IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> რჩევა მჭირდება, :)
geoclan
post Jan 22 2017, 01:44 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 22-January 17
Member No.: 7,591

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ , ჩემი პრობლემა მდგომარეობს ჩემს დამოკიდებულებებში. ახლა რასაც დავწერ ჭეშმარიტებად არ ვთვლი , ანუ ჩემი მოსაზრებები მაქვს გარკვეულ საკითხებზე და არავისთან მისაუბრია ამ თემებზე . ჩემი მეგობრები თავს არიდებენ ასეთ საუბრებს და ყოველდღიურობით კავდებიან. ჩემთვის კი ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არა აქვს , ანუ ყოველდღიურობას. მე უფრო მაინტერესებს ადამიანი , მისი ფიქრები და გონება. შინაგანი , სულიერი სამყარო. ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნები , რომ ეს სამყარო რეალური არ არის, ის მხოლოდ უკვე მომხდარის ანარეკლია მეთქი.
რამდენად არის ეს სიმართლე არ ვიცი მაგრამ მაშ რითი აიხსნება მატერიის ატომური პროექცია. ის ხომ შეიძლებოდა არეული და უფორმო ყოფილიყო მაგრამ ახლა მას დალაგებულად აღვიქვავთ .. ანუ, ფიქრი აყალიბებს მის ამჟამინდელ ფორმას და ესეიგი მას შეუძლია მისი შეცვლაც. მაგრამ აქ მთავარი ჩვენი წარმომავლობაა. სინამდვილეში რა ვართ? სულიერი ქმნილებები? მაშ რა მიზნით არიან ეს ქმნილებები ამ უსაზღვრო ,უხეში , ფანტაზიის დონემდე შეკუმშული ენერგიის მასაში გახვეული? ვერ ვხვდები ადამიანის და ამ სამყაროს დანიშნულებას. ვიცი ეს ყველაფერი სულელურად ჟღერს მაგრამ მე არანაირი ცოდნა არ მაქქვს ეზოთერიის მხრივ. მიდრეკილება დიდი მაქვს მაგრამ ყოველთვის მაკავებდა რაღაც. მაგრამ როდესაც ვუყურებ ადამიანებს , როგორ ოცნებობენ პროკურორობაზე და ბანკირობაზე , ან ჩაქცეულ მილიონერობაზე , ვფიქრობ : ნუთუ არასდროს უფიქრიათ სად ცხოვრობენ მეთქი. ნუთუ არ დაფიქრებულან სინამდვილეში რა არიან. ამ დროს კი მეცინება , რადგან მე მიფიქრია და ვფიქრობ ამაზე და და მეთვითონაც წარმოდგენა არ მაქვს მოცემულ საკითხზე Laie_61.gif . მხოლოდ ფიქრები მაქვს. დეპრესიულიც არ ვარ ესეთი ფიქრები ,რომ დავაბრალო. უბრალოდ მეცნიერული ახსნა არ მაკმაყოფილებს , რადგან ისინი მხოლოდ ტექნიკურად და ლოგიკურად უდგებიან ამ საკითხს. როგორც 2+2 ია. მითხარით , ვინმეს თუ შეგიძლიათ პირადში ,აქ ან ფბზე, დამელაპარაკოს. ოღონდ წიგნები არ დამილინკოთ. უბრალოდ ეზოთერიაში გაცნობიერებულ ადამიანთან მინდა საუბარი. ბავშვი არ ვარ 21 წლის ბიჭი ვარ. ვიცი შეიძლება ძალიან პრიმიტიულად ვმსჯელობ მაგრამ ამ მხრივ სრულიად გაუნათლებელი ვარ. ამ ბოლოდროს დამაინტერესა ამ ყველაფერმა. რადგან ადამიანების ასეთი ქცევა არა ბუნებრივად მიმაჩნია , ასევე ჩემი. თითქოს რაღაც დადგენილაებას მივდევთ თვალ დახუჭულები ბეწვის ხიდზე. რატომ არის ადამიანი ასეთი ცვალებადი და რა არის ის სინამდვილეში ან რას ემსახურება ეს სამყარო ამ ფორმით , თითქოს ნიღაბ ამოფარებული. ანუ რა ხდება ამ უხეში რეალობის მიღმა , წმინდა რეალობაში და რა შესაძლებლობები აქვს ადამიანს. და რა სახით შემიძლია ამ შესაძლებლობების ამ სამყაროში რეალიზაცია , ვიზუალიზაცია. თუ ძალიან მოსაბეზრებლად არ მიგაჩნივართ , ვინმემ ვისაც ესმის ეს საკითხი დაწერეთ, ან მომწერეთ .
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2017, 12:05 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,325
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არანაირი ეზოთერული ცოდნა არ გჭირდება. რაც ნაკლები სტერეოტიპი გვედება თავში, მით მეტს დავინახავთ ამ სამყაროში.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 22 2017, 12:39 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,820
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



