IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> სულიერი მეომარი, ჯონ ფეივორსის წიგნების სე
Atman
post Aug 27 2010, 02:28 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Джон Фэйворс - "Духовный воин"



Об авторе.

27 июня 2005 г. в возрасте 57 лет оставил этот мир Джон Фэйворс – один из самых удивительных лидеров нашего времени – потрясяющего силой своего влияния, чистоты и мудрости.

Джон Фэйворс родился в христианской богобоязненной семье. Будучи сыном проповедника-евангелиста, еще ребенком он регулярно принимал участие в религиозных телепередачах. Юношей он примкнул к правозащитному Движению д-ра Март ина Лютера Кинга и стал одним из его руководителей. Был избран председателем студенческого совета Принстонского Университета, а также организации «Коалиция Третьего Мира». Психолог по образованию, он занимался научными исследованиями и в таких областях, как политика, африканистика и индология, кроме того, специализировался в международном праве.

Джон Фэйворс занимал ряд должностей в правительственных структурах, в частности, был заместителем координатора программы реформирования системы исправительных учреждений штата Нью-Джерси, исполнял обязанности государственного защитника в судебных разбирательствах. Работал директором ряда наркологических клиник в США, руководил избирательными кампаниями видных политических деятелей.


Джон Фэйворс работал также специальным консультантом Экзаменационной службы системы образования США. Международное признание ему снискала деятельность в качестве представителя издательского центра «Бхактиведанта Бук Траст», в особенности его вклад в развитие сотрудничества с учеными и исследователями стран бывшего коммунистического лагеря.

Он осуществлял непосредственное руководство рядом проектов в Вашингтоне, Детройте и Пенсильвании (США), в Западной и Южной Африке, работал директором Американской федерации вайшнавских колледжей и школ и был единственным в мире вайшнава-гуру, принадлежащим к афро-американской расовой группе.

Работая в Соединенных Штатах, Джон Фэйворс был основателем и директором Института прикладной духовной методики, директором Международного комитета по духовному развитию городов, одним из международных координаторов VII Панафриканского Конгресса. Кроме того, он являлся сотрудником Института духовных исследований, Центра оборонной информации, Ассоциации ООН по проблемам Америки, Фонда Национального института мира, Всемирного форума духовных и парламентских лидеров за выживание человечества и построение общества будущего.

Будучи специалистом в области международных отношений и методов разрешения конфликтов, Джон Фэйворс постоянно рвзъезжал по всему миру, консультируя по различным духовным вопросам высокопоставленных сотрудников Организации Объединенных Наций, мировых знаменитостей, руководителей нескольких государств, монархов, членов Верховного суда ряда стран. В 1990 году он был коронован в качестве верховного вождя Варри (Нигерия), в знак признания его выдающихся заслуг в деятельности на благо африканского континента и всего мира. В 1994 и 1995 годах Джон Фэйворс встречался в Южной Африке с президентом Манделой, обменявшись с ним мнениями по стратегическим вопросам борьбы за мир во всем мире.

Являясь сторонником достижения самообеспечения путем развития системы образования, здравоохранения, фермерского хозяйства и гражданского строительства, особенно в сельской местности, в последние годы жизни он уделял основное время и внимание проведению семинаров, посвященных и другим насущным вопросам, в частности стрессу и методике управления временем. Кроме того, Джон Фэйворс известен как активный участник процесса поиска путей урегулирования глобальных конфликтов и автор более десятка книг по лидерству. Его работа «Лидер новой эпохи. Метафизический взгляд на проблемы руководства» является ценнейшим пособием для руководителей, преисполненных желания внести свой вклад в преобразование мира., и мы надеемся, что читатели смогут в полной мере воспользоваться этим наследием.

აქ არის წიგნის 5 ნაწილი.
დავწერ თვითოეული ნაწილის მოკლე ანოტაციას:


Книга 1 - В книге Джона Фэйворса «Духовный воин» представлен универсальный подход к религии и духовному совершенствованию, подход, при котором автор пытается объединить основные духовные традиции. В основе ее лежит философия, почерпнутая из индийской вайшнавской традиции.

Книга 2 - «Духовный воин-2: превращая вожделение в любовь» — книга, которой нужно наслаждаться и которую следует читать и перечитывать, потому что ее духовную силу трудно переоценить.

Книга 3 - «Духовный воин-3» предлагает универсальный метод решения материальных проблем духовными методами. Эта книга помогает обрести понимание реальности и цели человеческой жизни и взглянуть на современную цивилизацию с точки зрения древних истин писаний мировых религий.

Книга 4 - В этой прекрасно написанной книге предлагается подход, включающий в себя не только материальную, но также и духовную парадигму и позволяющий справляться со всеми возможными трудностями, которые может преподнести нам жизнь.

Книга 5 - Современному человеку хорошо известно, какую роль в психических заболеваниях играют воспитание, отношения в семье, окружение, физическое здоровье и наследствен¬ность. И все-таки мало кто понимает, как развитие и проявление психических недугов влияет на духовную жизнь и как человек может воспользоваться духовным знанием, чтобы воспрепятствовать этим болезням и излечиться от них.

გადმოსაწერი ლინკები:
http://bin.ge/file/7168/------------------...------.zip.html
http://www.koob.ru/feyvors_j/

ამჟამად ქართულად ვთარგმნი ამ წიგნის მესამე ნაწილს. ბოლომდე არაა მაგრამ უმეტეს ნაწილს დავდებ (დასრულებულს მოგვიანებით ავტვირთავ):

http://bin.ge/file/11132/sulieri-meomari-3.doc.html


აქვე დავდებ მონაკვეთებს წიგნიდან:

ჯონ ფეივორსი

სულიერი მეომარი – 3

ამ წიგნს ვუძღვნი ყველა სულიერ
მეომარს, რომელმაც თავისი სიცოცხლე
საზოგადოებაში სულიერების გაზრდას მიუძღვნა

მატერიალური პრობლემების სულიერი გადაწყვეტა

პრობლემები, რომლებსაც დღესდღეობით ვაწყდებით, იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მათი თავიდან ბოლომდე ჩამოთვლაც კი შეუძლებელია. ომები, რასიზმი, დანაშაულობები, ავადმყოფობები, სტიქიური უბედურებები... და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ. თვითოეული ეს პრობლემა იმდენად რთული და გადაუჭრელია, შეიძლება ხანდახან მოგვეჩვენოს, რომ ნებისმიერმა შეიძლება წერტილი დაუსვას ჩვენს არსებობას.

კაცობრიობის ისტორია მრავალი საშინელი კატაკლიზმის და უბედურების შესახებ მოგვითხრობს. მაგრამ ყოველთვის, როდესაც კრიზისი აპოგეას აღწევდა, მოდიოდა რომელიმე დიდი მმართველი ან წინასწარმეტყველი, რომელსაც ძლევამოსილი გზავნილი მოჰქონდა ჩვენთვის. ეს უდიდესი მასწავლებლები სხვადასხვა კულტურებში, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ჩნდებოდნენ და სხვადასხვა რელიგიური სწავლება მოჰქონდათ. მაგრამ თითქმის ყველა ამ სწავლებებიდან 3 დებულება ყველაში იყო:

1. გიყვარდეს ღმერთი მთელი გულით.
2. გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი.
3. ეს სამყარო – არაა შენი ჭეშმარიტი სახლი.


ყველას გვსმენია ეს ფორმულირებები ამა თუ იმ ფორმით ისე ხშირად, რომ უმრავლესობისთვის მათ ტრივიალური მნიშვნელობა მიიღეს. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ სამყაროში ვიცხოვრებდით, ეს პრინციპები რომ გამოგვეყენებინა და მთელი გულით მიგვეღო.

არსებობს ხის მორწყვის ორი მეთოდი: თქვენ შეგიძლიათ დანამოთ ხის თვითოეული ფოთოლი, ან უბრალოდ ფესვებს დაუსხათ წყალი. ამ უკანასკნელ მოქმედებას გაცილებით უფრო ნაკლები ძალისხმევა სჭირდება და ამასთან წყალი ბუნებრივად მივა ხის იმ ნაწილებამდე, სადაც ეს აუცილებელია. ამ სამყაროს სირთულე სხვადასხვა „ფოთლების“ და „ტოტების“ მრავალფეროვნებას, მაგრამ უდიდესი მასწავლებლების გადმოცემის თანახმად, ჩვენი პრობლემების ფესვები ღმერთთან და ერთმანეთთან დამოკიდებულებაშია.

სულიერი მეომრების სურვილია – აღადგინონ და გააუმჯობესონ ეს ურთიერთობები, და უპირველეს ყოვლისა ასწავლოს თვითოეულ ადამიანს ჭეშმარიტი არსის განსაზღვა და პატივისცემა, ამის წყალობით ჩნდება შესაძლებლობა, რომ შევიცნოთ ღვთაებრივი არსი ჩვენშიც და ყველაფერში, რაც ჩვენს გარშემოა.

ღვთაებრივი და დემონური ცნობიერება

სინათლე თვალებს გვტკენს დილით ადრე გაღვიძების მომენტში, და გვიჩნდება სურვილი, რომ გადავბრუნდეთ და თავზე ზეწარი გადავიფაროთ. ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი ბუნების აღქმისას შეიძლება იგივე დაგვემართოს. ეს რეაქცია სრულიად ბუნებრივია, და ყველა, ვინც უკვე გაიღვიძა, სხვებსაც უნდა დაეხმაროს, რომ შუქს თვალი შეაჩვიოს.

სამწუხაროდ ყველა არაა დაინტერესებული იმაში, რომ სხვებსაც გაუზიაროს თავისი ჭეშმარიტების დაგროვილი ცოდნა. არსებობენ უკვე „გაღვიძებულები“, რომლებსაც ურჩევნიათ სხვები უმეცრების სიბნელეში დარჩნენ. იკვებებიან რა შიშითგამოუცნობის წინაშე, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ცდილობენ სიმშვიდის და სრული უსაფრთხოების ილუზიაში ამყოფონ კაცობრიობა. მათი მიზანია – ხელი შეუწყონ თავის ეგოცენტრულ დარწმუნებულობას იმაში, რომ ადამიანებით მანიპულირება საშუალებას მისცემს მათ, ძლევამოსილი ღმერთების სტატუსი მიიღონ.

ასეთი არსებები უხსოვარი დროიდან არსებობდნენ. ვედებში მათ ასურები, ანუ დემონები ეწოდებათ, რადგანაც ისინი ცდილობენ ღმერთის მდგომარეობა დაიკავონ.

თუმცაღა უნდა გვახსოვდეს, რომ განსხვავება ღმერთის ერთგულებსა და დემონებს შორის ცნობიერების მდგომარეობაშია. ფაქტიურად ყოველი დიდი წინასწარმეტყველი აწყდებოდა ძლევამოსილი დემონური ადამიანების წინააღმდეგობას, მაგრამ აძლევდა რა განუმეორებელ სიყვარულს და სისუფთავეს, ამ ბოროტ ადამიანებს კეთილსინდისიერ ადამიანებად აქცევდა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 27 2010, 02:29 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წინასწარმეტყველნი და წინასწარმეტყველებანი

ყველას გაგვიგია წინასწარმეტყველებები კატაკლიზმების და გლობალური ცვლილებების შესახებ, განსაკუთრებით უკანასკნელ დროს – ახალი ათასწლეულის მიჯნაზე. სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა თანამედროვე მსოფლიოში განსაცვიფრებელი სიზუსტით გვაგონებს წინასწარმეტყველურ ნაწერებს იმ სიტუაციების შესახებ, რომლებიც გლობალურ კატაკლიზმებს უძღვიან წინ. სხვები ამტკიცებენ, რომ მისტიკური ჩვენებების მოწმენი ხდებოდნენ, რომლის ამხდარი ნაწილიც ძალიან ზუსტი იყო ხოლმე.თუმცა არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ისიც, რომ არანაკლები წინასწარმეტყველება ჟღერს ფანატიკოსთა ბაგეთაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ წინასწარმეტყველებათაგან არ ხდება, ზოგიერთ მათგანში რაციონალური მარცვალია ჩადებული. ყველა ჩვენგანს განგვიცდია ე.წ. „ცუდი წინათგრძნობა“, რომელიც გვკარნახობდა, რომ თავი შეგვეკავებინა ამა თუ იმ საქციელისგან. ჩვენ ვერ გავიგებთ, რა საფრთხეები ავიცილეთ თავიდან, როცა ამ შეგრძნებას დავუჯერეთ. უფრო მეტიც, შეიძლება გარკვეული უხერხულობაც ვიგრძნოთ, მივყვებით რა თვითგადარჩენის სუბიექტურ ინსტინქტს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, - ამით უფრო ცუდად არ გავხდით. ზოგიერთი წინასწარმეტყველებებს იღებს როგორც შეხსენებას იმაზე, რომ განვითარების სახიფათო გზას ვადგავართ, და თუ მოვუსმენთ ამ გაფრთხილებების არსს და დროულად შევიტანთ კორექტივებს ჩვენს ქცევაში, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ კატასტროფები.

მოდით გავაანალიზოთ ზოგიერთი შედარებით გავრცელებული წინასწარმეტყველება მომავალი წლების შესახებ და გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ სულიერმა მეომრებმა იმისთვის, რომ სამყაროს სურათი უკეთესისკენ შევცვალოთ.

მსოფლიო ინგრევა

უკანასკნელ დროს ბევრი თვლის, რომ მსოფლიო ნგრევის პროცესს განიცდის ეკოლოგიის, გეოლოგიის და ეკონომიკის სფეროებში. გარემოს დაბინძურება პლანეტარული მასშტაბის უბედურება გახდა. პრაქტიკულად ყოველდღე არყევს პლანეტას ვულკანური ამოფრქვევები, ნიადაგის ეროზია, ქარიშხლები, წყალდიდობები და გვალვები. მათ მოაქვთ ტანჯვა მრავალი ადამიანისთვის და სხვა ცოცხალი არსებისთვის.

უნდა დავფიქრდეთ ამაზე. დედამიწა ძალიან ავადაა. იმისთვის, რომ ბალანსი აღვადგინოთ, საჭიროა გარკვეული განწმენდითი სამუშაოები. მრავალი სტიქიური უბედურება ნაწინასწარმეტყველები იყო, როგორც დედამიწის საშუალება თვითგანწმენდისთვის.

მხოლოდ 1998 წელს 300 მილიონმა ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი სახლი მიწისძვრების, წყალდიდობების და ტორნადოების გამო, ხოლო 50 000 ადამიანი სიცოცხლეს გამოესალმა სხვადასხვა სტიქიური უბედურების შედეგად.

ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ნიშნებს და თვალი არ უნდა დავხუჭოთ ამ ყველაფერზე.

დაცულობის მაცდური შეგრძნება

ზოგიერთი ადამიანი მართლა სერიოზულ ყურადღებას აქცევს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ უმეტესობა უკიდურესად ზედაპირულადუყურებს ამ ყველაფერს. სამწუხაროდ, საინფორმაციო სააგენტოების შეტყობინებები ჩვენი ყურადღების კონცენტრაციას ახდენს ყოველ ცალკე აღებულ მოვლენაზე, მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს საერთო პლანით შევხედოთ. ინტუიტიურად გამოვდივართ იქიდან, რომ ეს ყველაფერი სხვას გადახდა და არა ჩვენ. ვერ აღვიქვამთ ტყეს, როგორც ცალკეული ხეების ერთობლიობას და არ ვართ მზად, ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ დედა ბუნებას უფრო და უფრო მეტი სიცოცხლე მიაქვს.

ბუნება არაა ქაოტური და განურჩეველი, ის უბრალოდ რეაგირებს ჩვენს ქმედებებზე. კაცობრიობა მისდამი უკიდურესად მოპყრობას აგრძელებს, და მისი პირველი ბუნებრივი რეაქციაა – შეწყვიტოს ჩვენი დაცვა და შენარჩუნება. თუ ძალადობა არ შეწყდება, იგი აჯანყდება და შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. სწორედ ეს ხდება ჩვენს გარშემო.

რატომ ხდება ეს?

ყველა ეს უბედურება და კატასტროფა ჩიხში გვაყენებს. თუ სამყაროში ყველაფერი ჰარმონიულია, მაშინ საიდან მოდის სიღარიბე, დანაშაულობა, რასიზმი, სიხარბე და ძალადობა? რატომ ხდება დროდადრო მთელი ნაციების და ხალხების განადგურება?, თუკი უნივერსალური კოსმიური კანონი არსებობს?

ვართ რა მოაზროვნე არსებები, ბუნებრივია კითხვებს ვსვამთ მარადიულ ჭეშმარიტებებზე და მაღალ მატერიებზე. მაგრამ ამ კითხვებზე პასუხების მიღებამდე, მოდი გადავდოთ ცოტა ხნით გვერდზე პრობლემები და შევეცადოთ გავიგოთ – ყველაფერი მატერიალურ სამყაროში აუცილებლად მეორდება. ყველაფერი ამ სამყაროში – ცოცხალი და არაცოცხალი – განპირობებულია დაბადების, არსებობის და განადგურების კანონებით. და ვერაფერი ვერ გადაურჩება ამ სტადიებს. ამ თვალსაზრისით არაფერია გასაკვირი იმში, რაც დედამიწაზე ხდება.

მომავალი გლობალური ცვლილებები

ჩვენ ვდგავართ ისტორიული გარდატეხის ეპოქის წინაშე. ერთი ეპოქა ქრება ისტორიის საზღვრებს მიღმა, ხოლო მის შემდგომ მომავალის ფარდა უკვე ნელ-ნელა იხსნება. და ეს რა თქმა უნდა ხალხზე და გარესამყაროს რეალობაზე ახდენს გავლენას. ასეთია ღმერთის წყალობა, რომელიც კაცობრიობის არსებობის წიგნის შემდეგი თავისთვის გვამზადებს.

კაცობრიობის სეპარატიზმის ვირუსით დაავადების გამო ღმერთი არ გვალოდინებს დიდხანს და აუცილებლად მიიღებს ზომებს, საჭიროს იმისთვის, რომ მისი ერთგულები არ დაზიანდნენ, ხოლო უდანაშაულო ადამიანები არ გადავიდნენ ჭეშმარიტების გზიდან. თავად ღმერთს მოაქვს ტანჯვა და უბედურება იმათ ცხოვრებაში, ვისაც უყვარს იგი, იმიტომ რომ სირთულეების გადალახვისას ერთგული სულები უფრო ძლიერდებიან და რწმენას იმაგრებენ. ეს სირთულეები არწმუნებს ადამიანებს, რომ დედა-ბუნება და მამა-ღმერთი გულგრილნი არ არიან ჩვენს მიმართ. მათ უარი არ უთქვამთ ჩვენზე და არ დავვიწყებივართ. მხოლოდ ესეც კი უკვე იმედს გვაძლევს.

კაცობრიობის ტანჯვის ჭეშმარიტი მიზეზები იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები უკანასკნელი გამოცდის ჩასაბარებლად ემზადებიან. ყოველი ჩვენგანი რთულ გამოცდას გადის, რომლის არსია – აჩვენოს, რამდენად წარმატებით შეძლებს კაცობრიობა მომავალი ცვლილებების გადალახვას, თუკი საერთოდ შევძლებთ ამის გაკეთებას. ჩვენში თავიდანვე ჩადებულია შესაძლებლობა ცვლილებებისადმი, მაგრამ არავინ ჩვენს გარდა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამისთვის ყველაფერი აუცილებელი გავაკეთოთ.

სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანი მცირე დაინტერესებასაც კი არ ავლენს და ვერ ხვდება სიტუაციის სერიოზულობას. საბოლოო ჯამში ჩვენივე ცხოვრების სტილი შეიძლება ჩვენთვისვე აღმოჩნდეს უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე გულგრილი საზოგადოება. მთელი საზოგადოებები, რომლებმაც ვერ აღზარდეს თავის მოქალაქეებში სწრაფვა უბრალო ცხოვრებისადმი, კეთილი ურთიერთობებისადმი და თვითკმარი ცხოვრების პრინციპებისადმი, ბედის მძიმე დარტყმის ობიექტები გახდებიან. „გაფუჭებული“ ადამიანები, რომლებმაც დაუცხრომელი მადა განივითარეს ფუფუნებისადმი, უხეშად იქნებიან თანამედროვე სამყაროს რეალობაში დაბრუნებულნი, და ბევრს არ ეყოფა გამბედაობა და ძალა იმისთვის, რომ ამ სერიოზულ გამოცდებს გაუძლოს.

ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა

როცა ვსაუბრობთ მომავალ ცვლილებებზე და უბედურებებზე, პირველი, რასაც ხალხი კითხულობს: „როგორ გადავრჩე თავად? სად არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი დედამიწაზე? რამდენი მაქვს დრო? როგორ უზრუნველვყო თავი საჭმელით და წყლით?“ ჩვენი თანამედროვეების უმეტესობას ცნობიერება მიმართული აქვს „მე“-სკენ და „ჩემი“-სკენ, რაც გასცემს მისი ხასიათის ისეთ ნაკლოვანებებს, როგორიცაა შინაგანი სისუსტე, გამთლიანებული ბუნების და სულგრძელობის არ არსებობა. მათ თავშიც კი არ მოსდით აზრი უმაღლესი მიზნისათვის მსხვერპლის შესახებ. იშვიათად თუ კითხულობს ვინმე: „როგორ დავეხმარო ჩემს მოყვასს, ან იმ ინვალიდს, რომელიც ვერ შეძლებს თავისით დააღწიოს თავი ცეცხლის ალს ან წყალდიდობას?“ ადამიანების უმეტესობა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

სიტუაციის მათივე გამომწვევი მიზეზებით აღმოფხვრა, - უაზრობაა. მანამ, სანამ თანდათანობით არ ავმაღლდებით და არ გამოვიმუშავებთ სიყვარულის ქმედებაში გატარების უნარს, ჩვენში არასოდეს გამოვლინდება ღვთაებრივი ნაპერწკალი. ღვთაებრივი ცნობიერება საოცარ დაცვას იძლევა და იმედით გვავსებს, ასევე სხვა მრავალ ნიჭსაც გვაძლევს, რომელთა შესანიშნავი ბუნებაც აღწერას არ ექვემდებარება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები მხოლოდ პოტენციურად ვართ ღვთაებრივნი და ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული.

