ვისაც გსურთ რეკის სამკურნალო ენერგიის ქსელში ჩართვა (ქართულად ვეღარ მოვიფიქრე უკეთესაD როგორ ვთქვა - ინგლისურად ქვია Reiki Attunement), ნახეთ ვიდეო ქვემოთ და ასევე, ვებგვერდი (სამწუხაროდ, ინგლისურადაა, როცა დრო მექნება იქნებ მეც გავაკეთო ასეთი რამ ქართულად ან ვინმემ სცადოთ ასევე):
http://www.youtube.com/watch?v=JloN7mh_kXg
http://freereikiattunements.com/ უფასოდ
ნამდვილია თუ ტრუხაა? ვინმემ დატესტეთ და დაწერეთ რა!
თქვენ როგორც გწამთ ისეა თქვენთვის
mianc ver gavige ra unda gavaketo am saitebze da iqneb amixsna? iniciacia onlinetia?
დიდი პატიმისცემის მიუხედავად ძალიან მეეჟვება რომ ერთი ვიდეოს ნახვით ვინმემ ინიციაცია გაიაროს ან თვითონ ადამიანმა მასტერის გარეშე ნუ რათქმაუნდა 20 წელს უსუივით თუ მედიტაციებში არ გაატარებს აი რა შეეხება მანძლზე ინიციაციას (რეიკი ნა რასტაიანიი) ეგ კიდევ სხვაა მაგრამ ამაშიც ფრთხილად უნდა ვიყოთ თან როცა უფასოდაა ეს ყოველი რა იცი რა ხდება... ეგებ სულ არაა რეიკი?! რავიცი ჩემი აზრით მაინც სჯობს იცნობდე მასტერს და ისე მოგცეს ინიციაცია ვიდრე... ნუ მიხვდით IMHO
როცა რამეში ეჭვი გეპარებათ არ უნდა გააკეთოთ - ის ინფორმაცია იმისთვისაა ვინც მზად არის ამისთვის. სამწუხაროდ, კარგი იქნებოდა ქართულად რომ იყოს. უფასო ცუდი არ არის - გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, არიან ამ ქვეყანაზე ადამიანები ვინც სუფთა გულით ემსახურებიან ღმერთს და კაცობრიობას, მაგრამ ისეთ ბინძურ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ამის დაჯერება ყველას გვიჭირს (იმდენი სისატიკე და სიბინძურეა ჩვენს გარშემო). რეიკი არც საშიშია და არც ასეთი სერიოზული რამე არაა. ის არის ყვეალსთვის ხელმისაწვდომი ვინც ამისთვის მზადაა და ვისაც ამის სურვილი აქვს. ეს არის უბრალოდ სამკურნალო ენერგიის უნივერსალური წყარო - ბევრი ადამიანი თავისით შედის ამ ენერგიის ნაკადში, ზოგს მასწავლებელი სწირდება, რომ უფრო მეტად თავდაჯერებული იყოს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, არჩევანი თქვენზეა - არავინ არავის არაფერს არ აძალებს
იინგლისურ ენაში არის ასეთი გამოთქმა - 'აიღე ის რაც მოგწონს და დანარჩენი დატოვე' - ასე, რომ მხოლოდ აიღეთ ის რაც თქვენთვის მისაღებია
მე რეიკის საწინააღმდეგო კიარაფერი მაქვს პირიქით ეტყობა ვერ გამიგეთ უბრალოდ არც ის მავიწყდება რომ დარჩნენ კიდევ ხალხი ვინ სიკეთეს ატარებს თავისში მაგრამ ეს ნამდვილად ეს კეთილი ადამიანები არიან ვისზეც თქვენ გვითითებთ მე ეს ვთქვი
კი გასაგებია, მატაში - მე პირადად არ ვიცნობ ამ ადმაინს, მაგრამ ვენდე ჩემს ინტუიციას, რომელმაც მიკარნახა, რომ საშიში არ არის - და თანაც, მთავრი ჩვენ რა განზრახვა გვაქვს რამეს რომ ვაკეთებთ - თუკი მოვუხმობთ თეთრ ძალებს და ქრისტეს, ბნელი ძალები ვერ მოვლენ - ასე, რომ ვისაც და რასაც მიმართავთ და გაუხსნით კარს ის შემოვა - მთავარი განზრახვა და იმის დაფიქსირებაა რისი სურვილიც გაქვთ - მე, მაგალითად მოვუხმობდი ქრისტეს ენერგიებს ინიციაციის წინ და მე ვისიც მწამს იმას ვთხოვდი მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ღვთაებრივმა ენერგიებმა შემოაღწიონ ამ ინიციაციის დროს ჩემში (მე უფრო ენერგიის ქსელში ჩარტVა ვეძახი ამას, რადგან, ჩემის აზრით ინიციაცია უფრო სხვა რამეა და სხვა პროცესია). ამ შემთხვევაში მე დავაფიქსირებდი ჩემს სურვილს და განზრახვას და სამყაროც და ენერგიებიც ამის მიხედვით მოიქცეოდნენ....