geoclan
შევეცდები ჩემი თვალთახედვით გიპასუხო, მარვალწლიანი ძებნის, კვლევის და შეცნობის საფუძველზე:
ჩვენ ვართ სულიერი არსებები, რომლებიც გავდივართ ევოლუციას დედამიწაზე, მყარ სამყაროში, მკვრივი მატერიალური სხეულებით. მიზანი: ევოლუცია, განვითარება, გამოცდილების მიღება, შეცნობა და შემოქმედობა. აქ ვართ ჩვენი ნების, ჩვენი ინტერესის და სურვილის საფუძველზე.
შემდეგ: ჩვენი ფიქრი, აზრი, ემოცია არის უდიდესი შემოქმედების იარაღი. ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ ჩვენი ინდივიდუალური და კოლექტიური შემოქმედების გარემოში. იმ რეალობაში, რომელიც შევქმენით. რა შეუძლია აზრს და ფიქრს კარგად ჩანს დედამიწის სხვა სფეროში დედამიწის ასტრალურ სამყაროში (ვისაც ჰქონია გამოცდილება, ვიცით), რომელიც არის შედარებით ნაკლებად მკვრივი . იქ შენი გაფიქრებით წამებში იცვლება რეალობა. ეს შეგიძლია გადმოიტანო დედამიწაზე. ოღონდ მყარი მატერიის გამო ეს აქ ხდება ნელა და ამიტომ ბევრს უჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ სამყაროში არის უმწეო და არაფერს წარმოადგენს. ეს მცდარი მოსაზრებაა. ადამიანის შესაძლებლობები არის უსაზღვრო.
შემდეგ: ეს სამყარო არის ილუზია, ისევე როგორც ასტრალური სამყარო. ჩვენივე მონაწილეობით შექმნილი ილუზია. კომპიუტერული თამაშის მსგავსი, სადაც ვირგებთ როლებს და ვახდენთ ჩვენი პოტენციალის გამოვლენას, ჩვენი არსის გამოვლინებას, გამოცდილების მიღებას. როცა ამოვწურავთ ევოლუციას აქ, გადავალთ სხვა სამყაროებში...
შემდეგ: რა ხდება ამ უხეში რეალობის მიღმა? როგორც ვთქვი დედამიწას აქვს ნაკლებად მკვრივი სამყაროები, ასტრალური და მენტალური, სადაც ვხვდებით ე.წ. სიკვდილის შემდეგ, შესაბამისი მატერიის სხეულით. მაგრამ ეს არის მაინც დედამიწის ფარგლები. შემდეგ ვერთვებით ახალ ინკარნაციაში თავიდან. ჩვენი სურვილები და მიჯაჭვულობები საშუალებას არ გვაძლევს დავტოვოთ აქაურობა და ამიტომაც ვიბადებით ფიზიკურ სამყაროში კვლავ და კვლავ.
არსებობს უამრავი პლანეტა და სამყარო - სულიერი, მატერიალური, მაღალგანვითარებული, დაბალგანვითარებული, სადაც შეიძლება გავაგრძელოთ არსებობა მას შემდეგ რაც დავტოვებთ დედამიწას, ჩვენი მისწრაფებების, დაგროვილი გამოცდილების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.
რჩევა: შეეცადე არ მიეჯაჭვო სწავლებებს, რელიგიებს, ავტორიტეტებს, მატერიას, ძალაუფლებას, ფიზიკურ სიამოვნებებს...
უფრო მეტად დააკვირდი შენს თავს, (მაგ: როგორ ჩნდება შენში ემოცია, ფიქრი, აზრი, სურვილი, რა გაბრაზებს რა გიხარია და რატომ, ვინ ან რა გაღიზიანებს და გიფუჭებს გუნებას, რატომ?), იმედიტირე, ჩაუღრმავდი თავს (ოღონდ არ მოწყდე ფიზიკურ სამყაროს, სოციუმს) და შეეცადე შენი თავიდან შეიცნო სამყარო და მოგივა ზღვა ინფორმაცია, ისეთი, რასაც ვერცერთ წიგნში ვერ ამოიკითხავ.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
geoclan
post Jan 22 2017, 02:45 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 22-January 17
Member No.: 7,591

