Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ შიმშილობა

Posted by: brevalo Nov 12 2018, 08:32 PM

მინდა დავიწყო ერთდღიანი შიმშილობა ყოველ კვირას და რამე განსაკუთრებული ინსტრუქციები არის ამასთან დაკავშირებით?





Posted by: jarmen Nov 13 2018, 02:18 AM

ეკადაშები ნახე. შიმშილობამდე კუჭი და ნაწლავები შეიმოწმე კოროზიები თუ გაქვს პრობლემაა. სითხე სვი და ფიზიკურად ივარჯიშე.

Posted by: Zet Nov 13 2018, 05:54 PM

მეც ადრე ვშიმშილობდი ერთი დღე კვირაში ვითომ, და კუჭი დავიავადე..

Posted by: brevalo Nov 13 2018, 06:45 PM

მე მგონია რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა შეჩვევა. ჯერ 16/8-ზე, ანუ 8 საათის ინტერვალში შეგიძლია ჭამო და 16 საათი იშიმშილო (ძილის საათები ითვლება შიმშილობის საათებში). შემდეგ როდესაც შეატყობთ რომ ორგანიზმი თავისუფლად დაძლევს ამ სქემას, უკვე შეიძლება ოდნავ გართულება და 18/6 -ზე გადასვლა (ანუ 6 საათის განმავლობაში შეგიძლია ჭამო, ხოლო 18 საათი შიმშილობ). როცა ამასაც შეეჩვევი უკვე შეიძლება 24 საათიანზე გადასვლა.

Posted by: jarmen Nov 14 2018, 06:13 PM

brevalo
რა მიზნით შიმშილობ?

Posted by: brevalo Nov 14 2018, 07:40 PM

jarmen


ორგანიზმის გასაწმენდად

Posted by: jarmen Nov 16 2018, 04:42 PM

შევიკრიბოთ

Posted by: brevalo Nov 17 2018, 07:07 PM

jarmen

QUOTE(Jarmen @ 16th November 2018 - 04:42 PM) *
შევიკრიბოთ



საშიმშილოდ თუ ისე? biggrin.gif

Posted by: jarmen Nov 18 2018, 05:28 AM

შევიკრიბოთ ძალიან კარგი ეზოთერიული თემატიკის ბარი გაიხსნა, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით და ეგზოტიკური მენიუთი. დაველაპარაკები მეპატრონეს და შეიძლება მანტრების ფონზე მოვაწყოთ შეკრება. ^^ პირადად მაინტერესებს შენი გაცნობა, სავარაუდოდ ოლდ მენსაც აინტერესებს როოგრც ვიცი, ვფიქრობ სასიკეთო იქნება ყველასთვის. რას იტყვი?

Posted by: brevalo Nov 18 2018, 10:42 AM

QUOTE(jarmen @ Nov 18 2018, 05:28 AM) *
შევიკრიბოთ ძალიან კარგი ეზოთერიული თემატიკის ბარი გაიხსნა, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით და ეგზოტიკური მენიუთი. დაველაპარაკები მეპატრონეს და შეიძლება მანტრების ფონზე მოვაწყოთ შეკრება. ^^ პირადად მაინტერესებს შენი გაცნობა, სავარაუდოდ ოლდ მენსაც აინტერესებს როოგრც ვიცი, ვფიქრობ სასიკეთო იქნება ყველასთვის. რას იტყვი?



დიდი სიამოვნებით, უბრალოდ ეხლა საკმაოდ დაკავებული პერიოდი მაქვს. ცოტა იქით, სამომავლოდ უფრო მეცლება smile.gif

Posted by: td......... Nov 18 2018, 04:40 PM

ხვალ დილით იწყება ეკადაში ზეგ დილამდე. ვისაც აქვს სურვილი მშრალად იმარხულოს. ანუ, არც წყალს სვამ და არც არაფერს ჭამ. თუ რთულია, მაშინ გამორიცხეთ მარცვლეული, ბურღულეული და კარტოფილი, ასევე მაკარონი და მსგავსი პროდუქტი, პური თავისთავად. შეგილიათ იკვებოთ ხილით, ან სვათ წვენი, ან მხოლოდ წყალი.
ეკადაში გარდა ფიზიკურად ორგანიზმის გაწმენდა-დასვენებისა, კარგი პრაქტიკაა სულიერი ჯანმრთელობისთვისაც. შეგიძლიათ ეს დღე მიუძღვნათ რომელიმე მიზანს ან სურვილს...