არაფერს ზემოთქმულიდან არ შეუძლია, რომ დააბნიოს ან გააკვირვოს სულიერი მეომარი. სულიერ მეომარს აქვს ცოდნა ადამიანის ჭკუის ბუნების შესახებ და მისი უნარის შესახებ – რაციონალური ახსნა მიცეს მოვლენებს. განპირობებული ჭკუის აზრთა ნაკადი ყოველთვის საკუთარი სურვილების ასრულებისკენაა მიმართული. ჭკუას შეუძლია უარყოს და იგნორირება გაუკეთოს არასასიამოვნო და საშიშ ჭეშმარიტებას, მიუხედავად მისი თვალნათლივი რეალობისა.

ისტორიის გაფრთხილებები

წინასწარი გაფრთხილებები მომავალი კატაკლიზმების შესახებ საუკუნეთა მანძილზე დედამიწის თითქმის ყველა კუთხიდან მოდიოდა. ზოგიერთი შედარებით ამაღლებული, გამომგონებელი და შორსმჭვრეტელი გონება ცდილობდა, რომ ავერიდებინეთ განვითარებადი ტექნოლოგიების და ბუნების საწინააღმდეგო რეაქციის საფრთხისგან.

მთელი ისტორიის მანძილზე მწერალი – ფანტასტები, რომანების და სატირული თხზულებების ავტორები ცდილობდნენ, რომ ავერიდებინეთ სიამაყის და სიხარბის მანკიერებებისგან. ჯონათან სვიფტის, ლუის კეროლის, ჩარლზ დიკენსის, მარკ ტვენის, ოლდოს ჰაკსლის, ჰერბერტ უელსის, ბერნარდ შოუს, აიზეკ აზიმოვის შრომები სავსეა კაცობრიობის მიერ არჩეული არასწორი გზის ცოცხალი და ხატოვანი მხილებებით. ყველა ეს დიადი გონება ყველას გასაგონად საუბრობდა კაცობრიობის მზარდ ავადმყოფობაზე. მრავალი მათგანი, ისეთი, როგორიცაა მაგალითად ოლდოს ჰეკსლი თავის ნაშრომში „Bრავე ნეწ წორლდ“, აღმოსავლურ მისტიციზმს და ტრანსცენდენტალიზმსაც კი მიმართავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მატერიალიზმი ამ ცნებებისადმი ცინიკურ დამოკიდებულებას გვასწავლიდა.

მსგავსი კითხვები ნებისმიერი გონიერი ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება. მართალია მთლიანად არ უნდა ჩავიძიროთ შესაძლო კრიზისის განსჯაში, მაგრამ არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ ამ გაფრთხილებებს, განსაკუთრებით წარსულის წინასწარმეტყველებებს. ამიტომ უფრო დაკვირვებით უნდა შევხედოთ ზოგიერთ წინასწარმეტყველებას და ავივსოთ ჩვენთან საუკუნეთა სიღრმეებიდან მომავალი გზავნილის არსით.

მრავალი წინასწარმეტყველება სხვადასხვა მეტაფიზიკური და სულიერი ტრადიციის კონტექსტით გაჩნდა. თუმცა მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ რამდენიმე წინასწარმეტყველება კატაკლიზმების შესახებ ათეისტების პირიდანაც გაისმა. ნიშნავს ეს, რომ სულიერი ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან მასობრივი პარანოიისადმი? თუ ისინი უფრო ღრმა შინაგანი ხედვით არიან დაჯილდოებულნი? გთავაზობთ თავად გასცეთ პასუხი ამ შეკითხვას.

მედიუმები ლაპარაკობენ მომავალზე

არიან ადამიანები, რომლებსაც მომავლის გამოცნობის თანდაყოლილი უნარი აქვთ. შესაძლოა ზოგიერთი მათგანი წინა ცხოვრებაშI იოგი იყო და ეს ნიჭი ახალ ცხოვრებაშიც გადმოჰყვათ. სხვები შეიძლება სხვა სამყაროებიდან მოვიდნენ, სადაც ცოცხალ არსებებს ასეთი თვისებები გააჩნიათ. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, წინასწარმეტყველების ნიჭი ძალიან იშვიათია, და როდესაც ასეთი ადამიანები დედამიწაზე მოდიან, ისინი ბუნებრივია საერთო ფონზე გამოირჩევიან.

ამ კატეგორიას განეკუთვნება ზოგიერთი მედიუმი, რომელსაც წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს. მათში ჩადებულია რაღაც განსაკუთრებული. მათ აქვთ ნათელი აურა, რაც მიანიშნებს მათ უჩვეულოდ კარგ კარმაზე და მდიდარ გამოცდილებაზე წინა ცხოვრებებიდან. მრავალი მათგანი ახლო მომავალში შეიძენს მაღალ ძალებს, ან უკვე შეძენილი აქვთ.

ათასწლეულების მანძილზე დედამიწაზე გამოჩნდა რამდენიმე წინასწარმეტყველი, რომელთა წინასწარმეტყველებებიც საოცარი სიზუსტით ახდა. მაშ, მოემზადეთ მოისმონოთ ყველაზე მთავარი. საქმე იმაშია, რომ ეს წინასწარმეტყველები ახლო მომავალში შეუქცევად ცვლილებებს გვპირდებიან. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაიღუპება.

ისტორიის ფურცლებზე რეგულარულად ჩნდება ისეთი ადამიანების სახელები, როგორიცაა ედგარ კეისი და ნოსტრადამუსი. ნოსტრადამუსის პრაქტიკულად ყველა წინასწარმეტყველება ზუსტი აღმოჩნდა.

ედგარ კეისიც ასევე უჩვეულო შესაძლებლობებს ფლობდა. შენახულია უამრავი წინასწარმეტყველური ხასიათის მოწმობა, რომელმაც კეისმა ტრანსის მდგომარეობაში გააკეთა. პრაქტიკულად ყველა ასრულდა. კეისი ამბობდა, რომ იაპონია წყნარ ოკეანეში ჩაიძირება, ხოლო ასწლეულის მიჯნაზე მიწისძვრები გაანადგურებს კალიფორნიას. მან სხვა წვრილმანებიც თქვა მომავალი კატაკლიზმების შესახებ.

ასტროლოგების შეტყობინება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

ბ.ვ. რამა, ბანგალორში (ინდოეთში) მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასტროლოგი, გახდა უჩვეულო გამოკვლევის ინიციატორი. ის დაუკავშირდა ზოგიერთ თავის კოლეგას – მსოფლიოს ყველაზე წამყვან ასტროლოგებს, და წინასწარმეტყველებების წიგნი შეადგინა. ყველასთვიოს გასაკვირად, ისინი ფაქტიურად ერთხმად აღიარებდნენ, რომ XXI საუკუნის დასაწყისში სერიოზული კატასტროფები და უბედურებები მოგველის. ზოგიერთი ამ უბედურებებს ომებთან აკავშირებდა, ზოგიერთი მიწისძვრებთან და წყალდიდობებთან, სხვები კი ამბობდნენ, რომ უახლოეს დროში დედამიწის სახე საოცრად შეიცვლება. ცხადი ერთია – ყველანი ისინი საუბრობენ საშინელი მასშტაბების გლობალურ კატასტროფებზე.

წინასწარმეტყველური სიზმრები

სიზმრების გამოკვლევა წინასწარმეტყველებების კიდევ ერთი წყაროა. იმასთან დაკავშირებით, რომ მე საქმე მქონდა მსგავს მოვლენებთან და ჩემს წიგნებში და ლეციებში ვარჩევდი მათ, ჩემს საფოსტო ყუთში ხშირად მოდის წერილები, რომლებშიც ადამიანები მსგავს გამოცდილებას მიზიარებენ. ვეყრდნობი რა მსგავს შეტყობინებებს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, , რომ მრავალი ადამიანი ხედავს სიზმრებს, რომლებიც გლობალურ კატაკლიზმებს გვპირდება. ამასთან საინტერესოა ავღნიშნოთ, რომ ხშირად სიზმრების შინაარსი სრულიად განსხვავებული ადამიანებისთვის ერთი და იგივეა., მიუხედავად მანძილისა, რომელიც მათ ჰყოფს და მიუხედავად განსხვავებული ენისა, კულტურისა და აღზრდისა. ამგვარად მე დავრწმუნდი ჩეტ შოუს დასკვნების სიმართლეში, რომელმაც იმ მასობრივი სიზმართხილვების ფორმულირება მოახდინა, რომლებიც გლობალური მასშტაბის მოვლენებზე მიგვითითებენ.

მოწმობები, რომლებიც ჰიპნოზის და
რეგრესიის მდგომარეობის დროს იქნა მიღებული


ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, მე დავწერე საკურსო აღმოსავლურ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაზე. ჩემი გამოკვლევების ერთ-ერთ თეზისად მოვიყვანე მოწმობები, რომლებიც ჰიპნოზური რეგრესიის დროს იქნა მიღებული. ადამიანთა მონათხრობმა წარსულ და მომდევნო ცხოვრებაზე, ასევე სხვა უეჭველმა ფაქტებმა დამარწმუნა სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის არსებობაში.

ადამიანებმა, რომლებიც რეინკარნაციის არსებობას უარყოფენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ თეორიის ყველაზე გულმხურვალე მომხრეები ადრე რეინკარნაციის ყველაზე მრისხანე მოწინააღმდეგეები იყვნენ. მეციერი ჯესი შტერნი და მისი პაციენტი, მწერალი-რომანისტი ჯანეტ ტაილორ კოლდუელი, ცნობილი ფიზიკოსი რუთ მონტგომერი და თავად ედგარ კეისიც კი თავიდან არ თვლიდნენ თავს რეინკარნაციის თეორიის მომხრეებად მანამდე, სანამ მათ არ მოუწიათ შეჯახებოდნენ ამის ნათელ მტკიცებულებებს.

არსებობს კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ასპექტი ჩვენს გამოკვლევაში. ინტენსიური ჰიპნოზური პროგრესიის მომენტებში, როცა პაციენტი მომავალში გადადის, - ვთქვათ, XXI ან XXII საუკუნეში, - მრავალი ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ თავს. ფაქტიურად ვერცერთმა პაციენტმა ვერ დაინახა საკუთარი თავი XXII საუკუნეში.

მათგან, ვინც XXI საუკუნეში შეძლო გადასვლა, პრაქტიკულად ყველამ საოცრად მსგავსი აღწერილობა მოგვცა. ბევრი ვერ ხედავდა ვერაფერს გარდა საშინელი უბედურებებისა და საოცარი ცვილებებისა. ტრანსის მდგომარეობაში ისინი ამტკიცებდნენ, რომ პრაქტიკულად ვერავინ ვერ შეძლებს მომავალში გადარჩენას, ხოლო ისინი, ვინც ამას შეძლებს, მოუწევთ იზოლირებული ცხოვრება სასოფლო-სამეურნეო “ობშინებში”, რომლებიც ტექნოლოგიური ცივილიზაციის ხაფანგისგან მოშორებით იქნება შექმნილი.

დოქტორ რეიმონდ მოუდის ფსიქომანტიუმი

არსებობს წინასწარმეტყველების კიდევ ერთი მეთოდი – ე.წ. ფსიქომანტიუმი – ბნელი ოთახი კედელში ჩამონტაჟებული სარკეებით, რომელშიც ადამიანები მომავალს ხედავენ და ამ სარკეებში ჩახედვით გარდაცვლილებთან ურთიერთობა შეუძლიათ. დოქტორმა მოუდიმ შექმნა ოთახი, სადაც მთელი ეს საკვირველებები ხდება. ხშირ შემთხვევაში ამ ოთახში მყოფი ადამიანები მომავლის მსგავს განცდას აღწერდნენ. ისინი ხედავდნენ საშინელ უბედურებებს, რომლებშიც მილიონობით ადამიანი იღუპებოდა. ამის შემდეგ კი ახალი ცივილიზაცია იწყებოდა.

დინოზავრების გზავნილი

საინტერესოა ახალი აღმოჩენები არქეოლოგებისა, რომლებმაც ყინულის და თოვლის სქელი საფარის ქვეშ დინოზავრების გაყინული ნაშთები იპოვნეს. იპოვნეს არა მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები, არამედ დინოზავრთა მთლიანი სხეულებიც. ზოგიერთ შემთხვევაში მათ გაუმართლათ და იპოვეს მამონტები, რომელთა კუჭშიც გადაუმუშავებელი ტროპიკული მცენარეები ნახეს.

თავიდან მეცნიერები განცვიფრდნენ – ისინი არქტიკულ რეგიონებში ნახეს, სადაც ასეთი მცენარეები არასოდეს არ იზრდებოდნენ. თუმცა საბოოო ჯამში მკვლევარებმადაადგინეს, რომ ამ რეგიონში კლიმატის მკვეთრი ცვლილება მოხდა. ცხადი იყო, რომ დინოზავრების არსებობის დროს კლიმატი პლანეტაზე ტროპიკულიდან არქტიკულამდე შეიცვალა.

მომავლის ბუდისტური სურათი

ბუდიზმის ტრადიციაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ბუდიზმი 2500 წელი იარსებებს, რის შემდეგაც ან კარდინალურად შეიცვლება, ან საერთოდ გაქრება. 2000 წლის მიწურულს ბუდისტური ტრადიცია თავისი არსებობის ზუსტად 2500 წელს იზეიმებს. ტიბეტელი ბუდისტები ამბობენ, რომ მეთოთხმეტე დალაი-ლამას წასვლის შემდეგ მის ტახტზე აღარავინ ავა. ახლა ბუდისტები სწორედ მეთოთხმეტე დალაი-ლამას ეთაყვანებიან.

მუსულმანები ცივილიზაციის დაღუპვას წინასწარმეტყველებენ

ისლამური წმინდა წერილები ამტკიცებენ, რომ მალე მას შემდეგ, რაც ადამიანი მთვარეზე დააბიჯებს ფეხს, არსებული ცივილიზაცია დაინგრევა. ბევრი ამბობს, რომ ჩვენი ცივილიზაცია აგებულია ჭკუის კონტროლის პრინციპზე, რასაც მივყავართ სწორედ დაღუპვამდე. ეზოთერული ისლამური ტექსტები, მაგალითად, საუბრობენ ცალთვალა მონსტრზე, რომელიც თავის ცონტროლს დაუქვემდებარებს ყოველ სახლს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს ცალთვალა მონსტრი – ჩვეულებრივი ტელევიზორია.

მარიამ ღვთისმშობლის გაფრთხილებანი

უკანასკნელ დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ, რომ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ღვთისმშობლის ხატი ეცხადება. ის ასობით ათას ადამიანს გამოეცხადა მთელს მსოფლიოში. ამასთან პრაქტიკულად ყოველთვის ღვთისმშობელი მიმართავდა ადამიანებს უბრალო, მაგრამ დაჟინებული გზავნილით, რომელიც ამბობდა, რომ მსოფლიო გადარჩენა, თუ ეს სართოდ შეიძლება, მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ადამიანები შეცვლიან თავის ცხოვრებას, მოინანიებენ და ღმერთს მიმართავენ. მისი გზავნილის მეორე ნაწილში ნათქვამია, რომ თუ ადამიანთა ცოდვები გაიზრდება, ძალიან ახლო მომავალში საშინელი უბედურებები დატრიალდება.

სხვა გაფრთხილებები იუდეო-ქრისტიანული ტრადიციებიდან

მსგავსი ინფორმაცია მოყვანილია კაბალაში, ზოხარის კანონებში. ასევე ბიბლიაში – “იოანეს გამოცხადებაში”. ისეთმა რელიგიურმა მოძრაობებმა, როგორიცაა “წინასწარმეტყველი ელიზაბეტ კლარი” და “ჩამოსული მასწავლებელნი”, ჩვენამდე მოიტანეს შეტყობინებები, რომლებიც ასევე ადასტურებენ ამ ყველაფერს. ეს ჯგუფები ყველასთვის ცნობილ მორმონებთან (“უკანასკნელი დღის წმინდანებთან”) ერთად საუბრობენ წინასწარმეტყველებებზე და ემზადებიან ამისთვის.

ვედური წინასწარმეტყველებები

როგორც “მაჰაბჰარატა” ამბობს, თუ მოკლე ხანში ცაზე ორი დაბნელება იქნება, უნდა ველოდოთ არაკეთილსასურველ მოვლენებს. ასეთი მოვლენების მეორე ნიშანია – შვიდი პლანეტის პარადე ერთ “სახლში” ან ზოდიაქოს ერთ ნიშანში. ორივე ეს მოვლენა დაინახეს ადამიანებმა ცოტა ხნით ადრე მანამდე, სანამ იმ დროის ყველაზე საშინელი ომი დაიწყებოდა (ბრძოლა კურუკშეტრას ველზე). თანამედროვე ასტროლოგები ორმაგ დაბნელებას სწორედ 2000 წელს ვარაუდობენ. ხოლო შვიდი პლანეტის “პარადი”, რომელიც აღწერილია “მაჰაბჰარატაში” და “ბჰავიშია პურანაში”, იმავე წლის მაისს დაემთხვა.

მომავალი ცვლილებების მეორე ასპექტია პრალაიების კონცეფცია. სანსკრიტზე სიტყვა პრალაია ნიშნავს ნგრევის დროს, ანუ არსებობის დროებით შეწყვეტას. პრალაიას უწოდებენ ასევე ბუნების ძალების ფარულ მდგომარეობას ორი მანვანტარის, ანუ ორი დიდი სასიცოცხლო ციკლის გადაკვეთაზე. პრალაიას დადგომას თან ახლავს უბედურებები და კატასტროფები. ვედები აღწერენ სხვადასხვა სიტუაციებს, რომლებიც თან ახლდა დედამიწაზე სიცოცხლია განადგურებას. და ჩვენს დროში ჩვენ ვხდებით მოწმეები ზოგიერთი მოვლენისა, რომლებიც მიგვანიშნებენ პრალაიას მოახლოებაზე. რა თქმა უნდა ძნელია ამაზე დაზუსტებით ლაპარაკი, მაგრამ ნებისმიერი ასეთი მოვლენა თავისთავად შესაძლებელს ხდის დედამიწაზე სიცოცხლის უმეტესი ნაწილის მოსპობას.

სათბურის ეფექტი

მოსალოდნელი პრალაიას პირველი სიმპტომი სათბურის ეფექტია. ატმოსფეროში სხვადასხვაგვარი გაზების დაგროვების შედეგად გამოწვეული გლობალური დათბობა დედამიწაზე ტემპერატურეს მომატებას იწვევს. ნახშირმჟავა გაზი, მეთანი და სხვა აირები დედამიწის ატმოსფეროში ძალიან ბევრ მზის სითბოს აგროვებენ. უკანასკნელი 50-60 წლის განმავლობაში მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ პლანეტა სწრაფი ტემპით ხურდება. თუ ასე გავაგრძელებთ, ეს კაცობრიობის განადგურებამდე მიგვიყვანს. სხვა დანარჩენის გარდა, გლობალურმა დათბობამ შეიძლება პოლუსებზე ყინულის გადნობა გამოიწვიოს, რაც ოკეანის დონის აწევამდე და შესაბამისად კონტინენტების და ქვეყნების წყლით დაფარვამდე მიგვიყვანს.

ოზონის ხვრელები

მეორე სიმპტომად თამამად შეიძლება ჩავთვალოთ ოზონის ხვრელები. ნება მიბოძეთ საინფორმაციო სააგენტოების რამდენიმე შეტყობინების დასათაურების ციტირება მოვახდინო. ერთი მათგანი უბრალოდ ამბობს: “ოზონი ქრება, და არა მხოლოდ სამხრეთ პოლუსის თავზე”. ადამიანი პლანეტას აბინძურებს, კლიმატი იცვლება და შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს”. სათბურის ეფექტის გაძლიერებამ შეიძლება მიგვიყვანოს ანტარქტიდას თავზე ოზონის ხვრელის გაზრდამდე და გადაავადოს მისი აღდგენა.”

ოზონის შრე პლანეტის მთელ ატმოსფეროს ფარავს და ღვთაებრივი პროექტის ელემენტია, რომელიც სხვა საშუალებებთან ერთად გვიცავს მზის სხივების სასიკვდილო ზემოქმედებისაგან. სხვადასხვა ხელოვნური ქიმიური ნივთიერებების გავრცელება, რომლებიც აბინძურებენ გარემოს, ოზონის შრე თხელდება და ულტრაიისფერი სხივებიც თავისუფლად შემოდიან ატმოსფეროს მაღალ სფეროებში. ამჟამად არსებობს დიდი ხვრელები ანტარქტიდის და ზოგიერთი სხვა რეგიონის თავზე. თავიდან მეცნიერები არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ ამას და ეგონათ, რომ ეს პრობლემა თავისით აღმოიფხვრებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა და პირიქით, პრობლემა უფრო დამძიმდა. ოზონის ხვრელები ფართოვდება და ხელს უწყობს რადიაციის შემოღწევას. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ რადიაციისგან შეიძლება მილიონობით ადამიანი და სხვა ცოცხალი არსება დაზარალდეს. ამ ფაქტორს უკვე ითვალისწინებენ კიბოს შემთხვევების პროცენტული გაზრდის დინამიკაზე დაკვირვებისას. რადიაციამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, ასევე ზღვის ბინადრებზე და სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე.

ატომური ომი

შესაძლო პრალაიას მესამე მიზეზი – ატომური ომის საფრთხეა. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ აშშ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე იდგა, როცა კუბის ტერიტორიაზე რაკეტები განლაგდა ატომური ბომბებით. სულ ახლახანს შევიტყვეთ, რა სერიოზული იყო სიტუაცია. რუსეთი მზად იყო კუბის მხარეს დამდგარიყო და შეეტია აშშ-სთვის. ახლაც არსებობს უამრავი ატომური იარაღის რეზერვი, რომელმაც შეიძლება სულ თავისუფლად იპოვოს გამომყენებელი... ძალიან იშვიათია, რომ ადამიანს ჰქონდეს იარაღი და არ გამოიყენოს იგი... მითუმეტეს გაცილებით უფრო საშიშIა ეს ისეთ სამყაროში, სადაც ფანატიზმი და ტერორიზმი ყვავის.

ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ომი

მეოთხე ნიშანია ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის არსებობა. ალბათ გაიგეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელმა უზარმაზარი თანხა დახარჯა აირწინაღების წარმოებაში, რათა თავისი მოქალაქეები მოსალოდნელი ქიმიური თავდასხმისგან დაიცვას. ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნა გაცილებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ატომურის. ქიმიურ იარაღს განადგურების უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს, ხოლო ბაქტერიოლოგიურ იარაღს შეუძლია ძალიან მოკლე ხანში ადამიანების კოლოსალური რაოდენობა სასიკვდილოდ დააავადოს. მრავალი უკვე შიშობს, რომ ბაქტერიოლოგიური იარაღი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და მაშინ იფეთქებს ეპიდემია, რომელიც მთელ კაცობრიობას გაანადგურებს.