"თქვენ გიტოვებთ რა ამ პოსტშია ყველაფერს. მადლობა შემოთავაზებისთვის..."
აი ასეთი კომენტარების დაწერას რა აზრი აქვს დღემდე ვერ ვხვდები - არ მოგწონთ და ნუ წაიკითხავთ, რატომ აცდენთ ან დროს ან სივრცეს ან რატომ იწუხებთ თავს?
სულ შიში, სულ ეჭვი, სულ კრიტიკა - და მერე გვიკვირს რატომ არის ხალხი ასეთ დღეში საქართველოში? ესენი ყველაზე დაბალ სიხშირეზე მყოფი ემოციური განცდები ანუ ენერგიებიაა...............................................
........
მაინტერესებს, ამ ფორუმზე მყოფი ხალხი თუ რამეს აკეთებს კონსტრუქციულს და დადებითს სულიერების დარგში გარდა აქ წერა-კითხვისა... სერიოზულად
violetflame
კი ჩემო კარგო, ბევრია და რაც გასახარია, ახალგაზრდები ცდილობენ, როგორც შეუძლიათ. ეძებენ, პოულობენ, ისევ ეძებენ... რაც მთAვარია აქვთ შედეგები, უბრალოდ აქ არ იწერება და ეს ლოგიკურიცაა. არის ისეთი ინტიმური საკითხები რაზეც ფორუმზე წერა არ იქნებოდა სწორი. აქაური ფორმატი უფრო ინფორმაციის გასაცვლელადაა. დამიჯერე არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე. დღEს F.B ზე ცხოველებთან დაკავშირებით კომენტარი დაგიწერე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ძალიან მტკივა და მწყდება გული, რომ ის ვინც რეალურად რაღაცას უნდა აკეთებდეს გააფთრებული ანგრევს ამ საქმეს. რას იზამ, ასეა მატერიალური სამყარო მოწყობილი...არის საგნები, რომელიც რაც არ უნდა გააკეთო მაინც ზედაპირზე ტივტივებს და სხვასაც წამლავს...ბოდიში ამ გადახვევისთვის, ქი არ მინდოდა დაწერა, უარესი აგრესია წამოვიდოდა და ამიტომ აქ გწერ.
td......... - რომელ კომენტარს გულისხმობ? ცალკე მოგწერა ვინმემ აგრესიული მესიჯი? მაგათ ყველას მოევლებათ როგორც საჭიროა....
violetflame
არაფერია რაც არ გაცხადდება. როდესმე აეხდება ფარდა , აბა რა..
ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვა და რაიყო გამოთქვით თქვენი აზრი ნორმალურად violetflame
არაფერი საეჭვო არაა. არ გინდა არ მიიღებ მარტივია ზოგადად, მაგრამ თანხა რო ყოფილიყო გადასახდელი, ვფიქრობ ბევრს გაუქრებოდა ეჭვი ))
ეს ნამუსზე აგდება არაა ადამიანმა ნახა და შესთავაზა დაინტერესებულ ხალხს. მაგრამ რახან მზა მზარეული უნდათ რა გაეწყობა თუ ეჭვი აქვს ვინმეს და თან ინიციაციაც უნდა, მაშინ მასტერი იპოვოს. ზოგი კი იტყვის სად ვიპოვითო არავინ არააო, მაგრამ როცა დამჭირდა მარტივად ვიპოვე უბრალოდ მონდომებაა საჭირო.
gio.geoo
ჩემთვის საეჭვოა მე შემეშინდებოდა რომ რამე ნიტო არიყოსთქო
გასაგებია, რომ გეშინია და ეჭვი გაქვს, მაგრამ ადამიანმა იპოვა უბრალოდ და შემოგთავაზა ხო? ხო არ გეუბნება გინდა თუ არა მიიღეო. ეს იმას არ ნიშნავს რო სხვა უნდა შეწირო იმის გადასამოწმებლად მუშაობს თუ არა
და კიდევ ერთხელ დავწერ თუ ეჭვი გეპარებათ რამე არ დაგემართოთ და ნდობის საკითხია, მაშინ იპოვეთ მასტერი. საქართველოშიც არიან რამოდენიმეს ვინობ და კიდევ მსმენია რამოდენიმეზე ასე რომ ეს მიზეზი არ იყოს, რო მასტერები არარიან და რა ქნათ.
gio.geoo
შენ მასტერობად გახდომას ველოდები გიო!
მე ვაპირებ საქართველოში მალე ჩამოსვლას და იმედია შევძლებ მე თვითონ ხალხის ჩართვას რეიკის ენერგიის ქსელში - ამას ქვია 'attunement' და არა ინიციაცია - ინიციაცია სხვა რამეა
ეს მასალა რაც დავდე ჯერ მე გავსინჯე (ცნობისათვის) და დღემდე ცოცხალი ვარ და კარგად ასე, რომ გინი პიგების საძებნელად ნამდვილად არ დამიდევს - გახსოვდეთ: რაც არ უნდა გააკეთოთ განზრახვა ყველაზე მთავარია - რისთვის, რა მიზნით აკეთებთ ამას - ენერგიაც შესაბამისად წავა იქითკენ. ასე, მაგალითად - ადამიანი შეიძლება ეკლესიაში შევიდეს და ხათის წინ სანთელი დაანთოს და ღმერთს სხვისი უბედურება შესთხოვოს ... ანალიზი თქვენთვის დამითმია...
violetflame
აი, ცოტა ინფორმაცია ქართულად რეიკიზე (ეს არ არის რაღაც მაგიური და გასაიდუმლოებული- ეს არის ენერგია რომელზეც ყველას მიწვდება ხელი) - როცა ჩაერთვებით უნდა პრაქტიკა დაიწყოთ თქვენს თავზე, ახლობლებზე, ცხოველებზე სუფთა განზრახვით:
https://www.facebook.com/pages/reikige/297228573738366
violetflame
რეიკი არ არის ტრადიციული მკურნალობის ხერხი და ადმაინი, რომელსაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს აუცილებლად ექიმთან უნდა მივიდეს. რეილი არის ალტერნატიული საშუალება და ხელს უწყობს ადამიანს/ცხოველს რეაბილიტაციაში და ენერგიების გასუფთავებასა და დაბალანსებაში. მაგალითად, 2 კვირის წინ ჩემს ფისოს ასტკივდა თვალი - ვეღარ ახელდა. დავიწყე რეიკით მასზე მკურნალობა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ენერგეტიკულ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა მარტო - ის იყო ფიზიოლუგიური პრობემა (ეს დავინახე მისი ენერგოსხეულის სკანირების დროს) და წავიყვანე ვეტექიმთან. მართლაც, აღმოჩნდა რომ ჰქონდა თვალის წყლული და სწირდებოდა სპეციალური მალამო. რეიკი არის კომლიმენტარული მკურნალობის საშუალება, მაგრამ რადგანაც ჩვენ გცაქვს ფიზიკური სხეულიც, საჭიროა სხვა მკურნალობის საშუალებებიც რიგ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ შემთხვევაზე, ადამიანის ბედზე, კარმაზე და ასე შემდეგ. სამყარო მრავალფეროვანია და ასევე არის მკურნალობების საშუალებებიც. უნივერსალური აბი არ არსებობს, რომელიც ყოველგვარ პრობლემას გადაჭრის და ყველა დაავადებას განკურნავს.