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='tikoroma' date='Jan 22 2017, 12:05 PM' post='121137']

ხო მაგრამ სურვილი მაქვს გავეცნო. სტერეოტიპების ჩარჩოებში კი ნაკლებად ვარ , უფრო გარკვეული მიზნები მაქვს , რომლებიც ამ ჩარჩოებს მიღმაა . რაც შეეხება ეზოთერიას , ჩემს აზროვნებას ყველაზე მეტად დაემთხვა და მაინტერესებს თუ რაში მდგომარეობს მისი აზრი ან როგორ შემიძლია გავაცნობიერო .
Go to the top of the page
 
+Quote Post
geoclan
post Jan 22 2017, 02:55 PM
Post #5


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 22-January 17
Member No.: 7,591

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man

ერთი კვირაა ალბათ რაც კითხვა დავიწყე ონლაინ. წავიკითხე რაღაცეები ასტრალი , სიზმრის , ტელეკინეზის და ა.შ და დამაინტერესა. თუ არსებობს ამ სამყაროებში შეყწევის რეალური ხერხები და ამით ხომ არ დავარღვევ რაიმე , ადამიანზე დაკისრებულ , კანონს. რომ გარდაცვალებამდე შევიხედო მეორე მხარეს. იბრალოდ ამ სამყაროს შესწავლის სურვილი მაქვს. თუ ადამიანისთვის ეს შესაძლებელია მინდა ერთხელმაინც გამოვცად. რაც შეეხება ილუზიას მე ამის შესახებ დიდი ხანია ვფიქრობ , ვიცი რომ ფიქრის რეალიზება ამ სამყაროში ძნელია , მისი სიუხეშის გამო . მაინტერესებს რა არის ასტრალი , არისთუ არა იქ შესვლის მცდელობა რაიმე რისკებთან დაკავშირებული . ან რა არის სიზმარი. ბევრგან წერია რომ იგვე ასტრალიაო სიზმარი. მაგრამ იმ ინფორმაციაზე დყრდნობით რაც ამ ბოლოდროს წავიკითხე , მგონია , რომ ეს სხვადასხვა გვარი რეალობაა , სიზმარი ასტრალის მსგავსია მაგრამ ის მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს ეკუთნის. ისიც მაინტერესებს თქვენ რა პრაქტიკა გაქვთ გავლილი ასტრალის ან სიზმრის მხრივ. და რეალურად თუ არსებობს ტელეკინეზი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 22 2017, 05:18 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,820
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