Posted by: td......... Dec 2 2018, 05:05 PM

ხვალ დილითიწყება ეკადაში , 3 დეკემბერს, 8:10 იწყება. სრულდება 4 დეკემბერს, 8:11 დან 10:52 სთ.ზე (დილით)
მთავარია არ მიიღოთ ბურღულეული, მარცვლეული, კარტოფილი, ყველა პროდუქტი რაც ამ ინგრედიენტებით მზადდება. საუკეთესო ვარიანტია სრული შიმშილობა, უფრო ძლიერი შედეგი მოაქვს მშრალ მარხვას(უწყლოდ და უსაკვებოდ), შეიძლება ხილის ან ხილის წვენების მიღება და ასეთი ფორმით შენახვა. ასევე თუ გერთულებათ და გიჭირთ მკაცრი სეზღუდვები, უბრალოდ უარი თქვით ამ დღეს პურ-ფუნთუშეულზე, ნამცხვრებზე, ლობიო, სოიო, ბურღულეულზე და კარტოფილზე. smile.gif ეკადაში შეგიძლიათ მიუძღვნათ რაიმე მიზანს ან სურვილს. ასევე ეს მარხვა ეხმარება ადამიანს სულიერ და ფიზიკურ განწმენდაში.

Posted by: ichi Dec 3 2018, 08:49 AM

ინთერმინებლ ფასტინგ ქვია ინგლისურად და ვცადე 2 კვირის წინ 28 საათი არ მიჭამია. სხვათა შორის არანაირი დაღლილობა ან სისუსტე არ მიგრძვნია, თავიდან გშივდება და გადადის მერე. მე ვფიქრობ პერიოდულად ამის გაკეთება კარგია ოგანიზმისთვის.
საჭმლის გადასამუშავებლად ორგანიზმი დიდ ენერგიას კარგას და თუ არ იღებ საკვებს, შესაბამისად ეს ენერგია არ იხარჯება.
ჩვენი წინაპრები დღეების მანძIლზე ვერ ჭამდნენ საჭმელს(ვერ მოინადირა მხეცი ან მოსავალი გაფუჭდა ან წაართვა ვინმე გადამთიელმა) ამიტომ მგონია ორგანიზმმა გამოიმუშავა ეს უნარი დღეები არ ეჭამა.

Posted by: ano Dec 3 2018, 08:23 PM

მე პირადად შიმშილობა არ შემიძლია თავი მტკივდება საშინლად.

საკვებზე თავშეკავება ანუ ცოტას თუ შევჭამ და მოხარშულებს მაგ შემთხვევაში კარგად ვარ,
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. უნდა დაუკვირდეს და თავად გათვალოს აწყობს თუ არა ესა თუ ის მეთოდი

Posted by: Crow Dec 3 2018, 10:10 PM

ასე რომ ამოიღო ერთი დღე მხოლოდ , დიდი არაფერი შედეგის მომცემია მე თუ მკითხავ. ორგანიზმის გაწმენდა თუ გინდა კარგი საშუალებაა ხორცი ამოიღო , ალკოჰოლი , სიგარეტი , შემწვრები , მარილიანები და შაქრიანი და პურ-ფუნთუშეულიც. კარგად ასუფთავებს ასევე ორგანიზმს ყოველ დილით უზმოზე თბილ წყალში გახსნილი სოდა , დიდი ხანია ხალხურ მედიცინაში გამოიყენება და სანამ იოგაზე და სულიერ პრაქტიკებზე გადახვალ ფიზიკური სხეული ტონუსში მოიყვანე და 2 საათი ყოველდღე ირბინე და მსუბუქად ივარჯიშე. საბაზისო მომზადება ასე შეგიძლია ყველაზე მარტივად. ხორცის მაგივრად ვიტამინებს ოსპიდან, ლობიოდან და სოიოდან მიიღებ...

Posted by: Crow Dec 3 2018, 10:17 PM

როდესაც უცებ გადაწყვიტავ შიმშილობას და საბაზისოდ არ ხარ მომზადებული , არ არის პროდუქტიული ორგანიზმისათვის , კუჭი ფუნქციას დაკარგავს და არცისეთი სახარბიელო შედეგები აქვს ხოლმე , ნელა დაიწყე და ხარისხიან შედეგს მიაღწევ )

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)