მესმის რომ ალტერნატიულია მაგრამ პრაქტიკა რომ დაიწყო რაღაც ხომ უნდა იცოდე, მხოლოდ ხელის დადება ხომ არაა.
ეგრე ენერგო ბურთით მკურნალობაც შეიძლება, მაგრამ როგორ მზადდება ენერგობურთი ხომ უნდა იცოდე?
უნდა იცოდე და მაისტVის საჭიროა მასწავლებელი ან შესაბამისი წიგნების კითხვა
მეც მაგის თქმას ვცდილობდი
როდესაც რეიკის ენერგიით მკურნალობთ საკუთარ თავს ან სხვას, პირველი რიგში უნდა აქტივიზირება გაუკეთოთ თქვენს კავშირს ამ ენერგიის წყაროსთან. შემდეგ, 2 ვარიანტია, ან თქვენი ორგანიზმი გაომიყენოთ ამ ენერგიის გამტარად და ასე იმუშაოთ ან ის პიროვნება/ცხოველი რომელსაც მკურნალობთ პირდაპირ შეართოთ რეიკის ენერგიის წყაროსთან და როგორც მესამე მხარემ მიმარტულება მისცეთ სად და როგორ უნდა გაედინოს ეს ენერგია ან თვითონ ადამიანის ორგანიზმს მისცეთ საშუალება ისე გადაანაწილოს ეს ენერგია როგორც მას სჭირდება (ამისთვის ადამიანის ზესულს/ქვეცნობიერებას უნდა სთხოვოთ დახმარება)....
მე მეორე ვარიანტს ვამჯობინებ - ვცდილობ ჩემი ორგანიზმი გამტარად არ გამოვიყენო და ადამიანი/ცხოველი სამკურნალო ენერგიის პირვეწყაროსთან პირდაპირ დავაკავშირო - ეს ყველაფერი მათი ნებართვით უნდა მოხდეს აუცილებლად სხვა შემთხვევაში მოხდება სამყაროს კანონის დარYვევა თავისუფალ ნებასთან დაკავშირებიტ, რაც მძიმე კარმას შექმნის
violetflame
მე არ ვაპირებდი - დავდე ინფორმაცია და მასალა სადაც უფასოდ ჩაერთვებოდით - მე ვფიქრობ ჯერ სჯობს გულდასმით კითხვა ისწავლოთ და ციტირება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნუ მოგყავთ - იმავე პოსტში წერია ('რეიკის კლუბი'):
"კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ რეიკის ინიციაცია არ ხდება - ეს არის უბრალოდ ენერგიის ქსელში ჩართვა, რომელიც ხდება რეიკის მასტერის მიერ (თუმცა, დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ხდება ადამიანების სულიერი გამოღვიძება, თავად ადამიანები ერთვებიან ამ ქსელში). ინიციაცია ნიშნავს ხელდასხმას და ცოტა სხვა რამეა."
ცოტა უცნაურია მასეთი გამოსვლები - რას ამტკიცებთ მაგითი ჩემთვის გაუგებარია - მე პირადად ვცდილობ რამდენადაც შემიძლია ხალხს დავეხმარო და თქვენ მე მგონი მხოლოდ კრიტიკით ხართ დაკავებული და თანაც არაკონსტრუქციული!
