Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ისტორია, ცივილიზაციები, რასები _ თაია და თამარი...

Posted by: თამარი Jul 13 2011, 10:46 PM

ჩვენ მზად ვართ კითხვებზე პასუხისთვის, მხოლოდ 20 ივლისის შემდეგ. smile.gif

JC_cupidgirl.gif

Posted by: თაია Jul 13 2011, 10:58 PM

ორი სული ერთ სხეულში... smile.gif
და ორივე თქვენთან, თქვენს გვერდით ვიქნებით!

Posted by: elli Jul 14 2011, 01:59 AM

თაია
ორი სული ერთ სხეულში...
და ორივე თქვენთან, თქვენს გვერდით ვიქნებით!
და ორივე ერთად ხართ ამ ჟამად?

Posted by: თამარი Jul 14 2011, 09:04 AM

არა, ელი... თაიამ მთხოვა, მისი ძველი ავატარისა და სტატუსის დაბრუნება და... რადგან შემოსული ვიყავი, მისი სახელითაც დავპოსტე...
ჩვენ ერთდროულად არასოდეს ვართ სხეულში.

აბა წარმოიდგინე:

აიღე ბოთლი და ჩაასხი ღვინო.
შემდაეგ ღვინო გადმოასხი და ჩაასხი წყალი...
შემდეგ ისევ ღვინო, მერე წყალი...

ანუ, ერთსა და იმავე ბოთლში ხან ღვინო გექნება და ხან წყალი... და ვერ იტყვი, რომელი სჯობს, ღვინო თუ წყალი, - მათ თავ-თავისი დანიშნულება აქვთ. საქეიფოდ ღვინო სჯობს და... ყავის დალევა თუ გინდა, ღვინო ვერაფერ სამსახურს გაგიწევს, ასე არ არის?

ახლა კი აიღე და ბოთლში ერთდროულად ჩაასხი წყალიც და ღვინოც... რა დაგრჩება?
წყალწყალა ღვინო, რომელიც არც ღვინოდ ივარგებს და არც წყლად!
ასე ვართ ჩვენც.
მგონი გარკვევით ავხსენი. smile.gif

Posted by: elli Jul 15 2011, 11:52 PM

თამარი
გასაგებია რასაც ამბობ, შენმა პოსტმა დამაბნია...
და რა მაინტერესებს ყოფით ცხოვრებაში როგორ ეგუებიან ამ ცვლილებებს, ანუ შენ და თაიას? ქმარი, შვილი, სანათესაო

Posted by: თამარი Jul 16 2011, 02:58 AM

smile.gif
ქმარი - ”თანაბრად” გვღებულობს... და მისთვის სულერთია, რომელი ვართ სხეულში.
შვილი - მაშინვე ხვდება ცვლილებას, მაგრამ მასაც ორივე თანაბრად ვუყვარვართ...
სანათესაოში - ძალიან ცოტამ იცის ეს, - ყველა ვერ გაიგებდა და არც იყო საჭირო!
სამეგობრო წრე, - გვყავს საერთო მეგობრებიც და პირადებიც. პირადები - ჩემთვის არიან ძვირფასნი და მათი ნახვა მინდება-ხოლმე...
თაიას - მისი საკუთარი სამეგობრო-ც ჰყავს და მათ მოინახულებს-ხოლმე ჩამოსვლისთანავე.
smile.gif
ბევრს უკვირს ეს, - ”ხან გახსოვარ და მოდიხარ და ხან - სულ არ გახსენდებიო”... smile.gif)
მაგრამ ყველას ვერც ამას ვეუბნებით, - რა არის ამის მიზეზი, - ეს მე და თაიამ ვიცით და... სრულიად საკმარისია! smile.gif)))

Posted by: td......... Jul 21 2011, 07:07 PM

21-ია:როლლ:

Posted by: თამარი Jul 21 2011, 07:49 PM

21 კი არის, მაგრამ შეკითხვებს ვერ ვხედავ და... smile.gif))
საკუთარ თვს ხომ არ გავუმართავ კითხვა-პასუხის საღამოს?

l_daisy.gif wub.gif

Posted by: mata Jul 21 2011, 08:05 PM

თამარი

თამარ ჩვენ არ ვიცით ვინ ხარ, რა ხარ, რაზე უნდა გესაუბროთ. თაიამ თავიდანვე ისეთი ინფორმაციები დაგვიდო, რომ ბუნებრივად გაგვიჩნდა უამრავი კითხვა.
შენ არ გველაპარაკები, არაფერს არ გვიყვები და აბა რა უნდა გკითხოთ

Posted by: zura2 Jul 21 2011, 09:03 PM

მე მაქვს კითხვა: ჰიქსის ბოზონი არსებობს?
თუ არ იცი ეგ რა არის, არ გეგონოს გეკაიფები, მილიარდები იხარჯება მაგ კითხვაზე პასუხის გასაცემად

Posted by: td......... Jul 21 2011, 09:26 PM

zura2
smile.gif

Posted by: zura2 Jul 21 2011, 09:29 PM

QUOTE(td......... @ Jul 21 2011, 09:26 PM) *
zura2
smile.gif

ნუ სხვებმა თუ იცით, არ მოგერიდოთ, სხვებმაც დაწერეთ

Posted by: რეალისტი Jul 21 2011, 09:31 PM

ზურაბ 2
არსებობს ბატონო ზურაბ და ღვთაებრივი ნაწილაკებიც არსებობს კოლაიდერში. ცერნის ლაბორატორია. იქ ქართველებიც მუშაობენ ამ პროგრამაში. პროექტს ქვია ატლასი. ოღონს იქ თაიელები თუ მონაწილეობენ არ ვიცი
პატივისცემით
რეალისტი

Posted by: zura2 Jul 21 2011, 09:56 PM

QUOTE(რეალისტი @ Jul 21 2011, 09:31 PM) *
ზურაბ 2
არსებობს ბატონო ზურაბ და ღვთაებრივი ნაწილაკებიც არსებობს კოლაიდერში. ცერნის ლაბორატორია. იქ ქართველებიც მუშაობენ ამ პროგრამაში. პროექტს ქვია ატლასი. ოღონს იქ თაიელები თუ მონაწილეობენ არ ვიცი
პატივისცემით
რეალისტი

კოლაიდერის შედეგები იმხელაა რამდენიმე წელი ვერ დაამუშავებენ
ჰიქსის ბოზონი კი ჯერ ვერ იპოვეს

Posted by: რეალისტი Jul 21 2011, 10:31 PM

ბატონო ზურაბ
ეს ამონაბეჭდი
Выступая с докладом на научной конференции во Франции, Джованни Пунци (Giovanni Punzi), сотрудник коллаборации CDF, одного из детекторов коллайдера "Теватрон", принадлежащего Национальной лаборатории ускорителей им. Ферми, то есть фактически конкурента LHC, поскольку там тоже ведутся поиски бозона Хиггса, хотя и с исчезающей надеждой на успех, придал гласности детали эксперимента на ATLAS, которые послужили толчком к появлению упомянутой записки для служебного пользования. Он показал собравшимся несколько слайдов с треками и графики, сделанные на основе этих слайдов.

Пунци не утверждал, что физики из коллаборации ATLAS действительно поймали легендарный бозон Хиггса. Избегая собственных комментариев, он всего лишь сообщил детали того, что послужило причиной информационной утечки. То есть фактически ничего не изменилось. Все так же это может свидетельствовать об обнаружении бозона Хиггса, о какой-то ошибке или еще о чем-нибудь, что к бозону Хиггса отношения не имеет.
ეს ჩემი მსჯელობა _ თქქვენ ნამდვილად გნებავთ რომ აღმოაჩინონ?
მერე რა ეშველება სხვა განზომილების არსებებს, სამყაროს წარმოქმნის ორ დიამეტრალურად საწინააღმდეგო მოსაზრებების მომხრეებს? (შეგნებულად არ ვამბობ სამყაროს ჰიპოტეზური ზღაპარ-ფანტასტიკურ და მწარეთ მატერიალისტურ მიმდევრებზედ).
დანარჩენი მივანდოთ გემოვნებას და თუ, ევოლუციურ განვითარების რომელ დონეზე დგანან ესა, თუ ის ინტელექტუალები
პატივიცემით
რეალისტი


Posted by: kate Jul 21 2011, 11:26 PM

რეალისტი
ბატონო რეალისტ,
2011 წლის აპრილში გაკეთებული განცხადება, თუმცა ეს ოფიციალური არასდროს ყოფილა, ჰიგსის ბოსონის აღმოჩენის შესახებ, მალევე აღმოჩნდა რომ სიმართლეს არ შეეფერება. ისეთივე ექსპერიმენტები რასაც cern-ი ატარებს, პარალელურად კეთდება fermilab-ის კოლაიდერშიც, სადაც მსგავსი ანაბეჭდი არ ყოფილა. თუმცა ჩემი აზრით, რომც აღმოაჩინინონ ეს ლეგენდარული ბოსონი, რომელსაც მეორენაირად "ღვთიურ ნაწილაკს" უწოდებენ, სულაც არ იწნება იმის წინაპირობა, მატერიის, და საერთოდ სამყაროს აგებულება გაიგონ, რადგან იგი აღმოჩენასთან ერთად (თუ აღმოაჩინეს), უამრავ კითხვებს მოიტანს, ნუთუ ვერ ხედავთ ახალ აღმოჩენებთან ერთად, როგორ იძრდება კითხვები და ახალი პარადოქსები?!.
ვინც არ იცის რაზეა საუბარი: მას შემდეგ რაც ატომი დაყვეს უამრავი სხვადასხვა კატეგორიის ნაწილაკები, კვანტები აღმოაჩინეს, მათი ფუნქციების მიხედვით მრავალ ჯგყფად არის დაყოფილი, ესენია კვარკები, ლენტონები, ჰედრონები, ბარიონები.... ნაწილაკებს, რომლებიც რაიმე ძალის მატარებლები არიან, ისეთები როგორიცაა ფოტონები, გლუონები, W და Z ნაწილაკები, ბოსონები ქვია, ჰიგსის ბოსონო, კი თეორიულად არსებული ნაწილაკია, რომელიც, რომელიც რაღაც კატალიზატორისმაგვარად სხვა ნაწილაკებს აძლევს მასას, ამით, იმედი აქვთ იმ პირველ საშენ აგურს მიაგნებენ, რითაც აგებულია მატერია, რადგან ჯერჯერობით, რაც გამოიკვლიეს, ფაქტიურად არ არსებობს. smile.gif smile.gif smile.gif


Posted by: Existence Jul 21 2011, 11:37 PM


აუ კარგით რაააა............


ჯერ არავითარი ბოზონი არ არის აღმოჩენილი........

ჩემი ბავშობის ძმაკაცის მამაა პროფესორი ლაშა შარმაზანაშვილი რომელიც წლებია ცერნში მუშაობს სხვა ქართველებთან ერთად
ჩემი ძმაკაციც ჟენევაში ცხოვრობს მთელი ოჯახით და თუ რამე ოდანვ საინტერესოა მომდის იმეილით ინფორმაცია


და ჯერ სრული დატვირთვითავ არ არის ჩართული ..........

........отдыхайте.........

თუ რამე საინტერესო იქნება მოგწერთ .



Posted by: თამარი Jul 21 2011, 11:53 PM

აუუუ, ვერაფრით დავწერ იმავე ტექსტს, რაც უკვე დავწერე და წამეშალა... smile.gif))))

Posted by: თამარი Jul 21 2011, 11:54 PM

ეტყობა ჯერ არ უნდა მეთქვა! 2 გვერდი დავწერე და... sad.gif

Posted by: kate Jul 22 2011, 12:04 AM

თამარი
შენ ამბობ, შენ და თაიას ყოველთვის, როცა გინდათ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ერთმანეთს, როგორ ხდება ეს კავშირი, აზრობრივად, ტელეპათიურად, თუ როგორ და კიდევ, როდესაც თაია არის შენს სხეულში, იმ დროის სრული მეხსიერება გაქვს თუ მხოლოდ შენი დაბრუნების მერე იწყებ გახსენებას.?

Posted by: რეალისტი Jul 22 2011, 12:11 AM

ქალბატონო ქეთევან!
ეს იმ მომენტია, როდესაც აბსოლუტურად გეთანხმებით. სწორედ ეგ ავღნიშნე , როდესაც მოვიყვანე ფერმის ლაბორატორიის წარმომადგენელის Giovanni Punzi აზრი.
მაგრამ ეს თეორიული, ჰიპოტეზური ნაწილაკი გამოგიტყდებით აღიზიანებს დადებითად ჩემს გონებას. უბრალოდ შესაძლებლობა მიჩნდება ზოგჯერ მეტისმეტად განსხვავებულად ვიოცნობო, და არა ორდინალურად, მაგრამ სუბიექტურად შევხედო გარკვეულ სტერეოტიპებს. სხვა ამ საკითხზე მეტი არაფერი.

Posted by: რეალისტი Jul 22 2011, 12:17 AM

ექსისტენს ცნობისათვის,
მე არ ვიცნობ თქვენს მეგობარს მაგრამ ჩემი ძველი კოლეგაა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ბერნში. სწორედ იქიდან ვიღებ ხოლმე მომენტ მომენტ პატარა ინფორმაციებს. სხვათა შორის ჩემ საიტზე მისი აურის შესახებ ვიდეოჩანაწერი დევს.

Posted by: kate Jul 22 2011, 12:20 AM

რეალისტი

QUOTE(რეალისტი @ 21st July 2011 - 03:11 PM) *
ზოგჯერ მეტისმეტად განსხვავებულად ვიოცნობო, და არა ორდინალურად

მერე, მიეცით თქვენს თავს შანსი, ყველაფრის პასუხები არ ეძებოთ, უბრალოდ იოცნებეთ, ლევან, ჭეშმარიტება ზოგჯერ გაცილებით მარტივია და გაცილებით ახლოს smile.gif

Posted by: თამარი Jul 22 2011, 12:22 AM

ციტატა(kate @ 22nd July 2011 - 12:04 AM) *
თამარი
შენ ამბობ, შენ და თაიას ყოველთვის, როცა გინდათ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ერთმანეთს, როგორ ხდება ეს კავშირი, აზრობრივად, ტელეპათიურად, თუ როგორ და კიდევ, როდესაც თაია არის შენს სხეულში, იმ დროის სრული მეხსიერება გაქვს თუ მხოლოდ შენი დაბრუნების მერე იწყებ გახსენებას.?


სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდები, რა განსხვავებაა აზრობრივად და ტელეპატიურად კავშირებს შორის.... იქნებ არის კიდეც და მე არ ვიცი? :-?

მთავარია, რომ მეხსიერება მაქვს ოივეს ნაცვლად...
მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი, როცა მე აქ ვარ და თაიაა წასული. მე აერ ვიცი, სადაა ახლა თაია და რას საქმიანობს. მაგრამ როცა თაია ჩემს სხეულშია, - მაშინ დეტალურად ვიცი მის და ჩემი ყოველი ნაბიჯი.

სხვათა შორის, როცა მე ვარ გასული, ჩემი მოგზაურობის დეტალებიც კი იცის თაიამ.
იქნებ მან ახლაც იცის, მე რა მომენტში რას ვაკეთებ? smile.gif))

წეღან პიქტოგრამის აგებას ვშიფრავდი და... უცებ გაქრა ყველაფერი. საიტს მიღმაც კი აღმოვჩნდი. თავიდან შემოვედი საიტზე.
ანუ, ეს ნიშნავდა:
”არ თქვა”!

ვიდრე ნებას არ მომცემენ, ვერაფერს გეტყვით ამ პიქტოგრამის რაობის შესახებ. smile.gif

Posted by: თამარი Jul 22 2011, 12:26 AM

ციტატა(mata @ 21st July 2011 - 08:05 PM) *
თამარ ჩვენ არ ვიცით ვინ ხარ, რა ხარ, რაზე უნდა გესაუბროთ. თაიამ თავიდანვე ისეთი ინფორმაციები დაგვიდო, რომ ბუნებრივად გაგვიჩნდა უამრავი კითხვა.
შენ არ გველაპარაკები, არაფერს არ გვიყვები და აბა რა უნდა გკითხოთ


მე ჩემი გვარ-სახელიც კი გავამხილე...
ემიგრანტმა ისე დამახასიათა, მეგონა გვერდით მიზის-მეთქი...

რა დაგიწეროთ, ასაკი?