პოლუსების გადაწევა

მეხუთე ნიშანი – პოლუსების შესაძლო გადაწევაა. თუ ეს მოხდება, კატასტროფა გარდუვალია. საქმე იმაშია, რომ პოლუსების გადაწევის შედეგად დედამიწა წინასწარგამოუცნობად მოიქცევა – შესაძლოა მიწისძვრები, წყალდიდობები და სხვა სტიქიური უბედურებები. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს წიაღისეულის ნიმუშები, რომლებიც მოწმობენ იმაზე, რომ ასეთი სახის მოვლენა უკვე რამდენჯერმე მოხდა ჩვენს პლანეტაზე. ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ პოლუსები განუწყვეტლივ ინაცვლებს, და სწრაფი გადაწევისგან არც თუ ისე დიდი დრო გვაშორებს.

კომეტები

კომეტებს ასევე შეუძლიათ პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა გახდნენ. კომეტა ეს უბრალოდ ქვის ნატეხი არაა და არც უსიცოცხლო ობიექტია. ისინი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ობიექტი ჩვენს პლანეტაზე, ცნობიერებას ფლობენ და ღმერთის ენერგიის გამოვლინებები არიან. ბევრი ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ჩვენი დედა – მიწა ცოცხალი არსებაა. დედამიწა, მთვარე, მზე და მთლიანად გალაქტიკა ცოცხალ არსებებს წარმოადგენენ. კომეტებიც, ისევე როგორც ყველა ცოცხალი ობიექტი, ცნობიერების გარკვეულ ფორმას ფლობენ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ საზოგადოების ყურადღება რამდენიმე კომეტამ მიიქცია, რომლებიც დედამიწას სახიფათოდ ახლო მანძილზე უახლოვდებიან. იყო სერიოზული საშიშროება, რომ კომეტები ან ჩამოვარდებოდნენ დედამიწაზე და გაანადგურებდნენ ყველაფერ ცოცხალს, ან შეცვლიდნენ მის ორბიტას რაც ასევე კატასტროფული მოვლენა იქნებოდა.ეჭვს არ იწვევს, რომ პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანთა ცოდვები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თავს დაატეხოს კაცობრიობას ყველანაირი უბედურება. აუცილებელი არაა კომეტა ან სხვა სტიქიური მოვლენა იმისთვის, რომ საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის მანძილზე ასეთი მოვლენები ხდებოდა, ეს არაა აუცილებელი გლობალური განადგურებისთვის. აღიქვით სიტუაცია ცოტა სხვაგვარად, თუ ადამიანი ხუთი სასიკვდილო დაავადებით იტანჯება და ამასთან მთელი ძალებით ებრძვის მეექვსეს, საეჭვოა, რომ უშველოს ამან.

ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს კომეტების მოახლოება და მთელი ცოცხალისადმი ზიანის მიყენება. მრავალი ამ ზეციური სხეულებიდან მოწოდებულია, რათა გავლენა მოახდინოს ჩვენს ცნობიერებაზე და მართლაც შეუძლიათ ძლიერი ემოციური ეფექტის მოხდენა. ჩვენ ასეთ მაგალითებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით: სავსე მთვარის დღეებში მგრძნობელობა მძაფრდება, ხდება უფრო მეტი დანაშაულობა, ძაღლები და მგლები ყმუიან. კომეტებსაც ასევე შეუძლიათ ჩვენი გრძნობების აგზნება და ადამიანების იძულება სასიკეთოდ ან ბოროტულად მოქმებისთვის.

კონტაქტები სხვა სამყაროებთან

გლობალური ცვლილებების დროს ჩნდება სულ უფრო მეტი წინასწარმეტყველება გარედან სხვა ძალების შემოჭრის შესახებ, როგორც პლანეტის გადასარჩენად, ასევე მისი განადგურების მიზნით. ეს თემა ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ უძველესი ხელნაწერები ადასტურებენ სხვა ცოცხალი არსებების არსებობას. ამ არსებებს უზარმაზარი მანძილის გადალახვა შეუძლიათ ჩვენს სამყაროში. როცა ვკითხულობთ ვედებს, ბიბლიას, ყურანს და თორას, ხშირად ვაწყდებით ინფორმაციას ანგელოზების და სხვა სულიერი არსებების ჩამოსვლის შესახებ. ბიბლიაში ასევე მოიხსენიება ღმერთის შვილები, რომლებმაც ცოლად ადამიანის შვილები შეირთეს. მსგავსი აღწერა თითქმის ყველა უძველეს სიტყვიერ ტრადიციაში მოიხსენიება. იოგები და მისტიკოსები, რომლებსაც სამყაროს სხვადასხვა დონეების მონახულება შეუძლიათ, უხსოვარი დროიდან არსებობდნენ.

მრავალი მოვლენა, რომელსაც ჩვენ მითოლოგიურ ამბებად აღვიქვამთ, რეალური ცხოვრებიდან გამომდინარეობს. მხოლოდ იმის გამო, რომ დღევანდელ დროში ისინი არადამაჯერებელი გვეჩვენება, ხალხი მითის იარლიყს ადებს მათ. და მაინც, ბევრი აღწერილობა დამაჯერებელი და ზუსტია. ამის გაგება არაა რთული, თუ გავიხსენებთ, რომ იმ დროში მცხოვრები ადამიანები ძალიან ახლოს იყვნენ ბუნებასთან, ღმერთის მორჩილნი იყვნენ და საკუთარ თავს მატერიალური სხეულისგან განსხვავებულ სულებად აღიქვამდნენ.

მაგრამ ეს დრო წავიდა. ხალხი ძალიან შეიცვალა. მიუხედავად თავსმოხვეული რწმენისა, რომ ჩვენი ცივილიზაცია „წინწასულია“, ჩვენ ბევრად უფრო პრიმიტიულები გავხდით, რადგანაც მატერიალიზმით ვართ გაჭყეპილები. არ შეგვმოვლენების არსში ჩავწვდეთ. თანამედროვე საზოგადოება უფრო და უფრო მეტ საშუალებას პოულობს, რომ ღმერთი ხელოვნური სუროგატებით შეცვალოს, და შედეგად დავკარგეთ ღვთაებრივის დაფასების უნდარი და ჩვენი კავშირი უმაღლეს რეალობასთან.

ამიტომაა, რომ თანამედროვე ადამიანს უძველესი მოწმობები გამოგონილი მითები ჰგონია. მაგრამ როგორც კი დეტალურად გავაანალიზებთ ეგვიპტის, ინდოეთის, კელტების, დრუიდების, დოგონების და ა.შ. კულტურებს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ყველა ამ კულტურას ძალიან ფართო ცოდნა ჰქონდა უმაღლესი არსებების, მათ დედამიწაზე გამოჩენის და ამ არსებებთან ურთიერთობის შესახებ.

ვედური წერილები აღწერენ მჭიდრო კავშირს სამყაროებსა და პლანეტებს შორის, ასევე ურთიერთობებს ადამიანებსა და სხვა გონიერ არსებებს შორის. ამ ტექსტებიდან ცხადია, რომ ჩვენს სამყაროში მცხოვრები ძლევამოსილი არსებები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ დედამიწაზე განვითარებად მოვლენებზე. უძველესმა ქრონიკებმა შემოგვინახეს თანამედროვე თაობებისთვის განკუთვნილი დეტალური აღწერილობები, რათა გაგვაფრთხილოს მოსალოდნელი მოვლენების შესახებ.

„ამო“-ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტების)
პრობლემა: საზოგადოების მზარდი ინტერესი


არსებები სხვა სამყაროებიდან უძველესი დროიდან მოდიან დედამიწაზე. აცნობიერებდნენ რა, რომ ადამიანები არ იყვნენ მზად “ამო”-ს შესახებ გაეგოთ, მათ გამონახეს საშუალება, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და ლიტერატურით შეეტყობინებინათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სხვა სამყაროთა ცხოვრების შესახებ. ისინი გახდნენ შთამაგონებლები წიგნების დაწერისთვის, ფილმების და შოუების დადგმისთვის, და მშვენივრად ესმოდათ, რომ ეს ინფორმაცია, თუნდაც ფანტასტიკის ფორმით მოწოდებული, გამოაღვიძებდა ადამიანების ცნობიერებას ამ ფაქტის აღსაქმელად. შედეგად უკანასკნელი წლების განმავლობაში ამო-სთან დაკავშირებული მტკიცებულებების გამოძიების და განხილვის ინტენსიურობა მკვეთრად გაიზარდა.

სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელობა გაფრთხილებული იყო ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ ამასთან აქტიურად უშლიდნენ ხელს ამ ცოდნის გავრცელებას, იმით, რომ ამ ყველაფერს ფანტაზიას და ფსიქიურად შეშლილი ადამიანების მონაგონს უწოდებდნენ. მაგრამ ახლა, როცა მსოფლიო ცვლილებების ზღვარზეა, ასეთ არასტაბილურ ვითარებაში, ხელმძღვანელობა აღიარებს რომ უკვე უძლურია მართოს მოვლენები. გამონთავისუფლდა უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია, რომელმაც თანდათან საზოგადოების საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. ეს კი თავის მხრივ შეამცირებს შიშIს და ტრამვული განცდის დონეს იმ ფაქტის შეცნობისას, რომ მმართველობას და სამხედროებს აღარ შეუძლიათ ხალხის დაცვა.

სამწუხაროდ ადამიანები იმდენად შთანთქა მატერიალისტურმა ცხოვრებამ, რომ მიმდინარე სახიფათო სიტუაციის ადექვატურად აღქმის უნარიც კი დაკარგეს. მრავალი ნეგატიური მოვლენა თანამედროვე საზოგადოებაში სულიერი გამოფიტვის და მიწიერი აზროვნების შედეგია. აი რატომაა სულიერი ცხოვრება რთულ დროში გადარჩენის ერთადერთი საშუალება, არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური გადარჩენისაც. ამაღლებულ ცნობიერებას გარესამყაროს შეცვლა შეუძლია, ასევე შეუძლია მოგვამზადოს მომავალი უბედურებებისადმი მედგრად დახვედრისთვის, შეგვაიარაღოს ყველანაირი საჭირო ცოდნით, გამოცდილებით და სიმამაცით.

დაახლოებით 20 წლის წინ რადიოპროგრამაში მქონდა გამოსვლა, კლივლენდში. ხალხმა დიდი დაინტერესება გამოიჩინა. სტუდიაში რეკავდნენ და კითხვებს სვამდნენ. პროგრამა საათნახევარი გაგრძელდა ასე. მაგრამ როგორც კი რამდენიმე შენიშვნა გავაკეთე „ამო“-ს შესახებ, ტელეფონი აფეთქდა საყვედურით სავსე მსმენელებით, რომლებიც ამბობდნენ: „რა კარგად ლაპარაკობდით, სანამ ამ სისულელეს არ ახსენებდით!“

მე მივხვდი, რომ ადამიანები ჯერ მზად არ იყვნენ „ამო“-სთან კონტაქტის შესახებ მოსმენისთვის. მაგრამ უკანასკნელი ხანია, სიტუაცია მკვეთრად იცვლება. ჩვენს დროში ამო-ს და ადამიანების გატაცების შესახებ ყველგან გაიგებთ. მაგალითად ამასწინათ ოპრი უინფრის პოპულარულ ტელეშოუში – ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუში – განიხილებოდა ამო-ს, არამიწიერი ცივილიზაციების ფენომენის და ადამიანთა გატაცებების პრობლემები.

შოუს სტუმართაგან ერთ-ერთი ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ძალიან ცნობილი და პატივცემული ფსიქიატრი იყო. მხოლოდ დაფიქრდით: უმაღლესი დონის პროფესორი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის პედაგოგი ლაპარაკობს „ნორმალურობის“ ფარგლებს მიღმა მყოფ ფენომენზე, და თანაც ყველაზე პოპულარულ შოუში, რომელსაც მილიონები უყურებენ. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მსგავსი თემები ადამიანთა ფართო დაინტერესებას იწვევს.

ამ ფსიქიატრმა, დოქტორმა ჯონ მაკმა, თქვა, რომ დასავლური კულტურა გაცნობიერებულად არიდებს თავს ცხოპლანეტელების მიერ ადამიანთა გატაცების განხილვას.ნაცვლად ამისა, გულმოდგინედ ვცდილობთ დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ამ ყველაფრის შესახებ მოლაპარაკე ადამიანები ნევროზების, ფსიქოზების ან უკიდურეს შემთხვევაში ჰალუცინაციების სხვადასხვა ფორმებით არიან ავად.

ზემოთნახსენებ შოუში რამდენიმე ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გატაცებები მრავალი წელია გრძელდება და მხოლოდ უკანასკნელი ხანია, რაც ასეთ ადამიანებს ყველას გასაგონათ ლაპარაკის საშუალება გაუჩნდათ. მათ უნდათ ამაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ უკანასკნელ პერიოდში მრავალი წიგნი და სტატია გამოიცა ამ თემაზე, და ხალხიც უფრო მიმღები გახდა ასეთი მოვლენების განხილვისადმი.

ყველა, ვისაც ამო-სთან ჰქონდა შეხება, როგორც წესი ერთსა და იმავე არსებებს აღწერდა – უცნაური ფორმის თავით, დიდი თვალებით და ფერმკრთალი კანით. გატაცებულები მათ მისიას აღწერდნენ სიტყვით „სიცოცხლის გადარჩენა“. ასევე გვატყობინებენ სქესობრივი კონტაქტების, ოპერაციული ჩარევების და ძლიერი ტკივილების შესახებ,. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ მათ „გამოყავდათ“ ბავშვები, რომლებიც მხოლოდ ნახევრად იყვნენ ადამიანები, უცხოპლანეტელების მიერ ჩასახვის შედეგად მიღებულნი. ზოგიერთი ქალი აცხადებდა, რომ ფეხმძიმედ იყო, მაგრამ მუცელი მოეშალა. ექიმის გამოკვლევის შედეგად კი ფეხმძიმობის ვერანაირ კვალს ვერ პოულობდნენ.

მრავალი გატაცებული ვერ იხსენებდა იმ წვრილმანებს რომლებიც თრგუნავდა, და ეს ჩაკეტილ და აფორიაქებულ ადამიანებად აქცევდა მათ. ისინი შიშობდნენ, რომ თუ ექიმებს მიმართავდნენ, ისინი უბრალოდ ვერ გაუგებდნენ და სავარაუდოდ ფსიქიურ აშლილობას მიაწერდნენ ყველაფერს.

დოქტორი მაკი ამტკიცებდა, რომ ადამიანები, რომლებმაც გატაცების გამოცდილება გაიარეს, ყველა დროში არსებობდნენ. მათი მთავარი გზავნილი ჩვენდამი ის ფაქტია, რომ მრავალ ადამიანს აქვს იქონიოს კონტაქტი იმ დონეზე, რომელიც ჩვენი გრძნობათა ორგანოების აღქმას სცილდება. სინამდვილეში არსებობენ კულტურები, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა მისტიკას და მეტაფიზიკურ მოვლენებს.

არაფერია გასაკვირი სულიერი და მეტაფიზიკური რეალობის არსებობაში. ასეთია ჩვენი რეალობის ნაწილი იმ პირობით, თუ გადართულნი ვართ ამ სიხშირეზე. ჩვენ გვაქვს ფიზიკური სხეული, მაგრამ მის გარდა არსებობს მეტაფიზიკური, ანუ ნატიფი სხეული, და რა თქმა უნდა სული. მრავალი ადამიანი თავიდანვე სცილდება უხეში მატერიის ფარგლებს და მოხიბლულია ყოფიერების სულიერი და მეტაფიზიკური დონით. ეს საშუალებას აძლევს მათ ყოფიერების უფრო და უფრო დიდ სიღრმეებში შევიდნენ. საბოლოოდ კი აცნობიერებენ, რომ ადამიანური სიცოცხლე იძლევა საშუალებას გავიგოთ და განვახორციელოთ გაცილებით მეტი, ვიდრე ამის საშუალებას ჩვენი გრძნობათა ორგანოები გვაძლევენ.

კლონირება

თავის წიგნში „საწყისებთან დაბრუნება“ ზაქარია სტიჩინი ასკვნის, რომ ტავდაპირველად ადამიანები გენური ინჟინერიის მეთოდით იყვნენ შექმნილნი. სტიჩინის და სხვა ავტორების აზრით, თანამედროვე ადამიანის ტიპი შესაძლებელია შექმნილი იყო გენური ინჟინერიის მეთოდებით, არამიწიერი გონის მიერ, რათა შეექმნათ მონები. ამ თეორიის ავტორთა თქმით, უფროს და უმცროს ძმებსა და დებს შორის მეგობრობა წარმოიშვა, თუმცა თავდაპირველად მათ შორის ურთიერთობა შედარებით სხვა პრინციპებზე ეწყობოდა, რომლებიც შორს იყვნენ მეგობრობისგან და ურთიერთგაგებისგან. ეს იყო ურთიერთობა ბატონებსა და ძლიერ, მაგრამ ნაკლებადგონიერ არსებებს შორის, რომლებიც მძიმე მონური სამუშაოებისთვის იყვნენ შექმნილნი.

თუკი ამ თეორიის მცირე ნაწილი მაინც აღმოჩნდება სიმართლე, მაშინ კლონირება ვეღარ ჩაითვლება სიახლედ. პირიქით, ამ მეთოდის გაჩენა უძველესი პრაქტიკა აღმოჩნდება – „თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად“ (დაბ. 1.26). ახლა უნდა ვიმარჩიელოთ: იყო თუ არა ადამის და ევას შექმნის ისტორია მეტაფორა, თუ არა?


ხუთივე წიგნი მაქვს ამობეჭდილი სახით (რუსულად) და მსურველებს შემიძლია ვათხოვო.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 27 2010, 02:35 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეც ავტორის ფოტოები:





--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 28 2010, 12:00 AM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
მთელი ყურადღებით ვკითხულობ, ძალიან საინტერესოა. l_book.gif good.gif

ყველას ვურჩევ წაიკითხოს.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 28 2010, 11:20 AM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ჯონ ფეივორსის (ბჰაკტი ტირთჰა სვამის) ერთ-ერთი ბოლო წიგნების სერია:

Нищий

პირველი ნაწილი:

http://sulo-cana.narod.ru/bts/bts-niciy01.rar

მეორე ნაწილი:

http://sulo-cana.narod.ru/bts/bts-niciy02.rar

მესამე ნაწილი:

http://sulo-cana.narod.ru/bts/bts-niciy03.rar



ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. ეს არის მედიტაციები, სხვადასხვა პლანეტარულ სისტემებზე მოგზაურობები და რაც მთავარია სულიერი სამყაროს ხედვა. აქ მოვიყვან მცირე მონაკვეთს მეორე წიგნიდან:

Иной взгляд на еду, сон, совокупление и защиту

Сегодня мой духовный учитель преподал мне особый урок. Я почувствовал себя сбитым с толку, когда попытался углубить мое понимание законов трансцендентной реальности. Возможно интенсивность моих переживаний и стала причиной особого внимания уделенного мне духовным учителем, ибо он в одночасье предстал перед моим взором, очевидно явившись из далекого мира.

Мое дорогое дитя, он поманил меня рукой, пожалуйста, составь мне компанию в предстоящем путешествии. Я знаю, что тебе очень многое хочется рассказать мне, но пока просто смотри и слушай.

Я был в шаге от него, как вдруг мы перенеслись в совершенно иное место, а именно на дно океана. Сначала я был очень напуган, потому что мы погружались в самые недра водной стихии. Но очень скоро страх сменился любопытством, когда я увидел необычную цивилизацию, обитавшую на самом его дне. Мой духовный учитель заметил мою удивление и попытался успокоить меня, сказав:

Не бойся, сын мой, просто слушай и смотри.

Я последовал его совету и прислушался. Эта необычная цивилизация изъяснялась на крайне необычном диалекте, который, по милости гуру, был понятен мне. К моему большому удивлению речь шла о сне, еде, совокуплении и защите.

Затем гуру отвел меня в самый центр земли. И снова я был поражен на этот раз совершенно иной формой цивилизованной жизни, очень напоминавшей земную. Я тут же подумал: Как же может быть, что эти существа живут рядом с нами, а мы о них совершенно ничего не знаем? Услышав мои мысли, духовный учитель сказал:

В действительности на земле есть люди, которые знают об их существовании. Но запомни, сейчас ты должен просто смотреть и слушать.
И снова я обратил внимание, что все мысли и действия этих существ вращались вокруг еды, сна, совокупления и защиты. Мой гуру сказал:

Запоминай, потому что нам предстоит посетить тысячи подобных мест.

Затем мы побывали на нескольких планетах, где я испытал сильный страх. Телесные черты существ, населявших эти места, были зачастую нелепы. Я опасался, что, заметив нас, эти существа, не задумываясь, нападут. Однако мой гуру был бесстрашен:

Просто слушай и смотри.

Через несколько мгновений мы оказались на планете среднего уровня, а потом проследовали на высшие планеты и даже в другие вселенные. Я никогда не сталкивался с таким великолепием, не слышал так много наречий и не видел таких разных существ, которые все как один смаковали всевозможные формы еды, сна, совокупления и защиты. Картины, проплывающие перед моим взором, поражали воображение. На высшем планетарном уровне каждая новая обитель казалась намного великолепней прежней. Несколько раз я порывался попросить моего духовного учителя позволить мне остаться там, но не успевал я открыть рот, как он говорил мне:

Просто слушай и смотри.

Затем, применив свою мистическую силу, мой духовный учитель показал мне все эти миры одновременно, но для меня это было уже слишком. И все же по его милости я заметил, что все создания в этом материальном мире заботились лишь о сне, еде, совокуплении и защите. По милости моего гуру, я смог осознать, как все однообразно устроено в этом мире. Он также явил мне, что единственный результат громадных усилий, направленных на эти действия это смерть, старость, болезни и разочарование. Даже глупые животные следуют по этому пути. Мне стало жаль всех этих существ они даже не догадывались о тщетности своих усилий все представлялось мне лишенным смысла. Тогда мой духовный учитель прервал поток моих размышлений.

Ну, а теперь пора возвращаться домой в духовный мир. Но помни, ты должен пообещать просто смотреть и слушать.