ძალიან ბევრი ადამიანი უფასოს არაფერს არ აფასებს და თანაც მაინცდამაინც რეიკის მასტერმა უნდათ რომ ჩართოთ და აქედან გამომდინარე რეიკის მასტერებზე ინფორმაცია მათთვის არის!
violetflame
მე არა ვარ გაბრაზებული
ინფორმაციით სავსეა ინტერნეტ სივრცე - ვინც ეძებს იპოვის - მთავარია ადამიანს სუფთა განზრახვა ქონდეს
მე ჩემს დროს ვუთმობ აქ ცოტ-ცოტა ინფორმაციის დადებაში იმდენად, რამდენადაც ვფიქრობდი რომ საქართველოში უფრო შეზღუდული იყო ასეთი ინფორმაციები, მაგრამ ჩვენთან უფრო მენტალიტეტის პრობლემაა მე მგონი ვიდრე ინფორმაციული ვაკუუმი - ასევე, ხალხი დაზაფრულია, დაშინებულია და ყველაფერს და ყველას ეჭვის თვალით უყურებს. არც არის გასაკვირი ამდენი საშინელების გამოვლის შემდეგ... ამიტომაც ვფიქრობდი რეიკსი მსგავსი თერაპიები შეეშველებოდა ადამაინებს თერაპიულ რეაბილიტაციაში - რაც უფრო მეტი დაეუფლება ამ მოდალობას მით უკეთესი ყველასთვის - თავის თავსაც დაეხმარებიან და ახლობლებსაც....და საბოლოო ჯამში, როდესაც ადამაინები მასიურად განიწმინდებიან, ქვეყნის საქმეც უკეთესად წავა...
ეს ყველაფერი უდაოდ კარგია, ერთი რამე მაჩერებს, ჩვენ არ ვართ იმ საფეხურამდე მისულები, ანუ ჩვენი მენტალობა არაა იმდენად გასუფთავებული და იმდენ ნეგატივს ვატარებთ ჩვენ თავებში, რომ ვშიშობ ამან შეიძლება ცუდი შედეგები მოუტანოს სხვასაც და ჩვენც... ჯერ ალბათ საკუთარი თავის დახვეწა და გასუფთავებაა საჭირო.. ყველაზე კეთილი, დიდსულოვანი და კაცთმოყვარე ადამიანიც კი ხშირად სავსეა დაფარულინაგვით, ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებს ამას..
td.........
ყველაზე კეთილი, დიდსულოვანი და კაცთმოყვარე ადამიანიც კი ხშირად სავსეა დაფარულინაგვით, ისე, რომ თვითონაც ვერ აცნობიერებს ამას..
არ არსებობს სისუფთავე, სადაც ნაგავი არ გროვდებოდეს.... ეს ბუნებრივი მოვლენაა
რეიკის მასტერები საქართველოში არ არიან.
ის გატყუებთ ვინც მაგას გპირდებათ...
-----------------------------------------
http://www.radikal.ru
ketevan
არ არსებობს პრაქტიკა რომელიც იმას მოგცემს რასაც ეძებ.
არ არსებობს თეორია ოდესმე ... რომ არ გაუშვებ.
ერთხელაც, იმდენად დაგღლის ეს ყველაფერი, რომ უბრალოდ გაჩერდები.
გაჩერდები და მოგეშვება.
ამ დროს, სანამ ახალ წრეზე წახვალ, შეიძლება მიხვდე.
სოკრატე მიხვდა.
