IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> რჩევა მჭირდება, :)
geoclan
post Jan 22 2017, 01:44 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 22-January 17
Member No.: 7,591

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ , ჩემი პრობლემა მდგომარეობს ჩემს დამოკიდებულებებში. ახლა რასაც დავწერ ჭეშმარიტებად არ ვთვლი , ანუ ჩემი მოსაზრებები მაქვს გარკვეულ საკითხებზე და არავისთან მისაუბრია ამ თემებზე . ჩემი მეგობრები თავს არიდებენ ასეთ საუბრებს და ყოველდღიურობით კავდებიან. ჩემთვის კი ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არა აქვს , ანუ ყოველდღიურობას. მე უფრო მაინტერესებს ადამიანი , მისი ფიქრები და გონება. შინაგანი , სულიერი სამყარო. ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნები , რომ ეს სამყარო რეალური არ არის, ის მხოლოდ უკვე მომხდარის ანარეკლია მეთქი.
რამდენად არის ეს სიმართლე არ ვიცი მაგრამ მაშ რითი აიხსნება მატერიის ატომური პროექცია. ის ხომ შეიძლებოდა არეული და უფორმო ყოფილიყო მაგრამ ახლა მას დალაგებულად აღვიქვავთ .. ანუ, ფიქრი აყალიბებს მის ამჟამინდელ ფორმას და ესეიგი მას შეუძლია მისი შეცვლაც. მაგრამ აქ მთავარი ჩვენი წარმომავლობაა. სინამდვილეში რა ვართ? სულიერი ქმნილებები? მაშ რა მიზნით არიან ეს ქმნილებები ამ უსაზღვრო ,უხეში , ფანტაზიის დონემდე შეკუმშული ენერგიის მასაში გახვეული? ვერ ვხვდები ადამიანის და ამ სამყაროს დანიშნულებას. ვიცი ეს ყველაფერი სულელურად ჟღერს მაგრამ მე არანაირი ცოდნა არ მაქქვს ეზოთერიის მხრივ. მიდრეკილება დიდი მაქვს მაგრამ ყოველთვის მაკავებდა რაღაც. მაგრამ როდესაც ვუყურებ ადამიანებს , როგორ ოცნებობენ პროკურორობაზე და ბანკირობაზე , ან ჩაქცეულ მილიონერობაზე , ვფიქრობ : ნუთუ არასდროს უფიქრიათ სად ცხოვრობენ მეთქი. ნუთუ არ დაფიქრებულან სინამდვილეში რა არიან. ამ დროს კი მეცინება , რადგან მე მიფიქრია და ვფიქრობ ამაზე და და მეთვითონაც წარმოდგენა არ მაქვს მოცემულ საკითხზე Laie_61.gif . მხოლოდ ფიქრები მაქვს. დეპრესიულიც არ ვარ ესეთი ფიქრები ,რომ დავაბრალო. უბრალოდ მეცნიერული ახსნა არ მაკმაყოფილებს , რადგან ისინი მხოლოდ ტექნიკურად და ლოგიკურად უდგებიან ამ საკითხს. როგორც 2+2 ია. მითხარით , ვინმეს თუ შეგიძლიათ პირადში ,აქ ან ფბზე, დამელაპარაკოს. ოღონდ წიგნები არ დამილინკოთ. უბრალოდ ეზოთერიაში გაცნობიერებულ ადამიანთან მინდა საუბარი. ბავშვი არ ვარ 21 წლის ბიჭი ვარ. ვიცი შეიძლება ძალიან პრიმიტიულად ვმსჯელობ მაგრამ ამ მხრივ სრულიად გაუნათლებელი ვარ. ამ ბოლოდროს დამაინტერესა ამ ყველაფერმა. რადგან ადამიანების ასეთი ქცევა არა ბუნებრივად მიმაჩნია , ასევე ჩემი. თითქოს რაღაც დადგენილაებას მივდევთ თვალ დახუჭულები ბეწვის ხიდზე. რატომ არის ადამიანი ასეთი ცვალებადი და რა არის ის სინამდვილეში ან რას ემსახურება ეს სამყარო ამ ფორმით , თითქოს ნიღაბ ამოფარებული. ანუ რა ხდება ამ უხეში რეალობის მიღმა , წმინდა რეალობაში და რა შესაძლებლობები აქვს ადამიანს. და რა სახით შემიძლია ამ შესაძლებლობების ამ სამყაროში რეალიზაცია , ვიზუალიზაცია. თუ ძალიან მოსაბეზრებლად არ მიგაჩნივართ , ვინმემ ვისაც ესმის ეს საკითხი დაწერეთ, ან მომწერეთ .
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ano
post Jan 27 2017, 01:50 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზოგჯერ ვფიქრობ რაც ნაკლები ზეგავლენის ქვეშ იქნები უკეთესია ინდივიდუალური აზრით რაღაცეებზე ფიქრი,
მაგალითად გავეცანი რაღაც ლიტერატურას ვიღაც პიროვნების მოსაზრებებს, ვხედავ სიზმარს ვფიქრობ რომ რაღაც ჭეშმარიტება ამოვხსენი და რო ვაანალიზებ ვხვდები რომ ეს არის ჩემს გონებაში დალექილი სხვადასხვა ავტორების აზრების აჯაფსანდალი,
ზოგადად კი რა სფეროსაც მეტ დროს დაუთმობს ადამიანი იმ სფეროს შედარებით ნათელი მოეფინება,
ადამიანები კი ფიქრობენ ხოლმე ამ საკითხებზე მაგრამ დროს არ უთმობენ, იმიტომ რომ ხვდებიან მაინც ვერ ამოხსნიან ამ "ამოცანას" ამიტომ დროს "ტყუილად" აღარ ხარჯავენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 05:26 AM