Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პარამეცნიერება _ ფესტოს დისკი - კოლხური ოქროდამწერლობა

Posted by: Atman Apr 16 2010, 04:59 PM

აუ ეს ნახეთ რა გავჩითე:



ფესტოს დისკო - კოლხური ოქროდამწერლობა

დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი, მსოფლიოში პირველი ბეჭდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტი - საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი „ფესტოს დისკოს“ წარწერა-ტექსტი ქართველურ ენაზე, კერძოდ, კოლხურ ენაზე გაშიფრა მათემატიკოსმა გია კვაშილავამ.

ფესტოს დისკო დაახლოებით ძვ. წ. 1850-1600 წლებით თარიღდება. 16 სმ დიამეტრის მქონე 380-გრამიან ფირფიტაზე ტექსტი დაწერილია პროტოქართული ენით, ანბანის შემოღებამდე არსებული პიქტოგრაფიული დამწერლობით, ნახატ-ნიშნებით და საგალობელია ამოტვიფრული. დისკოს ავტორები უძველესი დედაღვთაება ნენანანას უგალობდნენ. გამოდის, ქართველთა უძველესი ლიტერატურული ძეგლი ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნის „შუშანიკის წამება“ კი არა, 4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელია.

დისკოს გაშიფვრით მტკიცდება ცნობილი ევროპელი მეცნიერების თეორიები, პროტოქართველები და მათი მონათესავე ტომები მესოპოტამიის, წინა აზიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ტერიტორიებზე სახლობდნენ და ჰქონდათ მაღალი კულტურა, დამწერლობა და ხელოვნება. შედეგად, ევროპული კულტურის საფუძველი უძველესი ბერძნული კულტურა, არამედ მასზე უფრო ძველი პროტოქართული კუტურა გამოდის, რომლის ჩაწერასაც ქურუმ-კორიბანტები ახდენდნენ.


http://pix.ge/

http://pix.ge/

„ფესტოს დისკოს“ ისტორია

დისკო აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა, დოქტორმა ლუიჯი პერნიემ 1908 წლის 3 ივლისს, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალაქ ფესტოსში. იგი პირობითად დათარიღებულია ძვ. წ. 1850-1600 წწ-ით და წარმოადგენს თიხის ფირფიტას, რომლის დიამეტრი დაახლოებით 16 სმ-ია, წონა კი 380 გრ. ამჟამად დისკო ინახება საბერძნეთში, კრეტის მთავარ პორტ-ქალაქ ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში (III გალერეა, 41 ყუთი, №Eჴ-1358).


(გაგრძელება იქნება)
[/quote]

Posted by: Atman Apr 16 2010, 05:14 PM

http://www.kvashilava-gia.com/geo/index.php?option=com_content&view=article&id=8%3A2009-02-21-13-12-17&catid=5%3A2009-01-16-13-38-18&Itemid=7&lang=en

Posted by: steward Apr 16 2010, 05:23 PM

და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო ამ დისკოებზე არის სპირალი ჩემი აზრით...

Posted by: Atman Apr 16 2010, 05:27 PM

steward

QUOTE(steward @ 16th April 2010 - 05:23 PM) *
და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო ამ დისკოებზე არის სპირალი ჩემი აზრით...


უფრო მნიშვნელოვანია მზე ცენტრში.

Posted by: steward Apr 16 2010, 05:41 PM

ამ სიმბოლოს ეძახიან სიცოცხლის ყვავილს, ამის მინიატურული ვერსიაც არის მაგ სიმბოლოებში, ეს არის იდეალური სიმბოლო რომელიც შედგება სხვადასხვა ფიგურებისგან რომლებსაც წრეები შეადგენენ..

http://image.geotorrents.com/

Posted by: moonbayer Apr 17 2010, 11:42 AM

რატომღაც მგონია რომ მაგ დისკოს უდეო პრაქტიკული დანიშნულება აქვს biggrin.gif ვიდრე ზევიდან ნაწერები და რაღაცეები biggrin.gif