Когда мы прибыли туда, я исполнился духовными переживаниями. Каждая клетка, каждый атом моего тела был готов разорваться от переполнявшего меня экстатического чувства. Неожиданно, без какихлибо усилий с моей стороны, все мои чувства стали взаимозаменяемыми, позволяя мне пользоваться любым из них, вместо любого другого. Я сам не мог поверить в это чудо, но я видел ушами, а носом вполне явственно различал звуки. Я даже мог почувствовать вкус блюда, бросив на него один единственный взгляд. Спектр чувственных ощущений был в миллионы раз разнообразней того, с чем мне доводилось сталкиваться в прежней жизни.

На этот раз тверже, чем прежде, мой духовный наставник произнес:

Хоть тебе будет очень сложно, пожалуйста, просто смотри и слушай.

На этот раз я был очень внимателен и, к своему удивлению, увидел прежнюю картину. Даже здесь жители ели, спали, совокуплялись и защищались. Но здесь не было болезней, старости и смерти, а вся окружающая меня атмосфера была пронизана осмысленностью и чистотой. Все дышало жизнью, излучало энергию, было исполнено вечного знания и блаженства. Жители этого мира ели, но лишь ради наслаждения, а не по причине голода. Более того, стремясь принести наслаждение Божественной Чете и друг другу, они готовили всевозможные изысканные и удивительно ароматные блюда. Эти существа не нуждались в сне, ибо никогда не уставали и не испытывали необходимости восстановления сил. Но в качестве выражения своей любви к Кришне, они засыпали с тем, чтобы служить Ему во сне и насладиться иным ощущением в отношениях с Ним.

Подобным образом, они не нуждались в совокуплении как в средстве воспроизведения, ибо зачатие могло произойти благодаря одному желанию. Более того, все сексуальные желания этих удивительных существ могли быть удовлетворены одним взглядом на объект своих желаний. Однако эти чистые преданные иногда соединялись друг с другом лишь для того, чтобы украсить игры Кришны и таким удивительным образом служить Божественной Чете. То же самое касалось защиты. Они были лишены чувства собственничества или обеспокоенности, потому что вокруг ничего не угрожает их безопасности. На самом деле все жители этой обители прекрасно сознавали, что все окружающее принадлежит Божественной Чете. При этом иногда они притворялись испуганными, разгневанными или властными, но лишь для того, чтобы добавить пикантности своему служению Божественной Чете.
Глядя на их страстные отношения, я услышал слова моего гуру:

Ты очень наблюдателен. Абсолютный уровень не предполагает бездействия. Наоборот, все это напоминает отличие между нормальным человеком и сумасшедшим. И тот и другой активны, но сознание безумца несбалансированно, рассредоточено и ввергнуто в иллюзию различными временными факторами. Поэтому он избегает реальности и делает все от него зависящее, чтобы избежать ее.

Именно такие существа ты видел в материальной вселенной. В таких местах люди страдают от некоего подобия безумия. Поэтому проницательный наблюдатель заметит, что их жизнь представляет собой бессмысленную шараду, исполненную ограничений, иллюзий и страданий. Но самое печальное в том, что им мерещится, будто они наслаждаются или смогут наслаждаться в самом ближайшем будущем. Однако, несмотря на все их усилия, результат будет одним и тем же. Они находятся под контролем своих чувств и порабощены сном, едой, совокуплением и защитой. Поэтому в конечном итоге их ожидают лишь болезнь, старость и смерть.

Я молча стоял рядом с ним, не решаясь сказать чтолибо.

Понимаешь ли ты все, что увидел?
Я кивнул в знак согласия.

А что ты скажешь по поводу духовного мира? Было ли тебе доступно все увиденное там?

На этот раз мое лицо отразило замешательство, но прежде, чем я ответил, он сказал:

Конечно, ты не способен объять увиденное своим умом, дитя мое, но нет повода для тревоги. Настанет день, когда ты сможешь вернуться домой, тогда у тебя рассеются последние сомнения. А теперь давай возвратимся в твой дом, ибо ты уже впитал в себя достаточно информации, способной вдохновить тебя на нетерпеливое стремление поскорее дожить до ожидающего тебя божественного будущего.

Однажды ты обретешь свободу, чтобы вернуться в мир трансцендентного и блаженного служения Божественной Чете. Однажды ты освободишься от каббалы своих чувств и, вдохнув свободу полной грудью, отвергнешь зависимость от еды, сна, совокупления и защиты. С тех пор ты больше никогда не столкнешься со старостью, болезнью и смертью.

Поэтому продолжай смотреть и слушать, дитя мое. Когда мы в следующий раз отправимся в путешествие, мы уже не будем заурядными туристами. Мы вернемся домой, к Их Божественным Величествам, чтобы навсегда остаться в Их обществе. Я готов отправиться туда с тобой прямо сейчас, но ты пока не готов к этому. Поэтому постарайся научиться смотреть и слушать безупречно. Именно это путь избавления от рабства.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 28 2010, 11:26 AM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





პირველი წიგნის სარჩევი:

Молитвы и медитация на Верховного Господа
Бхакти-тиртха Свами
Содержание
Благодарность.
Предисловие редактора.
Примечания автора.
Медитация 1 Матушка, спасибо за пробуждение
Медитация 2 Все, что будет сегодня, посвящено Тебе
Медитация 3 Кто может быть терпеливее Господа и Его преданных?
Медитация 4 Дорогой Господь, где же Ты?
Медитация 5 Неужели разлука и вправду непереносима?
Медитация 6 После пробуждения
Медитация 7 Подношение Божественной Матушке
Медитация 8 Сегодня мне предстоит приобрести нечто новое
Медитация 9 Признание Божественной Матушке
Медитация 10 Маленький народец
Медитация 11 Моя хроническая болезнь
Медитация 12 Кто способен привлечь внимание Господа?
Медитация 13 Размышления на отдыхе
Медитация 14 Заглянув в лицо садху
Медитация 15 Где скрывается кришнапрема?
Медитация 16 Прими имя Господа и умри
Медитация 17 Оброни сюда немного милости
Медитация 18 Безусловная любовь
Медитация 19 Дорогой Господь, научи меня быть благодарным
Медитация 20 Вот и еще один день прошел, мой Господь
Медитация 21 Пожалуйста, прости меня
Медитация 22 Твой успех это наша свобода
Медитация 23 В ожидании Божественного вмешательства
Медитация 24 Умереть, чтобы жить
Медитация 25 Выходя за рамки поклонения
Медитация 26 Как мне понять Господа?
Медитация 27 Мой глупый ум
Медитация 28 Мой дорогой Господь Шьямасундара
Медитация 29 Хотя бы еще один раз
Медитация 30 В поисках Господа
Медитация 31 В царстве Бога нет места несовершенству
Медитация 32 Не проповедуй о необходимости проповеди
Медитация 33 Сострадание это ключ к царству Бога
Медитация 34 Природа Господа
Медитация 35 Я должен быть готов на любую жертву
Медитация 36 Мне показалось, что Ты отверг меня
Медитация 37 Департамент беспричинной милости Господа
Медитация 38 Научи меня любить Тебя
Медитация 39 У меня нет желания
Медитация 40 Увидел ли ты Господа?
Медитация 41 Как Господь спасет от смерти?


მეორე წიგნის სარჩევი:

Медитация 1 - Избавившись от страха
Медитация 2 - Отбрось никчемные желания
Медитация 3 - Пожалуйста, не проходи мимо меня
Медитация 4 - Никогда не считайте слуг Господа обычными людьми
Медитация 5 - Но кто мог бы спасти нас?
Медитация 6 - Иной взгляд на еду, сон, совокупление и защиту
Медитация 7 - Совет встревоженному другу
Медитация 8 - Разве может настоящий святой так сильно страдать?
Медитация 9 - Самый неблагодарный
Медитация 10 - Малое дитя научит тебя
Медитация 11 - Он построил дом, в котором может жить вест мир
Медитация 12 - На пороге суда смерти
Медитация 13 - Перемены на планете придают новый смысл жизни
Медитация 14 - Однажды
Медитация 15 - Трансцендентное место развлечений
Медитация 16 - Замечательно, дорогой мой, замечательно
Медитация 17 - Пожалуйста, научи меня языку сердца
Медитация 18 - Откровенный разговор тела с душой
Медитация 19 - Единственная достойная награда - никогда не забывать тебя
Медитация 20 - Духовный союз превыше сексуальной жизни
Медитация 21 - Вечный танец
Медитация 22 - Божественная близость: первая встреча с Господом


მესამე წიგნის სარჩევი:

Содержание
Посвящение
Предисловие редактора
Предисловие
МЕДИТАЦИЯ 1
ОТВЕРЖЕНИЕ ФАКТА ПРИСУТСТВИЯ ЛОЖНОГО ЭГО ЕСТЬ ПРИЗНАК ОГРОМНОГО ЛОЖНОГО ЭГО
Медитация 2
В ПОИСКАХ ЛОЖНОГО ЭГО
МЕДИТАЦИЯ 3
ЛОЖНОЕ ЭГО БЫЛО МОИМ НАСТАВНИКОМ
МЕДИТАЦИЯ 4
ЛОЖНОЕ ЭГО ПОДТАЛКИВАЕТ К ДУХОВНОМУ САМОУБИЙСТВУ
МЕДИТИЦИЯ 5
НЕДОСТАТОЧНО ТОЛЬКО СЛУШАТЬ
МЕДИТАЦИЯ 6
ДУМАЙ БОЛЬШЕ О ДРУГИХ И МЕНЬШЕ О СЕБЕ
МЕДИТАЦИЯ 7
БЫТЬ БЕСКОРЫСТНЫМ, СМИРЕННЫМ И ХРАБРЫМ
МЕДИТАЦИЯ 8
БОЛЕЗНЬ КАК ОСОБЫЙ ДАР БОГА
МЕДИТАЦИЯ 9
КУЛЬТУРА МИЛОСТИ
МЕДИТАЦИЯ 10
ЛЮБЯЩИЙ, НО ПРОТИВОСТОЯЩИЙ МНЕ
МЕДИТАЦИЯ 11
ПЛАЧЬ ВМЕСТЕ С ГОСПОДОМ
МЕДИТАЦИЯ 12
УДАЛИ ВСЕ ПРЕПЯТСТВИЯ, ЧТОБЫ МЫ МОГЛИ ВСЕЦЕЛО ОТДАТЬСЯ ЛЮБВИ ДРУГ ДРУГА
МЕДИТАЦИЯ 13
ОПУСТОШЕННЫЙ БЕСКОНЕЧНЫМИ РАЗОБЛАЧЕНИЯМИ ИЛЛЮЗИИ
МЕДИТАЦИЯ 14
ВОЗМОЖНОСТЬ ОБЪЯТЬ ЧУДО
МЕДИТАЦИЯ 15
НИЧЕГО НЕ ЖЕЛАЙ И ВСЕ ПОЛУЧИШЬ
МЕДИТАЦИЯ 16
МИЛОСТЬ ГОСПОДА ПРЕВЫШЕ ЕГО ЗАКОНА
МЕДИТАЦИЯ 17
ПРОНИКНИСЬ ТРАНСЦЕНДЕНТНОЙ КУЛЬТУРОЙ
МЕДИТАЦИЯ 18
СПАСИБО ЗА МОЕ ИЗБАВЛЕНИЕ
МЕДИТАЦИЯ 19
ВСЕ МОИ НАСТАВНИКИ УШЛИ; ЧТО МНЕ ТЕПЕРЬ ДЕЛАТЬ?
МЕДИТАЦИЯ 20
ЕЩЕ НА ОДИН ДЕНЬ МЕНЬШЕ ДО НАШЕЙ ВСТРЕЧИ
МЕДИТАЦИЯ 21
ЗА НЕСКОЛЬКО МГНОВЕНИЙ ДО ВОЗВРАЩЕНИЯ ДОМОЙ


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 31 2010, 09:47 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატმან. აქ რასაც დადებ, ვორდის ფაილიც მოაყოლე ზოგჯერ, თავების მიხედვით ან როგორც გაწყობს, ამობეჭდვა მინდა, კომპში კითხვა მიჭირს... ქართულ თარგმანზე ვამბობ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 1 2010, 12:03 AM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

დასრულებული რომ არ იყო იმიტომ არ დავდე, რამდენიმე დღეში დავასრულებ ალბათ, მაგრამ მანამდე რაცაა იმას დავდებ:

http://bin.ge/file/11610/sulieri-meomari-3.doc.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 27 2010, 05:23 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ კაგი მონაკვეთი ვიპოვე "სულიერი მეომრის" პირველი ნაწილიდან:

АНГЕЛЫ В ДЕЙСТВИИ

Существуют различия между ангелами и другими тонкими сущностями, например призраками. Призрак — это бестелесное существо, существо, которому не удалось воплотиться в следующем физическом теле. Хотя призраки не имеют физического тела, в них остается желание плотских наслаждений. По этой причине они пытаются войти в чужое физическое тело и использовать его. Призрак демонстрирует то же поведение и в целом имеет ту же ментальность, которые были свойственны ему в последнем воплощении. Призрак хитрого и зловредного человека точно так же будет причинять людям неприятности, как причинял этот человек, находясь в физическом теле. В присутствии призрака вы испытаете страх. Если в вашей комнате появится призрак, вы почувствуете, будто подул ветер, а прикосновение призрака вызывает ощущение холода.

Ангелы вступают в контакт с людьми не потому, что они такие же заблудшие существа, как призраки; ангелы выполняют особую миссию. От ангела вы можете получить благословение, предостережение, руководство и даже защиту. Ангел не пытается войти в ваше физическое тело, чтобы получить чувственное удовлетворение или совершить какой-нибудь неблаговидный поступок за ваш счет. Присутствие ангела дает ощущение тепла, безопасности, утешения и комфорта. Ангелы всегда играли роль помощников в материальной вселенной.

Из Библии вы, наверное, знаете, что ангел явился Аврааму и остановил его руку, когда тот готовился убить сына. Ангел закрыл пасть льву, когда Даниила бросили в ров на съедение. Ангел освободил из заточения Петра. Ангел являлся пророку Мухаммеду. Эти примеры отражают роль ангелов как помощников человечества. В Откровении (Иоанна Богослова) есть описания различных видов ангелов. В священных писаниях есть множество ссылок на взаимодействие с ангелами.

Иногда бывает трудно отличить помощника и наставника от существа, у которого есть на ваш счет собственные корыстные замыслы. Простейший путь разобраться в этих существах — определить, благочестивы они или нечестивы. Усилия благочестивых существ направлены на то, чтобы вам помочь. Нечестивые в буквальном смысле пытаются внести в вашу жизнь скверну.

Если вам доведется вступить в контакт с благочестивым высшим существом, не тратьте время даром, пытаясь определить, к какому типу ангелов оно принадлежит. Некоторые ангелы похожи на детей, другие имеют мужское или женское обличье, третьи бесполы. Эти различия несущественны. Важна только информация, которую они сообщают, и то, как вы воспользуетесь этой информацией. Важно также понять, что несет вам контакт, губителен он для вас или благотворен. Если вы навлекаете на себя пагубные ситуации, вам следует поработать над собой, чтобы избежать подобных контактов. Если вы слышите голоса, которые наводят на вас страх, вам надо решить, как повысить уровень сознания.
Тело ангела вибрирует, излучает свет и переливается всеми цветами. В горе такие существа дают вам ощущение мира и покоя. Если человек находится на пороге смерти, или в трансе, или в коме, ангел может помешать душе покинуть тело. Он вступает в разговор с душой и велит ей вернуться в тело, чтобы завершить какую-либо работу, и описывает эту работу. Подобные события происходили всегда и будут происходить в будущем. Ангелы появляются и в наше время, чаще всего чтобы оберегать детей. Дети видят их и рассказывают о них. Люди с особо чувствительной психикой также видят ангелов. Некоторых людей ангелы сопровождают на протяжении всей жизни. Другим они являются в определенный момент, чтобы помочь справиться с трудностями. Некоторые из вас, наверное, знают о Михаиле, Гаврииле и многих других ангелах, известных своими удивительными деяниями. Они оберегают живые существа в этой и других материальных вселенных и с любовью помогают им. Ангелы не обязательно обитают в какой-то одной вселенной, они обладают способностью перемещаться повсюду.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
mari
post Oct 28 2010, 09:50 PM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 25-October 10
Member No.: 6,294

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგია რომ ერთეულები მაინც ფიქრობენ ამ ყველაფერზე... ადამიანის ბუნებასთან გათიშვას ნუთუ ამხელა დისბალანსის წარმოქმნა შეუძლია სამყაროში??
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 29 2010, 10:05 AM
Post #11


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვიწყებ სულიერი მეომრის მეოთხე ტომის თარგმნას (რამდენად მოვახერხებ დასრულებას არ ვიცი) და ნელ-ნელა აქაც დავდებ. კარგი იქნება თუ ვიმსჯელებთ და განვიხილავთ ამ ტექსტებს...




სულიერი მეომარი – 4
ჭკუის მტრებზე გამარჯვება


სანსკრიტზე ჭკუის მთავარი მტრები ასე იწოდებიან: ბჰაია (შიში), კამა (ავხორცობა), კროდჰა (რისხვა, ბრაზი), ლობჰა (სიხარბე), მატსარია (შური), მადა (სიგიჟე) და მოჰა (ილუზია). მათი თანამზრახველები არიან წუხილი, დეპრესია, ქრონიკული შფოთვები, პანიკის შეტევები, შეპყრობილობა, პოსტტრამვული სტრესი და ყველა შესაძლო ფობია. “სულიერი მეომრის” 4 და 5 ტომებში მე ვავლენ ამ მტრებს და მივუთითებ მათი ზეგავლენისგან განთავისუფლების გზებზე. ყველა ის ცრუ ეგოსგანაა შობილი, და ეს ნიშნავს, რომ პრობლემის ნამდვილი გადაწყვეტა ცრუ ეგოს ჭეშმარიტ ეგოდ გარდაქმნაში მდგომარეობს.

“სულიერი მეომრის” მეოთხე და მეხუთე ტომები მკითხველს ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა მეთოდებს შესთავაზებენ. ამრიგად, სულიერო მეომრებო, თქვენს განკარგულებაშია დამატებითი სულიერი ამუნიცია მშვიდობისთვის და სიყვარულისთვის ბრძოლაში!

პირველი თავი
თავი აარიდეთ ზედმეტ შფოთვას


“ცოცხალი არსების ცრუ ეგო მონობაში აგდებს მას და აჯილდოებს იმის საპირისპიროთი, რაც სურს. ამიტომ გონიერი ადამიანი უნდა ღელავდეს არა იმაზე, თუ როგორ მიიღოს სიამოვნება მატერიალური ცხოვრებისგან, არამედ იმაზე, რომ მუდმივად ღმერთში იმყოფებოდეს, რომელიც მატერიალური ცნობიერების მოქმედების სფეროს გარეთ იმყოფება. (შრიმად ბჰაგავატამი 11.13.29)

ნუ გეშინიათ

უძველეს ვედურ ხელნაწერში, რომელსაც “ბჰაგავად-გიტა” ეწოდება, უფალი ეუბნება არჯუნას:

სარვა-დჰარმან პარიტიაჯა მამ ეკამ შარანამ ვრაჯა
აჰამ ტვამ სარვა-პაპებჰიო მოკშაიშიამი მა შუჩაჰ


“მიატოვე ყველა სახის რელიგია და უბრალოდ მე მომენდე. მე გიხსნი ყოველგვარი ცოდვითი რეაქციებისგან. ნუ გეშინია. (18.66)”

არჯუნასთან დიალოგის ბოლოს უფალი მოუწოდებს თავის მსახურს, რომ განაგდოს შიში და შფოთვა, და ეს დარიგება ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია. რატომ მოუწოდებს უფალი არჯუნას, რომ უშიშრად გადააგდოს ყველა რელიგიური მოვალეობა და უბრალოდ მიენდოს მას? კარმა-იოგას, ჰათჰა-იოგას, გიანა-იოგას და აშტანგა-იოგას აღწერის შემდეგ, უფალი ამბობს, რომ ყველა ეს მხოლოდ მოსამზადებელი საფეხურებია, რომ საჭიროა მივიღოთ არსი და უარვყოთ ზედაპირული, მეორეხარისხოვანი მოსაზრებები. უფლის ჩვენს ჭეშმარიტ კეთილისმყოფლად, საუკეთესო მეგობრად და უმაღლეს მფარველად მიღება დაფუძნებულია ღრმა ცოდნაზე და სულიერი ცხოვრების არსს წარმოადგენს. თუ ამ ჭეშმარიტებებს გავაცნობიერებთ, შფოთვისთვის საფუძველი აღარ დაგვრჩება.

“შრიმად-ბჰაგავატამში”, ყველაზე ამაღლებულ ვედურ ტექსტში, ნათქვამია, რომ საქმიანობის ოთხი სახიდან (ჭამა, ძილი, სექსი და შიში) შიშI – ყველაზე ძნელად გადასალახია, რამეთუ იგი დანარჩენ სამშიც არსებობს. შფოთვა და წუხილი ხელს უშლის სიყვარულის და ერთგულების განვითარებას, რადგან შფოთვა და შიში შეუთავსებელია სიყვარულთან და ერთგულებასთან. სიყვარული და შიში ცუდად ეწყობიან ერთმანეთს. ყველა ქმედება ხვდება ორიდან ერთ-ერთ კატეგორიაში: კამა (ავხორცობა) ან პრემა (სიყვარული). ამიტომ სიყვარულის და ერთგულების გზაზე მოსიარულე უნდა განთავისუფლდეს შიშისგან და ეჭვებისგან. როგორ აღწევს ერთგული ამას და რა უშლის ხელს? იმედი გვაქვს, რომ პასუხს გავცემთ ყველა ამ კითხვას, განვიხილავთ რა შფოთვას ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი თვალთახედვით. ჭეშმარიტი სულიერი მეომარი არასოდეს ექცევა ზედმეტი წუხილის და შფოთვის ძალაუფლების ქვეშ, რამეთუ იგი მუდმივად შთანთქმულია სიყვარულის გაცემით და მიღებით.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 29 2010, 10:34 AM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შფოთვა აკნინებს ღმერთის, როგორც
უმაღლესი განმგებლის მდგომარეობას


თუკი ყურადღებით შევისწავლით უდიდესი აჩარიების – მასწავლებლების და წინასწარმეტყველების ცხოვრებას, აღმოვაჩენთ, რომ ისინი არასოდეს ექცეოდნენ ზედმეტი შფოთვის ტყვეობაში, რომელიც გულში ერთგულების ზრდას და ღმერთისადმი ბოლომდე მინდობას უშლის ხელს. ზედმეტი შფოთვა და წუხილი გულისხმობს ჭკუაზე კონტროლის დაკარგვას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე მივიღოთ ღვთის წყალობა და გავაცნობიეროთ იგი, როგორც ყოვლის წინამძღოლი უზენაესი პიროვნება, რომელიც ყველაფერს განაგებს, - “კრიშნას ტუ ბჰაგავან სვაიამ”.