1958 წლის 26 მარტს ვარ დაბადებული! smile.gif))

Posted by: რეალისტი Jul 22 2011, 12:29 AM

ქალბატონო ქეთევან !
თქვენ მეუბნებით ისეთ სურვილს რაც შეუსაბამობაა ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის. მაგის თავი ჭეშმატიტად რომ ჰქონდეს ადამიანს მაშინ ინი და იანს შორის რაღაც ჰარმონია დაირღვევოდა ადამიანში. ვიმეორებ ადამიანში და არა სამყაროში. ესეც ჩემთვის საინტერესო უტოპიური მაგრამ გამოცანაა, რომელსაც აქვს უფლება იარსებოს ადამიანის გონებაში. რა თქმა უნდა არა ყველა ადამიანის.
პატივისცემით
რეალისტი

Posted by: თამარი Jul 22 2011, 12:30 AM

სხვათა შორის, მე რომ პროზის გვერდი გავხსენი, იქაც შეგიძლიათ შესვლა და ჩემი გაცნობა... smile.gif
ანუ, მე ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ. smile.gif girl_sigh.gif mail1.gif

Posted by: kate Jul 22 2011, 12:35 AM

QUOTE(თამარი @ 21st July 2011 - 03:22 PM) *
რა განსხვავებაა აზრობრივად და ტელეპატიურად კავშირებს შორის.... იქნებ არის კიდეც და მე არ ვიცი

ჩათვალე რომ აზრობრივსა და ტელეპათიურს შორის ანუ მიწერია.
QUOTE(თამარი @ 21st July 2011 - 03:22 PM) *
მაგრამ როცა თაია ჩემს სხეულშია, - მაშინ დეტალურად ვიცი მის და ჩემი ყოველი ნაბიჯი.

ანუ დეტალურად იცი და ფიზიკურადაც განიცდი ყველაფერს რასაც თაია აკეთებს და ასევე დეტალურად იცი და განიცდი შენს მოგზაურობებს? და თუ ორივე შეგრძნება ერთდროულად ხდება რომელ რეალობაში აღიქვამ ამ ყველაფერს დედამიწის თუ იმ პლანეტის სადაც იმყოფები?

Posted by: თამარი Jul 22 2011, 12:37 AM

აღვიქვამ - იმას, სადაც ვარ... და ვიცი - ორივე, სადაც ვარ და აქაურიც... smile.gif

Posted by: kate Jul 22 2011, 12:43 AM

რეალისტი

QUOTE(რეალისტი @ 21st July 2011 - 03:29 PM) *
მაშინ ინი და იანს შორის რაღაც ჰარმონია დაირღვევოდა ადამიანში.

ეგებ სწორედ ასე შეიძლება ინისა და იანის სრული ჰარმონიის მიღწევა, რადგან ყველაფერი რასაც ვეძებთ ჩვენშია,
"ჩვენ კი არ ვიბადებით სამყაროებში, არამედ სამყაროები იბადება ჩვენში"

Posted by: თამარი Jul 22 2011, 12:45 AM

ძალიან უცნაური ასახსნელი იქნება, მაგრამ...

ის, ვინც უყვარდა თაიას, - მიყვარს მეც...
ვინც მიყვარს მე, - უყვარს თაიასაც...

თაიას არავინ სძულდა, ამდენად არავინ მძულს მეც... მაგრამ ზოგიერთი მათგანის მიმართ, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვარ სრულიად ნეიტრალური. არც მიყვარს და არც მძულს.

ტყუილი ვთქვი, თაიას არავინ სძულდა კი არა, ყველა უყვარდა! და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მიუღებელი იქიდან, რასაც ის აკეთებდა!
იმდენად ადვილად შედის კონტაქტში ნებისმიერთან, და იმდენად სწრაფად შეუძლია თავი შეაყვაროს ნებისმიერს, რომ.... მაოგნებდა მისი ეს უნარი! smile.gif))))

მაგრამ, საბოლოო ჯამში, - მე და თაიას ვერ გვარჩევენ ერთმანეთისგან და სულ უკვირთ, - რა გჭირს, რა დაგემართაო?
არა და, ყველას ხომ ვერ აუხსნი, მე თამრიკო ვარ და 3 დღის წინ რომ იცნობდი, ის მე არ ვიყავი... ის - თაია იყოო? smile.gif)))
ხალხს ისედაც ”პ-არანორმალური” ვგონივარ ამის გამო! tongue.gif
და ვინ იცის, რას აღარ ჭორაბენ ჩემს ზურგს-უკან... secret.gif smile.gif

Posted by: რეალისტი Jul 22 2011, 12:57 AM

დაბალანსება ახალ დაბალანსებას გამოიწვევს, ახალი დაბალანსება ისევ ქაოსია, ქაოსი სამყაროს კანონზომიერებაა, ოღონდ ყველაფერი ეს მხოლოდ ადამიანის გონებაში. მის გარეთ რაც ხდება ალბათ სპირალის ძალიან მაღალ დონეზე ადამიანის გადაჯგუფების და არა ევოლუციურად გადასვლის დროს გამოჩნდება. ჰოდა ალბათ ისევ სპირალის ახალი ხვეული დაიწყება ? ? ? ........ მივალთ გრავიტონამდე ???

Posted by: zura2 Jul 22 2011, 07:52 PM

QUOTE(Existence @ Jul 21 2011, 11:37 PM) *
აუ კარგით რაააა............
ჯერ არავითარი ბოზონი არ არის აღმოჩენილი........

ჩემი ბავშობის ძმაკაცის მამაა პროფესორი ლაშა შარმაზანაშვილი რომელიც წლებია ცერნში მუშაობს სხვა ქართველებთან ერთად
ჩემი ძმაკაციც ჟენევაში ცხოვრობს მთელი ოჯახით და თუ რამე ოდანვ საინტერესოა მომდის იმეილით ინფორმაცია
და ჯერ სრული დატვირთვითავ არ არის ჩართული ..........

........отдыхайте.........

თუ რამე საინტერესო იქნება მოგწერთ .

კარგი იქნება
თორე მე თქვენსავით არ მომდის ინფორმაცია, ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობ ხოლმე და მანდ მილიონ ნაგავში უნდა გამოარჩიო რა სიმართლეა და რა ტყუილი

Posted by: zura2 Jul 22 2011, 07:53 PM

QUOTE(რეალისტი @ Jul 22 2011, 12:57 AM) *
მივალთ გრავიტონამდე ???

კი

Posted by: td......... Jul 22 2011, 09:40 PM

პარადი და ფეერვერკიbiggrin.gifbiggrin.gif

Posted by: თამარი Jul 24 2011, 02:19 AM

ჩემი ბედნიერებაც და უბედურებაც რა არის, იცით?
ამ თემების გარშემო არ მიყვარს ინტერნეტში ქექვა და ჩემი ყველა ინფორმაცია მხოლოდ ჩემი საკუთარი აღქმებიდან და იქ მიღებული ცოდნიდან მაქვს.

არც ამ თემაზე გადაღებული ფილმების ყურება მიყვარს, - იმდენად არაადექვატურად არის გადმოცემული ყველაფერი.

შარშან ჩემს მესამე რომანს ვწერდი, - "შორია დედამიწამდე..."
24 თავი მაქვს დაწერილი და.... მერე ვიღაცამ მითხრა, - "ავატარი აქვს ხალხს ნანახი და ამით ვერ გააკვირვებო".
არავის გაკვირვებას ვაპირებდი, უბრალოდ, მინდოდა იმის გადატანა ქაღალდზე, რაც მაქვს ნანახი და რისი ცოდნაც საინტერესო იქნებოდა სხვათათვისაც...

დამიჯერებთ, რომ დღეს ვნახე ეს "ავატარი"?
და ცრემლები გადმომცვივდა, - მაინც, რა დაუნდობლები ვართ დედამიწელები....
არა თუ სხვა პლანეტის მაცხოვრებლები, ადამიანებს ერთმანეთიც კი არ გვიყვარს... უაზროდ ვხოცავთ ერთმანეთს და მერე დროშას ავაფრიალებთ, - გავიმარჯვეთო...
არა და, ვისაც ვხოცავთ, ისინიც ხომ ჩვენნაირები არიან?!
მათაც ისევე უყვართ ვიღაც, ისევე ზრდიდნენ მშობლები და მათაც ისევე უნდა გაზარდონ შვილები, როგორც ჩვენ?!

რატომ უკვირს ძალიან ბევრს, რომ მე უბრალოდ მიყვარს ადამიანი, ისე, უბრალოდ... ყოველგვარი გამორჩენის გარეშე?!
ნუთუ ასე ძნელია, სიცოცხლე გაუხალისო შენს ახლობელს თუ შორებელს?
რატომ ხრავს 95 % პროცენტს ადამინებისა ეჭვის ჭია?! ნდობაზე ადვილია უნდობლობა?

ღ$მერთო, რამდენი კითხვა მიგროვდება-ხოლმე ყოველი ჩამოსვლის შემდეგ?!
პასუხის გამცემი კი - არავინაა!

Posted by: Barmalei Jul 24 2011, 08:46 AM

თამარი
შენი წიგნები სად იყიდება?

Posted by: თამარი Jul 24 2011, 01:31 PM

გამოცემული - მხოლოდ ერთი წიგნი მაქვს.
”გაცვლა” - იყიდებოდა რუსთაველზე, ლაღიძის წყლების ეზოში რომ არის წიგნების მაღაზია ”საუნჯე”, იქ.
ღირდა 13 ლარი. ახლა კარგა ხანია, აღარ შევხმიანებივარ და ისიც კი არ ვიცი, არის დარჩენილი თუ არა.

მეორე წიგნი ”მაგდა” ან სპონსორს ელოდება გამოსაცემად და ან ჩემს გამდიდრებას... smile.gif ეს სრულიად დამოუკიდებელი რომანია დიდ სიყვარუულზე.

მესამე - ”შორია დედამიწამდე...” - ფაქტიურად, ტრილოგიის მეორე წიგნია:
1. ”გაცვლა”;
2. ”შორია დედამიწამდე...”;
3. ”დაბრუნება”.

მთავარია - დავწერო, თორემ გონებაში - სამივე წიგნი აკინძულიც კი არის, არა თუ მოფიქრებული! smile.gif))
აი, საწერად ვეღარ მოვიცალე!
ცოტა შეჯიჯღინება მჭირდება, ალბათ! smile.gif)))

Posted by: kate Jul 24 2011, 06:31 PM

თამარი

QUOTE(თამარი @ 23rd July 2011 - 05:19 PM) *
რატომ უკვირს ძალიან ბევრს, რომ მე უბრალოდ მიყვარს ადამიანი, ისე, უბრალოდ... ყოველგვარი გამორჩენის გარეშე?!
ნუთუ ასე ძნელია, სიცოცხლე გაუხალისო შენს ახლობელს თუ შორებელს?
რატომ ხრავს 95 % პროცენტს ადამინებისა ეჭვის ჭია?! ნდობაზე ადვილია უნდობლობა?

რატომ გგონია რომ ადამიანთა 95% პროცენტი შორსაა სიყვარულისაგან და მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობს.?!, ეს ხომ დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ შენს ოც ნაცნობში, მხოლოდ ერთია, შენს გარდა, რომელსაც სიყვარული შეუძლია, და ადამიანთა ნდობა აქვს?!, ნუთუ ასე დაბალი წარმოდგენა გაქვს გარშემომყოფებზე?, რა თქმა უნდა სრულყოფილი არავინაა (არა მგონია ფიქრობდე, რომ შენ ხარ), ჩვენ სამყაროში სრულყოფილი უბრალოდ ვერ იქნები. ნაკლოვანებები მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, მაგრამ მასაც კი ვინც ბოროტების განსახიერებად გვეჩვენება, აქვს რაღაც დადებითი, არ მახსოვს ვისი სიტყვებია - ადამიანი რელიეფი კი არ არის, რომ ერთი მხრიდან შეხედო, არამედ სტატუა, ყველა მხრიდან რომ შეგიძლია დაინახო.
მე კი პირადად მგონია ადამიანთა 95% კი არა 99% მაინც, არაჩვეულებრივი, საინტერესო, განუმეორებელი, მოსიყვარულე.... არსებაა, მერე რა რომ, ხანდახან ეჭვი, აწუხებს, მერე რა რომ მე გამაბრაზა ან უსამართლოდ მომექცა, მერე რა რომ ხანდახან გაბრაზებულია და უხეში, მერე რა რომ ხან იქურდა, ხან იმრუშა.... საბოლოო ჯამში სიყვარულიც დიდი შეუძლია და სიყვარულისთვის ბრძოლაც, გვერდზე დადგომაც და თანაგრძნობაც....

Posted by: თამარი Jul 24 2011, 06:38 PM

რატომ ხრავს 95 % პროცენტს ადამინებისა ეჭვის ჭია?! ნდობაზე ადვილია უნდობლობა?kate

ციტატა(kate @ 24th July 2011 - 06:31 PM) *
რატომ გგონია რომ ადამიანთა 95% პროცენტი შორსაა სიყვარულისაგან და მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობს.?!, ეს ხომ დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ შენს ოც ნაცნობში, მხოლოდ ერთია, შენს გარდა, რომელსაც სიყვარული შეუძლია, და ადამიანთა ნდობა აქვს?!, ნუთუ ასე დაბალი წარმოდგენა გაქვს გარშემომყოფებზე?,


ქეთი, არ გეჩვენება, რომ მე და შენ სხვადასხვა 95 % გამოვყავით ახლა?
smile.gif))

რატომ არ გიყვართ უფრო დაკვირვებით კითხვა?
და რატომ ეძებთ საკამათო თემას იქ, სადაც ის არ არის? smile.gif

Posted by: kate Jul 24 2011, 06:43 PM

თამარი
არ გეკამათები, მითუმეტეს საკამათოს არ ვეძებ, არც ის მგონია ვერ გამეგოს რა გეწერა.
შენ შენი აზრი დაწერე, მე ჩემი. ეს არის მხოლოდ smile.gif

Posted by: თამარი Jul 24 2011, 07:26 PM

ოკ...

მე იმას ვხედავ, რომ ხალხმა ურთიერთნდობა და ურთიერთსიყვარული დაკარგა!
ვგრძნობ, როგორ ცდილობენ, ფეხი დაუდონ ერთმანეთს და ისე გადაასწრონ წინმავალს...
ყოველ წუთას მესმის, - ”ხო, ენდე, ენდე სხვებს და... კისერს რომ წაგატეხინებენ, მერე მოხვალ გონსო...”
ადამიანთა თვალებში ჩაბუდებულ სიცევესა და გაუტანლობას ვხედავ...

და საკუთარი შვილი თუ ოჯახი თუ უყვართ, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია...
თუმცა ყველას ისინიც აღარ უყვარს უკვე, - ტელევიზორი შიშით ვერ ჩამირთავს, - შვილმა დედა მოკლა ნაჯახის თავში დარტყმით...
ცოლმა ქმარი მოკლა პურის საჭრელი დანით მიყენებული 37 ჭრილობით...
დედამ შვილი მოკლა შეშის ნაპობის თავში დარტყმით!...

ესაა სიყვარულის უნარი?
ამდენი მათხოვარი ბავშვი... ამდენი უმწეო მოხუცი... რამდენს გავწვდები, რამდენს დავეხმარები?

და მერე მეტყვით, რომ მე მეჩვენება ეს გაუტანლობა?
არა, ჩემო კარგო!
ასეა ეს და... დროა სიმართლისთვის თვალის გასწორება ვისწავლოთ!

Posted by: td......... Jul 24 2011, 07:33 PM

ციტატა(თამარი @ 24th July 2011 - 06:38 PM) *
რატომ არ გიყვართ უფრო დაკვირვებით კითხვა?

დაუკვირვებლობა არაფერ შუაშია, არც კამათი.. ქეითი მართალს ამბობს.

აი თქვენს ღიმილს smile.gif მიღმა კი რაღაცნაირი გაღიზიანება, თუ წამიერი აფორიაქება იგრძნობა ხოლმე , რაც ამ ფორუმზე ხართ, ალბათ ასე ღიად არ უნდა ვწერდე, მომიტევეთ, და არ გეწყინოთ, თუ ვცდები მხოლოდ გამიხარდება.. სხვატაშორის თაიასაც ამას ვატყობდი. შეიძლება სასაცილო რაღაც ვთქვა, აქ ამ ფორუმზე მხოლოდ 4 ადამიანს შევხვედრივარ ლაივში და მათი პოსტებიდან უფრო ნათლად შემიძლია ენერგეტიკისა დ აგანწყობის წაკითხვა, მაგრამ დანარჩენების ნაწერებიდანაც, (არა ტექსტიდან) მოდის გარკვეული იმპულსები.. თქვენი ნაწერები თავისი სისადავის და ღიაობის მიუხედავად ცოტა დაძაბულობის მატარებელიცაა.. და თაიას და თქვენი პოსტებიდან ერთნაირი ნაკადი მოდის. იდენტური.

სახელი თაია ძალიან მიყვარს.. ის ჩემთვის ძალიან ახლობელია და ძვირფასი, ამიტომ არანაირად არ განვეწყობოდი ეჭვით ამ ნიკის მქონე ადამიანის მიმართ. smile.gif

Posted by: Zet Jul 24 2011, 08:30 PM

QUOTE(თამარი @ 24th July 2011 - 07:26 PM) *
ოკ...

მე იმას ვხედავ, რომ ხალხმა ურთიერთნდობა და ურთიერთსიყვარული დაკარგა!
ვგრძნობ, როგორ ცდილობენ, ფეხი დაუდონ ერთმანეთს და ისე გადაასწრონ წინმავალს...
ყოველ წუთას მესმის, - ”ხო, ენდე, ენდე სხვებს და... კისერს რომ წაგატეხინებენ, მერე მოხვალ გონსო...”
ადამიანთა თვალებში ჩაბუდებულ სიცევესა და გაუტანლობას ვხედავ...