Posted by: ინა May 1 2010, 07:24 PM

QUOTE(steward @ Apr 16 2010, 05:41 PM) *
ამ სიმბოლოს ეძახიან სიცოცხლის ყვავილს, ამის მინიატურული ვერსიაც არის მაგ სიმბოლოებში, ეს არის იდეალური სიმბოლო რომელიც შედგება სხვადასხვა ფიგურებისგან რომლებსაც წრეები შეადგენენ..

http://image.geotorrents.com/

დროის სარტყელია ეს ჩემი შეხედულებით smile.gif
დროში დროები და ერთიანი დრო მე ეს დავინახე smile.gif

Posted by: ინა May 1 2010, 07:31 PM

ეს თუ დატრიალდება ერთმანეთზე სულა გადავა არა?აი დავატრიალე წარმოდგენაში,მგონი ფარავს სულ.წარმოიდგინეთ რომ ეს შეგვეძლოს,რომ ეს იყოს დროის მანქანა,ერთ ერთ წრეში ვიყოთ ჩვენ,ყოველი დატრიალების შემდეგ ჩვენ გადავინაცვლებთ სხვა დროში smile.gif

Posted by: kate Mar 23 2011, 06:14 AM

QUOTE(steward @ Apr 16 2010, 08:41 AM) *
ამ სიმბოლოს ეძახიან სიცოცხლის ყვავილს, ამის მინიატურული ვერსიაც არის მაგ სიმბოლოებში, ეს არის იდეალური სიმბოლო რომელიც შედგება სხვადასხვა ფიგურებისგან რომლებსაც წრეები შეადგენენ..

http://image.geotorrents.com/

სიცოცხლის ყვავილი არის სამყაროს შექნის, ქმნილების (creation) უნიკალური მოდელი არა მხოლოდ დედამიწისთვის, ეს ერთი შეხედვით უბრალო ლამაზი ორნამენტი თავის თავში შეიცავს ყველანაირ ინფორმაციას, სულის მოძრაობას სიცარიელეში, სამყაროების შექმნის ნაბიჯებს,ყველა ელემენტს.... იგი სივრცობლივია და წრეებისაგან კი არ შედგება არამედ სფეროებისაგან, მასში იპოვით არა მარტო პლატონის ყველა ფიგურას, დროის სინათლის და სიცოცხლის დასაწყისს...... ეს ყველაფერი გასაგები ხდება როცა ეტაპობრივად ნელნელა საკრალური გეომეტრიით მიყვები ამ სფეროებს. მე დიდი ხანია ამით ვარ დაინტერესებული და თუ გაინტერესებთ შემიძლია რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად, ნელ-ნელა მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, ოღონდ მაშინ მოდერს უნდა ვთხოვო შესაფერ ფორუმსე გადაიტანოს

Posted by: INA Dec 26 2012, 01:05 AM

აქ ახლა მაგდენს რა დაწერს, ისე თუ მოვედი ხასიათზე ჩამოვწერ smile.gif მე მაქვს მასალები სულ სხვა ნაირი ახსნა აქვს ფესტოს დისკოს თუ ვინმეს გაინტერესებთ შემეხმიანეთ და მოგაწვდით.

Posted by: earth Dec 26 2012, 09:27 AM

INA
საინტერესოა დადე აქ smile.gif

Posted by: matashi Dec 27 2012, 06:26 PM

steward
უფრო ეს კოსმოსურ განლაგებას გავს როიდის წიგნშია მოხსენიებული

Posted by: INA Dec 30 2012, 02:10 AM

earth

გაზეთი მაქვს, დავასკანერებ და ავტვირთავ, მგონი გამოჩნდება კარგად რომ წიაკითხოს ადამიანმა. ძველია, და ცოტა ცუდადაა დაბეჭდილი.

Posted by: earth Jan 20 2013, 08:49 PM

https://www.facebook.com/#!/photo.php?fbid=329968810442342&set=at.303541059751784.60902.303538416418715.100000982609404&type=1&theater
ნახეთ ძალიან საინტერესოა, მე რომ მანდ ვიყო წავიდოდი ლექციაზე.