სხვა სიტყვებით, შფოთვა – ესაა შეუძლებლობა იმის გაგებისა, რომ ღმერთი მთელი სისავსით ფლობს ექვს ღირსებას (სილამაზეს, ძალას, ცოდნას, სახელმოხვეჭილობას, სიმდიდრეს და განდეგილობას). შფოთვებით და წუხილით შეპყრობილი ადამიანი ძალიანაა შთანთქმული ფიქრებით საკუთარ ბედზე და ღმერთს არასაკმარისად მოწყალედ თვლის. იგი საკუთარ თავს თვლის პასუხისმგებლად ყველაფერ მომხდარზე და არ სჯერა, რომ ღმერთი მის გულში იმყოფება. თაობიდან თაობამდე, საუკუნიდან საუკუნემდე შფოთვა გვიძნელებს ღმერთის წყალობის აღქმას და მიღებას. იგი გვიკეტავს ღმერთის ძლევამოსილების აღქმის უნარს, რომელიც ვლინდება ავატარებში, განსხეულებებში, რომლებიც ამ სამყაროში ნაძირალების გასანადგურებლად, თავისი ერთგულების დასაცავად და წმინდა ერთგული სამსახურის განსამტკიცებლად ჩამოდიან.

უფალი მოგვიწოდებს, რომ განვაგდოთ ყველანაირი ეჭვი და წუხილი და ჭკუა პოზიტიური საქმიანობით დავასაქმოთ:

“ყოველთვის ჩემზე იფიქრე, გახდი ჩემი ერთგული, ემთხვიე მიწას ჩემს წინაშე და თაყვანი მეცი. თუკი სრულიად დაინთქმები ჩემში, აუცილებლად მოაღწევ ჩემამდე. (ბჰაგავად-გიტა 9.34)”

უფალი მოგვიწოდებს, რომ არ ვიღელვოთ ჩვენი საქმიანობის შედეგებზე. ეს მტკიცება შეიძლება განვიხილოთ ზემოთ მოყვანილ ლექსთან (18.66) ერთად, რომელშიც უფალი მოუწოდებს არჯუნას განაგდოს შიშI და ეჭვები. იმის ნაცვლად, რომ იღელვოს, იგი უბრალოდ უნდა მიენდოს მას, და უფალი მინდობის ხარისხის შესაბამისად დაეხმარება მას. შემდეგ ჯერზე, როდესაც შფოთვით იქნებით შეპყრობილი, მხედველობაში მიღეთ ეს მოსაზრებები და იფიქრეთიმაზე, რომ თქვენი მღელვარება ღმერთის, როგორც უმაღლესი განმგებელის და ჩვენი კეთილისმყოფელის მდგომარეობას აკნინებს და თქვენს გულში სიყვარულის და ერთგულების ადგილს იკავებს.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 29 2010, 10:51 AM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თვითანალიზი

ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ნებისმიერი შესაძლებლობით, რომ ჩვენს ჭკუას გვერდიდან შევხედოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ იგი ღმერთისადმი მსახურებაში. პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, რა დონემდე შემოაღწია ჩვენს ცხოვრებაში მღელვარებამ და შფოთვამ. ეს დაგვეხმარება, რომ ჩვენი რწმენის დონე განვსაზღვროთ. სადჰუ, წმინდანი, უნდა იყოს დრიდჰავრატა, ანუ უნდა ფლობდეს მყარ რწმენას და სიმტკიცეს, ასევე უნდა იყოს დჰირა, ძალიან სერიოზული და კონცენტრირებული. ასეთია ჩვენი ფიქრების ტიპი?

თუკი ღრმად გააანალიზებს საკუთარ ქცევას, მრავალი ადამიანი გააცნობიერებს, რომ მღელვარება და შფოთვა მთელ მათ არსებობას განმსჭვალავს. ეს მღელვარება უხშირესად დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან ან ეკონომიკურ პრობლემებთან, მაგრამ ხშირად სრულიად უაზროა. მაგალითად ადამიანები ფიქრობენ, თუ რა ჩაიცვან, სად გაემგზავრონ “უიკენდზე”, რით დაკავდნენ იქ, ან ნერვიულობენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები. ყველა ეს მღელვარება სხეულისეულ წარმოდგენებზეა დაფუძნებული, წარმოდგენაზე, რომ სამყაროს ცენტრი ვართ. ძალიან დიდ მღელვარებას მივყავართ სხეულისადმი, მატერიისადმი დიდ აქცენტამდე. ღმერთის ერთგული ასე არ უნდა აზროვნებდეს. უფალი მოგვიწოდებს, რომ თავიდან მოვიშოროთ ეჭვი და ყოყმანი, შიში და მღელვარება, მიუხედავად მატერიალური ენერგიის გამუდმებული შემოტევებისა.

შემოგთავაზებთ ოთხ სხვადასხვა ასპექტს, რათა გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ ეს ანალიზი. განსაზღვრებას მივცემთ შფოთვას, წარმოვადგენთ პრობლემების მოგვარების პრაქტიკულ მეთოდებს და განვიხილავთ სხვადასხვა ციტატებს წმინდა წერილებიდან, რომლებიც ამ საკითხს უკავშირდება. მოვყვებით იმ დიადი პიროვნებების შესახებ, რომლებიც ნახსენებია წმინდა წერილებში და რომლებიც თავს არიდებდნენ მღელვარებას.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 29 2010, 05:19 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის წუხილი?

ჩვენ შეგვიძლია წუხილს შემდეგი განმარტებები მივცეთ:

1. წუხილი – ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც ნაკრანახებია ცვლილებებისგან თავის არიდების სურვილისგან. ხშირად ჩვენ მწუხარებაში ვპოულობთ თავშესაფარს, რამდენადაც იგი დაკავებულობის განცდას გვიქმნის და გვაძლევს საშუალებას, რომ კონკრეტული ქმედებების განუხორციელებლობის გამართლება მოვძებნოთ. იმის ნაცვლათ, რომ აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენ ილუზორული საქმიანობით ვცხოვრობთ, რომელიც წუხილითაა განპირობებული.

2. წუხილი – ეს ნამდვილი სიყვარულის არაადეკვატური ცვლილებაა. ეს ხელოვნური საქმიანობაა, რომლითაც ვინიღბებით, რათა არ ვაკეთოთ ის, რაც სწორი და სასიკეთოა. შედეგი შფოთვა და მწუხარებაა. და რამდენადაც ამდენ დროს ვკარგავთ წუხილზე, ცოტა დრო გვრჩება უფლის დიდებისათვის. თუკი წუხილზე მთელ ჩვენს გონებრივ და ფიზიკურ ენერგიას დავხარჯავთ, საერთოდ არ დაგვრჩება ღმერთის მსახურების დრო.

3. თავისი არსით ზედმეტი წუხილი ყოველთვის უმწეობის შეგრძნებასთან არის დაკავშირებული. სადჰუ, ანუ წმინდანი, არ უნდა იყოს ეგოცენტრული; ის ძალიან მორჩილი უნდა იყოს. აცნობიერებს რა საკუთარ უმწეობას, ის ამავე დროს ხვდება, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია. ამიტომ სადჰუ უზარმაზარ ძალაუფლებას მოიპოვებს, როდესაც მისცემს საშუალებას ღმერთის შაკტის (ენერგიას), რომ მისი საშუალებით იმოქმედოს. ზედმეტი წუხილი ძალას გვართმევს, ასევე ხელს უშლის ღმერთის ენერგიას, რომ მოქმედების იარაღად გამოგვიყენოს.

4. წუხილი – ესაა საშუალება, რომ ცუდი გამოსავლის რეპეტიცია მოვახდინოთ. სხვა სიტყვებით, ის ისეთივე ემოციებს ბადებს, როგორც თავად ნეგატიური შედეგი. თუ გულდასმით გავაანალიზებთ წუხილის შედეგებს, აღმოჩნდება, რომ მას სწორედ იქამდე მივყავართ, რისი თავიდან არიდებაც ყველაზე მეტად გვინდა. რამდენადაც ადამიანი ფაქტიურად ფსიქიკური ტრავმის და უბედურების მდგომარეობაში ცხოვრობს, მან შეიძლება შესაბამისი შედეგი მიიღოს. თუ თქვენ გააგრძელებთ ამ “მანტრაზე” მედიტირებას, მაშინ თქვენს შიშებს არა მხოლოდ ჭკუაშI, არამედ ფიზიკურ რეალობაშიც განახორციელებთ.

5. წუხილის შეწყვეტა (მა შუჩაჰ) არ ნიშნავს დაგეგმვის შეწყვეტას. არ უნდა გამოვავლინოთ გულგრილობა და განურჩევლობა არასწორი ქმედებების დანახვისას; პირიქით, აუცილებელია დავაწყოთ გეგმები, ვიაზროვნოთ მასშტაბურად და ვაკეთოთ ის, რაც აუცილებელია. რას გააკეთებთ, თუკი დაინახავთ, რომ თქვენს სახლში ხანძარია? თქვენ დაუყოვნებლივ გამოიქცევით იქიდან. თქვენ არ იჯდებით სავარძელში და არ ინერვიულებთ. ცხადია, რომ პრობლემა შეიქმნა, და საჭიროა დაუყოვნებლივ მივიღოთ პრაქტიკული ზომები.

როგორ ავიცილოთ თავიდან მწუხარება?

როგორ გავანადგუროთ ჩვენში გამუდმებული წუხილის ჩვევა? რატომაა, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებმაც უმაღლესი თავშესაფარი მოიპოვეს, ჯერ კიდე მწუხარებით არიან მოცულნი? ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვინერვიულოთ და ჩავთვალოთ, რომ გარემოებების წყალობაზე ვართ დამოკიდებულნი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, როგორ მოქმედებს კარმა: ყოველი ქმედება იწვევს გარკვეულ შედეგებს, რომლებიც ამ სამყაროზე მიჯაჭვულს გვხდის. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ყველაფერს მაღალი ძალები მართავენ – ნახევარღმერთები (ანგელოზები) და უზენაესი ღმერთი. რამდენად გულწრფელადაც მივენდობით კრიშნას, იმდენად დაგვიცავს იგი.

მაშ, საიდან მომდინარეობს მწუხარება? შეიძლება, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ღმერთს მატყუარად ვთვლით? შეიძლება ვთვლით, რომ მას უნდა მუდმივ შიშში გვამყოფოს და ჩვენი ექსპლუატაცია მოახდინოს? შეიძლება ღმერთს ზედამხედველად ვთვლით, რომლის მიზანია – მატერიალური სამყაროს ციხეში გვამყოფოს? თუ გვეხსომება, რომ ღმერთი ყოველ ჩვენს ნაბიჯს ხედავს, ჩვენი მწუხარების დონე არასოდეს არ გაიზრდება იმ დონემდე, რომ ჩვენში ღვთაებრივი მფარველობის შეგრძნება შეწყდეს. ჩვენ არასოდეს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ღმერთმა ჩვენს მფარველობაზე უარი თქვა და მარტონი დაგვტოვა, ისე რომ მცირე შანსიც არ დაეტოვებინა მათგდან თავის დასაღწევად და პრობლემების გადასაწყვეტად.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რომლებიც დაგვეხმარებიან წუხილის ჩვევისგან განთავისუფლებაში. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ჩვენმა შიშებმა შეიძლება სრული ფლობის ქვეშ მოგვაქციონ და ქრონიკულ დეპრესიამდე, ფობიებამდე, პანიკის შეტევებამდე, შეპყრობილობამდე და თვითმკვლელობამდეც კი მიგვიყვანონ. ყველას შეგვხვედრია ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ წვრილმანზე ღელავენ. თუ რაიმე იდეას შესთავაზებთ, მაშინვე ეცდებიან, რომ მისი შეუმდგარობა დაგიმტკიცონ. ისინი დაუცველობის კომპლექსით არიან ავად. წარუმატებლობას განიცდიან იქამდე, სანამ რაიმეს კეთებას დაიწყებენ. მათ შეიძლება გამოიყენონ წარსული წარუმატებლობის მოგონებები, როგორც თავისი აზრების დადასტურება, მაგრამ არასოდეს დაეყრდნობიან ღმერთს. და რამდენადაც მათ არ შეუძლიათ გარისკვა, მათი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი და უაზროა, რაც გულისხმობს “რუჩის” – სულიერი გემოს არ არსებობას. ჩვენ არ გვინდა, რომ აზროვნების ასეთი დესტრუქციული ფორმის მსხვერპლნი გავხდეთ, ამიტომ მოდით განვიხილოთ რამდენიმე მეთოდი, რომლებიც მსგავსი ნეგატიური გონება-განწყობილებისგან თავის დაცვაში დაგვეხმარებიან.

ნუ შეგეშინდებათ მომავლის

უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მღელვარება, რომელიც მომავალს უკავშირდება. ყოველდღე უნდა ვაკეთოთ ყველაფერი ის, რაც დღესაა ჩვენზე დამოკიდებული, ხოლო მომავალს საშუალება უნდა მივცეთ, რომ თავად იზრუნოს საკუთარ თავზე. თუკი ზედმეტად ვღელავთ მომავლის გამო, მაშინ ვერ მოვახერხებთ, რომ მისი უკეთესობისკენ შესაცვლელად საჭირო ზომები მივიღოთ. მომავალი აწმყოს გაგრძელებაა პლუს წარსულის შედეგი. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენივე საკუთარი თავის მტრად ვიქცევით ხოლმე. ჩვენს ჭკუას შეუძლია ზუსტად ის სიტუაცია შექმნას, რომლის თავიდან აცილებაც ასე ძალიან გვინდა. ხოლო აზროვნების არაჯანმრთელი კულტურა ღვთაებრივი ძალის ბლოკირებას ახდენს ჩვენში. ვღელავთ რა მომავალზე, ჩვენ სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევღ აწმყოს.

მოვემზადოთ უარესისთვის, მაგრამ უკეთესის იმედი გვქონდეს

როცა მღელვარება გძლევთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: “მოვლენების განვითარების როგორი გამოსავალია ყველაზე უარესი?” ზოგჯერ ამბობენ: “მოემზადეთ უარესისთვის, მაგრამ უკეთესის იმედი გქონდეთ”. თუკი ვისწავლით ამგვარად აზროვნებას, წარუმატებლობა ვერ შეძლებს, რომ ძალიან გამოგვიყვანოს წონასწორობიდან, რადგანაც წინასწარ მოვემზადეთ ამისთვის. ამგვარად, შესაძლებლობა გვექნება, რომ პოზიტიურად ვიაზროვნოთ, და ამავე დროს ვაღიაროთ, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული. თუკი უარესისთვის მოვემზადებით, შევძლებთ, რომ მშვიდად ვიმოქმედოთ თითქოს ერთი შეხედვით აუტანელ სიტუაციებში, რადგანაც აზრობრივად ყველანაირ გამოსავალს დავეთანხმეთ.

იფიქრეთ შედეგებზე

ჩვენ მუდამ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ზედმეტი მღელვარება ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე. აი ასეთი მღელვარების რამდენიმე შედეგი: ცუდი ურთიერთობები, მომატებული წნევა, დეპრესია, ფიზიკური სისუსტე, მოწყენილობა, დაბალი პროდუქტიულობა და შემოქმედებითი აზროვნების ნაკლოვანება. ეს სია შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ. თუკი პირდაპირ შევხედავთ მწუხარების ამ მხარეს, იმ დანაკარგებს, რომლებამდეც მივყავართ მას, ადვილად გამოგვიმუშავდება სიმტკიცე, რომ მისი მსხვერპლნი არ გავხდეთ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 30 2010, 10:35 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავდაპირველათ შეაგროვეთ ფაქტები, შემდეგ კი იმოქმედეთ

საჭიროა ყველა ფაქტი მოვაგროვოთ. ხშირად ადამიანები ცდილობენ ისე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ საკმარის ინფორმაქციას არ ფლობენ საკითხზე ან პრობლემაზე. ცოდნის უკმარისობა, უეჭველია, მღელვარების მიზეზი გახდება. ჩვენ უნდა გვქონდეს პრობლემის მთლიანობაში ხედვის უნარი, სანამ გეგმებს დავაწყობთ. არაა საჭირო პრობლემებისგან გაქცევა. პირიქით, გავაცნობიერებთ რა მათი გადაჭრის აუცილებლობას, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათზე, რაც ღმერთის შეცნობის პროცესის დაჩქარების საშუალებას მოგვცემს. თუკი ვამჩნევთ, რომ მღელვარებამ შეგვიპყრო, საჭიროა ვიფიქროთ სიტუაციაზე მოქმედ ფაქტორებზე, რადგან ეს დაგვეხმარება, რომ უფრო ზუსტი ხედვა გამოვიმუშაოთ და სიტუაციაზე რეაგირების უფრო პოზიტიური გზები ვიპოვოთ. რაც არ უნდა იყოს, თქვენ კარგად უნდა გააცნობიეროთ თქვენი მღელვარების მიზეზი.

ხდება ხოლმე, ადამიანი სირთულეებს აწყდება სულიერ ცხოვრებაში, ისე რომ ვერც კი ხვდება რაში მდგომარეობს პრობლემა. თუკი შეეკითხებით მას: “რაშია პრობლემა?”, ის გიპასუხებთ: “მე ვერ ვგრძნობ ბედნიერებას. მე ვღელავ და ვწუხვარ”. მაშინ შეგიძლიათ კითხოთ: “და რა უნდა გააკეთო ამის საწინააღმდეგოდ? რა არის მიზეზი?” სავარაუდოდ ის გეტყვით: “არ ვიცი. მე მხოლოდ ვიცი, რომ არ მინდა ამ მსახურების შესრულება, მაგრამ რა მინდა არ ვიცი.” ასეთმა ადამიანმა როგორც ჩანს არასაკმარისად შეისწავლა საკუთარი ცნობიერება, რათა გაეგო თავისი დაუკმაყოფილებლობის მიზეზი. იმისათვის, რომ სიცხადე შევიტანოთ საკუთარ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს. ასეთი თვითანალიზი დაგვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ვიმყოფებით, ასევე დავინახოთ ღმერთის ხელი ჩვენს ბედში და ამოვიცნოთ მის მიერ გამოგზავნილი გამოცდები. როცა გულდასმით ავწონ-დავწონით ყველა ფაქტს, შევძლებთ, რომ უფრო რაციონალური გადაწყვეტილება მივიღოთ. და თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, შეიძლება მაინც შევცდეთ, ნათელი ხედვა დაგვეხმარება შეცდომის გამოსწორებაში. მაგრამ თუ ჩვენი ხედვა მღელვარებითაა დაბურული, მაშინ ეს ბურუსი კიდევ უფრო მოიმატებს, სანამ მთლიანად არ მოგვგუდავს.

ხოლო თუკი აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება მივიღეთ, უნდა ვიმოქმედოთ და ღმერთს ვევედროთ წყალობისთვის და ხელმძღვანელობისთვის. და მოქმედება საჭიროა შედეგისადმი ზედმეტი მიჯაჭვულობის გარეშე. სულიერ ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს რისკის ელემენტი, ამიტომ კრიშნა ეუბნება არჯუნას:

ამრიგად, მე კიდევ უფრო, საკრალური ცოდნა გადმოგეცი. ბოლომდე აწონ-დაწონე და შემდეგ გააკეთე, რაც გსურს.” (ბჰაგავად-გიტა 18.63)

ღმერთის დარიგებების მოსმენის შემდეგ, არჯუნა პასუხისმგებლობით უნდა მოქცეულიყო. ასეთია თავისუფალი ნების ბუნება. თუმცაღა ჩვენი ქმედებები არ უნდა იყოს დაფუძნებული სულელურ სენტიმენტებზე ან გაუაზრებელ “მებრძოლობაზე”. საჭიროა ვიმოქმედოთ სიდდჰანტას, უმაღლესი მიზანზე დაყრდნობით, სადჰუების (წმინდანების), შასტრების (წმინდა წერილების) და გურუს (სულიერი მოძღვრის) შეხედულებების თანახმად. სიტუაციის გაანალიზების და ამ წყაროებზე დაყრდნობის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ხშირად მღელვარების მიზეზი სიმტკიცის უკმარისობაა. თუკი სწორად შევაფასებთ სიტუაციას, ჩვენ ან გადაწყვეტილებას მივიღებთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში საკუთარ თავზე მაინც ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქმედებების გამო.

როცა გრძნობთ, რომ შფოთვას იწყებთ რაიმეს გამო, პირველ რიგში ამ კითხვებს უპასუხეთ:

1. რაში მდგომარეობს პრობლემა?
2. რა არის პრობლემის მიზეზი?
3. როგორია შესაძლო გადაწყვეტილებები?
4. რომელი გადაწყვეტილებაა საუკეთესო?


ნაცვლად იმისა, რომ მღელვარებას ჩვენზე გამარჯვების საშუალება მივცეთ, ჩვენ შეგვიძლია პრობლემის ლოკალიზება მოვახდინოთ და მისი მიზეზის გარკვევას ვეცადოთ. რაც შემდეგ, რაც პრობლემა მონიშნულია და გადაწყვეტის ვარიანტებიც გამომუშავებულია, ღმერთი, რომელიც ჩვენს გულშია, უხშირესად გვეხმარება, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, თუკი რა თქმა უნდა მის ხმას დავუჯერებთ. თუკი გაცნობიერებულ ძალისხმევას გამოვავლენთ, აუცილებელ ხელმძღვანელობასაც მივიღებთ ღმერთისგან ან სხვა ადამიანებისგან.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 31 2010, 01:37 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანამ მეოთხე წიგნს გავაგრძელებ, მინდა წარმოგიდგინოთ პირველი წიგნის დასკვნითი ნაწილი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება ყველასადმი, რომ ბოლომდე წაიკითხოთ:




მარადიული ნეტარების ძიებაში

ყველა წმინდა წერილი სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში ხაზს უსვამს ღმერთთან ურთიერთობის დამყარების აუცილებლობას. საუბედუროდ, ადამიანებმა ცოტა იციან თავისი სიყვარულის ობიექტზე – იმაზე, თუ რა აწყობს და რა არ აწყობს მას, მის საქმეებზე, მის სასუფეველზე – და იმაზე, თუ როგორ დაამყაროს კავშირი მასთან (ღმერთთან). ჩვენ ფართო ინფორმაციას ვფლობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაღაც ნაწილს წარმოგიდგენთ განსახილველად. ყურადღებით მოისმინეთ – ის, რასაც ახლა გაიგებთ, თქვენს ცნობიერებაში ყველაზე საჭირო მომენტში ამოტივტივდება.