და საკუთარი შვილი თუ ოჯახი თუ უყვართ, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია...
თუმცა ყველას ისინიც აღარ უყვარს უკვე, - ტელევიზორი შიშით ვერ ჩამირთავს, - შვილმა დედა მოკლა ნაჯახის თავში დარტყმით...
ცოლმა ქმარი მოკლა პურის საჭრელი დანით მიყენებული 37 ჭრილობით...
დედამ შვილი მოკლა შეშის ნაპობის თავში დარტყმით!...

ესაა სიყვარულის უნარი?
ამდენი მათხოვარი ბავშვი... ამდენი უმწეო მოხუცი... რამდენს გავწვდები, რამდენს დავეხმარები?

და მერე მეტყვით, რომ მე მეჩვენება ეს გაუტანლობა?
არა, ჩემო კარგო!
ასეა ეს და... დროა სიმართლისთვის თვალის გასწორება ვისწავლოთ!


მე გეთანხმებით, ზუსტად ეგრეა, მაგრამ საქმე ისარი რომ ყველაფერი შედარებითია, თუ ავიღებთ და შევადარებთ ასტრალურ სამყაროს, ან ავიღებთ და სხვა უმეტეს პლანეტების ცხოვრებას შევადარებთ ჩვენს პლანეტას, მაშინ ეს პლანეტა ჩვენ ჯოჯოხეთი გამოგვივა, და ჯოჯოხეთში სიყვარულის მოთხოვნას აზრი არააქვს აქ ბავშვობიდან ზრდიან ხალხს რომ მან თავისი თავი უნდა გაიტანოს მარტო და სხვა ადამიანები არიან უბრალოდ მისი კონკურენტები, ჩვენ თუ ასტრალური მხრიდან შევხედავთ ჩვენ პლანეტას აქ მიმდინარეობს ომი, დიდი ენერგეტიკული ომი, და ამ ომში ყველა იღებს მონაწილეობას, ყველა ებრძოლება ყველას, ის სიყვარული რომლიც აქ არსებობს არის ეგოიზმზე დაფუძნებული, მაგრამ ის მომენტიც არის რომ ამ ომ გამოვლილ სულები ნადვილ სიყვარულს უფრო დააფასებენ საბოლოოდ, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა)) და ამიტომ ჩვენი პლანეტა ჯერჯერობით ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პლანეტაა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს გამოსწორდება ალბათ)

Posted by: თამარი Jul 24 2011, 09:14 PM


ციტატა(td......... @ 24th July 2011 - 07:33 PM) *
შეიძლება სასაცილო რაღაც ვთქვა, აქ ამ ფორუმზე მხოლოდ 4 ადამიანს შევხვედრივარ ლაივში და მათი პოსტებიდან უფრო ნათლად შემიძლია ენერგეტიკისა დ აგანწყობის წაკითხვა, მაგრამ დანარჩენების ნაწერებიდანაც, (არა ტექსტიდან) მოდის გარკვეული იმპულსები.. თქვენი ნაწერები თავისი სისადავის და ღიაობის მიუხედავად ცოტა დაძაბულობის მატარებელიცაა.. და თაიას და თქვენი პოსტებიდან ერთნაირი ნაკადი მოდის. იდენტური.


td.........
სულ არ მიკვირს, თუ ამ დაძაბულობას ამჩნევ... მე პირველად ვარ საიტზე, სადაც თავის მართლება არ მიწევს იმის გამო, რომ რაღაც (სხვებისგან განსხვავებული) ვიცი...
ძალიან ძნელია, როცა აღსარებისთვის მღვდელთან მისულს გეუბნებიან, - შენ იმდენი იცი, რომ ამ ეკლესიაში აღარ მოხვიდე, შეიძლება ყველა კითხვაზე ვერ გაგცე პასუხი და ამიტომ უარს გეუბნები აღსარებიის ჩაბარებაზეო. (ჩემი მოძღვარი ქალაქში არ იყო მაშინ და სხვასთან მივედი... )

ძნელია, როცა ტელვიზიით კეთდება გადაცემა ჩემს შესახებ და... მეორე დღეს ვიღაც ქალმა სილამაზის სალონში მკითხა, - "გუშინ ტელევიზორში შენ გნახეო?"...
კი-მეთქი...
თმაში რომ მწვდა, ძლივს გააშვებინეს ხელი, - "ამას უნდა სხვისგან გამორჩეწული იყოს, თორემ რატომ აირჩევდნენ ამას იმ "სხვა" სულისთვისო?"
თაიას გულისხმობდა!
თქვენი აზრით, მომინდებოდა ისევ თაიაზე საუბარი? - არა, აღარ მომინდებოდა!
ამიტომაც გავბრაზდი სულ თავიდან, - ეკითხა ჯერ ჩემთვის და მერე გამოემზეურებინა თავისი თუ ჩემი ვინაობა-მეთქი...

ეს - მე და... თავად თაია რატომ მალავს-ხოლმე თავის თაიობას?
იცით, რა ამბავი აუტეხეს? რა უფლებით ამბობ, რომ უცხოპლანეტელი ხარო! იმის შემდეგ კიდევ თქვა, ვინც იყო?

მე რომ 23 წლისა ვიყო ახლა, ალბათ უფრო ადვილად გადავიტანდი ამ ყველაფერს...
მაგრამ მე 53 წლისა ვარ და... იცით, რამდენი მეკითხება, "ამ პროფესორ ქალს რა ძალა გადგას, რატომ ირთულებ ცხოვრებასო?"

არა და, ალბათ მართლაც აქ არის ის ადგილი, სადაც უფრო თავისუფლად შემიძლია ვიყო, დაძაბულობის გარეშე.

მე 16 წლისაც არ ვიყავი, როცა გამიყვანეს აქედან და სულ 12 წელია, რაც დამაბრუნეს... 16+12 = 28... smile.gif))
ასე რომ, ჩემი სული სულ 28 წლისაა დედამიწისეული გაგებით, რომელიც 53 წლის ქალის სხეულშია მოქცეული. ამის აღიარებაც არ არის-ხოლმე ჩემთვის იოლი. smile.gif

40 წლის ქალი - 25 წლისას ვგავდი... მართლა შემიძლია სურათის დადება, ტყუილად კი არ ვამბობ?

დავდებ ახლა... შავი კაბა მაცვია და დიადემა მადგას თავზე... მე და ჩემი სტუდენტები... ისინი - 20-22 წლისანი არიან და მე - 40... smile.gif))




Posted by: kate Jul 24 2011, 09:23 PM

თამარი
Zet

QUOTE(თამარი @ 24th July 2011 - 10:26 AM) *
მე იმას ვხედავ, რომ ხალხმა ურთიერთნდობა და ურთიერთსიყვარული დაკარგა!

........და ასე შემდეგ....
საქმე ისაა, რომ ყველაფერი ეს მარტო ახლა კი არ ხდება, ახლა კი არ შეიცვალა ხალხი, ჩვენ ჩვენს მამაებზე უარესი კი არ გავმხდარვართ, არამედ ეს არის ვინც ვართ!, ამ სამყაროში ჩვენ უკეთესები ვერ ვიქნებით. მაგრამ, მთლიანობაში კაცობრიობა მაინც მშვენიერია, რადგან მიუხედავად იმისა რომ, აქ უნდა იბრძოლო არსებობისთვის, და ამ ბრძოლას წესები არა აქვს, ადამიანმა მაინც შემოინახა დღემდე სიყვარული, მართალია ეს სიყვარული ღვთიური, უპირობი, ნამდვილი სიყვარული არ არის, მაგრამ მაინც სიყვარულია, და ისიც ახსოვს რომ არსებობს სხვა ჭეშმარიტი სიყვარული. ასტრალურ პლანზე, მართალია, ყველა ჩაბმული ვართ ამ ბრძოლაში, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დუალისტურ სამყაროს (ახლა ნე ჩამქოლავთ ამისთვის smile.gif) ის უარყოფით ენერგეტიკა ისევე ჭირდება, როგორც სიყვარული, რადგან სხვანაირად თავისუფალი არჩევანი არ გვექნება, ეს კი სამყაროს უპირველესი კანონია, რადგან მის გარეშე სული ვერ განვითარდება. ეს ყველაფერი თამაშია, საკუთარი თავის გამოცდა, ჩვენ ვიყავით სრულყოფილები, მაგრამ შევქმენით არასრულყოფილი სამყაროები, სადაც არჩევანის გაკეთება შეგვიძლია. სადაც არჩევანის საშუალებაა, სადაც ბნელი და ნათელი, სიყვარული და სიძულვილი, ცუდი და კარგი..... ხან ერთ მხარეს გექაჩება, და ხან მეორე, საქმე ისაა შენ რას აირჩევ, შენ თუ სინათლესს სიბნელეს ანაცვალებ, იმას კი არ ნიშნავს რომ სიბნელე ცუდია, ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ცუდი არჩევანი გააკეთე, ეს გრძელდება მანამ, სანამ შენი "კარგი" არჩევნები არ გადაწონის "ცუდს", ან იმ გზის გასაყართან არ მიხვალ, სადაც ან თავიდან უნდა დაიწყო ყველაფერი ან დაინახო სახლის გზა. ამას შეიძლება მილიონობით და მილიარდობით წლები დაჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც "კარგი' არჩევანი გადაწონის, რადგან სული სრულყოფილია, უკვდავია, ვერ გაქრება, ვერ გადავა მეორე მხარეს, ბოროტების და სიბნელის მხარეს, რადგან ასეთი მხარე არ არსებობს, ეს ბოროტება მისივე მოგონილია სამოქმედო ჩარჩოები რომ შეექმნა, შეიძლება უსასრულოდ იხეტიალოს და უამრავი შეცდომები დაუშვას, ბევრჯერ მოუწიოს ერთი და იგივე გზის გავლა. ახლა ზუსტად ასეთ გზის გასაყარს ვუახლოვდებით, სადც "მაატის ფრთით" იწონება "კარგი" და "ცუდი", და მაინც მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ, ადამიანებმა საბოლოო ჯამში უფრო მეტი "სწორი" არჩევანი გავაკეთეთ.

Posted by: თამარი Jul 24 2011, 09:28 PM

Zet

ციტატა(ZipCode @ 24th July 2011 - 08:30 PM) *
და ამიტომ ჩვენი პლანეტა ჯერჯერობით ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი პლანეტაა, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს გამოსწორდება ალბათ)


არა, ზეტ... არაა დედამიწა ყველაზე დაუნდობელი პლანეტა! მასზე დაუნდობელია ვარფიმი... წითელი პლანეტა, რომელიც ანდრომედას გალაქტიკაში მდებარეობს!
მას პლანეტა-კოლონია ჰყავს... და ამ კოლონიას ტორი ეწოდება.

ტორიც ანდრომედას გალაქტიკის პლანეტაა. ტორზე ორი მზეა! ის ნარინჯისფერი პლანეტაა და შედარებით "ადამიანური" ბუნების არსებებით არის დასახლებული... არ არის ვარფიმივით გა-რობოტ-ებული, უსულგულო და უგრძნობი...
ლამისაა მძულს ვარფიმი, რადგან იქ არავის არავინ უყვარს არავინაა დაავადებული ამ ულამაზესი გრძნობით, რასაც სიყვარული ჰქვია!... იქ არ იციან არც დედა და არც შვილი... იქ არავინ კვდება საკუთარი სიკვდილით!

Posted by: mata Jul 24 2011, 09:38 PM

ციტატა(თამარი @ 24th July 2011 - 09:28 PM) *
ვარფიმი... წითელი პლანეტა, რომელიც ანდრომედას გალაქტიკაში მდებარეობს!


აუუ დამაინტერესდა ეს პლანეტა. არ მეგონა თუ ჩვენზე უარესებიც იყვნენ სადმე.

ციტატა
იქ არავინ კვდება საკუთარი სიკვდილით!

ანუ ერთმანეთს ხოცავენ? რატომ?

Posted by: td......... Jul 24 2011, 10:13 PM

თამარი
კარგი სურათია smile.gif)

ეხლა 53 წლის ხართ და რამდენზე გამოიყურებით?

Posted by: თამარი Jul 24 2011, 10:27 PM

ახლანდელი სურათიც დავდო? smile.gif))

ბავშვებო, თქვენ სახელებს არ წერთ თქვენსას და... smile.gif
კაი, დავდებ... კი არ მეშინია?

Posted by: td......... Jul 24 2011, 10:33 PM

თამარი
მე მიწერიას სახელიც და გვარიც.. smile.gif) სურათიც დევს ჩემი, თან მე ისეთი საინტერესო "ინდივიდი" : როგორც გვერდით თემაში თქვეს არ ვარ.. თუ არ გეზარება დადეთ რააა

Posted by: თამარი Jul 24 2011, 10:33 PM

http://www.radikal.ru

აჰა, ესეც ახლანდელი... smile.gif

Posted by: თამარი Jul 24 2011, 10:37 PM

ციტატა(td......... @ 24th July 2011 - 10:33 PM) *
თამარი
მე მიწერიას სახელიც და გვარიც.. ) სურათიც დევს ჩემი, თან მე ისეთი საინტერესო "ინდივიდი" : როგორც გვერდით თემაში თქვეს არ ვარ.. თუ არ გეზარება დადეთ რააა

td.........

სად რა დადეს, აბა? იქნებ ხარ და არ ამბობ?

Posted by: td......... Jul 24 2011, 10:40 PM

თამარი
რა ვარ? სურატების თემაში მიდევს ჩემი ფოტო და ნიკში კიდევ სახელიც არის და გვარიც..


მშვენიერი სურათია smile.gif)

Posted by: თამარი Jul 24 2011, 10:59 PM

td.........

ვერც სურათების თემას მივაგენი და ვერც შენს სურათს, აქედან გამომდინარე... smile.gif)

Posted by: td......... Jul 24 2011, 11:06 PM

თამარი
smile.gif ყველაფერს თავის დრო აქვს..

Posted by: ირმა Jul 24 2011, 11:11 PM

თამარი
თაიასგან ახალი რა ისმის? როდის დაბრუნდება თუ იცი?

Posted by: თამარი Jul 24 2011, 11:18 PM

ჯერ ალბათ ვერ...
წინასწარ არასოდეს ვიცი. როცა მეუბნებიან, იმის მერე 3-7 დღეში მოდის-ხოლმე.

მეტყვიან თუ არა, გეტყვით... smile.gif
და თუ რამე გაინტერესებთ, იქნებ მე შევძლო პასუხის გაცემა?

Posted by: kate Jul 24 2011, 11:24 PM

თამარი

QUOTE(თამარი @ 24th July 2011 - 02:18 PM) *
წინასწარ არასოდეს ვიცი. როცა მეუბნებიან

თამარ, შეგიძლია გვითხრა ვინ და როგორ გეუბნება ამის შესახებ?

Posted by: ირმა Jul 24 2011, 11:35 PM

თამარი
მოგვიყევი რამე თაიაზე გადახდენილი. როცა იქ ხვდები, როგორ აღიქვამ გარემოს, რით იკვებები, რა გაცვია, როგორ ბუნებაში დადიხარ... და მრავალი სხვა წვრილმანი smile.gif

Posted by: თამარი Jul 24 2011, 11:48 PM

ძირითადად მამაკაცის ხმაა, ქეთი. ხმა მესმის არა ყურებიდან, არამედ ყიფლიბანდიდან...

ჩემი მეგობრები გიჟდებოდნენ-ხოლმე: რომ ვიტყოდი, ამა და ამ დრეს თაია უნდა მოვიდეს-მეთქი, ზუსტად იმ ღამეს ამოვარდებოდა-ხოლმე ძლიერი ქარი...
თაია და მე ხომ ქარს დავყვებით?! იმას არ სჭირდება, მაგრამ... მე რაღაცით ხომ უნდა წავიდე? ცოცხს ხომ ვერ მოვახტები, რაშივით? smile.gif))

girl_witch.gif აი, ასე! smile.gif

Posted by: თამარი Jul 24 2011, 11:54 PM

მხოლოდ თაიაზე ყოფნა გაინტერესებთ?
და სხვა პლანეტებზე - რატომ არა?

ერთი იდეა მომივიდა თავში: მოდით ჩემი რომანის დადებას დავიწყებ...
”შორია დედამიწამდე... ” იქ რეინკარნაციებზეც არის საუბარი, მერე - პლანეტებზე ინკარნირებაზე...
და ვიდრე იმ 24 თავს დავდებ-ხოლმე, ამასობაში დანარჩენსაც დავწერ-ხოლმე. თაია - ყველაზე გემრიელი ლუკმაა და... იქიდან თუ დავიწყე, მერე სხვები არარ დაგაინტერესებთ.
რას იტყვით, აბა?

Posted by: თამარი Jul 24 2011, 11:56 PM

ციტატა(ირინი @ 24th July 2011 - 11:35 PM) *
მოგვიყევი რამე თაიაზე გადახდენილი. როცა იქ ხვდები, როგორ აღიქვამ გარემოს, რით იკვებები, რა გაცვია, როგორ ბუნებაში დადიხარ... და მრავალი სხვა წვრილმანი


ეს ყველაფერი ხომ დაწერა თაიამ?
თუ მეშლება?
მე მგონია, რომ სრული აღწერილობა გიდევთ აქ პლანეტა თაიასი...

