IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> აჰამკარა, ცრუ ეგო
old_man
post Oct 20 2023, 08:30 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმისთვის, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი უკეთ, გავიგოთ როგორაა ადამიანი მოწყობილი ამისთვის უნდა შევისწავლოთ ჩვენი ცრუ ეგო. სანსკრიტულად აჰამკარა
ვედები ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. კრიშნაც სულ ამაზე ჩასჩიჩინებს არჯუნას.

ვედური სწავლებების მიხედვით ადამიანი შედგება: ფიზიკური სხეულისგან-ნატიფი სხეულისგან (ჭკუა-გონება-ცრუ ეგო)-სულისგან (ატმა)
ნატიფი სხეულში შედის ცრუ ეგო. ანუ მე-ს შეგრძნება. ეგოს ეძახიან ცრუს იმ შემთხვევაში, თუ ატმა-სულს, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა რომ სულია), საკუთარი თავი ერევა გარეგან გარსში ანუ ფიზიკურ სხეულში. ამას ჰქვია ცრუ ეგო.
ცრუ ეგოს საპირისპიროა ჭეშმარიტი ეგო. სულიერი სწავლებები სწორედ ამაში გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ, რომ ამ გარეგნული გარსის შიგნით არსებობს სული ანუ ატმა.
ჩვენ სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გაძლიერდეს ცრუ ეგო. როცა გვლანძღავენ გვწყინს, როცა გვაქებენ გვიხარია. ეს სინამდვილეშიცრუ ეგოს თემებია, იმიტომ რომ თავს ვაიგივებთ სხეულთან და იმ შეგრძნებებთან რასაც განვიცდით. ამას უკვდაც არსება ატრმასთან არანაირი კავშირი არ აქვს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
David Monny
post Apr 23 2024, 11:43 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
QUOTE(old_man @ 23rd April 2024 - 12:21 AM) *
გაღვიძების მომენტი საყურადღებო ფაზაა


ვადასტურებ პირადი და ჯნანა იოგას პრაქტიკიდან. ყველა ტრანზიტული ფაზა, საკვანძოა გასხივოსნების გზაზე.
რა არის ტრანზიტული ფაზა? ეს არის ცნობიერების მდგომარეობა, სანამ სიფხიზლიდან გადადის სიზმარში, ან პირიქით.
გაღიძება, ან ჩაძინება.
ამბობენ და ვმოწმობ, სამადჰის მდგომარეობა ჰგავს ჩაძინებას, თავი რომ ჩამოგივარდება მჯდარს, ე.წ. (კიმარი)
თუკი ამ მომენტს ცნობიერი შეესწრები, იწყება სამადჰის მდგომარეობა.


QUOTE(old_man @ 23rd April 2024 - 12:21 AM) *
(საინტერესოა უკვე ეგო აკვირდება, ეგოს ნაწილი ფიქრების გარეშე, თუ უმაღლესი მე?)

ნებისმიერი დაკვირვება, დამკვირვებელი, გონების ნაწილია.
როგორც ვთქვით, გონება სამნაწილად იყოფა, აჰამკარა, (ცრუ მე), მანასი, აზროვნება და ბუდჰი, ჭკუა.
ტრანზიტულ მდგომარეობაში, მანასი და ბუდჰი აკვირდება, როგორ წარმოიქმნება ეგო მათსავე თავში.
ხოლო უმაღლესი მე, მთლიანია. ის დამკვირვებელიც, დაკვირვების ობიექტიც და დაკვირვების პროცესიც, თანაბრად ერთნაირადაა
და თანაბრად თანადროულად. ამიტომ ვამბობთ, ნებისმიერი დანკვირვებელი, ცალკე აღებული, ილუზიაა.
ღმერთის, ანუ უმაღლესი მეს ენერგია, მთლიანია, მეორის გარეშე, ამიტომ ეძახიან ადვაიტას.
არ აქვს დუალობა, პოლარობა.
ის პოლარობას იძენს შაქტიში, ანუ მატერიალურ ენერგიაში, რომლის ნაწილია, ბუდჰი, მანასი და აჰამკარა.
როგორ თეთრი სინათლე გარდატყდება პრიზმაში და იძენს სპექტრულ პოლარობებს და სიხშირეს,
ასევე უმაღლესი მე გარდატყდება შაქტიში და იძენს დუალობას


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
old_man   აჰამკარა   Oct 20 2023, 08:30 PM
earth   old_man ამისთვის უნდა შ...   Oct 21 2023, 08:57 AM
old_man   earth როგორ დავიწყოთ, ...   Oct 21 2023, 04:28 PM
old_man   ჩვენს მთელ ცხოვრებ...   Oct 21 2023, 04:37 PM
td.........   მერამდენედ უნდა ჩა...   Oct 25 2023, 01:48 PM
earth   მერამდენედ უნდა ჩა...   Oct 25 2023, 09:08 PM
old_man   იმ ეპოქას, რომელში...   Oct 26 2023, 12:15 PM
chemikerin   იმ ეპოქას, რომელში...   Oct 28 2023, 06:22 PM
old_man   chemikerin ანთროპოსოფიი...   Oct 28 2023, 10:15 PM
earth   რაც მეტი ზეწოლა გვ...   Oct 29 2023, 07:08 AM
old_man   როდესაც ჭკუა მიმარ...   Nov 26 2023, 12:16 PM
old_man   ნამდვილი მე-ს აღმო...   Apr 12 2024, 01:08 PM
earth   old_man :good:   Apr 13 2024, 07:27 AM
David Monny   old_man ამ დროს ხდება შ...   Apr 13 2024, 02:39 PM
David Monny   შემიძლია უფრო ზუსტ...   Apr 13 2024, 02:52 PM
David Monny   მაშასადამე ცენტრი,...   Apr 13 2024, 11:05 PM
David Monny   და რაც მთავარია, ეს ...   Apr 13 2024, 11:10 PM
David Monny   და რადგან არ განვს...   Apr 13 2024, 11:11 PM
old_man   David Monny ანუ გაღვიძები...   Apr 23 2024, 12:21 AM
David Monny   old_man გაღვიძების მომ...   Apr 23 2024, 11:43 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 8th May 2024 - 09:32 AM