Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ნებისყოფა

Posted by: brevalo May 7 2018, 04:40 PM

დამეთანხმებით, რომ ძლიერი ნებისყოფა საჭიროა ცნობიერების განვითარებისთვის, განსაკუთრებულად საჭიროა მაგებისთვის. რომ დავუკვირდეთ ნებისყოფა სხვადასხვანაირი არსებობს. არსებობს გაძლების ნებისყოფა: მაგალითად, ცივ შხაპში შეინარჩუნო სიმშვიდე, რიტმული, ნორმალური სუნთქვა და ზედმეტი მოძრაობები არ აკეთო. არსებობს ასევე აკეთო ის, რაც საჭიროა და არა ის, რაც შენ გინდა. მაგალითად, დილით ლოგინში კოტრიალის მაგივრად ადგე და ივარჯიშო. არსებობს კონცენტრაციული ნებისყოფა. მაგალითად, გახსნა აბურდული ძაფი ან ყურსასმენები რომ ყურადღება არ გაგეფანტოს სხვა რამეზე ან უყურო ერთ წერტილს ისე, თითქოს სხვა რამე არც არსებობს.


მე როგორც ვიცი, ნებისყოფა ასტრალური სხეულიდან მოდის, ანუ მესამე ჩაკრიდან. და ეს ყველა ტიპის ნებისყოფა ასტრალური სხეულის თვისებაა თუ სხვა ნატიფი სხეულებიც არიან ამაში ჩართულები?


ყველაფერი დავწეროთ ნებისყოფის შესახებ.

თუნდაც საინტერესო ლიტერატურა, სადაც ნებისყოფის განვითარებაზე იქნება საუბარი.

Posted by: earth May 8 2018, 06:53 AM

არვიცოდი თუ ნებისყოფა მესამე ჩაკრაზეა დამოკიდებული. მაგაზე არ მიფიქრია და მართლაც საინტერესოა. საინტერესოა იცოდე ყველა ჩვენი თვისება რომელ ჩაკრას შეესაბამება.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)