Posted by: ირმა Jul 24 2011, 11:56 PM

როგორც გინდა, უბრალოდ მე მხოლოდ კარგი პლანეტები მაინტერესებს biggrin.gif tongue.gif

Posted by: თამარი Jul 25 2011, 12:02 AM

ისე, არ გაინტერესებთ, რა პროზა დავდე?
შემოქმედებაში (თუ ხელოვნებაში?) გავხსენი თემა და... ”საიტელთა პროზა + პოეზია”
ორი რაღაც მიდევს სულ...
იქნებ დაგაინტერესოთ?

Posted by: Lashapoli Jul 25 2011, 12:16 AM

QUOTE(mata @ Jul 24 2011, 09:38 PM) *
აუუ დამაინტერესდა ეს პლანეტა. არ მეგონა თუ ჩვენზე უარესებიც იყვნენ სადმე.


ეტყობა ჯერ ადამიანი არ მოხვედრილა მაგ პლანეტაზე თან კაი გაიძვერა ქართველი უნდა მაგ პლანეტას smile.gif))))

Posted by: kate Jul 25 2011, 12:26 AM

თამარი

QUOTE(თამარი @ 24th July 2011 - 02:48 PM) *
თაია და მე ხომ ქარს დავყვებით?! იმას არ სჭირდება, მაგრამ... მე რაღაცით ხომ უნდა წავიდე? ცოცხს ხომ ვერ მოვახტები, რაშივით?

თამარ არ გეწყინოს, მაგრამ შეგიძლია აგვიხსნა ქარი რაში გჭირდება, თუ მითუმეტეს ჩვენს პლანეტას შორდები? ქარი რა შუაშია ანდა საერთოდ სული, განა ქარს იყენებს სამოგზაუროდ? შენ და თაია სხეულის გარეთ ხომ ორივე სულები ხართ, თუ მას არ ჭირდება ქარი, შენ რად გინდა?

Posted by: თამარი Jul 25 2011, 01:02 AM

ქარით მოგზაურობაზე - ვიხუმრე, ქეთი...
იმედია, არც ცოცხზე გადამჯდარი წარმომიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სმაილიკიც მივახატე... smile.gif

ახლა კი - სერიოზულად, - არ ვიცი, ქარი რა შუაშია, მაგრამ როცა თაია მოდის, ყოველთვის ძლიერი ქარია იმ დღეს. და ეს ქარი აუცილებლად არის არის არა დღის საათებში, არამედ ღამე, სადღაც ღამის 2-დან დილის 5-6 საათამდე.

უფრო ზუსტი თუ ვიქნები, თაიას შემოსვლას იმხელა ენერგია შემოაქვს, რომ ეს თავისთავად იწვევს ქარს. ანუ თაიას მოსვლას კი არ სჭირდება ქარი, თაიას მოსვლა იწვევს ქარს. smile.gif

ტქვენ შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ... თაიას შეუძლია წვიმის მართვა. ბევრჯერ გაიფრთხილებია ახლობლები, - ”წვიმაში თუ არ გინდა მოხვდე, (მაგალითად) საღამოს 8-ზე სახლში იყავიო”... ან ”ექსკურსიაზე წავიდეთ 18-ში”... და მართლაც, 7-ის ჩათვლით წვიმდა და 19-ის შემდეგაც... 18-ში კი - ფანტასტიური ამინდი იყო.

ამას კომპიუტერს ნუ დააბრალებთ, - იმ პერიოდში თითო კომპიუტერს სამოთახიანი ბინის ფართობი ეკავა და მხოლოდ დიდ ორგანიზაციებს ედგათ-ხოლმე. smile.gif

ყველაფრის ცოდნას და თუნდაც მოყოლას - ნუ მომთხოვთ... მე ხომ ”სამჭკუაშვილი” ვარ?! smile.gif)))

Posted by: თამარი Jul 25 2011, 01:08 AM

Lashapoli

ციტატა(Lashapoli @ 25th July 2011 - 12:16 AM) *
ეტყობა ჯერ ადამიანი არ მოხვედრილა მაგ პლანეტაზე თან კაი გაიძვერა ქართველი უნდა მაგ პლანეტას ))))


დარწმუნებული ხარ?
იცი, რამდენია იქ მონახვედრი? ჩვენი ჩათვლით!

და ის თუ იცი, ისინი რა რაოდენობით არიან აქ?
ვერც კი წარმოიდგენ, იმდენი! სამი კონა - შაური!

სჯობს არც დაინტერესდე, - ფსიქიატრიულში მოვხვდებით ყველანი! sad.gif

Posted by: kate Jul 25 2011, 02:15 AM

QUOTE(თამარი @ 24th July 2011 - 02:48 PM) *
იმას არ სჭირდება, მაგრამ... მე რაღაცით ხომ უნდა წავიდე

ზუსტად იგივე ეწერა თაიას ქარზე, ხუმრობა არ ეტყობოდა.
QUOTE(თამარი @ 24th July 2011 - 04:02 PM) *
ტქვენ შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ... თაიას შეუძლია წვიმის მართვა. ბევრჯერ გაიფრთხილებია ახლობლები, - ”წვიმაში თუ არ გინდა მოხვდე, (მაგალითად) საღამოს 8-ზე სახლში იყავიო”... ან ”ექსკურსიაზე წავიდეთ 18-ში”... და მართლაც, 7-ის ჩათვლით წვიმდა და 19-ის შემდეგაც... 18-ში კი - ფანტასტიური ამინდი იყო.

ამინდის მართვის შესაძლებლობა დაუჯერებელი სულაც არ მგონია, მაგრამ არ ფიქრობ, ამ შემთხვევაში წვიმის მართვა კი არ არის, არამედ ცოდნა, თუ როდის გაწვიმდება?

Posted by: Lashapoli Jul 25 2011, 07:13 AM

QUOTE(თამარი @ Jul 25 2011, 01:08 AM) *
Lashapoli
დარწმუნებული ხარ?
იცი, რამდენია იქ მონახვედრი? ჩვენი ჩათვლით!

და ის თუ იცი, ისინი რა რაოდენობით არიან აქ?
ვერც კი წარმოიდგენ, იმდენი! სამი კონა - შაური!

სჯობს არც დაინტერესდე, - ფსიქიატრიულში მოვხვდებით ყველანი! sad.gif

მოდით ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ეს ფორუმი პტარა ფსიქიატრიულია secret.gif ოღონდ არავის უნდა უთხრათ, რომ გითხარით!!
ასე რომ შეგიძლიათ მოყვეთ, თუ რათქმაუნდა თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას

Posted by: Atman Jul 25 2011, 08:03 AM

QUOTE(Lashapoli @ 25th July 2011 - 07:13 AM) *
მოდით ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ეს ფორუმი პტარა ფსიქიატრიულია


biggrin.gif მართალია, და უმეტესობა აქ ვხვდებით ჩვენს ავადმყოფობას, მაგრამ გამოჯანმრთელება (ექიმი) არ გვინდა და თავს ვაჯერებთ, რომ აქ ყოფნა კარგია! biggrin.gif



Posted by: natuka Jul 25 2011, 08:25 AM

მე ვარ იმ რაღაც საშინელ პლანეტიდან... ხომ დავწერე თაიასთან wink.gif


ხო და ქარზე გამახსენდა პირამიდებს მაგიტომ არ აშენებდნენ? სულ ეხმარებოდა თავისუფლათ დაეტოვებინა დედამიწა. რაღაც ისე იყო აშენებული,რომ გრიგალს იწვევდა და ეს სულს ეხმარებოდა. რაღაც ასეთი მახსოვს.




Posted by: tikoroma Jul 25 2011, 11:27 AM

ციტატა(natashka55 @ 25th July 2011 - 09:25 AM) *
რაღაც ისე იყო აშენებული,რომ გრიგალს იწვევდა და ეს სულს ეხმარებოდა. რაღაც ასეთი მახსოვს.

ტორნადოს

Posted by: kate Jul 25 2011, 02:47 PM

Lashapoli
Atman
biggrin.gif

Posted by: td......... Jul 25 2011, 10:21 PM

ციტატა(kate @ 25th July 2011 - 12:26 AM) *
თამარ არ გეწყინოს, მაგრამ შეგიძლია აგვიხსნა ქარი რაში გჭირდება, თუ მითუმეტეს ჩვენს პლანეტას შორდები? ქარი რა შუაშია ანდა საერთოდ სული, განა ქარს იყენებს სამოგზაუროდ? შენ და თაია სხეულის გარეთ ხომ ორივე სულები ხართ, თუ მას არ ჭირდება ქარი, შენ რად გინდა?

ციტატა(თამარი @ 25th July 2011 - 01:02 AM) *
ქარით მოგზაურობაზე - ვიხუმრე, ქეთი...
იმედია, არც ცოცხზე გადამჯდარი წარმომიდგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სმაილიკიც მივახატე... smile.gif

ახლა კი - სერიოზულად, - არ ვიცი, ქარი რა შუაშია, მაგრამ როცა თაია მოდის, ყოველთვის ძლიერი ქარია იმ დღეს. და ეს ქარი აუცილებლად არის არის არა დღის საათებში, არამედ ღამე, სადღაც ღამის 2-დან დილის 5-6 საათამდე.

უფრო ზუსტი თუ ვიქნები, თაიას შემოსვლას იმხელა ენერგია შემოაქვს, რომ ეს თავისთავად იწვევს ქარს. ანუ თაიას მოსვლას კი არ სჭირდება ქარი, თაიას მოსვლა იწვევს ქარს. smile.gif

ტქვენ შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ... თაიას შეუძლია წვიმის მართვა. ბევრჯერ გაიფრთხილებია ახლობლები, - ”წვიმაში თუ არ გინდა მოხვდე, (მაგალითად) საღამოს 8-ზე სახლში იყავიო”... ან ”ექსკურსიაზე წავიდეთ 18-ში”... და მართლაც, 7-ის ჩათვლით წვიმდა და 19-ის შემდეგაც... 18-ში კი - ფანტასტიური ამინდი იყო.

ამას კომპიუტერს ნუ დააბრალებთ, - იმ პერიოდში თითო კომპიუტერს სამოთახიანი ბინის ფართობი ეკავა და მხოლოდ დიდ ორგანიზაციებს ედგათ-ხოლმე. smile.gif

ყველაფრის ცოდნას და თუნდაც მოყოლას - ნუ მომთხოვთ... მე ხომ ”სამჭკუაშვილი” ვარ?! smile.gif)))


ისე ქართან დაკავშირებით ხუმრობის ტონში არ ეწერა მეგონა..აქამდე... ტაიას გამოცენა რა მაშტაბით იწვევს ქარს , თბილისის, საქართველოს თუ სრულიადმსოფლიოს? არ ვხუმრობ..


ამინდის მართვას აქაურებიც კარგად ვახერხებტ და ეს სულ არ არის გასაკვირი, ამას ბავშვიც შეძლებს თუ მოინდომა.. ყველაფრის ცოდნას არ გთხოვთ, გვაინტერესებს ნანახის მოყოლა და ახსნა, არ მჯერა ამდენი წლების განმავლობაში სადღაც წაგიყვანონ და ისე ჩამოხვიდე ელემენტარულის ახსნა ვერ შეგეძლოთ...

Posted by: თამარი Jul 25 2011, 11:04 PM

ოოკ...

ქარი არის იქ, სადაც ჩამოდის თაია.
აქ ჩამოვა? - აქ იქნება ქარი... და თანაც საკმაოდ ძლიერი.
ჩავა ამერიკაში? - იქ ამოვარდება ქარი (მაგრამ ქარის ყველა ამოვარდნა არ ნიშნავს თაიას მოსვლას)... და არც მე ვხუმრობ ახლა!

თაიას ჩამოსვლას მართლაც უზარმაზარი ენერგია შემოაქვს. მოდით, ნუ ეცდებით ამ ენერგიის მასშტაბების წარმოდგენას, კარგი?

მაგრამ ეს რომ ასე დავტოვო, პასუხგაუცემელ კითხვად ჩამითვლით და...
კარგი, მაშინ ჯერ მე გკითხავთ, - რამხელა შეიძლება იყოს თქვენი აზრით ყველაზე დიდი აურა?
და ენერგეტიკული ველი?


მე ამ კითხვების პასუხს გავუგზავნი ზეტს, რომ არ იფიქროთ, ჩვენს პასუხებზე დაყრდნობით აგებს ვერსიებსო.
td.........
მაინტერესებს, როგორ შეგიძლია ამინდზე ზემოქმედება, რა სახით? ხომ ამბობ, ეს ძალიან მარტივია და პატარა ბავშვსაც შეუძლიაო?

ციტატა(td......... @ 25th July 2011 - 11:21 PM) *
ამინდის მართვას აქაურებიც კარგად ვახერხებტ და ეს სულ არ არის გასაკვირი, ამას ბავშვიც შეძლებს თუ მოინდომა..

პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო? smile.gif შენც ხომ აქაური ხარ?

სხვათა შორის, მე არ ვამბობ, რომ ეს უნარი მეც მაქვს-მეთქი. მე არ შემიძლია ამინდის მართვა, მაგრამ შეუძლია თაიას!

ან რა შეგიძლია საერთოდ?
მე იმას კი არ ვამბობ,. არ შეგიძლია-მეთქი... მე ხომ არ გცნობ? ჰოდა გეკითხები, რისი უნარი გაქვს-მეთქი?

თაიამ თავზე ერთხელ ხელის გადასმით 7 წლის ენაბლუ ბავში განკურნა, - ბავშვი ენით სხლავს, კი არ ლაპარაკობს! და ეს მაშინ, როცა უამრავ ექიმთან თუ ექსტრასენსთან ჰყავდა მიყვანილი ეს ბიჭი.

თაიამ ერთადერთხელ ფილტვებთან ხელის დადებით 3-4 თვიანი პლევრიტი განკურნა, - ის ქალი 3 თუ 4 თვე ლოგინიდან ვერ დგებოდა, სულ სიცხეები ჰქონდა. იმ დღის მერე წამოხველებითაც აღარ წამოუხველებია, არა თუ პლევრიტი აღარ განმეორებია!

თაიამ ერთი 5 წუთიანი სეანსით (ანუ ხელის დადებით) - კბილის ტკივილი გაუჩერა ქალს და სოფელში გაუშვა. იმ დღის შემდეგ ამ ქალს ის კბილი აღარ ასტკივებია...

თაიამ ერთხელ ხელის დადებით სამუდამოდ მოურჩინა საკვერცხეების ტკივილი ჩემს მეგობარს...

მას შეუძლია ტელეფონით ლაპარაკით დაარეგულიროს წნევა!

არ არის საკმარისი?

და მერე მეტყვით, დაძაბულობა იგრძნობა შენს ხმაშიო? - რა თქმა უნდა, იგრძნობა!

უნდობლობა - ყველაზე დიდი სენია დედამიწისა!
დედამიწაზე არ უყვართ გამორჩეულნი!

და ნუ გაბრაზდება ნურც ქეთი, ნურც td... კიდევ ზოგიერთი... გინდათ ჩემი აზრი გითხრათ, მე რა დავინახე აქ?

არც თქვენ გიყვართ გამორჩეულები!
smile.gif))))

ისეთი შთაბეჭშდილება მრჩება, ჩასაფრებულნი ელოდებით, როდის წამომცდება რაღაც ისეთი, რაც ნიშნის მოგების საშუალებას მოგცემთ! smile.gif

ნეტა ვცდებოდე!


გმადლობ, ზეტ, ირმა, ოლდ-მენ, ატმან, ევერ, ემიგრანტო, მატა... მე მართლა მინდა თქვენი რეალურად გაცნობა!
სხვებისაც, მაგრამ... თქვენი - განსაკუთრებით! smile.gif))

დანარჩენზე - პირადად!

29 ივლისამდეეეე!

Posted by: ირმა Jul 26 2011, 12:08 AM

თამარი
არ გაბრაზდე, არ გეწყინოს... რათქმაუნდა უამრავი შეკითხვები დაიბადება, რათქმაუნდა უნდობლობაც დაიბადება. ამ ფორუმზე ერთადერთი თაიაა, რომელიც ამბობს რომ აქიდან არაა. არა გვქონია მსგავსი შემთხვევა.
ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ნუ გამორიცხავ ეჭვებს...
ბოლო-ბოლო დედამიწელი ცოდვილები ვართ. თაია გაგვიგებს wink.gif
თამარი

QUOTE(თამარი @ 26th July 2011 - 12:04 AM) *
კარგი, მაშინ ჯერ მე გკითხავთ, - რამხელა შეიძლება იყოს თქვენი აზრით ყველაზე დიდი აურა?
და ენერგეტიკული ველი?

ხოო, ამ შეკითხვამ დამაინტერესა, რამხელა? ეს ძალიან საინტერესო საკითხია.
QUOTE(თამარი @ 26th July 2011 - 12:04 AM) *
უნდობლობა - ყველაზე დიდი სენია დედამიწისა!
დედამიწაზე არ უყვართ გამორჩეულნი!

