქრობთ მაგ ადამიანის ბიოგრაფიაზე და მის სწავლებებზე ?

მიყვარს ოშო ❤️❤️❤️


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Sukkuna   ტრანსფორმაცია   Dec 30 2023, 08:39 AM
Zet   პირველ რიგში რკინი...   Dec 30 2023, 06:08 PM
Sukkuna   მადლობა !   Dec 31 2023, 04:21 AM
earth   Sukkuna წავიკიითხე შენ...   Dec 31 2023, 09:18 AM
Sukkuna   Sukkuna წავიკიითხე შენ...   Jan 1 2024, 03:13 AM
td.........   Sukkuna საინტერესო გამ...   Jan 1 2024, 05:33 PM
Sukkuna   Sukkuna საინტერესო გამ...   Jan 1 2024, 11:22 PM
earth   Sukkuna გამარჯობა ❤️ პი...   Jan 2 2024, 09:27 AM
Sukkuna   Sukkuna მეც მთელი გული...   Jan 2 2024, 10:33 AM
Sukkuna   Sukkuna მეც მთელი გული...   Jan 2 2024, 10:45 AM
Sukkuna   Sukkuna მეც მთელი გული...   Jan 2 2024, 11:01 AM
Sukkuna   Sukkuna მეც მთელი გული...   Jan 2 2024, 09:22 PM
earth   არა... რატომ უნდა და...   Jan 2 2024, 07:22 PM
Sukkuna   დამიწებაში ვიგული...   Jan 2 2024, 08:59 PM
earth   Sukkuna ხან მჭირდება მა...   Jan 3 2024, 10:13 AM
Sukkuna   კი , ზღვის პროდუქტე...   Jan 4 2024, 10:18 PM
td.........   Sukkuna როგორ შეიძლება ...   Jan 4 2024, 10:47 PM
Sukkuna   Sukkuna ჩემი გამოცდილე...   Jan 6 2024, 07:31 AM
earth   td......... ჩემი გამოცდილ...   Jan 5 2024, 08:56 AM
Sukkuna   td......... მასეა!!! ბ...   Jan 6 2024, 07:33 AM
td.........   თქვენმა საუბრებმა ...   Jan 6 2024, 11:30 PM
earth   Sukkuna აი ზუსტად !! ზ...   Jan 7 2024, 10:41 AM
Sukkuna   Sukkuna ჩემთვის ნაცნობ...   Jan 10 2024, 05:22 AM
earth   Sukkuna დიდიხანია რაც ს...   Jan 10 2024, 08:29 AM
Sukkuna   Sukkuna კი წლებია... 20 წე...   Jan 10 2024, 09:31 PM
earth   Sukkuna პირველად ძნელი...   Jan 11 2024, 09:42 AM
Sukkuna   Sukkuna პირველად ძნელი...   Jan 13 2024, 04:30 PM
chemikerin   earth აი აქ არასოდეს მ...   Jan 13 2024, 09:46 PM
Sukkuna   earth მეც მაქვს გარკვ...   Jan 14 2024, 07:45 AM
earth   Sukkuna რომ არ დაგიმალო...   Jan 14 2024, 10:02 AM
earth   უბრალოდ არ აქვთ ეს ...   Jan 14 2024, 10:08 AM
td.........   მეც მაქვს გარკვეულ...   Jan 14 2024, 10:23 PM
earth   td......... მეც არასდროს ...   Jan 15 2024, 10:04 AM
chemikerin   Sukkuna ალბათ ტურისტულ...   Jan 15 2024, 01:16 PM
Sukkuna   Sukkuna ალბათ ტურისტულ...   Jan 16 2024, 06:36 AM
earth   Sukkuna ყველა ადამიანს ...   Jan 16 2024, 09:42 AM
Sukkuna   Sukkuna ყველა ადამიანს ...   Jan 18 2024, 07:57 AM
chemikerin   Sukkuna როგორც მივხვდი,...   Jan 16 2024, 02:55 PM
Sukkuna   Sukkuna როგორც მივხვდი,...   Jan 18 2024, 08:04 AM
earth   Sukkuna რონდა მლერნიზე ...   Jan 18 2024, 08:51 AM
earth   Sukkuna ვერ ვინარჩუნებ ...   Jan 18 2024, 08:54 AM
td.........   ვერ ვინარჩუნებ წონ...   Jan 18 2024, 07:13 PM
old_man   მეგობრებო 2024 წლის 21 ...   Jan 18 2024, 07:54 PM
earth   old_man მაგარია!!! მ...   Jan 19 2024, 10:41 AM
chemikerin   ცხოვრებაც ესაა , ამ ...   Jan 19 2024, 01:58 PM
Sukkuna   გამარჯობა , როგორ ხ...   Feb 11 2024, 08:06 AM
earth   Sukkuna გამარჯობა, მიხა...   Feb 11 2024, 09:33 AM
Sukkuna   უბრალოდ არ ვიცოდი ...   Feb 12 2024, 10:53 AM
chemikerin   გამიჩნდა კომპლექს...   Feb 14 2024, 08:59 PM
Sukkuna   [quote name='chemikerin' post='131645...   Feb 15 2024, 04:32 PM
Sukkuna   როდიდან გაჩნდა ესე...   Feb 15 2024, 04:44 PM
chemikerin   თუმცა ამ აზრების უ...   Feb 14 2024, 09:11 PM
chemikerin   კი, ნამდვილად არის ...   Feb 16 2024, 01:27 PM
old_man   აქამდე გაგებული მქ...   Feb 17 2024, 09:31 PM
Sukkuna   გასაგებია … ჩემი გ...   Feb 18 2024, 06:42 AM
chemikerin   Sukkuna კონკრეტულად ეგ ...   Feb 18 2024, 01:30 PM
Sukkuna   მადლობა   Feb 19 2024, 06:11 AM
Sukkuna   მეგობრებო როგორ ხა...   Mar 27 2024, 04:47 AM
chemikerin   ჩემი მდგომარეობა შ...   Mar 29 2024, 09:29 PM


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 14th May 2024 - 03:50 AM