ოთხი უნივერსალური გზა

როგორ მივდივართ უმაღლეს მიზნამდე? რომელი გზა დაგვაბრუნებს უკან, სახლში? დავიწყოთ იმით, რომ ყველა გზა წარმოადგენს ერთ-ერთს ამ ოთხი ფილოსოფიური კატეგორიიდან: მატერიალიზმი, ვოიდიზმი (“ვოიდ” – ცარიელი, თავისუფალი (ინგლ)), იმპერსონალიზმი და პერსონალიზმი. როცა ვცდილობთ გავიგოთ, რა არის მატერიალური სამყარო, რა იმყოფება მის მიღმა, რა არის სულიერი სამყარო, საჭიროა წარმოდგენა გვქონდეს ამ ოთხ მიმართულებაზე.

მატერიალიზმის ფილოსოფია თავისი საფუძვლით ათეისტური ფილოსოფიაა. მატერიალიზმი ამტკიცებს, რომ ადამიანი – მეტი არაფერია, ვიდრე ფიზიკური არსება, ხოლო სული არ არსებობს. ადამიანის პიროვნება და ცნობიერება მისი საცხოვრებელი გარემოთი განისაზღვრება. ცხოვრება განიხილება, როგორც უბრალოდ კვების, ძილის, შთამომავლობის გაგრძელების და დაცვის პროცესები, თანახმად ჩარლზ დარვინისა, როგორც გარემოსადმი უფრო მეტად შეგუებულების გადარჩენის პროცესი. ეს ფილოსოფია უხეშ ეგოიზმს ანვითარებს, ის დაფუძნებულია ექსპლუატაციაზე და მანიპულაციაზე, და არა ბუნებასთან ჰარმონიაზე. მატერიალისტურ ფილოსოფიას მომხრეები ჰყავს მჩაგვრელების კლასში, რომლებიც ცდილობენ მის მთელს მსოფლიოში გავრცელებას.

ვოიდიზმის ფილოსოფიის თანახმად, მატერიალური საქმიანობა – უბედურების წყაროა, მატერიალურ ურთიერთობებს ტკივილი მოაქვთ, ხოლო მატერიალურ მისწრაფებებს კი სტრესამდე, იმედგაცრუებამდე და დეპრესიამდე მივყავართ. ეს წარმოდგენა მჭიდროდაა დაკავშირებული ბუდისტური ფილოსოფიის წარმოდგენასთან, რომელშიც ადამიანის პირადი მიზანი ნირვანას მიღწევაა, ანუ თავისუფლება ეგოსგან, თავისუფლება მატერიალურ სამყაროზე კონცენტრირებისგან და თავისუფლება გრძნობების აგზნებისგან. ეს ფილოსოფია გვეუბნება, თუ რა არ არის რეალობა, მაგრამ დუმს იმაზე, თუ რა არის იგი.

იმპერსონალიზმს მივყავართ მატერიალური სფეროდან და კოსმიურ ცნობიერებას, ანუ სამადჰის გვაზიარებს. სამადჰის მიღწევისას ადამიანები მთელი სამყაროს უნივერსალურობას და ღმერთთან გარკვეულ ერთიანობას გრძნობენ, იმ თვალსაზრისით, რომ ღმერთად შეიგრძნობენ თავს. მთავარი მიზანი – ღმერთის ენერგიასთან და მის ნათებასთან შერწყმაა. იმპერსონალიზმის ფილოსოფია ცდილობს მოიცვას ყველა ძირითადი მატერიალური ელემენტი, მაგრამ ის ღვთაებრიობის მხოლოდ ერთ მხარეს ხსნის და ამიტომ არასრულყოფილია. ის გვიჩვენებს ჩვენს ერთიანობას ღმერთთან, მაგრამ იგნორირებას უკეთებს იმას, თუ რითი განვსხვავდებით ღმერთისგან, ეს კი ძალიან არსებითია. სწორედ ამ განსხვავებას ვგრძნობთ, და ესაა ფუნდამენტალური საფუძველი სულიერი განვითარებისთვის. თუ ჩვენ განვსხვავდებით ღმერთისგან, მაშინ შეგვიძლია განვივითაროთ მისდამი მსახურების სწრაფვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისდამი სასიყვარულო სამსახური შეუძლებელი ხდება.

პერსონალიზმის ფილოსოფია აღიარებს, რომ მატერიალიზმს ტკივილი მოაქვს, რომ პიროვნება ამ სიძნელეებზე მაღლა უნდა დადგეს, და განთავისუფლდეს გრძნობითი შთაბეჭდილებებისგან. პერსონალიზმი საკუთარ თავში მოიცავს მატერიალიზმის, ვოიდიზმის და იმპერსონალიზმის ზოგიერთ ასპექტს, მაგრამ უფრო შორს მიდის, და აღიარებს, რომ არამატერიალური საქმიანობაც არსებობს.

განვიხილოთ ასეთი ანალოგია. ადამიანს ღრმული გაუჩნდა კბილში, რომელიც საშინელ ტკივილს აყენებს. საჭმლის სუნის შესუნთქვაც არ შეუძლია ისე, რომ კბილი არ ასტკივდეს. მატერიალიზმი მტკივან კბილს ჰგავს – ის ტკივილს და ტანჯვას იწვევს. ადამიანი ცდილობს გონებრივად ამაღლდეს ტკივილზე და ამავდროულად რაიმე გამაყუჩებელს ღებულობს; ამის გამო ტკივილი დროებით წყდება. ეს ვოიდიზმის საფეხურია; თუმცა ადამიანი თავისუფლდება ტკივილისგან, მაგრამ მის მდგომარეობას შეგვიძლია საუკეთესო შემთხვევაში ნეიტრალური ვუწოდოთ. როცა ადამიანი საჭმლის სუნით ტკბება, იგი იმყოფება დონეზე, რომელიც შეგვიძლია იმპერსონალიზმის დონეს შევადაროთ. როცა ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მიდის კბილის ექიმთან და კბილს მკურნალობს, მას უკვე შეუძლია არა მხოლოდ სუნი იგრძნოს, არამედ შეჭამოს კიდეც საჭმელი და დატკბეს მისი გემოთი. ეს საფეხური პერსონალიზმის ანალოგიურია. ტანჯვის ყველაზე ღრმა საფუძველის მოცილება შესაძლებლობას აძლევს მას, რომ უშუალო ურთიერთობაში შევიდეს საჭმელთან. ხანდახან, აღმოვჩნდებით რა არაკეთილსასურველ სიტუაციაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოზიტიური ნეგატიურის მოცილებას ნიშნავს. თუმცაღა ნეგატიური მატერიალური სიტუაციის მოცილება – ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი სტადია – ესაა პოზიტიური სულიერი საქმიანობის ძებნაა მატერიალური საქმიანობის ჩასანაცვლებლად.

პერსონალიზმი იმპერსონალიზმის წინააღმდეგ

პერსონალიზმის კონცეფციები ავტომატურად მოიცავენ იმპერსონალიზმის წარმოდგენებს და აღემატებიან მას. უზენაეს ღმერთს, როგორც აბსოლუტურს, შეუძლია ერთდროულად არსებობდეს როგორც პიროვნული, ისევე უპიროვნო ფორმით. არსებობს ღვთაებრივი ენერგიების სამი ძირითადი კატეგორია:

1. გარეგანი ენერგია, რომელიც მატერიალურ სამყაროს მოიცავს;
2. მოსაზღვრე ენერგია, რომელიც ცოცხალ არსებებს წარმოშობს;
3. შინაგანი ენერგია, რომელიც სულიერ სამყაროს მოიცავს.


ჩვენი განპირობებულობის გამო მიდრეკილნი ვართ, რომ სულიერება განვიხილოთ, როგორც მატერიალურის საპირისპირო. ჩვენთვის მატერიალურობა ნიშნავს ფორმების არსებობას, ამგვარად სულიერი უფორმოს უნდა ნიშნავდეს. მატერიალურობა საქმიანობას ნიშნავს, ამგვარად სულიერება საქმიანობის არ არსებობას უნდა ნიშნავდეს. იმისათვის, რომ სულიერი სამყაროს საქმიანობების ჭეშმარიტ გაგებამდე მივიდეთ, უარი უნდა ვთქვათ ამ ცრუ წარმოდგენებზე. კოსმიური ცნობიერების მდგომარეობაში ყოფნის მრავალი და მრავალი ცხოვრების შემდეგ – სიყვარულის და ერთგულების მეშვეობით – შეგვიძლია გადავლახოთ ღმერთის იმპერსონალური გაგება. მაშინ ჩვენ, საბოლოოდ მივიღებთ შესაძლებლობას კონტაქტში შევიდეთ სულიერი სამყაროს საოცარ საქმიანობებში (თამაშებში).

სულიერი სამყარო ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოა. უდიდესი მასწავლებლები გამუდმებით საუბრობენ არსებობის ფორმაზე, რომელიც ჩვენი აღქმის უნარს აღემატება. ისინი ცდილობენ, რომ საშუალება მოგვცენ ყველაზე ძვირფასი მდგომარეობის შეგრძნებისა, რომელიც ოდესღაც დავკარგეთ. იმ მრავალი ცხოვრების განმავლობაში, როდესაც სული ერთი სამყოფელიდან მეორეში, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადიოდა, მას არაცნობიერად სწყუროდა სულიერ სამყაროში დაბრუნება.

როდესაც ჩვენ წარმოვთქვამთ ლოცვას: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა! წმინდა იყავნ სახელი შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა!”, - ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მატერიალური სამყარო სულიერი სამყაროს ანარეკლია. მატერიალური სამყარო სინამდვილეში რეალობის დამახინჯებული ანარეკლია. აქ ჩვენ მრავალ ადამიანთან ვურთიერთობთ, მაგრამ ეს ურთიერთობა შეზღუდული და მტკივნეულია, და საბოოო ჯამში იმედგაცრუებამდე მივყავართ. სულიერ სამყაროში ღმერთთან ჩვენი ურთიერთობები და ჩვენი საქმიანობა მუდამ სიახლითაა სავსე. იქ ყოველი წამი – ეს უმაღლესი ნეტარების წამია.

სულიერი სამყარო ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება – ბრაჰმაჯიოტი, რომელსაც ხანდახან აღწერენ როგორც ნათებას, გამოსხივებას, და სულიერი პლანეტები, რომლებზეც ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებები და მისი ერთგულები იმყოფებიან. ღმერთი იქ თავისი პიროვნული ასპექტით იმყოფება. ზოგიერთი თქვენგანი ჯერ კიდევ ისწრაფვის ღმერთის უპიროვნო ნათების, ბრაჰმაჯიოტისთან შერწყმისკენ. ეს სურვილი მატერიალური დაბინძურების შედეგად ჩნდება და დამახასიათებელია უმაღლესი ცნობიერების განვითარების პირველი ეტაპისთვის. კოსმოსთან ერთიანობის შეგრძნება გვათრობს და ისეთ ნეტარებას გვანიჭებს, რომ ადამიანს გამოაქვს მცდარი დასკვნა, თითქოს ამაზე ამაღლებული არაფერი არსებობს. ეს ჩვენი პირველი მთავარი შეცდომაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცდილებას უდიდეს სიხარულამდე მივყავართ, ის მაინც შეზღუდულია. კოსმიურ ცნობიერებაზე მაღლა ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის შესაძლებლობა დგას.

იმპერსონალიზმის სკოლები ხშირად იყენებენ ტერმინს “განთავისუფლება” – განთავისუფლება მატერიალური სამყაროსგან ღმერთთან ერთიანობის მოსაპოვებლად ან იმისთვისაც კი, რომ ღმერთი გავხდეთ. და ისევ, ჩვენი მიზანი განთავისუფლებაზე მაღლა უნდა იდგეს. ჩვენ შეგვიძლია მრავალ და მრავალჯერ განვთავისუფლდეთ, იქამდე, სანამ შესაძლებლობას მივიღებთ, რომ მართლა შევიდეთ ღვთის სასუფეველში. იმისათვის, რომ განთავისუფლების იდეაზე მაღლა ავიდეთ, ჩვენ მრავალი ცხოვრება უნდა გავიაროთ და უამრავი მსხვერპლი გავიღოთ ასკეტიზმის, რელიგიურობის და სხვადასხვა სულიერი ძიებების სახით.

არსებობს განვითარების შუალედური ეტაპი, რომელზედაც შესაძლებლობა გვეძლევა კავშირი დავამყაროთ ღმერთის იმ ინდივიდუალურ ფორმასთან, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების გულში იმყოფება. ღმერთის ეს ასპექტი ცნობილია, როგორც პარამატმა. ეს უფრო მაღალი ერთიანობაა, იმ თვალსაზრისით, რომ იგი უფრო ლოკალურ და პიროვნულ ხასიათს ატარებს. ეს ცნობიერების ისეთი მდგომარეობაა, რომელსაც უდიდესი იოგები იოგური პრაქტიკების გზით აღწევენ. შემდეგ შეგვიძლია უფრო წინ წავიწიოთ – სულიერ სამყაროში უზენაეს ღმერთთან საბოლოო კავშირს მივაღწიოთ.

თუკი მტკვივანი კბილის ანალოგიეს დავუბრუნდებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ადამიანი გამუდმებით გრძნობს საჭმლის სუნს, ადრე თუ გვიან მისი მთავარი მიზანი ამ საჭმლის შეჭმა ხდება. მაშინ ეს ადამიანი ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებს იმისთვის, რომ მიიღოს ეს საკვები და დატკბეს მისით. მსგავსად ამისა იმპერსონალისტები თანდათან მივლენ პერსონალიზმამდე. მაშინ ჩნდება კითხვა: ავირჩიოთ გრძნობითი სიამოვნებების რთული და ხანგრძლივი გზა თუ მოკლე და პირდაპირი გზით ვიაროთ, მივენდოთ რა უფლის ნებას? მეორე გზა მარადიულ ნეტარებას გვპირდება.

ღმერთთან ურთიერთობის ხუთი სახე

როგორც უკვე ითქვა, სულიერი სამყარო თამაშებითაა აღსავსე, რომლებიც ღმერთთან სასიყვარულო ურთიერთობაზეა კონცენტრირებული. არსებობა ნიშნავს საქმიანობას და ურთიერთქმედებას. ასეთი საქმიანობის და ურთიერთქმედების საბოლოო გამოხატულება სიყვარულია, სიყვარული კი თავის თავში მსახურებას მოიცავს. სიყვარული არ ნიშნავს უბრალოდ ვინმეს შეცნობას, მისი უმაღლესი მიზანი კი ხსნა და განთავისუფლება არ არის. ვიმეორებ: სიყვარული მსახურებაა. ყველანაირი საქმიანობა სულიერ სამყაროში ღმერთის მსახურებაზეა დამყარებული. უძველესი წმინდა წერილები ამბობენ, რომ ღმერთთან, როგორც მამასთან ურთიერთობის ფორმის გარდა არის მასთან ურთიერთობის სხვა ფორმებიც. ვედებში დაწვრილებითაა აღწერილი ღმერთის სასუფეველში არსებული საქმიანობები და ნათქვამია ურთიერთობის ხუთ სახეზე, ანუ ხუთ რასაზე, რომლებიც შეიძლება ღმერთთან გვქონდეს.

გამოვიყენოთ ანალოგია ინვალიდზე, რომელიც საწოლზეა მიჯაჭვული. ინვალიდის ურთიერთობა საწოლთან, რომელზეც წევს, პირველი – ნეიტრალური რასის მაგალითად გამოგვადგება. ეს პასიური მსახურების ურთიერთობაა – საწოლი პასიურად ემსახურება ინვალიდს და ამ დროს ნეიტრალური რჩება. მოდის მსახური და საჭმელი მოაქვს ინვალიდისთვის. ეს მსახური მეორე რასაში მსახურებს, რომლის დროსაც ორ მხარეს შორის არსებობს რაღაც ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ფორმალურ დონეზე. შემდეგ ავადმყოფს მეგობარი მოინახულებს. ეს მესამე რასაა – მეგობრული ურთიერთობა, რომელიც მეტ სითბოს და ურთიერთობას გულისხმობს. შემდეგ ამ ადამიანის დედა მოდის და მშობლის ურთიერთობას წარმოადგენს, რომლებიც მეგობრულისგან განსხვავებით უფრო ინტიმურ გრძნობებს მოიცავს. საბოლოოდ სახლში ინვალიდის მეუღლე ბრუნდება და ცოლ-ქმრული სიყვარულის რასაში ემსახურება მას. ნეიტრალიტეტიდან ცოლ-ქმრულ ურთიერთობამდე იზრდება ინტიმურობა გამცემსა და მიმღებს შორის.

კიდევ ერთი ანალოგია – ანალოგია მოსამართლეზე. ადამიანების უმეტესობა მოსამართლისადმი შიშითა და მოკრძალებითაა განწყობილი. კოლეგა მეგობარს ხედავს მასში. ისინი ერთმანეთისადმი გარკვეულ სიყვარულს და პატივისცემას გრძნობენ, რომლებიც მეგობრული ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი. სახლში დაბრუნებისას მოსამართლე ქმრად და მამად იქცევა. ის ეხმარება ცოლს ჭურჭლის რეცხვაში და სიამოვნებით ეთამაშება თავის შვილიშვილებს. სიყვარულს ფორმალურობის საზღვრებიდან გამოჰყავს ურთიერთობები. სიყვარული ამარცხებს ეგოიზმს, შეყვარებულებს შორის მჭიდრო პიროვნული ურთიერთობა მყარდება, ყოველი მათგანი უანგაროდ უძღვნის საკუთარ თავს მეორეს.

სულიერი სამყარო – ინტიმურობის, ღრმა ნდობისა და უანგარობის სამყაროა. როცა სულიერ სამყაროში დავბრუნდებით, ჩვენ გვექნება ურთიერთობები, რომლებიც მსგავსია ამ სამყაროს ურთიერთობებისა, მაგრამ არა ადამიანებთან, არამედ ღმერთთან. მატერიალურ სამყაროში ვნება გვამოძრავებს, რომელიც გვაიძულებს ვიმოქმედოთ და სიხარბეს იწვევს ჩვენში. სულიერ სამყაროში, იმის შედეგად, რომ უზენაეს უფალთან ვურთიერთობთ, საქმიანობებისადმი მხოლოდ სიყვარული გვიბიძგებს, უდიდესი უპირობო სიყვარული, იმდენად ძლევამოსილი, რომ ჩვენ ვითქვიფებით მასში და ბოლომდე ვაცნობიერებთ საკუთარ თავს, როგორც სუფთა სულიერ ნაპერწკალს.

დიდი სასიყვარულო ურთიერთობა დედას, მამასა და შვილს შორის, რომლებსაც ხშირად ვხედავთ დედამიწაზე, შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ სულიერი სამყარო არსებობს. მატერიალური ურთიერთობები სულიერის ანარეკლია. სულიერ სამყაროში ჩვენ შეგვიძლია ღმერთს მოვეპყროთ როგორც ჩვენს მეგობარს, ან ჩვენს შვილს. ჩვენ ასევე შეგვიძლია ღმერთთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა გვქონდეს. ყველა ეს ურთიერთობა შესაძლებელია. ყოველი ჩვენგანი გარკვეული ურთიერთობისადმია მიდრეკილი, და, სახლში დაბრუნების შემდეგ შეგვიძლია სრულად გამოვავლინოთ ჩვენი თავი. ღმერთთან პირადი ურთიერთობა გამაოგნებელ და თითქმის წარმოუდგენელ ექსტატიურ შეგრძნებებს იწვევს, რომელიც იმის მიხედვით იზრდება, თუ როგორ ვემსახურებით ღმერთს და მის მარადიულ თანამგზავრებს. რაც უფრო მეტად ვემსახურებით ღმერთს, მით უფრო მეტად გვემსახურება ის ჩვენ დ ახელს გვიწყობს, რომ კიდევ უფრო მეტი ერთგულებით და სიყვარულით ვემსახუროთ. ასე გრძელდება ურთიერთობები, რომლებიც ნეტარებითაა აღსავსე. ეს ძალიან კონფიდენციალური და საკრალური ინფორმაციაა. მათ, ვინც არაა მიდრეკილი სულიერი ცხოვრებისადმი, ამ მაღალი ურთიერთობების აღწერა მინიმალური სახით ეძლევა. როდესაც ადამიანის სურვილი - შეიცნოს უმაღლესი ჭერშმარიტება – იზრდება, მას უფრო ფართე ცოდნა ეხსნება.

მსახურება – ეს უმაღლესი ექსტაზია. მსახურებამ შეიძლება იმ წერტილს მიაღწიოს, როდესაც ადამიანი ექსტაზის მდგომარეობაში შედის. ეს სასიყვარულო ურთიერთობის მაღალ სტადიაზე მოდის. ნეტარების შეგრძნება სულიერ სამყაროში იმდენად მაღალია, რომ საუბარი სიმღერას ემსგავსება, სიარული კი – ცეკვას. ყველა საგანი სულიერ სამყაროში ცოცხალია და ინდივიდუალური. იქ არიან ხეები, რომლებსაც ყოველი თქვენი სურვილის ასრულება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, თქვენი სურვილების მიზანი – ღმერთისთვის სიამოვნების მინიჭებაა; თქვენი სურვილები არა მხოლოდ თქვენია, არამედ მისიცაა. და ეს კიდევ უფრო მეტ სიამოვებას განიჭებთ. სულიერ სამყაროში არ არსებობს არც სიკვდილი, არც ავადმყოფობა, არც სიბერე. ყველაფერი ეს – ჩვენი შეზღუდული და ტანჯვით აღსავსე სამყაროს ნაწილია.