მაგაში 100% გეთანხმები, მაგრამ გამორჩეულმა იცის რომ არ უყვართ გამორჩეულნი და მზადაა wink.gif

Posted by: td......... Jul 26 2011, 12:13 AM

ციტატა(თამარი @ 25th July 2011 - 11:04 PM) *
რამხელა შეიძლება იყოს თქვენი აზრით ყველაზე დიდი აურა?
და ენერგეტიკული ველი?

თამარი
რათან მიმართებაში ყველაზე დიდი?


ციტატა(თამარი @ 25th July 2011 - 11:04 PM) *
პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო?


ძნელი სათქმელია, პრინციპში ყველაფერი რის წარმოდგენასაც შევძლებ.


ციტატა(თამარი @ 25th July 2011 - 11:04 PM) *
რისი უნარი გაქვს-მეთქი?


მეც არ ვიცნობ თაიას, ასე, რომ აქ რაც არ უნდა დავწერო ამის უნარი მაქვს თუ არა უაზრობა იქნება... დაწერა ყველაფრის შეიძლება. გეტყვი განსაკუთრებული უნარებით არ გამოვირჩევი..smile.gif

ციტატა(თამარი @ 25th July 2011 - 11:04 PM) *
დედამიწაზე არ უყვართ გამორჩეულნი!


ძალიან ხმამაღალი ნათვამია... დედამიწაზე ვერავის აიძულებ რომ უყვარდე.. მაგრამ უნდა შეაძლებინო ეს..
ციტატა(თამარი @ 25th July 2011 - 11:04 PM) *
და ნუ გაბრაზდება ნურც ქეთი, ნურც td... კიდევ ზოგიერთი... გინდათ ჩემი აზრი გითხრათ, მე რა დავინახე აქ?

არც თქვენ გიყვართ გამორჩეულები!



smile.gif დასკვნების გაკეთება ადვილია. ძნელია სიმართლის აღიარება.
ციტატა(თამარი @ 25th July 2011 - 11:04 PM) *
ისეთი შთაბეჭშდილება მრჩება, ჩასაფრებულნი ელოდებით, როდის წამომცდება რაღაც ისეთი, რაც ნიშნის მოგების საშუალებას მოგცემთ! smile.gif

ნეტა ვცდებოდე!


ცდები.smile.gif შეიძლება უბრალოდ პირდაპირობით გამოვირჩეოდე ხანდახან. რა მოხდა, მგონია აქ ისეთი საზოგადოებაა შეკრებილი მსგავსი გამოხდომები და სიტყვები არ უნდა აბნევდეთ და მითუმეტეს სწყინდეთ. თუ საკუთარ თავს ოდნავ მაინც დაკვირვებიხარ არ მგონია ჩემმა ნათვქმმა გაწყენიოს. მე ყოველ ემთხვევაში ასე ვარ. შეიძლება რამე არ შეესაბამებოდეს სიმართლეს, და ამას უბვრალოდ ვიტყვი. მერე რა.. რაც მეტი გაქვს სიყვარული მით ნაკლებად შეიძლება წყენინება. მითუმეტეს ასეთი განზრახვა ნამდვილად არ მაქვს smile.gif

ციტატა(თამარი @ 25th July 2011 - 11:04 PM) *
გმადლობ, ზეტ, ირმა, ოლდ-მენ, ატმან, ევერ, ემიგრანტო, მატა... მე მართლა მინდა თქვენი რეალურად გაცნობა!
სხვებისაც, მაგრამ... თქვენი - განსაკუთრებით! smile.gif))

თვქნე მიერ დაწერილი ტექსტის შემდეგ ეს სრულიად უადგილო ოყო.. ნუ გამორჩეულობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.. მიკვირს თაიაზე მადენი ხნის გატარების შემდეგ მსგავსი რეაქციები..smile.gif

მეტს არარ შეგაწყენთ და არარ გაწყენინებთ... ამ ბოლოჯერაც მაპატიეთ. smile.gif

Posted by: kate Jul 26 2011, 12:49 AM

QUOTE(თამარი @ 25th July 2011 - 02:04 PM) *
და ნუ გაბრაზდება ნურც ქეთი, ნურც td.

თამარ, ნამდვილად არ ვბრაზდები, მაგრამ ძალიან გაკვირვებული ვარ, შენ რა გაბრაზებას. მე მგონი არანაირი კორექტურობა არ დაგვირღვევია, არც მე და არც td.....-ს, თემა თვითონ გახსენი შემეკითხეთ და გიპასუხებთო, და ჩვენც კითხვები დაგისვით და თუ შენ გარკვეული კითხვები გაღიზიანებს, წინასწარ უნდა გაგეფრთხილებინა ფორუმი და აღარ შეგეკითხებოდით. ან რატომ გიკვირს განსხვავებული კითხვების არსებობა ამ განსხვავებულ თემაზე, ჩასაფრებას რაც შეეხება, ნამდვილად არც არავისთვის ჩასაფრება არ მჭირდება, დაკვირვებით კითხვაც შემიძლია და იუმორის გაგებაც, მაგრამ ამას შევეშვათ, მართლა არ მწყენია არც ერთი.
გამორჩეულობას და განსაკუთრებულობას რაც შეეხება, ყველა ადამიანი განსკუთრებულია და განუმეორებელი თავისთავად და რა შუაშია ეს, არ მესმის, და გულწრფელად გაოცებული ვარ ამგვარი აფეთქების, თუ ბევრი ტკივილი მოგაყენეს და ვერ გააგებინე ან ვერ გაგიგეს, ეს მე არ ვყოფილვართ, და ჩემზე არ უნდა გადმოიტანო, (ზოგადად) ის კი უნდა დაგენახა გულით ვცდილობდი გამეგო შენთვის, ბრმად რწმენას კი ნურავისგან ნუ მოითხოვ, ჩემო კარგო. ეგ ქრისტეს არ მოუთხოვია მიმდევრებისაგან და არა მგონია ამდენად გამორჩეული გეგონოს თავი. დალოცვილი გზით გევლოს თამარ! smile.gif

Posted by: Simulated Jul 26 2011, 12:58 AM

QUOTE(თამარი @ Jul 25 2011, 11:04 PM) *
ოოკ...

ქარი არის იქ, სადაც ჩამოდის თაია.
აქ ჩამოვა? - აქ იქნება ქარი... და თანაც საკმაოდ ძლიერი.
ჩავა ამერიკაში? - იქ ამოვარდება ქარი (მაგრამ ქარის ყველა ამოვარდნა არ ნიშნავს თაიას მოსვლას)... და არც მე ვხუმრობ ახლა!

თაიას ჩამოსვლას მართლაც უზარმაზარი ენერგია შემოაქვს. მოდით, ნუ ეცდებით ამ ენერგიის მასშტაბების წარმოდგენას, კარგი?

მაგრამ ეს რომ ასე დავტოვო, პასუხგაუცემელ კითხვად ჩამითვლით და...
კარგი, მაშინ ჯერ მე გკითხავთ, - რამხელა შეიძლება იყოს თქვენი აზრით ყველაზე დიდი აურა?
და ენერგეტიკული ველი?
მე ამ კითხვების პასუხს გავუგზავნი ზეტს, რომ არ იფიქროთ, ჩვენს პასუხებზე დაყრდნობით აგებს ვერსიებსო.
td.........
მაინტერესებს, როგორ შეგიძლია ამინდზე ზემოქმედება, რა სახით? ხომ ამბობ, ეს ძალიან მარტივია და პატარა ბავშვსაც შეუძლიაო?

პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო? smile.gif შენც ხომ აქაური ხარ?

სხვათა შორის, მე არ ვამბობ, რომ ეს უნარი მეც მაქვს-მეთქი. მე არ შემიძლია ამინდის მართვა, მაგრამ შეუძლია თაიას!

ან რა შეგიძლია საერთოდ?
მე იმას კი არ ვამბობ,. არ შეგიძლია-მეთქი... მე ხომ არ გცნობ? ჰოდა გეკითხები, რისი უნარი გაქვს-მეთქი?

თაიამ თავზე ერთხელ ხელის გადასმით 7 წლის ენაბლუ ბავში განკურნა, - ბავშვი ენით სხლავს, კი არ ლაპარაკობს! და ეს მაშინ, როცა უამრავ ექიმთან თუ ექსტრასენსთან ჰყავდა მიყვანილი ეს ბიჭი.

თაიამ ერთადერთხელ ფილტვებთან ხელის დადებით 3-4 თვიანი პლევრიტი განკურნა, - ის ქალი 3 თუ 4 თვე ლოგინიდან ვერ დგებოდა, სულ სიცხეები ჰქონდა. იმ დღის მერე წამოხველებითაც აღარ წამოუხველებია, არა თუ პლევრიტი აღარ განმეორებია!

თაიამ ერთი 5 წუთიანი სეანსით (ანუ ხელის დადებით) - კბილის ტკივილი გაუჩერა ქალს და სოფელში გაუშვა. იმ დღის შემდეგ ამ ქალს ის კბილი აღარ ასტკივებია...

თაიამ ერთხელ ხელის დადებით სამუდამოდ მოურჩინა საკვერცხეების ტკივილი ჩემს მეგობარს...

მას შეუძლია ტელეფონით ლაპარაკით დაარეგულიროს წნევა!

არ არის საკმარისი?

და მერე მეტყვით, დაძაბულობა იგრძნობა შენს ხმაშიო? - რა თქმა უნდა, იგრძნობა!

უნდობლობა - ყველაზე დიდი სენია დედამიწისა!
დედამიწაზე არ უყვართ გამორჩეულნი!

და ნუ გაბრაზდება ნურც ქეთი, ნურც td... კიდევ ზოგიერთი... გინდათ ჩემი აზრი გითხრათ, მე რა დავინახე აქ?

არც თქვენ გიყვართ გამორჩეულები!
smile.gif))))

ისეთი შთაბეჭშდილება მრჩება, ჩასაფრებულნი ელოდებით, როდის წამომცდება რაღაც ისეთი, რაც ნიშნის მოგების საშუალებას მოგცემთ! smile.gif

ნეტა ვცდებოდე!
გმადლობ, ზეტ, ირმა, ოლდ-მენ, ატმან, ევერ, ემიგრანტო, მატა... მე მართლა მინდა თქვენი რეალურად გაცნობა!
სხვებისაც, მაგრამ... თქვენი - განსაკუთრებით! smile.gif))

დანარჩენზე - პირადად!

29 ივლისამდეეეე!

მე ერთი ხელის დადებით ცეროზი განვკურნე.
მე ერთი ხელის დადებით გულის მანკი გავკუნე.
მე ერთი ხელის დადებით სიმსივნე განვკურნე თავის.
მე გამორჩეული ვარ!
შენ გჯერა ჩემი? მენდობი? თუ უნდობლობა ყველაზე დიდი სენია მენდე!
......
არარის ადვილი ნდობა და არც სენი არარის. ვერავინ გენდობა იმის გამო რასაც ამბობ და არც უნდა გიკვირდეს.ჭეშმარიტებას ნდობა არ სჭირდება."გამორჩეულებს" სჭირდებათ ნდობა თავის "გამორჩეულობის" დასამტკიცებლად,რეალურად გამორჩეული კი არასდროს არ იტყვის რომ ის გამორჩეულია უბრალოდ იმიტომ რომ მას ეს არ სჭირდება. (ეს ჩემი აზრია,საწყენად არ მიიღოთ)

Posted by: თამარი Jul 26 2011, 01:07 AM

td.........

მე არ ვარ გამორჩეული... გამორჩეული - თაიაა!
და ისიც გააფრთხილეს, აქ, დედამიწაზე წამოსვლამდე, გამორჩეული - არ ეყვარები ხალხსო!... არ და ვერ დაიჯერა!

ციტატა(ირინი @ 26th July 2011 - 12:08 AM) *
თუ საკუთარ თავს ოდნავ მაინც დაკვირვებიხარ არ მგონია ჩემმა ნათვქმმა გაწყენიოს.


გავბრაზდი? შენ წარმოიდგინე, ალბათ უფრო მეტადაც უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ... თაიამ მითხრა, - არ გაბედოო....


ციტატა(ირინი @ 26th July 2011 - 12:08 AM) *
ნუ გამორჩეულობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ.. მიკვირს თაიაზე მადენი ხნის გატარების შემდეგ მსგავსი რეაქციები..


რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ თაიაზე ვიყავი ამდენი ხანი? მე 6-ვე პლანეტა მომატარეს ამ 25 წელიწადში. და ეს პლანეტები სრულიადაც არ გამოირჩევიან მხოლოდ და მხოლოდ სიკეთით... პირიქით, კიდევ კარგი, რომ თაიაზე და დარზეც მომიწია ყოფნა, თორემ... მხოლოდ ვარფიმზე და ტორზე მოხვედრილი, ალბათ გავრეკავდი! smile.gif მე - ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეებით!

ციტატა(td......... @ 26th July 2011 - 12:13 AM) *
რათან მიმართებაში ყველაზე დიდი?

ყველაზე დიდი აურა - რასთან მიმართებაში შეიძლება იყოს?
მხოლოდ აურასთან მიმართებაში... ადამიანს რომ ჰქონდეს! ნუ დაგავიწყდებათ, რომ თაია ჩემს სხეულში იყო!
და გეკითხებით, რამხელა აურა შეიძლება ჰქონოდა ჩემს სხეულს თაიას ”მეშვეობით”?
ან რამხელა ენერგეტიკული ველი?

განა ასე რთულია ამ კითხვის გაგება?
პასუხი - მესმის, რთული იქნება!

უბრალოდ ვიტყვი, რომ არც მე მაქვს ძალიან მილეული აურა და ენერგეტიკა... smile.gif)))))



ციტატა(td......... @ 26th July 2011 - 12:13 AM) *
მეც არ ვიცნობ თაიას, ასე, რომ აქ რაც არ უნდა დავწერო ამის უნარი მაქვს თუ არა უაზრობა იქნება... დაწერა ყველაფრის შეიძლება. გეტყვი განსაკუთრებული უნარებით არ გამოვირჩევი..


ხო, დაწერა ყველაფრისა შეიძლება... საბედნიეროდ, ის ხალხი ყველა ცოცხალია, თუკი თაია ვინმეს რამეთი დახმარებია!
და მე თუ მკითხავ, სულაც არაა საჭირო ურწმუნო თომობა, ”ნალურსმნალში თითი ჩამაყოფინე და დავიჯერებ, ქრისტე რომ ხარო...” მაპატიეთ ფრაზის უტრირება.

Posted by: თამარი Jul 26 2011, 01:30 AM

Simulated

ციტატა(Simulated @ 26th July 2011 - 12:58 AM) *
მე ერთი ხელის დადებით ცეროზი განვკურნე.
მე ერთი ხელის დადებით გულის მანკი გავკუნე.
მე ერთი ხელის დადებით სიმსივნე განვკურნე თავის.
მე გამორჩეული ვარ!


smile.gif)) კარგი იყო, ჩაგეთვალა!:)))
მხოლოდ ერთი მომენტია აღსანიშნავი, - შენ ამბობ, მე განვკურნეო... და მე ვამბობ, - თაიამ განკურნა-მეთქი...
მე სად შემიძლია ესეთი რამეები?
კი არ ვხუმრობ?- მართლა არ შემიძლია!

არც ის შემიძლია, რომ ცაზე სიმშრალის გზა დავხატო, - ანუ, წვიმდეს გზის ორივე მხარეს და მანქანა კი - სამვალ ნაწილზე სიმშრალეში მიდიოდეს და მას უკან 20-25 მეტრში მოსდევდეს წვიმა. ეს გზა - ცაზე დახატული იყო გახლეჩილი ღრუბლების მეშვეობით! ამას 15 კაცი ყავს მოწმე!

მე სად შემიძლია სრულიად მოწმენდილი ცის 5-6 წუთში ბოლომდე შეკრული ღრუბლით დაფარვა და მერე კოკისპირული წვიმის მოყვანა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ერთმა პროფესორმა გაუჭირა საქმე, - თუ გინდა, რომ შენი ძალა ვირწმუნოთ, ახლა წვიმა მოიყვანეო. და იცით, როგორი დღე იყო? საერთოდ არ სჩანდა ღრუბლის ფთილაც კი ჰორიზომტიდან ჰორიზონტამდე!

ეხვეწა თაია, - ”დამანებეთ თავი, ბ-ნო გივიო”...
არ მოეშვა და არა!
- კარგი, იყოს თქვენი სურვილის მიხედვითო...

და 5 თუ 6 წუთში ისე შეიკრა ცა და ისეთი წვიმა წამოვიდა, მანქანას მოძრაობა გაუჭირდა!
ის კაცი მერე დიდხანს ეხვეწებოდა, - მაპატიე, იქნებ გადაიღოსო... smile.gif))) 3 დღე მოდიოდა წვიმა!!!
ამ მოვლენას 18 კაცი ჰყავს მოწმე!
სამწუხაროდ, თავად ის გივი, - გარდაიცვალა!