კი გეთანხმებით - საქართველოში ხალხი ასეთი რამეებისთვის მზად არ არის, თუნდაც იმის გამო რომ რეიკი რაღაც სასწაული გონიათ როდესაც დასავლეთში ეს უბრალოდ ერთ-ერთი თერაპიული მეთოდია იმისთვის რომ რეიკის მასტერი ან ოსტატი იყო აბსოლუტურად არ არის აუცილებელი ანგელოზი იყო (აქ ყველა მასტერიც და მოსწავლეც სასწავლებლად არის!) - მეორეც, რეიკის მასტერი და მკურნალიც როდესაც სხვას სეანსებს უტარებენ (სუფთა განზრახვით!) თავის თავსაც ეხმარებიან ამით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ენერგიით მკურნალობისას უნდა გამოიყენო ენერგიის პირველწყარო და არა საკუთარი ენერგიები - ამ მხრივ, თუკი შენში რაიმე არ არის სწორედ კლიენტზე აღარ გადავა.... მთავარი სუფთა გული და ენერგიის გამოყენების სწორი ხერხია... ვინც იქნება მზად ის თავისით მიაგნებს ყველაფერს...ძალიან გთხოვთ თავი დაანებეთ რეიკის გამისტიფიცირებას - ეს არ არის ასე...დასავლეთში ძალიან ბევრი კლინიკაა სადაც ამ ენერგიებით ჩვეულებრივ თერაპიულ სეანსებს ატარებენ რეიკის ოსტატები და ხალხიც ამას ძალიან ჩვეულებრივად უდგება და ისიც ესმით, რომ რეიკის ოსტატი წმინდანი და ანგელოზი არ უნდა იყოს - ეს ყველა მოკვდავ ადამიანს შეუძლია ... მაგრამ საქართველოში ამას,როგორც ყველაფერს სხვა რაკურსით უყურებს ხალხი რითაც ართულებენ საკუთარ ცხოვრებასაც და სხვისასაც
იმის ფიქრი, რომ რეიკის ოსტატი ან მკურნალი ანგელოზი და ღვთიური არსება უნდა იყოს აუცილებლად იგივეა, რომ მკურნალ ექიმზე იფიქრო, რომ მას იმ შემთხვევაში შეუძლია მკურნალობა თუკი თავად დაავადებული არასოდეს ყოფილა...აბსურდია, ალბათ დამეთანხმებით პირიქით, ექიმი კიდევ უფრო დიდი თანაგრძნობითა და გამოცდილებით განკურნავს პაციენტს თუკი თავადაც გამოუცდია თუ რა შეგრძნებაა გქონდეს იგივე დაავადება და რა არის უმჯობესი მის განსაკურნებლად ....
td.........
არ არსებობს სისუფთავე, სადაც ნაგავი არ გროვდებოდეს..
ამ ოგიკით სუFთა ენერგიაც არ არსებობს და ნაგავს აგროვებს... ვერ დაგეთანხმები
მაშინ ასე ვიტყვი, რომ სიტყვა "სუფთა" არ იქნებოდა "ნაგავი" რომ არ არსებობდეს.
ketevan
გასაგებია, რასაც ამბობ, მე სხვა სისუფტავეზე გელაპარაკები... მაგრამ შენ ფილოსოფიური პასუხებით მელაპარაკბი, მე აქ არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ გარკვეული საკითხების გარკვევა მსურს და მაკვირვებს შენი ასეთი დამოკიდებულება... ცოტა დაძაბული ხარ თითქოს და თAვდაცვის პოზაში დგახარ.. ნამდვილად არ ვარ რეიკის მიმართ უარყოფითAდ განწყობილი, გამიგია ამ მეთოდის შესახებ , მაგრამ მსურს მეტი ვიცოდე, ეს ცუდია? ვიოლეთფლეიმი უფრო კონსტრუქციულად მსჯელობს აქ.. ეს ხომ ფორუმია? ნუ გაქვთ წინასწარ ასეთი აგრესია ხოლმე, ეს ხომ სხვა ქართული ფორუმებისგან განსხვავებული ადგილია, არც ჩAრჩ .ჯია და არც ფორუმ.ჯი... არავინ არაფერს არ გიმტკიცებთ , უბრალოდ კითხვებს ვსვამთ...
td.........
ის მომენტი მაშინ დგება როცა დაოსაც ყველა სხვა თეორიასავით უშვებ
რაც მთავარია ხელოვნურად არ გამოდის ეს ამბავი
Plasmodium
10ქს
td.........