Posted by: earth Jan 20 2013, 09:02 PM


გალერეის სტუმრებო და ვირტუალურო მეგობრებო,
გეპატიჟებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე. დ-რი გიზო ვაშაკიძის მოხსენება (” მიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ” - მონოგრაფია ”ფესტოსის დისკო - გზავნილი გალაქტიკიდან”) დაგეგმილია 23 იანვარს, 14.00 საათზე, თსუ I კორპუსი, აუდ. #214.
გიზო ვაშაკიძის მობილურია:599967386

Posted by: Lashapoli Jan 20 2013, 09:46 PM

საინტერესოა, წავალ საარაუდოდ. მადლობა earth

Posted by: narilla Jan 20 2013, 10:24 PM

QUOTE(earth @ Jan 20 2013, 09:02 PM) *
გალერეის სტუმრებო და ვირტუალურო მეგობრებო,
გეპატიჟებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე. დ-რი გიზო ვაშაკიძის მოხსენება (” მიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ” - მონოგრაფია ”ფესტოსის დისკო - გზავნილი გალაქტიკიდან”) დაგეგმილია 23 იანვარს, 14.00 საათზე, თსუ I კორპუსი, აუდ. #214.
გიზო ვაშაკიძის მობილურია:599967386



წავალ! დიდი გამბედაობა უნდა ასეთ თემაზე მოხსენების წაკითხვას smile.gif

Posted by: Lashapoli Jan 20 2013, 10:33 PM

narilla შემახსენე მერე და ერთად წავიდეთ, თორე ჩემი ამბავი რო ვიცი, ან დამავიწყდება, ან ჩამეძინება ))))))))

Posted by: Atm@n Jan 20 2013, 10:35 PM

მეც შემახსენეთ რა, თუ მეცლება აუცილებლად წამოვალ.

Posted by: narilla Jan 20 2013, 10:42 PM

ok, ერთად დავესწროთ სამივენი. ერთმანეთს შევახსენოთ wink.gif თუ კიდე ვინმეს უნდა წამოსვლა, ისინიც წამოგვყვნენ...

Posted by: earth Jan 20 2013, 11:23 PM

რა საინტერესოა, ჩაწერეთ საინტერესოები და მოყევით მერე .

Posted by: Existence Jan 20 2013, 11:37 PM

QUOTE(earth @ 20th January 2013 - 09:02 PM) *
” მიწიერ და არამიწიერ ცივილიზაციათა ურთიერთკავშირის შესახებ” - მონოგრაფია ”ფესტოსის დისკო - გზავნილი გალაქტიკიდან”)


ხო რაღაც სოლიდურად ჟღერს და წამოვალ მეც

Posted by: td......... Jan 20 2013, 11:47 PM

მეც წამოვალ

Posted by: tikoroma Jan 21 2013, 11:14 AM

ვმუშაობ sad.gif

Posted by: old_man Jan 21 2013, 11:37 AM

სავარაუდოდ მეც წამოვალ
გიზო ვაშაკიძე როგორც მახსოვს ჩვენს ფორუმზეც იყო

Posted by: td......... Jan 21 2013, 08:40 PM

ვინ გადაწყვიტა წამოსვლა?

Posted by: Atm@n Jan 21 2013, 09:01 PM

მე წამოვალ ალბათ

Posted by: narilla Jan 21 2013, 10:59 PM

სავარაუდო წამომსვლელთა სია მგონი ასე გამოიყურება:

lashapoli
narilla
atman
existence
td......


ხო, კიდე ერთ ლექტორს მინდა ვუთხრა, ეზოთერიკისადმი აქვს ინტერესი და ამ ლექციითაც დაინტერესდება. დაესწრება ისიც სავარაუდოდ. ზეტის წიგნი წავაკითხე სხვათაშორის smile.gif

Posted by: td......... Jan 21 2013, 11:07 PM

ზუსტად დაწერეთ წამოვა ვინმე თუ რაა, მარტო მარად მეზარება მისვლა, არადა სამსახურიდან უნდა წამოვიდე და უნდა ვიცოდე, ტყუილად არ ამომაბოდიალოთ smile.gif))

Posted by: narilla Jan 21 2013, 11:26 PM

QUOTE(td......... @ Jan 21 2013, 11:07 PM) *
ზუსტად დაწერეთ წამოვა ვინმე თუ რაა, მარტო მარად მეზარება მისვლა, არადა სამსახურიდან უნდა წამოვიდე და უნდა ვიცოდე, ტყუილად არ ამომაბოდიალოთ smile.gif))


მე აუცილებლად!

lashapoli
narilla
atman
existence
td......
oldman

ოულდი გამომრჩა...