ქეთი, საწყენად არც მე ვამბობ. უბრალოდ, მომბეზრდა თავის მართლება იქ, სადაც არაფერი მაქვს თავისსამართლებელი!
მეც ხომ შიძლება გამიგოთ?
არავისგან არაფერს ვითხოვდი... არსად არაფერს ვწერდი...
არავის არაფერს ვუმტკიცებდი! smile.gif

შემოვარდა, დაპოსტა ისე და იმდენი, რომ 1 დღეში გახდა წითელი სული და... გავარდა!
ჰოდა შუბლით ვამტვრევ ახლა კედელს! smile.gif dash2.gif

Posted by: kate Jul 26 2011, 03:05 AM

QUOTE(თამარი @ 25th July 2011 - 04:30 PM) *
ქეთი, საწყენად არც მე ვამბობ. უბრალოდ, მომბეზრდა თავის მართლება იქ, სადაც არაფერი მაქვს თავისსამართლებელი!
მეც ხომ შიძლება გამიგოთ?
არავისგან არაფერს ვითხოვდი... არსად არაფერს ვწერდი...
არავის არაფერს ვუმტკიცებდი! smile.gif

შემოვარდა, დაპოსტა ისე და იმდენი, რომ 1 დღეში გახდა წითელი სული და... გავარდა!
ჰოდა შუბლით ვამტვრევ ახლა კედელს! smile.gif dash2.gif

ეს რომ არ გკითხო უბრალოდ არ შემიძლია!
ვინ გთხოვა თამარ, თავის მართლება?! და თუ არ გინდოდა კითხვები და თავის შეწუხება, რატომ შემოყევი თაიას ამ ფორუმზე, ის ხომ გამეგვემშვიდობა, ასე არ არის?!
ვიცი, მიპასუხებ თაიამ მთხოვა და იმიტომ, უარს ვერ ვეტყოდიო, ჰოდა პირდაპირ გეკითხები, თუ თაიას უარს ვერაფერზე ვერ ეუბნები, ყოველთვის გიკავშირდება და გაკონტროლებს როცა უნდა, ყველაფერი ყოველთვის იცის, ახლაც კი გაგაჩერა არ გაბრაზდეო, სად იწყება ზღვარი თაიას და თამარს შორის ამაზე თუ გიფიქრია თამარ? ოღონდ, მართლა თუ გიფიქრია?! smile.gif

Posted by: mata Jul 26 2011, 01:19 PM

ყველას ძალიან გთხოვთ, აი გეხვეწებით მართლა

მე მჯერა თამარის და ისე ნუ იზავთ რო ეს ქალიც გააქციოთ აქედან

Posted by: ირმა Jul 26 2011, 01:40 PM

mata kiss1.gif
+ 1


Posted by: old_man Jul 26 2011, 02:10 PM

QUOTE(ირინი @ 26th July 2011 - 01:40 PM) *
ყველას ძალიან გთხოვთ, აი გეხვეწებით მართლა

მე მჯერა თამარის და ისე ნუ იზავთ რო ეს ქალიც გააქციოთ აქედან

ყოჩაღ მატა! გულიდან ამოხეთქილი სიტყვები იყო. მომეწონა! ვუერთდები ))
მართლა შეეშვით რა თამარს, რა არის ეს სიტყვებზე გამოკიდებები... სრულყოფილი არავინაა, ყველას გვაქვს ადამიანური სისუსტეები, ამიტომაც ვართ დედამიწაზე ))

Posted by: თამარი Jul 26 2011, 02:11 PM

დამშვიდდით, არსად გავრბივარ... smile.gif
ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, ვიდრე არ გაგიცნობთ ყველას. smile.gif

kate

ციტატა(kate @ 26th July 2011 - 04:05 AM) *
ჰოდა პირდაპირ გეკითხები, თუ თაიას უარს ვერაფერზე ვერ ეუბნები, ყოველთვის გიკავშირდება და გაკონტროლებს როცა უნდა, ყველაფერი ყოველთვის იცის, ახლაც კი გაგაჩერა არ გაბრაზდეო, სად იწყება ზღვარი თაიას და თამარს შორის ამაზე თუ გიფიქრია თამარ? ოღონდ, მართლა თუ გიფიქრია?!


სულ მაგაზე არ ვფიქრობ? smile.gif
თამარსა და თაიას შორის ზღვარი მათ შესაძლებლობებზე გადის, ქეთი...
კიდევ ისაა სხვაობა, რომ თაია უფრო მეტად უცხოპლანეტელია და თამარი - უფრო მეტად დედამიწელი. smile.gif

ეს კი - უზარმაზარ სხვაობას იძლევა!


Posted by: kate Jul 26 2011, 03:02 PM

mata
ირმა
old_man
თამარი ნამდვილად არ არის ის ვინც გაიქცევა და დაიმალება, და არც პატარა ბავშვია რომ გაგვებუტოს. ამ თემას რომ ხსნიდა ისიც იცოდა ბევრი კითხვა რომ არ მოეწონებოდა, მაგრამ გახსნა და ეს იმას ნიშნავს რომ დაამთავრა გაქცევა და დამალვა, თამარი ალბათ დამერწმუნება smile.gif , არც ის არ ჭირდება თამარს მე მგონი, პატარა ბავშვივით თავზე ხელს ვუსვამდეთ არიქა, არ ეწყინოს და არ გაგვექცესო. დაჯერებას რაც შეეხება, მე ერთი წუთითაც რომ ვუშვებდე, რომ თამარი იტყუება, თუმცა არ მოტყუება, ავტომატურად ჭეშმარიტებას არ ნიშნავს, ან პირდაპირ ვეტყვი ან საერთოდ არ შემოვიხედავ ამ თემაში.
თამარი უფრო ძლიერია, ვიდრე გგონიათ, თუმცა ადვილად შეიძლება ვატკინოთ გული, ვცდილობ, ასე არ მოხდეს, მაგრამ ძნელია ისე დასვა კითხვები საინტერესო პასუხები რომ მიიღო, რომ ის ტკივილი არ გაახსენო რაც უკვე გადაიტანა. მაგრამ თუ თქვენ ამ თემაში მხოლოდ აღფრფოვანებული აუდიტორიის როლი გინდათ ითამაშოთ მხოლოდ "ბის... ბის", ძახილით, თქვენი ნებაა, მაგრამ მე მაინც მგონია ეს არ უნდოდა თამარს, და ის კითხვები, მასაც, გულის სიღრმეში ისევე აინტერესებს, როგორც ჩვენ პასუხები.
თამარი
თამარ, თუ ვცდები ანდა ჩემი შეკითხვები ან პოსტები სერიოზულად გაღიზიანებს, უბრალოდ, მითხარი, და ყოველგვარი წყენის ან გაბრაზების ან გულის ტკენის გარეშე შენს თემაში საერთოდ არ დავპოსტავ და თუ არა, იმის პირობას ვერ გაძლევ, რომ ჩემი ყველა კითხვა მოგეწონება. smile.gif

Posted by: თამარი Jul 26 2011, 03:19 PM

kate

ციტატა(kate @ 26th July 2011 - 04:02 PM) *
თამარი ნამდვილად არ არის ის ვინც გაიქცევა და დაიმალება, და არც პატარა ბავშვია რომ გეგვებუტოს. ამ თემას რომ ხსნიდა ისიც იცოდა ბევრი კითხვა რომ არ მოეწონებოდა, მაგრამ გახსნა და ეს იმას ნიშნავს რომ თამარმა დაამთავრა გაქცევა და დამალვა, თამარი ალბათ დამერწმუნება


სრულიად გეთანხმები, ქეთი...
ჩემი და თქვენი ურთიერთობა ახლა ოჯახში ახცლადმოყვანილ პატარძალს ჰგავს, - ვიდრე შეეგუებიან და თავადაც შეეგუება ახლა გარემოს, დედის სახლი რომ ურჩევნია...
არაფერია, მალე მოვშინაურდები და თქვენთვისაც საყვარელი რძალი გავხდები, შვილიდან რომ ვერ არჩევენ, - ისეთი...

ქეთი, არანაირად არ მწყინს კითხვები. მე სიტყვებზე გამოკიდება მაღიზიანებს-ხოლმე და... ამასაც ეშველება, თანაც სულ მალე...

მოკლედ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს დიდ ოჯახში! smile.gif

Posted by: ირმა Jul 26 2011, 04:54 PM

kate

QUOTE(kate @ 26th July 2011 - 04:02 PM) *
არც ის არ ჭირდება თამარს მე მგონი, პატარა ბავშვივით თავზე ხელს ვუსვამდეთ არიქა, არ ეწყინოს და არ გაგვექცესო.

არა ჩემო კარგო smile.gif (თუმცა ამ ფორუმზე ყველა ერთმანეთს ვეფერებით და თავზე ხელს ვუსმევთ biggrin.gif )
მაგრამ თამარი ჯერ ერთი თვეც არაა და მიტომ, ჯერ სტუმარია სტუმარი biggrin.gif აი ცოტა ხანში ნახოს მაგან თუ თავზე ხელი გადავუსვა tongue.gif


Posted by: td......... Jul 26 2011, 06:40 PM

ციტატა(mata @ 26th July 2011 - 01:19 PM) *
მე მჯერა თამარის და ისე ნუ იზავთ რო ეს ქალიც გააქციოთ აქედან

ქეითს დავეთანხმები , არ ჩანს ტამარი ის ადამიანი , რომელიც გაიქცევა, ეს რომ ნდომოდა უბრალოდ არ შემოვიდოდა ტაიას წასვლის შემდეგ...თუ იმ რამოდენიმე იუზერს გულისხმობ ვინ "გავაქციეთ", როგორც ჩანს ვერ ასე იყო საჭირო, ეს მათი არჩევანია.. საერთოდაც ეზოთერიკების შორის მემგონი ძალიან არასერიოზული ქცევა იქნება გაქცევა-გაბუტვა, წუწუნი და თავზე ხელის გადასმის მოლოდინი.. ეს ხომ ფორუმ.გე არაა?კი მართალია თქვენ ეზოთერიკები-ც ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, მაგრამ მემგონი რიგითი ცოდნის მქონე ადამიანებისაგან იმით განსხვავდებით, რომ შეგიძლიათ რაღაცაზე მაღლა დგომა და სიმართლისთვის თვალის გასწორება, მითუმეტეს თამარს ასეთი გამოცდილება აქვს კოსმოთაშორის ურთიერთობებში, მგონია ჩვენ ყველაზე უფრო მარტივად უნდა იტანდეს სუსტი ადამიანისგან წამოსულ უნდობლობასა თუ ცოდნის ნაკლებობით გამოწვეულ უადგილო კითხვებს..


თუ ვინმეს აღიზიანებს ცემი პოსტები, მზად ვარ კვლავ მდუმარების რვაჭლს მივეცე და თუ გნებავთ ამ ღვაწლს გავაძლიერებ და არც სმაილიკებითა და ციტირებული სიტყვებით არ შეგაწუხებთ.biggrin.gifbiggrin.gif:D

Posted by: zura2 Jul 26 2011, 09:24 PM

QUOTE(td......... @ Jul 26 2011, 06:40 PM) *
თუ ვინმეს აღიზიანებს ცემი პოსტები, მზად ვარ კვლავ მდუმარების რვაჭლს მივეცე და თუ გნებავთ ამ ღვაწლს გავაძლიერებ და არც სმაილიკებითა და ციტირებული სიტყვებით არ შეგაწუხებთ.biggrin.gifbiggrin.gif:D

რვაჭლი რა არის?

Posted by: td......... Jul 26 2011, 09:37 PM

zura2
biggrin.gif ღვაწლი..შივტი არ მიმუშავებს მთად გამართულად და მაგის ბრალია..biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Simulated Jul 29 2011, 05:46 PM

მე არსად არავის გავაქცევ და გამოვაქცევ (თუ მე ვიგულისხმებოდი). უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი თავისი კონკრეტული ისტორიით თუ ფაქტით რომელიც ადამიანის ცნობიერებისთვის ასეთუისე უცხოა და ახალია,უნდა იყოს მზად იმისთვის რომ დაისმება კითხვები მისი მიმართულებით,უნდობლური თუ ნდობიანი ტონით და ამან არ უნდა გამოიწვიოს გაღიზიანება თვითონ ამ ადამიანში.მითუმეტეს როცა ლაპარაკი გვაქ უფრო მაღალგანვითარებულ ცნობიერებაზე.

Posted by: თამარი Jul 30 2011, 02:36 PM

არავიზე ვბრაზდები, არავის ვებუტები და საერთოდ, არ ვაპირებ გაქცევას...

სულ არ წავალ, მთელმა საიტმა რომ ”ქში, ქში, ქშიიიი”... მიძახოთ, მაინც... smile.gif)))

Posted by: td......... Jul 31 2011, 11:55 PM

ისე ქარი ამოვარდა, თამარიც დაიკარგა, თაია ხო არ დაბრუნდა ნეტა?

Posted by: Barmalei Aug 1 2011, 12:45 AM

QUOTE(td......... @ Jul 31 2011, 11:55 PM) *
ისე ქარი ამოვარდა, თამარიც დაიკარგა, თაია ხო არ დაბრუნდა ნეტა?

ოხხ რა მავნე ხარ რა biggrin.gif

Posted by: td......... Aug 1 2011, 11:16 AM

Barmalei
არა , მართლა დამაინტერესა.. რა ყველაფერში მავნებლობას ,შეთქმულებას და ინტრიგებს ხედავთ რა... sad.gif

Posted by: თამარი Aug 1 2011, 11:22 AM

td......... , Barmalei
smile.gif)))
არსად წავსულვარ. აქ ვარ, მხოლოდ ბირთვისში ვიყავი ჩემს შვილთან ასული.

და თაიას მოსვლამ - სხვა სიძლიერის ქარი იცის-ხოლმე... ტორნადოსავით! smile.gif

Posted by: td......... Aug 1 2011, 05:27 PM

თამარი
რომ წავიდა ასეთივე იყო, უფრო სუსტიც კი... იმიტომ ვიკითხე.. ხო კარგი.. smile.gif რომ დაბრუნდება ხო ვნახავთ?!

Posted by: td......... Aug 4 2011, 12:11 AM

არც დღეს? მერი პოპინსიო.. და ეგ ზუსთად ეგეთ ქარს დაყვებოდა... ნაღდად ვიცი..

Posted by: tikoroma Aug 4 2011, 10:29 AM

მარტო თაია ხომ არ არის აქ? ალბათ სხვები ჩამოდიან

Posted by: zura2 Aug 4 2011, 05:30 PM

აუ ისე მცხელა ლამისაა ნომერი გამოგართვათ და თაიასთან გადავრეკო დროზე ჩამოვიდეს და გაგვაგრილოს ცოტა...

Posted by: tikoroma Aug 4 2011, 08:27 PM

zura2

ციტატა(zura2 @ 4th August 2011 - 06:30 PM) *
აუ ისე მცხელა ლამისაა ნომერი გამოგართვათ და თაიასთან გადავრეკო დროზე ჩამოვიდეს და გაგვაგრილოს ცოტა...

გამო დიდი დიღომში. აქ სულ წასვლა-მოსვლაა... ანუ ქარს მიაქვს აქაურობა smile.gif

Posted by: td......... Aug 4 2011, 09:52 PM

ციტატა(tikoroma @ 4th August 2011 - 08:27 PM) *
აქ სულ წასვლა-მოსვლაა... ანუ ქარს მიაქვს აქაურობა

ნუ აქაც იგივეა, პრინციპში.. არ მეგონა ყველა ქარს თუ დაყვებოდა..smile.gif) თაიამდე , მხოლოდ მერი პოპინსზე მქონდა გაგებული..smile.gif))

Posted by: თაია Aug 5 2011, 12:26 AM

td.........

ციტატა(td......... @ 4th August 2011 - 12:11 AM) *
არც დღეს? მერი პოპინსიო.. და ეგ ზუსთად ეგეთ ქარს დაყვებოდა... ნაღდად ვიცი..


ასე მოგენატრეთ?
თქვენ ხომ, ფაქტიურად არც მიცნობთ?

ყოჩაღ, td......... ... smile.gif გამოიცანი. ნამდვილად აქ ვარ!

Posted by: თაია Aug 5 2011, 12:29 AM


zura2

ციტატა(zura2 @ 4th August 2011 - 05:30 PM) *
აუ ისე მცხელა ლამისაა ნომერი გამოგართვათ და თაიასთან გადავრეკო დროზე ჩამოვიდეს და გაგვაგრილოს ცოტა...


ზურა, ჩემთან იქ ვერ დარეკავ... მე მხოლოდ გულის ხმა მესმის! ტელეფონის ზარის ხმა - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, - ვერ! smile.gif

და თამრიკომაც ეს იკივლა, ვიხრჩობი, მიშველეო...

გაგრილდით ცოტა? smile.gif))
მერე არ მითხრათ, - გვცივაო... smile.gif
ვხუმრობ!
ჯერ - არ შეგცივდებათ!

Posted by: Atman Aug 5 2011, 06:19 AM

თაია

დიდება შენს დაბრუნებას! smile.gif

Posted by: old_man Aug 5 2011, 10:08 AM

თაია
რამდენი ხნით ჩამოხვედი?
smile.gif

Posted by: თამარი Aug 5 2011, 11:05 AM

ეეჰ, სადაა თაია და კარგი ცხოვრება?
მოქარდა და გაქარდა ისევ!