geoclan
ასტრალი არის დედამიწის სხვა სივრცე, მე-4 განზომილება, რომელსაც ფიზიკურ სხეულში ვერ აღვიქვამთ. ანუ დედამიწის სხვა რეალობა, სხვა სამყარო. ჩვენ გვაქვს ასტრალური სხეული და ამ სხეულით ვიცხოვრებთ იქ, როცა ჩვენი ფიზიკური სხეული მოკვდება. ეს არის ემოციების, გრძნობების სხეული. და იქაური მატერიაც ამის მიხედვით ძალიან ადვილად ცვალებადია. არის ასტრალის უამრავი შრე. 7 ძირითადი შრე და მისი უამრავი ქვე-შრე. იქ შეღწევა შეიძლება სიზმრით ან სხეულიდან გამოსვლით სხვადასხვა მედიტაციური პრაქტიკის საშუალებით. როცა სიზმარს ვნახულობთ აუცილებლად ასტრალურ სამყაროში არ ვართ. არსებობს სიზმრები, რომელიც არის ჩვენი დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების, ემოციების, განცდების ნაზავი, ეს არ არის ასტრალი. და არის სიზმრები, როცა ვართ ასტრალში. მე ასტრალში მოვხვედრილვარ გაცნობიერებული სიზმრის ტექნიკით და ამაზე არის დიდი ინფორმაცია როგორც ამ ფორუმზე ისე ინტერნეტში...შეგიძლია გაეცნო. ამ სამყაროში შეღწევით არ არღვევ სამყაროს არანაირ კანონს, ეს არის სამყაროს შეცნობის საშუალება.
ტელეკინეზი რეალურად არსებობს, მისი სწავლა შეიძლება, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ. მას სჭირდება დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და დიდი ენერგიის დაგროვება, მაგრამ რისთვის...? მხოლოდ სხვის გასაოცებლად? არ ღირს.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
geoclan
post Jan 22 2017, 10:39 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 22-January 17
Member No.: 7,591

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man

ანუ რასაც ჩვენ სულს ვეძახით , ასტრალური სხეულია? და შემდგომ ინკარნაცია ჩვენ ვირჩევთ? თუ არის რაიმე კანონზომიერება?
და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს , რას მეტყვი ღმერთზე , როგორც ერთზე ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 23 2017, 03:08 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,820
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



geoclan
არა, ასტრალური სხეული სული არაა. ის ჩვეულებრივი სხეულია, როგორც აღიქვამ შენს თავს ფიზიკურ სამყაროში, ისე აღიქვამ ასტრალური სხეულით შენს თავს ასტრალში.
სული არის უსხეულო.
შემდგომ ინკარნაციას ვირჩევთ ან გვირჩევენ ჩვენი გასავლელი გამოცდების, დაგროვილი გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ ყველა ვართ ერთის გაბნეული ნაწილები. ღმერთი არის ყველგან და ყველაფერში, მათ შორის ჩვენში.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 27 2017, 01:50 AM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 1,359
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზოგჯერ ვფიქრობ რაც ნაკლები ზეგავლენის ქვეშ იქნები უკეთესია ინდივიდუალური აზრით რაღაცეებზე ფიქრი,
მაგალითად გავეცანი რაღაც ლიტერატურას ვიღაც პიროვნების მოსაზრებებს, ვხედავ სიზმარს ვფიქრობ რომ რაღაც ჭეშმარიტება ამოვხსენი და რო ვაანალიზებ ვხვდები რომ ეს არის ჩემს გონებაში დალექილი სხვადასხვა ავტორების აზრების აჯაფსანდალი,
ზოგადად კი რა სფეროსაც მეტ დროს დაუთმობს ადამიანი იმ სფეროს შედარებით ნათელი მოეფინება,
ადამიანები კი ფიქრობენ ხოლმე ამ საკითხებზე მაგრამ დროს არ უთმობენ, იმიტომ რომ ხვდებიან მაინც ვერ ამოხსნიან ამ "ამოცანას" ამიტომ დროს "ტყუილად" აღარ ხარჯავენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 22nd January 2022 - 12:13 AM