Posted by: vano kazbegi Jan 22 2013, 02:45 PM

მეც მინდა წამოსვლა ... არ ვიცი დრო როგორ მექნება.

Posted by: narilla Jan 23 2013, 07:20 PM


მოკლედ, ჩატარდა მოხსენება წყნარად, მშვიდად, ზედმეტი კითხვების გარეშე wink.gif საინეტერსო იყო. ატმან, ვანო, ცუდია რომ ვერ მოახერხეთ წამოსვლა. chemikerin, არ ვიცოდით, თუ იქნებოდი. აქ ფორუმზე, ვინც გამოვთქვით სურვილი ფორუმელებმა, მხოლოდ ისინი მეგონა, რომ მოდიოდნენ.

უნივერსიტეტში ამ მოხსენების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა გამოკრული (ამდენად, აქ, რომ არა, ისე ვერ გავიგებდი), მადლობა earth, რომ გაგვაგებინე smile.gif

Posted by: tikoroma Jan 23 2013, 08:06 PM

მოკლედ მოგვიყევით რა, კვაშილავას ვარაუდები ვიცი და რითი განსხვავდებოდა

Posted by: old_man Jan 23 2013, 08:15 PM

მოკლედ ასეთი შინაარსი იყო: ფესტოს დისკი ეს არის უცხოპლანეტელების გზავნილი, სადაც აღწერილია მათი სტუმრობა დედამიწაზე და გზა რომელიც გამოიარეს. მარა რაღაც ზედაპირული მოხსენება იყო, სრული წარმოდგენა არ შემექმნა. მარა მაინც საინტერესო თეორია იყო.

Posted by: tikoroma Jan 23 2013, 08:24 PM

ერტხელ თამარი დაგვპირდა ბატონ გიზოსთან შეგახვედრებთო, მაგრამ დაიკარგა თვითონაც და.
თვითონაც იყო შემოსული, მახსოვს რომ გვესაუბრა მის წიგნებთან დაკავშირებით. მაშინ კიდე ვერ ვერკვეოდი ბევრ რამეში, კარგი იქნება თუ დაგვიბრუნდება.

გზავნილი კაია, ბევრი გზავნილია მაგათგან მოსული, რას ნიშნავს კონკრეტულად არ თქვა? ან რომელი რასის თუ გალაქტიკის ხალხიდანაა?

Posted by: earth Jan 23 2013, 08:24 PM

narilla

QUOTE
მადლობა earth, რომ გაგვაგებინე
smile.gif
old_man
QUOTE
გიზო ვაშაკიძე როგორც მახსოვს ჩვენს ფორუმზეც იყო

რაღაც მახსენდება გიზოს სახელით ...

Posted by: tikoroma Jan 23 2013, 08:26 PM

earth

ციტატა
რაღაც მახსენდება გიზოს სახელით ...


http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=859&st=20
ამ თემაში წიგნებიც დევს

Posted by: earth Jan 23 2013, 08:35 PM

ხო ახლა ვნახე მისი გვერდი მეც, http://www.esoteric.ge/forum/index.php?showuser=6282
მხოლოდ სამი პოსტი დაუწერია. განცხადება მე შემთხვევით ვნახე ფბზე.

Posted by: lost Jan 21 2016, 08:10 PM

მოიცათ, ანუ არ გაუშიფრია კვაშილავას დისკო?

Posted by: earth Oct 30 2017, 08:04 AM

http://conference.ens-2013.tsu.ge/uploads/50fbb166ac192Gizo-Vashakidze-GEO.pdf


Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)