სიგრილე კი - დაგვიტოვა!
მალე - აცივდება კიდეც, კი არ იხუმრა? smile.gif

Posted by: Emigranti Aug 5 2011, 11:35 AM

QUOTE(თამარი @ Aug 5 2011, 11:05 AM) *
ეეჰ, სადაა თაია და კარგი ცხოვრება?
მოქარდა და გაქარდა ისევ!
ჰო, ისე არ ველოდი რომ ჩამოვიდოდა. არა მგონია შემოდგომამდე დიდი ხნით ჩამოვიდეს. ეს რაღაც უფრო გამონაკლისივით იყო. შენი ხათრით. biggrin.gif

QUOTE
მალე - აცივდება კიდეც, კი არ იხუმრა? smile.gif
კი, აცივდება. უეცრად და ძლიერად. ზეტებმა ეგეთები ბევრი იქნებაო. ზამთარში კი პირიქით - უეცარი და ძლიერი დათბობები.

Posted by: zura2 Aug 5 2011, 01:07 PM

მშვენიერი ამინდის პროგნოზებია...
გრილი აგვისტო და თბილი შემოდგომა-ზამთარი ნამდვილად მაწყობს

Posted by: td......... Aug 5 2011, 02:17 PM

smile.gif

Posted by: td......... Aug 5 2011, 04:24 PM

ნეტა ტაიას ძმას რა ქვია?

Posted by: td......... Aug 5 2011, 06:29 PM

ერთკი კითხვა მაქვს თამარი
ან თაიასთან, მაგრამ მგონი დგვტოვა ისევ..

უეცრად რომ რარაც კატასტროფა მოუვიდეს თამარის სხეულს(ჯვერი ეწეროს! თFUთFუთFუ!) და ამ დროს აქ იყოს თაია, რა მოუვა თამარის სულს? ანუ რა ელოდება შემდეგ?

Posted by: თამარი Aug 6 2011, 10:53 AM

ციტატა(td......... @ 5th August 2011 - 07:29 PM) *
უეცრად რომ რარაც კატასტროფა მოუვიდეს თამარის სხეულს(ჯვერი ეწეროს! თFUთFუთFუ!) და ამ დროს აქ იყოს თაია, რა მოუვა თამარის სულს? ანუ რა ელოდება შემდეგ?

td.........

მოულოდნელი კატასტროფა - არ არსებობს!
ყველა "კატასტროფა" - კარგა ხნით ადრეა "დაგეგმილი"... უბრალოდ, ის ჩვენთვის არის მოულოდნელი, ან მათთვის, ვინც არ იცის ამის შესახებ.

მე ჩემი "დაგეგმილი" გასვლა უკვე 12 წელია ვიცი, როდის უნდა იყოს! smile.gif))

ჯერ კიდევ არ ვაპირებ წასვლას სადმე...
და როცა ეს "მოულოდნელი კატასტროფა" მოხდება, ბოლოს და ბოლოს, მოხვალთ დასამშვიდობებლად ერთი გვირგვინით და ეს იქნიბა! smile.gif))))

Posted by: თამარი Aug 6 2011, 10:56 AM

ჰო, რაც შეეხება სულს, - ჩემი სული წავა ჯერ იქ, სადაც მიდის ყველა წამსვლელი სული და მერე - "გავისეირნებ" გარკვეული ხნით ერთ-ერთ პლანეტაზე, აბა სადღაც ხომ უნდა დავივანო?

Posted by: td......... Aug 6 2011, 11:23 AM

თამარი

ციტატა(თამარი @ 6th August 2011 - 10:53 AM) *
ყველა "კატასტროფა" - კარგა ხნით ადრეა "დაგეგმილი"... უბრალოდ, ის ჩვენთვის არის მოულოდნელი, ან მათთვის, ვინც არ იცის ამის შესახებ.

კი ეს ასეა, მაგრამ ხშირად ვიცით ზუსტი დრო და დღე , მაგრამ ბოლო"წამს " სცენარს ცვლიან.. ასევე ხდება"კატასტოფებთან"დაკავშირებიტაც, ვთქვათ და მოულოდნელად მოხდა ეს. დავუშვად. და ამ დროს თამარი იქაა და თაია აქ.. რა მოდხდება მაშინ?

ციტატა(თამარი @ 6th August 2011 - 10:53 AM) *
და როცა ეს "მოულოდნელი კატასტროფა" მოხდება, ბოლოს და ბოლოს, მოხვალთ დასამშვიდობებლად ერთი გვირგვინით და ეს იქნიბა! smile.gif))))

გვირგვინები მოდაში აღარააbiggrin.gifbiggrin.gif კაი რა რა დრამატიზირებაა smile.gif)) მე ეს არ მიგულისხმია და სულ სხვა რაღაც ვიკითხე..biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: თამარი Aug 6 2011, 11:57 PM


post=49688]
გვირგვინები მოდაში აღარაა კაი რა რა დრამატიზირებაა )) მე ეს არ მიგულისხმია და სულ სხვა რაღაც ვიკითხე..
[/quote]
td.........

კაი, მაშინ შამპანურის ბოთლით მოდი... : beerchug.gif )) ხელცარიელი ხომ არ მოხვალ აბა? kiss1.gif [quote name='td.........' date='6th August 2011 - 11:23 AM'

Posted by: თამარი Aug 6 2011, 11:58 PM

ის, რაც მკითხე, ყოვლად გამორიცხულია, td......... ...

ამიტომაც ვ ე რ გპასუხობ, განა ა რ გპასუხობ?


Posted by: td......... Aug 7 2011, 11:58 AM

თამარი
ოკ.smile.gif

Posted by: elli Aug 8 2011, 01:18 AM

td.........

ციტატა(td......... @ 6th August 2011 - 11:23 AM) *
გვირგვინები მოდაში აღარაა კაი რა რა დრამატიზირებაა )) მე ეს არ მიგულისხმია და სულ სხვა რაღაც ვიკითხე..

ციტატა(თამარი @ 6th August 2011 - 11:57 PM) *
კაი, მაშინ შამპანურის ბოთლით მოდი... :

ბანბანერკით და ხილით ჯობია... შესანდობარი და რამე. ისე თამარი ისე მიჩვეულია წასვლა მოსვლას რომ ვეღარც გაარჩევს დროებითაა წასული თუ ისევ დაბრუნდება.

Posted by: ირმა Aug 8 2011, 08:01 AM

ხალხო, რა შესანდობრები და მისთანები აგიტყდათ...
ადრე თუ გვიან ყველა ჩვენგანის შესანდობარი დაილევა ალბათ smile.gif ამის მე საერთოდ არ მეშინია, სიკვდილის პატარა რომ ვიყავი მაშინ არ მეშინოდა, მაგრამ არ მესიამოვნება ვინმემ რომ მითხრას აი, რომ მოკვდები და მისთანები, რადგან ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ და იმიტომ. არა მგონია ვინმეს მოეწონოს ასე დალაპარაკება...

Posted by: td......... Aug 8 2011, 10:08 AM

ირმა
ირმა მე კონკრეტულ;ი კითხვა დავსვი, დამაინტერესა, მაგრამ თვითონ თამარმა გადაიყვანა ამ რელსებზე, ხოდა შესამსუბუქებლდა გავიხუმრე, რომ გვირგვინები მოდაში არღარაა თქო.. სიკვდილის არც არავის ეშინია აქ მგონი..

smile.gif

Posted by: თამარი Aug 8 2011, 01:59 PM

ძალიან კარგად აღვიქვამ ამ საკითხს და საკმაოდ იუმორისტულად ვუყურებ კიდეც საკუთარ გარდაცვალებას... smile.gif)))

ელი სრულიად მართალია, - იმდენჯერ ვარ გასული და დაბრუნებული საკუთარ სხეულში, რომ ერთით მეტი, - ერთით ნაკლები - არაფერია ჩემთვის! smile.gif

თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ! კარგი?

ადამიანს სიკვდილის მაშინ ეშინია, როცა არ იცის, სად მიდის.

ახლა რომ მითხრას ვინმემ, ”წამო, ბოტანიკურ ბაღში წავიდეთო”, - უნდა შემეშინდეს?
არა!

ჰოდა ასეთ ”ბოტანიკურში” უნდა წავიდე თავის დროზე და...

იმან იკითხოს, ვინც არ იცის, სად მოუწევს წასვლა! l_daisy.gif


JC_cupidgirl.gif l_martini.gif
smile.gif

Posted by: progress Aug 9 2011, 04:28 AM

l_sunny.gifგამარჯობათ, მოგესალმებით ყველას პატივისცემით
საინტერესოა, თუმცა საკითხის გამწვავების თავიდან ასაცილებლად აღარ შემოვიფერგლები ჩემი ჩვეული კრიტიკით... რამოდენიმე კითხვა გამიჩნდა თუმცა აზრები მეფანტება და სხვა დროს დავსვავ აუცილებლად...

Posted by: td......... Aug 23 2011, 04:49 PM

ასე მგონია თვის დასაწყისში თაია დაგვიბრუნდება..smile.gif

Posted by: Barmalei Aug 26 2011, 03:04 AM

QUOTE(td......... @ Aug 23 2011, 04:49 PM) *
ასე მგონია თვის დასაწყისში თაია დაგვიბრუნდება..smile.gif

თაია კი არა თამარიც გაქრა ,აღარ ჩანს რაღაც

Posted by: td......... Aug 26 2011, 09:35 AM

Barmalei
შვებულებების პერიოდია, სადღაც ისვენებს biggrin.gif ეტყობა თაიაზეც იგივე ხდება..

Posted by: თამარი Aug 29 2011, 12:03 AM

აბა, ვინ მკითხულობს? ვის მოვენატრე ასე? JC_cupidgirl.gif

ციტატა(td......... @ 26th August 2011 - 09:35 AM) *
შვებულებების პერიოდია, სადღაც ისვენებს ეტყობა თაიაზეც იგივე ხდება..


მართლაც წასული ვიყავი. 27-ში საღამოს დავბრუნდი და დღეს, 28-ში სულ არ ვიყავი სახლში. იმედია მომიტევებთ!
თაიაზე რა უნდა მოხდეს?

თაიაზე - სრული წესრიგია! smile.gif))



გული დამწყდა, ლუციფერს იმ თემაში ვერაფერი ვკითხე. აქ რომ ვკითხო, მოაგნებს ამ თემას?

მოკლედ ასე: ლუციფერ, შენ ამბობ, რომ შენნაირები მხოლოდ უბიწოებისა და ბავშვების ენერგიით იკვებებიან? თუ მე ვერ გავიგე სწორად შენი ნათქვამი?
მაშუნ ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოთარ გურუს თხოვნა-ვედრება... "თვეში ერთხელ 5 წუთით შენს თვალებში მაყურებინე და ისეთ დაცვას გაგიკეთებ, ვერანაირი ძალა ვერ დაგამარცხებსო"... და ეს დაცვა კობრის ენით უნდა გაკეთებულიყო...

და როცა მე მაშინვე "დაცვა" დავიყენე, ლამის ყვიროდა, "თვალები გააღე, როგორც წეღან იყურებოდი, ისე იყურეო"...


ბევრი კარტი გავხსენი ერთად, ხომ? JC_cupidgirl.gif
არაფერია... გავუძლებ!

მე ვიყავი მაშინ არც ბავშვი ვიყავი და არც უბიწო (ჩემი შვილი იყო 4-5 წლისა)!!!
როგორ ახსნი ამას?

და კიდევ, რა დონის (რომელი საფეხურის) "ლუციფერი" ხარ? ნუ, ნამდვილი ლუციფერი რომ არ ხარ, - ვიცით... smile.gif))

Posted by: Barmalei Aug 29 2011, 01:27 AM

თამარი
შენი ოჯახი და მეგობრები როგორ ეგუებიან რომ ხან თაია ხარ და ხან თამარი?
მეუღლე რა აზრისაა თაიზე მოწონს?

Posted by: td......... Aug 29 2011, 03:43 PM

ციტატა(Barmalei @ 29th August 2011 - 01:27 AM) *
მეუღლე რა აზრისაა თაიზე მოწონს?

Barmalei
:ლოლ:



თამარი
არ ღირს მისთვის მსგავსი კითხვების დასმა, უაზროდ დროის ხარჯვაა და საკუთარი ენერგიისა..smile.gif)მანაც იცის რას აკეთებს და ჩვენც ვიცით ვისთან გვაქვს საქმე.. უბრალოდ აქ დახურული საზოგადოება არა ად აბევრი ისეთი ადამიანი შეიძლება გადააწყდეს მის რეცეპტებს , რომ მერე ცადოს რამე, ესკი საზიანო იქნება იმ ადამიანისათვის.. რავიცი.. მემგონი მსგავსი ტემები უნდა გაიფილტროს ხოლმე ან აქ შემოსვლა იყოს შეზღუდული.. არ ვიცი..

Posted by: gostdahlia Sep 14 2011, 04:38 PM

ღადაობა მეც რამდენი დრო დავკარგე wink.gif მემგონი ადმინმა უნდა წაშალოს ეს თემა საერთოდ და რიგ ადამინებს კიდე დიდი რჩევა მიეცეს და მისამართი, თუ უნდათ რომ თავიანთი ცხოვრება ისევ ისე ნაყოფიერად გააგრძელონ დედამიწაზე და ოჯახთან ერთად როგორც ახალგაზდობაში (ნუ როგორც ჩემთვის ცნობილი არის).

Posted by: tikoroma Sep 17 2011, 02:52 PM

თამარ გამარჯობა. ერთი კითხვა მეც მაკვს. ამბობ თაია ჩვენს დასახმარებლადაა მოსულიო. კონკრეტულად რა მისია აქვს, რაში გამოიხატება ეს დახმარება?

Posted by: თამარი Sep 17 2011, 09:46 PM

gostdahlia

ციტატა(kvezo @ 14th September 2011 - 04:38 PM) *
ღადაობა მეც რამდენი დრო დავკარგე მემგონი ადმინმა უნდა წაშალოს ეს თემა საერთოდ და რიგ ადამინებს კიდე დიდი რჩევა მიეცეს და მისამართი, თუ უნდათ რომ თავიანთი ცხოვრება ისევ ისე ნაყოფიერად გააგრძელონ დედამიწაზე და ოჯახთან ერთად როგორც ახალგაზდობაში (ნუ როგორც ჩემთვის ცნობილი არის).


სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე, რას ამბობ... ეს კითხვაა თუ შენი მოსაზრება?
და შენ მასწავლი, რა ხდებოდა ჩემში?
ან ვინ ვარ მე და ვინაა თაია - შენ უკეთ იცი? unsure.gif

შეიძლება მე ვერ გავიგე, რას მეუბნები, - მაშინ მაპატიე. smile.gif

Posted by: თამარი Sep 17 2011, 09:49 PM

ციტატა(tikoroma @ 17th September 2011 - 02:52 PM) *
თამარ გამარჯობა. ერთი კითხვა მეც მაკვს. ამბობ თაია ჩვენს დასახმარებლადაა მოსულიო. კონკრეტულად რა მისია აქვს, რაში გამოიხატება ეს დახმარება?


tikoroma

ამას ჩვენ, ადამიანები დიდად ვერ შევიგრძნობთ და...
რა აზრი აქვს ზედმეტ ლაპარაკს? გამვა მერე ვინმე და დამიწყებს ზედმეტ ჭკუისსწავლებას...
თუ გინდა - პირადში მოგწერ. smile.gif

Posted by: tikoroma Sep 18 2011, 07:24 PM

თამარი
კარგი მომწერე.თუ არ დაგეზარება

Posted by: td......... Sep 25 2011, 10:25 PM

თაია მოდის თაიაა!

Posted by: zura2 Sep 26 2011, 05:23 PM

QUOTE(თამარი @ Sep 17 2011, 09:49 PM) *
tikoroma

ამას ჩვენ, ადამიანები დიდად ვერ შევიგრძნობთ და...
რა აზრი აქვს ზედმეტ ლაპარაკს? გამვა მერე ვინმე და დამიწყებს ზედმეტ ჭკუისსწავლებას...
თუ გინდა - პირადში მოგწერ. smile.gif

იქნებ სხვებსაც აინტერესებთ...

Posted by: Hetfield Oct 17 2011, 12:03 AM

ამ ადამიანის გაცნობა მინდა და მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი

Posted by: old_man Oct 17 2011, 12:45 AM

თაიაზე მოგინდა გასეირნება? biggrin.gif რიგში ჩადექი!

სერიოზულად კი, ეს ადამიანი ხშირად შემოდის ფორუმზე. გიპასუხებს ალბათ და გაიცნობ

Posted by: Hetfield Oct 17 2011, 01:15 AM

old_man

I hope so

Posted by: ჯი-ნია-ნი Dec 4 2011, 01:55 AM

გადავიკითხე ახლა თემა,თაიაზე გასეირნებაში რას გულისხმობთ?თაია ადამიანი მეგონა რატომღაც,ოღონდ სხვა პლანეტიდან..
რა საინტერესოა ისე..ზოგს სჯერა ზოგს არა,მაგრამ მინდა რომ მჯეროდეს და მჯერა..
რა ლამაზი იქნება თაია <3

Posted by: JENNY. Jan 20 2012, 02:41 AM

არც თაია ჩანს და არც თამარი არადა იმდენი შეკითხვა მააააქვს )))))

Posted by: kate Jan 21 2012, 10:52 AM

JENNY.
დაუსვი შეკითხვა და გამოჩნდება smile.gif

Posted by: JENNY. Jan 26 2012, 01:19 AM

kate
იმდენი ხნის წინ მივწერე უკვე აღარც მახსოვს smile.gif

Posted by: Lashapoli Jan 26 2012, 11:09 PM

JENNY.
ძალიან ლამაზი ავატარი გაქვს, ლამაზია რა უფრო აი რაღაცნაირად კარგი.. good.gif

Posted by: one Jan 27 2012, 01:18 AM

Lashapoli

QUOTE
JENNY.
ძალიან ლამაზი ავატარი გაქვს, ლამაზია რა უფრო აი რაღაცნაირად კარგი..