შენ ფილოსოფიური პასუხებით მელაპარაკბი, მე აქ არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ გარკვეული საკითხების გარკვევა მსურს და მაკვირვებს შენი ასეთი დამოკიდებულება... ცოტა დაძაბული ხარ თითქოს და თAვდაცვის პოზაში დგახარ.. ნამდვილად არ ვარ რეიკის მიმართ უარყოფითAდ განწყობილი, გამიგია ამ მეთოდის შესახებ , მაგრამ მსურს მეტი ვიცოდე, ეს ცუდია?
------------------
არანაირად არ მაქვს ცუდი განწყობა ისე, დაუძაბავად გიპასუხე, რაც მომივიდა თავში, გეფიცები...
ისე, მართალი ხარ, ფილოსოფიურად კი გამომივიდა, მაგრამ ეს ხომ სინამდვილეც არის, რომ აბსოლუტური სისუფთავის შენარჩუნება ძალიან ძნელია და აქედან გამომდინარე ჩემი აზრი გამოვთქვი, რომ არ არსებობს სისუფთავე ნაგვის გარეშე... ნაგვის რაოდენობასაც გააჩნია აქ ფილოსოფია სულაც არ არის საჭირო ისე მარტივია ყველაფერი...
და კიდევ ის, რომ რაც უფრო მეტი სისუფთავეა, მასზე უფრო ჩანს მცირე ნაგავიც კი...
-----------------------------------------
http://www.radikal.ru
ketevan : ' რომ რაც უფრო მეტი სისუფთავეა, მასზე უფრო ჩანს მცირე ნაგავიც კი...' - სრული ჭეშმარიტებაა
ketevan
შEნი დადებული ვიდეო ვნახე და მერე გაყევი და სხვებსაც ვუყურე, რომ გითხრა რაღაც ახალი ვანე , არა, მაგრამ აი ზუსტად იქ საუბრობდა ის ადამიანი სხვისი დაბინძურებული ენერგიის შესახებ , და იმის შესახებ, რომ ყოველთვის "აგდებს" ამ მოგრვილ დაბინძურებულ ენერგიას ცეცხლში და წვავს მას...მე ისიც გამიგია, რომ შეიძლება დაბინძურებული ენერგია გაუშვა ისევ დედამიწის გულში და იქ ის თავისთავად გადაიწვება და გარდაიქმნება სუფთა ენერგიად... მოკლედ ეს საკითხი ჩAვთვალოთ , რომ გარკვეულია... უბრალოდ აი თუნდაც იმ ენერგო ხელთათმანის შექმნის აუცილებლობაც მეტყველებს იმაზე, რომ არის რისკები..შEნ აიკიდო ვიღაცისგან ან შEნ აკიდო სხვას..
დიდი მადლობა
td.........
რეიკი მარტო ადმიანებისთვის არ არის - უნივერსალური სამკურნალო ენერგიებით ცხოველების განკურნებაც შეიძლება- ნუ დაიზარებთ:
http://www.youtube.com/watch?v=4GC1Sw__ooE
მე მცენარე გადავტეხე შემთხვევით, არ მინდოდა რო დამჭკნარიყო და რაც ვიცოდი რეიკის შესახებ იმას ვუკეთებდი და ერტ სამ კვირაში კი გაიხარა ისევ
არ ვიცი შეილება mე არაფერ შუაში ვარ მარა გულით მინდოდა რო ფაეხარა
anonimus - რათქმაუნდა თქვენ 'შუაში ხართ' - სამყაროში მთავარი განზრახვაა და როცა ამას თან დიდი სურვილი ერთვის სამყაროც შესაბამისად გვპასუხობს ....
საქარტველოში არიან რეიკის ოსტატები?
w0lf - კი, საქართველოში არიან რეიკის ოსტატები - მე ვარ ერთ-ერთი მათგანი
violetflame
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)