ჩვენ შეგვიძლია მრავალჯერ და მრავალჯერ მოვხვდეთ ზეციურ (სამოთხისეულ) პლანეტებზე და ათასობით წლები დავტკბეთ იქ ცხოვრებით, და მაინც, საბოლოოდ, მაინც მიწიერ სამყაროში მოგვიწევს დაბრუნება. ჩვენ შეგვიძლია ასჯერ და ათასჯერ მივაღწიოთ განთავისუფლებას, მაგრამ სანამ შურისგან არ განვთავისუფლდებით და სულიერი სამყაროს წარმოგზავნილებისგან არ მივიღებთ დახმარებას, შემდგომი პროგრესი შეუძლებელი იქნება. მისი მიღწევა შეუძლებელია მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით. თუმცა, შესაძლებელია ვფლობდეთ გარკვეულ თვისებებს და გვქონდეს საკმარისად ძლიერი სურვილი, რათა მოვიზიდოთ დამხმარე, რომელიც ღმერთის ჭეშმარიტ სასუფეველში წარგვიძღვება.

ღმერთის მიერ ტრანსცენდენტული სამყაროდან წარმოგზავნილ სულთან კონტაქტი – საკმაოდ იშვიათი მოვლენაა უბრალოდ იმიტომ, რომ სულები სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან მატერიალურ ცხოვრებაში. საჭიროა სათნოების და მადლის უზარმაზარი მარაგი, რომლებიც წინა ცხოვრებებში დავაგროვეთ, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს დაბადებისა და სიკვდილის წრის გაწყვეტისა. რა ხდება სინამდვილეში, როდესაც ადამიანი სულიერი სამყაროს წარმომადგენელს ან ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს ხვდება? ყველაზე კეთილსასურველ შემთხვევაში ის ღებულობს იმის გაგების შესაძლებლობას, თუ როგორ მოვუღოთ ბოლო მატერიალურ არსებობას და შევუერთდეთ სულიერ სამყაროს. ჩვენ დიდი მზადყოფნით უნდა ვისმინოთ ღმერთის ასეთი ძლევამოსილი წარმომადგენლის დარიგებები და უნდა მივყვეთ ამ დარიგებებს.

პირადული ურთიერთობის გზა

ჩვენი სასიკეთო სურვილები იმას იზიდავს ჩვენსკენ, რაც ჩვენი ზრდისთვისაა აუცილებელი. ყველაფერი, რასაც განვიცდით, ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული, ჩვენი სურვილები კი ჩვენს კავშირებზე და ვიბრაციებზეა დამოკიდებული, რომლებიც გარს გვახვევია და ჩვენში აღწევენ. თუ ჩვენს გარშემო ისეთი ადამიანები და ისეთი საქმიანობის სახეებია, რომლებსაც მაღალი ვიბრაცია აქვთ, ჩვენზე ბუნებრივად აისახება მათი გავლენა. ეს ეფექტი შეიძლება სხვადასხვა იყოს იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდი შური დაგვრჩა გულში ღმერთის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია პირადად ვიურთიერთოთ ღმერთთან ამ მატერიალურ სამყაროშიც კი. როცა ეს გამოცდილება მოდის, ფიზიკურ სხეულს არ შეუძლია საჭიროებისამებრ მისი შეთავსება. არსებობს ექსტაზის მთელი მეცნიერება, რომელსაც ღმერთის სიყვარულის განმცდელი ადამიანი გრძნობს. მაგალითად, არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანი წყვეტს იმ ყველაფრის გაცნობიერებას, რაც გარშემო ხდება და ისეთ სიხარულს და ბედნიერებას გრძნობს სიყვარულის წყაროსთან შეხებისას, რომ მისი სხეულის ნაწილები არაადეკვატურ მოძრაობებს აკეთებენ.

ადამიანი, რომელიც წარსულის, აწმყოს, მომავლის და სხვა განზომილებების გაცნობიერებას იწყებს, სხვებს არ ანდობს ამ გამოცდილებას და საიდუმლოდ ინახავს მას. ეს შეგრძნებები მუდმივ, ძალიან ძლიერ ეიფორიას ჰგავს, მაგრამ მათი სხვებისთვის გაზიარება ძნელია. უნივერსალურ ენერგიასთან კონტაქტის გამოცდილებაც კი ფერმკრთალდება სულიერ სამყაროსთან კონტაქტის გამოცდილებასთან შედარებით. კოსმიური ცნობიერება – ეს ტკივილია სულიერ სამყაროში ტრანსცენდენტულ საქმიანობასთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ კოსმიური ცნობიერებისადმი სწრაფვა – ეს იგივეა, რომ შუშის ნამსხვრევები ვეძებოთ ალმასით სავსე საბადოში.

ახლა ასეთი განცდები ძალიან უჩვეულოდ გვეჩვენება. ეს იმიტომ, რომ ისინი მართლაც უჩვეულოა ჩვენი სამყაროსთვის, რადგანაც სხვა სამყაროებიდან მოდიან. შეიძლება ყველაფერი ეს ძალიან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბევრი ხდაინახავს ჭეშმარიტების სინათლეს და იცნობს მას. ჩვენი არსების გარკვეულმა ნაწილმა ინტუიტიურად იცის ეს ჭეშმარიტება, და ახლა, როდესაც თქვენ ისმენთ მას, ის გამოხმაურებას ჰპოვებს თქვენში. თქვენგან მათმა, ვინც აბსოლუტთან შერწყმის კონცეფციას იცნობს და ვისშიც უსიამოვნებას იწვევდა მისი საბოლოო მიზანი – ინდივიდუალობის დაკარგვა, - ახლა იციან, თუ რატომ ხდებოდა ეს. ეს კონცეფცია არაბუნებრივია. ჩვენ ყველანი ვფლობთ ინდივიდუალობას, რომელიც ღვთაებრივ ბუნებას მოიცავს, და ამიტომ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს ინდივიდუალობა და სრულყოფილ მდგომარეობამდე მივიყვანოთ იგი.

სხვადასხვა ტრადიციის ძალიან წინ წასულ სულიერ პრაქტიკებში ჩვენ ვპოულობთ მინიშნებებს ღმერთთან პირად ურთიერთობაზე. მაგალითად არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა „ქრისტეს სასძლო“. ზოგიერთი ძალიან წინ წასული მუსულმანი ან სუფი გაცდნენ რიტუალების ფარგლებს და უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთის პიროვნებასთან. ძველი ქრისტიანი მისტიკოსები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ ესმოდათ ღმერთის ხმა, და ეს არ იყო მათი წარმოსახვის ნაყოფი. მათ არ ჰქონდათ წინააღმდეგობა იმასთან, რომ ბუნებრივნი ყოფილიყვნენ. რა შეიძლება იყოს უფრო ბუნებრივი, ვიდრე მამასთან ურთიერთობაა? ჩვენი მთელი ამ მსჯელობის მიზანია – დაგეხმაროთ, უფრო სრულად გააცნობიეროთ, რომ არის ყოფიერების გაცილებით უფრო მაღალი დონეები, რომლებისადმიც შეიძლება ვისწრაფვოდეთ. დღეს ჩვენ დავთესეთ მარცვლები, რომლებიც ოდესმე აღმოცენდებიან და დაგეხმარებიან მიძინებული ცნობიერების გამოღვიძებაში.

კითხვები და პასუხები:

კითხვა: თქვენ სხვადასხვა წმინდა წერილებს ეყრდნობით, ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე წერილები იცვლებოდა და ყალბდებოდა. როგორ უნდა გავაანალიზოთ, რა არის მათში სიმართლე და რა არ არის?

პასუხი: ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულ პროცესში წმინდა წერილების დამახინჯების და გადაკეთების ტენდენცია შეიმჩნევა. ეს კარგადაა შესამჩნევი იმ წერილებზე, რომლებსაც რამდენიმე ვერსია აქვთ და რომლებიც რამდენიმე ინტერპრეტაციას გამოხატავენ, მაგალითად ბიბლიაში. მიუხედავად იმისა, რომ არსი იგივე რჩება, ტექსტებში არის განსხვავებები. ყველა წერილი შეიძლება შევაფასოთ და გავიგოთ სხვადასხვა დონეზე. საჭიროა გასაღები, რომელიც დაგვეხმარება ამა თუ იმ წმინდა ტექსტის სიღრმეში შესაღწევად. იმისათვის, რომ წერილის ჭეშმარიტება დავადგინოთ, მისი შემოწმება სამი პუნქტით უნდა მოვახდინოთ, რომელთაგან ცალკე ვერც ერთი ვერ გამოდგება საკმარისად საიმედო მტკიცებულებად. აი ეს პუნქტები:

1) რამდენად ავტორიტეტულია წმინდა წერილი;
2) ძველი და თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც ამ წერილების კანონების თანახმად ცხოვრობდნენ (წმინდანები);
3) სულიერი მოძღვარი, ანუ გურუ.


ჭეშმარიტად სულიერ პროცესში ყველა ეს სამი ელემენტი წონასწორობაში უნდა იყოს. წერილები, რომლებიც არ ეთანხმება წმინდანთა და უდიდეს სულიერ მოძღვართა სწავლებას, - ყალბია ან დამახინჯებულია. წმინდანი, რომლის ქცევაც არ ეთანხმება წერილების და სულიერი მოძღვრების სწავლებას, - ცრუ წმინდანია, ყოველ შემთხვევაში მისი საქმიანობის ნაწილი ყალბია. სულიერი მოძღვარი, რომლის ქცევაც არ პასუხობს წმინდანობის და წმინდა წერილების სტანდარტებს, - ყალბი სულიერი მოძღვარია. როცა წმინდა წერილი ეთანხმება ჭეშმარიტი წმინდანების და სულიერი მოძღვრების ტრადიციებს და საქმეებს, როცა წმინდანი წერილების კანონებით ცხოვრობს, ხოლო სულიერი მოძღვარი ტრანსცენდენტული საქმიანობითაა დაკავებული, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ წერილების, წმინდანებისა და სულიერი მოძღვრების ჭეშმარიტებაში. თუ ამ პუნქტებიდან ერთი მაინცაა ამოვარდნილი, ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ რამესთან რაც საუკეთესო შემთხვევაშI შეიძLება ფუნქციონალური აღმოჩნდეს, მაგრამ უეჭველი არაა, რომ აბსოლუტურ ბუნებას ატარებს.

ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, რომ წიგნების კითხვა არაა საჭირო. ისინი ასე უბრალოდ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ შემოწმების ეშინიათ. არსებობენ ასევე „წმინდანები“, რომლებიც ამბობენ, რომ არაა აუცილებელი უძველესი ტრადიციების მიყოლა, ან ამტკიცებენ, რომ სულიერი პრაქტიკა მოძღვრის გარეშეც შეიძლება, რადგანაც უნდათ, რომ მხოლოდ მათი იდეები აღიარონ. ესენი ცრუ წმინდანები არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წმინდა წერილებს მიყვნენ, მაგრამ მათ აბნევს ის, რაც ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია. მათ შეიძLება ისევ და ისევ იკითხონ წმინდა წერილები და საბოლოოდ შეცდომაშI შედიან, ან არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ მათ. აი რატომაა, რომ წმინდა წერილების დამატებად ცოცხალი წმინდანები გვყავს, რომლებიც ტრადიციებს მისდევენ, და გვყავს სულიერი მოძღვრები, წინასწარმეტყველები, რომლებიც მოწაფეობრივ ჯაჭვს ქმნიან. თუ ვხედავთ, რომ ყველაფერი ეს ეთანხმება ერთმანეთს, ჩვენ ვიცით, რომ საქმე გვაქვს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთან, ჭეშმარიტ წმინდანთან და შეშმარიტ წმინდა წერილთან. ამგვარად, თუმცა წერილები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ცვლილებებს განიცდიდნენ, მათი პირვანდელი არსი უცვლელი რჩება, და ის შეიძლება ამოვიცნოთ.

კითხვა: მე საკუთარი ჭეშმარიტი „მეს“ ძიებით ვარ დაკავებული, საკუთარი ინდივიდუალური არსის ძიებით, რომელიც ღმერთისგან მომდინარეობს. შეგიძლიათ მირჩიოთ, როგორ ვიპოვო ხელმძღვანელი, რომელიც დამეხმარებოდა ჩემი ჭეშმარიტი „მეს“ შეცნობაში?

პასუხი: ეს ძალიან მარტივია. ხანდახან ჩვენ ვჩერდებით განვითარებაში, ვცდილობთ რა ვიპოვოთ რაც შეიძლება საუკეთესო სულიერი მოძღვარი. ეს ძალიან ზედაპირული მიდგომაა. ამის ნაცვლად, საკუთარი ძალისხმევა იმაზე უნდა მივმართოთ, რომ უფრო სერიოზულად მოვეპყროთ საკუთარ ცხოვრებას. როცა სერიოზულად მოვეპყრობით საკუთარ ცხოვრებას, ღმერთი სწორედ იმ მასწავლებელს გამოგვიგზავნის, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადასვლაშI დაგვეხმარება. არაა საჭირო გარეგნული ვითარებების გამო ზედმეტად ნერვიულობა. უფრო სერიოზულად მოეპყარით საკუთარ ცნობიერებასთან მუშაობის პროცესს. მთელი გულით ითხოვეთ, და ეს ბუნებრივად, ავტომატურად მოიზიდავს თქვენთან მოძღვარს, რომელიც თქვენს სულიერ ცხოვრებას მიმართულებას მისცემს და თქვენი დონის შესაბამისად დაგეხმარებათ. არსებობს მრავალი სულიერი მოძღვარი, რომლებიც სხვადასხვა თვისებებს ფლობენ და პასუხისმგებლობის სხვადასხვა დონეს ატარებენ – მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანთა ძალიან მრავალფეროვანი ტიპი არსებობს, რომლებსაც ასევე განსხვავებულად უნდა დავეხმაროთ. ასეა მოწყობილი ღმერთის მიერ.

კითხვა: ცნობიერების ამაღლება, რომელზეც თქვენ საუბრობდით, როგორც ჩანს სულ უფრო და უფრო რეალობად იქცევა იმის შესაბამისად, თუ რამდენად იწმინდება დედამიწა ცოდვილი ელემენტებისაგან. კიდევ რამდენი დრო დაგვჭირდება განწმენდისათვის და როგორი გახდება დედამიწა, როცა ეს პროცესი დასრულდება?

პასუხი: ეს უკვე თითქმის დასრულდა. სულები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ამჟამად სახლობენ, უკვე მივიდნენ იქამდე, რომ ამ გლობალური გეგმის ნაწილნი გახდნენ. ბევრი მოვიდა სხვა სამყაროებიდან და სხვა პლანეტებიდან სწორედ ამ დროს იმისათვის, რომ დაგვეხმარონ ცვლილებების დროს, რომლებიც მალე გველოდება. მომავლის აღწერა საკმაოდ ძნელია, იმიტომ, რომ ის აწმყოში წყდება – ცნობიერების ცვლილების გზით. მე მესმის, რომ ყველაფერი ეს შეიძლება ბურუსით მოცული გვეჩვენოს, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიოში უკვე აღარ იქნება ისეთი ქაოსი და სეპარატიზმი ნაციონალურ, რასობრივ და ტომებრივ საფუძველზე, როგორიც ახლაა, რადგანაც მრავალი მათგანი დაბალი ცნობიერების შედეგია. როცა ცნობიერების ამაღლება მოხდება, ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება მაღალ სამყაროებთან კონატქისათვის. ეს დაგვეხმარება, რომ მრავალი პრობლემა გადავჭრათ, რომლებსაც დღეს ვაწყდებით. ჩვენ ისევ ჰარმონიაში ვიცხოვრებთ ჩვენს „უფროს ძმებთან და დებთან“ – ანგელოზებთან და ნახევარღმერთებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან დაგვეხმარონ. რესურსების გამოცლა და უკმარისობა, რომელიც ნეგატიური კარმის და ცოდვილი საქმიანობის შედეგია, წარსულს ჩაბარდება.

თუ ჩვენ ავამაღლებთ ჩვენი ცნობიერების დონეს, მთელი პლანეტა უფრო მაღალ საფეხურზე გადავა. მთავარია, ადამიანები ღებულობენ შანსს გაიგონ: ისინი ფლობენ ყველა თვისებას, აუცილებელს იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა ატარონ მომავალზე. როცა ადამიანები აცნობიერებენ თავის უფლებამოსილებას, ბევრს, რომელსაც ადრე ეძინა ან თვლემდა, საშუალება ეძლევა, რომ ისევ გამოიღვიძონ ცხოვრებისთვის. ჩვეულებრივ ჩვენი შესაძლებლობების ძალიან მცირე ნაწილს ვიყენებთ, სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ცნობიერება ასე დუნედ მუშაობს. ჩვენ ყველა ფსიქიკურ შესაძლებლობას ვფლობთ მომავალი მსოფლიოს წესრიგის ვითარებაში აქტიური არსებობისთვის. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ დონეს, რომლის დროსაც ტელეპატია ჩვეულებრივი და ყოველდღიური მოვლენა გახდება. იმისათვის, რომ ამ დონეს მივაღწიოთ, საჭიროა უბრალოდ ჰარმონიაში ვიყოთ ბუნებრივ კანონებთან. მაშინ შევძლებთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის, რაც ღმერთმა გვიბოძა. დადგება საოცარი დრო, და ახლა ჩვენ მისი მოსვლისთვის ვემზადებით.

დასკვნა

არსებები, რომლებიც დედამიწის სიღრმეში ცხოვრობენ და იწვევენ მიწისძვრებს, ვულკანურ ამოფრქვევებს; დემონები, რომლებიც ყურში ჩაგვჩურჩულებენ და ცოდვილ აზრებს შთაგვაგონებენ; სხვა პლანეტებიდან და განზომილებებიდან მოსული არსებები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მანიპულირებას ახდენენ; ფსიქიკაზე ზემოქმედება, როგორც ყოველდღიური რეალობა და ქვეცნობიერში შთაგონება, როგორც ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილი... როგორც ჩანს ძალიან ბნელი და სავალალო ცხოვრება მოვიწყვეთ ამ პლანეტაზე. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ზემოთჩამოთვლილი მაგალითები – ძალიან უჩვეულო მოვლენებია და როგორც წესი ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ გვხვდება. მაგრამ ასეა ეს? და რა შეიძლება იყოს უფრო არანორმალური, ვიდრე დედა, თავის ქალას რომ უჩეჩქვავს თავის ხუთი წლის ბავშვს? ან სხვა დედა, რომელიც ღვედებით აბამს ბავშვებს მანქანაში და შემდეგ წყალში ძირავს მათ? თხუთმეტი წლის მოზარდები, რომლებიც თანატოლს ყელს ჭრიან რაიმე ველურ სექტანტურ რიტუალში? ლიდერები, რომლებიც მოკლულ იქნენ იმის გამო, რომ მშვიდობისთვის იღწვოდნენ? მოქალაქეები, რომლებიც მასიურ მკვლელობებს ანხორციელებენ ეთნიკური წმენდის სახელით? სამწუხაროდ ასეთია ჩვენი რეალობა, როგორ არანორმალურადაც არ უნდა გვეჩვენოს იგი. რა უნდა ვქნათ? არსებობს რამდენიმე ვარიანტი. შეიძლება ან ნეგატიურს შევუერთდეთ, ან დეპრესიაში ჩავიძიროთ, რასაც როგორც წესი თვითმკვლელობამდე, ალკოჰოლიზმამდე ან ნარკოტიკებამდე მივყავართ, შეიძლება ნეიტრალური პოზიცია დავიკავოთ და განვერიდოთ სამყაროს. ასევე შეგვიძლია გონებადაკარგულ მასებს შევუერთდეთ, რომლებსაც დაშინების და მოხერხებული მანიპულაციების მეთოდებით მართავენ.

მაგრამ არსებობს სხვა გზაც – სულიერი მეომრის გზა. ეს რთული გზაა. იგი გამბედაობას, სიმტკიცეს, დისციპლინას, ღრმა თანაგრძნობას და უპირობო სიყვარულს მოითხოვს. იგი საჭიროებს იმის გაგებას, რომ ეს სამყარო – უკანასკნელი თავი არაა ჩვენს ცხოვრებაში. სულიერი მეომარი უბედურებებს და სირთულეებს აწყდება, მაგრამ გადალახავს მათ, ისე რომ არ კარგავს სულიერ წონასწორობას და ჭკუის პოზიტიურ წყობას, აცნობიერებს რა, რომ უბედურებები განგვწმენდენ, წინაღობები კი გვაიძულებენ, რომ უფრო მაღლა ხტომა სწრაფად სირბილი და მეტი მცდელობა ვისწავლოთ. თავად ოქროც კი, ეს ყველაზე ძვირფასი მეტალი, თავის ღირებულებას ცეცხლში გამოწრთობისას იძენს, ხოლო ალმასი, ეს ყველაზე ძვირფასი ქვა, უზარმაზარი წნევის და ტემპერატურის ქვეშ ფორმირდება. სულიერი მეომრები მარტონი არ არიან ამ სამყაროში – ისინი თავიანთ გულებში უზენაეს უფალს ატარებენ. ანგელოზები მიმართულებას აძლევენ მათ და იცავენ, ხოლო სულიერი სამყაროს მცხოვრებნი როგორც გმირებს ელოდებიან მათ სახლისაკენ მიმავალ გზაზე, ტრანსცენდენტულ სამყაროში. გინდათ ამ ტრანსცენდენტული არმიის რიგები შეავსოთ? თუ კი, მაშინ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ და არჩევანი გააკეთოთ. როცა ბოროტების ძალები იმისთვის იბრძვიან, რომ ჩვენს ცხოვრებაში დამკვიდრდნენ, არსებობს მხოლოდ ორი მხარე – სულიერად განათლებულების მხარე და მატერიალური არსებობით დათრგუნულების მხარე. ჩემო ძვირფასებო, დრო არ უნდა დაკარგოთ. თქვენს ამჟამინდელ აზრებს და ქმედებებს უკვე მიყავხართ ან ერთ, ან მეორე ბანაკში.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 31 2010, 06:52 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




განმეორებით დავდებ ავტობიოგრაფიულ ტექსტს, თუ როგორ გახდა ფეივორსი შრილა პრაბჰუპადას მოსწავლე:


პირველად ერთგულები ბოსტონში დავინახე, ჰარვარდის მოედანზე. ძალიან ციოდა. თითქმის მინუს ათი გრადუსი ყინვა იყო. ეს "ჰარე კრიშნები" კი ქუჩის კუთხეში მღეროდნენ. შვიდნი თუ რვანი იყვნენ სატსვარუპა მაჰარაჯის ჩათვლით. იმ დროს, 1970 თუ 1971 წელს პრინსტონში ვსწავლობდი და ჰარვარდში მივდიოდი თამაშზე დასაწრებად.

რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ვბრუნდებოდი, დავინახე, რომ ერთგულები ისევ მღეროდნენ, ისევ იმავე ადგილას და ვიფიქრე, რომ ეს ხალხი ან ჭკუიდან იყო შეშლილი, ან რაღაც უჩვეულოდ ღირებულს ფლობდა. ისე ციოდა, რომ 5-10 წუთი ძლივს ვჩერდებოდით ქუჩაში. მიუხედავად ამისა ისინი აგრძელებდნენ სიმღერას, ცეკვას და ხტუნვასაც კი. უბრალოდ მათზე დაკვირვებითაც კი შეიძლებოდა დანახვა, რომ ისინი უჩვეულოები, განსაკუთრებულები იყვნენ.

იმ პერიოდში მე დავდიოდი სხვადასხვა იოგებთან და ინიციაციებს ვღებულობდი ხან ერთისგან, ხან მეორესგან. ყოველთვის, როგორც კი გავიგებდი ვინმე იოგის ან სპირიტუალისტის შესახებ, მაშინვე მასთან გავრბოდი ინიციაციის მისაღებად. ერთი გურუ, რომელიც დარიგებებს მაძლევდა ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში 60-იანების ბოლოს, მასწავლიდა სხვადასხვა რაღაცეებს, ისეთებს როგორიცაა რაჯა-იოგა, ჰათჰა-იოგა, აშტანგა-იოგა და სხვა მისტიკურ პრაქტიკებს. ამის მიუხედავად გამუდმებით მეუბნებოდა, რომ ის არაა ჩემი მოძღვარი და გურუ.

შემდეგ მე შევხვდი შრი ჩინმოის, შევუერთდი მის მიმდევრებს და მივიღე ინიციაცია ნიუ-იორკში. როდესაც ძველ მასწავლებელთან დავბრუნდი, ვუთხარი მას: "ახლა უკვე შევხვდი ჩემს გურუს და მივიღე ინიციაცია." მან გაიცინა და თქვა: "ამ გურუს საუკეთესო შემთხვევაში რაღაც იმპერსონალური გაგება აქვს, მაგრამ ეს ის არაა რაც შენ გგონია." მე ვუპასუხე: "კი მაგრამ, მას ჯაგატ გურუდ - სამყაროს სულიერ მასწავლებლად აღიარებენ!" მან გაიღიმა და თქვა: "მდგომარეობა, რომელიც კონკრეტულად ამ სულს უკავია, მნიშვნელოვანი არაა."

უნდა ავღნიშნო, რომ ის ხშირად ახსენებდა პრაპჰუპადას სახელს, მაგრამ მე უბრაოდ მეგონა, რომ ეს ან მისი ბიძა იყო, ან მეგობარი. ის ხშირად აციტირებდა პრაპჰუპადას, როდესაც სხვადასხვა თვალთახედვას განიხილავდა. შრი ჩინმოიდან მომავალი, მე ფრთებშესხმული ვიყავი იმით, რომ ჩემი მასწავლებელი ვიპოვე, მაგრამ გავიგე რა, რომ ისიც არ იყო ჩემი ნამდვილი გურუ, საშინლად იმედგაცრუებული დავრჩი.

ერთხელ მან მკითხა: "მართლა გინდა გაიგო ვინაა ჯაგატ გურუ?" და მე ვუპასუხე: "დიახ, დიახ, დიახ, მართლა მინდა გავიგო!" და მან ისევ გამიმეორა, უფრო მკაცრად: "მართლა გინდა გაიგო?" "დიახ!" სინამდვილეში ის თითქოს მაფრთხილებდა, რადგანაც ჩემი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო, მას შემდეგ, რაც სიმართლეს გავიგებდი. და მან უკანასკნელად მკითხა: "შენ მართლა გინდა გაიგო?" მე ვუპასუხე: "დიახ!" და როგორც იქნა მითხრა: "მოძრაობა "ჰარე კრიშნას" სულიერი მოძღვარი". "რა? - ვკითხე მე, - ისინი, ვინც ზეწრებში გახვეულნი დადიან და ზევით-ქვევით დახტიან ქუჩებში საბრძოლო მოხატულობით?" მაშინვე გამახსენდა, როგორ დავინახე ისინი პირველად ჰარინამაზე. მე ისევ ვკითხე: "თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მათ ღრმა ფილოსოფია და განსაკუთრებული სულიერი მოძღვარი ჰყავთ?" დიახ!" - თქვა მან.

მან მომიყვა, რომ შრილა პრაპჰუპადა - ესაა ჯაგატ გურუ და ყველა სულიერი მასწავლებლის სულიერი მასწავლებელი. და შემდეგ მიხსნიდა: "როცა პრაპჰუპადა დასავლეთში ჩამოვიდა, ის გურუები, რომლებმაც იცოდნენ მისი სრულყოფილების დონე და მდგომარეობა, უნდა დახმარებოდნენ თავის მისიაში. მე ყოველთვის გეუბნებოდი, რომ არ ვარ შენი გურუ, იმიტომ რომ მე არ ვარ შენი გურუ. ის, რასაც გასწავლიდი, ღრმად არასოდეს გწვდებოდა, იმიტომ რომ შენ ბჰაკტით უნდა დაკავდე. და მაინც, რაც მე გასწავლე, შენს მომავალ საქმიანობაში დაგეხმარება."

ამან შემძრა, რადგანაც მე ყოველთვის ვეძებდი ჭეშმარიტებას და სწორედ ეს სულიერი წყარო მატყობინებდა, რომ უმაღლესი ჭეშმარიტება კრიშნას ცნობიერების მოძრაობაშია მისაწვდომი. მე ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ბოლომდე ვაკეთებ და ყოველ ღონეს ვხმარობ ხოლმე ამისთვის. ეს ახალი დილემა გააზრებას საჭიროებდა. "ჰარე კრიშნას" ერთგულებზე ჩემი დაკვირვებით მე დავასკვენი, რომ მათი პრაქტიკა არ იყო იოგას რაიმე დამატებითი სახე და მოითხოვდა უფრო მეტს, ვიდრე კვირაში ერთხელ მეცადინეობებზე მისვლა და რამდენიმე ასანას გაკეთებაა.

ჰარე კრიშნას მოძრაობის მიყოლა ნიშნავდა უზარმაზარ ცვლილებას ჩემი ცხოვრების და აზროვნების წესში. მე ვეძებდი გზა, როგორ ამეცილებინა ეს თავიდან, რადგანაც ძალა არ მქონდა იმის დაჯერებისა, რომ ასეთი ამაღლებული ცოდნა ასეთ უცნაურ ხალხს ჰქონდა. პრინსტონში სწავლის გაეროში კარიერისთვის მომზადების წინ მე ძნელად შემეძლო დამეჯერებინა, რომ უმაღლესი ცოდნა ნიშნავდა ზეწრებით სიარულს, სახის მოხატვას და ქუჩებში ცხოვრების ბოლომდე ხტუნაობას.

ამ სიტუაციამ მაიძულა ეჭვქვეშ დამეყენებინა ჩემი მასწავლებლის ავტორიტეტი. მე ოთხი თუ ხუთი წელი ვიცნობდი ამ ადამიანს და მას არასოდეს მოვუტყუებივარ. ის ძალიან ძლიერი იოგი იყო და ბევრ შესაძლებლობას ფლობდა, ისეთებს როგორიცაა აზრების კითხვა და მომავლის დანახვა. გავიხსენე მისი წინა დარიგებები, რომლებიც ყველა მართალი აღმოჩნდა. არ შემეძლო უბრალოდ იგნორირება გამეკეთებინა მისი სიტყვებისთვის, მითუმეტეს არაფერს ითხოვდა ჩემგან და ბევრჯერაც დამეხმარა.

და მაშინ გადავწყვიტე უბრალოდ წავსულიყავი და შემესწავლა ეს "ჰარე კრიშნა", რათა დამემტკიცებინა, რომ არავითარი უმაღლესი ცოდნა არა აქვთ. იმ დროს ეს ერთადერთი საშუალება იყო, რითაც ამ სიტუაციის მოგვარება შემეძლო. მე დავიწყე ნიუ-იორკის ტაძარში სიარული მხოლოდ იმისთვის, რომ ნაკლი მეპოვა მათში და წყნარი სინდისით გადამეშალა ცხოვრების ეს ფურცელი. შემდეგ კი შევძლებდი, რომ როგორმე ჩამოვცილებულიყავი ჩემს მასწავლებელს და სადმე სხვაგან გამეგრძელებინა იოგას პრაქტიკა.

ტაძარში სიარულისას მეტი გავარკვიე და უკეთ გავიგე ჰარინამა და კრიშნას ცნობიერება, მაგრამ უამრავ შეკითხვას ვსვამდი ლექციების შემდეგ, რადგან ჯერ კიდევ ვცდილობდი არასრულყოფილების პოვნას. წიგნებიდან და ერთგულებზე დაკვირვებიდან დავიწყე გაცნობიერება, რომ ისინი ძალიან ძლევამოსილ ფილოსოფიას ფლობდნენ.

ტაძარში გატარებული პირველი 2-3 დღის შემდეგ ვხედავდი, რომ ერთგულების სხვადასხვა ტიპები იყვნენ იქ, ზოგი ნამდვილი იყო, ზოგი არა. იმ ერთგულების მეშვეობით, რომლებიც მკაცრად მისდევდნენ ფილოსოფიას, მე შევძელი გამეცნობიერებინა მათი სწავლების ძალა. რაც უფრო მეტს ვსწავლობდი, მით უფრო მეტად მინდოდა გამეგო, რას ნიშნავდა რეალურად კრიშნას ცნობიერება. ვაღრმავებთ რა შესწავლას, უფლებას ვაძლევთ ფილოსოფიია ძლევამოსილებას, რომ გამოვლინდეს. და რადგანაც ვერ გავუმკლავდი ამ ცოდნას, შევუერთდი მათ.



აქ კი მისი მოკლე ბიოგრაფიაა და დაწვრილებითაა აღწერილი, თუ როგორ დატოვა სხეული:

http://krishna.com.md/blog/post_1270795429.html


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Nov 1 2010, 09:53 AM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაგრძელებ მეოთხე წიგნს:


დაეხმარეთ ადამიანებს და ემსახურეთ მათ

კიდევ ერთი საუკეთესო საშუალება მღელვარებისგან თავის დასაღწევად არის ფიქრი და მსჯელობა იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ სხვა ადამიანებს. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომელთა პრობლემებიც მნიშვნელოვნად აღემატებიან ჩვენსას. თუ შევძლებთ, რომ მსხვერპლად გავიღოთ ჩვენი ეგოიზმის რაღაც ნაწილი სხვების დახმარებისათვის, ჩვენ არ დავიწყებთ ძალების ხარჯვას იმ პრობლემების შექმნაზე, რომლებისგანაც თავის დაღწევა გვინდა. სხვებზე ფიქრისას ბუნებრივად გვავიწყდება ჩვენი პრობლემები და მოთხოვნილებები, და ეს უფრო ძლიერს გვხდის.

ხოლო თუკი ძალიან ვართ კონცენტრირებული საკუთარ თავზე, ეს უსუსურს გვხდის, რამეთუ საშუალებას არ ვაძლევთ ღმერთს, რომ ჩვენი მეშვეობით იმოქმედოს. რაც უფრო ეგოისტურები ვხდებით, მით უფრო სუსტდება ჩვენი სულიერი ცხოვრება, რადგანაც ეს ხელს უშლის ღმერთის შაკტის (ენერგიას), სულიერ ძალას, რომ გამოვლინდეს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ახდენის საშუალებას არ ვაძლევთ სასწაულებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ ხდებიან, როდესაც ჭკუისმიერ და ფიზიკურ მღელვარებას და ტანჯვას ვიშორებთ და ღვთაებრივს მივმართავთ.

კარმის მოქმედების ბუნების გაგება

როდესაც ვცდილობთ, მღელვარების ჩვევას ვძლიოთ, ჩვენ ხანდახან გვესმის, რომ არ შეგვიძლია სიტუაციის შეცვლა და უნდა შევეგუოთ მას. ზოგიერთი პრობლემა შეიძლება უბრალოდ ჩვენი კარმის ნაწილი იყოს. ზოგიერთ ადამიანს კარმა არ აძლევს საშუალებას, რომ ბევრი ფული იშოვონ, სხვები კი პირიქით, უზარმაზარ მოგებას ნახულობენ მცირე ინვესტიციების საპასუხოდ. ზოგიერთი გამუდმებით იცავს დიეტას და ყოველდღე ვარჯიშობს, მაგრამ ამასთან მისი ჯანმრთელობა თითქოს საერთოდ არ უმჯობესდება. თუ ადამიანის კარმაში განსაზღვრულ დროს სიკვდილია ჩადებული, მას შეიძლება ბანანას ქერქზე აუცურდეს ფეხი და დაიმტვრეს. ამრიგად ვიღებთ რა მხედველობაში კარმის ფაქტორს, ჩვენ შეიძლება შევეცადოთ სიტუაციის შეცვლას, მაგრამ, თუ არაფერი გამოგვდის, უნდა შევეგუოთ ვითარებებს და შევწყვიტოთ წუხილი.

გამოყავით დრო წუხილისთვის

და ბოლოს, იმისათვის რომ გადაჭარბებული მწუხარება ავიცილოთ თავიდან, ჩვენ გარკვეული საზღვრები უნდა მივცეთ მას. შესაძლოა, დაგვჭირდეს, რომ რაღაც გარკვეული დრო გამოვყოთ მისთვის, რათა იმ მღელვარებას, რომელიც ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდა, სათანადო ყურადღება მიექცეს. შეიძლება გამოვყოთ ერთი საათი პრობლემის გადაწყვეტისთვის და ამ ვადის გასვლის შემდეგ სხვა საქმით დავკავდეთ. ამ სახით, პრობლემა ვეღარ დაიკავებს მთელ ჩვენს დროს. გარდა ამისა უნდა შეგვეძლოს წარსულ შეცდომებზე სწავლა. ხანდახან ჩვენი მწუხარების მიზეზი რაიმე სიტუაციაა წარსულიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გამუდმებით წარსულში უნდა დავრჩეთ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Nov 6 2010, 02:43 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯონ ფეივორსი (ბჰაკტი ტირთჰა სვამი) გარდაცვალების წინ:





--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Nov 6 2010, 05:54 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ჩავიხედოთ წმინდა წერილებში

მღელვარების მწველი ცეცხლი

შემდეგ ციტატებს შეუძლიათ დაგვეხმარონ უფრო ღრმად გავიგოთ საკითხი. “საკუთარი თავის შიღრმეშI მოგზაურობა”-ში მღელვარების ცეცხლი ასეა აღწერილი:

“ყოველი ჩვენგანის გული ცეცხლში იწვის – მღელვარების მწველ ცეცხლში. ასეთია მატერიალური სამყაროს ბუნება. ყოველი ჩვენგანი მღელვარებაში იმყოფება – არავინაა ისეთი, ვისაც არ გამოუცდია იგი. პატარა ჩიტიც კი არაა თავისუფალი ამ გრძნობისგან. თუკი რამდენიმე ხორბლის მარცვალს დაუყრით, კენკვას დაიწყებს, მაგრამ ამასთან წამდაუწუმ გარშემო დაიწყებს ყურებას: “ვინმე ხომ არ აპირებს ჩემს მოკვლას?” ასეთია ცხოვრება მატერიალურ სამყაროში. პრეზიდენტი ნიკსონიც კი, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, გამუდმებით საფრთხის შეგრძნების ქვეშაა. ჩვენს ქვეყანაში კი განდიმაც არ იცოდა რა იყო მოსვენება. ყველა პოლიტიკოსი განუწყვეტლივ მღელვარებაში იმყოფება. მათ შეიძლება მაღალი პოსტები ეკავოთ, მაგრამ მატერიალური ყოფის ეს სენი იქაც არ ტოვებს მათ.

თუ გინდათ, რომ ყველა მღელვარებისგან განთავისუფლდეთ, გურუს, სულიერი მოძღვრის მფარველობა უნდა მიიღოთ. თუკი მისი დარიგებები დაგეხმარებიან მათგან თავის აცილებაში, სწორედ ეს იქნება საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს უფლება გურუდ იწოდებოდეს. ესაა ჭეშმარიტი კრიტერიუმი. არ ეძებოთ გურუ, რომელიც იაფფასიანი პოპულარობით სარგებლობს. ნუ აყვებით მოდას. ზოგიერთს ასეთი სისუსტე აქვს – იყოლიოს მოდური ჯიშის ძაღლი. თუკი მასწავლებელს მხოლოდ იმისთვის ეძებთ, რომ მოდას აყვეთ, რომ ამაყად განაცხადოთ: “მე მყავს გურუ”, - ეს ვერ დაგეხმარებათ. თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი გურუ, რომელიც თქვენს გულში მღელვარების ცეცხლს ჩააქრობს. ესაა ნამდვილი გურუს პირველი ნიშან-თვისება.”

ზოგიერთს უნდა ყავდეს გურუ, რომელიც სიმშვიდეს მოუტანს მას და მის საკუთარ იდეებს გაუკეთებს სანქციონირებას. და შეიძლება მათ დროებით წარმატებას მიაღწიონ, ჩაახშონ რა მღელვარება, მაგრამ ადრე თუ გვიან იგი კვლავ გამოლინდება. მაგრამ თუკი ადამიანი ჭეშმარიტი გურუს დარიგებებს მიჰყვება, მღელვარებები თანდათანობით დაცხრება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაქრებიან თავად პრობლემები – ზოგიერთ შემთხვევაში მათმა რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს კიდეც, - მაგრამ სხვა თუ არაფერი მოქმედებეის გეგმა და ღმერთის რწმენა გვექნება.

სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვა

“შრიმად ბჰაგავატამში” (7.9.43) უდიადესი ვაიშნავი მაჰარაჯა პრაჰლადა ლოცვას აღუვლენს უფალს, რომელშიც ყველა ცოცხალ არსებაზე ზრუნვას ავლენს:

“ო უდიადესო დიადთა შორის, მე არ მეშინია მატერიალური არსებობის, რამეთუ სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ჭკუა მუდამ შენს დიდებასა და საქმიანობებზე ფიქრშია ჩაძირული. ერთადერთი, რაც მაღელვებს, - ფიქრია იმ სულელებზე და ბრიყვებზე, რომლებიც ყველა შესაძლო გეგმას აწყობენ მატერიალური ბედნიერების და საკუთარი ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობის დევნაში. მამოძრავებს რა მათდამი სიყვარული, მათი სიკეთისთვის ვზრუნავ.”

მაჰარაჯა პრაჰლადა ხალხზე ზრუნვას ავლენს. ერთადერთი, რაზეც უნდა ღელავდეს ერთგული, ეს სხვებზე ზრუნვაა. თუ სხვა ცოცხალი არსებების ტანჯვას არ თანავუგრძნობთ ან არ გვინდა კრიშნას ცნობიერების გავრცელება, ესე იგი ჩვენი მღელვარება მოგონილი და უსაფუძვლოა.

ჩვენ გვიხდება ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფულზე, ბავშვებზე და მეუღლეზე, მაგრამ ამასთან თანდათან უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მღელვარება კიდევ უფრო და უფრო მეტ არასასურველ შედეგს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის ერთგულ მსახურს არ მართებს საერთოდ გაუკეთოს იგნორირება პრობლემებს, მისი მღელვარება არ უნდა ტრიალებდეს მხოლოდ საკუთარი პერსონის ირგვლივ. ერთგულები მუდამ ზრუნავენ იმაზე, თუ როგორ შეუწყონ ხელი ღმერთის ცნობიერების გავრცელებას. მაჰარაჯა პრაჰლადა მღელვარების სრულყოფილ დემონსტრირებას ავლენს, წუხს რა ადამიანთა უმაღლეს სიკეთეზე. იფიქრეთ საკუთარ პრობლემებზე. საკმარისად მკაფიოდ განსაზღვრეთ ისინი? გაქვთ მოქმედების გეგმა? ძირითადად სხეულზე ხომ არაა თქვენი პრობლემები კონცენტრირებული? ხომ არ აკნინებთ ღმერთის, როგორც უმაღლესი მფარველის მდგომარეობას? თუ კი, მაშIნ თქვენ ამცირებთ იმ მადლს, რომელიც ღმერთმა გიბოძათ, და ვერ შეძლებთ გაიგოთ, რომ ღმერთმა მოცემულ სიტუაციაში კონკრეტული მიზნით ჩაგსვათ.

სულიერ სამყაროში არ არსებობს წუხილი

“ჩაიტანია-ჩარიტამრიტას” ადი-ლილას კომენტარებში 7.74 ლექსთან ნათქვამია: “სულიერი სამყარო ვაიკუნთჰად იწოდება, რადგანაც იქ არ არის მწუხარება. მატერიალური სამყარო მწუხარებებითაა სავსე (კუნთჰა), მაგრამ სულიერ სამყაროში, ვაიკუნთჰაზე, ყველგან სიმშვიდე და ჰარმონიაა”.

წიგნში “იოგას უმაღლესი სისტემა” ჭეშმარიტ სიმშვიდეზე ნათქვამია: “ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ამბობს, რომ ჭეშმარიტად მშვიდად არიან ისინი, ვინც კრიშნას ცნობიერებაში იმყოფება, რამეთუ ისინი თავისუფალნი არიან ეგოისტური სურვილებისგან. ადამიანები, რომლებიც გრძნობით სიამოვნებებს ეძებენ, გადარჩენისთვის იღწვიან ან იოგას მეშვეობით ცდილობენ მისტიკური შესაძლებლობების მოპოვებას, მუდამ მღელვარებით არიან სავსე. ხოლო სანამ ადამიანი ღელავს, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს, რომ ის ჯერ კიდევ მატერიალური ბუნების გავლენის ქვეშ იმყოფება. განთავისუფლებას მხოლოდ მაშინ ვპოვებთ, როცა მღელვარებისგან ვთავისუფლდებით. ყველა ჩვენი შფოთვა და შიში იმის გამო ჩნდება, რომ ჩვენ არ ვიცით, ვინ მართავს ყველაფერს, არ ვიცნობთ კრშნას, უზენაეს უფალს. რაღაც სხვა შეხედულებებს ვეყრდნობით და ამის გამო მუდამ წუხილით ვართ სავსე”.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 12:30 PM