თავისი დახატულია smile.gif (თვითონ არ იტყოდა თავმდაბალია)

Posted by: elli Jan 27 2012, 01:32 AM

ისე თაია რატომ დაგვეკარგა? აღAრ მოყვება ქარებს?

Posted by: Lashapoli Jan 27 2012, 05:03 AM

one გინდ დაიჯერე გინდ არა, მაგრამ მივხვდი... smile.gif
კარგი იქნება თუ ფორუმელთა შემოქმედების განყოფილებში დადებს თავის ნახატებს, ალბათ სხვებიც ექნება

Posted by: td......... Jan 27 2012, 10:30 AM

ციტატა
კარგი იქნება თუ ფორუმელთა შემოქმედების განყოფილებში დადებს თავის ნახატებს

+100

Posted by: one Jan 27 2012, 05:19 PM

Lashapoli
კი ბევრი აქვს, ვეტყვი იქნებ დადოს smile.gif

Posted by: თამარი Feb 12 2012, 11:15 PM

გამარჯობათ... ბევრი მსჯელობს და კითხულობს, სად დავიკარგე...
მე არ დავკარგულვარ... ხასიათი დამეკარგა სადმე შესვლისა და რამის თქმის... თაია - იგვიანებდა, მე - საშინელ დეპრესიაში ვიყავი (სამსახურის გამო, სხვა არაფერი იფიქროთ!)...
იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ღამეში 2 სასწროფოს იძახებდნენ ჩემები... ერთ დღეს საერთოდ იმაზე ფიქრობდნენ, გადავრჩებოდი თუ არა...

ექიმები მიხვდებით, კვინკეს შეშუპება დამეწყო...
მოკლედ, რაააა....
ისევ თაიამ მიშველა, - 2 კვირით გამიყვანა... smile.gif))

2 თებერვალს დავბრუნდი.
აი, შემოვედი ახლა და... ამის მერე რას ვიზამ, თავადაც არ ვიცი... smile.gif))
ჩემი გაცნობა კი - სულაც არაა ძნელი. ცოტა გამოთბება და წავიდეთ ისევ სადმე... მანამდე ხასიათიც გამომიკეთდება.

მაპატიეთ, გული გადაგიშალეთ... smile.gif

Posted by: Dondariable Feb 13 2012, 01:12 AM

ვინ არიან თათია და თამარი?

Posted by: anima mundi Dec 24 2012, 03:30 PM

და რა პორნოგრაფიული წიგნი აქვს ამ თაია თამარს დაწერილი? biggrin.gif biggrin.gif
დიდი ხანია არ გამოჩენია ხო.. არადა როგორ მინდა იმ პლანეტაზე მოვუყვე ვინმეს. ვისაც აქვს მგავსი ასოციაციები მინდა მასთან შთაბეჭდილების გაზიარება


Posted by: anima mundi Dec 24 2012, 03:33 PM

თამარი

გამარჯობა თა smile.gif
მოდი თას დაგიძახით მოფერებით რომელიც იქნები ორივეს მოხუდება..


ვფიქრობ რომ ერთ პლანეტასთან მაქვს კავშირი. ჯერ ფიზიკრუად ვიყავი იქ რამდენიმე წუთით და ემრე, შეგრძნებებით ვგრძნობხოლმე. ვერ ვხედავ, კონტურებით როცა ვხატავ მერე ვხდები რას ვხატავ.
შემიძლია ავღერო ის არსებები,
ორი პლანეტა ჩანს მათ ცაზე..
სულ სხვა გარემოა, რამდენჯერმე მიგრძVნია ის გარემო და იძალიან სუფთაა, და ძალიან დიდ პასუხისმგებლობა.
თვალები სხვანაირი აქვთ "კოსმიურ წარმომავლობაში" წვერხოლმე, მაგრამ ვინ რას გაიგებს ან მეტყვის sad.gif((

უბრაოდ იქაურობა ძალიან დიდ ენრგიას ამძლევს და ბედნიერს ხმდის.
რამეს ვერ მირჩევ? მინდა მეტი გავიგო

Posted by: earth Dec 24 2012, 05:46 PM

anima mundi
გუშინ მეც გამახსენდა თაია smile.gif

Posted by: Dondariable Dec 24 2012, 07:58 PM

ციტატა
და რა პორნოგრაფიული წიგნი აქვს ამ თაია თამარს დაწერილი?

აბა აბა????


biggrin.gif

Posted by: INA Dec 30 2012, 02:03 AM

anima mundi
შემიძლია ავღერო ის არსებები

როგორები არიან?

Posted by: kobi Feb 13 2015, 11:23 PM

გამარჯობა წავიკითხე ეს გვერდი და დავინტერეზდი ძალიან აღარ ჩანს არ თაია და არ თამარი..??

Posted by: kobi Feb 13 2015, 11:24 PM

.იმედია თაია გამოჩნდება

Posted by: earth Feb 14 2015, 08:25 AM

ხო... იმედია...

Posted by: kobi Feb 14 2015, 12:14 PM

Ramdenime weli gavida ukvee......

Posted by: td......... Feb 21 2015, 09:21 PM

სად გაქრა ისე ეს ქალი? :დ

Posted by: ano May 29 2015, 08:03 PM

QUOTE(თამარი @ Jul 21 2011, 11:53 PM) *
აუუუ, ვერაფრით დავწერ იმავე ტექსტს, რაც უკვე დავწერე და წამეშალა... smile.gif))))


ხდება ხოლმე ამიტომ დაბეჭდილი უნდა დაკოპირდეს თავის დაზღვევის მიზნით, ეს ნორმალური მოვლენაა. (ეს ისე პოლტერგეისტის არსებობა გავაბათილე rolleyes.gif )

კარგი თემაა ისე მაინტერესებს როგორ ვითარდება მოვლენები ამ ადამიანის სხეულში ისევ აგრძელებს თაიას სული შესვლას?

Posted by: ano Mar 8 2020, 02:24 AM

რა კარგი პოსტები ქონდა თაიას დაწერილი და გამქრალა

Posted by: earth Mar 8 2020, 12:56 PM

პოსტები არა მგონია რომ გაქრეს, იქნებ ვინმემ წაშალა შემთხვევით?

Posted by: td......... Mar 9 2020, 07:23 PM

ურაკპარაკზე მივაკვლიე თაია თამარს

Posted by: td......... Mar 9 2020, 07:31 PM

http://urakparaki.com/?m=7&WUID=56

თამარ ბუკია

Posted by: ano Mar 20 2020, 12:52 PM

ციტატა(td......... @ Mar 9 2020, 07:31 PM) *
http://urakparaki.com/?m=7&WUID=56

თამარ ბუკია


საინტერესოა გადავხედე

Posted by: ano Mar 20 2020, 12:55 PM

მე თაიას პოსტებს ვეძებდი და ვიპოვე სხვაა თემაში ქონია დაპოსტილი მე აქ მეგონა
რადიკალურად განსხვავდება თაიას პოსტები თამარის პოსტებისაგან,

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1092&st=20

Posted by: earth Mar 20 2020, 10:21 PM

მართლაც ძალიან განსხვავებული ენერგია იყო მათი პოსტებიდან.

Posted by: td......... Jul 11 2020, 09:07 PM

წასულა თამარი... RIP

Posted by: old_man Jul 11 2020, 09:28 PM

საინტერესო, მრავალფეროვანი პიროვნება იყო
კარგად მახსოვს ის დღე, ბოტანიკურ ბაღში რომ მოვიდა ფორუმელების შეკრებაზე. მგონი 2011 წელი იყო.
ფორუმზე ამ მარტში გაგვახსენდა, აპრილში გარდაცვლილა
RIP

Posted by: tikoroma Jul 12 2020, 11:35 AM

https://sarkenews.ge/2020/07/alazani-didia-shig-beberi-hkidia-mtserali-romelmats-es-sitqhvebi-gashiphra-moulodnelad-gardaitsvala-thamar-bukiam-amqveqhnidan-tsasvlis-tharighi-itsoda/?fbclid=IwAR3WCwynYV_QHMAFrxj03lYuDpTi6iygfE2k2soBZsKmiSf1aQo61Fd2-vI
სარკეში დაიწერა თამარის შესახებ
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მწერალი, ლიტერატორი, პროფესორი თამარ ბუკია მოულოდნელად გარდაიცვალა აპრილში. მან ფართო საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხალხური ლექსის ,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია” საიდუმლოს ამოხსნით.

,,ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი? სინამდვილეში ლექსში ის ბებერი არაზანშია ჩაკიდული.

არაზანი დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად. აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბევრ პურს აცხობს, მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდიაო”, – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ ბუკიამ და მისი გამოკვლევა დიდი ინტერესის ცენტრში მოექცა.

თამარ ბუკია პროფესიით საქონელთმცოდნე გახლდათ. მას მერე, რაც ეს პროფესია ქვეყანაში აღარავის დასჭირდა, სტუდენტებს ტურიზმს ასწავლიდა. წერდა ლექსებსა და რომანებს, ქსოვდა, ქარგავდა…

ჟურნალი სარკე საინტერესო სიახლეებით
ჟურნალი სარკე საინტერესო სიახლეებით
მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში გაოცებას ვერ მალავენ მისი გარდაცვალების გამო. მხოლოდ რამდენიმემ თუ იცის, რომ მუდამ მხიარულ ქალს ღვიძლის დაავადება აწუხებდა. გარდაცვალების წინა დღეებში თითქმის ყველა მეგობარს დაურეკა, მოიკითხა და ამით სამუდამოდ დაემშვიდობა.

– ლიტერატურულ საიტ ,,ურაკპარაკის” მეშვეობით გავიცანი, – უამბობს “სარკეს” თამარ ბუკიას მეგობარი ია მშვიდობაძე, – თავიდან ვირტუალურად ვიცნობდით ერთმანეთს და მერე მითხრა, მონათესავე სულები ვართ და იქნებ შევხვდეთო. შევხვდით და მას მერე ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს.

უაღრესად ოპტიმისტი გახლდათ და ყველას გვერდში ედგა. “ურაკპარაკის” საიტზე ვინც კი ახალგაზრდა იყო, ყველას ეხმარებოდა, მათ ნაწერებს კორექტურას უკეთებდა, მართლწერაში ეხმარებოდა.

ტურიზმის ხაზით ატარებდა ლექციებს და გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე დამირეკა, რაჭის კურორტებზე მეკითხებოდა. დიდთან დიდი იყო, პატარასათან – პატარა. სტუდენტებთან მეგობრობდა, უზარმაზარ სითბოს გასცემდა.

ყოველმხრივ რაღაცნაირად ნიჭიერი იყო – ქარგავდა, ხატავდა, საოცრად წერდა… ამბობდა, ხილვები მაქვსო – ამ ადამიანს ცისფერი აურა აქვს, ამას – ყვითელიო. იმასაც ამბობდა, ჩემი გარდაცვალების დღე ვიციო. ამას ისე დამაჯერებლად იტყოდა ხოლმე… თარიღს არ ამბობდა, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ბევრჯერ უთქვამს.

მთელი ცხოვრება ერთოთახიან ბინაში გაატარა, რომელიც ათოთახიანი ხდებოდა, იმდენი მეგობარი მისდიოდა. ახლახან შეიძინეს ბინა, გაარემონტეს და მეუბნებოდა, რომ მოვრჩები, ყველას ერთად მოგიყვანთო. რა დაემართა, ისიც არ ვიცი.

– ახლობლები წერენ, რომ ღვიძლის პრობლემა ჰქონდა, რომელსაც მერე პანკრეასის პრობლემებიც დაერთო.

– ჩემთან ჯანმრთელობაზე არასოდეს დაუჩივლია. ბოლოს ძალიან გახდა და სულ მეკითხებოდა, ასე თუ მოგწონვარო. მართალი გითხრათ, სანამ გახდებოდა, უფრო მომწონდა, მაგრამ ამას ისე გეუბნებოდა, თითქოს უნდოდა და იმიტომ გახდა. დაავადებაზე არც გვიფიქრია.

10 დღით ადრე რომ მელაპარაკა, საოცრად ოპტიმისტურად იყო. ბათუმში ლექსების გამოფენაზე ვაგზავნით ხოლმე ნაწარმოებებს და მითხრა, მაშინ რომ ვიყავით ერთად, რა კარგი იყო და იქნებ ისევ გავაგზავნოთო.

ერთი შვილი დარჩა – ნიკუშა და შვილიშვილებს ნატრულობდა. მეუღლეც ჰყავდა და ძალიან მეგობრული ოჯახი ჰქონდათ.

დედა ჰყავს – საოცარი ქალი. ბოლო დაბადების დღე დედასთან გადაიხადა. როგორ გადაიტანს დედამისი ამხელა უბედურებას, არ ვიცი.

საოცრად ხალისიანი იყო, შეეძლო, პატარა ბავშვის ხმით ემღერა. ძალიან კარგად მღეროდა და ბავშვის ხმით პაროდიებს აკეთებდა. საოცარი იუმორი ჰქონდა.

იმხელა საახლობლო ჰყავს… ახლა კი მარტო დაიკრძალა, არავინ გაჰყვა სამარემდე! მაგიჟებს ამაზე ფიქრი – ამხელა სამეგობროსა და სანათესაოს პატრონი ასე მარტო წავიდა ამ გზაზე. ისეთი სიცოცხლის მოყვარული იყო… ბოლოს ყველასთან დაურეკია…

მისი გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, ბოროტი ხუმრობა მეგონა. მერე კი ისეთმა შიშმა ამიტანა – შეიძლება ასე უცებ გაქრე ადამიანი?!

.

,,მეგრელი, მაგრამ მე-7 თაობის თბილისელი ვარ. სიღნაღის უნივერსიტეტში 16 წლის განმავლობაში დეკანი და სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი ვიყავი.

საქონელთმცოდნე ვარ პროფესიით. სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზას ვასწავლიდი, მაგრამ მერე ეს პროფესია აღარავის დასჭირდა. როცა ჩვენს კათედრაზე შემოვიდა ტურიზმი, ამ სფეროში გადავერთე.

მე ვიყავი მინის, კერამიკის, ავეჯის, საშენი მასალების და საიუველირო ნაწარმის მცოდნე. თითქოს გულიდან ამომგლიჯეს და მითხრეს, აღარ არის საჭიროო. სააკაშვილის დროს რომ მონასტერი აირია, ეს მაშინ მოხდა…

ქარგვაც ვიცი, კერვაც, ქსოვაც… ბუნებით კი ნამდვილი ტურისტი ვარ. მამას დავყავდი ხშირად და მაშინ შემიყვარდა. საქართველო, რუსეთი, ბალტიისპირეთი მაქვს შემოვლილი. ახლა კი ჩემს სტუდენტებთან ერთად დავდივარ…

რამე როცა მაინტერესებს, თუ ბოლომდე არ გავარკვიე, თავს ვერ ვანებებ. მამაჩემი ამბობდა, ამან ტყუილი რომ თქვას, ისიც დაეჯერება, რადგან სანამ არ გაიგებს, არაფერს ეშვებაო. ვაჟიშვილიც ჩემნაირია – სანამ ბოლომდე არ გაიგებს, რა რატომ ხდება, სულ უკირკიტებს.

ვწერ სიყვარულზე. აბა, სიყვარულის გარეშე როგორ იქნება?! ლექსებს სიყვარულზეც ვწერ და სხვა თემაზეც. გამოვეცი ერთი რომანი – “გაცვლა”.

ჩემი მოქარგული წმინდა გიორგის ხატი პატრიარქს ვაჩუქე. მითხრა, არ არსებობს, ამას შენ ვერ შეასრულებდიო. დავიბენი, რას ამბობთ, ჩემი ნაქარგია-მეთქი. მითხრა, კი, მაგრამ უფალი თავად გკარნახობდა, რა და როგორ გაგეკეთებინაო”, – უამბობდა თამარ ბუკია რამდენიმე თვის წინ “სარკეს”.

ამონარიდი თამარ ბუკიას ლექსიდან:

,,სიცოცხლე გადის! გაფრენილა ეს ერთი წელიც!..

წეროებივით მიფრინავენ, გვმატებენ ასაკს!

თვალის უპესთან ნაოჭს უკვე ვერაფერს შველი

და არც ის იცი, ეს სიბერე რამდენ ხანს გასტანს”.

9 ივლისი, 2020

https://radikal.ru

Posted by: elli Jul 12 2020, 08:13 PM

tikoroma
დამწყდა გული...

Posted by: ano Jul 13 2020, 02:17 AM

სამწუხაროა unsure.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)